Georgian (Georgia)English (United Kingdom)

თავი VI. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესიის ეპარქიების აღორძინება, კავშირი საზღვარგარეთის ქართულ სამონასტრო ცენტრებთან. სინოდის განჩინებანი. ახალი წმინდანები

საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური სამოციქულო ეკლესიის მართვა-გამგეობა ისტორიულად V საუკუნიდან XI საუკუნემდე ამგვარი იყო: ეკლესიის მეთაურს ეწოდებოდა კათოლიკოსი, რომელსაც ექვემდებარებოდნენ საქართველოს სხვადასხვა პროვინციის საეპისკოპოსოების მმართველი მღვდელმთავრები – ეპისკოპოსები. წყაროთა მონაცემებით დადგენილია, რომ V–VII საუკუნეებში მარტო აღმოსავლეთ საქართველოში 33 მოქმედი ეპარქია იყო. საქართველოს გაერთიანებისა და მისი ტერიტორიების გავრცობის შემდეგ ეპარქიათა რაოდენობა გაიზარდა 55–მდე. XVI–XVIII საუკუ-ნეებში, საქართველოს ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს პროვინციულ სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, ირან–ოსმალეთის აგრესიის პირობებში, მოქმედ ეპარქიათა რაოდენობა შემცირდა. რუსეთის მიერ საქართველოს სამეფო–სამთავროების  დაპყრობის პერიოდში (XIX საუკუნის დასაწყისი) აღმოსავლეთ საქართველოში იყო 13, ხოლო დასავლეთ საქართველოში - 9 მოქმედი ეპარქია. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ რუსი ეგზარქოსების მიზანი იყო მოქმედ ეპარქიათა რაოდენობის შემცირება, საეპარქიო ქონების დატაცება. მათ ეს ამოცანა წარმატებით შეასრულეს.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 15 NOVEMBER 2011 13:05)

დაწვრილებით...

 

თავი VII. ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია - ქართველთა ერთიანობის სიმბოლო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ქართველი ხალხის თავისუფლების სიმბოლოა. შუა საუკუნეებში მრავალრიცხოვან მტრებთან ბრძოლაში საერო პირებთან ერთად სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ. დედაეკლესია არა მარტო სულიერად ამხნევებდა სამწყსოს, არამედ საჭიროების შემთხვევაში ბრძოლის წინა ხაზზეც იდგა. მრავალმა სასულიერო პირმა მოწამებრივი სიკვდილით იხსნა სამშობლო განსაცდელისაგან. თევდორე კველთელის მაგალითი ნათელი დასტურია სასულიერო პირთა თავდადებისა და სიმტკიცისა.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 15 NOVEMBER 2011 13:06)

დაწვრილებით...

 

თავი VIII. განათლება, მეცნიერება, საღვთისმეტყველო ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ისტორიულად ქრისტიანული სარწმუნოების დაცვასთან ერთად ბევრს აკეთებდა განათლებისა და მეცნიერების განვითარებისათვის. IV საუკუნიდან როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთის ქართულ სამონასტრო ცენტრებში არსებობდა თეოლოგიურ–ფილოსოფიური და მთარგმნელობითი სკოლები. ეკლესია–მონასტრების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდებოდა სამონასტრო სკოლების რაოდენობაც. IV–XI საუკუნეებში ეკლესია–მონასტრებთან არსებულ სკოლებს XII–XIII საუკუნეებში დაემატა წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის მიერ გელათში დაარსებული და "სხვა ათინად და მეორე იერუსალიმად“ წოდებული გელათის აკადემია. საგანმანათლებლო კერები იყო იყალთოში, გრემში, შიომღვიმეში. XVIII საუკუნეში ვახტანგ VI–ის მიერ შექმნილ "სწავლულ კაცთა კომისიის“ წევრთა უმრავლესობა სასულიერო პირი იყო. უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ანტონ I სამართლიანად ითვლება დიდ ენციკლოპედისტად, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ქართული განათლების ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნა, თელავისა და თბილისის სასულიერო სემინარიების დაარსება. მოქმედ ეკლესია-მონასტრებთან არსებულ სკოლებში სასულიერო პირები ასწავლიდნენ საერო და სასულიერო განათლების საფუძველებს. საქართველოს პროვინციებში სასულიერო პირთა ოჯახებში იყო წიგნები, ჟურნალ–გაზეთები.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 15 NOVEMBER 2011 13:06)

დაწვრილებით...

 

თავი IX. უკვდავებაში გარდასულ სახეთა არდავიწყება

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ვცემდეთ პატივს ჩვენს დიდ წინაპართა სახელებს, მათ ხსოვნას. უწმიდესი და უნეტარესი წმინდანებად შერაცხულ ქართველ მეფეთაგან განსაკუთრებით გამოარჩევს წმიდა მირიანს, წმიდა ვახტანგ გორგასალს, წმიდა არჩილს, წმიდა დავით აღმაშენებელს, წმიდა თამარს, ლუარსაბ წამებულს, წმიდა ქეთევან დედოფალს... საეკლესიო კალენდრის მიხედვით მათი ხსენების დღეებში წირვის შემდეგ პატრიარქი მრევლს არაერთხელ ესაუბრა მათ სულიერ სიმაღლეზე, სამშობლოსათვის თავდადებაზე. უწმიდესი ხშირად სტუმრობს გელათის მონასტერს.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 15 NOVEMBER 2011 13:04)

დაწვრილებით...

 

თავი X. ერისა და ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე

"მკაცრი იშვიათად ვარ, მაგრამ, თუ ეს შეეხება სამშობლოსა და ეკლესიის ბედს, შეუვალი ვხდები. ღვთისა და ერის მოღალატეს მკაცრი სასჯელი შემიძლია დავადო, ამავე დროს, სულ ველოდები მისგან სინანულს და, თუ მოინანიებს, მზად ვარ ყველაფერი ვაპატიო"[30, 379], - ბრძანებს უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

მძიმე და საპასუხისმგებლოა ერის სულიერი წინამძღოლობა. ადამიანების უმრავლესობა გარედან ხედავს პატრიარქის საქმიანობას. პატრიარქი ლოცვაზეა, პატრიარქი წირავს, ტაძარში საზეიმოდ იმოსება, ზოგიერთს აინტერესებს, ოქროსია თუ არა პატრიარქის მიტრა, კვერთხი... უწმიდესი გრძნობს ამას და გვაფრთხილებს: "როდესაც თანამედროვე ისტორიკოსები და ზოგჯერ ღვთისმეტყველნიც ეკლესიაზე წერენ, უფრო ხშირად მის გარეგნულ მხარეზე ამახვილებენ ყურადღებას ან წარსულის მიხედვით აფასებენ მის როლს. ეკლესია გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ გვგონია"[30, 436].

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 15 NOVEMBER 2011 13:04)

დაწვრილებით...

 

თავი XI. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს სამსახურები

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, შეიქმნა საკათოლიკოსო საბჭო, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის თავმჯდომარეობით ყოველკვირეულ სხდომებზე იხილავდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭირბოროტო საკითხებს. საკათოლიკოსო საბჭოს წევრები (სულ 11 კაცი) იყვნენ როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. საკათოლიკოსო საბჭოს გარდა მუშაობდა საკათოლიკოსო სასამართლო, რომელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თავმჯდომარეობითა და საერო და საეკლესიო სამართლის ცნობილი სპეციალისტების მონაწილეობით, გამოჰქონდა გადაწყვეტილებანი. საპატრიარქოში იყო საკათოლიკოსო კანცელარია, ჟურნალ "სვეტიცხოვლის" რედაქცია.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:28)

დაწვრილებით...

 

თავი XII.  პატრიარქი


ა) ურთიერთობა პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერებთან, საზოგადო მოღვაწეებთან

უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს თავისი სასულიერო მოღვაწეობის ნახევარსაუკუნოვან ისტორიაში საინტერესო შეხვედრები ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ მოღვაწეებთან, რელიგიურ ლიდერებთან. 1977 წელს საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია დელიში შეხვდა ინდოეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს -  შრი ფახრუდან ალი ახმედს და პრემიერ-მინისტრს - ინდირა განდის. ამ შეხვედრაზე ინდოეთის ხელმძღვანელობამ პირველად მიიღო ვრცელი ინფორმაცია საბჭოთა კავშირში შემავალი ერთ-ერთი რესპუბლიკის - საქართველოს, მისი ისტორიის, კულტურისა და რელიგიური აღმსარებლობის შესახებ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:28)

დაწვრილებით...