Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ის, რაც საღმრთო სიყვარულის ჰიმნებში სწერია უაღრესად ამაღლებულია და ყოველგვარ გრძნობადს ზეაღმატებული. ღვთისმეტყველების სიმაღლე და განსაცვიფრებელი ცოდნის სიღრმეები კაცთა გონებისათვის გაუგებარია და მიუწვდომელი. რამეთუ იგი გაბრწყინვებულია ღვთაებრივი გამონაშუქით, თვალშეუდგამი ნათლით, რომელიც აფერმკრთალებს ადამიანურ ნააზრევს. საღმრთო სიყვარულის ჰიმნებს ჩასწვდებიან ნათელი გონებისა და ღრმა სულიერების მქონე პიროვნებები, სულიწმიდის მობერვით ამ მწვერვალების გონებით დამლაშქვრელნი, რომლებიც საოცრად საღად აზროვნებენ და ზეცად ატყორცნილნი ღვთაებრივის წიაღში განიშვებენ. ამიტომ, მე, ვინც საკადრის პატივს მივაგებ ჩემს მოძღვარს, სწორედ დროული და აუცილებელი მგონია სწორ გზაზე დავაყენო ისინი, რომლებიც ცდილობენ გონების თვალით ჩასწვდნენ ღვთაებრივი ჰიმნების საიდუმლოებას. რადგან ის, ვინც მოუმზადებლად ეზიარება ღვთაებრივსა და ზეგრძნობადს, სულიწმინდის მადლმოსილების გაუცნობეირებლად და საღმრთო საგანთა შესახებ უწვრთნელი გონებით, სულს ვერარას არგებს, პირიქით, დაიმახინჯებს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 23:37)

დაწვრილებით...

 

არსებობს სამგვარი ყურადღება და ლოცვა, რომელთა მეოხებით სული ან ამაღლებულია და წარმატებული, ან დაძაბუნებული და წარწყმედილი. ვინც სამთავე სახეობას დროულად და საჭიროებისამებრ გამოიყენებს, გაიმარჯვებს, ვინც – უგუნურად და უდროოდ, - დამარცხდება. ყურადღებას ლოცვასთან ისეთი განუყრელი კავშირი მართებს, როგორც მიჯაჭვია და შედუღაბებია სული სხეულს. ყურადღება ბრძოლაში მეწინავესავით უნდა წარუძღვეს მტრების მოსაგერიებლად, პირველი უნდა ჩაებას ცოდვებთან ორთაბრძოლაში და წინ აღუდგეს სულში შეპარულ ბოროტ გულისთქმებს. ყურადღების შემდგომ ჯერ-არს ლოცვა, შემმუსვრელი და განმაქარვებელი მყისვე ყველა იმ ბილწ გულისთქმათა, რომელთაც თავდაპირველად ყურადღება აუმხედრდა. რამეთუ მარტოდმარტო ყურადღებას არ ძალუძს მათი აღხოცვა. ყურადღებისა და ლოცვის ამგვარ ერთობლივ ჭიდილზეა დამოკიდებული სულის ცხონებაცა და სიკვდილიც. თუკი ყურადღებას გავამახვილებთ და დავიცავთ ლოცვის აუმღვრევლობას, გავიმარჯვებთ, ხოლო თუ უგულებელვყოფთ ან შევბღალავთ ამ სიწმიდეს, ავი გულისთქმებით შებილწულნი ვხდებით ღონემიხდინლნი და ფარხმალდაყრილნი. მაშასადამე, რაკიღა არსებობს სამგვარი ყურადღება და ლოცვა, ჩვენი ვალია სათითაოდ დავახასიათოთ და განვმარტოთ მათი ნიშან-თვისებები, რათა გადარჩენის მსურველმა ამათგან უმჯობესი ამოირჩიოს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 23:37)

დაწვრილებით...

 

დაჰბერეთ საყვირს ახალთვეზე”, - ესე იგი ჩვენს კეთილნიშნოვან დღეს, - ამბობს დავითი (ფს. 80.4), ხოლო რადგან ღვთივსულიერი მოძღვრების ბრძანებანი უთუოდ რჯულდებაა მსმენელთათვის, ამიტომ, დადგა რა ჩვენი დღესასწაულის კეთილნიშნოვანი დღე, ჩვენც აღვასრულოთ რჯულდება და გავხდეთწმინდათვეობის მესაყვირენი .

რჯულისეული საყვირი, როგორც გვამცნებს მის გააზრებას მოციქული, ესაა სიტყვა, რადგან მოციქულის თქმით, საყვირის ხმა შეუმჩნეველი კი არ უნდა იყოს, არამედ - ხმებში გამოკვეთილი, მსმენელთათვის გასაგებად (1 კორ. 14, 7-9).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 23:38)

დაწვრილებით...

 

(გამონაკრებნი)

რწმენა არის ჭეშმარიტი ცოდნა, არადამტკიცებადი სათავეების მქონე, როგორც გონებაზე და სიტყვაზე აღმატებული საქმეების საფუძვლად მყოფი (ὑπάρχουσα ὑπόστασις)1 (წმ. მაქსიმე აღმსარებელი, ორასეული, ღვთისმეტყველებისა და ძე ღმერთის ხორცში განგებულების შესახებ, 1.9).

ვინც ელვარეჰყო გონება საღვთო აზრებით და სიტყვას ჩვევა მისცა, რომ საღვთო ჰიმნებით დაუცხრომლად თაყვანს სცემდა შემოქმედს, შეუმღვრეველი წარმოდგენებით2 კი გრძნობა განიწმინდა, ასეთმა ვინმემ ხატისებრიობის3 ბუნებისეულ მშვენიერებას შესძინა მსგავსებისებრობის4 ნებაყოფლობითი (γνωμικόν )5 სიკეთე (1.13).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 08 DECEMBER 2012 17:49)

დაწვრილებით...

 

უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს წმინდა ფერისცვალებაზედ. აქ ნაჩვენებია, რომ ფერისცვალების ნათელი შეუქმნელია.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 23:39)

დაწვრილებით...

 

ბევრ დიდ მამას აკვირვებს ქალწულება და ის მართლაც გაკვირვებას იმსახურებს, რადგან მისი დამმარხველი ენათესავება ანგელოზებს, ესაუბრება ზეციურ ძალებს და უსხეულო არსებების თვისებით ხასიათდება. ქალწულება – წმინდა ეკლესიის ლამპარია; ქალწულმა დაამარცხა წუთისოფელი, დათრგუნა ვნება, დაიმორჩილა სურვილი და გახდა ევას თანაზიარი. იგი გაექცა მწუხარებას, მიაღწია სიწმინდეს და გათავისუფლდა ტანჯვისაგან, რამეთუ ქალწულებზე არ ვრცელდება განაჩენი, რომელიც ასე გამოითქმის: “განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, მწუხარებით ჰშვნე შვილნი. და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და  იგი გეუფლებოდეს შენ” (დაბ. 3,16).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 06 APRIL 2012 23:49)

დაწვრილებით...

 

1. ღრმა, დიდი და საკვირველია საღვთო საიდუმლო, რომელსაც დიდი ხანია მოელოდნენ თვით წმინდა ანგელოზებიც, რადგან ერთგან მაცხოვრის მოწაფემ ქრისტეს შესახებ ნაწინასწარმეტყველებზე თქვა: ”მათთვის გამოცხადებულ იქნა, რომ მათ კი არა, თქვენ გემსახურებოდათ ის, რაც ამჟამად გეუწყათ მახარებელთაგან” (I პეტრე, 1,12). მართლაც, რამდენად ღრმად გაიაზრეს და ჩასწვდნენ ანგელოზები დიდ საღვთო საიდუმლოს, რომ, როდესაც ხორციელად იშვა ქრისტე, ჩვენს გამო მადლობა აღავლინეს: ”დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება” (ლუკა, 2,14).

როგორ არ აღივსებოდნენ სიხარულით, როდესაც წმინდა ქალწულისაგან ქვეყნიერების მხსნელისა და განმათავისუფლებლის შობას ხედავდნენ, ისინი, რომლებიც მაცხოვრის სიტყვით ერთი ცოდვილის მოქცევას ზეიმობენ? ჩვენს გამო როკავს წმინდა სულების გუნდი. რა არის ამის მიზეზი? მხოლოდშობილის განკაცება, მისი ხორციელად შობა, ჩვენდამი გამოხატული წყალობის უსაზღვროება, კაცთმოყვარეობის შეუდარებელი სიდიადე. ნეტარი წინასწარმეტყველი ესაია ამბობს: ”შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ”. და კვლავ იტყვის: ”მოსწმენდს ყველა ცრემლს ღმერთი ყველა პირისახეს” (ესაია 25,8). ხოლო თუ როგორ მოსწმენდს ცრემლს ყველა სახეს, ან როგორ გამოაცხადებს ძველი წყევლის გაუქმებას და დაარღვევს სიკვდილის აუტანელ ბატონობას, ამას გვასწავლის ბრძენი პავლე: ”და რაკი ყრმანი ხორცისა და სისხლის მოზიარენი არიან, თავადაც ამგვარად ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარვებინა სიკვდილის ხელმწიფების მქონე”, - რომელიც არის ეშმაკი, - ”და დაეხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი ედგა” (ებრ. 2,15-15).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 23:40)

დაწვრილებით...

 
More Articles...