Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button

XX-XXI საუკუნეების საქართველო

სრულდებოდა XIX საუკუნე, როდესაც ილია ჭავჭავაძემ ქართველ ერს მოუწოდა, ფხიზლად იყავით, ის, რაც ხმლით მოსულმა მტერმა ვერ წაგვართვა საუკუნეთა მანძილზე, ახლა ჭკუა-გონებით და მოხერხებით მოსული წაგვართმევს, თუ მას ჭკუა-გონება, სიფრთხილე არ დავუპირისპირეთ. ილია ჭავჭავაძემ, როგორც "ღმერთთან მოლაპარაკე" ერის ჭირისუფალმა ზუსტად დაინახა XX საუკუნის რთული მომავალი.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:19)

დაწვრილებით...

 

მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე)

მიტროპოლიტი მელქისედეკი, ერისკაცობასი მიხეილ გიორგის ძე ფხალაძე, დაიბადა 1872 წლის 2 ნოემებრს, სიღნაღის მაზრის სოფელ ზემო ყანდაურაში, მედავითნის ოჯახში. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. ამ დროს მას დაეღუპა მშობლები, გაუჭირდა როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად, მაგრამ ფარხმალი არ დაყარა, წარჩინებით დაამთავრა სასწავლებელი და 1890 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ დროს სემინარიაში სწავლობდნენ სილიბისტრო ჯიბლაძე, ლადო კეცხოველი და სხვა მომავალი რევოლუციონერები. ხშირი იყო დაპირისპირება სემინარიის ხელმძღვანელობასა და სტუდენტებს შორის. ახალგაზრდა მიხეილი არ ერთვება ამ პროცესში. გულმოდგინედ მეცადინეობს და სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს ყაზანის სასულიერო აკადემიაში, მეგობრობს ქართველ სტუდენტებთან: ბესარიონ ხელაიასთან, სერგი გორგაძესთან, იპოლიტე ვართაგავასთან.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 15 NOVEMBER 2011 13:06)

დაწვრილებით...

 

მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი)

მიტროპოლიტი რომანოზი, ერისკაცობაში რომან გრიგოლის ძე პეტრიაშვილი, დაიბადა 1887 წლის 1 ოქტომბერს მღვდლის ოჯახში. მისი წინაპრები სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურნი იყვნენ. ოჯახი განათლებული და ინტელექტუალური იყო. ბიძა - ვასილ პეტრიაშვილი - ცნობილი ბუნებისმეტყველი, ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი. რომან პეტრიაშვილი 1895-1908 წლებში სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1909-1910 წლებში სამხედრო სამსახურშია. 1910 წელს ჩაირიცხა ქ. დორპტის უნივერსიტეტის ვეტერინარულ ფაკულტეტზე, მაგრამ ოჯახური პირობების გამო იძულებული გახდა სწავლისათვის თავი დაენებებინა. 1914-1918 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1918-1921 წლებში მუშაობდა ლტოლვილთა კომიტეტის განყოფილებაში.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:20)

დაწვრილებით...

 

მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი)

მიტროპოლიტი სერგი, ერისკაცობაში ზურაბ ნიკოლოზის ძე ჩეკურიშვილი, დაიბადა 1959 წლის 13 აპრილს ქ. რუსთავში.

1975 წელს დაამთავრა რუსთავის N6 საშუალო სკოლა, გატაცებული იყო სპორ-ტით. იყო საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრი. 1979-1981 წლებში იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1981 წლიდან ზურაბ ჩეკურიშვილი სწავლობდა ხარკოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში იგი სერიოზულად დაინტერესდა მართლმადიდებლური სარწმუნოებით. როგორც თვითონ აღნიშნავს: "ერთი მორწმუნე მეზობელ ქალ მარიასთან დავინახე ბიბლია. მანამდე არ ვიცოდი როგორი იყო, ავიღე, გადავშალე და პირდაპირ ეს სიტყვები ამოვიკითხე: "ნუ გეშინია, მე შენთანა ვარ"... მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად დიდი, ძლიერი ვიყავი, კბილის ამოღების ძალიან მეშინოდა. ჩემმა ძმამ წამიყვანა ხარკოვში ერთ დამსახურებულ ყბა-სახის ქირურგთან, ნარკოზის გაკეთება შემომთავაზეს, გავიკეთე და მოვკვდი. თხუთმეტი წუთი ჩემს თავს დავყურებდი ზემოდან. გამოფხიზლებული ისეთი შეშინებული გამოვვარდი, პირდაპირ ეკლესიაში წავედი... რწმენასთან დაახლოების გამო ინსტიტუტიდან გამომიშვეს." (67, 2009, 3, 14).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:21)

დაწვრილებით...

 

ცხოვრების გზის დასაწყისი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II, ერისკაცობაში გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძე დაიბადა 1896 წ. 19 ოქტომბერს გორის მაზრის სოფელ დოესში სოფლის მედავითნის ოჯახში. დედა - მონაზონი, ღრმად მორწმუნე ქალი იყო და შვილებსაც ასე ზრდიდა. თერთმეტი წლისა იყო გრიგოლი, როდესაც დედა გარდაეცვალა. მამამ იგი გორის სასულიერო სასწავლებელში წაიყვანა, სადაც 1904-1912 წლებში სწავლობდა. XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. თერგდალეულთა იდეოლოგიას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკურ და ეკლესიურ თავისუფლებას, ენაცვლებოდა სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგია. იგი სოციალური პრობლემების გამძაფრებით საერთოდ უარყოფდა ეროვნულ საკითხებს. პრესაში დაიწყო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის კრიტიკა, "მამული, ენა, სარწმუნოების" დროშის ქვეშ შემოკრებილ ქართველობას უმტკიცებდნენ უკეთესი იყო "პროლეტარებო! ყველა ქვეყნისა შეერთდით". პატრიოტიზმს - კოსმოპოლიტიზმი ენაცვლებოდა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:22)

დაწვრილებით...

 
More Articles...