Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button

2003 წელს გამოვიდა ელდარ ბუბულაშვილის მონოგრაფია ”საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ანტონ მეორე”, რომელიც ძირითადად საქართველოს და რუსეთის სიძველეთსაცავებში მოძიებულ უცნობ წყაროებს ეყრდნობა. გთავაზობთ მოკლე ანოტაციას აღნიშნული ნაშრომიდან.

ანტონ მეორე იმ ქართველ მამულიშვილთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც თავისი ცხოვრება და სარწმუნოებრივი მოღვაწეობა ერისა და ქვეყნის სამსახურს შესწირა. იგი ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში (1788-1810) ქართველი ერის სულიერი მესაჭე იყო.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 13 NOVEMBER 2011 15:07)

დაწვრილებით...

 

საქართველოში ქრისტიანობა პირველივე საუკუნეებიდან გავრცელდა, ხოლო IV საუკუნის პირველ მეოთხედში წმ. ნინოს მოღვაწეობის შედეგად სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა. აღნიშნული ღვაწლის გამო წმ. ნინო ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად არის მიჩნეული.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:10)

დაწვრილებით...

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სამოციქულო ეკლესიაა, რაც   იმას ნიშნავს, რომ ჩვენში, პირველ საუკუნეში ქრისტეს მოძღვრება იქადაგეს მაცხოვრის მოციქულებმა - ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათამ. აღნიშნული საეკლესიო გადმოცემის უტყუარობას ადასტურებს როგორც ქართული, აგრეთვე უცხოური წერილობითი წყაროები, რომლებიც საინტერესო ცნობებს გვაწვდიან საქარ¬თველოში მოციქულთა მოღვაწეობის შესახებ. ამ დოკუმენტური მასალებიდან უცხოური წერილობითი წყაროები ადრინდელი პერიოდისაა, ხოლო ქართული შედარებით გვიანი ხანით თარიღდება.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:11)

დაწვრილებით...

 
(საქართველოს კათოლიკოსის თანამოსაყდრის ლეონიდის (ოქროპირიძის) მიმართვა აფხაზ თავადს ალექსანდრე შერვაშიძეს)

უძველესი დროიდან აფხაზეთი პოლიტიკურად და ეკლესიურად საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, სადაც წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღესრულებოდა. მართალია, XIV საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში ფეოდალური დაქუცმაცებულობის შედეგად იმერეთის სამეფოს ხელისუფალთა ხელშეწყობით ერთიან მცხეთის საკათალიკოსო ტახტს გამოეყო და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ლიხთ-იმერეთის საკათალიკოსო, რომელიც შემდგომ აფხაზეთის საკათალიკოსოს სახელითაა ცნობილი, მაგრამ იგი მაინც საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:11)

დაწვრილებით...

 

ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარების შემდეგ (IV ს-ის პირველი ნახევარი) საქართველოში სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრები ეკლესია–მონასტრების ბაზაზე ჩამოყალიბდა. მართალია, თავდაპირველად გარკვეული  პერიოდის განმავლობაში (IVს-დან VI ს-ის 20-30-იან წლებამდე) საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრებად ანტიოქიიდან მოვლინებული არაქართველი სასულიერო პირები ინიშნებოდნენ, მაგრამ მღვდელთმსახურთა მომზადება ადგილობრივად ხდებოდა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:12)

დაწვრილებით...

 
More Articles...