Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button

მართლმადიდებლობის ისტორია საქართველოში ქართველი ერის სულიერი ისტორიაა. სარწმუნოებისა და ეროვნების ამგვარ გამთლიანებას მყარი საფუძველი აქვს - ეს არის ზეისტორიული სინამდვილე.

ამა თუ იმ ერის რელიგიური ისტორია ჩვეულებრივ მოიცავს გარკვეულ მისტიკურ გადმოცემებს, სათნო უწყებათა ტრადიციას. თავის მხრივ, თვისობრივად სულიერი ტრადიცია სათავეს უდებს და ქმნის ერის ყოველდღიურობას, ყოფით ისტორიას.

ამის დასტურია მატიანე ქართველი ერისა, რომლის ქრისტიანული ცნობიერება სამ დიდ მისტიკურ გადმოცემას ეფუძნება. ქრონოლოგიურად მათგან პირველია საქართველოს სამეფო ხაზი - ბაგრატიონთა დინასტია, როგორც დავით წინასწარმეტყველის შთამომავლობა. მეორე გადმოცემა უკავშირდება უდიდესი ქრისტიანული სიწმინდის - მაცხოვრის კვართის დაფლულობას საქართველოში, კერძოდ მცხეთაში. მესამე მისტიკური გადმოცემა საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობას აღბეჭდავს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 01 JULY 2012 17:43)

დაწვრილებით...

 

დიმიტრიოსი, წყალობითა ღმრთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

"ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა და აღვაორძინებდეთ მისა მიმართ ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე, რომლისაგან ყოველი გუამი შენაწევრებულ და შემტკციებულ არს ყოვლითა შეახლებითა უხუებისაითა შეწევნისაებრ საზომისა თვითოეულისა ასოისა; სიორძილსა მას გუამისასა ჰყოფდეთ აღსაშენებლად თავისა თქუენისა სიყუარულით" (ეფეს. 4.15-16), - ამბობს მოციქული ერთა პავლე, და მართლაც ერთი სამწყსოა და ქრისტეს ერთი სხეულია, და ასევე იწოდება ღვთისმიერი ქვეყანასა ზედა ეკლესია მისი სულიერი ერთიანობის გამო, და არანაირი, რა თქმა უნდა, გზით არ შეუშლია ხელი ამას, არც პირველ და არც მის შემდგომ საუკუნეებში, სტრუქტურისათვის ადგილობრივი და სხვადასხვა ქვეყნების ეკლესიებისა, რომელნიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებელნი, შინაგანად თვითმმართველნი, თავიანთივე მწყემსმთავართაგან და მოძღვართაგან და ქრისტეს სახარების მსახურთაგან მართულნი არიან და შეადგენენ ერთ წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 02 MARCH 2012 15:55)

დაწვრილებით...

 
(XIX-XX სს-ის 10-იანი წლები)

საქართველოში თვითმპყრობელური რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის არსში გარკვევისათვის გასათვალისწინებელია XIX-XX საუკუნეებში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის დანიშნულება იმპერიის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. რუსული ეკლესია XVIII ს-დან მტკიცე პოლიტიკურ-ეკონომიური და იდეოლოგიური ქსელებით იყო დაკავშირებული ცარიზმის აპარატთან, რაც განაპირობებდა მის რეაქციულ ბუნებას დაპყრობილ ეთნოსებთან მიმართებაში. იმპერიაში შემავალ დაპყრობილ ქვეყნებთან ერთად, საქართველოც მწვავედ განიცდიდა რუსეთის სახელმწიფოში დამკვიდრებულ “თვითმპყრობელობა-მართლმადიდებლობის” პრინციპს. ცარიზმის სამსახურში მდგომ ეკლესიას, თვითმპყრობელობის სისტემაში არსებული საეკლესიო-პოლიტიკური და ეკონომიური პრობლემების გადაჭრაში ერთ-ერთი წამყვანი ფუნქცია ეკისრებოდა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 08 FEBRUARY 2012 20:18)

დაწვრილებით...

 
წინასიტყვაობა

XVIII საუკუნის დიდი ქართველი ისტორიკოსის ვახუშტი ბაგრატიონის განმარტებით, "მატიანე განარჩევს კეთილსა და ბოროტს, მატიანე აღამაღლებს კეთილის ქმნულებას და ჰგმობს უკეთურთ ქმნულებას. მატიანე მეტყველებს ჭეშმარიტსა და არა სცბის (სინამდვილეს არ აყალბებს) და მოწმობს სხვათა და სხვათა, მატიანე განამხნობს და ერთგულ ჰყოფს ქუეყნისად, მატიანე აცნობს ნათესავთ შთამომავლობასა და დასდებს თავსა სარწმუნოებისათვის და მოყვარულ ჰყოფს მოყვასსა მოყვასისა მიმართ."

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 24 DECEMBER 2011 23:16)

დაწვრილებით...

 
1. საერო ცხოვრებიდან სასულიერო იერარქიამდე

XX საუკუნის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაიას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. როგორი რთული წინააღმდეგობრივიც იყო გასული საუკუნის პირველი მეოთხედი საქართველოსათვის, ასეთივე მძიმე იყო იგი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსისათვის. საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ წლებში, როცა ბოლშევიკების მიერ ოკუპირებულ და საშინელი რეპრესიების დროს ღვთის განგებამ მას არგუნა ყოფილიყო სულიერი წინამძღოლი ქართველი ხალხის, ქართული ინტელიგენციის, არისტოკრატიისა. მან უშიშრად იტვირთა ქართველი ერის სულიერი გაძლიერების მისია და თავისი თავის მსხვერპლად მიტანით გაადაარჩინა საქართველოს თავისუფლების იდეა, მისმა თავდადებამ თვით ურწმუნო ადამიანებშიც კი დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმკვიდრა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 22 DECEMBER 2011 00:08)

დაწვრილებით...

 
More Articles...