Georgian (Georgia)English (United Kingdom)

რამდენიმე დამატებითი კითხვა თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორ ედიშერ ჭელიძესთან




კითხვა:

ბ-ნო ედიშერ, თქვენს ბოლო პუბლიკაციაში სახელწოდებით "ეშმაკეული ქვემძრომიელი" იმდენად მკაფიოდ და მასალობრივად განმარტეთ მძიმე ცთომილება ძე ღმერთის "არსებით ანუ ღმრთეებით განკაცებულობისა", რომ აღარ გვეგონა, ამ საკითხზე ისევ თუ მოგმართავდით, მაგრამ, როგორც ირკვევა, მამა იერომიელი კვლავაც მთელი მონდომებით და თქვენდამი რისხით განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ ძე ღმერთი არის სწორედ "არსებით ანუ ღმრთეებით განკაცებული". რას იტყოდით ამის შესახებ?

პასუხი:

რა შეიძლებოდა გვეთქვა? გარწმუნებთ, რომ ხსენებული პიროვნება კიდევ მეტად გაავდება, კიდევ მეტად გათავხედდება, კიდევ მეტად აულაგმავი გახდება, ვინაიდან იგი სრულად იქნა ჩვენ მიერ სააშკარაოზე გამოყვანილი მთელი თავისი სამოძღვრო გაუკუღმართებით, რასაც აქამდე გულდაგულ ფარავდა.

როდესაც ბოროტების უკეთურება მზის შუქზე გამოიტანება, ამ უკეთურების მთელი სიბილწე და, ძველი ქართული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, "სულმყრალობა" სწორედ მაშინ აშკარავდება, ბოროტი კი ასეთ დროს ყველანაირი საშუალებით ცდილობს კვლავ სიბნელეში გაექცეს ამგვარ გამოაშკარავებას, რომ ასე მკვეთრად დასანახი არ იყოს მისი უღვთოება.

AddThis Social Bookmark Button

Read more...

 

კითხვა:

მოგესალმებით, ბ-ნო ედიშერ. თქვენ წლებია თარგმნით და აქვეყნებთ მართლმადიდებელ მოძღვართა ნაშრომებს. ამჯერად რას გეგმავთ?

 

პასუხი:

მოგესალმებით. ამჯერად ვასრულებთ წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელგანთქმულ "ამბიგუუმთა" ანუ "გაურკვევლობათა" სამწიგნედს. ასევე, ხელმეორედ გამოვცემთ წმ. იოანე დამასკელის დოგმატურ ნაშრომს "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", რომლის პირველმა ორმა გამოცემამ (განსაკუთრებით მეორემ), ჩვენი აზრით, უდიდესი წვლილი შეიტანა ფსევდოქრისტიანულ ცრუმოძღვრებათა აღმოფხვრის საღვთო საქმეში.

 

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 08 September 2023 18:09)

Read more...

 

წინამდებარე პუბლიკაციაში, მამათა შრომების საფუძველზე, განვიხილავთ საკითხს, თუ ვის განუკუთვნებს საეკლესიო ტრადიცია «არეოპაგეტული კორპუსის» სახელით ცნობილი კრებულის ავტორობას. ბუნებრივია, ყველა წყაროს გამოწვლილვით გაანალიზება და დამოწმება, მათი სიმრავლის მიზეზით, ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. ამიტომაც მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი პატრისტიკული ძეგლით შემოვიფარგლებით, რომლებშიც მკაფიოდაა გამოთქმული განსახილავ თემასთან დაკავშირებული აზრი.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Monday, 20 March 2023 17:04)

Read more...

 

ერთ-ერთი სქოლიო (96-ე) დართული წმ. იოანე დამასკელის სიტყვებზე :ნების განღმრთობასაც ვამბობთ, მაგრამ არა ისე, რომ თითქოს შეიცვალა ბუნებითი მოძრაობა, არამედ იმგვარად, რომ შეუერთდა იგი სიტყვის საღვთო და ყოვლადძლიერ ნებას და გახდა განკაცებული ღვთის ნება. ამიტომ, როდესაც ქრისტემ, ერთი მხრივ, ინება დაფარულიყო, ვერ შეძლო ეს, სათნოიჩინა რა ღმერთმა-სიტყვამ, რომ თავისი თავის მიერ გაეცხადებინა მასში ჭეშმარიტად მყოფი უძლურება ადამიანური ნებისა. მეორე მხრივ, ინება მან და იმოქმედა კეთროვნის განწმენდა საღვთო ნებასთან ერთობის შედეგად" ("მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", თავი 61).

აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს ხსენებული ნაშრომის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს, სადაც დამასკელი ზედმიწევნით განმარტავს მაცხოვართან დაკავშირებულ ცნობილ სახარებისეულ უწყებას იმის შესახებ, თუ როგორ ვერ შეძლო უფალმა დაფარულიყო, ნებავდა რა ეს. სწორედ აღნიშნული უწყება მოიხმობოდა და მოიხმობა ნესტორიანელთა მხრიდან იმის საჩვენებლად, თუ როგორ იყო თითქოსდა რეალურად უძლური მაცხოვარი კაცობრივად, არ უკვირდებიან რა, რომ იქვე იმავე წმინდა უწყებაში უცხადესადაა ნამცნები კაცობრივი ნებისთვის აბსოლუტურად შეუძლებლის აღსრულება უფლისგან სწორედ იმავე კაცობრივი ნებით. კერძოდ, ვგულისხმობთ კეთროვნის განკურნებას, რასაც ქალკედონური ღვთისმეტყველება და თვით იოანე დამასკელიც სწორედ მაცხოვრის კაცობრივ ნებას განუკუთვნებს. შესაბამისად რა დასკვნას ვაკეთებთ ზემოთქმულიდან? ნუთუ წმინდა სწავლება თავის თავს ეწინააღმდეგება, როდესაც, ერთი მხრივ, მიგვითითებს იმაზე, რომ მაცხოვრის კაცობრივი ნება მოქმედებს მისთვის ბუნებითად აბსოლუტურად შეუძლებელს, მეორე მხრივ კი იგივე ნება თითქოსდა ბუნებითი უძლურების ქვეშაა დაკირთებული და მოკლებულია ძალმოსილებას ანუ რეალურად მარად-უძლურია.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 07 October 2020 12:56)

Read more...

 
More Articles...