Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ზოგადი ისტორიული ექსკურსი

[158]მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება გვასწავლის, რომ ხატთაყვა-ნისმცემლობის დოგმატი ეფუძნება, ღმერთი სიტყვის განკაცების დოგმატს, და რომ ქრისტეს ხატის თაყვანისცემის უარყოფა (შეგნებით თუ შეუგნებლად), უპირობოდ ნიშნავს, ძე ღმერთის განკაცების ჭეშმარიტების უარყოფას.

საეკლესიო ისტორიიდან ვიცით, რომ ხატმებრძოლობა დასაბამს იწყებს 730 წლიდან, რაჟამს იმპერატორმა ლეონ III ისავრიელმა გამოსცა ედიკტი რომლითაც ბიზანტიის იმპერიაში აიკრძალა ხატების თაყვანისცემა. 60 წლის განმავლობაში, გრძელდებოდა საშინელი დევნა მართლმორწმუნეებისა, ხატთთაყვანისმცემელი ეპისკოპოსებისა, ფიზიკური განადგურება მოსპობა ხატებისა, წმიდა გამოსახულებების მქონე საეკლესიო საგნებისა, ყოველივე თაყვანისაცემელი სიწმიდისა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 20 MARCH 2013 14:58)

დაწვრილებით...

 

გაზეთ "მადლის" 1995 წლის 18 მარტის ნომერში გამოქვეყნდა ვრცელი სტატია სათაურით: "სამების ხატი ერთია" (გაზეთის რედაქტორი გვანცა კოპლატაძე, სტატიის ავტორი გრიგოლ რუხაძე).

აღნიშნული სტატია, როგორც მოსალოდნელი იყო, აღბეჭდილია სრული გაუთვითცნობიერებლობით, რაც ბუნებრივად განაპირობებს ავტორის უზომო თავდაჯერებას. შედეგად, სახეზე გვაქვს უმძიმესი დოგმატური თუ სხვა სახის ცთომილებები, რაც უაღრესად სამწუხაროა.

დავიწყოთ უმთავრესით, რაც სტატიის სათაურშივეა გატანილი და რასაც აღნიშნული სტატიის მთელი ბოლო ნაწილი ეძღვნება.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 04 APRIL 2012 20:52)

დაწვრილებით...

 

[171]ეკლესიის ისტორიაში საკმაოდ ბევრი მაგალითი გვხვდება, როცა ქრისტეს სიყვარულს დაწაფებულნი და ღვთისკენ სავალ გზაზე მარად წინსვლის მოსწრაფენი ტოვებდნენ ამქვეყნიურ ამაოებას და უდაბნოში მიდიოდნენ.

სულხან-საბა ორბელიანის განმარტება უდაბნოს შესახებ ასეთია: "უშენებო. უდაბნო იგი არს, სადა არა არს ყოვლადვე შენებულობა."1 სადაც არ არის "შენებულობა", იქ არც მოსახლეობაა. და სადაც მოსახლეობა არ არის - იქ მარტოობაა. მარტოობაში ადამიანი მხოლოდ ღმერთთან და საკუთარ თავთან არის პასუხისმგებელი. უაღრესად საინტერესოა მათეს სახარებაში აღწერილი მაცხოვრის უდაბნოში გასვლის ამბავი "გამოცდად ეშმაკისაგან" (მათე 4.1-11). წმ. იოანე ოქროპირი ამ ამბის განმარტებისას ბრძანებს: "...სად მიიყვანა იგი სულმა: არა ქალაქში, არა მოედანზე, არამედ უდაბნოში. თითქოს ამით ეშმაკის მოზიდვა ეწადა. აძლევდა მას შესაძლებლობას ეცდუნებინა არა მხოლოდ შიმშილით, არამედ ამ განმარტოებული ადგილითაც. რადგან ეშმაკი განსაკუთრებით გვესხმის თავს მაშინ, როდესაც ხედავს, რომ საკუთარ თავთან მარტონი დავრჩენილვართ"2.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 20 MARCH 2013 15:01)

დაწვრილებით...

 

საღვთისმეტყველო სწავლება ადამიანის სულთან მიმართებით მრავალ საკითხს მოიცავს. ამჯერად ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ მართლმადიდებელ მოძღვართა განსაზღვრებანი საკუთრივ კაცობრივ სულთა აღმოცენება-წარმოშობის ანუ მათი დაბადების შესახებ.

ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სადღეისოდ, როდესაც (ადრეც აღგვინიშნავს) ვრცელდება და ლამის "ურყევ მართლმადიდებლურ დოგმატად დგინდება" აზრი მშობელთა სულებისგან შვილთა სულების გენეტიკური მომდინარეობის შესახებ. ეს აზრი შემდეგი ფორმითაა ჩამოყალიბებული მიტროპოლიტ მაკარის მიერ:

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 17 MARCH 2012 12:16)

დაწვრილებით...

 
More Articles...