Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button
1) ორი "მონოთეიზმი"

ღმერთი არაა მეცნიერების საგანი და ღვთისმეტყველებაც რადიკალურად განსხვავდება ფილოსოფიური აზროვნებისაგან; ღვთისმეტყველი არ ეძებს ღმერთს, მსგავსად რაიმე საგნისა, არამედ თვით ღმერთი ეუფლება ღვთისმეტყველს ისევე, როგორც ჩვენ გვეუფლება ვისიმე პიროვნება. და სწორედ იმის გამო, რომ ღმერთმა პირველმა იპოვა და იმის გამოც, რომ ღმერთი ევლინება გამოცხადებით, ღვთისმეტყველისათვის შესაძლებელი ხდება ღმერთის ძებნა, იმგვარად, როგორც ჩვენ ვეძებთ ვინმეს ყოფნას მთელი ჩვენი არსებითა და შესაბამისად მთელი გონებით. ღვთისმეტყველების ღმერთი ესაა "შენ", ესაა ბიბლიის ცოცხალი ღმერთი. რასაკვირველია, იგი აბსოლუტია, მაგრამ პიროვნული აბსოლუტი, რომელსაც ლოცვისას "შენ"-ობით მივმართავთ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 14 FEBRUARY 2012 13:13)

დაწვრილებით...

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

მართლმადიდებლობის ზეიმის ხსენების დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ უდიდეს საეკლესიო მოვლენას: შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების ეპოქის დასრულებას. მეშვიდე მსოფლიო კრებაზე ხატთა თაყვანისცემის დოგმატი დადგინდა, რომელიც გვასწავლის, რომ უფლის გამოსახვა შესაძლებელი გახდა, კაცობრივი ბუნება შეიმოსა, თავისი განხორციელებით უხილავმა, შეუცნობელმა უფალმა, კაცობრივი ხატება შეიძინა და ამისდაკვალად, ღვთის ხატება შეიძლება გამოისახოს ხაზებითა და ფერებით; მაგრამ ეს არ არის პორტრეტი, არამედ შინაგანი, საიდუმლო ხატება ღვთისა, განჭვრეტილი, განცდილი, ეკლესიაში შეცნობილი.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 05 FEBRUARY 2012 15:24)

დაწვრილებით...

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ყოველწლიურად ვზეიმობთ ბრწყინვალე და ყოვლად სასიხარულო დღესასწაულს - ქრისტეს შობას და ყოველ წელს ახალი ძალით განვიცდით მის არსს, რადგანაც ყოველ წელს ის ახალი შინაარსით მდიდრდება და ახალი სიხარულით გვავსებს.

წმინდა წერილი გვეუბნება - ისე შეიყვარა ღმერთმა სამყარო, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე წარმოგზავნა მის გადასარჩენად. კაცობრიობის გამოცდილების მთელი ისტორიიდან გამომდინარე ჩვენ ვიცით, რომ სიყვარული თავის სისრულეს მაშინ აღწევს, როცა ადამიანს შეუძლია საკუთარი სიცოცხლე, საკუთარ სული დადოს სიყვარულისთვის. თავისი მხოლოდშობილი ძე რომ მიეცა დაცემული ადამიანების გადასარჩენად, ღმერთს ძალიან ძლიერად და ღრმად უნდა ვყვარებოდით! - და არა მხოლოდ წარსულში, არამედ აწმყოშიც.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 06 JANUARY 2019 15:31)

დაწვრილებით...

 
პასუხი კითხვებზე: ნამდვილად კეთილია ღმერთი? ღმერთმა შექმნა ჯოჯოხეთი?

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.

პატიოსანო მამებო, საყვარელო ძმებო და დებო!

არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ბოლო დროისათვის ნაწინასწარმეტყველებ აპოსტასიის ეპოქაში. პრაქტიკულად, ადამიანთა უმრავლესობა ურწმუნოა, თუმცა ბევრ მათგანს თეორიულად ჯერ მაინც სწამს. ყველგან განურჩევლობასა და ამა სოფლის სულისკვეთებას დაუსადგურებია.

რა არის მიზეზი ასეთი მდგომარეობისა?

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:27)

დაწვრილებით...

 
(წიგნიდან - ეკლესიის შესახებ)

ნურავინ იგლოვებს თავის სიღატაკეს,
რადგან საერთო სამეფო მოგვევლინება.

იოანე ოქროპირი, სააღდგომო ქადაგებიდან

I

წმიდა ევქარისტია ქრისტეს მოსაგონებლად აღესრულება, პირველ ყოვლისა – საიდუმლო სერობის მოსაგონებლად, როდესაც მაცხოვარმა დააწესა და პირველად თვითონვე აღასრულა ახალი აღთქმის უწმიდესი საიდუმლო თავის მოწაფეებთან ერთად და დაგვიტოვა მცნება: ამას იქმოდეთ ჩემს მოსახსნებელად... მაგრამ ეს მარტო მოგონება არ არის. მოიგონებენ ხოლმე ყოფილს და გარდასულს, იმას, რაც ოდესღაც მოხდა და უკვე აღარ არის. ხოლო საიდუმლო სერობა არათუ ოდესღაც აღსრულდა, არამედ დღესაც გრძელდება საიდუმლოდ – მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე... სწორედ ამას ვადასტურებთ ყოველ ჯერზე, როცა კი საზიარებლად ბარძიმს მივეახლებით: შენი საიდუმლო სერობის საზიარებლად დღეს, ძეო ღვთისაო, შემიწყნარე... სერობა გრძელდება, და არ მეორდება.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:28)

დაწვრილებით...

 
More Articles...