Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button

[15]დიდ ხარ, უფალო, და საკჳრველ არიან საქმენი შენნი, და ვერ შემძლებელ ვართ მადლისა მიცემად, რამეთუ ნებითა შენითა არაარსისაგან ყოველივე არსად მოიყვანე, შენითა ძლიერებითა დაამტკიცე სოფელი და მოღუაწებითა შენითა განაგებ სოფელსა. შენ ოთხთაგან წესთა შეამკვე სოფელი და ოთხთაგან ჟამთა წელიწადისა გარეშექცევაჲ გჳრგჳნოსან-ჰყავ; შენგან ძწიან ყოველნი ძალნი ნათლისანი, შენ გიგალობს მზჱ, შენ გადიდებს მთვარჱ, შენ გაქებენ ვარსკულავნი, შენ გერჩის ნათელი, შენგან ძწიან უფსკრულნი, შენ გმონებს წყაროები, შენ გარდაართხენ ცანი ვითარცა კარავანი, შენ დააფუძნე ქუეყანაჲ წყალთა ზედა, შენ ჰაერნი განსასუენებელად განჰფინენ, ანგელოზთა ძალნი გმსახურებენ, კრებული მთავარანგელოზთაჲ თაყუანის-გცემსა, მრავალთუალნი ქერობინნი და ექუს-ექუს ფრთენი სერაბინნი გარემოჲს დგანან და იფარვენ შიშით მიუახლოებელისა დიდებისა შენისათჳს, რამეთუ შენ ხარ ღმერთი გამოუთქუმელი და მიუწდომელი და დაუსაბამოჲ; მოხუედ ქუეყანად და ხატი მონისაჲ შეიმოსე და მსგავს კაცთა იქმენ, რამეთუ ვერ იტჳრთე წყალობითა მოწყალებისა შენისაჲთა ხილვად ეშმაკისაგან მიმძლავრებული ნათესავი კაცთაჲ, არამედ მოხუედ უფალი და მიჴსენ ჩუენ. აღვიარებთ მადლსა შენსა და ვქადაგებთ წყალობასა შენსა, არა დავჰფარავთ ქველისსაქმესა შენსა, რომელ ჰყავ ნათესავისა ჩუენისა განთავისუფლებაჲ; საშოჲ ქალწულისა განსწმიდე შობითა შენითა, ყოველი დაბადებული გიგალობს შენ. შენ, უფალო ჩუენო, ქუეყანასა ზედა გამოშჩნდი და კაცთა შორის იქცეოდი, იორდანისა წყალნი განსწმიდენ და ზეცით გარდამოავლინე მათზედა სული წმიდაჲ შენი, და თავები ვეშაპისაჲ მის, რომელ დამალულ იყო მას შინა, შეჰმუსრე.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 23 MARCH 2013 13:07)

დაწვრილებით...

 
და საკითხავი იოანეს პირველი ეპისტოლიდან: და თქვენ ცხებულება გაქვთ ღვთისაგან და იცით ყოველივე”. სიტყვებამდე: და არ შევრცხვეთ მის წინაშე მისი მოსვლისას (1 ინ. 2.20-28).

1. ქრისტეს მიმართ ნათელღებულნი და ქრისტეშემოსილნი (გალ. 3.27), გახდით თანახატნი ღვთის ძისა (რომ. 8.29). რამეთუ ღმერთმა ჩვენთვის ძეობილობა წინასწარ განსაზღვრა (ეფეს. 1.5) და შეგვქმნა თანახატად ქრისტეს დიდების სხეულისა (ფილიპ. 3.21). ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გახდით (ებრ. 3.14), მართებულად იწოდებით ცხებულებად[1] და თქვენ შესახებ თქვა ღმერთმა: ნუ შეეხებით ჩემს ცხებულებს (ფს. 104.15). ცხებულნი კი გახდით სულიწმინდის ნაცვალსახის[2] მიღებით და ყოველივე ხატოვნებითად აღესრულა თქვენზე, რადგანაც ხატნი ხართ ქრისტესი. იგი განიბანა მდინარე იორდანეში და სხეულის მიერ ღმრთეებას შეაზიარა წყალი. ამოვიდა იქიდან და იქმნა მასზე არსობრივი გარდამოსვლა სულიწმინდისა მსგავსზე განისვენა მსგავსმა. თქვენც, ასევე, ამოხვედით რა სამღვდელო ნაკადულთა საბანელიდან, მოგეცათ ცხება, ნაცვალსახე იმისა, რითაც იცხო ქრისტემ. ეს კი არის სულიწმინდა, რომლის შესახებ ნეტარი ესაიაც, მასზე წინასწარმეტყველებისას, უფლის პირისგან ამბობს: უფლის სულია ჩემზე, რომლის გამოც მცხო მე, გლახაკთა მახარებლად წარმავლინა მე” (ეს. 61.1).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:55)

დაწვრილებით...

 

ქრისტეს ხორცისა და სისხლის შესახებ და საკითხავი კორინთელთა მიმართ ეპისტოლიდან: "რამეთუ მე უფლისაგან მივიღე, რაც თქვენ გადმოგეცით" (I კორ. 11,23) და შემდგომი.



1.ნეტარი პავლეს ეს სწავლებაც საკმარისია თქვენი გულსავსებისთვის საღმრთო საიდუმლოთა თაობაზე, რომელთა ღირსნიც იქმენით და ქრისტეს თანამესხეულენი და თანამესისხლენი გახდით. იგი ეს-ესაა ხმობდა: "რამეთუ ღამით, რომელსაც გაიცემოდა, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აიღო პური და მადლობდა, გატეხა და მისცა თავის მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი. და აიღო სასმისი, მადლობდა და თქვა: მიიღეთ, სვით, ეს არის ჩემი სისხლი" (I კორ. 11, 23–25). ამრიგად, თავად უფალმა ცხადყო და თქვა პურის შესახებ: – "ეს არის ჩემი ხორცი". ვინღა გაბედავს შეორგულებას შემდგომში? თვით მან დაადასტურა და თქვა: – "ეს არის ჩემი სისხლი". ვინღა შეეჭვდება ოდესმე და იტყვის: არ არისო მისი სისხლი?

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:56)

დაწვრილებით...

 
[60]აღნიშნული შრომა, რომელიც ჟ. მინის გამოცემაში წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელის ავტორობითაა წარმოდგენილი (PG. 98, col. 381-454), ძველ ქართულად ცნობილია ორი ძირითადი რედაქციით. მის ავტორებად მითითებულია წმ. ბასილი, წმ. მაქსიმე და „სხუანი მამანი“. ბერძნულ ტექსტში არის ზოგი საღვთისმსახურო ტერმინი და მითითება, რაც დღეისათვის ძნელად დასადგენია. ამიტომ, წინამდებარე თარგმანის რამდენიმე ადგილი არ გამორიცხავს შემდგომ დაზუსტებას. თარგმანში მოცემულია ცდა ბერძნულ ტერმინებთან პარალელში ძველი ქართული შესატყვისების მითითებისა.
AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 18 მაისი 2015 19:59)

დაწვრილებით...

 
[74]რადგან ეძიებთ, ძალისამებრ გეტყვით ქრისტეს მიერ:

შვიდია ნიჭი სულიწმინდისა, როგორც ამბობს ესაია, და შვიდია ეკლესიის საიდუმლო, რასაც მოქმედებს სულიწმინდა. ესენია: ნათლობა, მირონცხება, ზიარება, ხელთდასხმა (ე. ი. მღვდლობა, ე. ჭ.), ქორწინება, სინანული და წმინდა ზეთი (ე. ი. ზეთისკურთხევა, ე. ჭ). მოკლედ გაუწყებ თითოეული მათგანის შესახებ, თუმცა კი საღვთო ლიტურგიის განმარტებისას გაკვრით უკვე ვთქვით მათზე, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 MARCH 2013 18:59)

დაწვრილებით...

 
More Articles...