ეკლესიის ადმინისტრაციული წყობა და კანონიკური ავტოკეფალიავლასიოს ფიდასის წიგნიდან "კანონიკური სამართალი" (ფრანგული ვერსია) მოამზადა ნინო გაგოშაშვილმა (გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი", №21, 2007 წ.)
ეკლესიის ადმინისტრაციული წყობა მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციულ სამართალში ძალიან რთულია სრულად და ობიექტურად განიმარტოს ტერმინები - "ავტოკეფალია" და "ავტონომია", იმ მიზეზით, რომ ერთი მხრივ, საკითხი მოიცავს მრავალ ასპექტს და მეორე მხრივ, დღესდღეობით შეინიშნება ამ ტერმინის ცალმხრივი ტენდენციაც. ამავე დროს, არსებობს ავტოკეფალიის გამოცხადების კერძო ინიციატივებიც, ერთი შეხედვით კანონიკურ საფუძველზე დამყარებული, რაც ქმნის არა მხოლოდ მრავალმხრივ კანონიკურ პრობლემას, არამედ ასუსტებს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობას, დაკავშირებულს უფლისმიერ სიყვარულთან. მას შემდეგ, რაც I მსოფლიო საეკლესიო კრების მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 კანონებით ჩამოყალიბდა საეკლესიო ადმინისტრაციის სტრუქტურული სისტემა, ეკლესიის პრაქტიკაში ტერმინები - "ავტოკეფალია" და "ავტონომია" კანონიკური გახდა და მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული შინაარსით მოიხსენიება. IV-V საუკუნეებში ვრცელდებოდა საეკლესიო ადმინისტრაციის სამიტროპოლიტო, საეგზარქოსო და საპატრიარქო სისტემები, რაც აფიქსირებდა ადგილობრივი ეკლესიების ერთობის კანონიკურ ჩარჩოებს, სამოქალაქო ადმინისტრაციის გარე სქემის გათავისებით თუ ანალოგიით. თუმცა საეკლესიო ადმინისტრაციის თანმიმდევრული სქემები - სამოქალაქო ადმინისტრაციის შესაბამისი ფორმების ადაპტაციით - არ ირღვეოდა და არ ბღალავდა ეკლესიის ადმინისტრაციული ძალმოსილების მთავარ არსს. ბოლოს განახლდა (FRIDAY, 05 APRIL 2019 18:43) |
||
|