Georgian (Georgia)English (United Kingdom)

როგორც ცნობილია, არეოპაგეტული კორპუსის შექმნის თარიღი უდიდეს ინტერესს იწვევს მთელს მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, საქართველოშიც (გასაგები მიზეზების გამო).

XX ს-ის დამდეგიდან დომინირებს აზრი, რომ ხსენებული კორპუსი უნდა შექმნილიყო V ს-ის II ნახევარში ცნობილი ნეოპლატონიკოსის პროკლე დიადოხოსის გავლენით.

ამგვარი გაბატონებული აზრის პარალელურად მაინც შესამჩნევია ცალკეულ მკვლევართა მცდელობანი, უფრო ადრეულ (პროკლეს წინარე) ეპოქას მიაკუთვნონ არეოპაგეტული შრომები. მეტიც, 70-იან წლებში გამოქვეყნდა ვ. მიულერის ნაშრომი ”დიონისე არეოპაგელი”, სადაც ხსენებული შრომები კვლავ წმ. დიონისე არეოპაგელთან არის დაკავშირებული.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:59)

დაწვრილებით...

 

შესავალი

წმ. კვიპრიანე კართაგენელი, ტერტულიანეს მსგავსად, აფრიკელი ღვთისმეტყველი იყო, რომელიც აფასებდა თავისი წინამორბედის მოღვაწეობის ღირსეულ ნაწილს, ეყრდნობოდა მის მართებულ საღვთისმეტყველო სწავლებებს და ავსებდა მათ სათნოებითი მოძღვრების არსებითი ელემენტებით, რაც ტერტულიანეს შრომებში ნაკლებ შესამჩნევია. ნეტარი იერონიმეს უწყებით, წმ. კვიპრიანეს ჩვევად ჰქონდა ყოველდღიურად ეკითხა ტერტულიანე და ხშირად მიმართავდა ასე თავის მდივანს: ”მიბოძე მოძღვარი”, რითაც აღნიშნავდა იგი ტერტულიანეს (De vir. il.53).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:59)

დაწვრილებით...

 

ერმის ”მწყემსი” აპოსტოლურ მამათა შრომებში ითვლება. ეს წიგნი აღწერს იმ გამოცხადებებს ანუ ხილვებს, რომლებიც მის ავტორს ჰქონდა რომში. ერმს გამოეცხადა ორი პიროვნება: ერთი ასაკოვანი ქალი, მეორე კი - ანგელოზი მწყემსის სახით. სწორედ ამ უკანასკნელის გამო ეწოდა თხზულებას ”მწყემსი”.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 06 JANUARY 2019 13:49)

დაწვრილებით...

 

კვინტუს სეპტიმუს ფლორენს ტერტულიანე დაიბადა კართაგენში დაახლ. 155 წ-ს წარმართულ ოჯახში. მან მიიღო სათანადო იურიდიული განათლება და ცნობილი ადვოკატი გახდა რომში. მკვლევარები ქრისტიან ტერტულიანეს აიგივებენ იმ იურისტ ტერტულიანესთან, რომელიც სხვა წყაროთი (კერძოდ, ესაა ”კორპუს ცივილის”) არის ცნობილი. მოქცევის შემდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა დაახლ. 193 წ-ს ტერტულიანე მკვიდრდება კართაგენში. იერონიმეს ცნობით, ტერტულიანე მღვდელი გახდა (იხ. მისი ”ბრწყინვალე კაცთა შესახებ”, 53). ტერტულიანეს ლიტერატურული მოღვაწეობა მოიცავს 195-220 წლებს. დაახლ. 207 წ-ს იგი ღიად გადავიდა მონტანისტური ერესის მხარეზე და გახდა მისი ადეპტი, რამაც შედეგად მოიტანა ცალკე სექტის დაფუძნება. მას ტერტულიანისტების სექტა ეწოდა, რამაც კართაგენში შეინარჩუნა თავი V ს-მდე, წმიდა ავგუსტინეს ეპოქამდე. ჩვენთვის უცნობია ტერტულიანეს გარდაცვალების წელი, თუმცა უეჭველია, რომ იგი გარდაიცვალა 220 წლის შემდეგ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:00)

დაწვრილებით...

 

მინუციუს ფელიქსი არის დღეისათვის ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ლათინი აპოლოგეტი, რომლის მოღვაწეობის ეპოქა ზუსტად ჯერაც არ დადგენილა. გარკვეულია, რომ მინუციუსის აპოლოგეტურ შრომას და ცნობილი ლათინი ავტორის, ტერტუალიანეს თხზულებას სათაურით ”აპოლოგეტიკონი” (”აპოლოგეტიკუმ”) დიდი ნათესაობა აქვთ, თუმცა პირველადობა რომელს უნდა მიეკუთვნოს, კვლავაც ძნელად გადასაწყვეტია. ნეტარი იერონიმე ქრონოლოგიურ უპირატესობას ტერტულიანეს ზემორე ნაშრომს აკუთვნებს (ეს ნაშრომი დაწერილია დაახლოებით 197 წელს), თუმცა, მკვლევართა აზრით, მრავალი არგუმენტია საპირისპირო შეხედულებისათვის, რაც უფრო მიღებულად ითვლება. აღნიშნულის საფუძველზე მინუციუსის მოღვაწეობა II ს-ის II ნახევრით უნდა განვსაზღვროთ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:00)

დაწვრილებით...

 

ირინეოს ლიონელი არის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთისმეტყველი III -ისა. იგი დაიბადა დაახლოებით 140-160 წწ. სმირნაში. ევსები კესარიელმა შემოგვინახა წმ. ირინეოსის ერთი ეპისტოლის ფრაგმენტი, რომელიც გაგზავნილია რომაელი მღვდლის ფლორინუსისადმი. ეს ფრაგმენტი საყურადღებოა ბიოგრაფიული თვალსაზრისით. თავად ირინეოსის უწყებით, იგი სიჭაბუკეში ყოფილა წმ. პოლიკარპე სმირნელის ქადაგებათა მსმენელი.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 29 NOVEMBER 2012 11:43)

დაწვრილებით...

 

მოციქულთა მოწაფეებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმიდა პოლიკარპე სმირნელს. იგი სმირნის ეპისკოპოსი იყო და, როგორც მოციქულთ მოწაფეს, უდიდეს პატივს სცემდნენ. ირინეოსი გვაუწყებს, რომ წმიდა პოლიკარპე ფერხთით უჯდა იოანე ღვთისმეტყველს. სწორედ მოციქულთა მიერ იკურთხა იგი სმირნის ეპისკოპოსად (“ერესების წინააღმდეგ”, 3,3,4; იხ. ევსები კესარიელი, საეკლ. ისტ. 5,20,5).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:01)

დაწვრილებით...

 
More Articles...