Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button

თავი I

საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდ­გე­ნა და 1917 წლის საეკ­ლე­სიო კრე­ბა

 

საქართ­ვე­ლოს ის­ტო­რია­ში ქარ­თუ­ლი მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია განსაკუთ­რე­ბულ მისიას ასრუ­ლებ­და და ას­რუ­ლებს. იგი ქართველ­თა ფა­რი იყო მრავალრიც­ხო­ვან დამპყრობ­თა წინააღმ­დეგ ბრძოლაში, ამი­ტომ ბუ­ნებ­რი­ვია, ვი­საც სურ­და ქართველ­თა ასი­მი­ლა­ცია, მოს­პო­ბა, ბრძოლას ქარ­თუ­ლი ეკლე­სიის წინააღმ­დეგ იწ­ყებ­და.

XIX საუ­კუ­ნის დასაწ­ყის­ში რუსე­თის იმპე­რიამ ჯერ ქართლ-კა­ხე­თი­სა და დასავ­ლეთ საქართ­ვე­ლოს ანექ­სია მოახ­დი­ნა, ხო­ლო შემდეგ ვი­თომც საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის რეოგ­რა­ნი­ზა­ციის ინტერე­სე­ბი­სათ­ვის კათა­ლი­კოზ-პატრიარ­ქი ან­ტონ II რუ­სეთ­ში გაიწ­ვია. 1811 წლის 30 ივ­ლისს რუსე­თის წმინ­და სინო­დის მიერ დამტ­კი­ცე­ბუ­ლი საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის რეორ­გა­ნი­ზა­ციის და მართ­ვა-გამგეო­ბის პროექ­ტი მრავალ­საუ­კუ­ნო­ვა­ნი ავტო­კე­ფა­ლიის გაუქ­მე­ბას ნიშნავ­და. საქართ­ვე­ლოს ეკლესიის ახალი მეთაური ეგზარ­ქო­სი - რუსე­თის სინო­დის წევ­რი და მი­სი ნე­ბის აღმს­რუ­ლე­ბე­ლი გახ­და.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:14)

დაწვრილებით...

 

თავი I

საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ბოლ­შე­ვი­კუ­რი მმართვე­ლო­ბის პირველ წლებ­ში /1921-27წ.წ./

 

1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული დამოუკიდებელი სახელმწიფო აღარ არსებობდა. საოკუპაციო ხელისუფლება ანუ საქართველოს რევკომში მართალია ქართველი ბოლშევიკები იყვნენ, მაგრამ ისინი ასრულებდნენ რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების სურვილებს. საოკუპაციო ხელისუფლებამ დაიწყო ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების გამომხატველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროება.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:15)

დაწვრილებით...

 

თავი I

სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია 1932-1952 წლებ­ში

 

სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია 1932 წელს ახა­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის წი­ნა­შე დად­გა. სრუ­ლი­ად სა­ქართ­ვე­ლოს კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არ­ქი ქრის­ტე­ფო­რე III ჯერ კი­დევ 1931 წელს ერთ კერ­ძო წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნავ­და, რომ იგი სე­რიო­ზუ­ლად იყო ავად, (ჰქონდა ავთვისებიანი სიმსივნე) მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ტენ­სიუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დიო­და, მი­სი ჯანმრ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რეო­ბა დღი­თიდ­ღე უა­რეს­დე­ბო­და. 1932 წლის 10 იან­ვარს იგი გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია­ში ახა­ლი პატ­რი­არ­ქის არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით აზრ­თა სხვა­დას­ხ­ვაო­ბა წარ­მო­იშ­ვა. კა­თა­ლი­კოზ-პატ­რი­არქ ქრის­ტე­ფო­რე III მომხ­რე­ებს ბუ­ნებ­რი­ვია, არ სურ­დათ მანგ­ლე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტის კა­ლისტ­რა­ტეს გა­პატ­რი­არ­ქე­ბა, მაგ­რამ იმ­დე­ნად აშ­კა­რა იყო მიტ­რო­პო­ლიტ კა­ლისტ­რა­ტეს უპი­რა­ტე­სო­ბა სა­კა­თა­ლი­კო­ზო სი­ნო­დის და­ნარ­ჩენ მღვდელმ­თავ­რებ­თან, რომ სა­ბო­ლო­ოდ არ­ჩე­ვა­ნი მა­ინც მას­ზე გა­კეთ­და.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:16)

დაწვრილებით...

 

1. სა­სუ­ლიე­რო ცხოვრე­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი

 

XX საუ­კუ­ნე­ში საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი ეკლე­სიის საჭეთმპყ­რო­ბელ­თა შო­რის უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე ცინ­ცა­ძე ერთ-ერ­თი რჩეულ­თა­გა­ნია. მი­სი მამადმ­თავ­რო­ბა დაემთხ­ვა საქართ­ვე­ლოს ისტო­რიის ყვე­ლა­ზე ტრაგი­კულ ხა­ნას, რო­ცა ბოლ­შე­ვი­კუ­რი საო­კუ­პა­ციო ხელისუფ­ლე­ბი­სათ­ვის ქრის­ტია­ნუ­ლი სარწ­მუ­ნოე­ბა, ეკ­ლე­სია სრულიად მიუ­ღე­ბე­ლი იყო ამ დროს სა­სუ­ლიე­რო პი­რო­ბა გმირო­ბის ტოლ­ფა­სი გამხ­და­რი­ყო. უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი კა­ლისტ­რა­ტე იყო სა­ხე საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დიდე­ბე­ლი სამოციქულო ეკ­ლე­სიი­სა, მას პა­ტივს სცემდნენ რო­გორც მოწ­მუ­ნე მრევ­ლი, ასე­ვე ათეის­ტე­ბიც. ვინც ერთხელ მაინც შეხვედ­რია მას სამუ­და­მოდ დაამახ­სოვრ­დათ ბიბ­ლიუ­რი მწყემსმთავ­რის ჭკვია­ნი თვა­ლე­ბი, რომე­ლიც ნა­თელს ჰფენ­და გარშე­მომ­ყოფთ. გა­სუ­ლი საუ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში ჭა­ბუ­კი ირაკლი შიოლაშვილი ვლადიკავ­კა­ზი­დან მცხე­თა­ში, სვეტიც­ხოვ­ლო­ბა­ზე ჩამოიყ­ვა­ნა თა­ვის­მა ნათლიამ ზოილე დვალიშ­ვილ­მა და ლოც­ვა-კურთხე­ვის ასა­ღე­ბად მიიყ­ვა­ნა უწმი­დეს კალისტრა­ტეს­თან, მა­შინ არ­ცერთ­მა არ ვიცო­დით, რომ ეს იყო ორი პატრიარ­ქის შეხვედ­რაო - დას­ძენს უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:17)

დაწვრილებით...

 

1. ბიოგრაფიული მატიანე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ქრისტეფორე III, ერისკაცობაში ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი დაიბადა 1873 წლის 15 მარტს შორაპნის მაზრის სოფელ ვერტყვიჭალაში, მის მიერ შედგენილ ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: "ჩემი გენიალოგია პაპა ჩემის მამის, მოსე მღვდლის იქით ჩემთვის უცნობია. მოსე მღვდელი იყო ნიქოზელის ნაკურთხი (რადგან ჩვენი სოფელი რუსეთთან შეერთებამდე ეკუთვნოდა ქართლის, ხოლო ეკლესიურად XIX საუკუნის 60-იან წლებამდე ქართლს ეპარქიას) დადიოდა ჩოხა-ახალოხით და, თუ ვინმე მისცემდა წესების ასრულებაში სიმინდს, პურს ან ღვინოს, მოიდებდა ზურგზე და გაუყენებდა სახლისაკენ. ჰყავდა ოთხი ვაჟი, რომელთაგანაც მესამე, ხოსია (ქაიხოსრო) იყო პაპაჩემი ერისკაცი, და მეოთხე - დავით მღვდელი, საქართველოს ეგზარქოს ისიდორესაგან ნაკურთხი.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:18)

დაწვრილებით...

 
More Articles...