Georgian (Georgia)English (United Kingdom)

საკითხი იმ ჩვილთა შესახებ, რომლებიც უნათლავად აღესრულნენ (ან მუცელში ან მცირე ასაკში), დღეისათვის აქტუალური გახდა, რის გამოც ვგრძნობთ აუცილებლობას მკითხველის წინაშე წარმოვაჩინოთ ამ პრობლემასთან დაკავშირებული ზოგი წყარო.

აქვე აღვნიშნავთ ერთ სამწუხარო ფაქტს: ზემოაღნიშნულ საკითხს ხშირად, სურათის გასამუქებლად, თვითგანზრახულად აბამენ და ამთლიანებენ ისეთ თემებთან, რაც ეკლესიისათვის სრულიად უცხოა და მიუღებელი. კერძოდ, თითქოს ზემორე საკითხის წამოჭრაც კი უკვე გულისხმობდეს სახიფათო დაშვებას იმისას, რომ ღვთის "გულმოწყალებით" ცხონდებიან მოუნათლავი ხალხები და ერები, რომ თითქოს დასაშვები ხდებოდეს ჯოჯოხეთში წარმართთა განსაწმენდელი ცეცხლის არსებობა, რომ თითქოს ეჭვის ქვეშ დგებოდეს გარდაუვალი აუცილებლობა ნათლობისა, მაცხოვრის გამომსყიდველობითი ღვაწლისა და სხვა და სხვა. ასე შემოიტანება აბსოლუტურად უცხო თემატიკა და შემდეგ მიმდინარეობს ქიმერასთან სრულიად გაუგებარი შებრძოლება (როგორც ჩანს, სხვათა გონებაში საკუთარი "მართლმადიდებლური მხნეობის" ჩასაბეჭდად), რითაც კომპრომეტირება ხდება წმინდა მამათა მთელი მწყობრისა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 19 OCTOBER 2011 18:12)

დაწვრილებით...

 
"მცირე სჯულისკანონის", წმ. ექვთიმე მთაწმინდელისა და წმ. ფოტი მიტროპოლიტის რჯულდებანი დიდმარხვაში ერისკაცთათვის თევზის ნებადართულობის შესახებ

სახელგანთქმული რჯულდებითი ძეგლი, რასაც ბერძნულში "კანონარი" (Κανονάριον) ეწოდება, სლავურ-რუსულში "ნომოკანონი" (Номоканон), წმ. ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანში კი "რჩულისკანონი", იმავე წმ. ექვთიმეს მიხედვით, შეუდგენია VI ს-ის ცნობილ მოღვაწეს, კონსტანტინოპოლის პარტრიარქ წმ. იოანე მმარხველს (582-595)1. ბერძნულ ხელნაწერში, ისევე როგორც ექვთიმესეულ თარგმანში, ავტორად წარმოდგენილია "ღირსი მამა ჩვენი იოანე მმარხველი, რომელიც იყო პატრიარქი კონსტანტინოპოლისა" (ამ ხელნაწერის ტექსტი ცნობილი გახადა პიტრამ. იხ. Pitra, Spicilegium Solesmense, t. IV, 1858, p. 436-438). აღნიშნული ძეგლი მეცნიერულად გამოიკვლია და ქართულ-სლავურ თარგმანებთან ერთად გამოსცა ნ. ზაოზერსკიმ (ქართული ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ა. ხახანაშვილმა. იხ. Н. А. Заозерский, А. С. Хаханов, Номоканон Иоанна Постника в его редакциях: Грузинской, Греческой И Славянской, М. 1902).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 19 OCTOBER 2011 18:12)

დაწვრილებით...

 
(“სახარების ერთი ადგილის გაგებისათვის)

წმიდა სახარების ცალკეული ადგილების თავისებური, ახლებური გააზრება ზოგჯერ საღმრთო მოშურნეობით, ღვთის სიტყვის სიღრმეთა გამოძიების სურვილითა და სიყვარულითაა ნასაზრდოები, ზოგჯერ კი, პირიქით – შეგნებული გაყალბების მცდელობით, რაც ანტიეკლესიურ მიზნებს ისახავს.

ასეთია, მაგალითად, სახარების სიტყვების დამოწმებით საერთო საეკლესიო მსახურების უარყოფა, რაც სხვა არაფერია, თუ არა ცდა მორწმუნეთა ერთობის დარღვევისა, დედაეკლესიის წიაღიდან მის წევრთა ჩამოცილებისა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 17:11)

დაწვრილებით...

 

სარწმუნოებრივი ცხოვრებისთვის სამომავლო სასყიდლის უკუგების თემა ხშირია წმინდა წერილში (მაგ.: “გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა”,  მთ. 5.12, და სხვა), ისევე როგორც მამათა შრომებში, რაც არაეკლესიური ცნობიერებისათვის, უმეტესწილად, არამართებული ინტერპრეტირების საგანი ხდება. მართლაც, გარეშე თვალისთვის იქმნება საცთური იმ აზრის გაჩენისა, რომ არა მხოლოდ ამ სოფლის მკვიდრნი, რომლებიც წუთისოფლის მოსახვეჭელს გამოსდევნებიან, არამედ ქრისტიანებიც იღვწიან (თუმცა ზეციური, მაგრამ მაინც) საკუთრივ ჯილდოსთვის. მაშ, რითღა განსხვავდებიან ეს უკანასკნელნი (ქრისტიანები) პირველთაგან (ურწმუნოთაგან)? ამ ლოგიკით ორივე კატეგორიის ადამიანები ხომ ანგარებიანნი გამოდიან?!

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 17:11)

დაწვრილებით...

 
More Articles...