შიში ღმრთისაჲ მოიგების ჴსენებითა სიკუდილისაჲთა და ჴსენებითა აღდგომისაჲთა და განშორებითა მრავალ-მეტყუელებისაგან და გამოძიებითა გულის-სიტყუათაჲთა დილეულ და სამხრად და მწუხრი. რომელი ჰზრახეთ და რომელი გულსა მოგიჴდა, და რომელი საქმით აღასრულეთ. და უკუეთუ კეთილად განვლე დღე იგი, ჰმადლობდი ღმერთსა. და კუალად შეეყავ კაცსა, რომელსა ღმრთისა ეშენოდის და ნუ განეშორები მისგან, ვიდრემდის ისწაო შიში ღმრთისაჲ. და რომელმან ესე არა ყოს, იგი განსდევნის შიშსა ღმრთისასა. თქუა წმიდამან პავლე: რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ აღთქუმანი ღმრთისანი ჭეშმარიტ არიან ბრალეულთათჳს, და გამოიხატნეს იგინი მარადის წინაშე თუალთა მისთა, მან მოიგოს შიში ღმრთისაჲ.
ბოლოს განახლდა (SATURDAY, 14 DECEMBER 2013 16:08)
დაწვრილებით...
წერილი ძმისადმი, ვინც ჩვენი წმინდა მამა დოროთეს ნაპოვნი სიტყვები ითხოვა
[8]ვაქებ შენს გულმოდგინებას და შევნატრი კეთილი საქმის მიმართ შენს სიბეჯითესა და მაგ შენს კურთხეულ, არა დიდებისმოყვარე, არამედ თავმდაბლობისმოყვარე სულს, ძმაო, სასურველო. რაკი ასეთი გულისტკივილით ეძებ და მთელი გულით აქებ ჩვენი ჭეშმარიტად სანატრელი წმინდა მამის საქმეთა და სიტყვათა, ღმერთს საჩუქრად რომ მოუცია ჩვვნთვის, ცხადია, ღმერთი გიყვარს და სამარადისო ცხოვრებაზე ზრუნავ. როგორც დიდი გრიგოლი ამბობს: ”სათნოების ქება მოშურნეობის წინამძღვარია, მოშურნეობას მოაქვს სათნოება, სოლო სათნოება ნეტარჰყოფს კაცს”.
იმისთვის მიხარია და მახალისებს შენი ასეთი წარმატება, რომ დაემსგავსე მას, გულით მშვიდსა და მდაბალს, ვინც ცნობილ პეტრეს და მის მსგავსთა სოფლისგან განშორებაში მიჰბაძა. მანაც მსგავსადვე განიშიშვლა თავი სოფლის სიყვარულისაგან და თავი საღმრთო მამებს გადასცა, რათა მასაც შეძლებოდა მაცხოვრისთვის კადნიერად ეთქვა: ”აჰა, ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ” (მათ. 19.27). ამიტომ ღვთის მიერ ”აღესრულა მცირედთა დღეთა და აღავსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი” (სიბრძნ. 4.13).
ბოლოს განახლდა (SATURDAY, 30 MARCH 2013 21:50)
დაწვრილებით...
|
ძველი ქართული თარგმანი
(405r)*[530]** ეპისტოლე მარიამ კასოვოლელისაჲ1 წმიდისა ეგნატი მღდელმოწამისა მიმართ მთავარეპისკოპოსისა ღმრთისა ქალაქისა ანტიოქესა
მარიამ, მწირი იესუ ქრისტესი, ეგნატი ღმერთშემოსილსა, ნეტარსა ეპისკოპოსსა ანტიოქელთა სამოციქულო ეკლესიისასა2, ღმრთისა მამისა და იესუ ქრისტეს შეყუარებულსა. მარადის ვილოცოთ შენთჳს სიხარულსა და სიმართლესა და მის მიერსა მხიარულებასა და მშჳდობასა.
ვინაჲთგან, ჵ, საკვირველო, ჩუენ შორისცა იცნობა ქრისტე ძედ ღმრთისა ცხოველისაჲ, რომელი-იგი უკანაჲსკნელთა ჟამთა განკაცნა ქალწულისა მარიამისგან, თესლისაგან აბრაჰამისა და დავითისა, მისთვის წინაჲსწარ თქუმულთა მათებრ სიტყუათა კრებულისაგან წინაჲსწარმეტყუელთაჲსა. და ამისთჳს გევედრებით, რაჲთა წარმოივლინოს ჩუენდა შენისა გონიერებისაგან მარი, მოყუასი ჩუენი, ეპისკოპოსად იმედაპისა ახლისა ქალაქისა ანაზორბოჲსა3 და ევლოგი კასსოვილონისა მღდელი, რაჲთა არა ვიყვნეთ ჩუენ ოჴერ წინამძღუართაგან და მასწავლელთა საღმრთოჲსა სიტყჳსათა, ვითარცა იგი სამე იტყჳს მოსე, ვითარმედ: ”იგულოს უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი უძღოდის ერსა მისსა და არა იყოს შესაკრებელი უფლისაჲ, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი” (რიცხ. 27.15-17).
ბოლოს განახლდა (TUESDAY, 19 MARCH 2013 22:55)
დაწვრილებით...
ძველი ქართული თარგმანი
[411r] წმიდისა ანასტასის1 ანტიოქიელ2 მთავარეპისკოპოსისაჲ3, კითხვა-მიგებაჲ ვიეთმე მორწმუნეთაჲ, რომელთა ჰკითხეს ქუემოწერილთა სიტყუათათჳს*.
კითხვაჲ: რაჲ არს სასწაული ჭეშმარიტი ქრისტიანისაჲ?
მიგებაჲ: სარწმუნოებაჲ მართალი და საქმენი კეთილნი, ვითარცა სხუამან ღირსმან მამამან თქუა, რამეთუ ქრისტიანე არს ჭეშმარიტი ტაძარი, ქრისტეს აღსარებითა მართლითა და მუშაკობითა სათნოებათაჲთა აღშენებული. აწ უკუე ”სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთა მკუდარ არს” (იაკობ. 2.20), ვითარცა-იგი საქმენი კეთილნი თჳნიერ სარწმუნოებისა ამაო და უჴმარ არიან. ამისთჳს ჯერ-არს ყოვლითა ძალითა შეკრძალვაჲ სულთა ჩუენთაჲ ყოველთაგან საქმეთა ბოროტთა, რაჲთა არა ჩუენთჳსცა ითქუას, ვითარმედ: ღმრთისმეცნეირებასა აღასრულებენ, ხოლო საქმით უვარ-ჰყოფენ. ამისთჳს იტყჳს უფალი: ”რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს და მამამან ჩემმან შეიყუაროს იგი. და მოვიდეთ მისა და სავანე მის თანა ვყოთ” (იოანე 14.23). გჳსწავიეს უკუე, ვითარმედ სარწმუნოებითა მართლითა და საქმითა კეთილითა აღეშენების სახლი სულისა ჩუენისაჲ და ესრეთ დაემკჳდრების ღმერთი შორის ჩუენსა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ”დავემკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის” (II კორ. 6.16; ლევ. 26.12). ვითარცა მოციქული იტყჳს: ”ანუ არა გიცნობიესა თავით თჳსით, რამეთუ ქრისტე თქუენ შორის არს, გარნა თუ გამოუცდელ ხართ?” (II კორ. 13.5). ხოლო ეშმაკმან არა უწყის, თუ შინაგან გონებასა კაცისასა არს ქრისტე. და იხილოს რაჲ კაცი, ანუ უჯეროდ მრისხანე, ანუ მაგინებელი, ანუ ცუდმოფიცავ, ანუ ანგაჰარ, ანუ ხენეშთა სიტყუათა მეტყუელ, ანუ ძმისმოძულე, ანუ ამპარტავან და თავჴედ, ანუ მოცინარე და განმცხრომელ, ანუ [v] უდებ ლოცვასა, ანუ ბილწთა საქმეთა მოქმედ და სიკუდილისა არა მომჴსენე, სცნობს მას სახეთაგან, ვითარმედ არა4 არს მას სულსა შინა მცველ და განმანათლებელი მისი ღმერთი. მაშინ ვითარცა მპარავი შევიდის უკეთური იგი და განკრეხის სახლი იგი სულისაჲ მის და იქმნის უკუანაჲსკნელი მისი უძჳრეს პირველისა.
ბოლოს განახლდა (SATURDAY, 02 FEBRUARY 2013 21:48)
დაწვრილებით...
|