Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ნიკოლაი აფანასიევი ადრეული ქრისტიანობისა და ეკლესიის მამათა მემკვიდრეობის უბადლო მცოდნე იყო. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება ეკლესიის ბუნებას, საეკლესიო იერარქიას, ერისკაცთა როლს ეკლესიაში. „სიყვარულის ძალაუფლება“ არის ბოლო თავი მისი სადოქტორო დისერტაციისა „სულიწმიდის ეკლესია“ (გამოიცა 1971 წელს პარიზში). ამ გამოკვლევაში განხილულია ბიბლიური მოწმობები საეკლესიო იერარქიის ჩამოყალიბებაზე, ეკლესიური მსახურების სახეობებზე პირველ ქრისტიანობაში, მოციქულებისა და შვიდი დიაკვნის დროიდან დაწყებული. ავტორის ძირითადი ამოცანა იმ მარტივი, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად თითქმის დავიწყებულ ჭეშმარიტების შეხსენებაა, რომ ძალაუფლება ეკლესიაში არის არა იურიდიული ბუნების მქონე, არამედ ესაა სიყვარულზე დაფუძნებული მსახურება და მხოლოდ სიყვარული აქცევს ეკლესიას ეკლესიად. ამ შრომაში მოცემული საეკლესიო იერარქიის პირველსაფუძვლების ანალიზი, რომელიც დამყარებულია წმიდა მამათა ტრადიციისა და საეკლესიო წმიდა გადმოცემის მყარ საძირკველზე, სამართლიანად არის აღიარებული უნიკალურად მთელ მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიაში.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 10 February 2013 16:16)

Read more...

 
შესავალი

სარწმუნოების სიმბოლო (მრწამსი) არის ქრისტიანული დოგმატების საზეიმო აღსარება, რომელიც იკითხება ან იგალობება ლიტურგიის დროს, ევქარისტიული კანონის დაწყების წინ. ამ წმიდა ტექსტის პირველი სიტყვა - მრწამს - დაკავშირებულია სიმბოლოს თითოეულ შემდგომ მუხლთან და ქრისტიანი ერის რწმენის ამ საერთო აღსარებას ანიჭებს ეკლესიის თითოეული იმ წევრის პირადი მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის ხასიათს, ვინც სხვებთან ერთად წარმოთქვამს ”მრწამს”, ხოლო შემდეგ - ”აღვიარებ” და ”მოველი”.

მაგრამ კმარა კი სამების აღსარება მხოლოდ ბაგეებით ან თუნდაც გულმხურვალე მოკრძალებით, თუკი გონებას შესისხლხორცებული არა აქვს აზრი ამ სიტყვებისა, რომლებიც ეკლესიის მამებმა მოძებნეს, რათა ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტება, ქრისტეს რწმენით განათლებული, ყოველი ადამიანისათვის მისაწვდომი გაეხადათ?

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Saturday, 09 February 2013 15:45)

Read more...

 

რუსული საეკლესიო ლიტერატურა არ არის ქორწინების საიდუმლოს შესახებ გამოკვლევებით მდიდარი. დასავლეთში ამ თემაზე გაცილებით მეტი დაწერილა და კვლავ იწერება. ქორწინების შესახებ არა მხოლოდ პაპის რამდენიმე ენციკლიკია არსებობს, არამედ მეცნიერული, ნახევრადმეცნიერული და პოპულარული გამოცემების მთელი ბიბლიოთეკები, რომლებიც ქრისტიანი ფსიქოლოგების, მორალისტების, კანონისტებისა და სოციოლოგების მიერაა დაწერილი. კათოლიკეთა და პროტესტანტთა ფართო წრეები აღიარებენ, რომ ფროიდისა და იუნგის ფილოსოფიებმა სქესობრივი მორალის გარდა, საერთოდ, თვით ადამიანის გაგებაშიც რევოლუცია მოახდინა. ამ დროს, პაპმა პავლე VI-მ, თანამედროვე კათოლიკე ღვთისმეტყველთა რჩევების მიუხედავად, არც თუ იოლი ამოცანა დაისახა - დაეცვა ტრადიციული კათოლიკური შეხედულება ქორწინებაზე, როგორც შვილების გაჩენის საშუალებაზე. კრიზისი, რომელიც კათოლიკურ სამყაროში ენციკლიკიამ გამოიწვია, გაცილებით ფართოა, ვიდრე შობადობის შეზღუდვის შესახებ სპეციალური საკითხი: ის თვით ქორწინების არსსა და ბუნებას შეეხება.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Tuesday, 30 October 2012 23:33)

Read more...

 
შესავალი

თავს ვალდებულად ვთვლი მცირე განმარტება წავუმძღვარო ნაშრომს. წიგნის სახელწოდებაა "მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია" და ემყარება წმინდა მამათა სწავლებას განკურნების შესახებ. ვიცი, რომ ტერმინი "ფსიქოთერაპია" დიდი ხნის წინ არ ჩამოყალიბებულა და ბევრი ფსიქიატრი ამ ტერმინით ნევროზით დაავადებულების მკურნალობას აღნიშნავს. ფსიქიატრების უმრავლესობა არ იცნობს, ან არ აღიარებს ეკლესიის სწავლებას, რადგან მათი ანთროპოლოგია განსხვავდება წმინდა მამათა ანთროპოლოგიისა და სოტირიოლოგიისაგან. მე მხოლოდ ტერმინს ვიყენებ და არა ფსიქიატრთა მოსაზრებებს. ძნელი არ იქნებოდა მომეყვანა მათი შეხედულებებიც, რომლებიც რიგ შემთხვევებში ეთანხმება წმინდა მამათა ნააზრევს, ზოგჯერ კი რადიკალურად განსხვავდება. ჯობს, რომ მკითხველმა ეკლესიის სწავლება წაიკითხოს ზუსტად, შეურევნელად. სწორედ ამიტომ "ფსიქოთერაპიას" (სულის კურნება) წინ უძღვის სიტყვა "მართლმადიდებლური", ანუ "მართლმადიდებლობით სულის კურნება".

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 31 May 2012 20:22)

Read more...

 
როდესაც არ არის ღმერთი

ვიდრე საუბარს დავიწყებდე მათთან, ვინც ახლა იწყებს ლოცვით გზას, მსურს ერთ საკითხზე ძალიან გარკვევით შევთანხმდეთ: რომ მიზნად სულაც არ ვისახავთ იმას, რომ აკადემიურად ავხსნათ ან განვმარტოთ, თუ რისთვის არის საჭირო ლოცვის სწავლა. ამ საუბრებში მსურს, ვაჩვენო, თუ რა უნდა იცოდეს, ან რა უნდა გააკეთოს მან, ვისაც ლოცვა სურს. რამდენადაც თვითონ მე დამწყები ვარ, ჩავთვლი, რომ თქვენც დამწყებები ბრძანდებით. ამიტომ შევეცადოთ, რომ ერთად დავიწყოთ. მე მათთვის არ ვსაუბრობ, ვინც მისტიკურ ლოცვას ან სრულყოფილების უმაღლეს საფეხურს ესწრაფის. მათკენ „ლოცვა თვითონ გაიკვლევს გზას“ (წმ. თეოფანე დაყუდებული).

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Saturday, 18 February 2012 18:30)

Read more...

 
More Articles...