Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button

წინამდებარე პუბლიკაციაში წარმოდგენილია წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქციის
პარაკლიტონის „მომიჴსენენი“, რომელსაც ახლავს სანოტო დანართი წმ. ექვთიმე აღმსარებლის
(კერესელიძე) ხელნაწერების მიხედვით.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 20 MARCH 2023 16:51)

დაწვრილებით...

 

{01r} მღდელი რაჟამს წირვად განემზადებოდის, ესე ლოცვაჲ წარმოთქუას: ღმერთო, შემოსლვასა ამას ჩემსა ტაძარსა წმიდასა დიდებისა შენისასა ღირს მყვენ მონანი შენნი მადიდებელად სახელისა შენისა წმიდისა, რამეთუ ღმერთი მოწყალე ხარ და კაცთმოყუარე და შენდა დიდებასა შევსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ...{01v} ლოცვაჲ დაგებისაჲ ბოსპოროსა ზედა: უფალო ცხოველს მყოფელო და ყოვლისა კეთილისა განმყოფელო, რომელმან მოეც კაცთა სასოებაჲ საუკუნოჲსა ცხორებისაჲ, უფალი ჩუენი და ღმერთი იესუ ქრისტე, ღირს მყვენ ჩუენ სიწმიდესა შენსა და ესე შენდა საღმრთოჲ მსახურებაჲ აღსრულებად საშუებელად განმზადებულთა მათთჳს კეთილთა, {02r} რაჲთა დავიცვნეთ ძალითა შენითა ყოველსა ჟამსა და შენდა დიდებასა შევსწირვიდეთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკნისამდე. ამენ.

ლოცვაჲ ბ~ ბარძიმსა ზედა: უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან მოგჳწოდენ ჩუენ ნათელსა ჭეშმარიტსა, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად, მლხინებელ გუექმენ ცოდ{02v}ვათა ჩუენთა და მოგჳტევენ ბრალნი ჩუენნი, და ღირსმყვენ ჩუენ მსახურებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა, რამეთუ ჰსუფევ მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკნისამდე, ამენ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 02 APRIL 2020 13:25)

დაწვრილებით...

 

გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ; თბილისი, 2002.

 

იხ. წიგნის PDF ვერსია: დიდნი კურთხევანი

გადმოსაწერი ლინკი: დიდნი კურთხევანი

 

ელექტრონული ვერსია მომზადებული საპატრიარქოს ბიბლიოთეკის მიერ, განთავსებულია მათივე ფეისბუქ გვერდზე,   საიდანაც მოხდა მისი გადმოღება.

 

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 07 APRIL 2019 20:59)

დაწვრილებით...

 
გიორგი მთაწმიდელისეული რედაქცია

ახალი, შესწორებული გამოცემის მიხედვით

კანონი 1

1

ფსალმუნი პირველი, ალელუაჲ

[3]1 ნეტარ არს კაცი რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა, 2 არამედ შჯულსა უფლისასა არს ნებაჲ მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე. 3 და იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცეს ნაყოფი მისი ჟამსა თჳსსა და ფურცელნი მისნი არა დასცჳვენ, და ყოველივე რაჲცა ყოს, წარემართოს მას. 4 არა ესრე უღმრთონი, არა ესრე, არამედ ვითარცა მტუერი, რომელ აგავის ქარმან პირისაგან ქუეყანისა. 5 ამისთჳს არა აღდგენ უღმრთონი საშჯელსა, არცა ცოდვილნი ზრახვასა მართალთასა; 6 რამეთუ უწყის უფალმან  გზაჲ მართალთაჲ და გზაჲ უღმრთოთაჲ წარწყმდეს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 27 AUGUST 2013 16:13)

დაწვრილებით...

 

იერუსალიმში, მოუმზადებლად, სარწმუნოების შესახებ, და საკითხავი ებრაელთა მიმართ ეპისტოლიდან: “ხოლო სარწმუნოება არის სასოებულთა საფუძველი, უხილავ საქმეთა მამხილებელი, რადგან ამით მიიღეს მოწმობა უხუცესებმა” (ებრ. 11.1-2) და შემდგომი.

1. თუ რაოდენ დიდი ღირსება გიბოძათ თქვენ უფალმა, გადაინაცვლეთ რა კათაკმეველთა მწყობრიდან სარწმუნოთა რიგებში, [ამას] მოციქული პავლე წარმოადგენს, ამბობს რა: “სარწმუნოა ღმერთი, რომლის მეირაც ხართ მოწოდებულნი მისი ძის, იესო ქრისტეს თანაზიარებაში” (I კორ. 1.9). ვინაიდან თუ ღმერთი არის სარწმუნო და შენც ამ სახელწოდებას ღებულობ, დიდია მიღებულის ღირსება, რადგან როგორც ეწოდება ღმერთს სახიერი, სამართლიანი, ყოვლიმპყრობელი და ყოველთა შემოქმედი, ასევე - სარწმუნოც. მაშ, განსაჯე, რაოდენ ღირსებაში მაღლდები, მოგელის რა გახდე თანაზიარი ღვთის სახელისა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 08 DECEMBER 2012 17:58)

დაწვრილებით...

 
More Articles...