Georgian (Georgia)English (United Kingdom)

დაჰბერეთ საყვირს ახალთვეზე”, - ესე იგი ჩვენს კეთილნიშნოვან დღეს, - ამბობს დავითი (ფს. 80.4), ხოლო რადგან ღვთივსულიერი მოძღვრების ბრძანებანი უთუოდ რჯულდებაა მსმენელთათვის, ამიტომ, დადგა რა ჩვენი დღესასწაულის კეთილნიშნოვანი დღე, ჩვენც აღვასრულოთ რჯულდება და გავხდეთწმინდათვეობის მესაყვირენი .

რჯულისეული საყვირი, როგორც გვამცნებს მის გააზრებას მოციქული, ესაა სიტყვა, რადგან მოციქულის თქმით, საყვირის ხმა შეუმჩნეველი კი არ უნდა იყოს, არამედ - ხმებში გამოკვეთილი, მსმენელთათვის გასაგებად (1 კორ. 14, 7-9).

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 23:38)

Read more...

 

(გამონაკრებნი)

რწმენა არის ჭეშმარიტი ცოდნა, არადამტკიცებადი სათავეების მქონე, როგორც გონებაზე და სიტყვაზე აღმატებული საქმეების საფუძვლად მყოფი (ὑπάρχουσα ὑπόστασις)1 (წმ. მაქსიმე აღმსარებელი, ორასეული, ღვთისმეტყველებისა და ძე ღმერთის ხორცში განგებულების შესახებ, 1.9).

ვინც ელვარეჰყო გონება საღვთო აზრებით და სიტყვას ჩვევა მისცა, რომ საღვთო ჰიმნებით დაუცხრომლად თაყვანს სცემდა შემოქმედს, შეუმღვრეველი წარმოდგენებით2 კი გრძნობა განიწმინდა, ასეთმა ვინმემ ხატისებრიობის3 ბუნებისეულ მშვენიერებას შესძინა მსგავსებისებრობის4 ნებაყოფლობითი (γνωμικόν )5 სიკეთე (1.13).

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Saturday, 08 December 2012 17:49)

Read more...

 

უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს წმინდა ფერისცვალებაზედ. აქ ნაჩვენებია, რომ ფერისცვალების ნათელი შეუქმნელია.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 23:39)

Read more...

 

ბევრ დიდ მამას აკვირვებს ქალწულება და ის მართლაც გაკვირვებას იმსახურებს, რადგან მისი დამმარხველი ენათესავება ანგელოზებს, ესაუბრება ზეციურ ძალებს და უსხეულო არსებების თვისებით ხასიათდება. ქალწულება – წმინდა ეკლესიის ლამპარია; ქალწულმა დაამარცხა წუთისოფელი, დათრგუნა ვნება, დაიმორჩილა სურვილი და გახდა ევას თანაზიარი. იგი გაექცა მწუხარებას, მიაღწია სიწმინდეს და გათავისუფლდა ტანჯვისაგან, რამეთუ ქალწულებზე არ ვრცელდება განაჩენი, რომელიც ასე გამოითქმის: “განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, მწუხარებით ჰშვნე შვილნი. და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და  იგი გეუფლებოდეს შენ” (დაბ. 3,16).

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 06 April 2012 23:49)

Read more...

 

1. ღრმა, დიდი და საკვირველია საღვთო საიდუმლო, რომელსაც დიდი ხანია მოელოდნენ თვით წმინდა ანგელოზებიც, რადგან ერთგან მაცხოვრის მოწაფემ ქრისტეს შესახებ ნაწინასწარმეტყველებზე თქვა: ”მათთვის გამოცხადებულ იქნა, რომ მათ კი არა, თქვენ გემსახურებოდათ ის, რაც ამჟამად გეუწყათ მახარებელთაგან” (I პეტრე, 1,12). მართლაც, რამდენად ღრმად გაიაზრეს და ჩასწვდნენ ანგელოზები დიდ საღვთო საიდუმლოს, რომ, როდესაც ხორციელად იშვა ქრისტე, ჩვენს გამო მადლობა აღავლინეს: ”დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება” (ლუკა, 2,14).

როგორ არ აღივსებოდნენ სიხარულით, როდესაც წმინდა ქალწულისაგან ქვეყნიერების მხსნელისა და განმათავისუფლებლის შობას ხედავდნენ, ისინი, რომლებიც მაცხოვრის სიტყვით ერთი ცოდვილის მოქცევას ზეიმობენ? ჩვენს გამო როკავს წმინდა სულების გუნდი. რა არის ამის მიზეზი? მხოლოდშობილის განკაცება, მისი ხორციელად შობა, ჩვენდამი გამოხატული წყალობის უსაზღვროება, კაცთმოყვარეობის შეუდარებელი სიდიადე. ნეტარი წინასწარმეტყველი ესაია ამბობს: ”შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ”. და კვლავ იტყვის: ”მოსწმენდს ყველა ცრემლს ღმერთი ყველა პირისახეს” (ესაია 25,8). ხოლო თუ როგორ მოსწმენდს ცრემლს ყველა სახეს, ან როგორ გამოაცხადებს ძველი წყევლის გაუქმებას და დაარღვევს სიკვდილის აუტანელ ბატონობას, ამას გვასწავლის ბრძენი პავლე: ”და რაკი ყრმანი ხორცისა და სისხლის მოზიარენი არიან, თავადაც ამგვარად ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარვებინა სიკვდილის ხელმწიფების მქონე”, - რომელიც არის ეშმაკი, - ”და დაეხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი ედგა” (ებრ. 2,15-15).

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 23:40)

Read more...

 

თავი I

რა არის საღმრთო ნისლი


სამებაო ზეარსო, ზეღმერთო და ზეკეთილო, ქრისტიანთა თეოსოფიის წინამძღოლო, წარგვმართე ჩვენ საიდუმლო სიტყვათა ზეუცნაურო, ზებრწყინვალე და უზენაესი მწვერვალისაკენ, სადაც ღმრთისმეტყველების მარტივი, სრული და უცვლელი საიდუმლონი დაფარულნი არიან იდუმალი დუმილის ზენათელ ნისლში, რომელიც თავის უღრმეს სიბნელეში უმეტესი საჩინოებით ბრწყინავს და, ყოვლად შეუხებელი და უხილავი, ზემშვენიერი ბრწყინვით ავსებს უთვალო გონებით, - ასეთი იყო ჩემი ლოცვა.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 23:41)

Read more...

 

[9]იმათ მსგავსად, რომლებსაც მართებთ, დღიურად უხადონ ბეგარა ბატონს, მაგრამ ვერ ახერხებენ რა ამას, დღითი-დღე იგროვებენ ვალს, შემდეგ კი, თუკი რამ სიმდიდრეს მოიპოვებენ, ერთბაშად და სრულად გაისტუმრებენ ყველაფერს, რაც აქამდე ნაწილ-ნაწილ უნდა გადაეხადათ, - ამგვარადვე ვიქცევი მეც შენი ღირსპატიოსნების წინაშე.

ვალდებული ვარ, რომ უწყვეტად გწერდე, რადგან დაპირება ვალია ქრისტიანისთვის. ამიტომ, რაც განვლილ დროში უნებურად დაგაკელი და ვერ მოგწერე, აწ აღვასრულებ, იმდაგვარად განვავრცობ რა ეპისტოლის მოცულობას, რომ იგი, ჩვეულებრივი წერილის ზომაზე დაყოფილი, მრავალი წერილის ტოლფასად ჩაითვალოს; თუმცა ფუჭად რომ არ ვიყბედო იმაზე, თუ რა სიგრძისაა ნაწერი, ვფიქრობ, კარგი იქნება, ამ ეპისტოლის ხმით გარდასულს მივბაძო, ოდეს პირისპირ ვესიტყვებოდით ურთიერთს.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Saturday, 23 March 2013 13:04)

Read more...

 
More Articles...

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96