Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ძველი აღთქმის მართალთა ნათელღებულობის შესახებ

მასალა, რომელსაც ქვემოთ წარმოვადგენთ, ჩვენთვის ცნობილი გახდა თეოლოგიის დოქტორ ედიშერ ჭელიძის მიერ სასულიერო აკადემიაში 2007 წლის 16 ოქტომბერს წაკითხული ლექციის ჩანაწერიდან, რომელიც (ეს ლექცია) ეძღვნებოდა საკითხს, რაზეც საუბარია საღვთისმეტყველო კომისიის 2005 წლის დასკვნაში (კომისიის მუშაობა გრძელდებოდა 2-4 თებერვალს). აღნიშნულ ჩანაწერში საუბარია იმის შესახებ, რომ კომისიის მიერ მიღწეული თანხმობა კონკრეტულად ძველი აღთქმის მართალთა ნათელღებულობის საკითხზე, გარკვეული პერიოდის მანძილზე იმ პიროვნებისგან, ვისაც წერილობითი სახით ამ დასკვნის გამოქვეყნება ევალებოდა, გაუგებარი მიზეზების გამო არ ქვეყნდებოდა (დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერ პიროვნებას მივაწვდით ამ ჩანაწერს). საბოლოოდ რუსთველი მიტროპოლიტ იოანეს (იმჟამად პროტოპრესვიტერი გიორგი) ძალისხმევით ეს მნიშვნელოვანი მასალა დავიწყებას არ მიეცა და დაიბეჭდა ჟურნალ "რწმენა და ცოდნა"-ს 2005 წლის სექტემბერ-ნოემბერის ნომერში, 83-84 გვერდებზე.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 18 JANUARY 2017 17:19)

დაწვრილებით...

 

მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში


მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში

"გაქუს-ღა რაჲმე სიტყუად?"(საპასუხო წერილი არქიმანდრიტ ლაზარეს)

"არ არის კარგი ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა"

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 APRIL 2017 11:40)

დაწვრილებით...

 

(საპასუხო წერილი არქიმანდრიტ ლაზარეს)1

ამ ბოლო დღეებში ცნობილი გახდა არქიმანდრიტ ლაზარეს წიგნი (ბროშურას ვერ დავარქმევთ) სათაურით: О тайнстве пакирождения и о некрещенных младенцах, რაც წერილის სახით მომართულია უშუალოდ ჩვენდამი.

ხსენებულ თხზულებაში ავტორი საჩინოს ხდის იმ ფაქტს, რომ ჩვენს მიერ ადრე გამოქვეყნებულ სტატიაში სამგზის ნახსენები „ანონიმური რუსული პუბლიკაცია“ თურმე მისივე ნამუშევარი ყოფილა. პატივცემული არქიმანდრიტი აღუშფოთებია ამ პუბლიკაციაში დაშვებული უმძიმესი შეცდომების მხილებას ჩვენს მიერ და თითქმის ხუთჯერ უფრო ვრცელი წიგნის სახით გვცემს პასუხს.

აღნიშნული წიგნის შესახებ ზოგადი შთაბეჭდილება ასეთია: მასში მჟღავნდება ავტორის უაღრესად ზვიადი, ამპარტავნული ტონი და საკუთარიგანსჯების სიმართლეში აბსოლუტური თავდაჯერებულობა. შედეგად, სახეზეა უკიდურესად მოუზომავი ბრალდებანი და შეურაცხმეოფელი გამონათქვამები ჩვენს მიმართ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 25 DECEMBER 2016 15:02)

დაწვრილებით...

 
"მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი"

 

განსახილველი დოკუმენტი შეიცავს უმძიმეს დოგმატურ-ტერმინლოგიურ ცთომილებებს, რომლებთან დაკავშირებითაც აღვნიშნავთ შემდეგს:

1. თვით სათაურშივე, ისევე როგორც ძირითად ტექსტში, ტერმინი "ქრისტიანი" თანაბრად გამოიყენება არა მხოლოდ "ქრისტეს ჭეშმარიტი აღმსარებლის" ანუ მართლმადიდებლის, არამედ - ნებისმიერი არამართლმადიდებლის მიმართ, მაშინ როცა მართლმადიდებელი ეკლესიის აბსოლუტურად ყველა საეკლესიო დოკუმენტი (პირველ რიგში კი, შვიდი მსოფლიო კრების განჩინებანი და საქმენი) ქრისტიანად უწოდებს (უგამონაკლისოდ) მხოლოდ მართლმადიდებელს, არამართლმადიდებელთა მიმართ კი იყენებს ტერმინებს: "ცრუქრისტენი", იგივე "ქრისტემტყუვარნი" (ψευδόχριστοι), "ცრუქრისტიანები" (ψευδοχριστιανοί ფსევდოქრისტიანები), "ერეტიკოსები" (αἱρετικοί).  აღნიშნული ცთომილებიდან გამომდინარე, რაც, როგორც აღვნიშნეთ, მსჭვალავს მთელ დოკუმენტს, ისეთი სურათი იხატება, თითქოს არსებობს ერთი ქრისტიანული სამყარო, რომლის მხოლოდ გარკვეული ნაწილია მართლმადიდებელი ეკლესია (შდრ. სათაური: "დანარჩენი ქრისტიანული სამყარო", ან პუნქტი 4: "ქრისტესადმი მორწმუნენი", ანდა პუნქტი 8: "დანარჩენი ქრისტიანები", აგრეთვე თითქმის ყველა მომდევნო პუნქტი), მაშინ როცა დოგმატური სწავლებით, ქრისტიანული სამყარო მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიაა, დანარჩენი მსოფლიო კი  ესაა ცთომილებაში მყოფი კაცობრიობა, რომლის გადასარჩენად და ცხონების წიაღში შემოსაყვანად მარადჟამს იღვწის მართლმადიდებელი ეკლესია.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 08 JUNE 2016 18:30)

დაწვრილებით...

 
More Articles...