Georgian (Georgia)English (United Kingdom)

10 ნოემბრის გიორგობა V-X საუკუნეების ქართულ ლიტურგიკულ და ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში

პირველი ლიტურგიკული კრებული, რომელშიც დაფიქსირებულია წმ. გიორგის დღესასწაულები, ესაა "იერუსალიმის ლექციონარის" სახელით ცნობილი IV-V სს-ის ტიპიკონი.

10 ნოემბრის ხსენება ხსენებული "ლექციონარის" ქართულ რედაქციაში, კერძოდ კალა-ლატალის ნუსხებში, ასეა აღნიშნული:

"ჴსენებაჲ წმიდისა გიორგისი და სატფური ეკლესიისაჲ".

ამრიგად, ნათელია, რომ აღნიშნული დღე უკავშრდება არა წამებას, არამედ ტაძრის სატფურებას ანუ კურთხევა-განახლებას.

ციტირებული ტექსტი, როგორც მივუთითეთ, ეკუთვნის "იერუსალიმის ლექციონარის" იმ ნუსხებს (კალა-ლატალი), რომლებიც კ. კეკელიძემ 1912 წელს გამოსცა. თითქმის იგივე ტექსტია "ლექციონარის" პარიზულ ნუსხებშიც:

"ენბიგონეს დაბასა, სატფური ეკლესიისაჲ და ჴსენებაჲ წმიდისა გიორგისი".

დაბა "ენბიგონეს" დამატება მცირედ განასხვავებს კალა-ლატალის "ლექციონარებსა" და პარიზულ ნუსხებს ერთმანეთისაგან.

 

იხ. სრულად: წმინდა გიორგის 10 ნოემბერს (ახ. სტ. 23) დღესასწაულის სახელწოდებისა და ისტორიისათვის

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Saturday, 01 December 2018 22:01)