Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ძველი ქართული თარგმანი


თქუმული წმიდისა საჰაკ მონაზონისაჲ [დედათათჳს]


ძმაო, გაქუნდინ ესე საჭურველად უძლეველად, რაჲთა ეშოროს მონაზონი ხილვად პირსა დედათასა, რამეთუ საქმესა, რომელსა იქმს ბუნებაჲ ძალითა თჳსითა, მტერი ვერ შემძლებელ არს საქმედ. ნუ ჰგონებ, ვითამცა ბუნებამან დაივიწყა ვიდრე სიკუდიდმე, რომელ-იგი დაუთესავს ღმერთსა ასოთა შინა მისთა. ხოლო განშორებაჲ მისი მიზეზთაგან მავნებელთა მოაუძლურებს გულის-თქუმასა და დასულებს და დააძინებს ასოთა შინა კაცისათა.

სხუაჲ გულის-თქუმაჲ არს მისა, რომელი ეშოროს მიზეზთა გულის-სათქუმელთა, და სუხუაჲ გულის-თქუმაჲ არს, რომელი ეახლოს, რამეთუ ახლოს ყოფაჲ სავნებელსა და ხედვა მარადის განაღჳძებს საცთურთა და აწუევს გულის-თქუმათა და განაღჳძებს ვნებათა, ვითარცა ზეთი პატრუკსა, ვიდრემდის ადგნ-ღა, სირაჯსა აწოვებნ, და ცეცხლი იგი ძლიერად ინათებინ; და რაჟამს მოაკლდის, მოუძლურდის და დაივსის. ეგრეთვე ზღუაჲ ესე გუამისა ჩუენისაჲ არს, რამეთუ რაჟამს ეკუეთის მას ქარი იგი სავნებელთა მახლობლობისაჲ, აღიმრღჳს იგი ბოროტად ღელვითა გულის-თქუმათაჲთა და ოდეს განეშორის, დაყუდნის და მომდორდის.

არა მიუცემია ღმერთსა ბუნებისა ძალი, რომლითამცა მძლე ექმა კეთილისა ნებასა კაცისასა, არამედ ოდეს იძლიის კაცი ანუ გულის-წყრომისაგან ანუ გულის-თქუმისაგან. არა თუ დანერგულმან მან საქმემან ბუნებისამან აიძულის იგი განსლვად საზღვარისაგან ბუნებრი[ვ]ისა და შეყოფად უჯეროთა, არამედ დართვაჲ და შემატებაჲ, რომელი დავსძინით ბუნებასა ზედა მიზეზი ნებისა ბოროტისაჲ გინა კეთილისაჲ. ყოველი დაბადებული ღმრთისაჲ კეთილად და განგებით დაბადებულ არს. და ოდეს საზომით შევიკრძალოთ ბუნებაჲ, მართლ არა გარადვჰჴდეთ გზასა მცნებათა ღმრთისათასა, რამეთუ იყოს გუამი ჩუენი დაწყნარებულ და მყუდრო. ხოლო ოდეს მოვიგოთ სიხარბჱ და უძღებებაჲ, მისგან იქმნის შფოთი და გულის-წყრომაჲ გარდარეულთა საჭმელთა და სასუმელთაგან, გინა ოდეს დავადგრეთ მახლობელად დედათა ხილვისა და ჴსენებასა მათსა, ამისგან აღეგზნების ცეცხლი იგი გულის-თქუმისაჲ გუამსა შინა, და ამან მისცის ჴელი ძჳრის-ჴსენებასა და მანკიერებასა, რაჟამს დაერთოს ბუნებასა ზედა ნაყროვანებაჲ, გინა თანა-ქცევაჲ დედათათაჲ, ვითარცა შეშაჲ ნაკუერცხალსა აღეტყინოს საჴუმილი ვნებათაჲ, რამეთუ მუცელი მაძღარი და სავნებელსა მახლობელი ვერ დაიცავს ბუნებასა უბიწოებით. რომელი ერიდებოდის განსაცდელთა და ჰგმობდეს დაყუდებასა, ხუნებელადცამოიხადოს სიყუარული ცოდვისაჲ. განსაცდელმან ამაო ყვნის გემონი ვნებათანი, ხოლო განსუენებაჲ მზრდელ არს ვნებათა და მომხდელ მათდა. აწ უკუე ესე ყოველთა მიერ საცნაურ არს, ვითარმედ ღმერთი და ანგელოზნი მისნი იხარებენ განსაცდელთათჳს და ეშმაკი და მოყუასნი მისნი იხარებენ შუებათა და განსუენებათა ზედა კაცისათა, რომლითა მოინადირნეს.

 

 

"მამათა სწავლანი" - X-XI ს.ს. ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ

ტექსტი გადმოღებულია საიტიდან http://titus.uni-frankfurt.de/

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 19 December 2013 14:29)