Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button

კანონი 1


სამართლიანად ვაღიარებთ დღემდე ჩატარებულ ყოველ კრებაზე წმინდა მამების მიერ დამტკიცებულ კანონებს და მათ მტკიცედ დაცვას ვბრძნაბეთ.

(ტრულ. 2; VII მსოფლ. 1; კართ. 1).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:14)

დაწვრილებით...

 

კანონი 1


ჩვენი კრების გადაწყვეტილების შესახებ არც ისინი უნდა დარჩნენ უმეცრებაში, რომლებიც ამ წმინდა კრებას არ ესწრებიან და თავიანთ სოფელში ან ქალაქში რჩებიან რაიმე საეკლესიო ან პირადი მიზეზის გამო. ამიტომ, თქვენს სიწმინდესა და სიყვარულს ვაცნობებთ: სამთავროს მიტროპოლიტს, რომელიც განუდგა წმინდა მსოფლიო კრებას, მიემხრო განდგომილთა თავყრილობას ან შემდგომში მიემხრობა, ან კელესტის სწავლება გაიზიარა, ან შემდგომში გაიზიარებს, ეკრძალება რაიმე მოიმოქმედოს თავისი სამთავროს ეპისკოპოსების წინააღმდეგ, რადგან ამიერიდან კრების მიერ ყოველგვარი საეკლესიო ერთობიდან განკვეთილია და მსახურებაც აკრძალული აქვს. მაგრამ, ამასთან, საეპისკოპოსო ხარისხიდან დამხობა ერთობლივად უნდა დაგადწყვიტონ რწმუნებული სამთავროს იმ ეპისკოპოსებმა და ახლომდებარე სამთავროების იმ მიტროპოლიტებმა, რომლებიც მართლმადიდებლურად აზროვნებენ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:14)

დაწვრილებით...

 

კანონი 1


კონსტანტინოპოლში შეკრებილმა წმინდა მამებმა განვაჩინეთ: ბითვინიის ნიკეაში შეკრებილ სამას თვრამეტ მამათა მიერ მიღებული სარწმუნოების სიმბოლო შეურყევლად იქნეს დაცული და არავინ გაბედოს მისი უგულებელყოფა, ხოლო ყველა მწვალებლობას ანათემას გადავცემთ, სახელდობრ: ევნომიანოსთა, ანომეველთა, არიოზელთა ანუ ევდუქსიანთა, ნახევრადარიოზელთა ანუ სეულთმებრძოლთა, საბელიანოსთა, მარკელიოზთა, ფოტინელთა და აპოლინარელთა.

(II მსოფ. 7; ტრულ. 1,75; ღანგ. 21; ლაოდ. 7,8; კართ. 2; ბასილი დიდი. 1).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:15)

დაწვრილებით...

 

კანონი 1


ვინც ავადმყოფობისას მკურნალების მიერ იქნა ასოწართმეული, ან ბარბაროსთაგან დასაჭურიესებული, ასეთი პირი სასულიერო დასში დარჩეს; ხოლო თუ ვინმემ, ჯანმრთელ მდგომარეობაში მყოფმა, თავად გამოისაჭურისა თავი, ასეთი პირი, თუ დასის წევრია, უნდა განიკვეთოს და არავინ, ასეთთაგანი, მღვდელმსახურების ხარისხში აყვანილი არ უნდა იქნეს. ხოლო რამდენადაც ნათელია, რომ ეს განცხადებულია იმათ მიმართ, ვინც გაბედა თავისი თავის განზრახ გამოსაჭურისება, ამდენადვე ცხადია, რომ ვინც ბარბაროსთაგან იქნა დასაჭურისებული, ან თავისი ბატონებისაგან, სხვაფრივ კი ყოვლად ღირსად წარმოჩინდება, ასეთი პირის სასულიერო დასში ყოფნის უფლებას კანონი იძლევა.


(მოც. 21,22,23,24; ორგზ. 8).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:15)

დაწვრილებით...

 

კანონი 1

ეპისკოპოსი დადგინებულ იქნეს ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ.

(I მსოფლ. 4; VII მსოფლ. 3; ანტიოქ. 12,23; ლაოდ. 12; სარდ. 6; კონსტ. 1; კართ. 13,49,50).

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2011 22:15)

დაწვრილებით...

 
More Articles...