Georgian (Georgia)English (United Kingdom)

უფლის ძესა და სასურველ თანამწირველს რუფინიანეს ათანასე უფლისა მიერ გახარებ!

შენ გვწერ, რაც საყვარელმა შვილმა უნდა მისწეროს მამას. ამ წერილით ჩემთვის ახლობელქმნილს გეამბორები, ჩემთვის ყველაზე უფრო სასურველო რუფინიანე. მე, როგორც ძეს, ისეთი გაბედულებით გწერ და შენდამი წერილის მოწერით ვხარობ. ო, გწამდეს, გლოცავ და გევედრები, რომ მუდამ მომწერო ასეთი წერილი, რადგან მცირედ კი არა, დიდად გვახარებ, ამას რომ აკეთებ, რადგან კეთილმოყვარე და საეკლესიო არის ასეთი შეკითხვა და შენს კეთილ მოკრძალებულობას შეშვენის. შენ გვეკითხები იმათ შესახებ, ვინც ჭირისაგან იძულებულია,* მაგრამ ბოროტი მორწმუნეობით არ გახრწნილა და გსურს, რომ მოგწერო, რა ითქვა კრებაზე მათ შესახებ და ყველაფერი, რაც ვიცი.

Read more...

 

ერეტიკოსები მოვიხსენიეთ, როგორც მკვდრები და ჩვენ შესახებ ვთქვით, რომ გვაქვს საღმრთო წერილი ცხოვნების სულად, როგორც პავლე სწერს კორინთელებს (II კორ. 11,3). მეშინია, რომ ზოგიერთ გულუბრყვილოს თავისი სიმარტივისა და უმეცრების გამო აცთუნებენ ვერაგი და მზაკვარი ადამიანები და ისინი სხვა წიგნებთან ერთდ კითხულობენ აპოკრიფულ წიგნებს, მოტყუებულნი იმით, რომ მათაც იგივე სახელი ჰქვიათ, რაც ჭეშმარიტ წიგნებს, თითქოს შეესატყვისებიან მათ. გთხოვთ, მიჰყვეთ იმ წიგნებს, რომელთა შესახებ იცით, რომ ჭეშმარიტნი არიან. მათ შესახებ მეც გავიხსენებ და დავწერ ეკლესიის საჭიროებისათვის და  გამოსაყენებლად. მსურს მათი მოხსენიება და ჩემი გამბედაობის განსამტკიცებლად გამოვიყენებ ლუკა მახარებლის სიტყვათა მაგალითს და მეც ვიტყვი, რომ ზოგიერთებმა ხელი მიჰყვეს აპოკრიფულად სახელდებული წიგნების წერას და მათ აღრევას ღმრთივსულიერ წიგნებში. ეს უკანასკნელნი, დარწმუნებული ვართ ჩვენ, ასე გადმოგვეცა ჩვენი მამებისაგან, რომლებიც დასაწყისიდან თვითმხილველნი იყვნენ და ემსახურებოდნენ სიტყვას. საჭიროდ მიმაჩნია მეც, საკუთარი ძმების ბრძანებით დასაწყისიდანვე ვიცოდე და შემდეგ თანამიმდევრობით აღვწერო, თუ რომელია კანონით მიღებული და საღმრთოდ სარწმუნო წიგნები, რათა თითოეულმა შემცდარმა უარყოს თავისი შემცდენელნი, ხოლო შეუცთომელთ უხაროდეს და უფრო განმტკიცდნენ მათი გახსენებით.

Read more...

 

ღმრთის შექმნილი ყველა და ყველაფერი კეთილია და წმინდა, რადგან ღმრთის სიტყვას არაფერი არასაჭირო და არაწმინდა არ შეუქმნია, ”რამეთუ ქრისტეს სურნელებანი ვართ ცოცხალთა შორის” (II კორინთ. 2,15), პავლე მოციქულის სიტყვისამებრ.

Read more...

 

მათ შესახებ, რომლებსაც ბარბაროსთა დამარბეველი შემოსევების დროს კერპთა შენაწირევი უჭამიათ, ან სხვა რაიმეთი ცდუნებულან

 

საჭმელი არ შეგვაგინებს ჩვენ, სამღვდელოო პაპა, თუმცა კი ტყვეებმა ჭამეს ის, რაც მისცეს მათ დამტყვევებლებმა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ყველა ერთხმად ამბობს და იმეორებს, კერპებისათვის არ შეუწირავთ შესაწირავი ბარბაროსებსო, როცა ისინი ჩვენს მხარეში შემოვიდნენ. ხოლო მოციქული ამბობს: "საჭმელი მუცლისათვის და მუცელი საჭმლისათვის, ხოლო უფალი იმასაც და ამასაც განაქარვებს" (I კორ. 6,13). მაცხოვარიც, რომელმაც წმინდა ყო ყველა საჭმელი, ამბობს: "არა შემავალი შეაგინებსო კაცს, არამედ გამომავალი" (მათე 15,11).

Read more...

 
დიონისიოს ვასილიდი ეპისკოპოსს

 

ჩემ საყვარელ ძეს და ღმრთივმშვენიერ თანამწირველ ძმას უფლისა მიერ გიხაროდეს!

Read more...

 

უწმინდეს და უნეტარეს ძმასა და თანამღვდელს უფალ ადრიანეს, ძველი რომი პაპს, უღირსი ეპისკოპოსი ტარასი უფლისა მიერ გახარებ!

 

მრავალმხრივ და მრავალგვარად გვასწავლის სახარება, სამოციქულო და მამათა მოძღვრება, რომ სამღვდელო დასში მიღებისას ვერცხლისმოყვარეობა არ უნდა გამოვიჩინოთ. სამღვდელო დასისაგანად ხელთდასმისათვის არ უნდა მოვიხვეჭოთ ოქრო, არ უნდა მივიღოთ ვერცხლი. გვსურს თვალსაჩინო გავხადოთ ეს იმ დამოწმებებით, რომლებიც ამოვკრიბეთ საღმრთისმეტყველო წიგნებიდან და მამათა მოძღვრებიდან. ხელთდამსხმელნი სულის მსახურნი არიან და არა სულის გამყიდველნი. სულიერი მადლის უსასყიდლოდ მიმღებთ უსასყიდლოდვე უნდა მისცენ იგი მათ, ვინც უნდა მიიღოს მათგან, როგორც საუფლო ხმისაგან მიღებული თავისუფლების დამამტკიცებელმა.

Last Updated (Thursday, 29 July 2010 14:31)

Read more...

 

კანონები წმინდა კრებისა, რომელიც შეიკრიბა ღმრთის სიტყვის, სოფიაწმინდის სახელგანთქმულ და სახელოვან ტაძარში და დაამტკიცა მეშვიდე წმინდა და მსოფლიო კრება, ხოლო განხეთქილების მოქმედი და მწვალებელი ცდუნება მოსპო

კანონი 1

წმინდა და მსოფლიო მეშვიდე კრებამ განსაზღვრა, რომ თუ იტალილელი სასულიერო პირნი, ერისკაცნი ან ეპისკოპოსნი, განკვეთით ან შეჩვენებით დასჯილნი მთავაერპისკოპოს იოანე პაპის მიერ, იმყოფებიან აზიასა, ევროპასა ან ლიბიაში, ასეთები კონსტანტინეპოლის წმინდა პატრიარქ ფიტისაგანაც უნდა დაისაჯონ საეკლესიო სასჯელის იმავე ზომით, ე.ი. ან განკვეთით, ან შეჩვენებით, ან უზიარებლობით. და თუ ჩვენმა წმინდა პატრიარქმა ფოტიმ, რომელ სამთავროშიც არ უნდა იყოს, დასაჯოს უზიარებლობით, განკვეთით ან შეჩვენებით სასულიერო პირი, ერისკაცი, ან სამღვდელმთავრო და სამღვდელო დასისაგანი, ასევე განკანონების იმავე სასჯელით უნდა დასაჯოს ისინი იოანე პაპმა და მასთან ერთად მისმა რომის წმინდა ეკლესიამ. ხოლო მისთვის წილხვდომილი პატივი სრულებით ნუ მოაკლდება ნურც რომაელთა ეკლესიის ყოვლადწმინდა საყდარს, ნურც მის საყდრის მპყრობელს, ნურც ახლა და ნურც ამის შემდგომ.

Read more...

 
More Articles...