Georgian (Georgia)English (United Kingdom)
თარგმანებაჲ საქმისა მოციქულთაჲსა

"ესე საქმისა მოციქულთაჲსა თარგმანი სიტყუა-სიტყუად მრავალთა თარგმნილისაგან შემოკრებულ არს და სიჴშოჲსაგან სახელები თჳს-თჳს არა ეგებოდა დაწერაჲ. ხოლო ვითარცა ზედაწარწერილი ცხად-ჰყოფს, უმრავლესი და ყოველგან წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ არს და ადგილ-ადგილღა დაერთვის სხუათაცა წმიდათაჲ, მრავალთა წიგნთაგან ერთად შეკრებული წმიდისა კჳრილეს მიერ".

ეფრემ მცირე

 

"რომელმან-იგი კაცთა ცხორებისათჳს არა სირცხჳლ-იჩინა განკაცებაჲ, მან სახიერმან მეუფემან არცა ერთი დაბადებულთა თჳსთაგანი დაუტევა უკურნებელად, არამედ ვითარცა-იგი მკჳდრთა ქუეყანისათა მიერ დასატევნელ იქმნა ჴორცთშესხმითა, და ქადაგ იქმნა მათ შორის დიდისა მის ზრახვისა (ეს. 9.6) - მამისა - ღმრთეებისა, ეგრეთვე მყოფთა ჯოჯოხეთისათა მიმართცა მიიწია სიკუდილითა და სულთა მათ შორის შეყენებულთა ქადაგა სულითა მით კაცობრივითა, რომელი ჯუარსა ზედა შეჰვედრა მამასა, რაჲთა არა ხოლო მათ, რომელნი მეცნიერ იყვნეს მისსა, არამედ მათცა, რომელნი-იგი ოდესმე ურჩ და უმეცარ იყვნეს, სწორებით ეუწყოს ქადაგებაჲ ცხორებისაჲ. რამეთუ არა ხოლო ცოდვილთა, არამედ მართალთაჲცა იგივე იყო სავანე - ქუესკნელი ჯოჯოხეთისაჲ, ვინაჲთგან სამოთხე დაჴშულ იყო გარდასლვითგან ადამისით. ხოლო სასუფეველი ცათაჲ არღა სავალ-ქმნილ იყო კაცთა, რამეთუ მოელოდა ქრისტეს მიერ წინა-განღებასა დასაბამითა თბისა ჩუენისაჲთა. ამისთჳსცა ჯოჯოხეთს მკჳდრთა - მართალთა და ცოდვილთა - ყოველთა სწორებით ექადაგა, და რომელთაცა ჰრწმენა, იგინიცა აღდგეს ქრისტეს თანა და აღმოიყვანნეს ჯოჯოხეთით" ("სამოციქულოს განმარტება", გვ. 392).

"თქუმულ არს ვიეთგანმე, ვითარმედ ამისთჳს ეხარა მკუდართაცა ჯოჯოხეთისათა, რაჲთა, რომელნი არა ბოროტებით, არამედ უმეცრებით იყვნეს უღმრთოებასა შინა, ესევითართა მათ ესმეს და ჰრწმენეს. და რომელნი-იგი ჴორცთა შინა დაშჯილ იყვნეს უმეცრებითა ღმრთისაჲთა, ესენი ცხონდენ ქრისტეს მიერ სულითა, რაჟამს ჰრწმენეს მისი, და მის მიერ მოწყალებით აღმოყვანებულ იქმნნეს სიღმრეთაგან ჯოჯოხეთისათა" ("სამოციქულოს განმარტება", გვ. 395)

 

"სამოციქულოს განმარტება", გამოკრებული იოვანე ოქროპირისა და სხვა წმიდა მამათა თხზულებიდან. თარგმნილი ეფრემ მცირის მიერ. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და წინასიტყვა დაურთო ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა, თბილისი, 2000.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 02 August 2017 11:25)

 

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96