Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button

არც თუ ისე ადვილია ზუსტი და მტკიცე განსაზღვრება მოვუძებნოთ გათიშულობას ანუ სქიზმას (მე მკვეთრად ვასხვავებ “ღვთისმეტყველურ განსაზღვრებას” ჩვეულებრივი “კანონიკური აღწერისაგან”). საეკლესიო განხეთქილება ყოველთვის წინააღმდეგობრივი და არაბუნებრივია, იგი პარდოქსი და გამოცანაა, რადგან ეკლესია თვით არის ერთობა. მთელი მისი ყოფიერება ამ მთლიანობასა და ერთიანობაში მიედინება, “რამეთუ ერთითა სულითა ჩუენ, ყოველთა, ერთისა მიმართ გუამისა ნათელვიღეთ” (I კორ. 1, 12-13). ამ მთლიანობის პირველსახე სამების ერთარსებაა, ხოლო საზომი – კათოლიკეობა.1 ასეთ დროს კერძო პირთა გონებრივი დახშულობა სუსტდება, თითქმის დაიძლევა კიდეც და მორწმუნეთა სრულ თანამოაზრეობასა და ერთსულოვნებაში გადაიზრდება: “ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაჲსა იყო გული და გონებაჲ ერთი” (საქმე 4,32).

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 16:29)

Read more...

 
ნათლობისათვის მომზადება

1. მომზადების მნიშვნელობა

ბოლო საუკუნეების განმავლობაში ეკლესიის (იგულისხმება მართლმადიდებელი ეკლესია, - მთარგ.) პრაქტიკაში, მცირე გამონაკლისის გარეშე, ნათლობა ჩვილ ბავშვებზე სრულდება. მით უფრო არის აღნიშვნის ღირსი ის ფაქტი, რომ ამის მიუხედავად ნათლობა ინარჩუნებს იმავე ფორმასა და სტრუქტურას, რომელიც მას წინა პერიოდში ჰქონდა – მაშინ, როდესაც მოსანათლთა უმრავლესობას ზრდასრულნი შეადგენდნენ. ეს განსაკუთრებით ეტყობა ნათლობის წესის იმ ნაწილს, რომელსაც მოსამზადებელი ხასიათი აქვს, და რომლის აღწერა ჩვენს საღვთისმსახურო წიგნებში განთავსებულია განყოფილებაში: “ლოცვანი კათაკმეველთა ზედა”.1

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 16:30)

Read more...

 
კამათი მატერიისა და ენერგიის შესახებ

მართლმადიდებლობასა და პროტესტანტიზმს ყველაზე მეტად წმიდა გარდამოცემისადმი დამოკიდებულება განასხვავებს. წმიდა გარდამოცემა კი, თავის მხრივ, წარმოადგენს პრინციპულ დებულებას - ფიგურირებს თუ არა იესო ქრისტეს ამაღლების შემდგომ ისტორიაში და თუ ფიგურირებს, - როგორ?

პროტესტანტული სწავლებით, ქრისტემ ისტორიაში არაუმეტესი კვალი დატოვა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ნიჭიერმა რელიგიურმა მქადაგებელმა. მისი ძირითადი საქმიანობა, მათი აზრით, ზეცაში მოხდა და არა დედამიწაზე.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 16:30)

Read more...

 

მეოთხე საუკუნის დასასრულისათვის ეკლესიის ცხოვრებაში დადგა ახალი ეპოქა. ქრისტიანობა გადაიბარა იმპერიამ და ეს მოხდა "მოციქულთასწორი" კეისრის სახით. დასრულდა ეკლესიის იძულებითი თვითიზოლაცია და მას უკვე შეუძლია საკუთარ, კამაროვან ჭერქვეშ უმასპინძლოს ხსნამოწყურებულ ქვეყნიერებას. მაგრამ ამ ქვეყნიერებასთან ერთად წმინდა სავანეში შემოდის შიში, ეჭვი და ცდუნება. ქვეყანაზე გაბატონდა სიამაყისა და სასოწარკვეთილების უცნაური ნაზავი. ეკლესიის დანიშნულება კი მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ დახმარებოდა ხალხს სასოწარკვეთილების დაძლევასა და სიამაყის დაოკებაში. IV საუკუნე ყველანაირად ახალი დღის ეპილოგად უფრო ჩაითვლებოდა, ვიდრე პროლოგად. ეს იყო მოძველებული ეპოქის უფრო დასასრული, ვიდრე ჭეშმარიტი დასაწყისი. მაგრამ ხშირად ისეც ხდება ხოლმე, რომ ფერფლიდან ახალი ცივილიზაცია იბადება.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 16:31)

Read more...

 

ყოველწლიური სულიერი მოგზაურობა დიდმარხვაში და განსაკუთრებით კი ვნების კვირაში, როდესაც მაცხოვრის გაცემას, ჯვარცმას, სიკვდილსა და დაფვლას ვიხსენებთ, რომელიც უფლის აღდგომის დიდებული დღესასწაულით გვირგვინდება, კვლავ გვაძლევს საშუალებას ჩავუფიქრდეთ ღმერთის ძის განკაცებისა და ცოდვით დაცემული კაცთა მოდგმის გამოხსნის საიდუმლოებებს. რა თქმა უნდა, ყველაფერ ამასთან მჭიდრო კავშირშია ადამიანური სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც ცოდვის, ტანჯვისა და სიკვდილის საშინელი რეალობის კონტექსტში მიმდინარეობს და რასაც ვერც ერთი ჩვენგანი თავს ვერ დააღწევს იმის გარეშე, რაც უფალმა ჯვარზე სიკვდილითა და აღდგომით ჩვენთვის აღასრულა.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 16:31)

Read more...

 
More Articles...