Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button

სულიერ შვილთა ურთიერთკავშირის განხილვამდე შევეხებით მიმრქმელების ანუ ნათლიების რაოდენობის საკითხს.

ამ მხრივ უადრესია წმ. დიონისე არეოპაგელის (I-II სს.) უწყებანი მიმრქმელის ("აღმომქუმელის", "მიმქუმელის") შესახებ, კერძოდ, სახეზეა შვიდი კონკრეტული უწყება, რომელთა ზედმიწევნით თარგმანსაც ქვემოთ წარმოვადგენთ:

I. "... ხოლო ამ ჭეშმარიტად ზექვეყნიურთა სამღვდელო თანაზიარების შემყვარებელი მიდის ვინმე გამესაიდუმლოებულთან (ნათელღებულთან, ე. ჭ.), ევედრება მას, რომ უწინამძღვროს მღვდელთმთავრისკენ მიმავალ გზაზე, ამასთან აღუთქვამს, რომ თვით, თავის მხრივ, სრულად შეუდგება ყოველივე იმას, რაც გადმოცემულია, და სთხოვს თავს იდოს მისი წარმმართველობა და მთელი მისი შემდგომი ცხოვრების ზედამდგომლობა, ამ უკანასკნელს კი (მიმრქმელს, ე. ჭ.), მისი (მოსანათლის, ე. ჭ.) ცხონების სამღვდელოდ მოტრფიალეს, ამასთან, მოვლენის სიმაღლესთან კაცობრივის ნაცვალშემზომელს, მყისვე ძრწოლა და უძლურება გარემოიცავს, თუმცა კი, ბოლოს, კეთილსახოვნად აღუთქვამს თხოვნის შესრულებას და, წაიყვანს რა, მიჰგვრის მას მღვდელთმთავრობის მოსახელეს (ეპისკოპოსს, ე. ჭ.)" (საეკლესიო მღვდელთმთავრობის შესახებ, II.2.2; შდრ. წმ. ეფრემ მცირის თარგმანი: "... ხოლო რომელმან ესე შეიყუაროს ნამდჳლვე ზეშთასოფლისაჲ და წმიდაჲ მისაღებელი, მოუჴდების იგი საღმრთოდგანსწავლულთაგანსა ვისმე და არწმუნებს მას, რაჲთა წინამძღუარ-ექმნეს გზისა მის მიმართ, რომელი მიიყვანებს მღდელთმთავრისა მიმართ და აღუთქუამს მას ყოვლითურთსა შედგომასა წესთა მოცემულთასა და მოქენე არს მისსა, რაჲთა მიითუალოს წინამძღურობაჲ და ზედამდგომელობაჲ მისი ყოველთავე შემდგომთა დღეთა ცხორებისა მისისათა, ხოლო იგი ცხორებასა მისსა სიწმიდით ტრფიალ არნ, არამედ სიმაღლესა მას საქმისასა თანაშეტყუებითა კაცობრივისა უძლურებისაჲთა მყის ძრწოლითა და უღონოებითა შეპყრობილ-იქმნის, გარნა ეგრეთცა ქმნაჲ თხოვისაჲ მის სახიერებისსახეობით აღუთქჳს, წარიყვანის იგი და მიჰგუარის მოსახელესა მღდელთმთავრობისასა", ს. ენუქაშვილის გამოც. თბ. 1961, გვ. 161-162; შდრ. ორიგინალი: Ὁ δὲ τούτων ἀγαπήσας τῶν ὄντως ὑπερκοσμίων τὴν ἱερὰν μετουσίαν ἐλθὼν ἐπί τινα τῶν μεμυημένων πείθει μὲν αὐτὸν ἡγήσασθαι τῆς ἐπὶ τὸν ἱεράρχην ὁδοῦ, αὐτὸς δὲ ὁλικῶς ἐπακολουθήσειν ἐπαγγέλλεται τοῖς παραδοθησομένοις καὶ ἀξιοῖ τῆς τε προσαγωγῆς αὐτοῦ καὶ συμπάσης τῆς ἐπὶ τὸ ἑξῆς ζωῆς τὴν ἐπιστασίαν ἀναδέξασθαι. Τὸν δὲ τῆς μὲν ἐκείνου σωτηρίας ἱερῶς ἐρῶντα, πρὸς δὲ τὸ τοῦ πράγματος ὕψος ἀντιμετροῦντα τὸ ἀνθρώπινον φρίκη μὲν ἄφνω καὶ ἀμηχανία περιίσταται· τελευτῶν δὲ ὅμως ποιήσειν τὸ αἰτηθὲν ἀγαθοειδῶς ὡμολόγησε καὶ παραλαβὼν αὐτὸν ἄγει πρὸς τὸν τῆς ἱεραρχίας ἐπώνυμον.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 FEBRUARY 2019 13:57)

დაწვრილებით...

 

ჩვენი შემდგომი მსჯელობის თემა არის პირჯვრისწერის საკითხი. ძველმართლმადიდბელთა აზრით, სამოციქულო დროიდან მომდინარეობს პირჯვრის გადაწერისა და კურთხევის გაცემის ერთადერთი მართებული წესი: შეკრულია ცერი, არათითი და ნეკი, ხოლო აღმართული საჩვენებელი თითი და შუათითი.

ბ-ნი მ. ჩახავა გვაუწყებს: “განკვეთილად მიიჩნევენ პირჯვრის გადასაწერად და კურთხევის გასაცემად დადგენილი თითების წყობის უარმყოფელთ” (დასახ. წიგნი, გვ. 35). იგივე ავტორი აღნიშნავს: “ჯვარცმული მაცხოვრის სიმბოლური ბეჭედი არ შეიძლება ორნაირი იყოს” (ღვთიური გზა, 3, გვ. 8).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 10 FEBRUARY 2019 15:28)

დაწვრილებით...

 

ამჯერად, კონკრეტულად და ფაქტობრივად უნდა გადავიდეთ იმ საკითხების განხილვაზე, რომელთა მიხედვითაც ბ-მა მ. ჩახავამ და მის კვალობაზე საქართველოს ძველმართლმადიდებელთა კავშირმა (მათ შორის, ცხადია, ბ-მა ზ. ნარმანიამ) ქართული სამოციქულო ეკლესია, როგორც ასეთი, ერეტიკულად გამოაცხადა. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ე.წ. ”ერეტიკულობის” ნიშნები, როგორც ეს ცხადად ჩანს მ. ჩახავას წიგნიდან, - იგივეა დღესაც, რაც ადრე იყო. ჩვენ დამოწმებული გვაქვს ციტატა დასახ. წიგნიდან, სადაც VI-VII სს-ის ეკლესიის შესახებ თქმული იყო ასეთი რამ: ”VIII ს-ის 50-იან წლებამდე საქართველოს ეკლესია მხარს უსწორებს ერეტიკულ ეკლესიებს, კერძოდ - სომხურს და სირიულს. თუ რა სულიერი საზრდო მიიღეს ამგვარი კულტურული ურთიერთობის ერეტიკოსებისაგან, ეს ნათლად ატყვია ფრესკებს, ხატებს, პირჯვრის წერას, ნათლობას, ზიარებას და სხვა (გვ. 24).

ზემოთ ვნახეთ, რომ ჭეშმარიტი ძეგლი, რუის-ურბნისის ძეგლისწერა, აგრეთვე, წმ. გიორგი მთაწმინდელი და ეფრემ მცირე მთლიანად უარყოფენ ქართული ეკლესიის, ქართველთა სარწმუნოების ოდესმე წვალებისაკენ მიდრეკას. ასე რომ, მ. ჩახავას ბრალდება ქართული ეკლესიისადმი VIII ს-ის 50-იან წლებამდე და თვით დავითის დრომდე მისი ერეტიკულობის შესახებ რუის-ურბნისის ძეგლისწერის მიხედვით სრულიად ყალბია (ზემორე მსჯელობის შემდეგ, ვფიქრობთ, ამაში დაგვეთანხმება თავად ბ-ნი მ. ჩახავაც). აღნიშნულის გამო, წინდაწინვე შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ იგივე ბრალდება, მიმართული ქართული სამოციქულო ეკლესიისადმი დღეს, ვფიქრობთ, არის მხოლოდ გაუგებრობა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 09 FEBRUARY 2019 11:34)

დაწვრილებით...

 

თხზულება „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, რომლის უძველესი ვერსია შემოგვინახა შატბერდის კრებულმა, შეიცავს მირიან მეფის მიერ „დაწერილ“ წიგნს. აღნიშნულ „წიგნში“ მირიან მეფე მოგვითხრობს „ზემო“ ეკლესიის მშენებლობის შესახებ და გვაუწყებს:

„აღვაშენე ეკლესიაჲ მაყულოვანსა მას შინა ნინოისსა და ვქმენ მას შინა საქმეჲ, ქმნული უჩინოჲ და ცხადი, დიდებაჲ მაყულოვანთა მათ“ (ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, გვ. 354 [ქვემოთ ამ სერიის ტომებს შესაბამისი რიცხვებით აღვნიშნავთ]; შდრ. Sin. 50: „ვქმენ მას შინა საქმჱ, ქმნილ უჩინოჲ და ცხადი, დიდებაჲ მაყვლოვანთაჲ მათ“).

ციტირებულ ადგილს თავის დროზე ყურადღება მიაქცია აკადემიკოსმა გ. ჩუბინაშვილმა. პატივცემულმა მკვლევარმა სიტყვა „უჩინოჲ“ გაიაზრა, როგორც „შეუმჩნეველი“, „უმნიშვნელო“ და ზემომოტანილი წინადადების პირველი ნაწილი ასე თარგმნა რუსულად:

„И построил я церковь на месте ежевичной куши Нины, и совершил там дело невидное“.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 05 FEBRUARY 2019 17:20)

დაწვრილებით...

 

აქვე ყურადღებას მივაქცევთ იმასაც, რომ დაახლოებით VI-VII სს-იდან მაინც ეკლესიის მამათა და საკრებო განჩინებათა კვალობაზე, მონაზონს, ბერდიაკონს, მღვდელმონაზონსა და ეპისკოპოსს, რომელიც ასევე მონაზონია (ზოგი განჩინებით თვით მღვდელსაც და არა მხოლოდ მღვდელმონაზონს), არ ეძლევა უფლება მიმრქმელი გახდეს, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა (თუ, ვთქვათ, ინათლება მეფის ან მთავრის შვილი1, ან თუ მოსანათლის გარდაცვალების საფრთხეა2). ამგვარი აკრძალვის მიზეზი გასაგებია. საქმე ისაა, რომ მონაზონი აღთქმითად არის განდგომილი ამასოფლის საზრუნავთაგან, მკვდარია ამასოფლისათვის, მაშინ როცა მიმრქმელის საღვთო ვალდებულება, რასაც იგი აღუთქვამს ნათლისმცემელ მღვდელს და, შესაბამისად, უფალს, ესაა, მშობლისებრ, ყოველდღიური ზრუნვა თავის ნათლულზე. მონაზონი (ამასოფლისთვის მკვდარი მოღვაწე), მღვდელი (ქრისტეს მონაცვლე მოღვაწე), ეპისკოპოსი (სულიერად დაქორწინებული თავის ეპარქიაზე და ქრისტესებრ მუდმივმზრუნველი მასზე), ანუ ყველა ის, ვინც არის "საკურთხევლისაგანი" (ὁ ἐκ τοῦ βήματος), ვერ შეძლებს ნათლულისადმი ყოფით ცხოვრებაში მუდმივ თვალყურისდევნებას, რადგან მაშინ თავისი აღთქმა და მსახურება უნდა დაარღვიოს და შეაფერხოს მან, ანუ კვლავ ამქვეყნიურ საქმეებში ჩაერთოს. რათქმაუნდა, აკრძალვა ეხება თუნდაც ერთი ნათლულის მიმრქმელობას, თუნდაც ერთ ნათლულზე ზრუნვას, რაც (ე.ი. ეს ერთჯერადი მიმრქმელობაც კი) სამონაზვნო-სამღვდელმსახურო ღვაწლთან შეუთავსებლად და, შესაბამისად, დაუშვებლად არის განჩინებული. რაც შეეხება მრავალი ნათლულის ყოლას მონაზონისგან (მღვდელმსახურისგან), ამგვარი რამ წარმოდგენაშიც კი არ დაშვებულა რჯულმდებელ მამათაგან და მსგავსი მოვლენის (როგორც სრულიად გამორიცხულისა და არარსებულის) შესახებ არც საგანგებო მსჯელობა უწარმოებია ვისმე. მართლაც, თუ მონაზონსა და მღვდელთმთავარს ანუ ეპისკოპოსს თვით ერთი ნათლულის ყოლაც კი ეკრძალებათ, როგორც მათ მოღვაწეობასთან სრულიად შეუთავსებელი, რაღა უნდა ითქვას მრავალი ნათლულისადმი მათი მიმრქმელობის შეუძლებლობის შესახებ?

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 20 FEBRUARY 2019 20:32)

დაწვრილებით...

 
More Articles...