Georgian (Georgia)English (United Kingdom)

სულიწმიდის შესახებ საუბრისას სულიერი მადლია საჭირო, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით ყველაფერს, რაც მას შეეფერება. ამ თემაზე საუბრისას არც თუ ისე პატარა საშიშროებაც არსებობს, თუ გავიხსენებთ მაცხოვრის სიტყვებს: „რომელმან ჰსთქუას სულისა წმიდისათჳს არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას“ (მათე 12,32).

გარდა ამისა, შესაძლოა, საუკუნო სატანჯველს მივეცეთ, თუკი უვიცობით ან მოგონილი მოწიწებით რაიმე შეუსაბამოს ვიტყვით. ამიტომ, შემოვიფარგლოთ მხოლოდ იმის წარმოჩენით, რაც თვით სულიწმიდამ განგვიცხადა წმიდა წერილში.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 23:49)

Read more...

 

უწმინდესი იერემია, ახლისა რომისა - კონსტანტინოპოლისა და მსოფლიო პატრიარქი,

უნეტარესი ათანასე, პატრიაქრი ღვთისა ქალაქისა ანტიოქიისა,

უნეტარესი ხრიზანთოსი, პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა

და თანამდგომელნი ჩვენნი ყოვლადსამღვდელონი მღვდელმთავარნი, მიტროპოლიტნი, არქიეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ქრისტიანული აღმოსავლეთის ყოველი მორწმუნე მართლმადიდებელი.

მოგმართავთ თქვენ, დიდ ბრიტანეთში მყოფნო ღირსნო და ქრისტეს მიერ საყვარელნო არქიეპისკოპოსნო, ეპისკოპოსნო და ყოველნო პატივდებულნო დასნო, და გისურვებთ ყოვლადსრულ მადლსა და ღვთისმიერ ცხონებას.

 

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 23:50)

Read more...

 

[91]სული ურჩობის გამო შორს განდგა ღვთისგან, რადგან როგორც მხეცები გაურბიან დღის სინათლეს და შედიან უდაბნოს ტევრში, ამგვარად სული, ჭეშმარიტების გზისგან უკუქცეული, თავისი ნებით შემოვიდა ამ სოფელში, რომელიც არის ტევრი და უდაბურება, ღამე და ზმანება სულისათვის. რადგან შეიყვარა მან წყვდიადი და მიატოვა ნათელი, განდგა ცხოვრებისაგან და შეიყვარა სიკვდილი. დატოვა მან წყარო ცხოვრებისა და შეიყვარა წყარო წყვდიადისა და სიკვდილისა. განიძარცვა სარწმუნოება და სიყვარული, სიმშვიდე და მოთმინება, რადგან არ დაივანა მან სიტყვაში; და შეიმოსა ურწმუნოება და რისხვა, გულისწყრომა და ბოროტება, შური და თავმოთნეობა; თავისი ნებით შეიმოსა ბოროტი წნული, როგორც სამოსელი. ამიტომ ეურჩა იგი პირველ ხმას, ნათელს და მტკიცეს, და ყური უგდო მეორე ხმას, არამტკიცესა და ბნელს. და ამგვარად, თავისი ნებით, მიატოვა მან დიდებული და დაუსრულებელი სოფელი, შეიყვარა წუთისოფელი და მიმოიბნია თავისი თავი მთელ ამ მიწაზე. ამიტომ, წინასწარმეტყველნი და მართალნი თავიდან ესწრაფოდნენ გაბნეული სულის შეკრებას და მის სრულქმნას, მაგრამ ვერ შეძლეს. ხოლო კეთილი და კაცთმოყვარე მეუფე, რომელსაც ყოველივე უპყრია თავისი ნებით, ცოცხალი სიტყვა, ღმერთი ჭეშმარიტი უწინარეს საუკუნეთა, ვის შესახებაც თქმულია: „ეს სიტყვა ჭეშმარიტად ხორცი გახდა და დაემკვიდრა ჩვენ შორის“ (იოან. 1,14), რომელიც არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, - ეს სიტყვა ჰგიეს ჩვენს შორის, როგორც მონადირე, ნადირთა შემპყრობი, ვინც ამ სოფლისაგან შეკრიბა მიმობნეული სული და მოიმუშაკა იგი, როგორც სრული, უმანკო და უბიწო. ამგვარად, მოიწია რა მადლი, და მოგვცა რა სიტყვამ სახე და ნიმუში, მისივე ნათელჩენის გზით მოვინადიროთ და შევიკრიბოთ ჩვენი გულები, დაე, უპოვარვიქმნეთ და არაფერი შევიძინოთ ამ საწუთროსგან, განვიმზადოთ ჩვენი გულები, როგორც გვასწავლის სული დავითის მიერ: „განმზადებულია ჩემი გული, ღმერთო, განმზადებულია ჩემი გული. გიგალობ და გიფსალმუნებ შენ, აღდექ დიდებაო ჩემო“.

ძველი ბერძნულიდან თარგმნა
ანა ჭუმბურიძემ
სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“ II
თბილისი, 2004 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 21 March 2013 19:17)

 

[87]აღნიშნული ეპისტოლე, რიგით 39-ე, რასაც მესამე საყოველთაო ეპისტოლე ეწოდება და რაც ცნობილია „ეფესოს სიმბოლოს“ სახელით (Symbolum Ephesinum, 'Εφεσινόν σύμβολον), წმ. კირილემ 433 წლის გაზაფხულზე გაუგზავნა იოანე ანტიოქიელს იმ დიდი სიხარულის გამო, რაც გამოიწვია ალექსანდრიისა და ანტიოქიის ეკლესიათა შორის აღმოცენებული უთანხმოების აღმოფხვრამ. საგულისხმოა, რომ ქალკედონის IV მსოფლიო კრებამ საკრებო სანქცია მისცა ამ ეპისტოლეს და, კერძოდ, მასში დაცული აღსარებითი სიმბოლოს ჭეშმარიტებას. აღნიშნული ეპისტოლე ყველა ეპოქისათვის რჩება უდიდეს მოწოდებად მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი ერთიანობისა და განუყოფლობისკენ (ბერძნული ორიგინალისათვის იხ. PG. t. 77, col. 173-181).

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 21 March 2013 19:16)

Read more...

 

[80]წმ. ისიდორე პელუზიელი (IV-V სს.) ავტორია დაახლოებით 2000 ეპისტოლისა, რომელთა უდიდესი ნაწილი უაღრესად მნიშვნელოვანია საეკლესიო მოძღვრებისა და ეკლესიური მოღვაწეობის უკეთ გაცნობიერებისათვის. ქვემოთ წარმოვადგენთ ეპისტოლეთა ერთი ნაწილის თარგმანს, რაც შესრულდა ორიგინალის უახლესი მეცნიერული გამოცემიდან: Isidore de Péluse, Letters, t. I, ed. par P. Éuieux, Sources Chrétuennes. t. 422, Paris, 1997. ყოველი წერილის ბოლოს ფრჩხილებში გვერდები მითითებულია ამ გამოცემიდან.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 21 March 2013 19:12)

Read more...

 

[77]საეკლესიო ღვთისმეტყველების უდიდესი ძეგლი „საღვთო წერილის სხვადასხვა სირთულის შესახებ“, რაც წმ. მაქსიმე აღმსარებელს ეკუთვნის და რაც მან სათანადო კითხვებზე პასუხების სახით გაუგზავნა ცნობილ ხუცესსა და იღუმენს თალასის, მრავალ არსებით საკითხს ეხება. მათგან ერთერთი უმნიშვნელოვანესია მაქსიმესეული განმარტება კაცობრიობასთან სულიწმინდის კავშირის შესახებ. დიდი მოძღვარი აღნიშნავს სულიწმინდის სამგვარ გამოვლინებას.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Saturday, 23 March 2013 21:20)

Read more...

 

ლოცვის, მადლისმიერი გაბრწყინებისა და განღმრთობის ხარისხების შესახებ1

[69]კითხვა: რა სახით მართებს თითოეულ ჩვენგანს, რომ შეიკრიბოს თავისი გონება და სოფლისკენ მოხეტიალე თავისი აზრები, რათა სხვა არაფერი იზრახოს მან, თუ არა მოლოდინი უფლისა და უფლისადმი სულის სიყვარულის შენარჩუნება?

პასუხი: ვთქვათ, დედას ჰყავს შვილები, რომლებიც განეშორებიან მას უბრალოდ და ალალბედზე დაეხეტებიან. განა ეს დედა, როცა იგი მიიღებს და შეკრებს შვილებს სახლში, არ განსწავლის და დამოძღვრავს მათ? ასევე, სულსაც მართებს ყოველმხრივ შემოიკრიბოს თავისი მოხეტიალე აზრები როგორც შვილები და თუნდაც ცოდვისა და ზრუნვათაგან იყვნენ ისინი დაფანტულები, მაინც უნდა ივალდებულოს მან, რომ ძალისამებრ მარადის დაუცხრომლად შემოიკრიბოს ეს აზრები თავისი სხეულის სახლში, თავის თავში და მარადის მოელოდეს უფალს მტკიცე რწმენითა და სიყვარულით, რათა უფალმა, რაჟამს მოვა, ჭეშმარიტად შეიერთოს იგი, ჰყოს მისი აზრები ღვთიური, მეტყველი (λογικός), ციური, და ასწავლოს მას ლოცვა ჭეშმარიტი, განუბნეველი და მიმოუქცევი.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 21 March 2013 18:55)

Read more...

 
More Articles...