Georgian (Georgia)English (United Kingdom)

გამომცემლობა "ახალი ივერონის" მიერ გამოცემული სერიის "საეკლესიო ბიბლიოთეკის" II ტომი

თარგმანი წმიდა ექვთიმე მთაწმიდელისა

თანამედროვე ქართულ ენაზე ტექსტი გამართა ტატიანა ცომაიამ

რედაქტორი: ნათელა ხურცილავა

წმიდა იოანე სინელი (იგივე კიბისაღმწერელი, იღუმენი, + 649 წ.) უდიდესი ავტორიტეტია ქრისტიანულ სამყაროში. ის არის ავტორი წიგნისა „კლემაქსი, ანუ კიბე“. წიგნი ორი ნაწილისგან შედგება: სწავლებანი, განკუთვნილი სამონაზვნო გზას შედგომილთათვის და სწავლებანი – წინამძღვართათვის. აღნიშნული სწავლებანი წმიდა მამისა და მისი თანამედროვე მოღვაწეების პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით არის დაწერილი. მსგავსად ამ ეპოქის სხვა წმიდა მამების ნაშრომებისა, ეს უკანასკნელი თავისუფალია ზედმეტი მისტიციზმისგან და ადამიანს საკუთარ თავში ჩაღრმავების, შეცნობისა და თვითკრიტიკისკენ წარმართავს. წიგნი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას ბერ-მონაზონთა მეორე სახარებასაც კი უწოდებენ და ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ უდიდეს სახელმძღვანელოდ მიიჩნევენ მათთვის, ვისაც სრულყოფილების მიღწევა და ღმერთთან მიახლება დაუსახავს მიზნად.

წარმოგიდგენთ წმიდა ექვთიმე მთაწმიდელის (+ 1028 წ.) თარგმანის თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოღებულ ტექსტს, რითაც, ვფიქრობთ, მოკრძალებულ სამსახურს გავუწევთ დაინტერესებულ პირებს. რედაქციის შენიშვნები ტექსტშივე ფრჩხილებშია მითითებული, ხოლო დედნისა – სქოლიოების სახით არის წარმოდგენილი. დედნად გამოყენებულია საქართველოს ეკლესიის 1986 წლის კალენდარში დაბეჭდილი ტექსტი.

 

იხ. წიგნის PDF ვერსია: წმიდა იოანე სინელი - კლემაქსი ანუ კიბე

 

ტექსტები გადმოღებულია საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდიდან: http://patriarchate.ge

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Monday, 08 April 2019 12:06)