Georgian (Georgia)English (United Kingdom)

გაზეთ “მრევლის” ამა წლის (1999) მეორე ნომერში გამოქვეყნდა ორი წერილი მოუნათლავ ჩვილთა საკითხთან დაკავშირებით. სტატიათა ავტორები, არქიმანდრიტი რაფაელი და დეკანოზი ზურაბ ანთაძე, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ეხმაურებიან ჩვენს სტატიას სათაურით “მოუნათლავ ჩვილთა შესახებ” (იხ. გაზ. “თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია”, 1999, 2, 3).

გამოვხატავთ მადლიერებას ხსენებულ მოძღვართა მიმართ, რადგან მათ დაუფარავად გამოთქვეს ის, რასაც ფიქრობდნენ. ასე რომ, საშუალება მოგვეცა მსჯელობა ვაწარმოოთ უშუალოდ მათი წერილობითი პუბლიკაციების საფუძველზე, რაც დოკუმენტია.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 19 October 2011 18:11)

Read more...

 

"ქართლის ცხოვრებაში" შემავალი ძეგლებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ცნობილი ნაშრომი "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი", რომლის მიმართ, სარწმუნოებრივ-საღვთისმეტყველო გაგებით, ბოლო ხანებში სერიოზული გაუგებრობა აღმოცენდა. საქმე ეხება საკითხს წმ. თამარ მეფის ე.წ. მეოთხე ჰიპოსტასობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხედულება აღნიშნულ საკითხზე წლების წინ ჩამოვაყალიბეთ და არაერთ საჯარო თუ რადიო ლექციაში არსებითი ნაწილი მსმენელამდე მივიტანეთ კიდეც, მაინც, ზოგადადაც და კონკრეტულად ხსენებული ძეგლის ხელახალი გამოცემის პერსპექტივაში, კვლავაც სრულიად აშკარაა წამოჭრილი პრობლემის საგანგებო განხილვის აუცილებლობა.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 19 October 2011 18:11)

Read more...

 
(ნაწყვეტი "წმ. ბასილი ახლის ცხოვრების" უძველესი, ათონური ხელნაწერიდან)

[როგორც ცნობილია, "წმ. ბასილი ახლის ცხოვრება" შეიცავს საზვერეთა აღწერილობას და ხილვას სამომავლო განკითხვისას. ტექსტობრივი სანდოობის მიზნით მოპოვებული იქნა ორიგინალის უძველესი, კერძოდ XIII ს-ის ათონის ივერთა მონასტრის ხელნაწერის ტექსტი (478, ლამბროსის აღწერილობით 4598, შესრულებული პერგამენტზე in 8), რაც მოსკოვის სინოდალური ხელნაწერის (250, XVI ს-ისა) ვარიანტებითურთ გამოსცა ს.გ. ვილინსკიმ (იხ. С.Г. Вилинский, Житие св. Василия Нового в Русской Литературе, ч. II, Обесса, 1911, с. 5-142). ეს უნიკალური ბერძნული რედაქცია შეიცავს საზვერეების აღწერილობასაც და განკითხვის წინასწარმეტყველებასაც. ქვემოთ წარმოვადგენთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის სიტყვა-სიტყვით თარგმანს (შესაბამისი ბერძნული ტექსტისათვის იხ. დასახ. გამოც., გვ. 98-99).]

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 19 October 2011 18:05)

Read more...

 

საკითხი იმ ჩვილთა შესახებ, რომლებიც უნათლავად აღესრულნენ (ან მუცელში ან მცირე ასაკში), დღეისათვის აქტუალური გახდა, რის გამოც ვგრძნობთ აუცილებლობას მკითხველის წინაშე წარმოვაჩინოთ ამ პრობლემასთან დაკავშირებული ზოგი წყარო.

აქვე აღვნიშნავთ ერთ სამწუხარო ფაქტს: ზემოაღნიშნულ საკითხს ხშირად, სურათის გასამუქებლად, თვითგანზრახულად აბამენ და ამთლიანებენ ისეთ თემებთან, რაც ეკლესიისათვის სრულიად უცხოა და მიუღებელი. კერძოდ, თითქოს ზემორე საკითხის წამოჭრაც კი უკვე გულისხმობდეს სახიფათო დაშვებას იმისას, რომ ღვთის "გულმოწყალებით" ცხონდებიან მოუნათლავი ხალხები და ერები, რომ თითქოს დასაშვები ხდებოდეს ჯოჯოხეთში წარმართთა განსაწმენდელი ცეცხლის არსებობა, რომ თითქოს ეჭვის ქვეშ დგებოდეს გარდაუვალი აუცილებლობა ნათლობისა, მაცხოვრის გამომსყიდველობითი ღვაწლისა და სხვა და სხვა. ასე შემოიტანება აბსოლუტურად უცხო თემატიკა და შემდეგ მიმდინარეობს ქიმერასთან სრულიად გაუგებარი შებრძოლება (როგორც ჩანს, სხვათა გონებაში საკუთარი "მართლმადიდებლური მხნეობის" ჩასაბეჭდად), რითაც კომპრომეტირება ხდება წმინდა მამათა მთელი მწყობრისა.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 19 October 2011 18:12)

Read more...

 
More Articles...