Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ნესტორიანული ორჰიპოსტასობა გულისხმობს იმას, რომ თუ განკაცებული ლოგოსი ღირსებითად სრულიქმნებოდა და ვითარდებოდა, იგი ბუნებითი ღმერთი არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ ნესტორი აღიარებდა ლოგოსის ღმერთობას, რის გამოც იგი მამის სიტყვას ანუ ღმერთ-ლოგოსს ჰიპოსტასურად განაშორებდა სრულქმნადი კაცობრივი ბუნებისგან და რადგან, ამასთან, შეუძლებელი იყო, რომ ბუნებას ჰიპოსტასი არ ჰქონოდა, საკუთრივ კაცობრივი ბუნების ჰიპოსტასად მას შემოჰყავდა გონებრივ-სულიერი განვითარებადობის დამტევი კაცი-პიროვნება იესო, რომ ამა გზით ლოგოსი (მამის ძე) გათავისუფლებულიყო სიბრძნესა და მადლში ეტაპობრივი განვითარებადობა-სრულქმნადობის ბრალდებისგან, ე.ი. იმ ბრალდებისგან, რაც გარდაუვალ საფრთხეს უქმნიდა ლოგოსის ბუნებითი ღმერთობის უეჭველობას [ვინაიდან, კვლავ აღვნიშნავთ, განვითარებადი არსის ბუნებითი ღმერთობა შეუძლებელია], მაგრამ ნესტორი ჩავარდა მეორე უმძიმეს გაუკუღმართებაში, ვინაიდან მან, როგორც ვნახეთ, ლოგოსი ჰიპოსტასურად განაშორა გონებრივ-სულიერად ანუ ღირსებითად სრულქმნადი კაცობრივი ბუნებისგან და ამ უკანასკნელის [ე.ი. სრულქმნადი კაცობრივი ბუნების] ჰიპოსტასად, ნაცვლად ყოვლადსრული ლოგოსისა ანუ ბუნებითი ღმერთ-ჰიპოსტასისა [ე.ი. ნაცვლად მამა-ღმერთის ბუნებითი ძისა], მან შემოიყვანა მეორე პიროვნება, სრულქმნადობა-განვითარებადობას დაქვემდებარებული ადამიან-ჰიპოსტასი იესო, ძე მარიამისა, ვინაიდან, კვლავ აღვნიშნავთ, ნესტორის გაგებით, განვითარებადი და ეტაპობრივად სრულქმნადი კაცობრივი ბუნების მქონედ ძე-ღმერთის ჰიპოსტასის მიჩნევა გამოიწვევდა თავად ძე-ღმერთის ანუ ლოგოსის განვითარებადობის აღიარებას [რეალურად განვითარებადი ბუნების მქონე ჰიპოსტასი უთუოდ თავადაც განვითარებადია] და, შესაბამისად, მისი (ძე ღმერთის, იგივე ლოგოსის) ბუნებითი ღმერთობის უარყოფას ანუ მის აღიარებას ოდენ ქმნილებად [სრულქმნად-განვითარებადი არსი უთუოდ ქმნილებაა].

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 23 April 2020 16:54)

Read more...

 

ერთ-ერთი სქოლიო, დართული იაკობ ხუცესის თხზულებაზე "წამება წმინდა მოწამე შუშანიკ დედოფლისა"

 

ქრისტიანულ მწერლობაში არაიშვიათია "ქნარის" (ბერძნ. κιθάρα) ანუ "ებანის" სახისმეტყველებითი განმარტებანი. მაგალითად, ორიგენე ასეთ კომენტარს უკეთებს 56.9 ფსალმუნურ მუხლს ("გაიღვიძე, დიდებავ ჩემო; გაიღვიძე, საფსალმუნევ და ქნარო; გავიღვიძებ განთიადისას"): "დავითი თავის თავს უბრძანებს, რომ საღვთო საგალობელი შეთხზას მან (ἐξυφαίνειν). იგი "თავის დიდებად" ("დიდებავ ჩემო") სახელდებს წინასწარმეტყველურ მადლს, საკუთარ თავს კი უწოდებს "საფსალმუნეს" და "ქნარს" (=ებანს, κιθάραν), როგორც სულიწმიდის ორღანოდ (ὄργανον) ქმნილს, მოასწავებს რა "საფსალმუნის" მიერ სულს (ψυχήν), ხოლო "ქნარის" მიერ - სხეულს. სწორედ ამ ჩვეულ ორღანოებს (=საკრავებს) განასახიერებს იგი კვლავ, რომ ჩვეულებისამებრ ააჟღეროს, სულიწმიდისგან რაც შთაეგონა. და ბოლოს, დასძენს: "მე გავიღვიძებ განთიადისას", ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა: "წინასწარმეტყველური სულით განათლებული არა მხოლოდ ამჟამად ვუგალობებ [უფალს], არამედ მზე რომ ამოვა და სამომავლო დღის განთიადს რომ გამოაჩინებს, ყველა ხალხისა და მორწმუნე ერის მემწყობრეთმოძღვარი (χοροδιδάσκαλος1) ვიქნები" (ორიგენე, ფსალმუნთა შესახებ, 56.9).

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 21 May 2020 10:23)

Read more...

 

ერთ-ერთი სქოლიო, დართული "მშვენიერებათმოყვარეობის" (I.II) ქართულ თარგმანზე, წმ. ნილოს სინელის სიტყვებზე: წმ. ნილოს სინელის სიტყვებზე: „ამრიგად გაქვს ოთხკუთხედი გამოსახულება სათნოებათა ოთხეულობის გამო“ (სქოლიო 17).

ანტიკური ეპოქიდან მომდინარე მიიჩნეოდა, რომ არსებობს ოთხი უმთავრესი სათნოება, რომლებისგანაც იშვებიან სხვა სათნოებანი. მათ შესახებ პლატონი აღნიშნავდა: „არის კი, მაშ, რამ უმჯობესი კანონმდებლისა და კანონთმცველისთვის... იმაზე მეტად, რაზეც ამჟამად ვსაუბრობთ და რაც არის ახოვანება, მრთელცნობიერება, სამართლიანობა და ცნობადობა“? (Leges 12, 964.b.3-b.6: Μεῖζον δή τι νομοθέτῃ τε καὶ νομοφύλακι, καὶ ὃς. ἀρετῇ πάντων διαφέρειν οἴεται καὶ νικητήρια τούτων αὐτῶν. εἴληφεν, ἢ ταῦτα αὐτὰ περὶ ὧν νῦν λέγομεν, ἀνδρεία, σωφροσύνη, δικαιοσύνη, φρόνησις; Platonis Opera, Recognovit Breviqve Adnotatione Critica Instrvxit Ioannes Burnet, Tomus V, Tetralogiam in Definition et Spuria Continens, Pars II, Oxonii, 1900).

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 08 August 2019 19:15)

Read more...

 

ერთ-ერთი სქოლიო, დართული "მშვენიერებათმოყვარეობის" ქართულ თარგმანზე

აღვნიშნავთ, რომ ტერმინი „გნოსტიკოსი“ ანუ „მცოდნე“, საღვთო შინაარსით, მართლმადიდებელ მამებთან გულისხმობს სულიწმინდისეული გამოცხადებითი ცოდნით სრულქმნილ მოძღვარს, რომელიც მთელ თავის სამორკინალო მოღვაწეობას წარმართავს ცრუგნოსტიკოსთა ანუ სექტანტ გნოსტიკოსთა წინააღმდეგ (ასეთები იყვნენ, მაგალითად, სიმონ მოგვი, კერინთოსი, კარპოკრატე, ბასილიდე, მარკიონი, ვალენტინოსი და მრავალი სხვა), რომლებიც დამღუპველ ხიბლში მყოფნი, ამპარტავნულად თავმომწონეობდნენ ვითომცდა უაღმატებული რამ „საიდუმლოებითი ცოდნის“ ფლობით. მაგალითად, ვალენტინელთა შესახებ II-III სს-ის დიდი მოძღვარი კლიმენტი ალექსანდრიელი მიუთითებდა: “ვალენტინელები, ერთი მხრივ, რწმენას განგვიკუთვნებენ ჩვენ, მარტივთ, ხოლო, მეორე მხრივ, თავიანთ თავში, როგორც რჩეული თესლის სიუხვისამებრ ბუნებითად გამოხსნილებში “ცოდნის” (“გნოზისის”) არსებობას მოსურნეობენ და ამ ცოდნას რწმენისაგან ისე დიდად დაშორებულს ამბობენ, როგორც დაშორებულია მშვინვიერისგან სულიერი (“პნევმატიკოს”) (შდრ. οἱ δὲ ἀπὸ Οὐαλεντίνου τὴν μὲν πίστιν τοῖς ἁπλοῖς ἀπονείμαντες ἡμῖν, αὑτοῖς δὲ τὴν γνῶσιν τοῖς φύσει σῳζομένοις κατὰ τὴν τοῦ διαφέροντος πλεονεξίαν σπέρματος ἐνυπάρχειν βούλονται, μακρῷ δὴ κεχωρισμένην πίστεως, ᾗ τὸ  πνευματικὸν τοῦ ψυχικοῦ, λέγοντες, Str. III, 10, 2; Pg. VIII, col. 941 B).

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 04 August 2019 16:07)

Read more...

 
More Articles...