Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button

გროვდება ხელმოწერები ვიქტორია ჯუღელის „ნეტარი თეოდორიტე კვირელის“ I ტომის ხელახალი გამოცემისათვის. ტირაჟის გამეორება შესაძლებელი გახდება, თუ წიგნის ყიდვის სურვილს 100-მდე მსურველი გამოთქვამს. ასეთ შემთხვევაში, წიგნის ღირებულება იქნება 25-30 ლარი ხელმომწერთათვის, ხოლო დარჩენილი რაოდენობა გაიყიდება კვლავ 40 ლარად. ხელმოწერის პირველ ეტაპზე საჭირო იქნება მხოლოდ წიგნის ყიდვის სურვილის დაფიქსირება (ამისთვის შეგიძლიათ მისწეროთ ავტორს ფეისბუქ-გვერდზე: ვიქტორია ჯუღელი). მას შემდეგ, რაც გაირკვევა ხელმომწერთა რაოდენობა, გამოცხადდება დღე, როცა ხელმომწერები გადაიხდიან 15 ლარს წინასწარ, ხოლო გამოცემის შემდეგ, წიგნის გატანისას, დარჩენილ თანხას (10-15 ლარს). თანხა დაზუსტდება  ტირაჟის დაბეჭდვისას, თუმცა წიგნის ღირებულება 30 ლარზე მეტი არ იქნება, რადგან ამ წიგნის ფასი დაითვლება მხოლოდ გამოცემისათვის გაწეული უშუალო ხარჯიდან და არც ავტორი და არც წიგნის დამკაბადონებელი ამ გამოცემიდან არაფერს მიიღებენ. წიგნი მაგარყდიანია, 700 გვ., A 4 ფორმატი. ყდას ამშვენებს რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ საგანგებოდ ამ გამოცემისათვის უსასყიდლოდ შესრულებული ნეტარი თეოდორიტე კვირელის ნახატი.

 

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 01 JUNE 2017 20:24)

დაწვრილებით...

 

"უადვილეს არს აქლემი განსლვად ჴურელსა ნემსისასა" - მაცხოვრის ეს სიტყვები, როგორც ცნობილია, სახეზეა აგრეთვე მარკოზისა და ლუკას სახარებებეში. მარკოზის თავის გიორგისეულ თარგმანში კვლავ მეორდება სიტყვა "აქლემი" ("უადვილეს არს აქლემი ჴურელსა ნემსისასა განსლვად", მრ. 10.25). რაც შეეხება ლუკას თავს, გიორგისეული რედაქციის ძირითად ტექსტში დასტურდება "მანქანისა საბელი" (შდრ. "უადვილეს არს მანქანისა საბელი ჴურელსა ნემსისასა განსლვად", ლკ. 18.25), თუმცა ამ რედაქციის შემცველ ყველაზე მნიშვნელოვან ნუსხაში, ვანის ოთხთავში (რომელიც საკუთრივ გიორგისეული ავტოგრაფიდან გადანაწერი ტექსტის პირს წარმოადგენს) და ეჩმიაძინის ოთხთავში (რომელიც, როგორც ცნობილია, ვანის ოთხთავიდან არის გადაწერილი) აშიაზე მიწერილია "აქლემი", რაც გიორგისეული ჩანს (სწორედ მან შემოიტანა ამ მუხლში პირველმა ეს შესატყვისი).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 23 მაისი 2017 12:33)

დაწვრილებით...

 

თანამედროვე მეცნიერებაში მიღებული აზრია, რომ ქვეყნიერების დასაბამიდან დღემდე მილიონობით წელია გასული, მაშინ როდესაც, საეკლესიო სწავლების თანახმად, სამყაროს შექმნასა და ქრისტეშობას შორის დაახლ. 5500 წლიანი შუალედია (დაკონკრეტებულად: "ალექსანდრიულით" - 5492, "ბიზანტიურით" - 5508, "ქართული დასაბამით" კი - 5604 წწ.). შეუძლებელია, ორივე თვალსაზრისი მივიჩნიოთ ჭეშმარიტებად (ე. ი., ერთი მხრივ, მითითება მილიონობით წლის შესახებ და, მეორე მხრივ, არასრული ექვსი ათასწლეულის ხსენება), რადგან მათი შეთავსება ვერაფრით მოხდება. ვფიქრობთ, ჰექსემერონული კომენტარების საფუძვლიანი გაცნობისას დაინტერესებული მკითხველი ლოგიკურ და ამომწურავ პასუხს მიიღებს კითხვაზე: დროის რა ხანგრძლივობას მოიცავდა შესაქმის თითოეული დღე? როგორ შეიძლება აიხსნას სამყაროს წარმოშობის მრავალი მილიონი წლით დათარიღების საკითხი საეკლესიო თვალსაზრისის თანახმად? უპირველესად, შევნიშნავთ, რომ ზემოხსენებული ორი ურთიერთსაწინააღმდეგო სწავლების დასაახლოვებლად ბიბლეისტთა ნაწილმა გამოსავალი შესაქმის დღეების თავისებურ განმარტებაში მოძებნა. მათი თქმით, როდესაც საუბარია სამყაროს დასაბამიდან ქრისტეშობამდელ პერიოდზე და 5492, 5508 ან 5604 წელია მითითებული, ათვლის წერტილად ადამისა და ევას შეცოდებისა და ედემის ბაღიდან მათი განდევნის შემდგომი პერიოდი მიიჩნევა, რადგან პირველმშობელთა დაცემის შედეგად სამყარო ახლებურ წესრიგს დაექვემდებარა; ცვალებადობამ კი (ხრწნადობამ, მოწყვლადობამ, მოკვდავობამ) არა მხოლოდ ადამიანური ბუნება მოიცვა, არამედ - მთელი კოსმოსი. ზემოხსენებულ მკვლევართა აზრით, შესაბამისად, სწორედ ცოდვით დაცემამ დაუდო დასაბამი დღე-ღამის ოცდაოთხსაათიან ხანგრძლივობას. რაც შეეხება შესაქმის ექვს დღეს, აღნიშნული დრო მათ მიერ ასტრონომიულ დღეებზე შეუდარებლად აღმატებულ - "ზეჟამეულ დროდ" არის გააზრებული. ისინი მსჯელობას ლოგიკურად აგრძელებენ და ამბობენ, რომ ვინაიდან ბიბლიური პირველი დღეების ხანგრძლივობა "ზეჟამიერი (ე. ი. განუსაზღვრელი) დროა", სამყაროს წარმოშობის რამდენიმე მილიონი წლით დათარიღებას წინ არაფერი უდგას, რადგან "ზეჟამეულობა" (ე. ი. დასაბამიერი პირველი ექვსი დღე), შესაძლოა, მრავალი ათასწლეული (მილიონობით წელი) გაგრძელებულიყო1.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 24 მაისი 2017 20:05)

დაწვრილებით...

 

ქალკედონის IV მსოფლიო კრების (451 წ.)

დოგმატი

"ამრიგად, შედგომილნი წმინდა მამებს, ყველანი ერთხმად ვასწავლით ერთი და იმავე ძის, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღსარებას, მასვე სრულს ღმრთეებაში და მასვე სრულს კაცებში, მასვე ჭეშმარიტად ღმერთს და ჭეშმარიტად ადამიანს, გონითი სულისა და სხეულისგან, მამის თანაარსს ღმრთეებითად და მასვე ჩვენს თანაარსს კაცობრივად, ყოვლითურთ ჩვენს მსგავსს ცოდვის გარეშე, საუკუნეთა უწინარეს მამისგან შობილს ღმრთეებითად, უკანაკსნელ დღეებში კი მასვე ჩვენს გამო და ჩვენი ცხონებისთვის კაცობრივად [შობილს] მარიამ ქალწულისგან, ღვთისმშმობლისგან, ერთსა და იმავე ქრისტეს, ძეს, უფალს, მხოლოდშობილს, ორი ბუნებისგან თანაშეურევლად, უცვალებლად, განუყოფლად, განუშორებლად ცნობილს, ბუნებათა განსხვავებას არ-აღხოცილს შეერთების გამო, უფრო კი დაცულს თითოეული ბუნების თვისებას და ერთ პირსა და გვამოვნებაში თანამსრბოლს, არათუ ორ პირად დანაწილებულს ან განყოფილს, არამედ ერთსა იმავე ძეს და მხოლოდშობილს, ღმერთ-სიტყვას, უფალ იესო ქრისტეს, როგორც მის შესახებ ძველთაგან წინასწარმეტყველებმა და თვით მან, უფალმა იესო ქრისტემ, განგვსწავლეს ჩვენ და მამათა მრწამსმა გადმოგვცა ჩვენ."

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 05 მაისი 2017 10:17)

დაწვრილებით...

 
VII მსოფლიო საეკლესიო კრების, წმ. იოანე დამასკელისა და წმ. თეოდორე სტუდიელის სწავლებათა მიხედვით

მონაკვეთი წიგნიდან "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები"


ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი (ორიგინალის და პარალელური თარგმანების დართვით, აგრეთვე დამატებითი სქოლიოებით) მოთავსებულია ხსენებული წიგნის 1128-1208 გვერდებზე

 

დოგმატი თაყვანისცემის არსისა და მის სახეთა შესახებ მთელი სისავსით განიმარტა მაშინ, როდესაც ხატმებრძოლობის ერესი აღიძრა. ამ მხრივ შეუძრავი სწავლებანი და რჯულდებანი გადმოსცა ყოვლადმსოფლიო მეშვიდე საეკლესიო კრებამ, რომლის მონაწილე ღმერთშემოსილმა მამებმა, პირველ რიგში, სწორედ ის ივალდებულეს, რომ ზედმიწევნით განესაზღვრათ ღვთისადმი თაყვანისცემისა და განღმრთობილი ქმნილებებისადმი თაყვანისცემის ჭეშმარიტი შინაარსი და ფორმა.

კერძოდ, ურყევად დადგინდა, რომ ღვთისადმი ჩვენს თაყვანისცემას გამოვხატავთ მსახურებითად ანუ აბსოლუტურად (ლატრევტიკულად), ხოლო ქმნილებებისადმი - პატივისცემითად ანუ შეფარდებითად (სქეტიკურად).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 05 მაისი 2017 11:51)

დაწვრილებით...

 
More Articles...