Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ედიშერ ჭელიძის მიერ დაფუძნდა საგამომცემლო ფონდი „საეკლესიო წიგნი“ (Ecclesiastical Book), რომელიც მიზნად ისახავს უმნიშვნელოვანესი საეკლესიო ძეგლების მეცნიერულ-ლიტურგიკულ პუბლიკაციას. ამ ჭეშმარიტად საშვილიშვილო საქმეს სჭირდება ყოველი თქვენგანის შეწევნა და თანადგომა.

საქველმოქმედო შემოწირულობების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ ხსენებული ფონდის შემდეგ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი:  GE36BG0000000672157200 [ლარის ანგარიში: GE36BG0000000672157200GEL. ევროს ანგარიში: GE36BG0000000672157200EUR. დოლარის ანგარიში: GE36BG0000000672157200USD.]
თი ბი სი   ბანკი: ლარის ანგარიში: GE11TB7137536080100005  დოლარისა და ევროს ანგარიში: GE59TB7137536120100001.

 

 

ქვემოთ წარმოვადგენთ იმ წიგნების სიას, რომლებიც უკვე მომზადებულია ან მზადდება გამოსაცემად:

 

გამოსაცემად უკვე მომზადებული წიგნები:

 

[1] „გულანი“ ანუ „რჩეული საეკლესიო წიგნები ერთ წიგნში“ (კურთხევანი, ლოცვანი, კალენდარი, ტიპიკონი, სჯულისკანონი, დოგმატიკონი ...). B 5 ფორმატი. 1500-2000 გვ  (მოცულობა სხვაობს იმის მიხედვით, თუ რა წიგნს დავუმატებთ ან გამოვაკლებთ დაფინანსებისდა შესაბამისად)

 

[2] კომენტირებული ახალი აღთქმა და ფსალმუნნი

800 გვ.  B 5 ფორმატი

 

[3] „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა“

ვრცელი საღვთისმეტყველო კომენტარებით. 850 გვ. B 5 ფორმატი

 

[4] საეკლესიო დოგმატიკა და ერესები (IV-XIV საუკუნეები) იგივე „საეკლესიო

მართლ-მკვეთელობა“

ყველაენოვანი დოგმატური წყაროს თავმოყრა და ანალიზი (აღნიშნული წიგნი უკვე გამოქვეყნდა)

1100 გვ. B 5 ფორმატი

გამოსაცემად მზადდება:

[1] ძველი ქართული ბიბლია ვრცელი საღვთისმეტყველო, ლიტურგიკული და ფილოლოგიური კომენტარებით (ძველი აღთქმა)

მოსამზადებელი დრო: ერთი წელიწადი (12 თვე)

 

[2] დოგმატურ-საღვთისმეტყველო კრებული.

შეიცავს ცალკეული დოგმატების საღვთისმეტყველო-წყაროთმცოდნეობით განხილვებს დღეს გავრცელებული ცრუსწავლებების აღმოსაფხვრელად (წიგნში, მაგალითად, გამოვლენილია უძველესი წყაროები საეკლესიო სტილით 25 დეკემბერს მაცხოვრის კაცობრივი შობის უეჭველობის დასასაბუთებლად, აგრეთვე საეკლესიო სწავლებანი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხორციელი ზეცად-ამაღლების შესახებ, დოგმატური განჩინებანი მამაღმერთის ან ყოვლადწმინდა სამების გამოსახვის შეუძლებლობასთან დაკავშირებით,  ეკლესიის მამათა განმარტებანი გარდაცვლილის სულის იმქვეყნიური მდგომარეობისა და მისი ხსენების კონკრეტული დღეების სხვადასხვა ტრადიციების თაობაზე, ჭეშმარიტება და სიცრუე მირონის კურთხევის ქართლში განწესების შესახებ და ა. შ.).

 

ფონდის გამგეობა

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 17 March 2017 20:34)

 

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96