სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია IIთავი VI. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესიის ეპარქიების აღორძინება, კავშირი საზღვარგარეთის ქართულ სამონასტრო ცენტრებთან. სინოდის განჩინებანი. ახალი წმინდანებისაქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური სამოციქულო ეკლესიის მართვა-გამგეობა ისტორიულად V საუკუნიდან XI საუკუნემდე ამგვარი იყო: ეკლესიის მეთაურს ეწოდებოდა კათოლიკოსი, რომელსაც ექვემდებარებოდნენ საქართველოს სხვადასხვა პროვინციის საეპისკოპოსოების მმართველი მღვდელმთავრები – ეპისკოპოსები. წყაროთა მონაცემებით დადგენილია, რომ V–VII საუკუნეებში მარტო აღმოსავლეთ საქართველოში 33 მოქმედი ეპარქია იყო. საქართველოს გაერთიანებისა და მისი ტერიტორიების გავრცობის შემდეგ ეპარქიათა რაოდენობა გაიზარდა 55–მდე. XVI–XVIII საუკუ-ნეებში, საქართველოს ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს პროვინციულ სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, ირან–ოსმალეთის აგრესიის პირობებში, მოქმედ ეპარქიათა რაოდენობა შემცირდა. რუსეთის მიერ საქართველოს სამეფო–სამთავროების დაპყრობის პერიოდში (XIX საუკუნის დასაწყისი) აღმოსავლეთ საქართველოში იყო 13, ხოლო დასავლეთ საქართველოში - 9 მოქმედი ეპარქია. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ რუსი ეგზარქოსების მიზანი იყო მოქმედ ეპარქიათა რაოდენობის შემცირება, საეპარქიო ქონების დატაცება. მათ ეს ამოცანა წარმატებით შეასრულეს.
ბოლოს განახლდა (TUESDAY, 15 NOVEMBER 2011 13:05) |
||
|