Georgian (Georgia)English (United Kingdom)

დიოკლიის ტიტულარული ეპისკოპოსი კალისტე (უეარი) დაიბადა ინგლისში, ქალაქ ბათში 1934 წელს. განათლება მიიღო თავდაპირველად ლონდონის უესტმინსტერის სკოლაში, შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც იგი სწავლობდა კლასიკურ ენებს, ფილოსოფიასა და თეოლოგიას. აქვე მას მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთდა 1958 წელს. 1966 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და აღიკვეცა ბერად წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში კუნძულ პატმოსზე, საბერძნეთში. 1966 წლიდან იგი გახლავთ ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექტორი აღმოსავლეთის ეკლესიის მამების დარგში, იგი იყო ოქსფორდის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1982 წელს გახდა დიოკლიის ტიტულარული ეპისკოპოსი კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოში. მას ეკუთვნის ნაშრომები: ”მართლმადიდებელი ეკლესია” (1963 წ.), ”მართლმადიდებლობის გზა” (1979 წ.), ”ბერძნული ეკლესია თურქეთის ბატონობის პერიოდში” (1964 წ.). არის ერთ-ერთი მთარგმნელი ბერძნულიდან ინგლისურ ენაზე ორი საღვთისმსახურო წიგნისა - ”საუფლო დღესასწაულები და მარხვანი”, მისი თანამონაწილეობით ითარგმნება ”ფილოკალიის” (სათნოებათმოყვარეობა) ხუთი წიგნი.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 17:14)

დაწვრილებით...

 

აკაკი წერეთელი უდიდესი საერო მოღვაწეა. მადლიერმა ქართველმა ხალხმა არაერთგზის მხურვალედ გამოხატა თავისი განსაკუთრებული პატივისცემა პოეტისადმი და, დამსახურებისამებრ, მიაგო მას ყველა სახის უაღმატებულესი პატივი, რაც კი საერო მოღვაწეთაგანს ვისმე სააქაოში წილად ხვდომია.

აღნიშნულის მიუხედავად, აკაკი წერეთლის წმინდანად კანონიზება მართლმადიდებელ ეკლესიაში, თვით კანონიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ცალკე განსახილველი საკითხია და განეკუთვნება უცვალებელი დოგმატიკის სფეროს, რაზეც გავლენას ვერ ახდენს ვერც პიროვნების საერო სახელგანთქმულობა, ვერც ავტორიტეტის მქონე პერსონათა პირადი გუნება-განწყობანი.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 19 OCTOBER 2011 18:12)

დაწვრილებით...

 

იაკობ გოგებაშვილი, ყველა ქართველისთვის ახლობელი სახელი, იშვიათი პატივითაა შემკობილი. მისმა მთავარმა ნაშრომმა, ”დედაენამ”, დროის გამოცდას მეტნაკლებად გაუძლო და დღესაც რჩება ღირსეულ ძეგლად. მეტიც, ეს ძეგლი, მცირედით რედაქტირებული, ხელმეორედ იმკვიდრებს ადგილს ქართულ სკოლებში.

აღნიშნულის მიუხედავად, კვლავაც გვიწევს აუცილებელი და მკვეთრი ხაზგასმა იმაზე, რომ ამა თუ იმ პიროვნების წმინდანად კანონიზება მართლმადიდებელ ეკლესიაში, თვით კანონიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ცალკე განსახილველი საკითხია და განეკუთვნება უცვალებელი დოგმატიკის სფეროს, რაზეც გავლენას ვერ ახდენს მოღვაწის საერო სახელგანთქმულობა, თუ ამ სახელგანთქმულობას წინ არ უძღვის და ყოვლითურთ არ მსჭვალავს მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის სავალდებულო ცხოვრების წესი, იგივე ცხონების წესი, რაც, გავიმეორებთ, ასე ფორმულირდება:

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 19 OCTOBER 2011 18:13)

დაწვრილებით...

 
(აღდგომიდან სულთმოფენობის ჩათვლით)

[16]"დიდი სჯულისკანონის" ძველ ქართულ ხელნაწერებში (A 76, K 17, H 1670) დაცულია თარგმანი უაღრესად მნიშვნელოვანი კანონიკური ძეგლისა სათაურით: "კანონი სამეოცდამეცხრე წმიდათა მოციქულთა ოთხშაბათ-პარასკევთათჱს” (გამოცემულია კ. კეკელიძის მიერ. იხ. ”ეტიუდები”, IX, თბ. 1963, გვ. 84-122). როგორც სათაურიდანაც ჩანს, ხსენებულ ძეგლში მოციქულთა სამოცდამეცხრე კანონის (აგრეთვე, სხვა კანონიკური დადგენილებების) საფუძველზე დასაბუთებულია ოთხშაბათ-პარასკევის მარხვის აუცილებლობა მთელი წლისათვის. ამასთან, მითითებულია ისიც, თუ როდის არის ეს დღეები (ოთხშაბათ-პარასკევი) ხსნილი ანუ როდის გვაქვს მსგეფსი. თხზულების ავტორის მიერ მოხმობილი კანონიკური წყაროებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი უძველესი დოკუმენტი, რაც მოთავსებულია უშუალოდ მოციქულთა კანონის შემდეგ და რაც წარმოადგენს IV ს-ის საღვთო მოძღვრის, წმ. ათანასე დიდის განწესებას, მიღებულს ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მიერ (325 წ.). საგულისხმოა, რომ ეს დოკუმენტი დაცული ყოფილა ძალიან ძველ ეტრატის ხელნაწერში. მისი მომძიებელი (ზემოხსენებული კანონიკური თხზულების ავტორი) ხაზგასმით აღნიშნავს:

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 23 MARCH 2013 13:08)

დაწვრილებით...

 
More Articles...