Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button

1. როცა ვიგონებ ჩემს საუკეთესო მეგობარს, ოქტავიუსს, და მეხსიერებაში აღვადგენ ყველაფერს, რაც ამ ადამიანის მომხიბვლელობასა და ღირსებას შეეხება, რაღაცნაირად მგონია, რომ იმას კი არ ვიგონებ, რაც მოხდა და დასრულდა, არამედ თავად ვბრუნდები წარსულში. მისი სახე ღრმად აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში და ყველაზე უსათუთეს გრძნობებს შეერია.

ტყუილად არ დაგვიტოვა ამ საოცარმა და წმინდა ადამიანმა განუზომელი სევდა. მასაც მეტისმეტად ვუყვარდით. ჩემი აზრები - დადებითიც და უარყოფითიც - ყოველთვის მისას ემთხვეოდა, წვრილმანი იქნებოდა თუ რაიმე სერიოზული საკითხი. ისე, რომ იფიქრებდი, ამ ორ ადამიანში ერთი და იგივე სულია განაწილებულიო. იგი ყოველთვის თანამიგრძნობდა, სიყვარულშიც და მიუტევებელ შეცდომებშიც. როცა ბნელით მოცული წყვდიადის გარღვევით მე გადავლახე უფსკრული და სიბრძნისა და ჭეშმარიტების გზას დავადექი, არა მარტო ჩემი თანამოაზრე გახდა, მისდა სასახელოდ, მაჯობა კიდეც.

ახლა, როცა ჩვენს გულთბილ ურთიერთობებს ვიხსენებ, უპირველეს ყოვლისა, მახსენდება მისი საუბარი ცეცილიუსთან, რომელიც მაშინ ცრუმორწმუნეობამ გაიტაცა. თავისი საფუძვლიანი მსჯელობებით ოქტავიუსმა იგი ჭეშმარიტებისაკენ მოაბრუნა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 17:39)

დაწვრილებით...

 

ვხედავ, რომ მეტად მოსურნე ხარ, რჩეულო დიოგნეტე, შეისწავლო ქრისტიანთა ღვთისმსახურება. გულმოდგინედ ეძიებ, რომ მთელი სისრულით გაიგო მათ შესახებ ყოველივე, თუ რომელ ღმერთს ერწმუნენ ისინი, ანდა როგორ მსახურებენ მას, რამეთუ ქრისტიანები ამ სამყაროს განეკრძალვიან, ხოლო სიკვდილს არარად რაცხენ. არც ელინთა ცრუ ღმერთებს თვლიან ისინი ღმერთებად, არც იუდეველთა ღვთისმოშიშებას[1] იწყნარებენ. გინდა გაიგო იმ წრფელი სიყვარულის[2] შესახებ, მათ შორის რომ სუფევს. იმასაც ეძიებ, თუ რა არის ეს ახალი ტომი ანდა ახალი წესი ცხოვრებისა, რომელიც ადრე არ იყო და ამჟამად გაჩნდა.

ვიწყნარებ შენს ამ სურვილს და ვითხოვ ღვთისაგან, რომელიც გვანიჭებს ყველას მეტყველებას და სმენის უნარს, მოგვმადლოს ორივეს, - მე ნიჭი იმგვარად თქმისა, რომ უმეტესად გარგოს ჩემს მსმენელს, ხოლო შენ იმგვარი გულისყური, რომ ცუდად არ დაშვრეს ჩემი ენა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 17:37)

დაწვრილებით...

 

წიგნი III


1. თეოფილე ავტოლიკეს მოვიკითხავ[1]! ისევე, როგორც სხვა მწერლები, რომლებიც ფუჭი დიდებისათვის მრავალი წიგნის დაწერას ესწრაფვიან და ხან ღმერთების, ხან ომების, ხან კიდევ ჟამთა შესახებ გვაუწყებენ, ხანაც უსარგებლო თქმულებებსა თუ რაღაც მსგავს სისულელეებს გადმოგვცემენ, დღემდე ამასვე ეშურები შენც და უყოყმანოდ თავს იდებ ამგვარ შრომას, ჩვენთან შეხვედრის ჟამს და უგუნურებად რაცხ ჭეშმარიტების სიტყვას და თვლი, რომ ჩვენეული წიგნები ახალია და არა ძველი. სწორედ ამიტომ არ დავაყოვნებ და როგორც ღმერთი მომმადლებს, გაუწყებ ჩვენი წერილის სიძველის შესახებ, გაუწყებ ზოგადი და მოკლე განმარტების სახით, რომ დიდად არ გაგსარჯო, მაგრამ ისე კი მოხდეს, რომ შეიცნო ფუჭსიტყვაობა სხვა წიგნისა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 17:50)

დაწვრილებით...