Georgian (Georgia)English (United Kingdom)

(საპასუხო წერილი არქიმანდრიტ ლაზარეს)1

ამ ბოლო დღეებში (იგულისხმება 1999 წ.) ცნობილი გახდა არქიმანდრიტ ლაზარეს წიგნი (ბროშურას ვერ დავარქმევთ) სათაურით: О тайнстве пакирождения и о некрещенных младенцах, რაც წერილის სახით მომართულია უშუალოდ ჩვენდამი.

ხსენებულ თხზულებაში ავტორი საჩინოს ხდის იმ ფაქტს, რომ ჩვენს მიერ ადრე გამოქვეყნებულ სტატიაში სამგზის ნახსენები "ანონიმური რუსული პუბლიკაცია" თურმე მისივე ნამუშევარი ყოფილა. პატივცემული არქიმანდრიტი აღუშფოთებია ამ პუბლიკაციაში დაშვებული უმძიმესი შეცდომების მხილებას ჩვენს მიერ და თითქმის ხუთჯერ უფრო ვრცელი წიგნის სახით გვცემს პასუხს.

აღნიშნული წიგნის შესახებ ზოგადი შთაბეჭდილება ასეთია: მასში მჟღავნდება ავტორის უაღრესად ზვიადი, ამპარტავნული ტონი და საკუთარიგანსჯების სიმართლეში აბსოლუტური თავდაჯერებულობა. შედეგად, სახეზეა უკიდურესად მოუზომავი ბრალდებანი და შეურაცხმეოფელი გამონათქვამები ჩვენს მიმართ.

მიღებული შთაბეჭდილება არ იწვევს ჩვენს აღელვებას, რადგან ამგვარი წრეგადასულობა, როგორც ამაში სხვებთან პოლემიკის დროსაც არაერთგზის დავრწმუნებულვართ, ყოველთვის უმკვვთრესი სიმპტომია ზერელეობისა, არგუმენტთა უსაფუძვლობისა.

წერილი, შეიძლება ითქვას, შინაგანად ორნაწილედია. ერთი მხრივ, არის მცდელობა ჩვენს მიერ წაყენებულ კონკრეტულ ბრალდებებზე რამენაირი თუნდაც მოჩვენებითი პასუხის გაცემისა (და არა მცდარობის აღიარებისა), მეორე მხრივ კი თვით ჩვენი დადანაშაულებისა, თან ეს დადანაშაულებანი უმძიმესია.

ჩვენ, რა თქმა უნდა, საგაზეთო სტატიაში ვერ შევძლებთ 140 გვერდიანი წიგნის ყველა მომენტის ანალიზს (მით უმეტეს, როცა საკამათოა თითქმის ყოველი აბზაცი, ყოველი წინადადება), მაგრამ უმთავრესთა და უარსებითესთა შესახებ აუცილებლად ვიმსჯელებთ.

რადგან ხსენებული წიგნი, ერთი მხრივ, ჩვენეულ ბრალდებათა "უარყოფას" შეიცავს, მეორე მხრივ კი თვით ჩვენ გვიყენებს ბრალდებებს, ჯერ შევეხებით ამ უკანასკნელთ (რადგან ბრალდებული სხვას ვერ დადებს ბრლს), შემდეგ კი პირველთ.

მაშ, მშვიდად განვჩხრიკოთ, რაში გვდებს ბრალს პატივცემული არქიმანდრიტი.

ეს ბრალდებანი მართლაც უმძიმესზე უმძიმესია. ჩამოვთვლით სიმძიმისდა მიხედვით:

1) საღვთო წერილის აზრის შეგნებული დამახინჯება;

2) ეკლესიის მამათა სიტყვების შეგნებული დამახინჯება;

3) ეკლესიის მამათა სიტყვების არაშეგნებული (сгоряча, при беглом взгляде) დამახინჯება.

4) ცალკეული ჩანართებისა თუ კომენტარების სახით არამართლმადიდებლური შეხედულებების
გამოთქმა.

დავიწყოთ მართლაც ყეელაზე მძიმე ბრალდებიდან:

პატივცემული არქიმანდრიტი ბრალს გედებს, რომ "ჩვენ შეგნებულად დავამახინჯეთ „ეკლესიასტეს“ სიტყვები. ჩეენს სტატიაში ეს სიტყვები ასეთი სახისაა:

"თუნდაც შვას კაცმა ასი და იცოცხლოს მრავალი წელი და სიმრავლე იყოს მის წელთა დღეებისა, და თუ მისი სული არ აღივსება სიკეთით და თუ საფლავიც არ ქმნილა მისთვის, ვიტყოდი: მასზე უფრო კარგია მუცლადმოწყვეტილი, რადგან (ეს კაცი) ამაოებაში მოვიდა და სიბნელეში მიდის და სიბნელეში დაიფარება მისი სახელი" (ეკლ. ხ. 3-4).

მამა ლაზარე გვეკითხება, თუ რატომ არ მოვიტანეთ ძველი ქართული თარგმანი. იმიტომ, რომ ძველ ქართულად ოთხი რედაქციაა (მათგან აღნიშნული სიტყვები მხოლოდ სამშია) და მათი დამოწმების არანაირი საჭიროება არ გვიგრძვნია, რადგან დარწმუნებული ვიყავით, რომ მოტანილი ტექსტის ჭეშმარიტი ანუ სულიერი შინაარსი სრულიად გამჭვირვალე იყო და იგი არავისგან საკამათო არ გახდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, არათუ საკამათო გახდა, არამედ უაღრესად პრინციპულიც.

კონკრეტული პრობლემა მოტანილ სიტყვებთან დაკავშირებით ისაა, თუ რომელს ("კაცს" თუ "მუცლადმოწყვეტილს") მიემართება სიტყვები: "რადგან ამაოებაში მოვიდა და სიბნელეში მიდის და
სიბნელეში დაიფარება მისი სახელი".

ვიდრე ამ პრობლემას განვიხილავდეთ, ჯერ "ეკლესიასტეს" სიტყვებს მივიყვანთ აზრობრივ დასასრულამდე (ვაგრძელებთ პირდაპირ ზემოციტირებული სიტყვებიდან):

"და მზე არ იხილა და არ იცნო, მოსვენება - იმას ამაზე უფრო! და თუ იცხოვრა და სიკეთე არ იხილა, განა ერთ ადგილას არ მიდის ყველა?" (ეკლ. 5-6).

ამრიგად, ისმის კითხვა: რომელს გულისხმობს მთელი ეს ჩამონათვალი, "კაცს" თუ "მუცლადმოწყვეტილს"? ამ საკითხს პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან თუ ყოველსავე აქ აღწერილს არსობრივად განიცდის "კაცი", მაშინ "მუცლადმოწყვეტილი", როგორც ამ კაცზე უფრო კარგი, ცხადია, მათ აღარ განიცდის (ამ შინაარსს ქვემოთ უფრო დავაზუსტებთ).

მკითხველი, ალბათ მიაქცევდა ყურადღებას (ოპონენტმა, ცხადია, უკვე მიაქცია!), რომ "ეკლესიასტეს" ჩვენეულ თარგმანში, რაც ადრინდელ სტატიაში გვქონდა დამოწმებული (ეკლ. 6.3-4; იხ. ზემოთ), ფრჩხილებში ჩავურთეთ სიტყვები "ეს კაცი", რითაც უყოყმანოდ მივაკუთვნეთ მთელი მოცემული ტექსტის ჭეშმარიტი შინაარსი სწორედ "კაცს" და არა "მუცლადმოწყვეტილს". სწორედ ამან აღაშფოთა არქიმანდრიტი. მოაქვს რა ხსენებულ სიტყვათა ერთ-ერთი ძველი ქართული თარგმანი, ასეთ კატეგორიულ დასკვნას გვთავაზობს:

"И так здесь сразу же обнаруживается совершенно обратный смыса текста Екклесиаста, чем тот, который даете ему вы (ე.ი. ჩვენ, ე.ჭ) Очевидно, что слова: "ამაოებით მოვიდა" ("в суете прииде") "ბნელსა შინა ვალს" ("в тьму идет"), "ბნელსა შინა დაიფაროს სახელი მისი" ("во тьме имя его покроется"), "მზე არა იხილა და არა ცნა" ("солнца не виде, ниже разуме"), "განსუენებაჲ მისი უფროჲს ამისსა" ("покой сему паче того") - относятся к одному лицу и именно к "выкидышу" - "მორყუინილისა" (ე.ი. მუცლადმოწყვეტილისადმი", ე.ჭ.) (გვ. 86).

ცოტა შემდეგ არქიმანდრიტი განაგრძობს:

"Ни Грузинском древнем тексте, ни в русском и славянском все эти слова ("в суете прииде", "во тьму идет", "во тьме имя его покроется" и т.д.) - никак невозможно (ხაზი აქაც და ქვემოთაც ყველგან ჩვენია, ე.ჭ.), отнести к "долгожителю" (ე.ი. "კაცისადმი"), но вы (ჩვენ, ე.ჭ.)) намеренно подставляете в свое цитирование Екклесиаста слово "ეს კაცი" (тот человек), который все меняет местами, и после этого все, что относилось к выкидышу, относите узке к "долгожителю" (გვ. 87).

ბოლოს - განაჩენი:

"более дерзкого и лживого обращения со святым писанием мне, Эдишер, еще не приходилось встрсчать, чем в Вашем труде" (გვ. 87).

როგორც იტყვიან, "გვანადგურებს".

განვიხილოთ აღნიშნული ბრალდება.

საღვთო წერილის სიტყვათა ჭეშმარიტი (სულიერი) აზრის გაგების ერთადერთი საშუალება არსებობს: ეკლესიის მამათა კონკრეტული განმარტებანი.

"ეკლესიასტის" ტექსტი, როგორც ცნობილია, რთულად გასაგებია. ეს ემპირიული სირთულე შენარჩუნებულია ჩვენთვის საინტერესო სიტყვებშიც. კერძოდ, მათში (მუხლები 4-5) ქვემდებარე ნაგულისხმევია და აშკარად არ ჩანს, რაც ქმნის იმის ზედაპირულ შესაძლებლობას, რომ ხსენებული მუხლები მიეკუთვნოს როგორც "კაცს", ასევე "მუცლადმოწყვეტილს" (სწორედ ამ გარეგნულ ბუნდოვანებას ეფუძნება ჩვენი ოპონენტის კატეგორიული განჩინება, რომ აღნიშნული მუხლები მიეკუთვნება მხოლოდ "მუცლადმოწყვეტილს" და არანაირად - "კაცს"). ასეთია ვითარების ერთი ასპექტი, მაგრამ მეორე და გადამწყვეტი ასპექტით (კერძოდ, სულიერი, არსობრივი ანუ ჭეშმარიტი თვალსაზრისით), მითითებული მუხლები მიეკუთვნება მხოლოდ და მარტოდენ "კაცს" და არანაირად - "მუცლადმოწყვეტილს“.

ეკლესიის მამათა სწავლებით, ეკლესიასტეს მითითებული მუხლები (4-5) მოუხმობს მუცლადმოწყვეტილისთვის დამახასიათებელ ბიოლოგიურ ანუ ყოფით ნიშნებს (ბიოლოგიური აზრით ფუჭია მისი გაჩენა ანუ "მოსვლა", ბიოლოგიური აზრით იგი საშოს სიბნელეში რჩება, ბიოლოგიური აზრით იგი ვერ ხედავს ხილულ მზეს, ფიზიკურ სინათლეს და, ბიოლოგიური აზრითვე, კვლავაც საშოს სიბნელეში აღესრულება) ფუჭად მცხოვრები ადამიანის მდგომარეობის აღსაწერად, რომელიც ამაო ცხოვრებაში შედის, სულიერ სიბნელეში მყოფობს, გარდაცვალების შემდეგ დაინთქმება სულიერ სიბნელეშივე, რომელიც ვერ გახდა დამნახველი ჭეშმარიტების მზისა და ვერ შეიცნო იგი). სხვადასხვაგვარად, „ეკლესიასტეს“ ამ მუხლების მიზანდასახულობა მხოლოდ ისაა, რომ ამაოებაში და სულიერ სიბნელეში მცხოვრები ადამიანის მდგომარეობა აგვიწეროს ყოფითი ნიშანთვისებებიდან) გამომდინარე, ხოლო მუცლადმოწყვეტილი იმითაა "უფრო კარგი“ ამგვარ ადამიანზე, რომ რაც მასზე (მუცლადმოწყვეტილზე) ყოფითად, ბიოლოგიურად ხდება, იგი ფუჭად მცხოვრებ ადამიანზე სულიერად ანუ ჭეშმარიტად აღესრულება. კერძოდ, თუ მუცლადმოწყვეტილი ყოფით სიბნელეში (მუცელში) მყოფობს, ფუჭად მცხოვრები ადამიანი სულიერ სიბნელეშია დამკვიდრებული; თუ მუცლადმოწყვეტილი მოკლებულია ხილული მზის ხილვას, ფუჭად მცხოვრები სულიერ (ჭეშმარიტ) მზეს აკლდება; თუ მუცლადმოწყვეტილი სიბნელეშივე (მუცელშივე) დაიფარება, ფუჭად მცხოვრები სულიერ სიბნელეში (ჯოჯოხეთში) იფარება (აღნიშნული მუხლების შინაარსს ქვემოთ კვლავ დავუბრუნდებით).

ამრიგად, "ეკლესიასტეს" სიტყეები: "ამაოებაში მოვიდა სიბნელეში მიდის და სიბნელეში დაიფარება მისი სახელი და მზე არ იხილა და არ იცნო" მხოლოდ, ბიოლოგიური, ყოფითი აზრით გულისხმობს მუცლადმოწყვეტილს, ხოლო იგივე სიტყვები თავისი ჭეშმარიტი ანუ სულიერი შინაარსით, ე.ი. სწორედ იმ მხრივ, რაც ჩვენ გვაინტერესებს (ცხონება-წარწყმედის ასპექტით) მიემართება და გულისხმობს მხოლოდდამხოლოდ "კაცს" (ფუჭად მცხოვრებს) და არანაირად - "მუცლადმოწყვეტილს".

დიდ მოძღვართა ერთსულოვანი განმარტებით "ევლესიასტეს" 4-5 მუხლები მიემართება მას, ვინც ამოშლილია ცოცხალთა წიგნიდან, ჯოჯოხეთის სიბნელეშია "დაფარული" და მოკლებულია სიმართლის მზეს (ესაა ამ მუხლების ჭეშმარიტი შინაარსი). პატივცემული არქიმანდრიტი შეუვალი კატეგორიულობით განაჩინებს, რომ ეკლესიის მამები სწორედ მუცლადმოწყვეტილს გულისხმობენ მასში, ვინც ამოიშალა ცოცხალთა წიგნიდან, სიბნელეში დაინთქა და მოაკლდა ჭეშმარიტების მზეს.

ამრიგად, ჩვენი ოპონენტი, ცხადია, არ უარყოფს, რომ "ეკლესიასტესეული" ამაოებაში მოსვლა, "ბნელსა შინა სვლა", "მზისა ვერ ხილვა" და ა.შ. სიღრმისეულად, არსობრივად ანუ თავისი ჭეშმარიტი აზრით სულიერ მდგომარეობას აღწერს, მაგრამ იგი უკიდურესი დარწმუნებულობით მიიჩნევს, რომ სწორედ ეს მდგომარეობა აქვთ მუცლადმოწყვეტილთ; ანუ არქიმანდრიტი ადგენს, რომ "ეკლესიასტეს" მე-6 თავის 4-5 მუხლები ემპირიულადაც და არსობრივადაც მხოლოდ მუცლადმოწყვეტილებს გულისხმობს (მართლაც, მას რომ დაეშვა, "ეკლესიასტეს" აღნიშნული მუხლები სულიერად "კაცს" გულისხმობსო, რაღაზე გვისაყვედურებდა?).

ესაა უმძიმესი შეცდომა და ეკლესიასტეს ხსენებული მუხლების ჭეშმარიტი შინაარსის სრული დამახინჯება?

სინამდვილეში (როგორც ამაში აბსოლუტურად დარწმუნდება თვით პატივცემული არქიმანდრიტი) „ეკლესიასტეს“ ხსენებული სიტვვები თავისი ჭეშმარიტი ანუ სულიერი შინაარსით, ე.ი. სიღრმისეულად, არსობრივად გულისხმობს მხოლოდდამხოლოდ ფუჭად მცხოვრებ კაცს, რომლის სულიერ მდგომარეობასაც წინასწარმეტყველი სახეობრივად წარმოგვიჩენს მუცლადმოწყვეტილისათვის დამახასიათებელი ყოფითი ანუ ბიოლოგიური ნიშანთვისებების მოხმობით. 

"ეკლესიასტეს" აღნიშნულ მუხლთა ჭეშმარიტი ადრესატი არის მხოლოდ ფუჭად მცხოვრები კაცი, მაშინ როცა ეს მუხლები მუცლადმოწყვეტილს გულისხმობს ტექსტის მხოლოდ ემპირიულ, ბიოლოგიურ დონეზე და არანაირად - სულიერი ანუ არსობრივი აზრით.

მართლაც, ხსენებულ მუხლებში სახეობრივად უწყებულია სულიერად წარწყმედილი ადამიანის ცხოვრების გზა. შესაბამისად, თუ საღვთო წერილი ამ სულიერ წარწყმედას მუცლადმოწყვეტილთ განუკუთვნებს და თუ ეკლესიის მამები სწორედ ასე განმარტავენ ხსენებულ მუხლებს, მაშინ ყველაფერი გადაჭრილი ყოფილა. არქიმანდრიტი ლაზარეს აზრიც სწორედ ამგვარია, მაგრამ კვლავ აღვნიშნავთ:

დიდ მოძღვართა ერთსულოვანი სწავლებით "ეკლესიასტეს" ხსენებული მუხლები სულიერი წარწყმედილობის ასპექტით ანუ თავისი ჭეშმარიტი სულიერი (და არა ემპირიული) შინაარსით მიემართებიან მხოლოდდამხოლოდ ფუჭადმცხოვრებ კაცს და არანაირად - მუცლადმოწყვეტილს. ეს თვით "ეკლესიასტეს" ტექსტიდანაც სრულიად ცხადია."

შესაბამისად, ვინც საღვთო წერილის მითითებულ მუხლებში იმ სულიერ შინაარსს დებს, რომ
იქ სწორედ მუცლადმოწყვეტილთა წარწყმედაზეა საუბარი და ვინც ამ აზრით იგებს ეკლესიის მამათა კომენტარებს, ორ უმძიმეს ცთომილებას სჩადის: 

1. არსობრივად ამახინჯებს საღვთო წერილის ჭეშმარიტ ანუ სულიერ შინაარსს.

2. არსობრივად რყვნის ეკლესიის მამათა განმარტებებს.


ვიდრე საეკლესიო კომენტარებზე გადავიდოდეთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ "ეკლესიასტეს" ის ძველი ქართული თარგმანი, რაც დამოწმებულია არქიმანდრიტის შრომაში და რაც ეფუძნება
სწორედ ეკლესიის მამათა კომენტარებს, უღრმესად ჭვრეტს "ეკლესიასტეს" ხსენებულ მუხლთა ჭეშმარიტ ანუ სულიერ შინაარსს და, ამიტომაც, ამ მუხლების ნამდვილ ადრესატად იგი სწორედ "კაცს" წარმოგვიდგენს და არანაირად - "მუცლადმოწყვეტილს

საქმე ისაა, რომ ბერძნულში მე-5 მუხლს მოსდევს დასკვნის შემცველი ფრაზა:

"განსვენება მას ამაზე უფრო!"

ეს სიტყვები განმეორებაა და, ევლესიის მამათა სწავლებით დამტკიცებაა ადრე, მე-3 მუხლის
ბოლოს თქმული სიტყვებისა:

"მასზე (კაცზე, ე.ჭ.) უფრო კარგია მუცლადმოწყვეტილი".

როდესაც "ეკლესიასტე" ამბობს, რომ "განსვენება ექნება მას ამაზე უფრო", რა თქმა უნდა, ნაცვალსახელი "მას" ადრეხსენებულ ,,მუცლადმოწყვეტილს“ ნიშნავს, ხოლო "ამას" - "კაცს". მაგრამ კონკრეტულად რომელ მონაკვეთს მიემართება ნაცვალსახელი "ამას"? სრულიად უპირობოდ მიემართება წინსმსწრებ მუხლებში ნაგულისხმევ ქვემდებარეს, ე.ი. იმას, ვისზეც ახლახანს ითქვა ანუ ვინც "ამაოებაში მოვიდა", სულიერ "სიბნელეში დადის" და ა.შ.

მაგრამ ეს ყველაფერი გამომდინარეობს ჩვენეული თარგმანის ფონზე. ახლა ვნახოთ, ძველი ქართული ტექსტი:

"განსვენებაჲ მისი უფროჲს ამისსა".

ხედავთ, რა უცხადესადაა ნათქვამი, რომ განსვენება იქნება "მისი" (ადრე ხსენებული მუცლადმოწევეტილისა) "უფროჲს ამისსა" (ე.ი. ახლახან ხსენებულისა ანუ "ამაოებაში მოსულისა...").

აი, ასე ფანტავს გაუგებრობას აღნიშნული კორელატები ("მისი", "ამისსა"), ასე არსობრივად ჭვრეტს ქართველი მთარგმნელი ორიგინალს.

აქ ჩვენი ოპონენტის ერთ თითქოსდა უმნიშვნელო (მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან და ნიშანდობლივ) ქმედებაზე მივაქცევთ ყურადღებას:

ძველი ქართული ტექსტის ხსენებული მონაცემი იმდენად თვალსაჩინოა, რომ მამა ლაზარეს (ცხადია, ფილოლოგ-კონსულტანტების დახმარებით) უცდია მისი მიჩქმალვა და ამიტომ მკითხველს შთააგონებს, რომ ნაცვალსახელი "ამისსა" თითქოს გულისხმობს არა უშუალოდ წინმსწრებ მუხლებს, არამედ თითქოს იგი უშუალოდ ებმის მომდევნო მე-6. მუხლს მომდევნოს. აი, არქიმანდრიტის სიტყვები

"слова "უფროჲს ამისსა" ("паче того") "უკუეთუ აქუნდეს ათას წელიწადეული სიცოცხლე და კეთილობაჲ არა ცნას" (поживе тысячу лет сугубо, и благостыни не виде относятся уже к другому лицу и очевидно к первому долгожителю).

საქმე ისაა, რომ სიტყვები "უფროჲს ამისსა" ამთავრებს წინადადებას (უკეთ, ამ ზერთული კონტექსტის ერთ ნაწილს). ამიტომაა, რომ მის შემდეგ წერტილი დაისმის და ახალი (მეექვსე)მუხლი იწყება. საგულისხმოა, რომ თვით არქიმანდრიტიც სხვაგან, კერძოდ უშუალოდ "ეკლესიასტეს" ციტირებისას, ამ სიტყვის შემდეგ სწორედ წერტილს სვამს. აი, როგორ მოაქვს მას ციტატა:

"...რამეთუ ამაოებით მოვიდა და ბნელსა შინა ვალს, და ბნელსა შინა დაიფაროს სახელი მისი. და მზე არა იხილა და არა ცნა, განსვენებაჲ მისი უფროჲს ამისსა. და უკუეთუ აქუნდეს ათასწელიწადეული სიცოცხლე და კეთილობაჲ არა ცნას, ნუ არა ერთსა ადგილსა მივლენა ყოველნი?“ (გვ. 86).

როგორც ვხედავთ, ნაცვალსახელ "ამისსა" აბოლოებს წინადადებას. შესაბამისად, ვისღა გულისხმობს იგი, თუ არა ახლახანს (უშუალოდ წინარე მუხლებში) ხსენებულს, ე.ი. მას, ვინც ამაობაში მოვიდა, მზე ვერ იცნო და ა.შ.

მეტიც, მომდევნო წინადადებისგან ეს ნაცვალსახელი გამოყოფილია "და" კავშირით ("და უკუეთუ აქუნდეს ათასწელიწადეული სიცოცხლე..."), რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს ნაცვალსახელი ("ამისსა") აბოლოებს წინარე წინადადებას და უშუალოდ ახლახანს ხსენებულს მიემართება. სწორედ აღნიშნული "და" კავშირია განსაკუთრებით ხელისშემშლელი არქიმანდრიტისთვის. ამიტომ, იგი შეუმჩნევლად იღებს მას და ისე წარმოგვიდგენს ვითარებას, თითქოს სიტყვები "უფროჲს ამისსა" პირდაპირ ებმოდეს მომდევნო წინადადებას ("უკუეთუ აქუნდეს...") ყოველგვარი "და" კავშირისა და წერტილის გარეშე (ის. ზემოთ ციტირებული მისი სიტყვები). რა თქმა უნდა, სიტყვა "ამისსა" მომდევნოსაც გულისსმობს და გულისხმობს იმიტომ, რომ მთელი ეს მონაკვეთი (მუხლები 4-6) მხოლოდ ერთ პირს ("კაცს") მიემართება. სწორედ ეს კაცია, ვინც ფუჭი ცხოვრების ამაოებაში მოვიდა, ვინც ვერ იცნო ჭეშმარიტების მზე, ვინც ათას წელსაც შეიძლება ცხოვრობდეს, მაგრამ სიკეთე ვერ შეიცნოს და სხვა. ეს ორი ნაწილი (4-5 მუხლები და მე-6 მუხლი) რომ არსობრივად სწორედ ერთ პირს გულისხმობს, მსგავსი ფრაზეოლოგიითაც ჩანს. შევადაროთ: "და მზე არ იხილა" (καί γε ἥλιον οὐκ εἶδεν; სლავური солнца не виде) - "და სიკეთე არ იხილა" (καὶ ἀγαθωσύνην οὐκ εἶδεν; სლავური: благостыни не виде).

მიუხედავად იმისა, რომ ვითარება აბსოლუტურად ცხადია, ჯერჯერობით ჩვენ, რა თქმა უნდა, მაინც აშკარად ვხედავთ ირონიულ ღიმილს ოპონენტთა (და მათ კონსულტანტთა) ბაგეებზე, რადგან ზემოთქმული ჯერ კიდევ თითქოს მხოლოდ ჩვენეულ განსჯებად ჩანს. ამიტომ, ჩვენც უფრო ავიაღმართოთ საღვთო წერილის ტექსტის წვდომის წმინდა ფერდობზე, რომ მწვერვალამდე მივიდეო და საბოლოოდ დავუსვათ წერტილი ყოველგვარ გონებამტკივნეულობას.

თუმცა ერთს აქვე ვკითხავთ პატივცემულ არქიმანდრიტს და ვკითხავთ იმ უჩინარ ფილოლოგ კონსულტანტთა ანუ მრჩეველთა (ძველი ქართულით "განმზრახთა") გასაგონად, რომლებიც მოწყალედ ,,განგვიმარტავენ“ ურთულეს ძველ ქართულ ტექსტებს და რომლებმაც დამღუპველ ჩიხში შეიყვანეს მათი მოძღვარი. სსვათაშორის, ვკითხავთ წმ. გიორგი მთაწმინდელის იმ სიტყვებით, რითაც მიმართა მან თავის დროზე ანტიოქიის პატრიარქ თეოდოსის, უგუნურ მრჩეველთა შთაგონებით აზვავებულს:

"ჰოი, მამაო, ვინ არიან უგუნურნი იგი განმზრახნი შენნი?"

მაშ, გადავიდეთ მსჯელობის არსებით ნაწილზე, ეს ნაწილი მსჯელობისა, ამავე დროს, უკავშირდება ჩვენდამი გამოთქმულ მეორე, უმძიმესზე უმძიმეს ბრალდებას, რაც გულისხმობს ჩვენს მიერ ეკლესიის მამათა სიტყვების შეგნებულ დამახინჯებას.

საქმის ვითარება ასეთია:

"ეკლესიასტეს" ზემორე სიტყვებთან დაკავშირებით ჩვენს წინა სტატიაში მოსმობილი იყო ჭეშმარიტების ხმამაღალი ქადაგის, უწმინდესი გრიგოლ აკრაკანტელისა და დიდი საეკლესიო მოძღვრის, ოლიმპიოდორე ალექსანდრიელის (ორივე მათგანი VII საუკუნეს ეკუთვნის) განმარტებები. ვიმოწმებდით ძველ ქართულ თარგმანებსაც და ბერძნულ ორიგინალსაც. სწორედ ეს განმარტებები გახდა არქიმანდრიტ ლაზარეს ყურადღების საგანი, რადგან მათში, როგორც ჩვენ ციტირებული გვქონდა, არათუ მინიშნებაც არაა
მუცლადმოწყვეტილთა საუკუნო წარწყმედაზე, არამედ გატარებულია სწორედ ის აზრი, რომ მუცლადმოწყვეტილი საუკუნოდ წარწყმედილზე "უკეთესია" (ამ კომენტართა ჭეშმარიტ შინაარსს ქვემოთ კვლავ დავუბრუნდებით).

რადგან არქიმანდრიტმა ლაზარემ საბოლოოდ დაირწმუნა თავი, რომ "ეკლესიასტე" ჭეშმარიტი შინაარსით სწორედ მუცლადმოწყვეტილებს გულისხმობს "ამაოებაში მოსულებად" და "სიბნელეში" (ე.ი. ჯოჯოხეთში) დანთქმულებად, მისი უაღრესად კატეგორიული მტკიცვბით, ზემოხსენებული მამებიც, როდესაც ისინი "ეკლესიასტეს" სიტყვებს განმარტავენ, საუკუნოდ წარწყმედილებში თითქოს სწორედ მუცლადმოწყვეტილებს გულისხმობენ. შესაბამისად, პატივცემული ოპონენტი თვლის, რომ ჩვენ "180 გრადუსით" განზრახ შევუცვალეთ ძველ ქართულ ტექსტს შინაარსი და ასე მივაწოდეთ იგი მკითხეელს.

რადგან ჩვენი მოპაექრე განსაკუთრებულ რისხვას და ენით აუწერელ დაგმობას გვატეხს თავზე კონკრეტულად ოლიმპიოდორეს კომენტართან დაკავშირებით, ჯერ შევეხებით ამ უკანასკნელს.

მოვიტანთ ორიგინალის ჩეენეულ თარგმანს:

"ვამბობთ, რომ მუცლადმოწყვეტილი ამგვარ ვინმეზე (ვინც სიკეთით არ აღივსო, ე.ჭ.) უფრო კარგია, რადგან ერთი მხრივ, ეს უკანასკნელი ამაოებაში მოვიდა და როგორც უმეცრებაში მცხოვრები, სიბნელეში მიდის, სიბნელეშივე დაიფარება მისი სახელი, ამოიშლება ცოცხალთა წიგნიდან და ვერ ეღირსება სიმართლის მზეს, ხოლო მეორე მხრივ, რაც შეეხება მუცლადმოწყვეტილთა შესახებ მსჯელობას, თუ რატომ მოხდა, რომ ერთნი მკვდრად იშვებიან, მეორენი კი ერთ დღეს ცოცხლობენ ან ორს, ღვთის მიუწვდომელ სამართლიან წინაგანგებას დავუტოვოთ".

ჩვენს ოპონენტს ჯერ მოაქვს ეს ჩვენი თარგმანი, შემდეგ იმოწმებს ძველ ქართულს. ეს უკანასკნელი ასეთი სახისაა:

"ვიტყჳ, ვითარმედ უკეთეს2 არს უფროჲს ესევითარისა მის მორყუნილი, არამხილველი მზისა, ანუ ესრეთცა უკეთეს არს ესე უფროჲს ესევითარისა მის მორყუნილი, რამეთუ ესე (სამივე ხაზგასმა არქიმანდრიტისაა,  ამაოებასა შინა შემოვიდა და ბნელსა შინა ვალს, ვითარცა უმეცრებასა შინა მოქალაქე3 , და ბნელსა შინა დატევებელ იქმნეს სახელი მისი, წიგნისაგან ცსოველთაჲსა აღხოცილისაჲ, და არა ღირსქმნულისაჲ მიმთხუევად ნათელსა მზისა სიმართლისასა: ხოლო, მორყუნილთა ძლითი სიტყუაჲ, თუ რაჲსათჳს რომელნიმე მკუდარნი იშვებიან და რომელნიმე ერთსა დღესა ცოცხალ არიან გინა ორსა, მიუწდომელთა მსჯავრთა საღმრთოჲსა განგებისათა მიეტევენ".

ვიდრე უმთავრესზე გადავიდოდეთ, ჯერ აღვნიშნავთ შედარებით უმნიშვნელოს:

ოპონენტი ყურადღებას ამახვილებს ძველი ქართული ტექსტის დასაწყისზე, სადაც "არამხილველი მზისაჲ" განეკუთვნება "მორყუნილს" (ანუ მუცლადმოწყვეტილს), ამასთან საზს უსვამს ჩვენებით ნაცვალსახელებს "ესე  ...ესე" და მიიჩნევს, რომ მეორე "ესე" ("რამეთუ ესე ამოებასა შინა შემოვიდა...") იმასვე გულისხმობს, რასაც პირველი "ესე" ("უკეთეს არს ესე უფროჲს ესევითარისა მის მორყუნილი), ხოლო რადგან პირველი "ესე" მორყუნილს (ანუ მუცლადმოწყვეტილს) გულისხმობს, მისი დასკვნით მეორე "ესე"-ც იმავე "მორყუნილს" მიემართება და თითქოს მთელი ეს ტექსტი ("ამაოებასა შინა "შემოსული", ბნელსა შინა დატევებული", "უმეცრებასა შინა... მოქალაქე", "წიგნისაგან ცსოველთაჲსა აღხოცილი" და ა.შ.) სწორედ და მარტოდენ "მორყუნილის" (მუცლადმოწყვეტილის) მდგომარეობას წარმოგვიდგენს.

როგორც ვხედავთ, საკითხი პრინციპულია, რადგან თუ ეს ყველაფერი მართლაც მუცლადმოწყვეტილს მიემართება, მისი საუკუნო წარწყმედა სავსებით გადაწყვეტილი ყოფილა. აქ ხომ პირდაპირ წერია, რომ "ესე - ამაოებასა შინა მოქალაქე" ვერ ეღირსებაო სიმართლის მზის ნათელს და ცხოველთა წიგნიდან ამოშლილიაო.

დიახ, ამიტომაა პრინციპულად მნიშვნელოვანი გარკვევა იმისა, თუ რომელს გუღისხმობს აღნიშნული ნაცვალსახელი "ესე", - "მორყუნილს" (მუცლადმოწყვეტილს) თუ "კაცს" (რომელმაც ფუჭად იცხოვრა).

კვლავ ხაზს გავუსვამთ საკითხის პრინციპულობას: თუ აღნიშნული ნაცვალსახელი "ესე" მუცლადმოწყვეტილს გულისხმობს, პრობლემა მუცლადმოწყვეტილთა საუკუნო წარწყმედის შესახებ გადაჭრილი ყოფილა.

პატივცემული არქიმანდრიტი ხსენებულ ნაცვალსახელს, რა თქმა უნდა, უყოყმანოდ აკუთვნებს სწორედ მუცლადმოწყვეტილს და აბსოლუტურად დარწმუნებულია რა თავისი მსჯელობის შეუვალ უცთომელობაში, მისი პოლემიკური ტონიც უაღრესად რჯულდებითია და ტრიუმფალური.

პრობლემის მნიშვნელობის წარმოჩენის შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ, ჯერ შევეხებით შედარებით უმნიშვნელო მომენტს, რაც, ამავე დროს, ჩვენი მხრიდან პასუხიც იქნება ოპონენტის შეკითხვაზე, თუ რატომ არ დავიმოწმეთ ჩვენს ადრინდელ სტატიაში ოლიმპიოდორეს სიტყვათა აღნიშნული ძველი ქართული თარგმანი.

საქმე ისაა, რომ ძველ ქართულ ტექსტებს ძალიან ხშირად უვავშირდება შინაარსისგან დამოუკიდებელი საკუთრივ ტექსტოლოგიური პრობლემები (რაც სპეციალისტისათვის გასაგებია). როდესაც საღვთისმეტყველო საკითხის შესახებ მსჯელობა იბეჭდება მასობრივად გასავრცელებელ გაზეთში, ყოველთვის ისეთი ტექსტი უნდა დავიმოწმოთ, რაც მკითხველისთვისაც მეტნაკლებად ცხადია და არ საჭიროებს მსჯელობის საგნისგან დამოუკიდებელ სუფთა ტექსტოლოგიურ განხილვებს.

ხელნაწერი, რომელსაც თქვენ იმოწმებთ, მამაო, რთული რედაქტორული ნამუშევარია. იგი აერთიანებს ორ თარგმანს და ქმნის ცალკეულ ტექსტოლოგიურ პრობლემებს. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს ერთ ასეთ ტექსტოლოგიურ საკითხს:

საქმე ისაა, რომ თარგმნილ ტექსტს ქართველი მთარგმნელები აშიაზე ხშირად ურთავდნენ ტექსტოლოგიურ კომენტარებს, რომ ტექსტის ემპირიული შინაარსი მართებულად გაეგო მკითხველს. ხდებოდა ისე, რომ აშიაზე დართული ამგვარი კომენტარები მომდევნო გადამწერთა მიერ, სხვადასხვა მიზეზის გამო, თვით ტექსტშივე შეიტანებოდა, რაც უაღრესად ართულებდა ტექსტის გაგებას და, ცხადია, მკვლევარისგან ახსნას მოითხოვდა (ამგვარი მოვლენის შესახებ იხ. ჩვენი წიგნი "ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია", თბ, 1996, გვ. 271-272).

ფრაზა, რომელსაც პატივცემული არქიმანდრიტი თავისი მსჯელობის დასაწყისში ეყრდნობა ("არამხილველი მზისა, ანუ ესრეთცა უკეთეს არს ესე უფროჲს ესევითარისა მის მორყუნილი") არის არა წმ. გრიგოლ აკრაკანტელის სიტყეები, არამედ ქართველი მთარგმნელის მიერ აშიაზე დართული რამდენიმე ტექსტოლოგიური კომენტარი, რომლებიც გადამწერის მიერ ძირითად ტექსტში შესულა. ამიტომაა ასე გაბუნდოვნებული ხსენებული თარგმანის დასაწყისი ნაწილი (სხვათაშორის, ამ ხელნაწერის ძირითად ტექსტში შესულია წმ. ექეთიმე ათონელის ერთი სწავლებაც, რაც თავის დროზე, ცხადია, აშიაზე იქნებოდა დართული).

ჩვენი ოპონენტი ხომ ერთგან ბერძნულ ტექსტზეც მიანიშნებს და ნუთუ ეეღარ დაუკვირდა იგი (უკეთ, ვერ დაუკვირდნენ მისი "განმზრახნი"), რომ ბერძნულში (ისევე როგორც ლათინურ თარგმანში) ეს ნაწილი საერთოდ არაა?

აი, ყოველივე ეს უნდა განგვემარტა მკითხველისთვის, ჩვენ რომ ჩვენს სტატიაში ძველი ქართული თარგმანი დაგვემოწმებინა. მაგრამ იყო კი ამის რაიმე საჭიროება? ცხადია, არავითარი.

დავძენთ, რომ აღნიშნული მომენტი (ე.ი. ის, რომ ზემორე ჩანართი ქართველი მთარგმნელის რამდენიმე მოკლე კომენტარის მექანიკური გაერთიანებაა გადამწერის მიერ) საკუთრივ ძველი ქართული ტექსტის ჭეშმარიტი აზრის გაგებისთვის აბსოლუტურად არანაირ დაბრკოლებას არ ქმნის. იგი მარტოოდენ სინტაქსურად აბუნდოვნებს დასაწყის ნაწილს და მხოლოდ თავდაჯერებულ დილეტანტს შეიძლება გაუხდეს საცთურად.

ახლა უმთავრესის შესასებ:

ვინ იგულისხმება ოლიმპიოდორეს სიტყეებში:

"რამეთუ ესე ამაოებასა შინა შემოვიდა და ბნელსა შინა ვალს, ვითარცა უმეცრებასა შინა მოქალაქე და ბნელსა შინა დატევებულ იქმნეს სახელი მისი, წიგნისაგან ცხოველთაჲსა აღჴოცილისაჲ და არა ღირსქმნულისაჲ მიმთხუევად ნათელსა მზისა სიმართლისასა"?

პატივცემული არქიმანდრიტის უზომოდ კატეგორიული და პრინციპული განჩინებით აქ სწორედ მუცლადმოწყვეტილზეა საუბარი. მას მოაქვს ჯერ ძველი ქართული ტექსტის მისეული თარგმანი და შემდეგ ურთავს თავის კომენტარს. მოგვაქვს ციტატა:

"...потому, что этот в суете пришел, и как в неведении поживший и во тьме оставлено будет имя его, из книги жизни вычеркнут и не достоен есть приобщиться свету солнца правды..."

- не надо быть филологом, чтобы увидеть, что "этот пришел" есть тот же, кто "лучше есть", т.е. "выкидыш". Любопытно и то, что Вы явно имея этот текст (იგულისხმება ძველი ქართული თარგმანი, ე.ჭ.) в руках, предрочитаете ему свой перевод с греческого, где опять же точно так же выходит тот же смысл: "говорю, что лучше есть такого выкидыш. Этот ибо в суете пришел...".

ბერძნული ტექსტი რას ადასტურებს, შემდეგ ვნახავთ, აქ კი ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ როგორ აფასებს საკუთრივ ჩვენეულ თარგმანს არქიმანდრიტი:

აი, მისი შეუვალი განჩინება:

"явно и сознательно искажаете смысл текста, давая ему желательный Вам ход мысли".

და ულმობელი დანასკვია:

"таким образом это уже вовсе не слово Олимпиадора Александрийского, а Ваша подделка с его именем" (გვ. 93).

მართალია, აქ უკვე იგრძნობა მოყვასზე გამარჯვებული მოპაექრის არასახარბიელო სიხარული (განა ასე არ მოგვმართა წერილის დასაწყისში: Брат Эдишер. ნუთუ Брат-ზე გამარჯვება სახარბიელოა?), მაგრამ წერილის ბოლოს უკვე ვერანაირად ვეღარ ითოკება ეს ქვენა გრძNობა და, როგორც იტყვიან "გადმოიფრქვევა" კიდეც, თანაც „ეკლესიასტესეული“ „тьма“ უკვე საკუთრივ ჩვენდამია მოკუთვნებული:

"Столкнувшись впервыс с Вашими "богословскими" методами и в первой же Вашей статье, которую мне пришлось прочитать, обнаружив такую "'тьму тем" искажений, ажетолкований, подставок, подделок - я пришел в ужас: ведь Вы уже много лет преподаете в духовной академии патрологию, почти в каждом выпуске семинарской газеты - Ваши переводы с древнегреческого и латинского... теперь настоит нужда в целой группе знатоков древнегреческого и латинского, чтоб провести ревизию Вашего "метафрастического" творчества" (გვ.136).

მშვიდად მივმართავთ „ძლევამოსილ“ მოძღვარს და, სხვათაშორის, კვლავ წმ. გიორგი მთაწმიდელის სიტყვებით მივმართავთ:

"ჰოჲ, მამაო, რაჲსთჳ ესრეთ ადვილად ჴელ-ჰყავ დიდისა ამისა და მაღლისა საქმისა მოგონებად და აღსრულებად ანუ რად ესრეთ უგუნურად შეგირაცხიეს ნათესავი ქართველთაჲ?"

ახლა, თუმცა ვუახლოვდებით მსჯელობის მწვერვალს, მაინც ჯერ კიდევ დაგვრჩა ერთი საფეხური: ესაა ზემოციტირებული ძველი ქართული ტექსტი.

როგორც პატივცემული არქიმანდრიტის ზემომოტანილი "განმარტება" ცხადყოფს, თურმე სულაც არ ყოფილა ფილოლოგობა საჭირო იმის დასადგენად, რომ ოლიმპიოდორეს შრომის ხსენებული ძველი ქართული ტექსტის დასაწყისი სიტყვები ("რამეთუ ესე ამაოებასა შინა შემოვიდა") და მთელი შემდგომი ნაწილი საკუთრივ მუცლადმოწყვეტილს ეხება. მაგრამ აქ არის ერთი არსებითი მნიშვნელობის მონაცემი: ხსენებულ ტექსტში ნაგუწლისხმევი პირი არის "უმეცრებასა შინა მოქალაქე". მიაქციეთ ყურადღება სიტყვა "მოქალაქეს". განა შეიძლება იგი რაიმე აზრით მუცლადმოწყვეტილს გულისხმობდეს? არქიმანდრიტის რუსული თარგმანია: в неведении поживший.

ქართული "მოქალაქე" და რუსული "поживший" გადმოსცემს ბერძნულ სიტყვას διάγων, რაც არა მხოლოდ "ცხოვრებას", არამედ, ამავე დროს, ხანგრძლივ მყოფობას ნიშნავს (пребывать, медлить; проволакивать время) და იგი მიემართება სწორედ იმ "კაცს", რომელიც ამქვეყნად უმიზნოდ ცხოვრობს ანუ "ამაოებაში მოქალაქეობს".

თითქოს ყველაფერი გაირკვა, მაგრამ ნუ დავიზარებთ და მწვერვალსაც დავადგათ ფეხი. ეს მწვერვალი ორიგინალია, საკუთრივ ოლიმპიოდორეს ბერძნული სიტყვებია. მოგვაქვს ტექსტი:

λέγω ὅτι ἀγαθόν ἐστι ὑπὲρ τὸν τοιοῦτον τὸ ἔκτρωµα. Οὗτος γὰρ ἐν µαταιότητι ἦλθε, καὶ ἐν σκότει πορεύεται, ἐν ἀγνωσίᾳ διάγων· καὶ ἐν σκότει ὄνοµα αὐτοῦ καλυφθήσεται, ἐξαλειφοµένου ἐκ βίβλου ζώντων, καὶ µὴ ἀξιουµένου τοῦ τῆς δικαιοσύνης Ἡλίου.

ბერძნულ ტექსტში არის ჭეშმარიტად გადამწყვეტი მნიშვნელობის მონაცემი, რაც სრულიად მარტივი გასაგებია. საქმე ისაა, რომ ბერძნულ ენაში, რუსულის მსგავსად, მეტყველების სახელადი ნაწილები და მიმღეობები ასახავენ სქესთა განყოფას (რაც ქართულისთვის, როგორც ცნობილია, უცხოა). კერძოდ, თავისი მკვეთრი ნიშნები აქვს მამრობით სქესსაც, მდედრობითსაც და საშუალოსაც. კონკრეტულად ჩვენს შვმთხვევაში თუმცა რუსული ენისთვის человек-იც და выкидыш-იც მამრობითი სქესია, მაგრამ ბერძნულში საქმე სხვაგვარადაა: მუცლადმოწყვეტილის შესატყვისი ἔκτρωµα ოდენ საშუალო სქესია და ამიტომ დაერთვის საშუალო სქესის გამომხატველი არტიკლი τὸ (τὸ ἔκτρωµα), ხოლო "კაცის" შესატყვისი ἀνήρ მხოლოდ მამრობითი სქესია და დაესმის ამ სქესის გამომხატველი არტიკლი ὁ (ὁ ἀνήρ). ამგვარი გამიჯვნა ვრცელდება ჩვენებით ნაცვალსახელებზეც. კერძოდ, როდესაც ნაცვალსახელი "ესე" მამრობითს გულისხმობს (этот), ბერძნულში იგი გადმოიცემა მამრობითი სქესის ნაცვალსასელით Οὗτος, ხოლო თუ "ესე" საშუალო სქესს გულისხმობს, ბერმნულად იგი გადმოიცემა მხოლოდ და მხოლოდ როგორც τοῦτο (იხ. ნებისმიერი ლექსიკონი და სახელმძღვანელო).

დავუკვირდეთ: რადგან τὸ ἔκτρωµα ("მორყუნილი") საშუალო სქესია, მისი მსაზღვრელი, კერძოდ ზედსართავი სახელი "კარგი", ცხადია, ასევე საშუალო სქესშია: ἀγαθόν (მამრობითში იქნებოდა ἀγαθός), ხოლო რადგან "კაცი" ანუ ὁ ἀνήρ მამრობითი სქესია, მისი შემცვლელი ნაცვალსახელიც არტიკლითურთ ასევე მამრობითი სქესისაა (აკუზატივის ბრუნვაში): τὸν τοιοῦτον.

ამ ელემენტარული განმარტების შემდეგ ვიკითხოთ:

ოლიმპიოდორეს სიტყვათა ძველი ქართული თარგმანის "ესე" ("რამეთუ ესე ამაოებასა შინა მოვიდა..."), რაც ჩვენს ოპონენტს "მორყუნილის" ანუ ბერძნული τὸ ἔκτρωµα-ს შესატყვისად განუჩენია და ამიტომაც უკიდურესად გვგმობს, მართლაც ამ τὸ ἔκτρωµα-ს შეესატყვისება თუ ὁ ἀνήρ-ს ("კაცს")? რამდენადაც τὸ ἔκτρωµα, როგორც აღვნიშნეთ მხოლოდ საშუალო სქესია, ხოლო ὁ ἀνήρ - მამრობითი, აღნიშნული "ესე"-ს ბერძნული შესატყვისი ყველაფერს გაგვირკვევს:

ბერძნულში წერია:

Οὗτος γὰρ ἐν µαταιότητι ἦλθε, καὶ ἐν σκότει πορεύεται...

როგორც აბსოლუტურად ცხადია, საქმე გვაქვს მხოლოდ მამრობითი სქესის ნაცვალსახელთან, რაც ვერანაირად ვერ მიესადაგება საშუალო სქესის τὸ ἔκτρωµα-ს და დღესავით ნათელია, რომ გულისხმობს მამრობითი სქესის ὁ ἀνήρ-ს  და მის შესატყვისს τὸν τοιοῦτον-ს.

აი ულმობელი ფილოლოგია! როგორ გაფანტა და მოსპო ყოველგვარი დაბნეულობა და ღვარძლიანი ენამტკივნეულობა!

კიდევ:

ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ ძველი ქართული "მოქალაქე" (რუს. Поживший) ბერძნულში წარმოდგენილია მიმღეობით διάγων (ლათ. Vivens). მაგრამ რომელი სქესისაა იგი? ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ - მამრობითისა (საშუალო სქესში იქნებოდა διάγον).

მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე გამოაშკარავდა, ყოველივე იმხილა და ოპონენტთა ირონიული ღიმილი აშკარად შეახმა ბაგეს, მაინც ერთსაც დავუმატებთ: ბერძნული ორიგინალის პარალელურად დაბეჭდილ ლათინურ თარგმანში ზემოხსენებული ბერძნული ორიგინალის პარალელურად დაბეჭდილ ლათინურ თარგმანში ზემოხსენებული ბერძნული οὗτος-ის ლათინურ ეკვივალენტს hic ემატება სიტყვა homo (კაცი) ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად. აი, ეს ტექსტი:

Dixerim: tali homine longe meliorem esse abortivum. Hic namque homo vere in vanitatem venit et in tenebras pergit, in ignorantiam vivens et nomen ipsius in tenebris occultabitur cum delendus sit e libro viventium, neque dingus habendus sit justitiae Sole (იქვე 554).

რაღა ვთქვათ ახლა, რა დასკვნები გამოვიტანოთ? ხომ ბოლომდე გამჟღავნდა, თუ ვინ ამახინჯებს საღვთო წერილის ჭეშმარიტ აზრს, ვინ ცვლის "180 გრადუსით" (ეს არქიმანდრიტის საყვარელი სიტყვებია) მართლმადიდებელი მოძღვრების სწავლებას?

ამრიგად, ოლიმპიოდორეს უაღრესად ნათელი სწავლებით, „ეკლესიასტეს“ მე-6 თავის 3-5 მუხლები გვმოძღვრავს, რომ მუცლადმოწყვეტილი უკეთესია იმ კაცზე, რომელიც ამაოებაში მოვიდა, სიბნელეში დადის, - უცნობელობაში ცხოვრობს, ვისი სახელიც სიბნელეში დაიფარება, ვინც ამოშლილია ცოცხალთა წიგნიდან და ვინც ვერ ღირსებია ჭეშმარიტების მზეს.

ამჯერად მხოლოდ ბოლო ნაწილი მოვიხმოთ:

ოლიმპიოდორე გვასწავლის, რომ მუცლადმოწყვეტილი უკეთესია ისეთ კაცზე, ვინც ამოშლილია ცოცხალთა წიგნიდან და ვინც ვერ ღირსებია სიმართლის მზეს.

თუ მუცლადმოწყვეტილი ცოცხალთა წიგნიდან ამოშლილ და ჭეშმარიტების მზისგან გაუცხოებულ კაცზე ანუ წარწყმედილზე უკეთესია, რა ხვედრი რგებია თვ8ით ამ მუცლადმოწყვეტილს? განა იგივე?

პასუხი, ვფიქრობთ, ნებისმიერი მკითხველისთვის აშკარაა.

დიახ, აი, ამას გვასწავლის ოლიმპიოდორე, - ხმამაღალი ქადაგი ჭეშმარიტებისა, აი, ამ სწავლების მიჩქმალვასა და ტოტალურ დამახინჯებას აქვს ადგილი!

განვაგრძოთ მსჯელობა:

რადგან არსებითი მთლიანად გაირკვა, ახლა რამდენიმე სიტყვით შევეხოთ იმ მცირე ბრალდებათა სრულ მცდარობას, რაც კვლავ ოლიმპიოდორეს ტექსტს უკავშირდება.

განრისხებით გვეავსიტყვება არქიმანდრიტი იმის გამო, რომ ზემოხსენებული ბერძნული οὗτος (ძვ. ქართ. „ესე“, რუს. Этот) ჩვენ ვთარგმნეთ ორი სიტყვით: „ეს უკანასკნელი“ და არა როგორც მხოლოდ „ეს“. ამის მიზეზი კვლავ ისაა, პატივცემულო მოძღვარო, რომ ქართული ენა სქესთა მიხედვით ვერ განასხვავებს ნაცვალსახელებს, რის გამოც აუცილებელია დაკონკრეტება. ბერძნულში ამ დაკონკრეტებას ტვირთულობს აღნიშნული ნაცვალსახელის მამრობითი სქესი, რაც თავისთავად ცხადყოფს, რომ ეს ნაცვალსახელი, როგორც აღვნიშნეთ, მიემართება მხოლოდ მამრობითი სქესის ὁ ἀνήρ-ს (,,კაცს“) და არანაირად - საშუალო სქესის τὸ ἔκτρωµα-ს (მუცლადმოწყვეტილს). ქართულში ამგვარ დაკონკრეტებას სწორედ სიტყვა ,,უკანასკნელი“ (,,ეს უკანასკნელი“) გადმოსცემს. ამიტომ ვთარგმნეთ ოლიმპიოდორეს სიტყვების დასაწყისი ნაწილი ამგვარად: 

"ვამბობ, რომ მუცლადმოწყვეტილი ამგვარ ვინმეზე (ვინც სიკეთით არ აღივსო, ე.ჭ.) უფრო კარგია, რადგან, ერთი მხრივ, ეს უკანასკნელი ამაობაში მოვიდა...“ 

როგორც ვხედავთ, ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტია და მკითხველიც გარკვეულია, რომ საქმე ეხება მხოლოდ ,,ამ უკანასკნელს“, ე.ი. ,,კაცს“, ვინც, სიკეთით არ აღივსო და არანაირად - მუცლადმოწყვეტილს. მარტოდენ ნეიტრალური ,,ეს“ რომ გამოგვეყენებინა, მკითხველს იგი შეიძლებოდა მიეკუთვნებინა ან ,,მუცლადმოწყვეტილისთვის", ან ,,კაცისთვის“, რითაც დაიკარგებოდა არსებითი: ბერdნული οὗτος-ის მამრობითობა და მისი ცალსახა მიმართება კონკრეტულად ,,კაცთან“ (და არა ,,მუცლადმოწყვეტილთან“).

რაც შეეხება ფრაზებს: ,,ერთი მხრივ“ და ,,მეორე მხრივ“, ისინი აუცილებელია იმგვარ ტექსტში, რომლის ერთი ნაწილი ერთ საკითსს ეხება, მეორე კი - მეორეს. მართლაც, ოლიმპიოდორეს ტექსტის პირველი ნაწილი ,,კაცს“ ეხება, მეორე ნაწილი კი, რასაც ქვემოთ მოვიტანთ, საკუთრივ ,,მუცლადმოწყვეტილს“. ამასვე ადასტურებს მეორე ნაწილის დასაწყისში ოლიმპიოდორეს მიერ გამოყენებული კავშირი δέ, რასაც წინ შეიძლება უძღოდეს მისი მოპირდაპირე µέν ანდა ეს უკანასკნელი შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ იგულისხმებოდეს.

გადაშალეთ, მამაო, ალბათ თქვენთვისაც მისაწვდომი ყველაზე უფრო პოპულარული ა. ვეისმანის ,,ბერძნულ რუსული ლექსიკონი“ (პეტერბ. 1899) და იქ ნახეთ, როგორაა განმარტებული δέ - "служит для противоположения... (გვ. 286); იქვე ნახეთ, თუ როგორ უნდა ითარგმნოს იგი დაპირისპირებულობის შინაარსით: с одной стороны - с другой стороны (გვ. 286-287).

ხედავთ, რა საპნის ბუშტივით გასკდა ყველა თქვენეული ბრალდება?!

"ახლა ოლიმპიოდორეს სიტყვათა მეორე ნაწილის შესახებ:

დაასრულა რა დიდმა ალექსანდრიელმა მოძღვარმა მსჯელობა წარწყმედილ „კაცზე“ (და არა წარწყმედილ ,,მორყუნილზე“), ამის შემდეგ საკუთრივ ,,მორყუნილთა“ ანუ მუცლადმოწყვეტილთა შესახებ გვაუწყებს:

,,ხოლო, მეორე მხრივ, რაც შეეხება მუცლადმოწყვეტილთა შესახებ მსჯელობას, თუ რატომ მოხდა, რომ ერთნი მკვდრად იშვებიან, მეორენი კი ერთ დღეს ცოცხლობენ ან ორს, ღვთის მიუწვდომელ სამართლიან წინაგანგებას დავუტოვოთ“.

აი, ბერძნული ორიგინალი:

Τὸν δὲ περὶ τῶν ἐκτρωµάτων λόγον, διὰ τί τὰ µὲν νεκρὰ γεννῶνται, τὰ δὲ µίαν ἡµέραν ζῶσιν, ἢ δύο, τῇ ἀνεφίκτῳ τοῦ Θεοῦ δικαίᾳ προνοίᾳ καταλειπτέον. (PG. 93, 553 A).

ხედავთ, მამაო, გრამატიკულად როგორ შეიცვალა ყოველივე? თუ პირველ ნაწილში მხოლოდ მამრობითი სქესი გვქონდა (οὗτος, διάγων), რადგან მსჯელობა ეხებოდა მამრობითი სქესის ὁ ἀνήρ-ს (,,კაცს“), მეორე ნაწილში უკვე საშუალო სქესის τὸ ἔκτρωµα-ზე (,,მუცლადმოწყვეტილებზე") არის მსჯელობა და ამიტომაც გვხვდება მის მიმართ მხოლოდ საშუალო სქესის ფორმები: τὰ, νεκρὰ, τὰ..

და ბოლოს: თქვენ გვეკამათებით, თუ რატომ ვამბობთ, რომ ოლიმპიოდორე საუბრობს მუცლადმოწყვეტილთა ,,ვითარებაზე“. იმიტომ, პატიოსანო მამაო, რომ სწორედ ვითარებაა მუცლადმოწყვეტილობაც, ერთდღიურობაც და მრავალჟამეულობაც. ამასთან, თვით ოლიმპიოდორეს მიერ მუცლადმოწყვეტილთა მიმართ ხმარებული λόγος გარდა ,,სიტყვისა“, გარდა ,,მსჯელობისა“, გულისხმობს, აგრეთვე, ,,მდგომარეობასაც“, ,,ვითარებასაც“ (იხ. იგივე ლექსიკონი: ὧδ' ἔχει λόγος, "в таком положении дело", გვ. 767). რისი გააზრებაც უეჭველად აქვს მას, აგრეთვე მოცემულ კონტექსტში.

ამრიგად, ზემოთქმულიდან დადგინდა ორი უეჭველი მომენტი:

(I) ,,ეკლესიასტეს“ 4-5 მუხლები არსობრივად ეხება წარწყმედისკენ მიმავალ კაცს, რომელზე უფრო კარგიც არის მუცლადმოწყვეტილი.

(II) ოლიმპიოდორეს სიტყვების პირველი ნაწილი, ,,ეკლესიასტეს“ VI თავის 3-5 მუხლების კვალობაზე, ეხება იმ ფუჭადმცხოვრებ კაცს, რომელიც ამოშლილია ცოცხალთა წიგნიდან და მოკლებულია სიმართლის მზეს, მუცლადმოწყვეტილი კი ამგვარ კაცზე კარგია, თუმცა კი თვით ამ მუცლადმოწყვეტილობის მდგომარეობას ჩვენი გონება ვერ ახსნის და ეს მხოლოდ ღვთის სამართლიან წინაგანგებას განეკუთვნება.

ახლა შევეხოთ უდიდეს წმინდანს, გრიგოლ აკრაკანტელს, რომელიც თავისი ღმერთშემოსილობით განამტკიცებს და გაცილებით უფრო ამკვეთრებს იმას, რაც ოლიმპიოდორეს მიერ ითქვა.

წმ. გრიგოლს, ოლიმპიოდორეს მსგავსად, ჯერ ,,ეკლესიასტეს“ სიტყვები მოაქვს, შემდეგ კი საკუთარ განმარტებას ურთავს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ პატივცემული არქიმანდრიტი არ კმაყოფილდება ჩეენს წინა სტატიაში მოხმობილი ციტატით, მოაქვს წმ. გრიგოლის შრომის ძველი ქართული თარგმანიდან მთელი კონტექსტი და ცდილობს როგორმე შეუცვალოს აზრი წმინდანის სიტყვებს იმის შესახებ, რომ მუცლადმოწყვეტილი ,,არანაირად არ იქნება დადანაშაულებული“.

სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტი (მის კონსულტანტებთან ერთად) ძველი ქართული ტექსტის გაგებისას უშვებს დამღუპველ შეცდომებს, რაშიც კვლავაც აბსოლუტურად დარწმუნდება ქვემოთ (ამგვარი შეცდომები გარდაუვალი იყო, რადგან სახეზეა, ერთი მხრივ, ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის სრული უმეცრება, მეორე მხრივ კი - ორიგინალის უგულებელყოფა).

მაშ, მშვიდად, ნაწილ-ნაწილ განვიხილოთ წმ. გრიგოლის სიტყვათა ის ძველი ქართული თარგმანი, რაც არქიმანდრიტის მიერ არის დამოწმებული თავისი წიგნის 89-90 გვერდებზე.

როგორც აღვნიშნეთ, ჯერ მოტანილია ,,ეკლესიასტეს“ სიტყეები:

„ვთქუ კეთილყოფაჲ უფროჲს მისსა მორყუნილისაჲ, რამეთუ ამაოებით მოვიდა და ბნელსა შინა ვალს და ბნელსა შინა დაიფარვის სახელი მისი. და მზე არა იხილა და არა ცნა“.

ამ ტექსტს დიდი წმინდანი ჯერ ასეთ განმარტებას ურთავს:

,,ხატოვნვბითთა საცნაურებათა მორყუნილისათა აღიყვანებს კაცისა მის ამაოებასა შინა სიმდიდრისასა და ბნელსა ვერცხლის-მოყუარებისასა მავალისა მიმართ, დასასრულსა თანა ცხორებისასა ბნელსა შინა ჯოჯოხეთისასა და საუკუნოჲსა სიკუდილისა და დაშჯისასა დაფარულისა, რომელი-იგი არცა მზის მხილველ იქმნა, არცა იცნა თავი თჳსი ვითარმედ კაცი არს, სათნოყოფითა ღმრთისაჲთა საწუთოდ შემოსლვისა მქონებელი და კუალად მიერ სოფლით განსლვისა მგულებელი“.

მკითხველმა რომ ტექსტი ზედმიწევნით აღიქვას, განვმარტავთ რომ ძველი ქართული ტერმინი ,,ხატოვნებითნი საცნაურებანი“ ნიშნავს ,,დამახასიათებელ ნიშანთვისებებს“ (ბერძნ. τὰ χαρακτηριστικά), სოლო ,,აღიყვანებს“ იგივეა, რაც ,,განუკუთვნებს“, ,,აკუთვნებს“ (ბვრძნ. ἀνατίθει).

ამრიგად, ზემორე ტექსტი (შესაბამისად, მისი ბერძნული ორიგინალი) მხოლოდ ასე ითარგმნება:

”[ეკლესიასტე] მუცლადმოწყვეტილის დამახასიათებელ ნიშნებს აკუთვნებს კაცს, სიმდიდრის ამაოებაში და ვერცხლისმოყვარეობის სიბნელეში მავალს, დაფარულს (ე.ი. დანთქმულს, ე.ჭ.) ჯოჯოხეთის, საუკუნო სიკვდილისა და სასჯელის სიბნელეში ცხოვრების დასრულებისთანავე, რომელიც არც მზის დამნახველი გახდა, არც საკუთარი თავი შეიცნო, რომ კაცია, - ღვთის ნებით საწუთროში შემომავალი და კვლავ წასვლის მომლოდინე ამ სოფლიდან“.

აი, მამაო, რა ნათლადაა განმარტებული, თუ არსობრივად ვინ იგულისხმება ,,ეკლესიასტეს“ ზემორე სიტყვებში, თქვენ კი, ნახეთ, როგორ ცდილობთ ამ უცხადესი კონტექსტის შეცვლას:

"Те слова ("в суете прииде", "во тьме идет", "во тьме имя его покроется" и т.д.) относится так же вькидышу, и даже поясняет, что Екклесиаст "к образу выкидыша (который в суете пришел и во тьме ходит - сост.) подводит человека, который ходил в суете богатства и во тьме сребролюбия." (გვ.90).

არა, მამაო, მძიმედ ცდებით!

ჯერ ერთი, ზემორე ძველი ქართული ტექსტის თქვენი რუსული თარგმანი მართლაც ,,180 გრადუსით“ მცდარია, რადგან წმ. გრიგოლი იმას კი არ ამბობს, რომ ,,ეკლესიასტეს ამაო ადამიანი დაჰყავს მუცლადმოწყვეტილის სახემდე“, არამედ სწორედ პირუკუ: ეკლესიასტე ,,მუცლადმოწყვეტილის მახასიათებლებს (τὰ χαρακτηριστικά) ,,აღიყვანებს“ ანუ განაკუთვნებს იმ კაცისადმი, რომელიც სიმდიდრის
ამაოებაშია:

ხედავთ, როგორ სრულიად შეაბრუნეთ წმ. გრიგოლის სიტყვები?

ახლა, რას ნიშნავს ის, რომ ეკლესიასტე ,,მუცლადმოწყვეტილის“ ნიშანთვისებებს განუკუთვნებს
ამაო კაცს.

ამის შესახებ უკვე აღვნიშნეთ, მაგრამ კვლავ გავიმეორებთ:

,,მუცლადმოწყვეტილისთვის“ ყოფითად, ბიოლოგიურად დამახასიათებელი ნიშნებით ეკლესიასტე აღგვიწერს ამაო ადამიანის მდგომარეობას. წმ. გრიგოლი რომ ამბობს, ეკლესიასტე ამაო კაცს განუკუთვნებსო ,,მუცლადმოწყვეტილის“ ნიშნებს, თუ აქ ,,ეკლესიასტის“ მეექვსე თავის სწორედ 4-5 მუხლები არ იგულისხმება, სხვაგან სად განუკუთვნებს წმ. სოლომონი აღნიშნულ ეპითეტებს (,,ამაოებაში მოსვლა“, ,,სიბნელეში სვლა“, ,,სიბნელეში დაფარვა“ და ა.შ.) უმიზნოდ მცხოვრებ კაცს? ნუთუ კიდევ სხვაგან მსჯელობს იგი ამის შესახებ?

მეტაფორიკის ურყევი კანონია ერთი საგნის ან მოვლენის დახასიათება მეორე საგნის ან მოვლენის ცნობილი ნიშანთვისებათა კვალობაზე.

"მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ ,,ეს ადამიანი ნამდვილი პირუტყვია, რადგან ვერ თოკავს თავის ვნებებს, მრისხანებს, დაუნდობელია“, აღნიშნული გამონათქვამებით ემპირიულ დონეზე, ყოფითად, ბიოლოგიურად პირუტყვის ნიშანთვისებანია აღწერილი, მაგრამ ეგევე ტექსტი თავისი სულიერი ანუ ჭეშმარიტი აზრით პირუტყვის მდგომარეობას კი არ გვაუწყებს, არამედ იგი იყენებს პირუტყვისათვის დამახასიათებელ თვისებებს კონკრეტული ყაიდის ადამიანის დასახასიათებლად.

რას გვეუბნება წმ. გრიგოლი, ვინ არისო არსობრივად ანუ სინამდვილეში ,,ეკლესიასტეს“ 4-5 მუხლების ყურადღების ცენტრში, ვისზე მსჯელობსო იგი, ვის ცხოვრებას აღგვიწერსო? ცხადია, იმ კაცისას, ვინც სულიერ სიბნელეში ცხოვრობს და ვისზედაც გადააქვს (“აღიყვანებს”) ეკლესიასტეს მუცლადმოწყვეტილისთვის ყოფითად დამახასიათებელი ნიშნები. სხვა თუ არაფერი, იმას მაინც დავუკვირდეთ, რომ სწორედ „ამ კაცთან“ დაკავშირებით წმ. გრიგოლი ნაწილობრივ კვლავ ახდენს ეკლესიასტის უკვე დამოწმებულ სიტევათა ციტირებას: ,,რომელი-იგი არცა მზის მხილველ-იქმნა, არცა იცნა თავი თჳსი, ვითარმედ კაცი არს, სათნოყოფითა ღმრთისაჲთა საწუთოდ შემოსლვისა მქონებელი და კუალად მიერ სოფლით განსლვისა მგულებელი“. ანუ რაო? ის, რომ ფუჭად მცხოვრებმა კაცმა ვერც მზე დაინახა (ანუ ჭეშმარიტება ვერ დაინახა), ვერც ის შეიცნო, რომ კაცია, ღვთის ნებით რომ შემოვიდა სოფლად და კვლავ რომ უნდა დატოვოს ეს სოფელი.

აქვე ჩვენი ოპონენტის კიდევ ერთ პატარა, ,,უმნიშვნელო" ქმედებაზე მივაქცევთ მკითხველის ყურადღებას.

არქიმანდრიტი წერს:

"Исследованию надо бы предложить и вышесказанные слова: ,,დასასრულსა თანა ცხოვრებისასა ბნელსა შინა ჯოჯოხეთისასა და საუკუნოჲსა სიკუდილისა და დაშჯისასა დაფარულისა, რომელი-იგი, არცა მზის მხილველ იქმნა, არცა იცნა თავი თჳსი, ვითარმედ კაცი არს...“ -  нс относятся ли к одному лицу, ибо последние - именно выкидыш, но оставим это филологам" (გვ.90).

დავუკვირდეთ, თითქოსდა როგორ ორჭოფობს ჩვენი ოპონენტი, ხომ არ მივაკუთვნოთო ეს სიტყვები მუცლადმოწყვეტილს, თან, ვითომც რთულ და ბუნდოვან კონტექსტთან გვქონდეს საქმე, იქვე ირიდებს თავიდან დაზუსტებას და, ფილოლოგებს დავუტოვოთ ეს საქმეო, ბრძანებს.

არა, მამაო, არაფერია აქ საფილოლოგო, ან კი როგორღა არ იწუხებთ თავს ოდნავ მეტის ძიებით, რომ ზუსტად გაარკვიოთ, თუ ვის მიემართება ზემორე სიტყვები? აქ ხომ წმ. გრიგოლის ცენტრალური სწავლებაა მოცემული სწორედ ჩვენს საკვლევ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ აქაა მთელი სიცხადით უწყებული თუ ვინ მიდის
,,ჯოჯოხეთში“ (დიახ, ამჯერად უკვე ტერმინი ,,ჯოჯოხეთი“ გვაქვს და არა მხოლოდ ,,გეჰენია“).

უდანაშაულო ჩვილთა მთელი სიმრავლე თვალდაუხამხამებლად გადაეცით საუკუნო წარწყმედას, საუკუნო ცეცხლისათვის დაწყევლეთ და დაგმეთ ისინი, ახლა კი ისიც არ გინდათ, რომ როცა ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ სწავლებას მივადექით (სწავლებას სწორედ იმის შესასებ, თუ ვინ მიდის ,,ჯოჯოხეთში“), ოდნავ მაინც გაისარჯოთ და ზედმიწევნით დაადგინოთ, ,,კაცს“ გულისხმობს ეს სწავლება, თუ ,,მუცლადმოწყვეტილს".

მართალია, თქვენდამი ბრმად დაჯერებულთ მაინც შთაუგდებთ მარცვალს, რომ აქ, ალბათ, მუცლადმოწყვეტილნი უნდა ვიგულისხმოთო, მაგრამ იქვე განირიდებთ შემდგომ კვლევას, თითქოსდა სიფრთხილის მიზეზით. სინამდვილეში კი არ ფრთხილობთ, შიშობთ სიმართლე არ გამომჟღავნდეს. ცხადია, ზედმიწევნით იცით ვისაც მიემართება ზემორე სიტყვები, მაგრამ ეს რომ აღიაროთ, მაშინ ხომ სრულიად თვალნათლივი გახდება, ერთი მხრივ ის, თუ ვის გულისხმობს ჭეშმარიტი აზრით ეკლესიასტე თავის სიტყვებში: „და მზე არა იხილა და არა ცნა“, მეორე მხრივ კი ის, თუ ვინ მიდის ჯოჯოხეთში.

ზემორე სიტყვათა ადრესტადის დასადგენად ოდნავ გარჯაც არაა საჭირო. გადაიკითხეთ ქართული ტექსტი და ნახავთ, რომ აღწერილია ვითარება არა მუცლადმოწყვეტილისა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ - „კაცისა მის, ამაოებასა... და ბნელსა... მავალისა... ბნელსა შინა ჯოჯოხეთისასა... დაფარულისა, რომელი-იგი არცა მზის მხილველ-იქმნა...“

ხედავთ ჩვენს მიერ ხაზგასმულ სიტყვათა შეთანხმებას ნათესაობით ბრუნვაში (რა ულმობელია ეს ფილოლოგია!), ხედავთ, ვისი მდგომარეობაა აღწერილი („კაცისა მის... რომელი-იგი არცა მზის მხილველ იქმნა...“). თუ კიდევ არ გჯერათ, თუ ვის გულისხმობს ნაცვალსახელი „რომელი-იგი“ (რომელი-იგი არცა მზის მხილველ იქმნა...“), კვლავ მწვერვალზე დავადგათ ფეხი და ორიგინალი ვნახოთ:

ὅς εὑρέθη μήτε ἤλιον θεασάμενος μήτε γνοὺς ἑαυτὸν, ὡς ἄνθρωπος ἐν βουλήσει θεοῦ τὴν εἰς τὸν βίον πάροδον ἐσχηκὼς καὶ μέλλων αὐθις ἐξιέναι τῆς ἔνταυθα ζωῆς.

ხედავთ, რა სქესის ნაცვალსახელით იწყება წინადადება: ὅς, ეს კი მხოლოდ მარმობითი სქესია (საშუალო იქნებოდა ὅ), რაც აბსოლუტურად გამორიცხავს მასში საშუალო სქესის τὸ ἔκτρωµα-ს მოაზრებას, რადგან ხსენებული ὅς მხოლოდ მამრობითი სქესის ἀνήρ-ს მიემართება.

არ თქვათ, ბერძნული არ ვიცი და ეს საქმე ფილოლოგებს დავუტოვოთო. არაფრის ცოდნას არ გთხოვთ. მხოლოდ გადაშალეთ (ან ვინმეს გადააშლევინეთ) ნებისმიერი ბერძნულ-რუსული ლექსიკონი და მონახეთ (ან მოანახინეთ) იქ სიტყვა ὅς. გაიგებთ, რომელი სქესისაა ის და იქვე მდედრობითი და საშუალო სქესის ფორმებსაც ნახავთ (ἥ, ὅ).

და განა მარტო ნაცვალსახელი ὅς? მოტანილ ბერძნულ ტექსტში ჩვენს მიერ ხაზგასმულ სიტყვებს დააკვირდით (ან დააკვირვებინეთ ვინმეს): θεασάμενος, γνοὺς, ἐσχηκὼς, μέλλων. უკლებლივ ყველა მამრობითი სქესისაა და ἀνήρ-ს („კაცს“) გულისხმობს.

მაგრამ მთავარი საშინელება წინაა.

მას შემდეგ, რაც წმ. გრიგოლი ასრულებს განმარტებას „ეკლესიასტეს“ 3-5 მუხლებისას (ტექსტი იხ. ზემოთ), იგი განაგრძობს:

„ხოლო თქუმასა ამისსა, ვითარმედ: „განსუენებაჲ მისი უფროჲს ამისსა“, გამოჩინებაჲ აქუს იჭჳსა მისისა, მეტყუელისაჲ, ვითარმედ: „ვთქუ კეთილყოფაჲ უფროჲს მისსა მორყუნილისაჲ“.

ეს ტექსტი თქვენთვის ( და თქვენი ფილოლოგ-კონსულტანტებისათვის) ტერმინოლოგიურად, ცხადია, სრულიად გაუგებარია. ამიტომ, ეყრდნობით ზედაპირულ შთაბეჭდილებას და დამღუპველ შეცდომას უშვებთ. აი, როგორ გადაგაქვთ წმ. გრიგოლის ეს სიტყვები რუსულად:

"является сомнительным сказать, что упокоение его более чем этого, поскольку выкидышу лучше чем ему".

ხედავთ, რა აზრს მიაწერთ წმ. გრიგოლს, თითქოსდა იგი ამბობდეს: ,,საეჭვო ჩანს თქმა, რომ მისი (მუცლადმოწყვეტილის, ე.ჭ.) განსვენება უფრო მეტია, ვიდრე ამისი (კაცისა, ე.ჭ.)“.

მაგრამ საღვთო წერილში ხომ არავითარი პირობითობა არაა. იქ კატეგორიულად არის თქმული: "განსუენებაჲ მისი უფროჲს ამისსა“.

როგორ, ნუთუ წმ. გრიგოლი იმას ამბობს, რომ საღვთო წერილის ამ სიტყვების თქმა საეჭვო ჩანს? ნუთუ ეჭვი შეაქვს მას საღვთო წერილის აბსოლუტურ უცთომელობაში? თუ ეს ასეა, საანათემო ცოდვა ჩაუდენია ხსენებულ წმინდანს (ნუ იყოფინ!).

რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ჩვენი ოპონენტის (და მის კონსულტანტთა) ზმანებაა, რაც ძველი ქართული ტერმინოლოგიის სრული უმეცრებიდან გამომდინარეობს. მართლაც, ტერმინი "გამოჩინებაჲ" უძველესი დროდან ძველ ქართულში ნიშნავდა ,,მტკიცებულებას“, ,,საბუთს“, „დასაბუთებას“ (ბერმნ. ἀπόδειξις, რუს. доказательство. იხ. ე. ჭელიძე, ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია, გვ. 634-642); გამოთქმა ,,გამოჩინებაჲ აქუს“ რუსულად ითარგმნება არა როგორც “является", არამედ ”доказывает, имеет доказательство (შდრ. ორიგინალ:  ἀπόδειξιν ἔχει). ასევე ტერმინი "იჭჳ" საღვთისმეტყველო კონტექსტში ეჭვს ანუ сомнение-ს კი არ ნიშნავს, არამედ - ,,აზრს“ და გადმოსცემს ბერძნულ δοξά-ს (რუს. мнение. ლათ. sententia. ნახეთ თუნდაც იგივე თარგმანი: ეკლესიასტე ,,უცხადესადრე წარმოაჩინებს იჭვსა (აზრს) თჳსსა, უმეტესისა დამტკიცებისა მხუმეველი“, კ. კეკ-ის გამოც. გვ. 90.6). ზემორე ბერძნული ტექსტი სიტყვა-სიტყვით ასე ითარგმნება:

,,ხოლო ის, რაც თქვა [ეკლესიასტემ]: ,,განსვენება მისი ამაზე უფრო“, დასაბუთებაა თავისივე ახლახანს გამოთქმუღი აზრისა: ,,ვთქვა: მასზე უფრო კარგია მუცლადმოწყვეტილი“ (PG. 98, 972).

ხედავთ, მამაო, წმინდანი იმას კი არ ამბობს, რომ საეჭვოაო ეკლესიასტეს სიტყვები: ,,განსვენება მისი ამაზე უფრო“, არამედ - 180 გრადუსით საპირისპიროს. კერძოდ იმას, რომ ეკლესიასტე ამ სიტყვებით (,,განსუენებაჲ მისი უფროჲს ამისსა“) ასაბუთებს თავისსავე აზრს, რაც ცოტა ზემოთ თქვა: ,,მასზე უფრო კარგია მუცლადმოწყვეტილი".

გახსოვთ, მამაო, უსამართლოდ რომ საშინელ ბრალს გვდებდით, ამაზე მეტი დამახინჯება არ გვინახავსო. ახლა გეკითხებით თქვენ, პატიოსან მოძღვარს: მართლაც ამაზე მეტი დამახინჯება და წმინდანის საღვთო აზრის უფრო მეტად გადამწვალებლურება თუ გინახავთ სადმე?

სწორედ ამ მონაკვეთს მოსდევს წმ. გრიგოლ აკრაკანტელის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე სიტყვები, დამასაბუთებელი იმისა, თუ რით სჯობია მუცლადმოწყვეტილი ხანგრძლივად მცხოვრებ უმიზნო კაცს:

"რადგან მუცლადმოწყვეტილი, რომელიც არანაირად არ არის შემცნობი არც სიკეთისა, არც უკეთურებისა, კვლავ უმყოფობაში გადადის და არანაირად არ იქნება დადანაშაულებული, იმათ გამო, რაც სცოდა, ხოლო
ეს კი (კაცი, ე.ჭ.) სასჯელს მიიღებს იმათ გამო, რაც ქმნა უკეთურზრახვით: როგორღა არ შეირაცხება იმაზე (მუცლადმოწყვეტილზე, ე.ჭ.) უფრო უცუდესად ეს (კაცი, ე.ჭ.) გაგზავნილი (παραπεμφθείς) აუტანელ ტანჯვებში და დაუსრულებელ დასჯებში?“

როგორც ვხედავთ, უმიზნო კაცი, როგორც მუცლადმოწყვეტილზე "უფრო უცუდესი" იგზავნება სატანჯველში და სასჯელში, ხოლო მუცლადმოწყვეტილი, როგორც უმიზნო კაცზე უფრო კარგი, არანაირად არ იქნება დადანაშაულებული.

ხედავთ, რა მკვეთრი სიცხადეა? მაგრამ, ნახეთ, როგორ მახინჯდება ეს სიმკვეთრე თქვენეულ თარგმანში:

"Но тот наказан за то, что сделал в неведении как не ниже его поставлю в биениях вечных и некончаемых мучениях без отрады наказуемых".

ამ თარგმანიდან რა გამოდის? კვლავ წმინდანის აზრის უკიდურესი გაუკუღმართება, კერძოდ ის, რომ "მუცლადმოწყვეტილიც" და "კაციც" თითქოს ორივე ერთად სასჯელში არიან გაგზავნილნი, მაგრამ ამ ტანჯვებში თითქოს ერთი უფრო ზემოთაა, მეორე - უფრო ქვემოთ.

არა, მამაო, არა! წმ. გრიგოლის სიტყვები აბსოლუტურად საწინააღმდეგოა და, ამ სიტყვებით, სატანჯველში წარგზავნილი მხოლოდ „კაცია“, რადგან ,,წარგზავნილის“ შესატყვისი ბერძნული παραπεμφθείς, - ერთი
მხრივ, მხოლობით რიცხვშია, მეორე მხრივ კი - მამრობით სქესში (საშუალოში იქნებოდა: παραπεμφθέν), რაც ოდენ მამრობითი სქესის ὁ ἀνήρ-ს გულისხმობს (კვლავ ეს ულმობელი მამრობითი სქესი!)?

ადრე თქვენ გვისაყვედურეთ, რატომ არ მოიტანეო ძველი ქართული ტექსტი. ახლა ჩვენ გისაყვედურებთ ამას და პასუხსაც ჩვენვე გეტყვით: იმიტომ არ დაიმოწმეთ ძველი ქართული თარგმანი, რომ მასში (ბერძნულის კვალობაზე) სრულიად ცხადად ჩანს, თუ ვინ იგზავნება სატანჯველში (მხოლოდ ,,კაცი“).

აი, ეს თარგმანი:

,,რამეთუ მორყუნილი რაჲთურთით არარაჲს, - არცა კეთილისა, არცა ბოროტისა, - მცნობელი, არამყოფობისავე მიმართ მიიქცევის კუალად, არარაჲსა დაშჯილებისა თანამდები ბრალთათჳს, რომელნი ქმნნა, ხოლო ესე (კაცი, ე.ჭ.) საშჯელმიჴდილი მათთჳს, რომელთა-იგი მოქმედ იქმნა უცნობელობით, ვითარ არა უდარესად მისსა (მუცლადმოწყვეტილისა, ე.ჭ.) შეირაცხოს, ვითარცა გუემათა საუკუნეთა და დაუსრულებელთა სატანჯველთა შინა ულხინებელად დაშჯილი?“ (გვ.89).

იქნებ იმას ფიქრობთ, მამაო, რომ ძველი ქართული "უდარესად" გაძლევთ საფუძველს თქვენი უკიდურესად მცდარი თარგმანისათვის?

არა, მამაო, არანაირად! აქ ,,უდარესი“ (ანუ უფრო ცუდი), რაც ამაო კაცზე ითქმის, საპირისპიროა ,,უკეთესისა“ (ანუ უფრო კარგისა), რაც მუცლადმოწყვეტილისადმი ითქმის. ამის უნათლესი და უცხადესი დადასტურებაა თვით წმ. გრიგოლი, რომელიც ამაო კაცს გლახაკთა და დავრდომილთა ,,უდარესადაც“ წარმოაჩენს, და წარმოაჩენს სახელდობრ, იმ აზრით, რომ თუ ამაო კაცი, როგორც უდარესი ჯოჯოხეთში მიდის (როგორც ზემოთაც ვნახეთ) გლახაკნი, რომელთა ,,უდარესიც“ არის ამაო კაცი, ,,ცხოვრებისკენ“ მიდიან, და მათ ,,არცა დაშჯილებაჲ აქუს" (შდრ. მუცლადმოწყვეტილისადმი თქმული: "არარაჲსა დაშჯილებისა თანამდები").  აი, თვით ტექსტი:

"ხოლო აწ ყოვლისავე ნაყოფისა შრომათა თჳსთაჲსა პირად თჳსა წარმგზავნელი და არა ერთისა მცხოვნებელობითისა კეთილისა შინაგანისა კაცისა მიმცემელი უდარესად იპოების გლასაკთა და დავრდომილთასა, ვინაჳთგან მათ ვიდრემე არარაჳ აქუს განსაყოფელი ქველისსაქმარი და ამისთჳს არცა დაშჯილებაჲ აქუს ამიერი, რომლისა გამომაჩინებელი ბრძენი ეკლესიასტე იტყოდა: ,,მით, რამეთუ გლახაკმან იცის სლვაჲ წინაშე ცხორებისა...“ ზიარად მიიხუამს (უფალი, ე.ჭ.) მათ მრავალგზის უღონოთა ზედა და საგლახაკოთა ტაბლათა თჳსთა“ (გვ.90).

ახლა ჩვენ მთლიანობაში მოვიტანთ წმ. გრიგოლის სწავლების სიტყვასიტყვით თარგმანს: "ეკლესიასტე  მუცლადმოწყვეტილის დამახასიათებელ ნიშნებს აკუთვნებს კაცს, სიმდიდრის ამაოებაში და ვერცხლისმოყვარეობის სიბნელეში მავალს, დაფარულს (ე.ი. დანთქმულს, ე.ჭ.) ჯოჯოხეთის, საუკუნო სიკვდილისა და სასჯელის სიბნელეში ცხოვრების დასრულებისთანავე, რომელიც არც მზის დამნახველი გახდა, არც საკუთარი თავი შეიცნო, რომ კაცია, - ღვთის ნებით საწუთროში შემომავალი და კვლავ წასვლის მომლოდინე ამ სოფლიდან. ხოლო ის, რაც თქვა [ეკლესიასტემ]: ,,განსვენება მისი ამაზე უფრო“, დასაბუთებაა თავისივე ახლახანს გამოთქმული აზრის: ,,ვთქვა: მასზე უფრო კარგია მუცლადმოწყვეტილი, რადგან მუცლადმოწყვეტილი, რომელიც არანაირად არ არის შემცნობი არც სიკეთისა, არც უკეთურებისა, კვლავ უმყოფობაში გადადის და არანაირად არ იქნება დადანაშაულებული იმათ გამო, რაც სცოდა, ხოლო ეს კი (კაცი, ე.ჭ.) სასჯელს მიიღებს იმათ გამო, რაც ქმნა უკეთური ზრახვით: როგორღა არ შეირაცხება იმაზე (მუცლადმოწყვეტილზე, ე.ჭ.) უფრო უცუდესად ეს (კაცი, ე.ჭ.) გაგზავნილი აუტანელ ტანჯვებში და დაუსრულებელ დასჯებში?“

ამრიგად, წმ. გრიგოლის სიტყვით, ერთ მხარესაა ,,უფრო უცუდესი“, ანუ ის, ვინც ჯოჯოხეთში, საუკუნო სიკვდილსა და სასჯელში მიდის, რომელიც იგზავნება აუტანელ ტანჯვებში და დაუსრულებელ დასჯებში, მეორე მხარეს კი არის ,,უფრო უკეთესი" ანუ მუცლადმოწყვეტილი, რომელიც ,,არანაირად არ იქნება დადანაშაულებული“. საგულისხმოა, რომ ეს ბოლო ფრაზა ასეა რუსულად თარგმნილი არქიმანდრიტის მიერ: "не будучи наказан", მაგრამ სადაა никак? მისი შესატყვისი ხომ არის ბერძნულშიც (μηδαμῶς) და ძველ ქართულშიც ("არარაჲსა")?

აი, ამგვარია ვითარება.

როგორც ვნახეთ, მთელი ის უმძიმესი ბრალდებანი, რაც ჩვენდამი იყო მომართული (დარწმუნდებოდა ამაში ნებისმიერი მკითხველი, მათ შორის მოწინააღმდეგეც), 180 გრადუსით შეტრიალდა და საშინელი სიმკაცრით მიუბრუნდა ჩვენსავე ბრალმდებელს.

მართლაც, როგორც გაირკვა, იოტისოდენაც არაფერი დაგვიმახინჯებია არც საღვთო წერილის ტექსტში, არც ეკლესიის მამათა კომენტარებში.

მაშ, რატომღა გვრისხავდით, მამაო, რატომღა გვგმობდით ასე უწყალოდ: „мы убедились, как Вы коверкаете грузинские тексты“.

ნუთუ არ გეღიმებათ ახლა ამ თქვენს სიტყვებზე (თუნდაც სიმწრის ღიმილით)?

მაგრამ კმარა:

დავაკონკრეტოთ ფაქტები:

ჩვენი ოპონენტის ხსენებულ ნაშრომში  ადგილი აქვს შემდეგ უმძიმეს ცთომილებებს:

1. საღვთო წერილის ტექსტის ჭეშმარიტი (სულიერი) აზრის არსობრივი შერყვნა.

2. ძველი ქართული ტექსტების ტოტალური ვერ გაგება და დიდ მოძღვართა აზრების კატასტროფული შერყვნა.

3. წმინდანისათვის მიკუთვნება გაუგონარი აზრისა, თითქოს მან ეჭვი შეიტანა საღვთო წერილის სიტყვებში.

ეს ცთომილებანი უმძიმესია, მაგრამ ყველაზე მძიმე მაინც ისაა, რომ ოპონენტმა მის მიერ ჩადენილი ქმედებანი ჩვენზე გადმოიტანა, ჩვენ დაგვარისხა თავს...

წინ კიდევ სხვა უმძიმესი ცთომილებები გვაქვს გამოსავლენი, მაგრამ ვიდრე მათ განვიხილავდეთ, წუთით შევჩერდებით და განვმარტავთ ჩვენი წინამდებარე სტატიის სათაურს:

XI საუკუნეში საქართველოში შედგა პაექრობა ექვთიმე გრძელისა მონოფიზიტ სოსთენთან (იხ. საქართველოს სამოთხე, გვ. 615-621).

კამათის დასასრულს დადუმებულ სოსთენს იქვე დამსწრე მეფემ ჰკითხა:

„გაქუს-ღა რაჲ სიტყუად?“

ჩვენც, ვიდრე მსჯელობას განვაგრძობდეთ, ვკითხავთ ჩვენს ოპონენტს:

„გაქუს-ღა რაჲმე სიტყუად?“

 



***


განვაგრძოთ მსჯელობა:

მძიმედ ბრალმდებლობს ჩვენდამი პატივცემული არქიმანდრიტი წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებთან დაკავშირებით. აქ საყურადღებოა ერთი დეტალი:

„ააშკარავებს“ რა ჩვენს „ცთომილებას“, არქიმანდრიტი ამ ერთადერთ შემთხვევაში (თუ არ გამოგვრჩა) აღარ მოგვაწერს შეგნებულ ყალბისმქმნელობას (როგორც ამას სჩადის იგი სხვა შემთხვევებში). ოპონენტი მიიჩნევს, რომ ეს „მოგვივიდა“сгоряча, при беглом взгляде, რომ ჩვენ "не попытались вникнуть в смысл слов Св. Отца" (გვ. 36)

ვერ დავიჯერებთ, რომ ეს შერბილება ბრალდებისა (შეგნებული სიყალბე ხომ განუზომლად დიდი
ცოდვაა, ვიდრე შეუგნებელ) ჩეენი დანდობის სურვილით დაუშვა არქიმანდრიტმა. არა, აქ, ვფიქრობთ, მიზეზი სხვაა:

საქმე ისაა, რომ ყველა შემთხვევაში შეგნებული ყალბისმქმნელობის დაბრალება ნებისმიერ მკითხველს (მათ შორის, ოპონენტის თანაზიართაც) უთუოდ ტენდენციურად მოეჩვენებოდა და დააეჭვებდა ბრალდების ჭეშმარიტებაში. ამიტომ, იქმნება ობიექტურობის ილუზია: ამ შემთხვევაში იგი არ გვაბრალებს განზრახ სიყალბეს და ამით გაცილებით მეტი უეჭველობა ეძლევა სხვა შემთხვევებში სწორედ ჩვენს შეგნებულ (და არა боглый) ყალბისმქმნელობაზე ხაზგასმას (ეს ,,შეგნებული“ ყალბისმქმნელობანი თუ ვის ჩაუდენია და თან რა მასშტაბით, ამაზე ზემოთ გვქონდა მსჯელობა).

ასეა თუ ისე, თავისთავად ნაჩქარევობით ჩადენილი ცოდვა შეგნებულზე გაცილებით მსუბუქია და ამიტომაა, რომ ამ ბრალდების განხილვას ზემორე (,,შეგნებულ“) ბრალდებათა შემდეგ მივუჩენთ ადგილს.

მაშ ასე, ამჯერად საქმე ეხება წმ. გრიგოლის სწავლებას იმის შესახებ, რომ თუ კაცისმკვლელობად ითვლება კაცისმკვლელობის განზრახვა, ნათელღებულობად ხომ არ ჩაითვლება ნათლობის სურვილიც.

ოპონენტს ხშირად მოაქეს ჩვენი სიტყვები იმის შესახებ, რომ ჩვენ ამ ადგილს ვაკუთვნებთ არა
ზოგადად უნათლავთ, არამედ - მხოლოდ იმათ, რომლებიც საკუთარ უნათლავობაში აბსოლუტურად უდანაშაულონი არიან, ე.ი. იმათ, რომლებსაც წმ. გრიგოლი უნათლავთა შორის მესამე ჯგუფად წარმოგვიდგენს (ამ ჯგუფებს ქვემოთ შევეხებით).

ოპონენტი, პირიქით, მიიჩნევს, რომ წმინდანის ეს სიტყვები ზოგადად უნათლავებს ეხება ან კიდევ, მისი აზრით, თუნდაც მხოლოდ უნათლავთა მესამე ჯგუფს ეხებოდეს იგი, ამ ჯგუფში, თვლის ოპონენტი, მხოლოდ ჩვილები კი არ იგულისხმებიან, არამედ დიდებიც (взрослые). ამიტომ, არქიმანდრიტი ასკვნის, რომ ამ შემთხვევაში წმ. გრიგოლის მომდევნო სიტყვები უფრო „ირონიაა“.

ცხონებისა და წარწყმედის საკითხზე ირონიული მსჯელობა წმინდანისგან დაუშვებელია. ამასთან, ეს არის არქიმანდრიტის, როგორც მკითხველის პიროვნული დამოკიდებულება ტექსტის შინაარსთან. ჩვენ ვთვლით, რომ არავითარ ირონიას ადგილი არა აქვს. წმინდანი განიხილავს ხსენებულ საკითხს და ეხება როგორც ერთ დაშვებას, ისე მეორეს, ანუ იგი მსჯელობს. ნახეთ წმინდანის სიტყვები თუნდაც თქვენგან მოწონებულ რუსულ თარგმანში: Рассмотрю и следующее... но, если хочешь, рассудим и так... ნუთუ აქ „ირონიაა“?

ახლა შევეხოთ უშუალოდ საკითხს:

ვიდრე საკუთრივ ტექსტს მოვიტანდეთ, აქვე ვახსენებთ ჩვენდამი მომართულ კიდევ ერთ ბრალდებას. მოგვაქვს ციტატა:

К тому же, как видно, не случайно Вы проповедуете мысль, что не надо верить "русским книгами“ и "русским богословам" - у них там, мол, ошибка на ошибке, а лучше довериться древне-греческим текстам и латинским (გვ. 136).

თუ რა განზოგადებას აძლევს ოპონენტი მის ამ ბრალდებას, მკითხველი თვითონ ნახავს მითითებულ ადგილას (გვ. 137), ჩვენ კი განვიხილავთ თვით ბრალდებას.

არ ვიცით, ვინ აღჭურვა პატივცემული არქიმანდრიტი აღნიშნული ინფორმაციით, ვინ გადააჭარბა ასე, მაგრამ რაც ჩვენი აზრია, მოგახსენებთ:

რუსულ თარგმანებში საკმაოა, ერთი მხრივ, ორიგინალის მეტად თავისუფალი გადატანა, მეორე მხრივ კი, შეცდომები. ამ აზრს ჩვენ კი არ проповедуем, არამედ წერილობით ვუთითებთ. მაგალითად, უაღრესად თავისუფალი თარგმანის ერთი ნიმუში მითითებული გვაქვს სწორედ წერილობით: "გზა სამეუფო", 1996, 1(4), გვ. 129. შენ.1.

"იქნებ, მამაო, შეისწავლოთ (ან ვინმეს შეასწავლინოთ) მითითებული შემთხვევა და მერე დაგვდეთ ბრალი.

შორს რომ არ წავიდეთ, ორივე მითითებული შემთხვევა (1. მეტად თავისუფალი თარგმანი; 2. შეცდომა) თავს იჩენს თუნდაც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ჩვენთვის საინტერესო სიტევებთან და მთლიან კონტექსტთან დავავშირებით.

ჯერ ზემოხსენებულ კონკრეტულ სიტყვებს შევეხოთ, შემდეგ მთლიან კონტექსტს.

საკვლევი სიტყვები რუსულ თარგმანში ასე იწყება

Если ты признаешь убийством...

მკითხველი, რა თქმა უნდა, გრძნობს სიმკვეთრეს, კატეგორიულობას, ბრძანებითობას (ქართულად ასე იქნებოდა ეს რუსული ტექსტი: "თუ შენ მკვლელობად შერაცხავ...), რაც უეჭველად ბრძანებითობას და მომავლის გაგებას შეიცავს (დაახლოებით ასე: "თუ შენ ამას იზამ, ამას დაუშვებ, ისიც დაიშვება, რაც შეუძლებელია...). .

სინამდვილეში ბერძნულში გვაქვს აწმყო დროის თხრობითი კილო: κρίνεις, რაც ზედმიწევნით არის გადმოტანილი წმ. ექვთიმეს მიერ:

„უკუეთუ რომელსა მოეგონოს კაცისკლვაჲ, შჯი მას, ვითარცა კაცისმკლველსა...“

ახალ ქართულად:

,,თუკი მას, ვინც კაცისკვლას ჩაიფიქრებს, რაცხ, როგორც კაცისმკვლელს...“

როგორც ვხედავთ, წმინდანი შეუძლებელს, დაუშვებელს კი არ წარმოაჩენს, არამედ მხოლოდდამხოლოდ შესაძლებელს, დასაშვებს (,,თუ შენ ამას აკეთებ, მაშინ...) ესაა ერთადერთი გაგება ხსენებული კონტექსტისა (შდრ. ლათ. putas).

შემდეგ:

რუსულ ტექსტში შემოდის სიტყვა почитай, რაც სრულიად არაა ბერძნულში.

კიდევ უფრო გავრცობილია მომდევნო ნაწილი:

Если же не признаешь первого, то почему признать последнго?

ბოლო სიტყვები ამ წინადადებისა უკვე მარტო გავრცობილი თარგმანი კი არ არის, არამედ - მცდარიც, რადგან ფრაზა почему признать последнго, რაც რიტორიკული კითხვის ფორმითაა მოწოდებული, იმ აზრს აყალიბებს, თითქოს წმ. გრიგოლი მკვეთრად (,,ბრძანებითად“), ყველანაირი აზრით უარყოფს აღნიშნულ დაშვებას.

სინამდვილეში მთელი ეს ტექსტი ორიგინალში ბუკვალური სიზუსტით ასეთია:

εἰ δὲ οὐκ ἐκεῖνο, πῶς τοῦτο...

"ხოლო თუ ის - არა, ეს - როგორ...

(შდრ. ეფრემი: ,,ხოლო უკუეთუ იგი - არა, ესე - ვითარ...“)

აქ, რუსულისგან განსხვავებით, ბერძნულ-ქართული ტექსტები არ წყდება.

რუსულში შემდეგ გვაქვს დასკვნის შემცველი ფრაზა:

”не вижу причины'”

მიუხედავად იმისა, რომ (ჩვენი ოპონენტის მსჯელობისგან განსხვავებით) არც ეს ფრაზაა მკვეთრი და კატეგორიული, იგი მაინც იმ შთაბეჭდილებას უქმნის მკითხველს, რომ საქმე გვაქვს დასრულებულ დასკვნასთან. სინამდვილეში, ბერძნულში გვაქვს ფრაზა, რაც აგრძელებს და აბოლოებს ზემომოტანილ სიტყვებ:

σινιδεῖν (ზოგ ხელნაწერში: σινειδεῖν) οὐκ ἐχο

ზმნა ἔχω ნიშნავს: ,,მაქვს“, ,,მყავს“, ამასთან, თუ მას ინფინიტივი მოსდევს, ნიშნავს ,,შეძლებას“ (мочь, быть в состоянии; იხ. ნებისმიერი ლექსიკონი). რაც შეეხება, თავის მსრივ, ინფინიტივს σινιδεῖν იგი მომდინარეობს ზმნიდან συνιδεῖν, რაც ბუკვალური თარგმანით ნიშნავს ,,თანახედვას“, ,,თანაჭვრეტას“, დაკანონებული მნიშვნელობით კი - განჭვრეტას, შეცნობას.

ამ მცირე განმარტების შემდეგ, ვფიქრობ, სრულიად ცხადია, რომ ზემორე სიტყვები ბუკვალური სიზუსტით უნდა ითარგმნოს, როგორც "არ მაქვს განჭვრეტა, შეცნობა“, ან კიდევ: ,,არ ძაძლმიძს განჭვრეტა, შეცნობა, ცოდნა“.

შესანიშნავია ეფრემის თარგმანი:

,,ვვრაი მაქუს ცნობად“.

რა საერთო აქვს ამ ტექსტთან რუსული ტექსტის причина-ს?

ამრიგად, ბოლო ნაწილი წმ. გრიგოლის სიტყვებისა მთლიანობაში ასვთია:

,,... ხოლო თუ ის - არა, ეს - როგორ, არ ძალმიძს განჭვრეტა (შდრ. ეფრემი: "ხოლო უკუეთუ იგი - არა, ესე - ვითარ, ვერაჲ მაქუს ცნობად“).

დავუკვირდეთ: პირველი პირობის უარყოფითი დაშვების შემთხვევაშიც კი (ე.ი. თუ კაცისკვლის განზრახვა არ შეირაცხება კაცისკვლად), წმ. გრიგოლი აბსოლუტურად არანაირ კატეგორიულ დასკვნას არ გვთავაზობს მეორე დაშვებასთან დაკავშირებით, მხოლოდ გვაუწყებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირველი დაშვება შეუძლებელია, მეორე დაშვების შესაძლებლობა მისთვის უცნობია, მისეულ განჭვრეტას აღემატება (არ ძალუძს განჭვრიტოს, შეიცნოს).

ხედავთ, მამაო, რაოდენია სხვაობა რუსულ ტექსტსა და ბერძნულ-ქართულ ტექსტებს შორის?

ამრიგად, წმ. გრიგოლი მხოლოდ იმ სწავლებას გვაწვდის, რომ თუ მკვლელობის განზრახვას მკვლელობად რაცხენ, ნათლობის სურვილის მქონეც მონათლული იყოს, ხოლო თუ ის - არა, ეს - როგორ, არ ძალუძს განჭვრიტოს.

როგორც ვხედავთ, ბერძნული ტექსტი მოკლებულია ყოველგვარ კატეგორიულობას, ბრძანებითობას და, რა თქმა უნდა, ირონიას. წმ. გრიგოლს რომ ჩვენი ოპონენტისათვის სასურველი აზრის გამოთქმა ნდომოდა, უთუოდ კატეგორიულად იტყოდა:

"თუ შენ კაცისკვლად შერაცხავ კაცისკვლის განზრახვას, მაშინ ნათლობის მსურველიც მონათლულად უნდა შერაცხო, მაგრამ პირველი აზრი სისულელეა და, ცხადია, მეორე აზრიც დაუშვებელია“.

თუ რუსულ თარგმანში ამგვარი კატეგორიულობა ნაწილობრივ სახეზეა (თუმცა ეს კატეგორიულობა განუზომლად რბილია ჩვენი ოპონენტის კატეგორიულობასთან შედარებით), ბერძნულ-ქართული ტექსტები სრულიად მოკლებულია რაიმე ამგვარ ნიშანს და, როგორც ადრეც აღვნიშნავდით, ნიმუშია მართლმადიდებლური სიფრთხილისა, საკითხის აწონ-დაწონვისა, რადგან საქმე ადამიანთა ცხონება-წარწყმედას ეხება.

ახლა დავუბრუნდეთ იმას, რაც არსებითია, კერძოდ, პირველ დაშვებას:

„თუ მკვლელობად რაცხ მარტოოდენ მკვლელობის განზრახვას მკვლელობის გარეშე“.

პატივცემული არქიმანდრიტის განჩინებით, აქ რაიმე დაშვებაზე, შესაძლებლობაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ, მისი აზრით, წმ. გრიგოლი სწორედ შეუძლებელ აზრს მოუხმობს (კაცისკვლის განმზრახველის კაცისმკვლელად მიჩნევას), რომ ასევე შეუძლებელი აზრი (ნათლობის მსურველის მონათლულობა) წარმოაჩინოს. ჩვენს ოპონენტს დაახლოებით ასე ესმის ზემორე სიტყვები:

„თუ ბუზი სპილოდ ჩაითვლება, მაშინ ნათლობის მსურველიც მონათლულად ჩაითვალოს...“

აი, არქიმანდრიტის სიტყვები:

Отец Святой выставляет совершенно нелепой (ხაზგასმა ოპონენტისაა, ე.ჭ.) возможность допустить такой абсурд!

ცოტა ზემოთ ოპონენტი უფრო ვრცლად „განგვიმარტავს“, თუ რა იგულისხმება წმ. გრიგოლის სიტყვებში:

„...а именно: что как нелепо и наивно думать, что пожелавший убить - есть уже убийца и судить его как убийцу, так-же нелепо и почитать лишь желавшего креститься уже крещенным“ (გვ. 34).

ნუთუ მართლა, მამაო? ნუთუ აგრერიგად უაზრობაა მკვლელობის განმზრახველის მკვლელად მიჩნევა?

უპირველსად, კვლავ გავიხსენებთ, რომ განსხვავებით რუსული თარგმანისაგან (если ты признаешь) რაც უეჭველად ბრძანებითობას და მომავლის გაგებას შეიცავს („თუ შენ დაუშვებ...“), ბერძნულში არის აწმყო დროის თხრობითი კილო κρίνεις, რაც მხოლოდ შესაძლებელს, დასაშვებს ნიშნავს („რაცხ“, „თვლი“; შდრ. ლათ. putas). ეს გაგება ზედმიწევნით არის გადმოტანილი წმ. ექვთიმეს მიერ:

„უკუეთუ... სჯი“.

იქნებ ოპონენტის გაგებას ეფრემისეული თარგმანი უჭერს მხარს? ეფრემის ტექსტია:

„უკუეთუ... დასჯი“.

თითქოს „დასჯი“ ასევე ბრძანებითობას და მომავლის გაგებას შეიცავს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით! სინამდვილეში, ვინც ძველი ქართული ენის ანბანი მაინც შეისწავლა, იცის, რომ ძველად ზმნისწინიანი თხრობითი კილოც მხოლოდ და მხოლოდ იმავე აწმყოს გაგებას შეიცავდა ( და არანაირად მომავლისა), რადგან მომავალს ოდენ კავშირებითი აწარმოებდა.

ამრიგად, ძველ ქართულში „დასჯი“ იგივეა, რაც „სჯი“ და მხოლოდ აწმყოს გულისხმობს.

ძველ ქართულ თარგმანს რომ ოპონენტისთვის სასურველი შინაარსი ჰქონოდა, იგი ასე უნდა დაწყებულიყო:

„უკუეთუ საჯო...“

ამრიგად, ბერძნული და ძველი ქართული ტექსტები ეხება აღნიშნულ დაშვებას (კაცისკვლის განზრახვის კაცისკვლად შერაცხვას) როგორც შესაძლებლობას.

გახსოვთ მამაო, როგორ გვმგმობდით, ორი ძველი ქართული თარგმანი წინ გედო და ვერაფერი გაუგეო. შეგახსენებთ რას ამბობდით:

"Вы даже имея перед собой два святоотеческнх перевода на грузинский язык Св. григория Богослова и того поняли с некоторым уклопом - не менее, не богее как под 180°! (გვ. 136).

ზემოთქმულის შემდეგ რაღას იტყვით მამაო, ვინ ,,გადაამეტაფრასა“ წმ. გრიგოლის სიტყვები, ჩვენ თუ რუსულად მთარგმნელმა (და ამ უკანასკნელის უკიდურესი გაკატეგორიულებით - თქვენ)?

რაც შეეხება ძველ ქართულ თარგმანებს, ეფრემისეულზე უკვე ვისაუბრეთ და, ვფიქრობთ, სავსებით გაცხადდა, თუ რაოდენ ზედმიწევნითია იგი და რაოდენ სხვაობს რუსულისგან. ახლა მეორე თარგმანი ვნახოთ, ექვთიმე ათონელისა:

"უკუეთუ რომელსა მოეგონოს კაცისკლვაჲ, შჯი მას, ვითარცა კაცისმკლველსა თჳნიერ კაცისლვისა, იყავნ ნათელღებულ შენდა იგიცა, რომელსა ენების ნათლისღებაჲ თჳნიერ ნათლისღებისა, ხოლო უკუეთუ ესე არა ესრეთ არს, იგი ვითარ იყოს ესრეთ“?

წმ. ექვთიმე, საქართველოს ეკლესიის უდიდესი მოძღვარი, საყოველთაოდ აღიარებულია იმგვარ მთარგმნელად, რომელიც სწორედ არსებითს, ყველაზე მთავარს სწვდება სათარგმნი ტექსტისას. ამიტომაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, თუ როგორ ესმის მას წმ. გრიგოლის სიტყვები. ამ შემთხვევაში მართლაც იშვიათ მწვდომელობასთან გვაქვს საქმე.

თუმცა ძალიან სამწუხარო იქნება ჩვენი ოპონენტისათვის, მაგრამ ექვთიმეს ზემორე ტექსტში მისი შესედულებისგან 180 გრადუსით საპირისპირო აზრია გამოთქმული.

მკითხველს ვთხოვთ საგანგებო ყურადღება მიაქციოს ჩვენს მიერ ხაზგასმულ სიტყვებს: ,,ესე“, ,,იგი“.

როგორც სრულიად ცხადია, ნაცვალსახელი ,,ესე“ (,,ეს“) გულისხმობს ბოლო წინადადებას (,,იყავნ ნათელღებულ შენდა იგიცა, რომელსა ენების ნათლისღებაჲ თჳნიერ ნათლისღებისა“), ხოლო ,,იგი“ (,,ის“) მიემართება პირველს (,,უკუეთუ რომელსა მოეგონოს კაცისკლვაჲ, შჯი მას, ვითარცა კაცისმკლველსა თჳნიერ კაცისკლვისა“).

ახალ ქართულად ზემორე ტექსტი სიტყვასიტყვით ასე გადმოიტანება:

,,თუკი მას, ვინ კაცისკვლას განიზრახავს, რაცხ, როგორცკაცისმკვლელს კაცისკვლის გარეშე, მონათლული იყოს შენთვის ისიც, ვისაც ნებავს ნათლობა, ნათლობის გარეშე. ხოლო თუ ეს (ეს უკანასკნელი, ე.ჭ.) ასე არ არის, ის (პირველი, ე.ჭ.) როგორ იქნება ასე?“

ხედავთ, მამაო, წმ. ექვთიმე რა მკვეთრად ამბობს:

თუ ნათლობის მნებებელი მონათლულად არ ჩაითვლება, კაცისკვლის განმზრახი როგორ ჩაითვალოს კაცისმკვლელადო?

აქ ხომ პირველი პოსტულატი (,,კაცისკვლის განმზრახის კაცისმკვლელად შერაცხვა“) უკვე არა მხოლოდ შესაძლებელ, არამედ მიღებულ, ჩვეულებრივ სინამდვილედ არის წარმოდგენილი!

დიახ, აქ უკვე მივედით იმ მომენტამდე, როცა უნდა განვიხილოთ საკუთრივ დასმული საკითხი:

შეიძლება თუ არა მკვლელად ჩაითვალოს მკვლელობის განმზრახველი?

როგორც აღვნიშნეთ, ამგვარ აზრს არქიმანდრიტი არაერთგზის ,,нелепость“-ს უწოდებს და, რაც მთავარია, თავის ამ შეხედულებას თვით წმ. გრიგოლს აკუთენებს.

ნუთუ მართლა ასეა, ნუთუ მკვლელობის განმზრახველი მკვლელად არ ითვლება?

არა, მამაო, არანაირად არ არის ასე.

ჯერ სინამდვილე ავიღოთ:

ვფიქრობთ, ყველასათვის ცხადია, რომ ყოველი ადამიანი, ვინც კი მკვლელობას განიზრახავს, არსობრივად უკვე ჭეშმარიტი მკვლელია.

დავუკვირდეთ:

იგი (განმზრახი) არსობრივად ანუ ჭეშმარიტად უკვე მკვლელია. მართალია, მას ეს მკვლელობა ჯერ საქმედ არ უქცევია, მაგრამ თვითონ კი ღვთისა და კაცთა წინაშე ნამდვილი მკვლელია.

მეტიც:

ადამიანმა შეიძლება მკვლელობა ჩაიდინოს, მაგრამ მკვლელი არ იყოს (როცა, ვთქვათ, სრულიად შემთხვევით მოკლავს ერთი ადამიანი მეორეს), მაშინ როცა უკლებლივ ყველა ის პირი, ვინც შეგნებულად განიზრახავს მკვლელობას, ჭეშმარიტი მკვლელია.

нелепость, მამაო, სწორედ ისაა, რომ მკვლელობის განმზრახველი და ჩამფიქრებელი მკვლელად არ შეირაცხოს.

ამასთან, მართალია, საკუთრივ წმ. გრიგოლთან მკვლელობის განმზრახისადმი სასჯელის მისჯაზე საუბარი არ არის (ბერძნული κρίνω და ქართული ,,სჯა“, ,,დასჯა“ ამ შემთხვევაში მხოლოდ განსჯას, შეფასებას,
მიჩნევას, ჩათვლას ნიშნავს; შდრ. ლათ, puto ან თვით რუსული признать), მაგრამ ამ მხრივაც შეიძლებოდა აღგვენიშნა შემდეგი:

აურაცხელი შემთხვევა ყოფილა (თითქმის გამონაკლისის გარეშე), რომ მეფის მკვლელობის განმზრახველი ზუსტად ისე დასჯილა, როგორც უკვე მკვლელობის ჩამდენი, კერძოდ, უმალ თავი მოუკვეთიათ მისთვის ან ჩამოუხრჩვიათ, მიუხედავად იმისა, აღსრულებული ან დაწყებული ჰქონდა თუ არა მას რაიმე კონკრეტული მოქმედება.

მკვლელობის განმზრახი ისევეა არსობრივად ნამდვილი მკვლელი, როგორც სამშობლოს ღალატის ჩამფიქრებელი - ნამდვილი მოღალატე, ქურდობის განმზრახი - ნამდვილი ქურდი, სარწმუნოების გულში მგმობელი - ჭეშმარიტი ღვთისმგმობი და ა.შ.

ეს სწავლება საფუძველია ქრისტიანული სარწმუნოებისა!.

საგულისხმოა, რომ ჩვენმა ოპონენტმა როგორც ჩანს, წინასწარ იგრძნო, რასაც ვუპასუხებდით, ამიტომ, იმ მიზნით, რომ როგორმე ამ კუთხით არ გადაგვეტანა მსჯელობა, წინდაწინვე აქეთ გაგვეპაექრა და გაგვკიცხა:

"Эдишер, разве Вы не знаете, что например, за принятие блудного помысла не дают даже епитимию, а за совершенный блуд полагается семилетнее запрещение приступать к Святыне? Господь не говорит, что блудно воззрев на жену, мы уже совершили блуд самым делом, но "прелюбодействовали в сердце своем“ (მთ.5.28).

- это далеко не одно! Что могло бы быть нелепее такого Вашего заключения! (34) 

დიახ, კვლავ ენამტკივნეულობს მოძღვარი, კვლავ გმობისმესიტყვეობს ჩვენდამი.

მაგრამ, სანაცვლოდ:

კვლავ ენამადლოვნობს უფალი, კვლავ სიწმინდეთმოწყალეობს:

,,ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა. “ (მათე.5.28).

არქიმანდრიტის ცთომილი აზრით, გულში მრუშობა და საქმით მრუშობა далеко не оно! მაშ, გამოდის, რომ მაცხოვარი ნამდვილ ცოდვაზე კი არ გვესაუბრება, არამედ ცოდვის აჩრდილზე, ზმანებაზე (ჰოი, კადნიერებავ!).

სინამდვილეში, მთელი საეკლესიო ტრადიცია (და აურაცხელი ციტატა შეგეიძლია მოვიტანოთ) მხოლოდ იმ აზრით განმარტავს უფლის სიტყვებს, რომ გულში ჩადენილი შეგნებული ცოდვა ანუ განზრახულებითი ცოდვა არსობრივად იგივეა, რაც საქმით აღსრულებული.

მეტიც, ნამდვილი ცოდვა სწორედ ისაა, რაც ადამიანის გულში შეგნებულად აღესრულება, საქმითი ცოდვა კი მხოლოდ შედეგია, ხილული გამოვლინებაა იმისა, რაც უკვე აშსრულდა გულში. სხვა თუ არაფერი, ნახეთ თუნ- დაც ლოპუხინის კომენტარი აღნიშნულ სიტყვებზე:

""По ветхозаветному закону грехом был самый факт прелюбодеяния, по учению Спасителя грех бывает тогда, когда прелюбодеяние совершается в сердце (ш, გვ.98).

ნუთუ, მამაო, თვით მაცხოვრის სიტყვებიც უარსაყოფია?

ასლა ვნახოთ საკუთრივ კაცისკვლაზე რას გვასწავლის უფალ:

"...ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას, თანა-მდებ არს სასჯელისა. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა რაკა, თანა-მდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა" (მათე 5. 21-22).

გენიშნათ, მამაო, არსობრივად როგორ ათანაბრებს მაცხოვარი საქმით მკვლელობასთან აზრისმიერ და სიტყვისმიერ ცოდვას?

უბრალოდ ერთი სიტყვით ("ცოფ") ძმის მიმართ განრისხებაც კი "გეჰენიის ცეცხლით" ისჯება.

ნუთუ თქვენ ასე მოძღვრავთ თქვენს მრევლს, რომ გულში რაც გინდათ განიზრახეთ, ეპიტემიასაც კი არ დაგადებთ, მთავარია საქმით არ გამოჩნდეს ცოდვაო?

მაგრამ ეს ხომ ქრისტიანული სარწმუნოების საფუძველთა შეცვლაა!

ვფიქრობთ, ამჯერადაც კმარა.

დავაკონკრეტოთ, რაც ზემოთ ვთქვით:

მაცხოვნებელი სწავლების მიხედვით, არსობრივი ცოდვა სწორედ განზრახულებაა, რაც ცოდვის განმზრახს ნამდვილ, უეჭველ (და არა მოჩვენებით) მცოდველად გარდაქმნის და რაც, სათანადო პირობების შემთხვევაში, საქმით აღესრულება.

საქმით მცოდველი და გულში მცოდველი არსორბრივად ერთი და იგივეა და მოუნანიებლობის შემთხვევაში საუფლო მისაგებელიც არსობრივად ერთია: გეჰენიის ცეცხლი.

რაც შეეხება იმას, რომ საქმით მცოდველს და განზრახვით მცოდველს სხვადასხვა სიმძიმის სასჯელი შეიძლება დაედოს, ეს მხოლოდ ხარისხობრივი (მდგოამრეობითი) სხვაობაა და არა - არსობრივი. არსობრივად ორივე მათგანი ერთი და იგივეა და საუფლო მსჯავრის წინაშეც ამგვარად შეირაცხება.

ახლა იმის შესახებ, ეხება თუ არა წმ. გრიგოლის აღნიშნული სწავლება გამონაკლის შემთხვევას:

ეს უეჭველად ასეა, რადგან ხსენებული სწავლება უშუალოდ მოსდევს უნათლავთა მესამე ჯგუფის შესახებ მის ცნობილ სიტყვებს.

აქ კიდევ ერთი პრობლემა წამოიჭრება:

ოპონენტი თავდაჯერებულად თვლის, რომ უნათლავთა მესამე ჯგუფში წმ. გრიგოლი გულისხმობს არა მხოლოდ ჩვილებს, არამედ - დიდებსაც. მისი აზრით, წმ. გრიგოლის შესაბამისი სიტყვები თქმულია "равно как о взрослых некрещенных, также и о детях (გვ.32).

ეს აზრი უფრო კატეგორიულადაც არის გამოთქმული ოპონენტის მიერ:

Мы видим у Св. Григория Богослова, что он именно говорит об одной и той же участи как "некрещенных по малолетству", так и некрещенных "по независящим от них обстоятельствам", т.е. о взрослых" (63. 37).

კიდევ:

и вообще в этом разделе слова разговор у Св. Отца вовсе не о младенцах, во всем разделе встречается только один раз вышесказанное "по малолетству" (გვ. 31).

ესეც უაღრესად უხეში შეცდომაა!

აღვნიშნავთ, რომ უნათლავთა მესამე ჯგუფში წმ. გრიგოლი გულისხმობს მხოლოდ ჩვილებს და მუცლადმოწყვეტილებს, და არანაირად - დიდებს!

მშვიდად განვჩხრიკოთ ეს საკითხი:

ჯერ აღვნიშნავთ, რომ ოპონენტის ზემორე ბრალდება იმის შესახებ, რომ ჩვენ თითქოსდა უარვყოფდეთ რუს ღვთისმეტყველთა შრომებს, სინამდვილეში სახეზეა სწორედ მასთან. ამ საკითხს ქვემოთაც დავუბრუნდებით, ახლა კი მივუთითებთ იმაზე, რომ წმ. გრიგოლის მიერ თქმული სიტყვები უნათლავთა მესამე ჯგუფისადმი რუს ღვთისმეტყველთა აზრითაც სწორედ ჩვილებს გულისხმობს. მაგალითად:

მიტროპოლიტი მაკარი, ეხება რა სწორედ ჩვილებს (младенцев), თავის ,,მართლმადიდებლურ დოგმატურ ღვთისმეტყველებაში“ წმ. გრიგოლის სიტყვათა ციტირებას ასეთი სახით ახდენს:

"последние (не сподобившиеся крещения по малолетству) не будет у праведного Судии ни прославлены, ни наказаны..." (ტ.II, 1895, გვ. 338).

ახლა თვით წმ. გრიგოლის სიტყვები განვიხილოთ:

ეხება რა უნათლავთა სამ ჯგუფს, დიდი მოძღვარი პირველ ჯგუფში ასახელებს ნათლობის შეურაცხმყოფელთ, მეორეში - იმათ, რომლებმაც იციან კიდეც და პატივსაც მიაგებენ ამ ნიჭს, მაგრამ აყოვნებენ მის მიღებას სიზარმაცის ("უდებების") ანუ დაუდევრობის (ბერძნ. ῤαθυμία), ანდა ,,უძღებების“ (ვნებათდაუოკებლობის) გამო, ხოლო მესამეში - მათ, რომლებიც ან ჩვილობის (νηπιότης) ანდა სრულიად არანებსითი რამ შემთხვევის გამო დააკლდნენ ნათლობას.

ეს მესამე ჯგუფი ეფრემის თარგმანში ასეთია:

"ხოლო რომელნიმე ვერცაღა შემძლებელ არიან მიღებად გინა თუ სიჩჩოჲსაგან, ნუუკუე და გინათუ სრულიადისა უნებლიეთისა შემთხუევისაგან“ (ექვთიმე: ,,რომელნიმე ვერცაღა შემძლებელ არიან მიღებად მისა ანუ სიჩჩოჲსაგან, ანუ სხჳსა რაჲსმე უნებლიეთისა საქმისა“).

ამ მესამე ჯგუფში შემავალთა პირველი კატეგორია ცხადია:

ესენი არიან "ჩვილები".

მაგრამ ვინ იგულისხმება მათში, რომლებმაც ნათლობა ვერ მიიღეს მათი ნებისგან სრულიად დამოუკიდებელი შემთხვევის გამო? რა "შემთხვევაზეა" საუბარი?

ჯერ ის უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქმე ეხებათ ,,ნათლობის მსურველთ”, რადგან წმ. გრიგოლი იქვე აკონკრეტებს:

,,რის (შემთხვევის ე.ჭ.) გამოც არც მათთვის, მნებებელთათვის (βουλόμενοις) არის შესაძლებელი მიეახლონ მადლს“ (ეფრემი: ,,რომლისა მიერ ვერცაღა მნებებელთა მათგან იქმნის მიმთხუევაჲ მადლისაჲ“; ექვთიმე:„რომლისათჳს დაღაცათუ ენებოს, ვერ ძალ-უც მიღებად მადლისა მის“).

ამ შემთხვევაში სწორია რუსულიც:

"по которому не сподобляются благодати, хотя бы сами того и желали".

ამრიგად, მესამე ჯგუფში, გარდა ჩვილებისა, იგულისხმებიან ისინიც, რომლებიც თუმცა ჩვილებთან ერთად ასევე მოსურნენი არიან ნათლობისა, მაგრამ მათივე ნებისგან სრულიად (τελεως) დამოუკიდებელი შემთხვევის გამო არ ძალუძთ ნათლობის მიღება.

დიახ, მესამე ჯგუფი ეხება მხოლოდ მათ, რომლებსაც არანაირად არ ძალუძთ ნათლობის მიღება, თუნდაც სურდეთ (,,რომელნიმე ვერცაღა შემძლებელ არიან მიღებად...“; Иные даже не имеют возможности и принять дара").

დავუკვირდეთ აწმყო დროს:

,,ვერცაღა შემძლებელ არიან“, "не имеют возможности ".

განა შეიძლება ვთქვათ, რომ ზრდასრულ ადამიანს, რომელიც ნათლობის მოსურნეა, მისი ნებისგან სრულიად დამოუკიდებლად, ნათლობის მიღების არანაირი შესაძლებლობა არა აქვს?

ვინც ზრდასრულია და ნათლობას პატივს სცემს, უნათლავი შეიძლება დარჩეს მხოლოდდამხოლოდ მაშინ, თუკი იგი რაიმე პიროვნული მიზეზით დააყოვნებს, გადადებს ამ ნათლობას და სურვილისთანავე არ მიიღებს მას. მაგრამ ამგვარნი ხომ უნათლავთა მეორე ჯგუფში შედიან, რომლებმაც დაახანეს ნათლობა და, ეწიათ რა სიკვდილი (ნებისმიერი მიზეზით), უნათლავნი დარჩნენ. განა შეიძლება რამენაირი აზრით ზრდასრულზე და, ამასთან, ნათლობის მსურველზე ითქვას, რომ მას ნათლობის მიღების შესაძლებლობა არ აქვს და რომ მისი ნებისგან სრულიად დამოუკიდებელი შემთხვევის გამო რჩება იგი მოუნათლავი?

ყველა взрослый და, ამასთან, ნათლობის მოსურნე უნათლავი შეიძლება რჩებოდეს მხოლოდ პიროვნული ნებით (ნათლობის თუნდაც მცირე ხნით გადადებისა და უეცარი სიკვდილის მიზეზით), მაშინ როცა მესამე ჯგუფში მხოლოდ ისინი შედიან, რომლებსაც ბუნებითად, ფიზიკურად არ ძალუძთ ნათლობის მიღება. ბუნებაში ამგვარნი მხოლოდ ორი კატეგორიაა: ერთი მხრივ, ესენი არიან მოუნათლავად დატოვებული ჩვილები (ცხადია, რომ ძუძუთა ბავშვი თავისით ვერ მოინათლება), მეორე მხრივ კი - მუცლადმოწყვეტილები, რომლებიც მათგან სრულიად დამოუკიდებელი შემთხვევის გამო უნათლავნი რჩებიან.

თუ ვინმე გვეტყვის: პირდაპირ რატომ არ მიუთითებს მათზე მოძღვარი? ვუპასუხებთ:

საქმე ისაა, რომ (როგორც ეს საყოველთაოდ ცნობილია) წმ. გრიგოლის სამეტყველო სტილს ახასიათებს მინიშნებითობა, დაუკონკრეტებლობა, რასაც ეფრემი „ღმრთისმეტყუელებითთა სიტყუათა მიფარულებას“ უწოდებს. საგულისხმოა, რომ სწორედ იმ გვერდზე, სადაც ზემორე სწავლებაა გადმოცემული, ეფრემისეულ თარგმანს ასეთი მნიშვნელოვანი კომენტარი ახლავს (ამ კომენტარს ქვემოთაც შევეხებით):

„კუალად აქაცა შეისწავებოდენ ჩუენ მიერ ზემოთქუმული იგი სიტყუაჲ, ვითარ არა ფრიად გამოიწულილავს მოძღუარი ჴუმევასა სიტყუებისასა, არამედ ძალსა ოდენ განიცდის თქუმულთასა“ (ახალ ქართულად: “კვლავ ინიშნე აქაც ის, რაც ზემოთ ვთქვით, თუ როგორ არ აზუზტებს ძალიან მოძღვარი სიტყვათა გამოყენებას, არამედ მხოლოდ ნათქვამის არსს აღიქვამს იგი“, A-109,98v).

ამიტომაა, რომ წმ. გრიგოლის შრომებს მრავალი განმარტება ახლავს აშიაზე.

მიუხედავად ამგვარი სტილისა, წმ. გრიგოლის არგუმენტირებანი იმდენად მტკიცეა, რომ მკითხველის შეცდომაში შესვლის ალბათობა ნულის ტოია.

დიახ, ყველა взрослые მხოლოდ პირველ და მეორე ჯგუფში იგულისხმება, მესამე ჯგუფში კი მარტოდენ ჩვილნი და მუცლადმოწყვეტილნი შედიან. მათ გვერდით взрослые-ს დაყენება ღრმა შეცდომაა.

ამ აზრს ზედმიწევნით ადასტურებს მომდევნო ნაწილი, სადაც თითოეული ჯგუფის თვისობრივი დახასიათება და მათი უნათლავობის მიზეზებია მოცემული.

კერძოდ:

პირველ ჯგუფში შემავალთა უნათლავად დარჩენის მიზეზია მათი ,,სიბოროტე“ და ,,საბანელისა შეურაცხყოფა“.

მეორე ჯგუფის წევრთა უნათლავობის ანუ მათი უდებებისა“ (დაუდევრობის) და ,,უძღებების“ (ვნებათმოუთოკაობის) მიზეზია არა იმდენად სიბოროტე, რამდენადაც ,,უგუნურება“.

მესამე ჯგუფში ნაგულისხმევთა უნათლავობის მიზეზია ,,უმეცრება“ და ,,მძლავრება”.

ამ უკანასკნელი ორი მიზეზიდან პირველი, ცხადია, ზემოხსენებულ ,,ჩვილებს”* გულისხმობს, რომლებსაც ასაკობრივი უმეცრება აქვთ, მეორე კი ვის უნდა გულისხმობდეს, თუ არა მუცლადმოწყვეტილთ? რადგან აქ რომ მოზრდილნი იყოს მინიშნებული, მაშინ მეორე ჯგუფში ვინღა იგულისხმება, ან კი ისეთი რა მძლავრება უნდა იყოს ზრდასრულის თანამდევი, რომ მას არანაირად არ შეეძლოს ნათლობის მიღება არანაირი სახით?

ამრიგად, წმ. გრიგოლის ზემორე სწავლებიდან ეჭვმიუტანლად გამომდინარეობს ერთადერთი დასკვნა:

უნათლავთა მესამე ჯგუფი აერთიანებს მხოლოდ მათ, რომლებიც ბუნებითად, ფიზიკურად არიან მოკლებულნი ნათლობის მიღების ყველანაირ შესაძლებლობას. ასეთები, კვლავ აღვნიშნავთ, მხოლოდ უნათლავად დატოვებული ჩვილები და მუცლადმოწყვეტილები არიან.

"აქვე მივუთითებთ ერთ მომენტსაც, რაც კვლავ ხაზს უსვამს რუსული თარგმანის მნიშვნელოვან მცდარობას და რამაც, შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანა არქიმანდრიტი.

საქმე ისაა, რომ როგორც აღვნიშნეთ, წმ. გრიგოლი უნათლავთა მეორე ჯგუფს განუკუთვნებს უარყოფით ეპითეტს ἄνοια, რაც უგუნურებას, უგულისხმოებას ნიშნავს (რუს. безумие, безрассудность, глупость. იხ. ვეისმანის მითით. ლექს. გვ. l19). შდრ. ეფრემი: "...რამეთუ არა უფროაჲს სიბოროტითა, რაოდენ უგუნურებითა ყვეს განჴუებაჲ იგი" (ექვთიმ: ,,უფროჲსად უგულისხმოებითა გამოჴუებაჲ იგი მადლისა მისგან წაეკიდა“).

რაც შეეხება მესამე ჯგუფს, მათ მიმართ წმ. გრიგოლი იყენებს ტერმინს ἀγνωσία, რაც "უმეცრებას“, „არცოდნას“ ნიშნავს (რუს. незнание; неизвестность). შდრ. ეფრემი: "უმეცრებით გინა მძლავრებით განვრდომილნი ნიჭისა მისგან“ (ექეთიმე: „რომელნი-იგი უეცრებისათჳს ანუ მძლავრობისა გამოეჴუებიან მადლსა მას“).

რაც შეეხება რუსულ თარგმანს, მასში მესამე ჯგუფთან დაკავშირებით ἀγνωσία-ს შესატყვისად გვხვდება მართებული ტერმინი неведение ("которые по неведению или по принуждению лишаются дара"), მაგრამ თარგმანის უმძიმესი შეცდომა ისაა, რომ იგივე неведение გვხვდება მეორე ჯგუფისადმიც, კერძოდ ἄνοια-ს შესატყვისადაც, მაშინ როცა უნდა გვქონოდა безумие ("...не столько по злонравию, сколько по неведению не  получили крещения").

გადავშალოთ თუნდაც სლავური თარგმანი და ვნახავთ, რომ იქ მკვეთრადაა გამიჯნუღი II და III ჯგუფები. კერძოდ, მესამე ჯგუფს სლავურში განეკუთვნება ,,უმეცრების“ შესატყვისი невежественность (ἀγνωσία), ხოლო II ჯგუფს - безумие (ἄνοια).

ამ უმძიმესი მთარგმნელობითი შეცდომის შედეგად რუსულ ტექსტში მეორე ჯგუფი თვისობრივად ითქვიფება მესამეში და, რაღა გასაკვირია, რომ взрослые მესამე ჯგუფშიც მოგვეჩვენოს, მაშინ როცა ბერძნულ-ქართული ტექსტების მიხედვით მეორე და მესამე ჯგუფს შორის (ისევე როგორც პირველსა და მეორე ჯგუფს შორის) სხვაობა ,,უდიდესია“ (πλεῖστος; სხვათაშორის ეს ტერმინი ყველაზე ზედმიწევნით სლავურშია გადმოტანილი: величайшее).

აი, ასეთია ვითარება:

ამგვარად, მესამე ჯგუფში, ერთი მხრივ, შედიან უნათლავად დატოვებული ,,ჩვილები“, რომლებიც ასაკობრივი უმეცრების გამო თავისით ვერანაირად ეერ მოინათლებოდნენ, მეორე მხრივ კი - მხოლოდ მუცლადმოწყვეტილნი, რომლებიც, თუმც ჩვილების მსგავსად მოსურნენი ნათლობისა, მძლავრების ანუ  ტირანიის, ძალადობის შედეგად დააკლდნენ ნათლობას. როგორ შეიძლება, რომ აქ взрослые იგულისხმებოდეს, რომლებსაც ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ ნათლობისა? ან კიდევ, თუკი დავუშვებთ, რომ ისინი (взрослые) ნათლობას ესწრაფვოდნენ, მაგრამ ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, მარტვილნი ყოფილან და როგორღა არ განდიდდებიან?

მაგრამ ყველაზე მნიშნელოვანი და გადამწყვეტი ისაა, რომ მესამე ჯგუფის უნათლავთა მიმართ წმ. გრიგოლი ხაზგასმით იყენებს ტერმინს ἀπόνηροι, რაც ეფრემის მიერ გადმოტანილია როგორც „უბოროტონი“ („აღუბეჭდველნი სადმე, გარნა უბოროტონივე“), ხოლო ექვთიმეს მიერ - როგორც „არა-უკეთურნი“ (შდრ. რუს. не худы)

ახლა დავუკვირდით, მამაო!

აღნიშნული ტერმინი ხომ მხოლოდ და მხოლოდ ხსენებულ უნათლავთა პიროვნულ უბოროტობას ანუ პირად ცოდვათა უქონლობას ნიშნავს (რადგან ბუნებით ყველანი ჩასახვიდანვე ვართ პირველცოდვის მქონენი და, ამიტომ, სრული ბუნებით უბოროტობა უნათლავისთვის შეუძლებელია). შესაბამისად, განა რაიმე აზრით შეიძლება დავუშვათ, რომ взрослый წარმართი (უნათლავი) „უბოროტოა“, პიროვნულ ცოდვათა არმქონეა? არათუ წარმართი, არამედ ყველა взрослый ქრისტიანიც (ე.ი. მონათლულიც) პირად ცოდვათა მქონეა და, ამიტომ, აუცილებელ აღსარებას ამბობს ზიარების წინ.

ასე რომ, „ჩვილების“ გარდა კიდევ რომელი უნათლავი შეიძლება იყოს, ერთი მხრივ, სრულიად მოკლებული მონათვლის ყოველგვარ შესაძლებლობას თავის უნებურად, მეორე მხრივ - მძლავრების მსხვერპლი, მესამე მხრივ კი - „უბოროტო“, „არა-უკეთური“?

პასუხი, ვფიქრობთ, ყველასათვის ერთადერთია:

ამგვარი შეიძლება იყოს მხოლოდ ჩვილი და მუცლადმოწყვეტილი! შესაბამისად, უნათლავთა მესამე ჯგუფში взрослый წარმართების ჩართვა (როგორც ამას „რჯულმდებლობს“ არქიმანდრიტი) და, აქედან გამომდინარე, დაშვება იმისა, რომ სწორედ მათ მიმართ გამოიყენა წმ. გრიგოლმა ტერმინი „უბოროტონი“ (ἀπόνηροι), ხსენებული წმინდანის საღვთო მოძღვრების უკიდურესი შერყვნაა. აი, სწორედ ესაა ნამდვილი подставка წმ. გრიგოლის სიტყვებში და მისი მოძღვრების „180 გრადუსით“ შეცვლა.

კვლავ ხაზს გავუსვამთ, რომ ტერმინი ἀ-πόνηρος გამორიცხულია ითქვას წარმართის მიმართ, რადგან წმ. იოანე ოქროპირის, თეოფილაქტეს და ყველა სხვა მამის სწავლებით თუნდაც დიდი ქველმოქმედი წარმართი მხოლოდ πονηρός-ია. მაგრამ ხსენებული ტერმინი უფრო მეტსაც გვასწავლის.

საქმე ისაა, რომ ჩვენს ოპონენტებს ხშირად მოაქვთ წმ. ბასილი დიდის სიტყვები, სადაც ჯოჯოხეთის აღწერაა მოცემული. ეს აღწერა მოაქვთ „ჯოჯოხეთისა“ და „გეჰენიის“ თითქოსდა განსხვავებულობის საჩვენებლად. ამ საკითხს ჩვენ ქვემოთ შევეხებით, მაგრამ ამჯერად ერთი რამ გვინდა ვკითხოთ ჩვენს ოპონენტებს, მათ შორის არქიმანდრიტსაც:

დაკვირვებიხართ კი წმ. ბასილის სწავლებას?

ნახეთ ციტატის დასაწყისი თუნდაც არქიმანდრიტის წიგნში:

„Если бог есть праведный Судия, не только Добрых, но и порочных, воздающий каждому по делам его...“ (გვ. 106).

ამ სიტყვების შემდეგ აღწერილია, თუ როგორ მიეგებათ ღვთისგან მათ, რომლებიც порочные არიან, ჯოჯოხეთის სხვადასხვა სატანჯველი.

ჩვენს ყურადღებას იქცევს წმ. ბასილის სიტყვები: праведный Судия, რაც, ცხადია, იდენტურია წმ. გრიგოლის მიერ მესამე ჯგუფის უნათლავთა მიმართ გამოყენებული ფრაზისა: „а последные не будут у праведного Судии ни прославлены, ни накааны”.

როგორც ვხედავთ, ერთი სწავლებაა! კერძოდ, ბასილი დიდი ამბობს, რომ ღმერთი, როგორც праведный Судия, ჯოჯოხეთის სატანჯველთ განუკუთვნებს იმათ, რომლებიც порочные არიან, ხოლო მისი განუყრელი მეგობარი წმ. გრიგოლი ამბობს, რომ ღმერთი როგორც праведный Судия, არ დასჯისო მესამე ჯგუფის უნათლავთ.

გარდა იმისა, რომ „არდასჯა“ თავისთავად იდენტურია სატანჯველისაგან თავისუფლებისა, მაინც ამჯერად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შემდეგს:

ბასილის სიტყვათა რუსულ თარგმანში არსებული ტერმინი порочные გადმოსცემს სწორედ ბერძნულ πονηροί-ს. დიახ, ბასილის სწავლებით, მართალი მსაჯული ჯოჯოხეთში გზავნის სწორედ მათ, რომლებიც порочные ანუ πονηροί არიან. ჯოჯოხეთი სწორედ მათი სამკვიდრებელია. ამ აზრს ალტერნატივა არა აქვს.

წმ. გრიგოლის მიერ კი, თავის მხრივ, სრულიად მკვეთრად არის გამოყოფილი მესამე ჯგუფის უნათლავნი როგორც ἀ-πονηροί (ἀ - ბერძნული უარყოფითი პრეფიქსია); შესაბამისად, თუ πονηροι რუსულად, როგორც ზემოთ ვნახეთ, გადმოტანილია, როგორც порочные და სწორედ ისინი მიდიან ჯოჯოხეთში, აშკარაა, რომ საპირისპირო ἀ-πονηροί უნდა ითარგმნოს მხოლოდ როგორც непорочные და როგორღა შეიძლება, რომ ამ უკანასკნელთაც პირველთა სამკვიდრებელი განეკუთვნოს მართლმსაჯულისაგან?

შევაჯამოთ:

წმ. ბასილი გვასწავლის, რომ „მართალი მსაჯული“ ჯოჯოხეთში გზავნის სწორედ πονηροι-ს, ხოლო წმ. გრიგოლი გვასწავლის, რომ მესამე ჯგუფის უნათლავნი ἀ-πονηροί არიან და ამიტომაც არ დაისჯებიან ისინი „მართალი მსაჯულის“ მიერო. თუ ჯოჯოხეთში სწორედ πονηροι მიდიან, როგორღა გაიგზავნებიან იქ ἀ-πονηροί?

ხედავთ მამაო, როგორ ეკლესიობენ წმინდანნი, როგორ კრებულობენ, როგორ მემწყობრეობენ საღვთო მოძღვრებაში? გენიშნათ, მამაო, მათ სწავლებათა ერთმთლიანობა და განუყოფლობა?

კიდევ:

ვნახოთ, თუ რა სასჯელს განუწესებს წმ. გრიგოლი უნათლავთა სხვადასხვა ჯგუფს.

პირველ ჯგუფზე ამბობს:

„ვთვლი, რომ პირველნი სასჯელს დაექვემდებარებიან როგორც სხვა ბოროტებისათვის (πονηρίας), ასევე ემბაზის შეურაცხყოფისათვის“ (ექვთიმე: „პირველთა სასჯელი მოეჴადოს ვითარცა-იგი სხუათა მათ ცოდვათა მათთათჳს, ეგრეთვე უგულებელყოსისათჳს მადლისა მის საღმრთოჲსა“, ეფრემი: „და შემირაცხიან პირველნი პატიჟის მისაჴდელად ვითარ-იგი სხუათა სიბოროტეთა, ეგრეთვე საბანელისა შეურაცხყოფისათჳს“).

მეორე ჯგუფზე ამბობს:

„სხვები - დაექვემდებარებიან, მაგრამ უფრო ნაკლებად, რადგან არა იმდენად უკეთურების, რამდენადაც უგუნურების გამო მოიმოქმედეს დაკლება (ნათლობისაგან დაკლება, ე.ჭ.)“ (ექვთიმე: „ხოლო მეორეთა მათ მოეჴადოს საშჯელი, არამედ უსუბუქესად, რამეთუ არა უკეთურებითა, არამედ უროჲსდა უგულისჴმოებითა გამოჴუებაჲ იგი მდლისა მისგან წაეკიდა.“ ეფრემი: ,,სხუათა მათდაცა მიჴდად უკუე, გარნა უმცირესადრე, რამეთუ არა უროჲს სიბოროტითა, რაოდენ უგუნურებითა ყვეს განჴუებაჲ მისი“). 

მესამეთა მიმართ ამბობს:

,,სხვები კი არც იდიდებიან, არც დაისჯებიან მართალი მსაჯულის მიერ, რადგან თუმცა დაუბეჭდავნი არიან, მაგრამ - უბოროტონი, რომლებმაც უფრო განიცადეს დანაკლისი, ვიდრე ქმნეს. რადგან არათუ უკვე პატივის ღირსიცაა ის, ვინც არ არის დასჯის ღირსი, ისევე როგორც არათუ უკვე დასჯის ღირსიცაა იგი, ვინც არ არის პატივის ღირსი“ (ექვთიმე: "ხოლო მესამენი იგი არცა იდიდნენ, არცა იტანჯნენ მართლისა მის მსაჯულისაგან, ვითარცა დაუბეჭდავნი, არამედ არა-უკეთურნი, და რამეთე არათუ თჳთ ქმნეს, არამედ მძლავრებით მოიწია უფროჲსად მათ ზედა დაჭირვებაჲ იგი; რამეთუ არათუ ყოველი, რომელიც სატანჯველისა არა ღირს-არს, იგი პატივისა ღირს-არს, ვითარცა-იგი არცა თუ რომელი პატივისა არა ღირს-არს, იგი სატანჯველისა მებრ ღირს არს“; ეფრემი: ,,ხოლო სხუანი იგი არცა იდიდნენ, არცა იტანჯნენ მართლისა მის მსაჯულისაგან, ვითარცა აღუბეჭდველნი სადმე, გარნა უბოროტონივე, რომელთა უფროჲსღა შეემთხჳა ზღვევაჲ, ვიდრეღა ყვეს, რამეთუ არათუ რომელიცა ტანჯვისა არა ღირს, იგი - პატივისაცა, ვითარ-იგი არცა რომელი პატივისა უღირს, იგი ტანჯვისაცა ღირს“).

ზემოწარმოდგენილი მასალა უცხადესად გვასწავლის, რომ პირველთ სასჯელი დაედებათ, მეორეთაც სასჯელი დაედებათ (თუმცა კი "უსუბუქესად", "უმცირესადრე“), ხოლო მესამენი ,,არ დაისჯებიან“ (,,არ დაიტანჯებიან“).

არქიმანდრიტი კი, ნახეთ, როგორ ცვლის წმინდანის სიტყვებს:

"другой же Отец (წმ. გრიგოლი, ე.ჭ.)   говорит более детально, точно, конкретно - и уже выделяет место в аду относительно покойное, относительно не мучительное" (გვ. 38-39).

პატივცემულ ოპონენტს მისივე სიტყვებით მივმართავთ:

"все это сплошная ложь... все это сплошная ваша выдумка".

მართლაც, წმ. გრიგოლი იმას კი არ ამბობს, რომ მესამენი კიდევ უფრო ნაკლებ დაისჯებიანო, არამედ  - კატეგორიულად და გარკვევით: ,,არ დაისჯებიანო“, თან ამ  ,,დაუსჯელობას“ კვლავ ორგზის უსვამს ხაზს (,,... ვინც არ არის დასჯის ღირსი“, ,,არათუ უკვე დასჯის ღირსიცაა...“).

რა უშლიდა ხელს ეთქვა, რომ ესენი კიდევ უფრო ნაკლებ დაისჯებიანო? ცხადია, ასეც იტყოდა, ამგვარი აზრი რომ ჰქონოდა, მაგრამ როგორ ექნებოდა ამგვარი აზრი, როცა მისივე სწავლებით მესამენი ,,უბოროტონი“ (непорочные, не худы, ἀ-πονηροί) არიან, ხოლო "უბოროტოთათვის“ წმ. ბასილი დიდი, ისევე როგორც საზოგადოდ მართლმადიდებლური ტრადიცია, გამორიცხავს სასჯელს და სატანჯველს. ისევ გავიხსენოთ წმ. გრიგოლ აკრაკანტელი, რომლის თქმითაც მუცლადმოწყვეტილნი ,,არარარაჲსა დაშჯილებისა თანამდებნი“ არ არიან, ან წმ. გრიგოლ ნოსელი, რომლის თქმითაც ისინი ,,სამწუხაროთა შორის არ იქნებიან“, ან წმ. ანასტასი სინელი, რომელიც გვასწავლის, რომ ჩვილები არ წარიწყმიდებიან დ არ შევლენო გეჰენიაში.

აი, როგორ მთლიანობენ, როგორ გაუყოფლობენ წმინდანნი!

ახლა იმას შევეხოთ, აქვთ თუ არა ჩვილებს და მუცლადმოწყვეტილთ „შეურყვნელი პიროვნული ნება“. ოპონენტი წერს:

"Вы приводите опять свое явно неправославное учение о "наличии в пеоскверненной личностной воле" младенца, "Естественной наклонности к Богу, ко Спасению, ко Крещению".

ამრიგად, ოპონენტის ,,მტკიცებით“ აშკარად არამართლმადიდებლური ყოფილა თქმა იმისა, რომ ჩვილებს და მუცლადმოწყვეტილებს აქვთ "შეურყვნელი პიროვნული ნება“ და ბუნებრივი მიდრეკილება ღვთისკენ, მაცხოვრისკენ, ნათლობისკენ.

შემდეგ, არქიმანდრიტი, მისთვის ნიშანდობლივი წესით, შეუმჩნევლად ტოვებს ტერმინ „პიროვნულს” (личностный) და ამბობს:

"Вы подставляете этому отцу, говоря что младенцы имеют "совершенно неоскверненную волю", которая искажается только позже от искажения сознания"? Ведь это, как уже говорилось - прямо бы приводило нас к выводу о святости младенцев при рождении" (გვ 35-36).

აღნიშნული ქმედების საფუძველზე ოპონენტს, თითქოს აქ არაფერიაო, ყურადღება გადააქვს ბუნებით ნებელობაზე და გვეკამათება, როგორ შეიძლება ბუნებითი ნება მათ (ჩვილებს) გაუკუღმართებული არ ჰქონდეთო.

სამწუხაროდ, პატივცემულ არქიმანდრიტს სრულიად მცდარი წარმოდგენა აქვს ნების საკითხზე. ჩვენს წინა სტატიაში (სათაურით: „არ არის კარგი ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა“) მრავალი ციტატა მოვიტანეთ ამ მხრივ, რომელთა გაცნობის შემდეგ ოპონენტი, ვფიქრობთ, ბოლომდე ჩახვდება თავის არსებით შეცდომას.

საქმე ისაა, რომ როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, სხვა არის ბუნებითი ნება, როგორც ნებელობა და სხვა არის პიროვნული ნება, როგორც არჩევანი და არჩევანის საგანი. პირველცოდვის შედეგად გაუკუღმართდა ადამიანის ბუნებითი ნება. ამიტომაა, რომ მუცლად ჩასახულნიც ბუნებითად ფლობენ პირველცოდვას და, შესაბამისად, ბუნებითად ისინიც ცოდვილნი არიან, მაგრამ პიროვნული ნება ყოველთვის კონვრეტულ შეგნებულ მოქმედებაში, შეგნებულ არჩევანში ვლინდება და სწორედ ეს მხარე აქვთ ჯერაც სრულიად შეურყვნელი ჩვილებს, რადგან არცერთი შეგნებული არჩევანი მათ არ ამოძრავებთ, არცერთი შეგნებული მოქმედება მათ არ აღუსრულებიათ. ამას ასწავლის აბსოლუტურად ყველა წმინდანი, ხოლო მთელი თქვენი ციტირებანი, მამაო, მხოლოდ და მხოლოდ პირველცოდვით ბუნების დასნეულებას ეხება. თუ ჩვილებს პიროვნული ნება შეურყვნელი არა აქვთ, როგორ უწოდა მათ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველმა ἀ-πονηροί  (непорочные, не худы). განა непорочный იმავე შეურყვნელს არ ნიშნავს? ,,შეურყვნელი პიროვნული ნება“ პიროვნულ ცოდვათა უქონლობაა და სხვა არაფერი. განა ჩვილთა მიმართ სწორედ ამას არ აღიარებს მთელი ეკლესია? თქვენ ხშირად იმოწმებთ „აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეს", მაგრამ მართლაც გულდასმით რომ წაგეკითხათ ეს ეპისტოლე, ასეთ მძიმე შეცდომას არ დაუშვებდით. იქ ხომ პირდაპირ წერია:

,,ბავშვები რომლებიც გარდაიცვლებიან ნათლისღების შემდეგ... უკვე უმანკონი არიან და აღარ ამძიმებთ ცოდვა - არც საზოგადო (რომელიც საღმრთო ნათლობამ განაქარვა მათ შორის) და არც პირადი (რომელიც, როგორც ჩვილებს, თავისუფალი ნების ჯერ არ მქონეთ, არ გააჩნიათ)“ (თბ. 1988, გვ. 77).

დაუკვირდით ბოლო ნაწილს: ,,ჩვილებს პირადი ცოდვები არ გააჩნიათო“.

ამასვე ამბობს წმ. ბასილი:

,,ჩვილთათვის ასაკი თავისთავად არის საკმარისი, რომ უდანაშაულონი იყონ“ (ის. ხერძნ.-ლათ. ტექსტები, გაზეთ „თბ.სას.აკად. და სემ“-ის №2(3) ნომერში, გვ. 2).

მეტიც:

ჩვილებს, პირველცოდვის გარდა, არამარტო პიროვნულად, არამედ არც ბუნებითად არა აქვთ რაიმე ბიწი.

მოვუსმინოთ წმ. იოანე ოქროპირს, რომელიც განმარტავს უფლის მიერ ყრმათადმი თქმულ სიტყვებს: ,,ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ“ (მათე 19.14):

„ამისათჳს ჰნატრის ყრმათა უმანკოთა, რამეთუ სული ესევითარისა ყრმისაჲ თავისუფალ არს ყოველთა ვნებათაგან ...  ნებითა ჩუენითა და გულისჴმისყოფითა აღვასრულებდეთ კეთილთა მათ სათნოებათა, რომელნი ჩჩჳლთა ბუნებით ჰქონან: უმანკოებასა და სიწრფობასა და სიმდაბლესა“ (წიგნი III, თბ. 1998, გე. 178).

ეს ბუნებითი უმანკოება ანუ შეურყვნელობა რომ მხოლოდ შემდეგ შეიძლება დამახინჯდეს (ან, პირიქით, წარემატოს) მათში თავისუფალი არჩევანის ან შეგნებული მოქმედების საფუძველზე, რასაც არამართლმადიდებლურს უწოდებს არქიმანდრიტი, სიტყვასიტყვით არის სწავლებული იმავე იოანე ოქროპირის მიერ:

"ბუნებით არიან ჩუენ თანა სათნოებანი... ამისთჳსცა, ჩჩჳლ რაჲ არნ ყრმაჲ, ყოველნი ესე კეთილნი იპოვნიან მის თანა, ხოლო მოიწიის რაჲ სიორძილე გუამისაჲ (ე. ი. როცა გაიზრდება, ე. ჭ.) და თჳთმფლობელობისა იგი ნებაჲ განძლიერდის და მიეცის მას ჴელმწიფებაჲ ნეფსით თჳსით დამარხვად ბუნებითთა მათ სათნოებათა, მიერითგან მის ზედა არს (ე. ი. ამიერიდან მასზეა დამოკიდებული, ე. ჭ.), გინათუ ინებოს ბუნებითისა მის დამარხვად, გინათუ ბუნებისა გარეგანისა მის შეწყნარებაჲ, რომელ არიან ვნებანი“ (იქვე, გვ. 136).

ახლა იმის შესახებ, აქვთ თუ არა მათ ბუნებრივი სწრაფვა ნათლობისაკენ, ცხონებისაკენ!

ამასაც, გარდა ზემოთქმულისა, უაღრესად მკაფიოდ გვიჩვენებს წმ. გრიგოლი, რომელიც მესამე ჯგუფის უნათლავებზე მსჯელობისას სწორედ ჩვილთა მიმართ, რომელთაც ბუნებითად არ ძალუძთ ნათლობის მიღება ასაკობრივი უმეცრებისა თუ მძლავრების გამო, სრულიად ხაზგასმით ამბობს:

"... ვერცაღა მნებებელთა მათგან იქმნის მიმთხუევაჲ მადლისაჲ" (შდრ. თუნდაც რუსული: "...не сподобляются благодати, хотя бы сами того и желали".)

საიდან აქვთ მათ პიროვნულად ეს სურვილი? შეგნებიდან? მაშინ როგორღა არიან ჩვილები, როგორღა ითქმის მათზე, რომ ნათწლბისადმი უმეცრება აქვთ?

ცხადია, მხოლოდ ბუნებრივი სწრაფვიდან გამომდინარე!

გავიხსენებთ ჩვენს ადრინდელ სიტყვებს: .

,,ადამში შესცოდა ყველა ჩვენთაგანმა, მაგრამ ამ ცოდვას არ მოუსპია ჩვენივე ბუნებითი სურვილი ღვთისკენ სწრაფვისა, არ აღუხოცავს პიროვნული ნება გადარჩენისა, ცხონებისა, ნათლობისა... ეს ბუნებითი სურვილი რეალიზდება პიროვნულ ანუ განზრახვისეულ ნებაში, კონკრეტულ პიროვნულ არჩევანში, რაც თუ მცდარი წარმოდგენებისგან არ არის შერყვნილი, უმანკოა და ცხონებისკენ, ნათლობისკენ გარდაუვალად მსწრაფველი. ამიტომ მიაშურეს ძუძუთა ჩვილებმა იერუსალიმში შესულ მაცხოვარს“ (დასახ. გაზ. №5, გვ.5).

პიროვნულად რომ ჩვილებს ნათლობა ნებავთ, ამის შესახებ ზემოთ დავიმოწმეთ წმ. გრიგოლის სიტყვები, ხოლო რაც შეეხება ,,ბუნებით“ სწრაფვას ღვთისკენ (თუმც ეს ბუნება, ყოველმიზეზგარეშე, პირველცოდვით არის სნეული). ამის შესახებ კვლავ მოვუხმობთ წმ. კირილე ალექსანდრიელის სიტყვებს:

,,ბაეშვებმა ქმნილების მეუფე თვით ბუნებისგან იცნეს“ (დასახ. გაზ. №4, გვ.7, სვ.3)

რა შეიძლება იყოს ამაზე ცხადი?

ზემოთ ჩვენ დავიმოწმეთ ერთი კომენტარი, რაც წმინდა მამათა სწავლების საფუძველზე თვით წმ. ეფრემ მცირემ დაურთო წმ. გრიგოლის ზემოხსენებულ სწავლებას, კერძოდ, კი იმ ადგილს, სადაც წმ. გრიგოლი გადატანითი მნიშვნელობით (,,სიმარჯვის“ შინაარსით) იყენებს ტერმინ ,,ბუნებას“. კომენტარში ვკითხულობთ:

„აჰა, კუალად ,,ბუნებაჲ“ თქუა (წმ. გრიგოლმა, ე.ჭ.) ნაცვლად ,,სიმარჯჳსა“, რამეთუ ბუნებით ყოველთა კაცთა სწორად აქუს ძალი საქებელყოფისაჲ, რამეთუ თჳთმფლობელისა ნებისაჲ არს ჩუეულებით მიღებაჲ სიმარჯჳსაჲ სათნოყოფად, გინა არა სათნოყოფად“ (A-109, 98v).

ხედავთ, მამაო, რას გვასწავლის ეკლესია? ბუნებით ყველა კაცს თანასწორად აქვსო ,,საქებელყოფის“ ანუ ,,შესაქებად გახდომის“ ე.ი. ჭეშმარიტი სიკეთისკენ სვლის (მხოლოდ ესაა ღვთის წინაშე საქები) ძალა, რაც შემდეგ თავისუფალი ნებით ან სათნოყოფის (ე.ი. წარმატების) ანდა არასათნოყოფის (გაუკუღმართების) საქმეში გამოვლინდებ.

მოიძიეთ, მამაო, აღნიშნული კომენტარი, მოიძიეთ ყველა სსვა ზემოაღნიშნული წყარო და დარწმუნდებით, რომ მთელი ეკლესია ერთს ასწავლის:

ადამიანის ბუნება ცოდვითდაცემის შემდეგაც ფლობს (თუმცა სნეული) ღვთისკენ, ნათლობისკენ, ცხონებისკენ სწრაფვის ბუნებრივ ძალას (ეს ძალა რომ დაშრეტილიყო ადამიანის პიროვნებაში, მაშინ იგი, ეშმაკთა მსგავსად, საუკუნოდ გამოუხსნელი იქნებოდა), რაც ჩვილებში არ არის დაჩრდილული ამ უკანასკნელთა პიროვნული ნებით, ანუ პირადი ცოდვებით, მცდარი არჩევანით, რადგან მათი პიროვნული ნება, როგორც ჯერაც ,,უბოროტო“, სწორედ გადარჩენისკენ ისწრაფვის ანუ, წმ. გრიგოლისებრ, ნათლობის მადლის ,,მნებებელია“. სწრაფვის სურვილი არანაირად არ ნიშნავს წმინდანობას. ამგვარი რამ ჩვენს სიტყვებში მხოლოდ ,,წუელის“ მხედველს შეიძლებოდა მოლანდებოდა (როგორ შეიძლება, რომ ბუნებით სნეული წმინდანი იყოს?).

ახლა, როდესაც, ვფიქრობთ, არსებითი გაირკვა და ისიც მთლიანად გამოჩნდა, თუ ვინ ცვლის 180 გრადუსით წმ. გრიგოლის უსაღვთოეს სწავლებას პიროვნულად ,,უბოროტო“ და ნათლობის ,,მნებებელ“ ჩვილთა ,,დაუსჯელობის“ შესახებ, ვფიქრობთ, დადგა დრო, გავიხსენოთ ის ბრალდებანი, რაც ჩვენ წავუყენეთ ,,ანონიმ ავტორს“, აწ - არქიმანდრიტ ლაზარეს.

პირველი ბრალდება ასეთი იყო:

უმძიმესი ცთომილებაა შემდეგი აზრი:

"Есть очень много догматических вопросов, по поводу которых, у некоторых Св. Отцов находились частные мнения, песогласные с общецерковным верованием".

ოჰონენტი კვლავ იმეორებს ამ სიტყვებს და წიგნის ერთ-ერთ თავში ცდილობს როგორმე გაამართლოს აღნიშნული ცთომილება. იგი, ეჭვი არ არის, გრძნობს რომ დაუშვა მძიმე შეცდომა, მაგრამ უჭირს რა ამის აღიარება, მიმართავს სხვადასხვა მანევრს და თითქოს ჩვენც გვეთანხმება იმ აზრში, რომ ამა თუ იმ წმინდანს შეიძლებოდა რომელიმე დოგმატზე განსხვავებული აზრი ჰქონოდა მხოლოდ ამ დოგმატის საბოლოო ჩამოყალიბებამდე. აი, მისი სიტყვები:

"Далее Вы разъясняйте, что личное мнение Отцов, когда оно расходилось с учением других Святых, и после того, как этот попрос был уже разъяснен, "дефиницирован", всякое иное понятие об этом предмете становилось бы уже не "частным, а настоящей ересыю - по иеужели Вы допускаете, что я имел ввиду что-либо иное?" (გვ. 15)

ნუთუ, მამაო, მართლა სხვა არაფერი გქონიათ მხედველობაში? მოხარული ვიქნებოდით ასე ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ სინამდვილე სხვაა.

მართლაც, თქვენვე აღიარებთ, რომ ზემოციტირებული საშინელი სიტყვები ზოგადად ბრძანეთ სწორედ ნათლობის დოგმატის კონტექსტში ("я хотел отметить лишь то, что если бы по этому вопросу и были у пекоторых Отцов когда-то разные мысли - это вовсе не повод для нашего вольнодумия...," გვ. 15).

მაგრამ ნათლობის დოგმატი ხომ სრული სისავსითაა ჩამოყალიბებული I საუკუნიდანვე, თვით მაცხოვრის სიტყვებიდანვე (ყველა მოძღვრის მიერ სწორედ მაცხოვრის სიტყვები მოიხმობა ნათლობის დოგმატზე მითითებისას)? შესაბამისად, უკვე ჩამოყალიბებულ დოგმატზე რომელიმე მამის განსხვავებული აზრი, თქვენვე გვეთანხმებით, უპირობოდ ერესია. აქედან გამომდინარე, ხომ აშკარაა, რომ თქვენ რაიმე დოგმატამდელ პერიოდს კი არ გულისხმობდით, როცა ამბობდით, რომ წმინდა მამებთან ძალიან ბევრი დოგმატური ცთომილებააო, არამედ - სწორედ დოგმამატის შემდგომს. სხვა შემთხვევაში უთუოდ აღნიშნავდით კიდეც (მოვალე იყავით აღგენიშნათ!): ეს წმინდა მამები (დოგმატებში მცდარნი) ერეტიკოსებად მხოლოდ იმიტომ არ იწოდნენ, რომ დოგმატთა ჩამოყალიბებამდე გამოთქვეს თავიანთი აზრებიო. თქვენ კი, ნახეთ, რა ,,ახსნას“ უძებნით იმას, რომ წმინდა მამები, რომლებმაც, თქვენი ,,რჯულდებით“ დაამახინჯეს დოგმატები, მაინც წმინდანებად შეირაცხნენ. აი, თქვენი სიტყეები:

"Отцы, не настаивавшие па таком мнении, а только ошибочно их высказывавшие - не считались еретиками".

ხედავთ, როგორი იყო თქვენი აზრი? არა ის, რომ დოგმატის ჩამოყალიბებამდე გამოთქვეს მათ მცდარი აზრები, არამედ სულ სხვა: არ იჩემებდნენო თავიანთ დოგმატურ დამახინჯებებს.

არა, მამაო, დოგმატის დამახინჯება მთლად რბილიც რომ იყოს, მაინც ერესია. დღეს რომ ვინმემ თქვას მორიდებით, მაცხოვარი ჩემი აზრით არ არისო ბუნებითი ღმერთი, ანდა ერთბუნებოვანიაო იგი და ა.შ., განა წმინდანად შეირაცხება (თუ უმალ მწვალებლად?)

მეტიც:

არც დოგმატის ჩამოყალიბებამდე ყოფილა ისეთი კატასტროფული სურათი, თქვენ რომ ხატავთ! არავითარი „ძლიან ბევრი დოგმატური საკითხი“ არ დაუმახინჯებიათ წმინდანებს თუნდაც უადრეს პერიოდში. ამ მხრივ გამონაკლისი თითქმის არ არის და თუ არის, იმასაც თავისი ახსნა აქვს. არც წმ. გრიგოლ ნოსელი გამოგადგებათ ნიმუშად, რომელიც თავდაცვისას „გაიმეტეთ“. ერთადერთი დოგმატური პრობლემა, რაც ამ უდიდეს წმინდანას უკავშირდება, აპოკატასტაზის საკითხია, მაგრამ აქც ფრთხილობს ეკლესიური შეფასება; წმ. მაქსიმე მკვეთრად მიჯნავს წმ. გრიგოლის მოძღვრებას აპოკატასტაზის შესახებ ორიგენისტული აპოკატასტაზისგან და პირველ მათგანს მწვალებლურობას არ განუკუთვნებს, IX საუკუნეში კი ისიც გამოააშკარავდა, რომ ცალკეული ცთომილი გამონათქვამები სხვათა მიერ იქნა ჩართული წმ. გრიგოლ ნოსელის შრომებში (საგულისხმოა, რომ წმ. გრიგოლის ის შრომა, სადაც ბერძნული ტექსტი ცთომილებებს ავლენს, კერძოდ: „დიდი სამოძღვრო ქადაგება“, ძველ ქართულადაც არის თარგმნილი, მაგრამ ეს თარგმანი ცთომილი ჩანართების ნიშანწყალსაც კი არ შეიცავს). საგულისხმოა, რომ სწორედ წმ. გრიგოლ ნოსელია ის პიროვნება, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ფუნდამენტური დოგმატების ჩამოყალიბებაში.

ეკლესიის მამებთან შეიძლება ზოგჯერ სახეზე იყოს ტერმინოლოგიური დაუხვეწელობა (ხშირად გადამწერთა მიზეზით), სტილური ბუნდოვანებანი (რაც ორაზროვნების საბაბს იძლევა), ე.ჭ. კატაქრესტული გამონათქვამები, მაგრამ არანაირად - მცდარი დოგმატური სწავლებანი, თან „ძალიან ბევრი“.

ამიტომ, კვლავ ხაზგასმით აღვნიშნავთ:

არქიმანდრიტ ლაზარეს მიერ დაჟინებული მტკიცება იმისა, რომ წმინდანთა შორის მოიპოვება ძალიან ბევრი დოგმატური ცთომილება, უმძიმესი შეცდომაა და ამგვარი შეხედულება გამოკვეთილად მწვალებლურია (დავუკვირდეთ: „მწვალებლურია“ და არა „მწვალებლობა“, რადგან „მწვალებლობა“ მაშინ იქნება, თუ ვინმე კვლავაც გაკერპდება ამ აზრში და ძირფესვიანად არ უარყოფს და არ დაგმობს მას).

ახლა მეორე ბრალდების შესახებ!

აღვნიშნავდით, რომ სრულიად არაეკლესიურია არქიმანდრიტის შემდეგი „მოძღვრება“:

"Кто не прибег к ним (к Церкви,) по своей ли вине, по вине ли своих родителей - тот неизбежно подвергается псем тяжким последствиям смертельного недуга. Тут же скажут: "неужели же малые дети могут быть мучимы за грехи своих родителей?" Но как же тогда весь род человеческий бывает ответствен за грех рародителей в раю?“

ჩვენ მოტანილი გვქონდა სრულიად (ცხადი და გარკვეული სწავლებანი ეკლესიის მამებისა, რითაც ძირშივე უარიყოფა ზემოაღნიშნული ცთომილება. პატივცემულ არქიმანდრიტს, როგორც ჩანს, ნაწილობრივ გაუთვალისწინებია აღნიშნული სწავლებანი, ამასთან თავის ცთომილებასაც ვერანაირად ვერ თმობს (რადგან ამ ცთომილების დათმობითა და უარყოფით მთლიანად ეცლება საფუძველი მის განჩინებას მუცლადმოწყვეტილთა უპირობო საუკუნო წარწყმედის შესახებ) და, ცდილობს რა შეუთანხმებელთა შეთანხმებას (противоречия здесь нет), ერთი მხრივ, თითქოს безусловно იზიარებს ნვენს მიერ დამოწმებულ წმ. ანასტასი სინელის სწავლებას, აქა-იქ ჩვენც თითქოს მოწყალედ „გვეთანხმება“ (не можем не согласиться с Вами...), მაგრამ მაინც ვრცლად ,,განიხილავს“ აღნიშნულ საკითხს (ესაა წიგნის ყველაზე მოცულობითი ნაწილი), ცდილობს ყურადღება გადაიტანოს სრულიად სხვა თემებზე და, ასეთი გავრცობისას, როგორც მოსალოდნელი იყო, გაცილებით მძიმე შეცდომებს უშვებს.

გამოვკვეთოთ და დავაკონკრეტოთ რაზეა მსჯელობა:

არქიმანდრიტი რჯულმდებლობს, რომ მუცლადმოწყვეტილები და უნათლავი ჩვილები საუკუნო წარწყმედაში მიდიან. ამ უმკაცრეს ხვედრს თავისი ახსნა სჭირდება: რატომ ისჯებიან ასე უწყალოდ ისინი, რომლებიც, როგორც ზემოთაც ვნახეთ, პიროვნულად სრულიად უცოდველნი და უდანაშაულონი არიან?

დასმული კითხვის პასუხად არქიმანდრიტს, როგორც ზემოციტირებული სიტყვებიდანაც მკვეთრად ჩანს, შემოაქვს ასეთი კატეგორიული დაშვება, რომ ჩვილები ნაადრევად კვდებიან მათი მშობლების პირადი ცოდვების გამო.

დავუკვირდეთ:

მუცელში ნაადრევად მომკვდარი ჩვილი არქიმანდრიტისთვის საუკუნოდ წარწყმედილია. თუ ჩვილის ამ ნაადრევი სიკვდილისა და შესაბამისად, უპირობო საუკუნო წარწყმედის მიზეზი მშობელთა პირადი ცოდვების ბრალია, შემზარავ და მართლმადიდებლური ტრადიციისთვის გაუგონარ დასკვნას ვიღებთ:

ერთი ადამიანი (მუცლადმოწყვეტილი), რომელიც პირადად სრულიად უცოდველია (ანუ მას არანაირი პირადი ცოდვა არა აქვს ჩადენილი) საუკუნოდ იღუპება სხვისი (მშობლის) ცოდვებისათვის.

კვლავ ხაზს გავუსვამთ, რომ აქ არაა ლაპარაკი რაიმე დროებით სასჯელზე, არამედ - მარადიულ და დაუსრულებელ, სამუდამო დაღუპვაზე, საუკუნო ჯოჯოხეთში დანთქმაზე, რითაც თურმე ისჯება კაცობრიობის ყველაზე უფრო უდანაშაულო ნაწილი (ჩვილები) მათი მშობლების პირადი ცოდვების გამო.

ახლა ასეც ვთქვათ:

სავსებით რეალურია, რომ პირადი ცოდვებით დამძიმებულმა მშობელმა, რომელსაც რამდენიმე ჩვილი
მოუკვდა მუცელში, სულიერად გამოიფხიზლოს, გააცნობიეროს საღვთო მსჯავრი, ჭეშმარიტი ეკლესიური ცხოვრება დაიწყოს და ცხონდეს.

დასკვნა ასეთი იქნება:

მშობელი, რომლის პირადმა ცოდვებმა საუკუნოდ წარწყმიდა სხვა ადამიანები, კერძოდ სრულიად უდანაშაულო ჩვილები, თურმე თვითონ ცხონდა.

ამგვარი ,,სწავლება“ არის მართლმადიდებლური მოძღვრების ძირშივვ უარყოფა, რადგან მთლიანად ბათილდება ღვთის მართლმსაჯულება და ყოვლადსამართლიანობა.

ნაცვლად იმისა, რომ პატივცემულ არქიმანდრიტს გულწრფელად ეღიარებინა თავისი უმძიმესი შეცდომა, იგი, როგორც აღვნიშნეთ, მიმართავს ათასგვარ მანევრირებას და სრულიად დაუკავშირებელ საკითხებზე გადააქვს ყურადღება, კერძოდ, მსჯელობს იმაზე, რომ ღვთის განგებით მხოლოდ ისინი წყდებიან მუცელში, რომლებიც, თუკი იცოცხლებდნენ, დიდ ბოროტებას ჩაიდენდნენ, ამასთან, ყურადღებას მიაპყრობს აღზრდის პრობლემებსაც, გარემოს მნიშვნელობასაც და სხვა.

ყოველივე ეს კარგია, მამაო, მაგრამ საქმე ეხება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ თქვენი ,,სწავლებით“ მშობელთა პირადი ცოდვების შედეგად შეიძლება ჩვილი ნაადრევად მოკვდეს ანუ საუკუნოდ დაიღუპოს (იხ. ზემოციტირებული სიტყვები).

მიუხედავად ახალ-ახალი თემების შემოტანისა, ჩვენი ოპონენტი გრძნობს, რომ ჩვენი ბრალდება მისდამი კვლავაც პასუხგაუცემელია. ამიტომ, ცხადია, აქვს რა უკმარისობის გრძნობა, ძირითად საკითხსაც უბრუნდება და მოაქვს ნიმუშები იმისა, თუ როგორ იბადებიან ავადმყოფი ბავშვები, როგორ კვდებიან ისინი მშობელთა ცოდვების გამო და სხვა.

ნუთუ, მამაო, მართლა ვერ ხვდებით, რომ ეს საკითხი აბსოლუტურად სხვაა? დიახ, ბავშვის დასნეულებამ შეიძლება მშობელი გამოაფხიზლოს, მაგრამ აქ საქმე მხოლოდ ბავშვის ცხოვრების ფიზიკურ მხარეს ეხება. დიდად ცოდვილი ადამიანის შთამომავლობას შეიძლება ფიზიკური ტანჯვა შეეხოს, რადგან შვილი ზნეობრივად პასუხისმგებელია თავისი წინაპრის ნამოქმედარზე, მაგრამ არსად არცერთხელ არ თქმულა და არც თქვენ მოგიტანიათ თუნდაც ერთი ნიმუში იმისა, რომ ადამიანი შეიძლება ნაადრევად მოკვდეს მუცელში და შესაბამისად საუკუნოდ წარიწყმიდოს (ე.ი. მოესპოს ცხონების ყოველგვარი შესაძლებლობა) მისი მშობლის პირადი ცოდვების გამო, მაშინ როცა ამ ცოდვათა გამოსყიდვის (და შესაბამისად, ცხონების) შესაძლებლობა თვით მშობელს ყოველთვის რჩება, სანამ ცოცხალია.

დიახ, აი ამას ეხება ჩვენი ბრალდება, რადგან ვკლესიას არასოდეს უსწავლებია, რომ ერთი პიროვნება (ჩვილი), რომელიც პიროვნულად სრულიად უდანაშაულოა, საუკუნოდ იღუპება მეორე ადამიანის (მშობლის) პიროვნული დანაშაულის გამო, რის გამოსყიდვაც ამ უკანასკნელს (მშობელს) თურმე კვლავაც ძალუძს, თუკი ინებებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტი უთუოდ გრძნობს მისი ამ ,,სწავლების“ ძირეულ ცთომილებას, როგორც აღვნიშნეთ, არანაირად არ ეთმობა იგი.

ამ დაუთმობლობის გამო პატივცემული არქიმანდრიტი დაბეჯითებით, მტკიცედ ქმნის მართლმადიდებლური ტრადიციისთვის სრულიად უცხო ,,სწავლებას“ ადამიანთა პირადი ცოდვების გენეტიკური, თესლობითი, სპერმატური გადაცემადობის შესახებ.

ჩვენს ოპონენტს მოაქვს სსვადასხვა ნიმუშები კაცობრიობის ისტორიიდან, ძველი აღთქმიდან და აბსოლუტურად ვვრ აცნობიერებს რა მათ ჭეშმარიტ შინაარსს (რადგან მთლიანად უგულებელყოფს ეკლესიის მამათა განმარტებებს), ანთროპოლოგიურ განზოგადებას აყალიბებს და ასკვნის:

"Каждый человек носит в себе семя своего потомства и когда он совершает какой-либо грех, то смертоносное дыхание греха, его ядовитые испарения, зараза его - тут же, как некая инфекция, пронизывает весь состав человека, кладет свой отпечаток и на находящееся в нем с е м я  его потомства, все естество подвергается "облучению” зла, разрушительной "радиаций и непременно отзовется страстными наклонностями,  порочными склонностями и позывами на тот же грех - в его потомках, если вовремя не будет приложено очищающее, умершвляющее грех средство – покаяние” (გვ. 75).

მაგრამ ადამიანის სული ხომ, გარდა ცოდვილი თვისებებისა, სათნოებით თვისებებსაც ფლობს, რაც ცოდვაზე უფრო მძლავრია. ისიც თესლობითად გადაეცემა?

დიახო, პასუხს გვცემს არქიმანდრიტი:

"Вся почти история Ветхого Завета это история того, как дети наследуют благословение своих родителей, либо же подвергаются тяжким последствиям их грехов и отступлений. (გვ. 67)

კერძოდ?

"грех Каина кладет свою характерную печать на все потомство каинитов... Потомки Сифа, наоборот, отличаются благочестием“ (67).

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, პატივცემული არქიმანდრიტი, რომელიც სრულიად ვერ აცნობიერებს, რომ გენეტიკური ანუ თესოლობითი მემკვიდრეობა ოდენ ხორციელ ასპექტს გულისხმობს, რომ ყოველი შთამომავალი მხოლოდ ზნეობრივად, პასუხისმგებლობითად არის მემკვიდრე თავისი წინაპრის სულიერი მდგომარეობისა, სულიერი ბუნებისა და არანაირად - ფიზიკურად, სპერმატულად, რომ სათნოებაც და ცოდვაც მხოლოდ სულიერი თვისებებია და მათი მატერიალურად გადაცემა სულის გამატერიალურებას გულისხმობს, - აი, ყოველივე ამის გაუცნობიერებლობის გამო სულიერ ცოდვათა და სათნოებათა სპერმატულ გადაცემადობას მოძღვრობს იგი და არც მალავს, რომ აქ იგი душа-სა და თვით дух-საც გულისხმობს.

"Повреждение охватывает прежде всего все силы души - волю, разум, чувства... это цельная цепочка неразрывно связанных друг с другом болезней и травм, проходящая через всю природу падшего человека, прежде всего духовную. И каждый новый грех углубляет и ширит это повреждение“ (გვ. 74).

ამრიგად, ჩვენი ოპონენტი სრულიად გახსნილად და რჯულდებითად მოძღვრობს, რომ მშობლები ყველა მათ პირად სულიერ თვისებას, ცოდვილიანსაც და სათნოებითსაც, თესლობითად გადასცემენ ხორციელ მემკვიდრეს. სხვაგვარად: შვილი თურმე თესლობითი მემკვიდრეა არა მხოლოდ მშობლის ხორციელი ბუნებისა, არამედ მთელი მისი სულიერი ბუნებისაც თავისი ყველა ღირსება-ნაკლოვანებით.

ეს „სწავლება“, გარდა ზემორე ციტატებისა, კიდევ რამდენჯერმეა გამოთქმული უმკვეთრესი ფორმით:

"Таким образом, когда человек совершает грех, то печать греха ложится и на ого потомство, как закваска, которая передается вместе с зачатием и придает определенный характер родившемуся (გვ. 70)

„...дети из рода в род... распостраняют древо греха и передают его по наследству своему потомству“ (გვ. 75)

და ბოლოს გაუგონარი დასკვნა:

„Рождая детей человек... все, что было в нем, что он получил от Бога и унаследовал от Отцев, что утерал, что приобрел - все в зачатке передает детям своим“ (გვ. 73).

რა შეიძლება ითქვას აქ წარმოდგენილი ,,სწავლების“ შესახებ?

არქიმანდრიტის არსებითი შეცდომა მდგომარეობს მართლმადიდებლური ანთროპოლოგიის სრულ იგნორირებაში.

ეკლესიური სწავლებით ადამიანი არის ორბუნებოვანი. მასში შეერთებულია ხორციელი ბუნება და სულიერი ბუნება („ფსიქე“). თავის მხრივ, სულიერი ბუნება შინაგანად სამნაწილედია: გულისწყრომითი (რისხვითი, ირასციბილური), გულისთქმითი (ნდომითი) და აზროვნებითი (პნევმური, духовный).

ადამიანის ხორციელი ბუნება, განსხვავებით სულიერისაგან, გენეტიკურია, სპერმატულად გადაცემადია. ყოველი შვილის ხორციელი ბუნების, ხორციელი თვისებების, ხორციელი მიდრეკილებების წყარო მამისეული სპერმაა, მისგან ჩაისახება იგი დედის საშოში.

რაც შეეხება სულიერ ბუნებას, რაც თავიდანეე საღვთო შთაბერვით (ე.ი. ნივთიერებისგან სრულიად დამოუკიდებლად, უშუალოდ ღეთისგან შექმნის გზით) მიეცა ადამს, ასევე მიეცემა პიროვნულად ყოველ ადამიანს უშუალოდ ღვთისგან და არანაირად - მამისეული სპერმისგან.

ყოველი ადამიანის სხეული ხორციელ, სპერმატულ გენეტიკაშია, ხოლო სულიერი ბუნება ანუ სული უშუალოდ იქმნება ღვთისგან იმ დროს, როდესაც ჩვილი მუცელში ჩანასახოვნდება.

ეკლესიის მამები უმკეეთრესად მიჯნავენ ურთიერთისგან ადამიანის ხორციელ და სულიერ ბუნებათა წარმომავლობას. რა თქმა უნდა, ზოგადად ორივე ღვთის ნებით იქმნება, მაგრამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანის ხორციელი ბუნება უშუალოდ მისი მშობლისგან იღებს სათავეს თესლობითი გენეტიკის გზით, ხოლო მისი სულიერი ბუნება, მისი ψυχἠ (თავისი ყველაზე აღმატებული ნაწილითურთ ანუ თავისი ,,პნევმითურთ“) უშუალოდ ღვთისგან იქმნება და უერთდება თესლოვან ჩანასახს.

წმ. თეოდორიტე კვირელი, რომელიც ყველაზე ხშირად არის დამოწმებული დოგმატურ სახელმძღვანელოებში, პირდაპირ წერს:

,,ეკლესია,   რწმუნებული საღვთო წერილს, ამბობს, რომ სული იქმნება სხეულთან ერთად, აქვს რა შესაქმის მიზეზები არა სპერმის ნივთისგან (οὐκ ἐκ τῆς ὕλης τοῦ σπέρματος), არამედ წარმომდგარია სხეულის აგებულებაში ღვთის ნებით“ (იხ. ნეტარი თეოდორიტე, ერეტიკულ ბოროტზღაპრობათა ეპიტომე, V.9; PG. 83, 481 c; ამ სიტყვების რამდენადმე დამაკმაყოფილებელი რუსული თარგმანი იხ. მიტროპოლიტ მაკარის ზემოაღნიშნულ სახელმძღვანელოში, I, გვ. 440).

აქ ისმის პრობლემა: როგორღაა ადამიანის სული მემკვიდრე ადამისეული პირველცოდვისა?

ეს საკითხი რუს ღვთისმეტყველთა მიერ განმარტებულია იმის დაშვებით, რომ ყოველი ადამიანის სულს ღმერთი ქმნის უშუალოდ მისი მშობლების სულთაგან. მიტროპოლიტი მაკარი წერს:

""Бог творит человеческие души... не из ничего, а от душ родителей (გვ. 441).

აღვნიშნავთ, რომ ამგვარი დაშვება (რასაც, სხვათაშორის, იზიარებს ფილარეტიც) ჩამოყალიბებულ სწავლებადაა წარმოდგენილი არქიმანდრიტ რაფაელის შრომებში. მაგალითად:

,,ჩასახვის მომენტში მშობელთა სულების მონაწილეობით იქმნება სული“ (გაზ. ,,მრევლი“, 1999წ, №2, გვ.8)

სინამდვილეში, აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანის სული ღვთის მიერ იქმნება მშობელთა სულებისგან, არის რუს ღვთისმეტყველთა პირადი შეხედულება. არცერთი წმინდა მოძღარი არ ასაბუთებს ამას. მაკარი მიუთითებს:

"Как же понимать это творение душ? Сама Церковь с точностью не определяет" (გვ. 441).

მაშ, საიდან გამომდინარეობს ზემორე აზრი?

მხოლოდ იქედან, რომ აიხსნას თუ როგორ გადადის სულზე ადამისეული პირველცოდვა, თან ეს ახსნა მოწოდებულია მხოლოდ, როგორც შესაძლო ვარაუდი (მაკარი წერს: надобно полагать ).

მაგრამ როგორ შეიძლება სულისგან დაიბადოს სული?

ამაზე პასუხი არ არის (Скажут ли, что такое творение душ от душ родителей для нас совершенно неизъяснимо, когда человеческая душа есть существо простое? Правда. გვ. 442).

შემდეგ მიტროპოლიტი მაკარი ავლებს პარალელს ყოვლადწმინდა სამებასთან (ეს პარალელი უაღრესად მცდარია) და ბოლოს დასძენს:

"Потому-то еще древние учители Церкви повторяли, что тайна творения наших душ понятна одному Богу" (გვ. 442).

დიახ, ეს უკანასკნელი აზრი სავსებით მართალია, მაგრამ ეკლესიური ტრადიცია საიდუმლოობის წერტილს სვამს არა იმ დაშვების შემდეგ, რომ თითქოს მშობელთა სულებისგან იქმნება შვილთა სულები, არამედ - ამ დაშვებამდე. კერძოდ, ყოველი სული იქმნება უშუალოდ ღვთისგან და ადამიანის პიროვნებაში იგი პირველწამიდანვე უეჭველი მემკვიდრე ხდება ადამისეული პირველცოდვისა, მაგრამ როგორ ხდება ეს ყოველივე, ოდენ ღვთისთვის არის საცნაური.

წმ. კირილე ალექსანდრიელი სრულიად გარკვევით ბრძანებს:

,,ხორცისგან იშვება (τίκτεται) ხორცი, როგორც ეს აღიარებულია (ὁμολογουμένως), ხოლო ყოველთა შემოქმედი იქმს სულიერყოფას (ψύχωσιν) იმ წესით და გზით, მან რომ უწყის“ (ნესტორის წინააღმდეგ, I; ის, იქვე, გვ.442).

ამასვე ამბობს გენადი:

"ვამბობთ: სულის შექმნა მხოლოდ ყოველთა შემოქმედმა უწყის" (იქვე).

ასევე, წმ. ჰილარიუსი:

"სულთა ყოველდღიური წარმოქმნანი, რაც დაფარულია და შეუცნობელია ჩვენთვის, მომდინარეობენ საღვთო ძალის განმზადებიდან" (იქვე).

და მრავალი სხვა.

სულის წარმოშობის საკითხზე ჩვენ საგანგებოდ გვექნება მსჯელობა ცალკე წერილში, ამჯერად კი მოკლედ აღვნიშნავთ:

მიუხედავად იმისა, რომ სულის წარმოშობა საიდუმლოებითია, მაინც არის ერთი მომენტი, რაც ურყევადაა დადგენილი მართლმადიდებლურ ტრადიციაში:

სული, სხეულისგან განსხვავებით, იქმნება უშუალოდ ღვთისგან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

ეკლესიის მამები ზოგჯერ პირდაპირ მიუთითებენ ღვთის მიერ ადამიანის სულის ,,არაფრისგან შექმნაზე“.

უცნაურია, რომ ზემოხსენებული რუსი ღვთისმეტყველები (მაკარი, ფილარეტი) ყველაზე ხშირად აღნიშნულ საკითხზე უთითებენ და იმოწმებენ ნეტარ თეოდორიტეს, მაშინ როცა სწორედ თეოდორიტე ასაბუთებდა სრულიად ცალსახად ადამიანთა სულების არაფრისგან ქმნას (განსხვავებით ცხოველთა სულებისაგან, რომლებსაც კვირელი ღვთისმეტყველი გენეტიკური მემკვიდრეობის ნაყოფად მიიჩნევს). აი, მისი სიტყვები:

უფალი ,,არსებულ სხეულთაგან შეამზადებს ცოცხალ არსებათა სხეულებს, და არაარსთაგან ქმნის სულებს, თუმცა არა ყველა ცოცხალი არსებისას, არამედ - მარტოდენ ადამიანებისას“ (Καὶ γὰρ ἐξ ὑποκειμένων σομάτων διαπλάττει τῶν ζώων τὰ σώματα, καὶ ἐκ μὴ ὄντων δημιουργεῖ τὰς ψυχὰς, οὐχ ἅπασι τοῖς ζώοις, ἀλλὰ μονοις ἀνθρώποις), (იხ. ნეტარი თეოდორიტე კვირელი, ელინურ ვნებულებათა სამკურნალოდ, IV; PG. 83, 921 c).

როგორც აღვნიშნეთ, ამ პრობლემას სხვა დროს შევეხებით უფრო ვრცლად, ამჯერად კი ხაზს გავუსვამთ ერთ მომენტს.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული რუსი ღვთისმეტყველები უშვებენ ღვთის მიერ მშობელთა სულებისგან შვილთა სულების შექმნის შესაძლებლობას, მთელი კატეგორიულობით უარყოფენ ყოველგვარ გენეტიკურობას, თესლობით მემკვიდრეობას.

აი, რას წერს მიტროპოლიტი მაკარი:

„Принимая мнение о творении человеческих душ от душ родителей, мы естественно, тем самым, отвергаем мнение, будто души происходят от семени родителей, от которого происходят и тела - мнение, очевидно, допускающее вещественность человеческой души и ее смертность вместе с теломн“ (გვ. 442).

იქვე სქოლიოში მითითებულია:

„Мнения этого держались еретики люциферяне“.
იქვე დამოწმებულია ციტატა „მართლმადიდებლური აღსარებიდან“.

"Если бы и душа происходила от того же семени, от которого происходит и тело, то они вместе бы и умирали“.

აზრი იმის შესახებ, რომ მშბლის სულიერი ბუნება თესლობითად გადაეცემა შვილს, არის ცნობილი ტრადუციანიზმის ანუ „გადაცემადობის“ ერესი, რის სათავეშიც ტერტულიანე (II-III სს.) დგას, თუმცა ეს უკანასკნელიც კი არ გაკადნიერებულა იქამდე, რომ სულიერი მდგომარეობის, სულიერ თვისებათა ხორციელი სპერმით გადაცემა ექადაგა და თვლიდა, რომ არსებობდა სულიერი სპერმაც. მის შესახებ „პატროლოგიაში“ აღნიშნულია:

,,ტერტულიანე განასხვავებს ხორცის სპერმასა და სულის სპერმას. იგი ასწავლიდა, რომ შობადობის აქტი წარმოქმნის ადამიანურ არსებას მთლიანობაში: ხორცსა და სულს. ის, აგრეთვე, საუბრობდა ,,სულის წარმომქმნელობით რამ სპერმაზე, რაც მყისიერად გამოსხლტება და გამოიღვრება სულისგან". აქედან იღებს სათავეს მისი ერეტიკული დოქტრინა ტრადუციანიზმისა (De la vient sa doctrine hérétique du traducianisme), რაც უარყოფს ყოველი ინდივიდუალური სულის უშუალოდ ღვთისგან შექმნას“ (ტ. II, გვ. 342).

ტრადუციანიზმის შესახებ აღნიშნულია ბროკჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიაშიც:

"были защитники и взгляда, по которому душа родителей передается детям через семя (напр. Тертуллян). Защитники этой теории назывались  традуцианистами".

თავის დროზე ამ სწავლებას ავრცელებდა ერეტიკოსი აპოლინარიც, რომლის შესახებაც წმ. გრიგოლ ნოსელი აღნიშნავს:

,,აპოლინარს ეგონა, რომ სულები იშვებიან სულებისგან, როგორც სხეულთაგან“ (PG.45, 205 c).

ხედავთ, მამაო, რა მოძღვრებასთან ხართ თანაზიარი, თან ყველაზე უფრო უკიდურესი ფორმით?

დიახ, მოძღვრება იმის შესახებ, რომ მშობლის მთელი სულიერი ბუნება ყველა მისი თვისებით (ცოდვებითა და სათნოებებით) მა ტერიალურად აღიბეჭდება მისსავე სპერმაზე და ასევე სპერმატული, თესლობითი გზით ანუ მატერიალურად გადაეცემა შვილს ჩანასახშივე, უცხოა მართლმადიდებლობისთვის.

ეკლესია ასწავლის, რომ შვილი თესლობითად მემკვიდრეა მშობლისა ხორციელი მემკვიდრეობით, რაც თავისთავად ძალიან არსებითია, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ შვილი, როგორც მშობლის ჭეშმარიტი ხორციელი მემკვიდრე, ამავე დროს, მემკვიდრეა მშობლის პირადი შეცოდებებისა პასუხისმგებლობითად, ზნეობრივად ანუ სულიერად და არანაირად - თესლობითად, რადგან მშობლის სულის (მათ შორის, дух-ის) თესლობითი გადაცემა შვილზე ტრადუციანიზმის ერესია.



P. S.

აღნიშნულ წერილს უნდა მოჰყოლოდა ვრცელი გაგრძელება გაზეთის მომდევნო ნომრებში, მაგრამ ვემორჩილებით რა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნებას, არსებული დაპირისპირებისგან გამომდინარე საშიშროების სრული შეგნებით ვწყვეტთ დანარჩენი ნაწილის პუბლიკაციას და მხოლოდ მოკლე კომენტარების სახით აღვნიშნავთ შემდეგს:

1. მესამე ჩვენი ბრალდება ეხებოდა საკითხს იმის შესახებ, რომ უმძიმესი ცთომილებაა ჯოჯოხეთში ,,ნათელი ადგილის“ არსებობის აღიარება. პატივცემული ოპონენტი ცდილობს თავის მართლებას და გვპასუხობს, რომ აქ ,,სინათლე“ გადატანითი მნიშვნელობითაა მოხმობილი. ვუპასუხებთ:

ჯოჯოხეთში არ არის სინათლე არანაირი აზრით (არც ყველაზე უფრო გადატანითი მნიშვნელობით) და ეს ისეთივე უმძიმესი ცთომილებაა, როგორც სასუფეველში სიბნელის დაშვება ნებისმიერი გაგებით.

2. გეჰენიისა და ჯოჯოხეთის შესახებ:

ჩვენი ოპონენტები გვიმტკიცებენ, რომ ,,გეჰენიას“ ორგვარი გაგება აქვს, - კერძო და ზოგადი. დიახ, პატივცემულო მამანო, ეს ასეა, მაგრამ ორ გაგებას თავისი მკვეთრი საზღვრები აქვს, რაც არასოდეს (არც ერთხელ) არ დარღვეულა. საქმე ისაა, რომ ,,გეჰენია“ ("გეჰენია ცეცხლისა"), როგორც სახეობრივი გამონათქვამი (ასე გვასწავლის ბასილი დიდი), - მსგავსად გამოთქმებისა: "მატლი დაუძინებელი", „ტბა ცეცხლისა" და სხვა, - გულისხმობს გარკვეული კერძოობითი მნიშვნელობის სატანჯველს და ეს შინაარსი გეჰენიისა გვხვდება მხოლოდ და მხოლოდ საკუთრივ ჯოჯოხეთის აღწერისას, მაგრამ იგივე „გეჰენია“, როგორც საღვთისმეტყეელო ტერმინი ანუ როგორც ტერმინი, რომელიც მოიხმობა სხვა სინამდვილის („სასუფევლის“) საპირისპიროდ (ე. ი. ერთი მხრივ "სასუფეველი", მეორე მხრივ "გეჰენია") უკლებლივ ყველა შემთხვევაში ნიშნავს მთლიანად "ჯოჯოხეთს", "ქვესკნელს" (ისევე როგორც "სასუფეველი" - მთლიანად ზეცას. ამ შინაარსით მოუხმობს მას მაცხოვარი, ამ შინაარსით გვხვდება იგი ყველა ეკლესიის მამასთან. ამ მომენტს უკვე აშკარად აღიარებს ბევრი ჩვენი ოპონენტი (ზეპირადაც და წერილობითაც). შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ წმ. ანასტასის სიტყვები უნათლავ ჩვილთა გეჰენიაში არ შესვლის შესახებ მისი კერძო აზრიაო, მაგრამ ზუსტად იგივე გვხვდება, როგორც ზემორე „მიმართვაში“ ვუთითებთ, ბერძნულ-სლავურ ტრიოდიონებში (ანუ ლიტურგიკულ წიგნებში), რომ ეს ჩვილები არ შევლენო გეჰენიაში. მაინც დავუშვათ, რომ ეს ვერძო აზრია,  მაშინ ორი გარდაუვალი დაშვება უნდა გაკეთდეს:

ა) ან ამ კერძო აზრის გამომთქმელნი პირწავარდნილი ერეტიკოსები არიან, რადგან I საუკუნიდან ჩამოყალიბებული დოგმატი დაარღვიეს;

ბ) ან საკითხი მუცლადმოწყვეტილთა ხვედრის შესახებ არ არის დოგმატი. ასეთ შემთხვევაში, ე. ი. არადოგმატურ საკითხზე, რა თქმა უნდა, თვით წმინდანსაც შეიძლება ჰქონდეს თავისი რამ კერძო (თუნდაც მცდარი) აზრი.

თუ სხვა რამ დასკვნა რაიმე სახით შვსაძლებელია, განგვიმარტონ და ჩვენც უყოყმანოდ ვერწმუნებით.

„გეჰენიის“ ამ ორი მნიშვნელობის ასახსნელად შეგვიძლია მივუთითოთ ტერმინ „ანგელოზზე“: როდესაც ეს ტერმინი სხვა არსების აღმნიშვნელი ტერმინის პარალელურად მოიხმობა ("ანგევლოზი და ადამიანი“, „ანგელოზი და ღმერთი“), მასში ყოველთვის ზოგადი მნიშვნელობაა და იგი მთელ ზეციურ ძალებს ნიშნავს, მაშინ როცა საკუთრივ ანგელოზური სამყაროს აღწერისას ტერმინი „ანგელოზი“ მხოლოდ ზემოდან მეცხრე დასს გულისხმობს და არა ყველა ანგელოზს.

3. რაც შეეხება ჩვენს ერეტიკოსობას.

ეს ბრალდება მართებული იქნებოდა მხოლოდ ორ შემთხვევაში:

ა) ან ჩვენს მიერ დამოწმებული წყაროები უნდა იყოს ერეტიკული;

ბ) ან ამ წყაროებს უნდა ვამახინჯებდეთ.

ზემორე წერილიდან, ვფიქრობთ, უცხადესად გამოჩნდა, თუ ვინ ამახინჯებს ზემორე წყაროებს. ამასთან, თითქმის ყველა ჩვენი ოპონენტი თანდათან მიდის იმის აღიარებამდე, რომ აღნიშნული წყაროები არანაირად არ განაჩინებენ, არ რჯულმდებლობენ უნათლავ ჩვილთა უპირობო წარწყმედას. ამიტომ, ისინი სანაცვლოდ მოუხმობენ სხვა წყაროებს, მაგრამ მათგან მოხმობილი ყოველი წყარო გადმოგვცემს მხოლოდ იმ უსაღვთოეს სწავლებას, რომ ადამიანი ჩასახვიდანეე პირველცოდვითაა სნეული, რომ ყოველი მოუნათლავი ადამიანი ჯოჯოხეთის წილია და რომ ამიტომ აუცილებლად უნდა მოინათლოს ყველა მათგანი, თუნდაც (უკიდურეს შემთხვევაში) ყველაზე უფრო გამარტივებული სახით (ვთქვათ, სიკვდილის საშიშროებისას).

დიახ, ესაა უსაღვთოესი სწავლება და ჩვენს ოპონენტებზე გაცილებით ადრე მრავალგზის გადმოგვიცია იგი ზეპირადაც და წერილობითაც. ამიტომაც ბრძანებენ წმინდანნი, რომ თუნდაც ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში რამენაირი სახით უნდა მოხერხდეს ჭეშმარიტი ნათლობის აღსრულება. შორს რომ არ წავიდეთ, ესაა უძირითადესი სწავლება ყველა იმ წმინდანისა, ჩვენ რომ ვიმოწმებთ. მაგრამ, მეორე მხრივ, აღნიშნულ წმინდანთ არასოდეს უქადაგიათ, რომ რაიმე სახით მონათლეთ მუცელში მყოფნიო. სწორედ ესაა პაექრობის არსებითი საგანი: რა ხვედრი ერგებათ მათ, მუცელში მყოფთ და მუცელშივე მოწყვეტილთ და მათ მსგავსთ, რომლებიც წმ. იოანე ოქროპირის სწავლებით, პირველცოდვის გარდა არანაირ სხვა ცოდვას არ ფლობენ და რომლებიც მისივე სწავლებით ,,უმანკონი“ და ,,უბიწონი“ არიან (ციტატა იხ. ზემოთ).

დიახ, ყველაზე მკვეთრი ნიმუში ამ შემთხვევაში სწორედ მუცლადმოწყვეტილები არიან, რადგან მათზ ვერანაირად ნათლობა ეერ აღსრულდება. რა ხვედრი ერგებათ მათ?

სწორედ ამ ხვედრს ეხება ჩვენგან დამოწმებული წყაროები. მათში საკუთრივ იმ შემთხვევაზეა აქცენტი, როცა ბუნებითად არის შეუძლებელი ნათლობის აღსრულება. 

კონკრეტულად მუცლადმოწყვეტილთა მიმართ ეკლესიის მამებთან ყველაზე აშკარად, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ექვსგზის გვაქვს საუბარი: ორი შემთხვევა (წმ. გრიგოლ აკრაკანტელი და ოლიმპიოდორე) ზემოთ დავიმოწმეთ. პირველი მათგანი მკვეთრად ამბობს, რომ მუცლადმოწყვეტილები „არანაირად არ იქნებიან დადანაშაულებულნი". ჩვენს ოპონენტთა მხრიდან ადგილი აქვს ამ სიტყვათა შინაარსის შეცვლას, რომ თითქოს წმინდანი აქ გულისხმობდეს მუცლადმოწყვეტილთა სამომავლო ცოდვებს, რაც მათ შეეძლოთ ჩაედინათ და რადგან ისე აღესრულნენ, რომ არ ჩაუდენიათ, არც დადანაშაულებულნი იქნებიანო. სინამდვილეში, წმინდანი სრულიად ხაზგასმით მიუთითებს იმ ცოდვებზე, რაც მათ უკვე ჩაიდინეს (,,არარაჲსა დაშჯილებისა თანამდები ბრალთათჳს, რომელნი ქმნნა“. ასევე მკვეთრად წარსული დროა ბერძნულშიც: ἐπλημμέλησεν). რა ცოდვები აქვს ჩადენილი მუცლადმოწყვეტილს, რომელიც ერთსულოვანი ეკლესიური სწავლებით პირველცოდვის გარდა არც ბუნებითად, არც პიროვნულად არც ერთ სხვა ცოდვას არ ფლობს? მხოლოდ ორი: არ მოინათლა, არ ეზიარა. თუ შეიძლება, რომ ზემორე სიტყვებში, თუნდაც ნიუანსობრივად, ოდნავ მაინც, სხვა შინაარსი იყოს, განგვიმარტონ და სიხარულით ვერწმუნებით, ოღონდ გაფრთხილდნენ და წმინდანის სიტყვას ნუ შეცვლიან.

ეგევე სწავლებაა ოლიმპიოდორესთან: მუცლადმოწყვეტილი უკეთესია იმ კაცზე, ვინც მოაკლდა სიმართლის მზესო.

მუცლადმოწყვეტილებს ეხება წმ. გრიგოლ ღვთისმეტეველი, როცა ამბობს, რომ ისინი მოუნათლავნი დარჩნენ მათი ნების გარეშე, რომ ეს მათთვის არის ,,უნებლიაჲთი ცოდეაჲ“ და რომ ,,არ დაისჯებიან“, რადგან ,,ἀ-πόνηροι“ (,,უბოროტონი“, непорочные, не худы) არიანო. ტერმინი ,,აპონეროს“ გამორიცხულია ითქვას ზოგადად წარმართისადმი (თუნდაც უდიდესი ქველმოქმედისადმი). ეკლესიის მამებთან ამის ერთი შემთხვევაც არაა (ნახეთ, თუ კონკრეტულად ვის მიაკუთვნებს ამ ტერმინს თეოფილაქტე ბულგარელი, როდესაც იგი განმარტავს უბიწო ყრმათა მიმართ უფლისაგან თქმულ სიტყვებს: ,,ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ").

მუცლადმოწყვეტილებს ეხება წმ. გრიგოლ ნოსელი, რომელიც ამბობს, რომ ეს ყრმები არ იქნებიან „სამწუხაროთა შორისო“.

მუცლადმოწყვეტილობას ეხება ნეტარი თეოდორიტე კვირელიც, როცა თავის დაბადებაზე გვესაუბრება (როდესაც მის დედას, წმინდანობისაკენ მსვლელს და შვილიერების არმსურველს, ქმრისა და ერთ-ერთი წმინდანის ნებით შვილი მიეცა და მუცელი ეშლებოდა ხუთი თვის ორსულს). ამ თხრობაში, რასაც სხვა დროს ტექსტობრივად წარმოვადგენთ, არანაირი სწავლება არ გაკრთება იმის შესახებ, რომ მუცლადმოწყვეტადი საუკუნო დაღუპვისათვის განიწირება.

მეოთხე შემთხვევა წმ. მაკარი დიდს უკავშირდება, რომელიც ამბობს, რომ მუცლადმოწყვეტილი ,,სიკვდილიდან სიკვდილისკენ მიდის (χώρει), სიბნელიდან - სიბნელისკენ“. აი, ეს სიტყვები მოიხმობა ჩვენს ოპონენტთაგან, მაგრამ მათ მიერ ადგილი აქვს წმინდანის სიტყვათა უკიდურეს დამახინჯებას, რადგან თვლიან, რომ აქ იგულისხმება მუცლადმოწყვეტილის ხორციელი სიკვდილიდან სულიერ სიკვდილში და ხორციელი სიბნელიდან სულიერ სიბნელეში გადასვლა. ჩვენ ყველა მკითხველს, ყველა ჩვენს მოწინაადმდეგეს ვთხოვთ წაიკითხონ მაკარის ხსენებული მე-40 ჰომილიის მთელი კონტექსტი (ეს ჰომილია მთლიანად დაიბეჭდება ჩვენი-გაზეთის ერთ-ერთ მომდევნო ნომერში) და ნახავენ, რომ იქ სრულიად სხვა აზრია. კერძოდ, წმ. მაკარი მსჯელობს სულიერად ცხონებულ და სულიერად წარწყმედილ ადამიანებზე და მსგავსად ზემორე მამებისა (ოლიმპიოდორე, წმ. გრიგოლ აკრაკანტელი) სახეობრივ მაგალითად მოაქვს ჩვილის ბიოლოგიური მდგომარეობა; იგი ამბობს: ისევე როგორც, ერთი მხრივ, მუცლადმყოფი ჩვილი, რომელიც თუ მუცელში ცოცხალი შენარჩუნდება, ასევე ცოცხალი დაიბადება და მას სიხარულით შეეგებებიან, და ისევე როგორც,მეორე მხრივ, მუცელში დაზიანებული ჩვილი, თუ მოკვდა იგი, მკვდარი დაიბადება (ანუ: საშოში სიკვდილის მიმღები საშოს გარეთაც, ხილულ სოფელში ასევე სიკვდილში შემოვა, მკვდარი იშვება და საშოს სიბნელიდან ამსოფლადაც სიბნელეში დაიბადება), ამგვარადვე, ერთი მხრივ, ამქვეყნად მკვიდრი ადამიანიც, რომელიც ამასოფელში სულიერად ცოცხალი დარჩება, იმქვეყნადაც სულიერ სიცოცხლეში წავა და მას სიხარულით შეეგებებიან, მეორე მხრივ კი - ამქვეყნად სულიერად მკვდარი ადამიანი (ე.ი. ამქვეყნადვე სულიერ სიკვდილში მყოფი) იმქვეყნადაც სულიერ სიკვდილში წავა.

აი, ეს ერთადერთი შინაარსი აქვს წმ. მაკარის სიტყვებს. არანაირი მინიშნება მასში არაა იმაზე, რომ საკუთრივ მუცლადმოწყვეტილი მარადიულ სიკვდილში მიდიოდეს.

5. რაც შეეხება პიროვნულ ცილისწამებებს, პიროვნულ დაგმობებს, რაც მხოლოდ ამასოფლის ქაფია, ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მკითხველს, რომ ნუ შეაშფოთებს მას ეს გარემოება, თუნდაც რომ ყველაზე უფრო საშინელი სარკაზმი და დაგმობა ამოიკითხოს ჩვენზე. მშვიდად ვიყოთ, რადგან ყველა ცილისმწამებელს მისივე ცილისწამება განსჯის და დასჯის უმკაცრესად, რადგან, ეკლესიის მამათა სწავლებით, ყოველი ცილისმწამებელი ეშმაკეულია (თვით რუსული სიტყვა ,,დიავოლ“ მომდინარეობს ბვრძნული ,,დიაბოლოს“ იდან, რაც სწორედ ,,ცილისმწამებელს“ ნიშნავს). როგორც გვმოძღვრავს ერთი წმინდანი, ამგვარ ადამიანს აღარ სჭირდება ეშმაკი, რადგან თვითვეა ეშმაკი თავისი თავისა.

დიახ, ვიპაექროთ, ვიმსჯელოთ პატიოსნად, მოყვასისადმი სიყყარულით, ურთიერთაღშენების საღვთო სურვილით.

ერეტიკოსობის ბრალდება ჩვვნდამი ახალი ამბავი არაა. 1988 წლიდან ჯერ სტაროვერები გვგმობდნენ ასე მათ მრავალრიცხოვან პუბლიკაციებში, შემდეგ მავანნი ეკლესიის შიგნით, ბოლოს ახალგანდგომილები და ბევრი მათი თანამოძმე. ესაა ერთი სული, ერთი განწყობა. რისკენაა მიმართული იგი? რომ არ წარმოვაჩინოთ სხვათა და სხვათა უმძიმესი დოგმატური ცთომილებები, ეკლესიური მოძღვრების დიამეტრული გაუკუღმართებანი.

თუ რამ ცთომილება გვაქვს, სიყვარულით განგვიმარტონ. კონკრეტულად მოიტანონ ციტატები წმინდანთაგან (დიახ, წმინდანთაგან), რომ ის ჩვილნი, მუცლადმოწვვეტილნი, რომლებზეც ნებისმიერი სახით ბუნებითად არის შეუძლებელი ნათლობის აღსრულება, თუმც კი თვით ისინი მსურველნი არიან ამისა, მარადიულ წარსაწყმედელს მიეცემიან, რომ უმანკო და უბიწო მუცლადმოწყვეტილნი საუკუნო ცეცხლში შთაინთქმებიან, რომ ,,უბოროტონი“ გამოუხსნელი გეჰენიის მკვიდრნი იქნებიან.

ვინც ამ წესით იხელძღვანელებს, ვინც კონკრეტულ ციტატებს მოიტანს, ვინც მოძღვრული შვილთმოყვარეობით გაფანტავს დაბნეულობას, არა მხოლოდ დავეთანხმებით, არამედ ჩვენს ყველაზე უფრო მეტ კეთილისმსურველად შევრაცხავთ მას და სიხარულით შევემოყვსებით, მხოლოდ იმ ერთადერთი პირობით, რომ არანაირად არ დაიშვას წმინდანთა დოგმატური სწავლებების მწვალებლურად გამოცხადება, რადგან ამით ხდება დაგმობა ეკლესიის უცთომელობისა. კვლავ აღვნიშნავთ: ვინც წმინდანთა სწავლებებს ერეტიკულად აცხადებს, იგი ღვთისმგმობელია.

6. და ბოლოს აღვნიშნავთ: ვართ რა ერთი ეკლესიის წიაღში, ერთი ეკლესიის შვილნი, მოვუწოდებთ ყველას, ერთობლივად დავძლიოთ ყოველგვარი უთანხმოება, რომ აღსრულდეს ,,ყოფა ერთ სამწყსოდ ერთისა მწყემსისა მიმართ“.

---------------------------------------------------

1 - აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა გაზეთში: "თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია", N7,N8.

2 - არქიმანდრიტის ტექსტში მცდარად არის "კეთილ".

3 - აქ ტექსტის ნაწილი გამორჩენია არქიმანდრიტს.

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი, თბილისის სასულიერო აკადემიის პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგე ედიშერ ჭელიძე

წიგნიდან: "მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი

საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში"


გამომცემლობა "საეკლესიო სიწმინდენი", თბილისი, 2004 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 25 December 2016 15:02)

 

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96