Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ხუთშაბათი, 2 ოქტომბერი, 1980 წ.

გასულ საღამოს წავიკითხე ლექცია თემაზე “ეკლესია და ღვთისმოსაობა”. ამ თემამ მართლმადიდებლობის ხვედრზე ჩამაფიქრა. დღეს ღვთისმეტყველებასა და საეკლესიო ცხოვრების წესშიც მონასტრული ცხოვრების ტრიუმფია. სერბეთში ყოველგვარი ეკლესიური აღორძინება მონასტრულ გამოცდილებასთან, მიმართულებასთან ან სწავლებასთანაა დაკავშირებული. მადარდებს ის, რომ ხდება ამ მიმართულების მართლმადიდებლობასთან გაიგივება. მართლმადიდებლობის გაგება ამერიკაში ხშირად დაჰყავთ ხატებამდე, ძველებურ გალობამდე და ათონის მთის წიგნებამდე, რომლებიც სულიერ ცხოვრებას შეეხება. ეს ბიზანტიის ტრიუმფია და ვფიქრობ, ასეთი სახის მართლმადიდებლობის სიყვარული რაღაც რომანტიზმის მაგვარია, რადგან ის რადიკალურად განსხვავდება თანამედროვე მსოფლიოსაგან. ეს არის გაქცევა, დაცილება მართლმადიდებლობისაგან.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 16:39)

Read more...

 
1967 წელს ბიევრში საეკლესიო ყრილობაზე წაკითხული მოხსენება

"თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ.
მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალატ. 5,1)

 

I

თემა უაღრესად რთულია და ერთობ კარგად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, რომელიც ამძიმებს ყველას, ვინც მასთან მიახლებას ბედავს. ამიტომ შევეცდები ყოველგვარი რიტორიკული აქცენტირებისა და გადაჭარბებების თავიდან არიდებას. ჩვენ მეტისმეტად დაძაბულ გარემოში ვცხოვრობთ და საეკლესიო სინამდვილეში ეს საკითხი აკადემიური აბსტრაქცია კი არა, ცოცხალი ტკივილია. ყველას უნდა გვახსოვდეს იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები: "გამოსცადეთ სულნი, ღვთისაგან არიან თუ არა..."

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 16:40)

Read more...

 

მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა: მოწმობის მიმართულება

სიტყვა, წარმოთქმული ათენის უნივერსიტეტის
ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე 1991 წლის 19 აპრილს

ქრისტიანებად პირველად ანტიოქიაში წოდებულმა უფლის მოწაფეებმა, მათი ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, უნივერსალურ ენად ბერძნული აირჩიეს. ახლო აღმოსავლეთის დიდი ღვთისმეტყველები ელინიზმს წესრიგის, სიცხადისა და მშვენიერების გრძნობას დაესესხნენ. თავის მხრივ კი მას იესოს, როგორც ყოველი ადამიანის კონკრეტული ადამიანობის სემიტური შეგრძნება მიანიჭეს და ნათელი, მაგრამ სევდანარევი გაგებაც იმისა, რასაც “ღვთისმეტყველებს მხოლოდ ჯვარი”.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 16:40)

Read more...

 

სახარებაში მითითებული არ არის იესო ქრისტეს დაბადების ზუსტი თარიღი. წელიწადის დროც კი არ არის აღნიშნული, და იქიდან გამომდინარე, რომ სახარებისეულ თხრობაში საუბარია მწყემსებზე, რომლებიც ღამეულ ფარას მწყემსავდნენ, შესაძლოა იფიქრო კიდეც, რომ ეს მოვლენა ზაფხულში უნდა მომხდარიყო. ბუნებრივია, წამოიჭრება კითხვა: საიდან მოდის და სად გაჩნდა ტრადიცია, ქრისტეს შობის თარიღად 25 დეკემბრის აღიარებისა? ეს კითხვა ამაო ცნობისმოყვარეობა როდია! მასზე პასუხის გაცემით, ნაწილობრივ, ეგებ ქრისტიანული რწმენის არსსაც ჩავსწვდეთ, უფრო ზუსტად, ჩავსწვდეთ ქრისტიანთა დამოკიდებულებას  გარეშე, ქრისტეს ჯერ კიდევ არმცნობი, მის მიმართ ურწმუნოებით გამსჭვალული ქვეყნიერების მიმართ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 16:40)

Read more...

 

ასე ასათაურებს დიაკონი ადნრეი კურაევი ერთ-ერთ თავს 1999 წელს გამოცემულ წიგნში О Нащем Поражений . წიგნის შესავალში ავტორი აღნიშნავს: “ამ თავის წაკითხვას უპირველეს ყოვლისა, იმ ახალგაზრდას ვურჩევდი, ვინც სემინარიაში ჩასაბარებლად ემზადება...” მართლაც, სასურველია და აუცილებელიც, რომ ეკლესიის ყველა წევრმა (და არა მარტო სტუდენტებმა) იცოდეს ეკლესიის რეალური ისტორია და სწორედ ეს იქნება მყარი ორიენტირი მარჯვნივ და მარცხნივ უკიდურესი გადახრებისაგან დასაცავად. იერარქიისა და მრევლის მძიმე სულიერი მდგომარეობა ყოველთვის იყო ამქვეყნიური ეკლესიის თანამდევი და სწორედ ამიტომ პოვა ასახვა ამგვარმა მოვლენებმა ეკლესიის მამათა ნაშრომებში... აღნიშნული თავი იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით.

მთარგმნელი

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 16:41)

Read more...

 
More Articles...