Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ჩვენ ყველანი დამწყებნი ვართ და მე არ ვაპირებ, სალექციო კურსის წაკითხვას, უბრალოდ, მსურს გაგიზიაროთ რაიმე ნაწილობრივ საკუთარი, უფრო მეტად კი სხვისი გამოცდილებიდან.

ლოცვა თავისი არსით შეხვედრაა, შეხვედრა სულისა და ღმერთისა, მაგრამ იმისათვის, რომ ეს შეხვედა რეალური იყოს, ორივე პიროვნება, რომელიც მასში მონაწილეობს, ნამდვილად თავის თავს უნდა წარმოადგენდეს. ამასთან ერთად, ჩვენ, უმეტესწილად, არარეალურნი ვართ, და ღმერთიც ჩვენთვის არარეალურია: ვფიქრობთ, რომ უფალს მივმართავთ, სინადმვილეში კი - ღვთის სახეს, რომელიც ჩვენს წარმოდგენაშია შექმნილი; გვგონია, რომ ვდგავართ უფლის წინაშე მთელი ჩვენი სიმართლით, მაშინ, როდესაც საკუთარი თავის ნაცვლად მის წინაშე წარმოვადგენთ ვიღაცას, რომელიც არ არის ჩვენი ჭეშმარიტი ”მე” - მსახიობს, დადგმულ სახეს, თეატრალურ პერსონაჟს. თითოეული ჩვენთაგანი ერთროულად წარმოადგენს რამდენიმე სხვადასხვა პიროვნებას;

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 16:41)

Read more...

 

”ჭეშმარიტი დიდებითა და ღირსებით შემოსილი ქალწული დედოფალი მეტად აღარ საჭიროებს რაღაც ცრუ დიდებას”

ბერნარდ კლერვოსკინი

ზოგიერთებს ასოციაციით ერთმანეთში ერევათ რომის ეკლესიის სწავლება ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის უბიწო ჩასახვის შესახებ და იესო ქრისტეს ქალწულის მიერ განუხრწნელად მუცლადღების დოგმატი. ამათგან პირველი რომაული კათოლიციზმის მიერ ახლად შემოღებული სწავლებაა, რომელიც ყოვლადწმინდა ქალწულის შობას ეხება, მაშინ, როცა მეორე, ქრისტიანული სარწმუნოების საყოველთაო საუნჯე - თავად იესო ქრისტეს შობას მიემართება, ”რომელიც ჩვენთვის და ჩვენისა ცხონებისათვის გარდამოხდა ზეცით და ხორცი შეისხა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცდა”. უბიწო ჩასახვის შესახებ ცრუ სწავლება თავის დასაბამს XIII საუკუნის დასასრულს იღებს, როდესაც დასავლეთის გარკვეულმა სასულიერო წრეებმა ყოვლადწმინდა ქალწულისადმი განსაკუთრებული პატივის მიგება დაიწყეს.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 16:43)

Read more...

 

ვატიკანის მეორე კრებამ დასავლეთის საქრისტიანოში ეკლესიოლოგიური აზრის დიდი გამოცოცხლება გამოიწვია. მრავალ ქვეყანაში გამოიცა უთვალავი ნაშრომი, როგორც სამეცნიერო, ისე პოპულარული, კრების ინსტიტუტის, მისი წარმოშობის, ისტორიისა და თანამედროვე მნიშვნელობის შესახებ. მაგრამ მას შემდეგ ეკლესიოლოგიისადმი ინტერესი (განსაკუთრებით - კრებითობის თემისადმი) დასავლეთში უკვე შენელდა. მის ნაცვლად შემოვიდა მიმართულება, რომელმაც უკუაგდო ”ინსტიტუციონიზმის” ყველანაირი ფორმა. ეკლესიოლოგიის პოპულარობა წარსულს ჩაჰბარდა. ქრისტიანობის სეკულარულმა (ამსოფლიურმა) ინტერპრეტაციებმა და ბოლო ხანების ქარიზმატიზმის მრავალფეროვანმა ფორმებმა ეკლესიოლოგია, როგორც ასეთი, თითქოსდა უსარგებლოდ აქციეს. ეკლესიას უკვე განიხილავენ, კერპად თუ არა, დაბრკოლებად მაინც, ისტორიულ პროცესებში ადამიანის დანიშნულების აღიარებისთვისაც და მის მიერ სულიერ ნიჭთა უშუალო მიღებისთვისაც.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 16:48)

Read more...

 

I

ჩვენ ვცხოვრობთ იდეოლოგიების ზეობის ეპოქაში. ეს საშინელი სიტყვა ”იდეოლოგია” დიდი ხანი არ არის, რაც არსებობს, მაგრამ უკვე იმდენად მოწამლა მთელი სამყარო და ჩვენი ცხოვრება, რომ საქმის გამოსწორება თითქმის შეუძლებელია. რა არის იდეოლოგია? ეს ისეთი სწავლება ანუ თეორიაა, რომელიც თავის თავს არა მხოლოდ აბსოლუტურ და ყოვლისმომცველ ჭეშმარიტებად ასაღებს, არამედ ადამიანს გარკვეულ ქცევასა და მოქმედებასაც განუსაზღვრავს. თუკი იდეოლოგიის რაობას ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ ის ერზაცია და ცდილობს რელიგიას ჩაენაცვლოს, მაგრამ უდიდესი განსხვავება რელიგიასა და იდეოლოგიას შორის იმაშია, რომ რელიგია და რწმენა ყოველთვის ძალზედ პირადულია, მხოლოდ და მხოლოდ პირადი და ღრმა შინაგანი გამოცდილებით მიიღწევა, მაშინ როცა ნებისმიერი იდეოლოგია ყოველგვარ პირადს, როგორც უსარგებლოს, უარყოფს.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 16:48)

Read more...

 

მართლმადიდებლობის დამოკიდებულება სხვა რელიგიებთან

მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც პლურალისტურ, ასევე მონორელიგიურ გარემოში ცხოვრების გამოცდილება აქვს. სხვა რელიგიებთან მის მიმართებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ გარემომცველი სოციალური და პოლიტიკური სტრუქტურები.

1. პირველ საუკუნეებში ეს ურთიერთდამოკიდებულება მეტ-ნაკლებად კონფრონტაციული იყო. იუდეურ და ბერძნულ-რომაულ კულტურულ კონტექსტში ეკლესია მძლავრ წინააღმდეგობას აწყდებოდა; იდევნებოდა, როცა ავრცელებდა სახარებას და, ღვთისა და ადამიანის ურთიერთმიმართების საიდუმლოს შუქზე, კერძო თუ სოციალური ცხოვრების ახალი საფუძვლების წარმოჩენას ცდილობდა.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 16:49)

Read more...

 
More Articles...