Georgian (Georgia)English (United Kingdom)

გროვდება ხელმოწერები ვიქტორია ჯუღელის „ნეტარი თეოდორიტე კვირელის“ I ტომის ხელახალი გამოცემისათვის. ტირაჟის გამეორება შესაძლებელი გახდება, თუ წიგნის ყიდვის სურვილს 100-მდე მსურველი გამოთქვამს. ასეთ შემთხვევაში, წიგნის ღირებულება იქნება 25-30 ლარი ხელმომწერთათვის, ხოლო დარჩენილი რაოდენობა გაიყიდება კვლავ 40 ლარად. ხელმოწერის პირველ ეტაპზე საჭირო იქნება მხოლოდ წიგნის ყიდვის სურვილის დაფიქსირება (ამისთვის შეგიძლიათ მისწეროთ ავტორს ფეისბუქ-გვერდზე: ვიქტორია ჯუღელი). მას შემდეგ, რაც გაირკვევა ხელმომწერთა რაოდენობა, გამოცხადდება დღე, როცა ხელმომწერები გადაიხდიან 15 ლარს წინასწარ, ხოლო გამოცემის შემდეგ, წიგნის გატანისას, დარჩენილ თანხას (10-15 ლარს). თანხა დაზუსტდება  ტირაჟის დაბეჭდვისას, თუმცა წიგნის ღირებულება 30 ლარზე მეტი არ იქნება, რადგან ამ წიგნის ფასი დაითვლება მხოლოდ გამოცემისათვის გაწეული უშუალო ხარჯიდან და არც ავტორი და არც წიგნის დამკაბადონებელი ამ გამოცემიდან არაფერს მიიღებენ. წიგნი მაგარყდიანია, 700 გვ., A 4 ფორმატი. ყდას ამშვენებს რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ საგანგებოდ ამ გამოცემისათვის უსასყიდლოდ შესრულებული ნეტარი თეოდორიტე კვირელის ნახატი.

 

 

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 01 JUNE 2017 20:24)