Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button

წმიდა იოანე სინელი (იგივე კიბისაღმწერელი, იღუმენი, + 649 წ.) უდიდესი ავტორიტეტია ქრისტიაულ სამყაროში. ის არის ავტორი წიგნისა "კლემაქსი, ანუ კიბე". წიგნი ორი ნაწილისგან შედგება: სწავლებანი, განკუთვნილი სამონაზვნო გზას შედგომილთათვის და სწავლებანი - წინამძღვართათვის. აღნიშნული სწავლებანი წმიდა მამისა და მისი თანამედროვე მოღვაწეების პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით არის დაწერილი. მსგავსად ამ ეპოქის სხვა წმიდა მამების ნაშრომებისა, ეს უკანასკნელი თავისუფალია ზედმეტი მისტიციზმისგან და ადამიანს საკუთარ თავში ჩაღრმავების, შეცნობისა და თვითკრიტიკისკენ წარმართავს. წიგნი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას ბერ-მონაზონთა მეორე სახარებასაც კი უწოდებენ და ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ უდიდეს სახელმძღვანელოდ მიიჩნევენ მათთვის, ვისაც სრულყოფილების მიღწევა და ღმერთთან მიახლება დაუსახავს მიზნად.

წარმოგიდგენთ წმიდა ექვთიმე მთაწმიდელის (+ 1028 წ.) თარგმანის თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოღებულ ტექსტს, რითაც, ვფიქრობთ, მოკრძალებულ სამსახურს გავუწევთ დაინტერესებულ პირებს. რედაქციის შენიშვნები ტექსტშივე ფრჩხილებშია მითითებული, ხოლო დედნისა - სქოლიოების სახით არის წარმოდგენილი. დედნად გამოყენებულია საქართველოს ეკლესიის 1986 წლის კალენდარში დაბეჭდილი ტექსტი.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:19)

დაწვრილებით...

 

გაგრძელება

თავი ოცდამეექვსე

მისივე, ნეტარი იოანეს თქმული დიაკრისისათვის, ანუ ცოდნისა და აზრთა, ვნებათა და სათნოებათა განსჯისათვის

1.    დამწყებ მონაზონთათვის განსჯა და ცოდნა საკუთარი შესაძლებლობებისა და მოღვაწეობის სწორად შეფასებაში მდგომარეობს, საშუალოდ წარმატებულთათვის - გონიერების მოპოვებაში, რათა ჭეშმარიტ სიკეთეს, ბუნებრივ სიკეთესა და უკეთურებას სწორად განასხვავებდნენ; სრულყოფილთა გონებაში კი ღმერთი ნერგავს საღმრთო ბრწყინვალებით მოვლენილ ცოდნის ნათელს, რომელსაც თავისი ნათლით სხვათა სიბნელის განათლებაც შეუძლია. განსჯა ყველასთვის, დამწყები იქნება ეს, საშუალო თუ სრულყოფილი, ღვთის ნების სწორად წვდომას ნიშნავს, რათა ყოველთვის, ყოველგან და ყოველ საქმეში იცოდნენ, თუ როგორია ღვთის ნება, რასაც გულით, ხორცითა და პირით განწმენდილი ადამიანები ფლობენ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:20)

დაწვრილებით...

 
(ფრაგმენტი)[1]

გამობრწყინდა იოანე, შვილი ზებედესი და სალომესი, რადგან იგივე სახელი (სალომე) არის ცნობილი დედისთვისაც, როგორც ეს გააცხადეს ღვთის სულით მეტყველმა წმინდა მამებმა. აქედან გამომდინარეობს სხვა კეთილწილხვედრილობა - ბევრად უმჯობესი და უდიდესი ყველა კეთილწულხვედრილობაზე, რაც გულისხმობს იოანეს მშობელი დედის, როგორც ღვთის დის, კეთილსახელოვნებას, რადგან დიდი იოანეს მშობელი სალომე ასული იყო იოსებისა, რომელიც ყველა ჩვენგანის მაცხოვრის იესო ქრისტეს მამად იქნა მიჩნეული, როგორც ეს აღნიშნულია ყოვლადბრძენი ლუკას მიერ (ლუკა 3,23), რამეთუ არ იყო იგი მამა საქმით და ვითარებით, რადგან არანაირად არ უცვნია იოსებს ჭეშმარიტად ღვთისმშობელი და მარადქალწული დედა უფლისა, თორემ განაშიშვლებდა მას უხრწნელი და ქალწულებრივი მადლისგან.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:21)

დაწვრილებით...

 
შეკითხვა 126-ე:
როდის მოინათლნენ მოციქულები და ვის მიერ?[1]

ვხედავთ, რომ მოციქულებმა მიიღეს იოანეს ნათლისღება ქრისტეს ვნებამდე, ხოლო მაცხოვარს ვიდრე ვნებამდე არ მიუცია სხვა ნათლობა, რათა არ დაერღვია მას იოანეს ქადაგება და არ მიეცა საბაბი მოქიშპე იუდეველებისათვის, რომ თითქოს მან იოანე ნათლისმცემლის დასაგმობად თავისი ნათლობა შემოიტანა. მართლაც, მაცხოვარი სრულყოფს დანაკლისს და ნათლავს არა წყლით, არამედ სულით, როგორც თვითვე ამბობს: ”თქვენ მოინათლებით სულიწმინდით არამრავალი დღის შემდეგ” (საქმე 2,5), ცხადია, იგულისხმება ათი დღე. ამრიგად მოციქულებს ეძლევათ წინასწარგანწესებული ათი დღე რწმენის გამოსაწრთობად, რადგან როდესაც დაცხრა მადლი და არავინ ჩანდა აღთქმულთაგანი, მაშინ გამოიცდებოდა მათი რწმენა, რამეთუ სასოებას მაშინ დაუდგა ჟამი, რომ ურყევობა მოენაყოფებინა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:21)

დაწვრილებით...

 


1

ვით არ აღიძრას მსმენელი,
ვით არ შეძრწუნდეს მხედველი?
ზაკული ბაგით ამბორყოფილო,
უფალო, იესო, ბორკილპყრობილო,
სული მოშურნე, გულძვირებული,
სულს აღარისხებს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 20 JANUARY 2012 21:36)

დაწვრილებით...

 
More Articles...