Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ერთ-ერთი სქოლიო, დართული წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაზე

 

”წმინდა გრიგოლმა უთხრა ნეტარ ფებრონიას: ”რა გითხრა შენ ანგელოზმა?” მართლაც, ღმერთი იყო ყოვლითურთ მათ შორის” - შდრ. ”წმიდამან გრიგოლ ჰრქუა ნეტარსა ფებრონიას, ვითარმედ: ”რაჲ გრქუა შენ ანგელოზმან?” რამეთუ ღმერთი იყო ყოვლადვე მათ შორის”.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 08 OCTOBER 2019 17:53)

დაწვრილებით...

 

ერთ-ერთი სქოლიო, დართული წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაზე


წმინდანის ანგელოზთა დასში შერაცხვა და ზეციურ საკურთხეველთან მარადიული მსახურების ღირსად მისი გახდომა აღძრავდა ინტერესს იმის შესახებაც, თუ რომელი მოღვაწე კონკრეტულად რომელ ანგელოზურ დასში იმკვიდრებდა ადგილს. წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში გრიგოლის აღსასრულის აღწერისას თქმულია, რომ იგი "მონაზონთა ერისთავის" ანტონი დიდის დასში იქნა განწესებული ("ყოველთა მართალთა შორის დასსა მას მონაზონთა ერისთავისა მამისა ჩუენისა დიდისა ანტონისსა ნათელსა შინა დაუღამებელსა", თ. 84), მაგრამ თუ რომელ ანგელოზურ დასში მკვიდრობდა თვით ანტონი დიდი, ანუ, საზოგადოდ, სხვა ღირსეული ბერ-მონაზვნები, ამის შესახებ პირად თვალსაზრისს ვხვდებით წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის მოწაფესთან, ნიკიტა სტითატთან.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 19 OCTOBER 2011 18:12)

დაწვრილებით...

 

საკითხი პეტრე იბერის მონოფიზიტური აღმსარებლობის შესახებ იმდენად გამორკვეულია მართლმადიდებელ ეკლესიაში V ს-დანვე, იმდენად აბსოლუტურად ერთაზროვნად და ურყევადაა ეს ფაქტი დადგენილი საუკუნეების მანძილზე, რომ ამ მხრივ დღეს რაიმე სერიოზული მსჯელობის წარმოება სხვა არაფერია, თუ არა მართლმადიდებელი ეკლესიის საუკუნოვანი განჩინების ეჭვის ქვეშ დაყენება და, შესაბამისად, უკიდურესი შეურაცხყოფა ეკლესიის უცთომელობის დოგმატისა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 19 OCTOBER 2011 18:12)

დაწვრილებით...

 

- ბატონო ედიშერ, თქვენ სასულიერო აკადემიის დაარსებიდანვე მის კედლებში მოღვაწეობთ. როგორ დაიწყო თქვენი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა სასულიერო აკადემიაში?

- შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიასა და აკადემიაში თითქმის ერთროულად მოვედი: დაახლოებით 1987 წელს გარკვეულ პირთა შუამდგომლობით პირველად შევხვდი უწმიდესსა და უნეტარესს, კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ს. ჩემი შეხვედრა ერთ კონკრეტულ ფაქტთან იყო დაკავშირებული. იმ პერიოდში ჯერ კიდევ ძნელად მოიპოვებოდა ქრისტიანული ლიტერატურა. უცხოეთიდან გამოვიწერე მეცნიერული თვალსაზრისით ფუნდამენტური გამოკვლევის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წიგნის მიკროფილმი, გავაკეთებინე მისი ფოტოფირი და ეს ნაშრომი მეცნიერულად შევისწავლე. წიგნის ავტორი გახლავთ ი. კვასტენი, რომელმაც ინგლისურად გამოაქვეყნა სამტომეული, ფუნდამენტური ნაშრომი ”პატროლოგიის” სახელწოდებით. შემდეგ ეს წიგნები დაუყონებლივ ითარგმნა ფრანგულად და დღეისათვის ფრანგული თაარგმანი უფრო ხელმისაწვდომია.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 17:13)

დაწვრილებით...

 
More Articles...