Georgian (Georgia)English (United Kingdom)

სახარებაში მოთხრობილია, თუ როგორ გამოუჩნდა მოგვებს სასწაულებრივი ვარსკვლავი, რომელიც მათთვის დიადი მოვლენის, კაცთა მოდგმის გამომსყიდველი მესიის წუთისოფლად მოვლინების მაუწყებელი შეიქმნა და ისინი, იმავე ვარსკვლავით ნაწინამძღვრევნი და სულიერი სიხარულით განმსჭვალულნი, ბუნებრივია, გულმოდგინედ მიიჩქირიან საკუთარი მხსნელის მისაგებებლად და სათაყვანოდ. იერუსალიმში აღმოსავლელი უცხოტომელებისთვის ზეციური მანათობელი უჩინარდება, რომ აღთქმული მიწის მკვიდრებმაც მოულოდნელი სტუმრებისგან შეიტყონ სასიხარულო ამბავი. როდესაც მეფე ჰეროდე ვარსკვლავთმკითხავების ჩამოსვლის მიზეზს გაიგებს, იუდეველ მღვდელთმთავრებსა და მწიგონბრებს მოიხმობს, რომ რჯულის მცოდნე ადამიანებისგან მოისმინოს, თუ სად უნდა დაბადებულიყო ქრისტე. „ბეთლემს ჰურიასტანისასა, - ასე პასუხობენ მეფეს, - რამეთუ ესრეთ წერილ არს წინასწარმეტყუელისა მიერ: «და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღუარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი»“ (მათ. 2. 5-6). წარმოდგენილი სიტყვები ძვ. წ. აღ-ის მერვე საუკუნეში იუდეის სამეფოში მოღვაწე, ესაიას თანამედროვე მორაშეთელ მიქეა წინასწარმეტყველს ეკუთვნის, რომელმაც საოცარი სიზუსტით განჭვრიტა იმ ადგილის სახელწოდება, სადაც საუკუნეების შემდეგ კაცობრიობის მხსნელი უნდა შობილიყო. მაგრამ საქმე ისაა, რომ თუკი ძველი აღთქმის საწინასწარმეტყველო წიგნის შესაბამის ადგილს ვნახავთ, მნიშვნელოვან სხვაობას აღმოვაჩენთ მათე მახარებლის მოხმობილ ციტატასა და თავად მიქეას მიერ წარმოთქმულ სიტყვებს შორის. მეტი თვალსაჩინოებისთვის ხსენებულ განსხვავებებს წარმოვადგენთ:

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 05 JULY 2017 15:40)

დაწვრილებით...

 

წინამდებარე პუბლიკაციაში სათაურად მოხმობილ ორ თემას შევეხებით. მიმოხილვას პირველი საკითხით დავიწყებთ, თუ რა მიზეზით განისაზღვრა შესაქმის დღეთა რაოდენობა რიცხვით ექვსი და წმინდა მაქსიმე აღმსარებლის შესაბამის სწავლებას წარმოვადგენთ შრომიდან, სახელწოდებით: „საღვთო წერილის სხვადასხვა სირთულის შესახებ“. იღომენი თალასე მეორმოცე კითხვაში დაინტერესდა, რატომ იყო გალილეის კანაში გამართული ქორწილისას სარწყულების რაოდენობა მაინცდამაინც ექვსი (შდრ. იოან. 2.6): „იყვნეს მუნ სარწყულნი ქვისანი ექუსნი, მდგომარენი მგავსად განწმენდისა მის ჰურიათაჲსა, რომელთა შთაისხიან საწყაული ორ-ორი გინა სამ-სამი“). წმინდა მაქსიმე დასმული შეკითხვის პასუხად უაღრესად რთულ მისტიკურ მოძღვრებას გადმოსცემს და ექვსის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, ერთგან კი შენიშნავს: „ხოლო რიცხვი «ექვსი» გულისხმობს ბუნების შემქმნელ ძალას არა მხოლოდ იმიტომ, რომ ექვს დღეში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა, არამედ იმიტომაც, რომ იმ რიცხვთაგან, რომლებიც ათის ფარგლებშია (ე. ი. ერთიდან ათამდე; ი. ო.), ეს არის უსრულყოფილესი და თავისი ნაწილებისგან შედგენილი რიცხვი“ (PG. t. 90; col. 396).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 04 JULY 2017 17:33)

დაწვრილებით...

 

წინამდებარე პუბლიკაციაში განვიხილავთ საკითხს, თუ როგორი სახით იმეცნებდნენ ძველი აღთქმის ეპოქაში ასპარეზზე გამოსული მწერალი წინასწამრეტყველები თეოფანიებში განჭვრეტილ ღმერთს. განხილვას ძვ. წ. აღ-ის მერვე საუკუნის პირველ ნახევარში ასპარეზზე გამოსული თეკოიელი მწყემსის, ამოსის წიგნით დავიწყებთ. ხსნებული მოღვაწე ებრაელთა ერთიანი სამეფოს ორად გაყოფის შემდგომი პერიოდის წინასწარმეტყველია. იგი წარმოშობით იუდეის სამეფოდან იყო, თუმცა უფალმა ისრაელში მიავლინა თანატომელთა შორის საქადაგებლად, რადგან ჩრდილოეთის სახელმწიფოში უმძიმესი ზნეობრივი დაცემულობა სუფევდა. ბასილი დიდის თანახმად, ისრაელის მოსახლეობა ისეთ ცოდვებს აღასრულებდა, რომ მეფეთა წიგნების ავტორები დუმდნენ მათ შესახებ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეირყვნებოდა წმინდა წერილი. ქალაქ ბეთილში ჩასული ამოსი უმკაცრესი მამხილებელი შეგონებებით მიმართავდა ადგილობრივებს და ყველა ხერხსა და ღონეს იყენებდა, რომ მდგომარეობის სიმძიმე შეემეცნებინა საზოგადოებას. წიგნი ცხრა თავისგან შედგება და განხილული მთავარი თემების მიხედვით, პირობითად, სამ ნაწილად იყოფა: 1. წინასწარმეტყველება რვა სახელმწიფოს მომავალი ხვედრის შესახებ (თავები: 1, 2); 2. ისრაელის სამეფოში არსებული სოციალური უსამართლობის მხილება (თავები: 3, 4, 5, 6); 3. ამოსისეული ხუთი ხილვა (თავები: 7, 8, 9).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 23 JUNE 2017 13:24)

დაწვრილებით...

 

საკითხი, რომლის განხილვასაც წინამდებარე პუბლიკაციაში შევეცდებით, შემდეგია: იცოდნენ თუ არა ძველი აღთქმის მართლებმა (დავაკონკრეტებთ, მამათმთავრებმა და წინასწარმეტყველებმა), რომ ერთარსი ღმერთი სამპიროვანია. დავიმოწმებთ წმინდა ანასტასი სინელის შესაბამის სწავლებას: „ხოლო უკუეთუ ეძიებ, თუ რომლისა მადლისათჳს ნეტარნი წინაჲსწარმეტყუელნი ყოვლით-კერძო წერილისა პირისა ღმრთისა გამოჩინებასა და მოსლვასა ეძიებდეს და ილოცვიდეს და მოელოდეს და არა ბუნებისასა, ისმინე ამისთჳს ერთბამად მამობრივიცა და სარწმუნოჲ სიტყუაჲ და ნუ წინააღუდგები. მეცნიერ უკუე იქმნნეს მოქმედებითა სულისა წმიდისაჲთა ნეტარნი წინაჲსწარმეტყუელნი და მამათმთავარნი (μακάριοι προφῆται καὶ πατριάρχαι), ვითარმედ არა ზიარობისათჳს ბუნებისა წმიდისა სამებისა ყოვლითურთსა სავსებასა სამთავე პირთა - მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა - უკანაჲსკნელთა ჟამთა ქუეყანასა ზედა გამოჩინებაჲ და განჴორციელებაჲ ეგულების, არამედ ერთსა პირსა (ἔν πρόσωπον), რომელ არს ღმერთი სიტყუაჲ (Θεὸς Λόγος). ამის მადლისათჳს არა სამობითისა არსებისა ღმრთისა მოსვლასა იტყოდეს, არამედ პირისა ღმრთისა (προσώπου Θεου) გამოჩინებასა ქადაგებდეს“1.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 22 JUNE 2017 19:23)

დაწვრილებით...

 
More Articles...