Georgian (Georgia)English (United Kingdom)

[5]მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების შუქზე ეროვნულობის რაობის დადგენა, პირველ რიგში, გარდაუვალად გულისხმობს იმ უარსებითესი საკითხის განხილვას, რაც უკავშირდება თავად მართლმადიდებელი ეკლესიის რაობას ეროვნულობასთან მიმართებით. ამაზე მსჯელობა სადღეისოდ (განსაკუთრებით ბოლო წლებისთვის) განსაკუთრებული მნიშვნელობის აუცილებლობად წარმოჩნდა, ვინაიდან სახეზეა არაიშვიათი შემთხვევა მართლმადიდებელი ეკლესიის რაობის უმძიმესი გაუკუღმართებისა.

მრავალი კერძოობით ასპექტთან ერთად ყურადღებას მივაქცევთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს, რაც ეხება ტერმინ "ეროვნულის" თანამიმდევრულ, უფრო და უფრო გახშირებულ, თითქმის უკვე დაკანონებულ ანუ "კანონიკურ" მისადაგებას, მისართებას და თვისობრივ თანაშერწყმას ცნებასთან "მართლმადიდებელი ეკლესია".

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 20 March 2013 14:02)

Read more...

 

[47]მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკეობის ანუ მსოფლიოობის და, რაც იგივეა, მისი მხოლოობისა და ერთმთლიანობის გაუქმება, სანაცვლოდ კი თვისობრივი ეროვნული ეკლესიების სიმრავლის შემოტანა, რომელთა თითქოსდა ჯამი ყოფილა მართლმადიდებელი ეკლესია, განსაკუთრებით შეუსაბამოა საქართველოში მწირველი მართლმადიდებელი ეკლესიის ანუ საქართველოს ადგილობითი მართლმადიდებელი ეკლესიის როგორც ქრისტეს მხოლო და მარადგანურღვეველი კვართის (მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოობისა და განუყოფლობის გამაცხადებლის) ღვთივგანგებული ებგურ-გუშაგის, ღვთივდადგენილი კვართისმცველის სამოღვაწეო დანიშნულებასთან, რაც სწორედ ერთეკლესიობის დაურღვევლობისთვის დაუცხრომელ მორკინალობას გულისხმობს.

ამ საკითხს საგანგებოდ შევეხეთ ადრეც, როდესაც მკითხველს სრულად გავაცანით უდიდესი ღვთისმეტყველის, III ს-ის სახელგანთქმული მღვდელმოწამის კვიპრიანე კართაგენელის სულიერი განმარტება უფლის "უკერველი, ზეით-ქსოვილი [ზეგარდმო-ქსოვილი] კვართის" შესახებ. კვლავ დავიმოწმებთ დიდი მოძღვრის სწავლებას:

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 20 March 2013 14:41)

Read more...

 

[84]ჯვარცმული მაცხოვრის კვართისა და მცხეთის ჯვრის სულიერი განუყოფლობა გვავალდებულებს უფრო ღრმად გავიცნობიეროთ მცხეთის ჯვრის ღვთისმეტყველებაც.

ქართულ საეკლესიო ტრადიციაში ცნობილია სათნო გადმოცემა მცხეთაში ჯვრის აღმართვისა და შემდგომ მისი სასწაულებრივი გამოჩინების შესახებ. ეს მოვლენები საგანგებო დღესასწაულებით აღინიშნებოდა. კერძოდ, პირველი (ჯვრის აღმართვა) იდღესასწაულებოდა აღდგომიდან მესამე კვირადღეს ("დღესა კჳრიაკესა, აღვსებისა ზატიკის-ზატიკისა"), ხოლო მეორე - სულთმოფენობის შემდგომ პირველ ოთხშაბათს და ორივე ეს ერთმთლიანი მოვლენა თავისი მადლმოსილებით უთანაბრდებოდა, ერთი მხრივ, 14 სექტემბერს ჯვრის აღმართვის (ანუ ძველი ქართულით "ჯუართა აღპყრობის") და მეორე მხრივ, იერუსალიმში აღსრულებული ჯვრის გამოჩინების (351 წ., ხსენება 7 მაისს) უდიდეს დღესასწაულებს.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 20 March 2013 14:43)

Read more...

 
ზოგადი ისტორიული ექსკურსი

[158]მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება გვასწავლის, რომ ხატთაყვა-ნისმცემლობის დოგმატი ეფუძნება, ღმერთი სიტყვის განკაცების დოგმატს, და რომ ქრისტეს ხატის თაყვანისცემის უარყოფა (შეგნებით თუ შეუგნებლად), უპირობოდ ნიშნავს, ძე ღმერთის განკაცების ჭეშმარიტების უარყოფას.

საეკლესიო ისტორიიდან ვიცით, რომ ხატმებრძოლობა დასაბამს იწყებს 730 წლიდან, რაჟამს იმპერატორმა ლეონ III ისავრიელმა გამოსცა ედიკტი რომლითაც ბიზანტიის იმპერიაში აიკრძალა ხატების თაყვანისცემა. 60 წლის განმავლობაში, გრძელდებოდა საშინელი დევნა მართლმორწმუნეებისა, ხატთთაყვანისმცემელი ეპისკოპოსებისა, ფიზიკური განადგურება მოსპობა ხატებისა, წმიდა გამოსახულებების მქონე საეკლესიო საგნებისა, ყოველივე თაყვანისაცემელი სიწმიდისა.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 20 March 2013 14:58)

Read more...

 
More Articles...