Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ძველი ქართული თარგმანი

სინანული წმიდისა ეფრემისი, ოდეს-იგი ტირილით ამხილებდა თავსა თჳსსა და გლოვით იტყოდა

ჵ სულო ჩემო, რამეთუ ღირსთა საქმე წარმართებულ არს და საქმენი შენნი სირცხჳლეულნი კუალად ქცეულ არიან შენდავე. ჵ სულო ჩემო, ცოდვათა შენთათჳს, რომელნი მარადის დაუვიწყებლად წინაშე შენსა მდგომარე არიან. ჵ სულო ჩემო, წერილისა მისგან მოსაჴსენებელისა ცოდვათა შენთა აღსარაცხელად დღესა მას განკითხვისასა.

ჵ სულო ჩემო, წარდგომისა მისთჳს წინაშე ღმრთისა შენისა, ოდეს-იგი გემოსნენ ბოროტნი საქმენი ცხადად, ვითარცა სამოსელნი. ჵ სულო ჩემო, კალმისა მისგან დამწერელისა და რომელ დაწერილ არიან მედგრობანი შენნი. ჵ სულო ჩემო, დღისა მისთჳს, ოდეს-იგი მშობელნი ნაშობთა თჳსთათჳს ვერღარა ზრუნვიდენ, არამედ თავთა ხოლო თჳსთა ზრუნვაჲ აქუნდეს. ჵ სულო ჩემო, ვითარ უდებ იქმენ სასუფეველისათჳს ცათაჲსა.

ჵ სულო ჩემო, ვითარ უზრუნველ იქმენ შენ საშჯელთა მათთჳს ჯოჯოხეთისათა. ჵ სულო ჩემო, ვითარ არა დაივიწყე შენ სიყუარული სოფლისაჲ ამის მწრაფლ წარმავალისაჲ. ჵ სულო ჩემო, ვითარ უქმ იქმენ საქმისა მისთჳს საუკუნოჲსა, - ცხორებისა განუქარვებელისა. ჵ სულო ჩემო, დღისა მისთჳს წარმავალისა და დღისა მისთჳს წარუვალისა საუკუნოდ სატანჯველთა დამამტკიცებელისა.

ჵ სულო ჩემო, ვითარ ზრუნვამან საწუთროჲსამან მოგიგნა შენ მწუხარებანი საუკუნენი. ჵ სულო ჩემო, რამეთუ ნუგეშინის-ვსცემ გულსა ჩემსა მოთმინებითა და მას არა აქუს ნუგეშინის-ცემაჲ მინდობილი. ჵ სულო ჩემო, რამეთუ დამიმკჳდრენ ცოდვანი და ბრალნი აღურაცხელნი მრავალთა თანა განსაცდელთა და მწუხარებათა. ჵ სულო ჩემო, რამეთუ დახშულ არს ჩემდა სასუფეველი ცათაჲ სიმართლისა მშჯავრითა. ჵ სულო ჩემო, მრავალ-ფერთა მათთჳს სატანჯველთა განმაზადებულთა ჩემთჳს საუკუნოდ.

ჵ სულო ჩემო, საშინელისა მისთჳს წარდგომისა და საზარელისა განკითხვისა ცოდვილთათჳს. ჵ სულო ჩემო, უქრთამოჲსა მისთჳს მსაჯულისა სამართლით განმკითხველისა. ჵ სულო ჩემო, ვითარ-მე მოვიცვალო საუკუნოჲ იგი საწუთროჲთა ამით წარმავალითა? ჵ სულო, მუნ არღარა არს ცვალებაჲ, არცაღა სინანული. ჵ სულო ჩემო, რამეთუ ლოცვაჲ და ვედრებაჲ შენი შეურაცხ და საწუნელ არს ზეცისათა თანა. ჵ სულო ჩემო, უკუეთუ გუამი შენი ჯოჯოხეთისათჳს იზარდების სამკჳდრებელად.

ჵ სულო ჩემო, უკუეთუ ქედი შენი ბარჯისათჳს და საჴივისა ემზადების დადებად. ჵ სულო ჩემო, ცეცხლისა მისთჳს საუკუნოჲსა უშრეტისა. ჵ სულო ჩემო, ტირილისა მისთჳს დაუცადებელისა და ღრჭენისათჳს კბილთაჲსა დაულევნელისა. ჵ სულო ჩემო, სატანჯველთა მათთჳს უწყალოთა და ჭირთა მათთჳს საუკუნეთა. ჵ სულო ჩემო, რაჟამს-იგი დაბრმობილ ვიყო ჴორცითა და მწუხარე სულითა საუკუნოდ. ჵ სულო ჩემო, რაჟამს-იგი შთაგდებულ ვიქმნე სიღრმეთა უმეცრებისათა ჯოჯოხეთს შინა მოუჴსენებელად და დაუთმენელად. ჵ სულო ჩემო, გუემათა მათთჳს ულხინებელთა. ჵ სულო ჩემო, ქუესკნელისა მისთჳს სენისა ბნელისა და გარესკნელისა წყუდიადისა. ჵ სულო ჩემო, მსაჯულისა მისგან მართლისა და მსჯავრისა სამართლისა თუალ-უხუავისა.

ჵ სულო ჩემო, მსაჯულისა მისგან უწყალოჲსა, რომელი არა ზედა ადგრების არცა დიდსა და არცა მცირესა. ჵ სულო ჩემო, უკუეთუ ჯოჯოხეთი ყოფად არს სამკჳდრებელი ჩემი და ქუესკნელი საყოფელი ჩემი. ჵ სულო ჩემო, რამეთუ ხვალე მოგეგოს საქმეთა შენთა მოსაგებელი. ჵ სულო ჩემო, რამეთუ ხვალე შთაგდებულ იქმნე აჩრდილთა სიკუდილისათა მოუჴსენებელთა. ჵ სულო ჩემო, განმაზადებულთა მათთჳს მრავალ-ფერთა სატანჯველთა შენთჳს. ჵ სულო, რამეთუ ხვალე მიცვალებად ხარ ეზოდ განსაცდელთა. ჵ სულო ჩემო, ვითარ განეშორო ტომთა და ნათესავთა შენთაგან და დავიწყებულ იქმნე ყოველთაგან გულთა ცხოველთაჲსა საუკუნოდ.

ჵ სულო ჩემო, რამეთუ მიეცემი შენ ხვალე ბნელსა წყუდიადსა და სატანჯველსა საუკუნესა. ჵ სულო ჩემო, რაჲსაღა უძლურ და ამაო არიან ღონისძიებანი შენნი მისთჳს, რომელი-იგი მოიწევის შენ ზედა ხვალე. ჵ სულო ჩემო, ცეცხლისა მისგან, რომელი დასწუავს ცოდვილთა. ჵ სულო ჩემო, ნეტარ თუმცა ყოლადვე არა დაბადებულ ვიყავ ქუეყანასა ზედა. ჵ სულო ჩემო, ნეტარ თუმცა ჰაერთა შინა მფრინვალედ დავებადე ღმერთსა. ჵ სულო ჩემო, ნეტარ თუმცა ნადირად ველთად დაბადებულ ვიყავ და არა კაცად პირ-მეტყუელად ქუეყანასა ზედა.

ჵ სულო ჩემო, ვითარმე განვერე საქმეთა მათგან მოწევნულთა და ვითარ დავიცვე ცოდვთაგან მოწევნადთა? ჵ სულო ჩემო, დაფარულთა მათგან მედგრობათა და ცხადთაგან უკეთურებათა აღურაცხელთა. ჵ სულო ჩემო, კადნიერებისა ჩემისათჳს ღმრთისა მიმართ და განდგომილებისათჳს მცნებათა მისთაჲსა წარმდებებით. ჵ სულო ჩემო, ბოროტთა საქმეთა ჩემთათჳს, რომელთა-იგი ვიქმოდე ურცხჳნოებით და კადნიერად მაღლისა მიმართ. ჵ სულო ჩემო, იგლოვდ და ტიროდე დაუცადებლად, რამეთუ სამართლად ღირს ხარ შენ გლოვასა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა. ჵ სულო ჩემო, რაჲღა ბოროტ არს ჟამი იგი, რომელსა შინა იყოს მიცვალებაჲ ამის საწუთროჲსაგან საუკუნოდ? ჵ სულო ჩემო, ვითარ-მე აღვიარნე ბოროტნი საქმენი ჩემნი დღესა მას განსლვისასა ამიერ სოფლით? ჵ სულო ჩემო, ვითარ მე გულისჴმა-ვყუნე მრავალ-ფერნი იგი სატანჯველნი მომავალნი ჩემ ზედა? ჵ სულო ჩემო, ვითარ-მე მოთმინე ვიქმნე ბოროტთა მათ მოწევნადთა ჩემ ზედა?

ჵ სულო ჩემო, განამრავლე ამიერითგან გლოვაჲ და ტირილი ცოდვათა შენთათჳს. ჵ სულო ჩემო, ვითარ-მე ღირს ვიქმნე წყალობასა და მოტევებასა ცოდვათასა ჟამსა მას განსლვისა ჩემისასა ამიერ სოფლით? ჵ სულო ჩემო, ნეტარ არს კაცი იგი, რომელი სათნო-ეყო ღმერთსა და მიაგო მას კეთილი მისაგებელი. ჵ სულო ჩემო, ვითარ არა შევინანე ცოდვათა ჩემთა სიმრავლე, რომელი წინაჲსწარ ვქმენი. ჵ სულო ჩემო, ცეცხლისა მისგან დაუთმენელისა, რომელი გულის წყრომით მოწევნად არს ჩემ ზედა. ჵ სულო ჩემო, ევედრე ღმერთსა ლმობიერად, რაჲთა გიჴსნეს შენ რისხვისა მისისაგან და ბოროტთა მოსაგებელთა. ჵ სულო ჩემო, ვითარ კადნიერ ვიქმნე ვედრებად ღმრთისა მოტევებისათჳს, რამეთუ არა მქონან მე საქმენი კეთილნი, ვითარ შემძლებელ ვიქმნე დაფარვად ცოდვათა ჩემთა კაცთაგან და ბოროტნი ჩემნი განცხადებულ არიან.

ჵ სულო ჩემო, ვითარ შეურაცხ-ვყუნე ამაოებანი სოფლისანი. ჵ სულო ჩემო, რამეთუ ბრალნი ჩემნი განმრავლებულ არიან და კეთილისა საქმენი ჩემნი ამაო და ცუდ ქმნულ არიან. ჵ სულო ჩემო, რამეთუ ბოროტნი ჩემნი განძლიერდეს და სათნოებანი ჩემნი მოუძლურდეს. ჵ სულო ჩემო, სადა უკუე ყოფად არს სამკჳდრებელი და საყოფელი შენი. ჵ სულო ჩემო, ჟამისა მისთჳს წარსრულისა, რომელნი თანა წარმჴდეს მე ურჩებასა შინა ღმრთისასა ჩემისასა, რომელთა შინა არასადა სათნო-ვეყავ დამბადებელსა ჩემსა.

ჵ სულო ჩემო, ვითარ წარტყუენა გონებაჲ ჩემი ზრუნვამან ამის სოფლისამან, და არა მოვიჴსენენ მცნებანი ღმრთისა ჩემისანი აქამომდე. ჵ სულო ჩემო, ვითარ არა შევინანენ მრავალნი ცოდვანი ჩემნი პირველ მოწევნისა ჩემდა მომწოდებლისა. ჵ სულო ჩემო, ვიდრემდის მიადროებდე შენ მორჩილებასა ღმრთისასა, ვიდრემდის ურცხჳნოდ განუდგები შენ  დამბადებელსა შენსა. ჵ სულო ჩემო, რამეთუ არა არს ღონე სიკუდილისაგან და არცა ეგების, თუმცა ხილული ესე გუამი მიწა და ნაცარ არა იქმნა შემდგომად სიკუდილისა. ჵ სულო ჩემო, ვითარ უკუე ვყო, რამეთუ არა არს ღონე საშჯელისაგან და პატიჟთა მიგებისა საქმეთაებრ კაცთაჲსა.

ჵ სულო ჩემო, სამართლით განბჭობილ არს შენ ზედა გლოაჲ და ტირილი დიდი დღე და ღამე მარადის ყოველთა დღე\თა ცხორებისა შენისათა დაუცადებლად. ჵ სულო ჩემო, სატანჯველთა მათგან მომავალთა, უკუეთუ არა სათნო-იყოს ღმერთმან ლოცვაჲ და ტირილი ჩემი, რამეთუ აუგეან არს იგი. ჵ სულო ჩემო, ცეცხლისა მის დაუშრეტელისა ცოდვილთათჳს განმზადებულისა. ჵ სულო ჩემო, მსაჯულისა მისგან თუალ-უხუავისა, რომელი არა მიიღებს ქრთამს(ა) და არცა შეიწყნარებს ვედრებას. ჵ სულო ჩემო, სიმძაფრისა მისგან წყურილისა და შეურვებისაგან მჴურვალებისა, რომელი ყოფად არს ცოდვისა მიზეზთათჳს.

ჵ სულო ჩემო, რამეთუ არა უწყი, ვიდრე მიწევნად ხარ შენ ხვალე - წყალობად ანუ სტანჯველად საუკუნოდ. ჵ სულო ჩემო, შთანთქმისა მისთჳს სიღრმმეთა ჯოჯოხეთისათა შემდგომად განსლვისა მის ამიერ სოფლით. ჵ სულო ჩემო, სენისა მისგან, რომელსა არა აქუს კურნებაჲ, არამედ მიცვალებაჲ ამიერ სოფლით ადგილად ხენეშად წარსაწყმედელისა. ჵ სულო ჩემო, საფლავისაგან, რომელი საყოფლად საუკუნოდ დამკჳდრებად გიც ხვალე, რომლისაგან ვერვინ განერების. ჵ სულო ჩემო, მხილებისა მისგან ხვალე ცოდვათა შენთა და სირცხჳლისა ბოროტთა საქმეთა შენთაჲსა ანგელოზთაგან. ჵ სულო ჩემო, ზარისა მისგან და შეძრწუნებისა, ოდეს-იგი ბოროტთა საქმეთა ჩემთა ნაცვალი მო[მე]გებვოდის სატანჯველი იგი საუკუნოჲ.

ჵ სულო ჩემო, ვითარ შემინდვნეს მე ღმერთმან და ვითარ ისმინოს ვედრებაჲ ჩემი, რამეთუ მე არა ვევედრები მას ყოველთა დღეთა ჩემთა ცრემლითა ლმობიერითა და სულ-თქუმითა. ჵ სულო ჩემო, რამეთუ ყოველთა დღეთა მესმოდეს წიგნთა სიტყუანი და მცნებანი ღმრთისა ჩემისანი და მე უდებ- და შეურაცხ-ვჰყოფდი მათ. აწ უკუე რაჲ მიუგო მისთჳს? ჵ სულო ჩემო, ზარისა მისთჳს, რაჟამს ჰხედვიდე შენ პირებსა მას საზარელსა ეშმაკთასა სატანჯველთა მათ შინა, რომელთა თანა დამკჳდრებად ხარ ხვალე.

ჵ სულო ჩემო, რამეთუ სიკუდილი მოსწრაფე არს წარტაცებად ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა და არასადა ვინ განერების მისგან და აქამომდე რავდენნი წარუტაცებიან მამანი, ნათესავნი და წინაწარმეტყუელნი და მოწამენი და ყოველი ერი ადამეანი და იგი მჴურვალებისა მისისაგან არა დასცხრების და არცა ვის აქუს მშჳდობაჲ მისგან, არამედ ნეტარ არიან, ძმანო ჩემნო, კაცნი იგი, რომელთა დააჯერეს ღმერთი კეთილითა სლვითა მათითა და სათნოებითა პირველ სიკუდილისა, რამეთუ ნუგეშინის-ცემულ იქმნენ იგინი ადგილსა მას, სადა-იგი ვერ სარგებელ ეყოს მამაჲ გინა დედაჲ, არცა ძმანი და არცა მეგობარნი, და ვერცა რომლითა მიზეზითა გან-ვინ-ერების მისგან. რამეთუ ღმერთმან, რომლისაჲ დიდებულ არს სახელი მისი, მიუვლინის ანგელოზი კაცსა შესა\ტყ\უებელი საქმეთა მისთაჲ. რომელთა-იგი სათნოებითა მათითა დააჯერეს ღმერთი, რამეთუ მოსწრაფედ დაიცვნეს მცნებანი მისნი მარხვითა, ლოცვითა და მღჳძარებითა და გლახაკთ-მოწყალებითა, ამათ მიუვლინის ღმერთმან ანგელოზი მშჳდობისაჲ სახიერი და მოწყალე, და მან გამოიყვანის სული მისი სიხარულით და მხიარულებით და ჰლოცავნ მას დაწყნარებულად და არა შეაძრწუნის.

ხოლო სულთა მათ ცოდვილთა, რომელთა განარისხნეს ღმერთი და განუდგეს მცნებათა მისთა, ამათ მიუვლინის ღმერთმან ანგელოზი მრისხანე, რომელთა იძულებით და რისხვითა მრავლითა და ჭირითა გამოიყვანიან სული მათი გუამთა მათთაგან და წარიყვანიან ზარ-განჴდილი და შეძრწუნებული სატანჯველად საუკუნოდ. ამისთჳს ვევედრნეთ ჩუენ ღმერთსა, რაჲთა წყალობით მოგჳტევნეს ჩუენ შეცოდებანი ჩუენნი და მიჴსნეს ჩუენ ჟამისა მისგან შესაძრწუნებელისა და რაჲთა მისი არს დიდებაჲ და პატივი, ქებაჲ და თაყუანის-ცემაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

სწავლაჲ წმიდისა ეფრემისი მონაზონთა მიმართ და მარტოდ-მყოფთა

სწავლამან ძისა ღმრთისამან განანათლა ყოველი სოფელი და იხილა სოფელმან გზაჲ ცხორებისაჲ, რაჲთა ვიდოდის მას შინა. სიტყუაჲ მისი სანთელი არს აღნთებული, ბრწყინვალე, განმანათლებელი ყოველთა განყენებულთაჲ და მისგან გამოვალს ნათელი განმანათლებელი ალაგთა მათ მორწმუნეთასა. იგი არს გზაჲ ნათლისაჲ და ცხორებისაჲ, რომელნი ვლენან მას. ხოლო რომელი თჳნიერ მისსა ვალს, მიემთ\ხუევის იგი ძნელსა ღჳრღუანოანსა. იგი არს კარი ცხორებისაჲ და რომელი მიერ შევიდეს, მიიწიოს ცნობასა ჭეშმარიტებისასა. იგი არს საფასე დაულეველი და რომელმან ესე არა მოიგოს, მიემთხჳოს იგი სიგლახაკესა, სიმკოდვესა და უპოვრებასა.

მოგებაჲ ოქროჲსაჲ მძიმე არს და ჴელთ-ბორკილ და საკრველ განუჴსნელ ექმნის იგი მომგებელთა მისთა და მიცვალებასა საცთურ, და სტანჯველ არს იგი კაცისა. სიტყუაჲ ღმრთისაჲ არს სიმდიდრე ჭეშმარიტი, ოდეს შეეზაოს სული კაცისაჲ მას და მის მიერ აღივსოს მადლითა დაფარულითა სულიერითა საუკუნოდ. საფასენი ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა ფრიად ნაკლულ და გლახაკ არიან მათ თანა, რომელნი სულნი მინდობილ არიან ღმრთისა. რამეთუ მინდობაჲ სოფლისა საფასეთა მსგავს არს მიყრდნობასა ლერწმისა დაჩეჩქჳლისასა, რამეთუ რომელი მიეყრდნის მას, ჴელი განუჴურიტის, რამეთუ ვერ შეუძლის ტჳრთვად მიყრდნობილი იგი უძლურებითა. ხოლო რომელი მიენდოს ღმერთსა უკუნისამდე, არა დაეცეს იგი, არამედ მტკიცედ ეგოს იგი სასოებასა ზედა უცვალებელსა. რამეთუ ღმერთი არს სიმდიდრე და საფასე მოუკლებელ და საუნჯე სავსე მადლითა და ცხორებითა.

მოვედით, ჵ ნაკლულევანნო, და აღვივსენით ამის მადლისაგან, რამეთუ რომელი მომკუდარ არს, არარაჲ სხუაჲ ჰნებავს მას თჳნიერ ცხორებისა, ხოლო რომელი ცხოველ არს, ჰნებავს მას სასოებით დადგრომაჲ მას შინა. ჵ მომწყუდარნო, რომელთა გნებავს ცხორებაჲ, ძიებასა მისსა აღასუბუქენით ბრჭალნი ფერჴთა თქუენთანი და გულს-მოდგინედ ისწრაფეთ მოგებად იგი და ნუ ჰყოვნით, რამეთუ ღმრთისა თანა დაფარულ არს და დამარხულ ცხორებაჲ შენი. შევედ და მოიღე მისგან ცხორებაჲ დაუსრულებელი. სიღრმენი წყალთანი მაცხოვნებელ არიან თევზთა, ხოლო უკუეთუ აღმოჴდეს თევზი ჴმელად, გარე-წარჰჴდა იგი საზღვარსა ცხორებისა თჳსისასა და მოკუდა. ეგრეთვე ძესა ღმრთისასა აქუს სული მაცხოვარებისაჲ ნათესავისა კაცთაჲსაჲ და რომელი განეშოროს მისგან, წარწყმდეს. ვითარცა რომელიმე ღელავნ ზღუასა დიდსა სულიერსა, ხოლო რაჟამს განვიდის იგი მისგან, მიეცის სიკუდილსა სავსესა ვაებითა, რამეთუ თჳნიერ მისა ვერ შემძლებელ არნ პოვნად ცხორებასა.

აწ უკუე იყავნ ღმერთი შენდა წყალ და შენ იყავ თევზ, და ძოვდი მას შინა ცხოვრებასა. სული სოფლისაჲ მობერვაჲ სიკუდილისაჲ არს, და რომელნი იყნოსენ სენსა მას, აღეგზნებიან მათ შორის გემონი ჴორცა ბუნებისანი. გუელმან შეჰბერა ევას, დედასა მას ნათესავისა ჩუენისასა, და ხისა მის ცნობადისა დაწყეულ იქმნა სიკუდილისა მოწევნაჲ ადამის ზედა, რამეთუ ხილვაჲ ხისაჲ მის იყო გემოვან და ტკბილ ფრიად და სავსე სიკუდილითა. და გემონი სოფლისანი ეგრეთვე შთაიყვანებენ ჯოჯოხეთა, რომელნი ჰყუარობენ მათ. რამეთუ ევა ოდეს იხილა ხე იგი შუენიერად, შეუყუარდა. მაშინ მოისთლო ნაყოფისა მისგან სიკუდილი. და მიერითგან აქამომდე შუებანი და გემონი სოფლისანი სიკუდილსა შობენ, და სიკუდილით მოაკუდინებს შუენიერებაჲ მისი ტრფიალთა მისთა. და ხისა მის ცნობადისა, შეუენიერისა და შემკულისა, რომელ არს სოფელი ესე და საშუებელი მისი, მომგებელთა მისთათჳს იქმნა სიკუდილ. საფასენი სოფლისანი ნაყოფნი არიან ხისა მკლველისანი, და რომელმან არა მოიგოს სოფელსა შინა იგი, არა იხილოს გემოჲ მისი, ხოლო რომელი არა ზრუნვიდეს, ვითარცა ბრძანებელ არს მისა, დაცხრომილ არს მისგან ურვაჲ იგი მაურვებელი, და მცნებითა მით სულიერითა, რომელი ამცნო, არავინ ზრუნავს ჴორციელთათჳს. განეშორენ კაცი ნაყოფისა მისგან მომაშთობელისა, რომელთა იკრიბონ იგი.

რამეთუ უფალმან ჩუენმან სიკუდილსა უზეშთაეს წარუმართა გზაჲ მოწაფეთა თჳსთა, რაჟამს-იგი ჰრქუა: ნუ ჰზრუნავთ მო-თუ ვინმე- გაკუდინნეს. ბოროტ არს ზრუნვაჲ და დამაშთობელ სულისა ყოველსა ჟამსა. აწ უკუე ნუ შეიშთვებით ზრუნვითა და დაუტევეთ ძჳრი, რომელი გიტჳრთავს თქუენ, რამეთუ დღისაცა ერთისა ზრუნვაჲ ბოროტ არს კაცისათჳს. ეგრეთვე უფალმან ჩუენმან ზრუნვაჲ იგი დღისაცა ერთისაჲ აიღო მოწაფეთა თჳსთაგან და ბოროტად შეჰრაცხა წინაშე მათსა. და დღისა ერთისა ზრუნვაჲ არა თუ მცნებად მისცა მოწაფეთა თჳსთა, არამედ დაუტევა იგი თჳნიერ შჯულისა, ვინაჲთგან ასწავა მათ და ჰრქუა, ვითარმედ: "ნუ ზრუნავთ ხვალისა" (მათე 6.34) . ამით მოასწავა, ვითარმედ ნუ ზრუნავთ ხვალისა, ვითარცა ნაკლულევანნი, ოდეს-იგი იგინა წინაშე მათსა. და მიუტევა სიბოროტე დღესა მას, რაჲთა ამით სახითა გულისხმსა-ყონ, ვითარ არს სწავლაჲ იგი და ნებითა მათითა მოვიდენ სრულებად, რაჲთა არცაღა დღისა ერთისათჳს ზრუნვიდენ ჴორციელსა ზრუნვასა.

ხოლო სული სავსე არს სასოებითა და მინდობითა საღმრთოჲთა. და არა აქუს ადგილი ზრუნვასა შესავალად მისა, ვინაჲთგან სასოებაჲ მისი ჭეშმარიტ არს მის თანა, და უკუეთუ მოაკლდეს სასოებაჲ, შეაშთოს იგი ზრუნ[ვა]მან. აწ უკუე ნურას ზრუნავნ კაცი, უკუეთუ ღმრთისა მიმართ დაუც სასოებაჲ თჳსი, რამეთუ ღმერთი სიმდიდრე არს მოუკლებელი და უზრუნველად გარდამოადენს კეთილთა მისთა, რამეთუ იგი არს საფასე დაულევნელი, და რომელმან მოიგო იგი, მას დაუთრგუნავს ზრუნვაჲ. და რომელსა კაცსა თანა ესე საფასე არს, იგი უზრუნველ არს და უნაკლულო ყოლადვე. უკუეთუ ესე მოგიგიეს, და რაჲღა არს რომელი არა შენი არს, ოდეს-ღა იგი შენი არს. და უკუეთუ იგი არა მოგიგიეს, ჭეშმარიტად ნაკლულევან ხარ შენ ყოვლისაგან უცილობელად. უკუეთუ იგი შენ თანა არს, ვინ არს ზიარ საზრდელისა შენისა და ვინაჲთგან ცხორებაჲ შენი მისგან არს, რაჲსა ჰზრუნავ შენ მისთჳს, რომელი არა შენი არს. ისმინე შენ სწავლისა მისისაჲ და მიჰხედე გამოცდილებასა საქმისა მისისასა, რამეთუ რავდენცა შეევედრო მას, ყოველივე უზრუნველად მოგცეს შენ. ვინ შემძლებელ არს თავით თჳსით აღზრდად გუამისა თჳსისა, გინა შემატებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ (მათე 6.27;  ლუკა 12.25), უკუეთუ ძალ-უც აღმაღლებად. ამით აჩუენა, ვითარმედ რომელი მზრდელ არს ყოვლისა ჰასაკისა, იგი აცხოვნებს მათ თჳნიერ ზრუნვისა შენისა. და რომელი აცხოვნებს, იგი ზრდის განცხოველებულთა თჳსთა, რამეთუ ცხოველებაჲ უფროჲს არს საზრდელისა და იგი მისცემს ყოველთა დაბადებულთა თჳსთა. და რომელი ზრდის, იგივე შეჰმოსს.

აწ უკუე არა შენი არს ზრუნვაჲ ჰასაკთა სამოსლისაჲ, რამეთუ რომელი მზრდელი არს მათი, იგი არა ნაკლულ არს მიცემად სამოსლისაცა გამოზრდილსა მას მისგან. შენ რაჲსა ჰზუნავ მისთჳს? და უკუეთუ დააყოვნოს მიცემად სიყუარულით, გამოცდისათჳს დააყოვნის იგი. ესერა იგავით შროშანნი გიჩუენნა შენ, ვითარ-იგი არა სთესვენ და არცა შურებიან, და შუენიერითა და პატიოსნითა სამოსლითა შემოსილ არიან ღმრთისა მიერ (ლუკა 12.27) .

აწ უკუე იხილე, ვითარ-იგი მისცა უფალმან თივასა მთათასა სამოსელი ბრწყინვალე და შუენიერი, რაჲთა არა იქადოს მეფემან. ვითარმედ მოსილ არს იგი სამოსლითა ბრწყინვალითა და შუენიერითა. და სოლომონმანცა ბრძენმან და ქებულმან ყოველსა მას შინა დიდებასა მისსა და მეფობასა ვერ შეუძლო შემოსად სამოსელი, ვითარცა ერთი შროშანთაგანი, რომელნი უზრუნველ არიან დიდად და უფროჲს შუენიერად შემოსილ არიან და ოდესღა ფრიად მოსწრაფებით იღუაწის მეფემან, ძნიად განაშუენის სამოსელი თჳსი ბრწყინვალედ.

აჰა ესერა ვხედავთ თივათა ველისათა, რომელნი არიან უბრწყინვალეს და უშუენიერეს და შემკობილ მეფისა, და ყოვლითა მით შრომითა და ზრუნვათა სიმძიმითა ვერ შემძლებელ არიან გამოწერად ბრწყინვალედ შუენიერებასა მას შროშნისასა. ზღუასა შინა შთაჴდიან მეყურჭუმენი, რაჲთა აღმოიღონ მიერ ძოწი იგი მრავალ სასყიდლისაჲ, და ჴმელსა ზედა დაშურიან მავალნი, რაჲთამცა შეიღებეს სამოსელი ბრწყინვალედ და შუენიერად ფერითა და განსაკჳრვებელი ხილვითა. და ოდეს შეიმკვის მით მეფე, არა სწორვენ იგი ერთსაცა ყუავილსა მთისა თივისასა.

აწ იხილეთ-ღა, ვითარ-იგი ეკალმან გამოიღის ვარდი, რომელმან მეფენი განაკჳრვნის ფერისა და სურნელებისა მისისაგან და ბრწყინვალედ შუენიერებისა. აწ უკუე ვინ ბრძენი არს, ამის სახისაგან ისწავენ და დაიჯერენ და უზრუნველ-იყავ ყოვლისათჳს. ვარდი დაჭნის და განჴმის, რაჲთა ამხილოს მათ, რომელთა ჰნებავნ სამოსლითა შემკობაჲ და ცნან, ვითარმედ ყოველივე წარმავალ და განქარვებად არს, ვითარცა თივაჲ იგი ველისაჲ. აწ უკუე რაჲსა ჰზრუნავ შენ, ჵ კაცო, ყუავილი განჴმების და დაცჳვის და წარვალს, რაჲთა გამოიწეროს გულსა კაცთასა, ვითარმედ ესრეთვე წარმავალ არს შუენიერებაჲ სოფლისაჲ ამის, ვითარცა ყუავილი.

აწ უკუე სამოსელი სამე და სამკაული მეფეთაჲ არა ესწორების შუენიერებასა შროშნისასა და ბრწყინვალებასა, და უზრუნველად შეიმოსს იგი მას ღმრთისა მიერ, რაჲთა აჩუენოს ცუდად ზრუნვაჲ იგი მდიდართაჲ სამოსლისა და სამკაულისათჳს შუენიერისა მყის წარმავალისა და რაჲთა ასწაოს სოფელსა, ვითარ-იგი ცუდ და ამაო იქმნების ყოველი დიდებაჲ და სუფევაჲ მისი. სოფლისა ამის მკჳდრობაჲ თივასა შეასწორა ღმერთმან და მით ასწავა, ვითარმედ წარმავალ არს ყოველი დიდებაჲ მისი. მთანი უზრუნველად შეჰმოსენ საბლარდნელსა დიდებისასა, რომელნი დაყუდებით ეძიებენ მათ შინა შუენიერებასა სამოსლისა მის საქორწინისასა. უკუეთუ თივაჲ ველისაჲ ხვალე თონესა შთაეგზების (მათე 6.30) , ესრეთ შემოსის ღმერთმან ყოვლისა დამბადებელმან, შენ-მე დაგიტეოსა თჳნიერ სამოსილსა? და უკუეთუცა დაგიტეოს შიშულად და უპოვრად, ნუ მწუხარე ხარ ამისთჳს, არამედ ჰმადლობდი მას და უწყოდე, ვითარმედ სამოსელი ნათლისაჲ დაუმარხავს შენთჳს მერმესა მას სოფელსა წარუვალსა დაუძუელებელი.

რამეთუ არა სიძულილისა შენისათჳს დაგამდაბლებს შენ, ნუ იყოფინ, და ნუცა მწუხარე ხარ შეურაცხებისათჳს და ნუცა სდრტჳნავ, არამედ სულგრძელებით მოთმინე იქმენ და უწყოდე, ვითარმედ სიყუარულისა და წყალობისა შენისათჳს დაგამდაბლა შენ, რაჲთა კეთილი საუკუნოჲ ამით დაგიმკჳდროს შენ. მკურნალმან რაჲ დააყენის სნეული წყურიელი წყლისა გრილისა სუმად, არა თუ სძულნ მას იგი სნეული და მით არა უფლის მას სუმად გრილი წყალი, არამედ გულს-მოდგინედ მოსწრაფე არნ განკურნებასა მისსა და მისთჳს დააყენის სუმად, რაჲთა არა გრძელად სიხაშმედ გარადექცეს მას სალმობაჲ მისი და იქმნეს იგი უძჳრეს პირველისა. შეეწყურის სნეულსა ფრიად მჴურვალებისა მისგან, რომელ არნ გუამსა შინა მისსა და დააყენის მკურნალმან წყალობისა მისისათჳს და განკურნებისა.

ეგრეთვე უფალი ჩუენი მკურნალ არს დაფარულთა სენთა სულისათა ძეთა კაცთასა და ყოლადვე ჰნებავს ყოველთა კურნებაჲ სიყუარულით. და უკუეთუ მცირედ დაგაკლოს მან საზრდელი გინა სამოსელი წუთსა ამას ჟამსა, უწყოდე, რამეთუ სიყუარულისა შენისათჳს ყო იგი. რამეთუ სიგლახაკე არს სამკაული მონაზონისაჲ და მარტოდ-მყოფთაჲ. და უკუეთუ მდიდარ არს მონაზონი და ფართოებით ჰქონან მას სოფლისა ამის საშუებელნი, დაკლებულ არს იგი და განსრულ არს გზისა მისგან იწროჲსა, რომელი მიიყვანებს ცხორებასა მას საუკუნესა, და უკუეთუ უყუარდეს განშუენებად თავი თჳსი სამოსლითა, ესე სირცხჳლ არს მისა. უკუეთუ სოფლისაგან განშორებულ არს, საზრდელსა მეტსა, უფროჲს საჴმრისა მისისა, ნუ დაიმარხავნ, რაჲთა არა დაწვეს და სასოებაჲ მისა ჰქონდის ხვალისა. და უკუეთუ კისაკი ოქროჲსა უც, შიშუელ არს სასოებისაგან და მინდობისა ღმრთისა. და უკუეთუ ოქროჲ გინა ვეცხლი დაუდებიეს მარხულად, ქრისტე დაუტევებიეს და განშორებულ არს მისგან. და უკუეთუ ზრუნავს იგი ხვალისა, უბოროტესსა ცოდვასა შთავარდების. და უკუეთუ სამოსლისათჳს ზრუნავს, დაუთრგუნავს მას ბრძანებაჲ იგი განმაცხოველებელისა მისისაჲ. და უკუეთუ განჰყიდის და იყიდის, ღმერთი განაძებს შოლტითა საბლისაჲთა. და უკუეთუ გულმან უთქუას მონაგებთათჳს, უცხო ქმნულ არს კრებულისაგან მონაზონთაჲსა და დაუჭირვებიეს შესა\ძინელი სარგებელისაჲ. და უკუეთუ ვინმე განბასრა იმათაგანი, იქმნა იგი საშჯელსა ქუეშე განკითხვისასა.

მონაზონსა ჭეშმარიტსა არა სძულნ მოძულე თჳსი, რამეთუ განშიშულებულ არს იგი სოფლისაგან და შეუმოსიეს სიყუარული ქრისტესი და არა თავს იდებს მოგებად ოქროსა გინა ვეცხლსა, რამეთუ აქუს მას სიმდიდრე დაფარული და ყოველნი საფასენი მეფეთანი ვერ ესწორებიან მას. ზეცისასა ეძიებს, და უკუეთუ ზეცისაჲ არა იყოს, არა შეიწყნარებს; და ამის საწუთროჲსასა ვითარცა ნამეტავსა ჰხედავს, ვინაჲთგან სასოებაჲ მისი მერმისა მის ცხორებისაჲ აქუს. ცხორებაჲ ესე ჩუენი საწუნელ და შეურაცხ არს წინაშე თუალთა მისთა და მერმისა მისთჳს სურვიელ არს სული მისი. მუნ არს სიმდიდრე და დიდებაჲ და აქა სიგლახაკე და შეურაცხებაჲ. არამედ აქაჲ ესე არა მტკიცე და საუკუნე არს, რამეთუ სოფელი ესე, ვითარცა თივაჲ არს, და ვითარცა ყუავილი და ფურცელი დასცჳდის. და რაჟამს განჴმის ყუავილი, ყოველი შუენიერებაჲ მის წარჴდის. ამისთჳს ევლტიან სოფელსა ამას მონაზონნი განშორებულნი, რაჲთა არა შეიტყუვნეს შეუენიერებამან მისმან წარმავალმან და დაუდგრომელმან, რომელი მსგავს არს სიზმარსა, და ვითარცა ჩუენებაჲ ღამისაჲ განქარდების და ვითარცა სიტკბოებაჲ ძილი\საჲ შეიპყრობს მოყუარეთა მისთა.

მონაზონი ჭეშმარიტი არა შვილი არს ღამისაჲ. უკუეთუ განშორებულ არს საცთურთაგან ღამისა უცნებისათა და საქმეთაგან ამის სოფლისათა დაუდგრომელთა, მას შინა დამკჳდრებულ არს ნათელი მისი და ბნელსა არა ჰმონებს იგი, რამეთუ ღმრთისა მიმართ მღჳძარე არს იგი და ღამისა საუცარნი ვერ აცთუნებენ მას. ხოლო რომელთა უყუარს სოფელი ესე, ყოლადვე საცთურსა შინა შებრკოლდებიან სლვანი მათნი და ბნელსა შინა ვლენან და მშჳდობასა და დაწყნარებულებასა ვერ სადა მიემთხჳნენ.

ღმერთი ჩუენი ნათელი არს მიუწდომელი და რომელი მას შეევედროს, მან წარუმართნეს გზანი მისნი, და ღირღუაროანი წრფელ უ[ყ]ვის მას სლვად. მისგან ბრწყინავს სული და ვალს იგი დაუბრკოლებელად ალაგთა მათ, სავსეთა მშჳდობითა, და მიიწევის იგი ქუეყანასა მას მამულსა. ვერ შემძლებელ არს ბრმაჲ გამორჩევად ფერებისა ერთიერთისაგან, რამეთუ სახედველნი მისნი ცუდ ქმნულ არიან და დაკლებულ არს იგი შუენიერებასა ხილვისასა. სიყუარული სოფლისაჲ ამის დააბრმობს კაცსა და ვერ შემძლებელ არს ხილვად შუენიერებასა მას დაფარულსა ახლისა მის სოფლისასა. რამეთუ ბოროტ იქმნის თუა\ლი და ვერ უძლის ხილვად შუენიერებასა ტკივილისა მისთჳს, რომელი ევნებინ. მონაგებნი სოფლისანი ტკივილ თუალთა არიან და მისგან დაბრყჳლდიან და ვერ შეუძლიან ხილვად სიმდიდრე იგი ზეცისაჲ წარუვალი.

უკუეთუ იხილნეს სულმან ზეცისანი იგი კეთილნი, აღეხუნენ თუალნი მისნი და შეიწყნაროს სიმდიდრე იგი მოუკლებელი, და ოდეს მიაქცინეს თუალნი მისნი სოფლისაგან მცირედ ოდენ, მიიტაცნენ იგინი ღელეთა მათ დამბადებელისა შუენიერებისათა, რაჲთა ძოვდენ იგინი სულიერთა მათ საშუებელთა. და უკუეთუ გონებამან არა მიჰხედოს ქუეყანად და არცა საქმენი მისნი შეჰრაცხნეს ზეცისა მათ სამკჳდრებელთა, განისუენებდეს, სადა-იგი სამებაჲ მკჳდრ არს. და უკუეთუ იგი მეოტ ექმნეს სოფლისა სიყუარულსა, ღირს იქმნეს თანა-მოძმედ ძალთა ზეცისათა. და უკუეთუ იგი განთავისუფლდეს მონებისაგან სოფლისა ამის ბოროტისა, აღვიდეს და დაიმკჳდროს ქუეყანაჲ იგი დიდებისაჲ. ძილსა შინა არა არს ტკივილი და მწუხარებაჲ, და უკუეთუ შეპყრობილ იქმნეს იგი განგებითა ქუეყანისა ზრუნვისაჲთა, გარდამოვარდეს სიმაღლით და პირუტყვთა თანა შერაცხილ იქმნეს. ამისთჳს გჳბრძანეს მოძღუართა სულიერთა, რაჲთა ზეცისასა ვეძიებდეთ და ქუეყანისაჲ შეურაცხ-ვყოთ. და არა დავჰმარხოთ საფასე ჩუენი ქუეყანასა, ვითარცა იტყჳს უფალი ჩუენი, რაჲთა არა საფასესა თანა დაეფლნენ გულნი ჩუენნი მიწასა შინა. ამისთჳს ბრძანა, რაჲთა ცათა შინა იუნჯებდეთ საფასეთა თქუენთა, რაჲთა აღვიდეს გონებაჲ თქუენი საუნჯესა თანა ქუეყანასა მას მაღალსა. რამეთუ გონებაჲ არა განშორებულ არს საფასისაგან, არამედ მის თანა შეპყრობილ არს და მარადის სცავს, სადაცა-იგი არს. უკუეთუ ქუეყანასა არს, ქუეყანასა მკჳდრ არს მის თანა, და უკუეთუ ზეცას არს, მუნ არს იგი მის თანა. რამეთუ რომელსა აქუს საფასე სულიერი ცათა შინა, არა გარდამოიყვანებს გონებასა თჳსსა ქუეყანად, რაჲთამცა დაუტევა საფასე თჳსი თჳნიერ მცველისა. რომელსა დაუუნჯებიეს საფასე თჳსი ღმრთისა თანა მაღალთა შინა, მუნვე შეპყრობილ არს გული-ცა მისი და სცავს მას. უკუეთუ გონებაჲ მისი ზეცას არს ღმრთისა თანა, საფასეცა მისი მუნ დამარხულ არს და ვერ განიპარვის იგი მპარავთაგან. და ვიდრემდის სული ღმრთისა მხედველ არს, სავსე არს, იგი ნათლითა. და უკუეთუ კუალად იქცეს იგი ხილვად ქუეყანისათა, მოიცვეს იგი ბნელმან და იქმნეს ვითარცა ცოლი ლოთისი. და ეყოს სახე ყოველთა განშორებულთა, რაჲთა არა მიჰხედონ ყოველთა სოფლისა სიყუარულსა. და უფალმანცა ჩუენმა[ნ] ეგევითარი სახე დაუდვა წინაშე მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა უწყოდიან და ეჴსენოს, რომელი-იგი შეემთხჳა მას, რაჟამს იგი გარე უკუნ იქცა ქუეყანასა მას, რომლისაგან გამოსრულ იყო, შეიკრა იგი რისხვისაგან ქუეყანასავე თჳსსა და მის თანავე წარწყმდა. გამოიყვანა იგი პირველად წყალობამან ღმრთისამან, რაჲთა განერეს დაწჳსა მისგან. და რაჟამს იგი გონებაჲ მისი არა გამოვიდა მისი თანა, არცაღა იგი განერა, დაღაცათუ გამოსრულ იყო იგი მიერ, ა~დ გული მისი მუნვე სოდომას დარჩომილ იყო. და მისთჳს იგიცა დაშთა. და შეპყრობილ იქმნა რისხვასა თანა ღმრთისასა. და სახე და იგავს ექმნა ყოველთა, რომელთა სოფელი დაუტევიან და განეშორნიან საფრჴეთაგან მისთა, რაჲთა არღარა კუალად იქცენ და მიჰხედონ მას სიყუარულით გონებითა. რომელსა ერთ გზის განუძარცუავს, ნუღარა კუალად შეიმოსს გონებითა ზრუნვასა და საურავსა მისსა, რომელი მოიძულა, რაჲთა არა იყოს იგი შიშუელი და სირცხჳლეული მდგომარე დღესა მას სარჩელისასა.

რომელი ერთ გზის განიბანის და განიწმიდის შეხებისაგან მკუდრისა და კუალად იქცეს და შეეხოს მკუდარსა, რაჲ სარგებელ ეყო მას პირველი იგი განწმედაჲ, ვინაჲთგან კუალად შეიგინა იგი?! ეგრეთვე ყოველმან რომელმან დაუტეოს სოფელი ესე და ევლტოდის საქმეთა მისთა, უკუეთუ კუალად იქცეს თუალვად მისა, არა დაუტევებიეს მას იგი, რაჟამს კუალად ზრუნავს მისთჳს. აწ უკუე დაუტევე სოფელი საქმითა და გონებითა, ვითარცა-იგი დაუტევა ლოთ ყოვლითურთ და განერა რისხვისაგან. ხოლო ცოლი მისი ზე უკუნ იქცა გონებითა და ზე უკუნ იხილა და წარწყმდა იგი რისხვისა მისგან (შესაქ. 19.12-26) .

ამისთჳს უფალი ჩუენი იტყოდა: "ესემცა გაჴსოვს, რაჲთა უწყოდით, რამეთუ რაჟამს უკუნ იხილა, ეწია მას რისხვაჲ" (ლუკა 17.32) . გეშინოდენ, რაჲთა არა კუალად იქცეთ ღმრთისაგან და ვითარცა ცოლი ლოთისი შეპყრობილ იქმნეთ სოფლისა ბოროტითა. ლოთ მართალი ბრძენი იყო, რამეთუ სწრაფით რბიოდა იგი, გან-რაჲ-ოტებულ იყო იგი სოდომით, და რისხვაჲ იგი მოწევნული მას ვერ ეწია, რამეთუ სძულდა მას ქუეყანაჲ იგი ბოროტი და ყოველი განგებაჲ მისი. და რაჟამს გამოვიდა მიერ, არა უკუნ იხილა კუალად მართალმან, არამედ ყოვლითა სწრაფითა განვიდა სოდომით და განერა, და ვერ მოინადირა იგი რისხვამან, რომელმანცა იგი წარწყმიდა ცოლი მისი. და რაჟამს იყო მართალი ესე ქუეყანასა მას სოდომისასა, ვითარღამცა არა მუნ იყოფვოდა, ეგრეთ იყვნეს საქმენი მისნი. და რაჟამს დაუტევა და გამოვიდა მისგან, არღარა უკუნ იხილა მან ზე, რამეთუ სძულდა იგი მას. და იქმნა იგი იგავ ყოველთა, რომელთა სოფლისა ბოროტნი დაუტევნიან, რაჲთა ესრეთვე მოიძულონ, ვითარცა ლოთ სოდომი, რაჟამს-იგი განიოტა მისგან რამეთუ ჰხედვიდა იგი ბოროტისა საქმეთა მისთა. ამისთჳს მოიძულა და განჰკრთა გონებაჲ მისი უკეთურებისა მისგან მკჳდრთა მისთაჲსა და რისხვისა მისგანცა, რომელი მოიწია მათ ზედა. განერა, რამეთუ გონებაჲ მისი განკრთომილ იყო უკეთურთა მათთაგან. და ოდეს იგი რისხვაჲ გარადმოჴდა მათ ზედა, არა უკუნ იქცია პირი მისი ხილვად მისა. და ასწავა მათ, რომელთა სოფელი დაუტევიან, რაჲთა არღარა კუალად იქცენ მუნვე გონებითა მათითა და იხილონ იგი, დაღაცათუ ყოველი საქმე მათი დაიწუას.

რამეთუ ცოლმან ლოთისმან, რაჟამს უკუნ იხილა ხილვად სოდომისა, მუნთქუესვე იქმნა იგი ძეგლ მარილის. აწ უკუე განვგმოთ ჩუენ უგუნურებაჲ მისი და ვთქუათ: უკუეთუმცა არა გული მისი დარჩომილ იყო სოდომს, არამცა უკუნ ეხედნეს ქმრისა მისისაგან ხილვად დაწუვასა მას, არამედ მტკივნეულ იყ[ო] და დამძიმდა მის ზედა საქმჱ იგი, რომელი აქუნდა მას შინა დატევებად იგი მონაგებთაცა თჳსთა, რომელნი დაშთეს მუნ შინა.

გული მისი ფრიად შეკრულ იყო მათგან და მისთჳს უკუნ იხილა მან ზე უკუნ მწუხარებით დატევებისა მისგან. ამისთჳს ეწია მას რისხვაჲ და წარწყმდა იგი მონაგებთა მისთა თანა, და სახე და იგავ ექმნა იგი მონაზონთა განშორებულთა, შვილთა სასუფეველისათა. აწ უკუე მოიჴსენეთ, საყუარელნო ჩემნო, და ნუ შეიკრვინ გონებაჲ თქუენი მონაგებთათჳს, რომელნი სოფელსა შინა დაგიტევებიან. ნუღარა უკუნ იხილავთ გონებითა თქუენითა ხილვად მისა, რაჲთა არა კუალად იქცეთ სოფლადვე.

ჵ განშორებულო სოფლით, ემსგავსე შენ ლოთს და ივლტოდე შენ მისგან და მოიჴსენე ცოლი მისი და რაჲ-იგი შეემთხჳა მას. აჰა სოფლისა კუამლი ზე აღვალს ბოროტთა მისთაჲ, ნუღარა მიხედავ მას. უკუეთუ დაგიტევებიეს იგი და განშორებულ ხარ მისგან, რაჲსაღა მიჰხედევ და განიცდი კეთილთა და ბოროტთა მისთა, იხარებ და მწუხარე ხარ მის თანა? აცადე უკუე და რომელსა ენებოს, იხარებდეს, და რომელსა უნდეს, მწუხა\რე იყოს, და რომელი დაიწუეს, დაიწუეს! და შენ ნუ მიხედავ მას, რაჲთა არა კუამლმან მისმან დაგიბრმნეს თუალნი შენნი. და უწყოდე, რამეთუ სავსე არს იგი ზაკუვითა და ტყუვილითა, განსაცდელითა და უბადრუკებითა. რაჲ ძეს შენ შორის და მის შორის, ვინაჲთგან დაგიტევებიეს იგი და განშორებულ ხარ მისგან.

აწ უკუე იზრუნე თავისა შენისა მყუდროჲ სამკჳდრებელი შესავედრებელად, ვითარცა-იგი ეყო სეგორი შესავედრებელად ლოთს, და მიივლტოდა მისა და განერა რისხვისაგან. სოდომი ფრიად დიდი იყო და სეგორი ფრიად მცირე იყო, არამედ ცხორებაჲ სეგორს პოა მართალმან მან. ეგრეთვე დიდ არს სოფელი და მცირე არს საყოფელი მარტოდ-მყოფთაჲ, ხოლო სულთა ცხორებაჲ საყოფელსა მარტოდ-მყოფთასა იპოვების, რომელთა უყუარს და ჰნებავს იგი სიხარულით.

იყო ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ ფრიად საშუებელ და განსაფრთხობელ და შუენიერ ხილვითა. და იყო მას შინა მდინარები და სარწყავნი უხუებით, ბოსტანთა და ვენაჴთა და ხილოანთა სიმრავლე აღურაცხელი, და სავსე იყო იგი ყოვლითა საშუებელითა. ველთა ზედა ვაკეთა იყო სოდომი და თავსა ზედა მთათასა იყო სეგორი: მცირე, უწჳმარი და ურწყავი და უჴმარი. და რომელი-იგი იყო უჴმარი, ამან განსძარცუა ცხორებაჲ მას, რომელი-იგი მრავალ-ფერითა გემოჲთა შუებითა იყო სოდომი. მარტოდ-მყოფთა სა\ყოფელნი ცალიერ არიან საშუებელთაგან გემოანთა. და სოფელი მსგავს არს სოდომისა ქუეყანასა საშუებელითა და სიმრავლითა კეთილთაჲთა, არამედ დასაწუველ იქმნა იგი მსჯავრთა ღმრთისა მაღლისაჲთა და სეგორს შინა მოეცა ცხორებაჲ მართალსა ლოთს და იჴსნა იგი რისხვისაგან.

საფლავნი მეფეთანი სავსენი ძუალებითა არა სწორ არიან სახლსა საგლახაკოსა, რომელსა შინა მკჳდრთა ცხორებაჲ არს. რომელიმე ქუეყანაჲ უფროჲს უყუარდა და ჰნებვიდა ლოთს: სოდომი დიდი და სავსე საშუებელითა ანუ სეგორი მცირე, უჴმარი და ურწყული? სოდომსა დიდსა და საწადელსა ყოვლისასა მოჰბერეს ნიავ-ქართა სიკუდილისათა და ივლტოდა ლოთ მიერ და პოა ცხორებაჲ სეგორს მცირესა, შეევედრა მას და შეიყუარა იგი. თჳსაგან იყო და ეუწყა მას, თუ რომლად ქუეყანად ივლტოდის, საწუნელად, რომელი აცხოვნებდეს, და არა საშუებელად, რომელსა შინა რისხვით სიკუდილი პოვნილ იყოს.

ხოლო შენ, მოწაფეო, რომელი გამოსრულ ხარ ახალსა ცხორებასა, მოიძიე შენცა ქუეყანაჲ დაწყნარებული, ვითარცა ლოთ, რომელსა შინა სცხონდე შენ სულიერად. და უკუეთუ იყოს ქუეყანაჲ შუენიერი და იყოს მას შინა სიკუდილი სულისაჲ, დაუტევე იგი მწრაფლ და მეოტ იქმენ, ვითარცა-იგი დაუტევა ლოთ და მეოტ იქმნა. და უკუეთუ ჰპოვო შენ ქუეყანაჲ, რომელსა შინა იყოს ყუდროებაჲ და დაწყნარებაჲ სულისა შენისაჲ, შეევედრე მას და დაემკჳდრე მას შინა, უკუეთუ გიყუარს შენ საყოფელი დაწყნარებული. კარი სოფლისაჲ მაღალი არს და შემკული და შუენიერი, და სავსე სიხარულითა და საშუებელთა სიმრავლითა, და საქმენი მისნი დიდებულ და გემოან არიან; არამედ ესე შეიყვანებს საშუვალ ჯოჯოხეთისა ფართოებასა, და კუალად სამკჳდრებელი უღონოჲ და გლახაკი, უქონოჲ და შეურაცხი, მშიერი და წყურიელი და ყოლადვე პურის მთხოველი შეიყვანებს საშუებელთა მათ სულიერთა და ნუგეშინის-ცემასა ღმრთისასა.

ჵ განშორებულო, კეთილ არს შენდა საყოფელი საგლახაკოჲ, უღონოჲ და უპოარი. ესე უმჯობეს არს სამკჳდრებელსა სოფლისასა შუენიერებითა სავსესა, რომლისა სამკჳდრებელი ცეცხლი და სატანჯველი არს. რაჲ უკუე სარგებელ ეყო მდიდარსა მას ცხორებაჲ იგი ამის სოფლისაჲ და მუნ დაიმკჳდრა, ქუესკნელი იგი ჯოჯოხეთისაჲ, სავსე ვაებითა მწარითა. ევლტოდე სოფელსა, ვითარცა ლოთ სოდომასა და დაწუვასა მისსა, რამეთუ მან ყოველივე, რაჲცა აქუნდა, დაუტევა მას შინა და ივლტოდა. აჰა ესერა გქონან შენ საშუებელნი სულიერნი, სავსენი სიხარულითა, დღითი-დღედ იშუებდ უკუე მათ შინა სულიერად სიხარულით.

გალობაჲ წინაწარმეტყუელთაჲ და სიტყუანი მათნი, რომელსა იტყოდეს საიდუმლოჲსათჳს განგებისა შენისა და მოციქულთა, რომელ გჳქადაგეს გამოჩინებაჲ ძისა ღმრთისაჲ, შენ თანავე ფსალმუნობენ დღითი-დღედ. განიფრთხვე ქნარითა მით დავითისითა ტკბილითა სასოებით, ცხორებასა შენსა უჴმს სწავლაჲ საღმრთოჲ. და სამოთხესა მას ცხოველსა და სიტყჳერსა განისუენებდეს სული შენი წყალთა ზედა განსასუენებელთასა დღითი-დღედ. და უფალი არს მწყემს შენდა და უზრუნველად მან გამოგზარდოს შენ. ლოცვაჲ შენი ყურთა მისთა ესმის და გული შენი წინაშე მისსა არს და სამკჳდ\რებელი შენი მის თანა. და უკუეთუ არა დაუტეო, ყოველივე შენი არს.

ყოველთა დღეთა სულსა შინა შენსა მოიგე ყოველივე შენი, ჵ ბრძენო, და გარეშე შენსა ნურას მოიგებ ამას სოფელსა. სასოებით დაწევ და მინდობილმან ღმერთსა დაიძინე, და სიზმარნი შემაძრწუნებელნი არა გეჩუენნენ შენ. უკუეთუ შეგაწუხოს შენ ძმამან, მიჰხედე ჯუარსა მას მჴსნელისასა და მუნთქუესვე ნუგეშინის-გეცეს შენ. უკუეთუ ბრძოლაჲ შეგემთხჳოს შენ, შემწედ მოჰხა\დე მას, რომელმან-იგი შენთჳს ივნო. და უკუეთუ იგინე ვისგანმე, მოიჴსენე, რამეთუ ღმერთი შენი იგინებოდა კაცთაგან და თავს-იდებდა. ჯუარი მოძღუარი არს შენი, რაჲსათჳს ეძიებ პატივსა? უკუეთუ შეგემშიოს შენ, მოიჴსენე, რამეთუ მოწაფეთაცა უფლისათა შეემშია და ჴოვილისა თავსა მოსრვიდეს და ჭამდეს, რაჟამს-იგი იყო მათ თანა ყოვლისა საზრდელი.

უკუეთუ სული შენი მინდობილ იყოს მისა, არა მოგამშიოს, არამედ ჰნებავს ქებაჲ შენი უპოვრებითა, რაჲთა განგაძლიეროს შენ და განგამტკიცოს შენ, ვინაჲთგან მიენდვე მას, ანუ ჰნებავს ჩუენება, ვითარმედ არა შეგაწუხებს შენ ნაკლულევანებაჲ, გინა იხილა სრულებაჲ შენი და დააყენა ჟამი შენგან, გინა ხარ შენ ნაკლულევან სასო[ე]ბასა და მინდობასა და ჰნებავს სწავლაჲ შენი. დავიწყებაჲ არა არს მონანულთაჲ.

აწ უკუე შენ ნუ დაივიწყებ და იგი არა დაგივიწყებს შენ. შეცვალებითა შენითა ჰნებავს სიმართლე შენი. აწ იზრუნე თავისა შენისათჳს და გეშინოდენ მაძღრობისა, რამეთუ ურვილი ცხორებაჲ მოიგის კაცმან მის მიერ. და გიხაროდენ შიმშილისათჳს რამეთუ სულთა ცხორებაჲ მის მიერ მოეცის. ორბსა სიმაძღრითა დაუმძიმდიან ფრთენი მისნი და ვერ უძლის აღფრენად სიმაღლესა ჰაერისასა, ვიდრემდის არა აღუსუბუქნის სიმძიმე იგი მაძღრობისაჲ. ეგრეთვე სული დამძიმდის ნაყროვნებითა. ამისთჳს ჯერ-არს შენდა, ჵ განშორებულო, რაჲთა იხარებდე უპოვრებასა ზედა უფროჲს ღონიერებისა. რამეთუ საუნჯენი ყოვლისა მპყრობელისანი სავსე არიან და არა ოდეს მოაკლდების, და განაგებს ყოვლესა მსგავსად ცნობისა თჳსისა, და მისცემს ცხორებასა ყოველსა სოფელსა. და სხუაჲ სავსე მადლითა და სიხარულითა არსვე ღმრთისა თანა, რომლისა ძიებასა ჰჴდებიან და ერთი-ერთსა უსწრობენ ყოველნი განშორებულნი ყოველთა დღეთა და ჟამთა მათთა. და ამას მოკიდებულ არს სული სასოებით, რაჲთა მოიგოს იგი. ხოლო კურთხეულ არს იგი, რომლისაჲ არს მეუფებაჲ და შეძლებაჲ დამკჳდრებად საყუარელთა თჳსთა საშუებელი იგი დაუსრულებელი და სიხარული საუკუნოჲ ზეცათა შინა უკუნისამდე.

დასრულდა თქუმული ესე აქამომდე და ჩუენ ვევედრებით სახიერებასა ღმრთისასა, რაჲთა მომცეს ძალი და შეწევნაჲ და სისრულე საქმისაჲ ნებასა შინა მისსა და ყოფად მართალი სარწმუნოებაჲ მცნებათა მისთა მადლი და დიდებაჲ და თაყუანის-ცემაჲ ყოველთა ზედა კეთილთა მისთა, და ჩუენ ზედა წყალობაჲ მისი უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

თქუმული წმიდისა ეფრემისი თარგმანებული მეექუსისა ფსალმუნისაჲ მარხვისათჳს და სინანულისა

ჵ კრებულო მორწმუნეთაო, საყუარელნო, ისმინეთ თქუმულთა ამათ ჩემთა შემოსლვისათჳს წმიდათა მარხვათაჲსა, რომელნი დასხმულ არიან ჩუენთჳს, ვითარცა აღმითქუა ჩუენ სულმან წმიდამან ფსალმუნსა შინა მეექუსესა, რამეთუ გუასწავა, რომლითა მიზეზითა შევიწყალნეთ ღმრთისა მიერ მოწყალისა, რომელსა შინა არს სიმდაბლე ჭეშმარიტი მონანულთაჲ და მადლობაჲ ღმრთისაჲ და ჴსენებაჲ ცრემლთა მჴურვალეთაჲ, და უძლურებისა და შემუსრვილებისაჲ, რომელი არნ ცოდვათათჳს, რომელთაგან მოგუეცემის ცრემლთა გამოჴსნაჲ წყალობითა ღმრთისაჲთა ღამით და დღით. არა ხოლო თუ სინანულისათჳს მარტოდ მოტევებაჲ, არამედ რომელი მომეცემის ჩუენ სრულიად მოტევებაჲ და განოტობაჲ მტერთაჲ, რომელნი მეწყვებიან ჩუენ დღე და ღამე ეშმაკნი. და თარგმანებაჲ ფსალმუნისაჲ მის ესე არს, რომელი წერილ არს ფსალმუნი მეექუსე დავით წინაწარმეტყუელთაჲ, რომელი თქუა მერვისათჳს.

მაშინ იწყო ვედრებად და ლმობიერად, ეტყოდა მსაჯულსა და ჰრქუა: "უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე" (ფსალმ. 6.1), და მე უწყი, სახიერო, რამეთუ ვერ ეგების, ვითარმცა არა წავრდეგ წინაშე საშინელსა და შესაძრწუნებელსა საშჯელსა განკითხვად ყოველთა თანა კრებულთა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა და ყოველთა თანა დაბადებულთა. მაშინღა ცხადად განცხადნენ ცოდვანი ჩემნი. ჵ მოწყალეო, რამეთუ ცოდვანი ჩემნი უზეშთაეს მოტევებისა არიან და მე უმეტეს განვარისხე სახელი წმიდაჲ შენი; და უძჳრეს ყოველთა ცოდვილთასა აღვასრულენ დღენი ჩემნი; და უფროჲს მისსა, რომელსა-იგი თანა-ედვა ბევრი ტალანტი, განმრავლდეს თანა-ნადებნი ჩემნი; და უფროჲს გუემულისა მის ავაზაკთა მიერ განძჳნდეს ნაგუემნი ჩემნი; და უფროჲს მეძვისა მის შე\ვაგინე სული ჩემი; და უძჳრეს ქანანელისა მის დამძიმდა ჩემ ზედა ტჳრთი ცოდვათა ჩემთაჲ, და შეცდომილი შენდა მიმართ ვღაღადებ: უფალო! რომელმან სახელი შენი წმიდაჲ განვარისხე და სული წმიდაჲ შენი შევაწუხე და მცნებანი შენნი არა დავიმარხენ და სიმდიდრე შენი უგულებელს-ვყავ, საფასე იგი კეთილთა შენთაჲ მედგრად განვაგე და მონაგები უფლებისა შენისაჲ ცოდვასა შინა აღვასრულე და სული ჩემი, რომელ არს ხატი შენი, ბრალთა სიმრავლითა შევაგინე, და ტაძარი შენი, რომელ არს გუამი ჩემი, უკეთურებითა შევამწიკულე, და ჟამნი ჩემნი და დღენი, რომელ მომცენი მე, ცოდვასა შინა აღვასრულენ, და პირი ჩემი, რომელი შენ განმინათლე, ბრალითა ვარცხჳნე, და ბაგენი ჩემნი, რომელ შენ განსწმიდენ, უკეთურებითა შევაგინენ იგინი, და თუალნი ჩემნი, რომელ შენ განმინათლენ, ცოდვითა დავაბნელენ იგინი. და მე უწყი, უფალო, ვითარმედ წარდგომად ვარ საშინელსა მას განსაკითხავსა, და მემხილნენ მე ცოდვანი ჩემნი და არავინაჲ არს ჩემდა განრომაჲ მისგან. არამედ ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, რაჲთა სარგებელ მეყოს მე ესე.

ჵ უფალო მოწყალეო და მწყალობელო, შენ ჭეშმარიტად უწყნი შეცოდებანი ჩემნი დაფარულნი, და ნუ მამხილებ მე და ნუ მარცხუენ. და ნუმცა გამოეცხადებიან ცოდვანი ჩემნი ყოველთა ანგელოზთა შენთა და კაცთა, და ვიყო მე საკიცხელ და საყუედრელ მათდა. ნუ სახიერო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, რამეთუ ვერ შემძლებელ არს კაცი რისხვასა ქუეყანისა მეფისასა, და ვითარ შეუძლონ დაბადებულთა რისხვასა დამბადებელისა ღმრთისასა!

"უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე" (ფსალმ.  6.1) , რამეთუ ღირს ვარ მე ყოველთა სატანჯველთა და გუემათა; არამედ სწავლაჲ შენი ნუმცა რისხვით არს ჩემ ზედა, სახიერო. მე უწყი, უფალო, რამეთუ ავაზაკი გევედრებოდა შენ შენდობისათჳს და სამოთხე მიანიჭე მას; და მეძავი შეგივარდა შენ ყოვლითა გულითა და მიანიჭე მას წყალობით მოტევებაჲ; და მეზუერემან სულ-ითქუნა სიღრმითა გულისაჲთა და განათავისუფლე ყოველთაგან შეცოდებათა. ხოლო მე არა ვარ მსგავს მათდა, რამეთუ არა მქონან ცრემლნი აღმოცენებულნი მჴურვალენი, არამედ აღსარებაჲ ხოლო ჭეშმარიტად ცოდვათა ჩემთა სიმრავლისაჲ, და არცა სულ-თქუმაჲ ლმობიერი და არცა სიწმიდე გუამისაჲ, არცა სიგლახაკე და არცა მოწყალებაჲ და სიყუარული.

აწ უკუე რომლითა პირითა, ანუ რომლითა კადნიერებითა ვითხოო შენგან მოტოვებაჲ ყოველთა შეცოდებათა ჩემთაჲ, რამეთუ მრავალ გზის აღგითქუ სინანული და გიტყუვე. და მრავალ გზის შეგივრდი ვედრებით ეკლესიასა შინა და რაჟამს გამოვიდი, ცოდვასავე მივაქციი. და მრავალ გზის ისმინე ლოცვისა ჩემისაჲ და მე შეურაცხ-გყვი, და მრავალ გზის შემინდვი და კუალად მე განგარისხი, და მრავალ გზის სულ-გრძელ მექმნი და მე არა მოვიქეცი. და რავდენ გზის შე-რაჲ-გცოდი და ვითარცა მამამან სახიერმან ნუგეშინის-მცი, და და-რაჲ-ვეცი, მრქჳ მე: აღდეგ და მოიქეც ჩემდა და მომე[ა]ხლე მე, რამეთუ არა განგაძო შენ გარე და არცა გაყუედრო და არცა განგაგდო, რამეთუ ვერ შემძლებელ ვარ შეურაცხ-ყოფად დაბადებულსა ჩემსა და არცა მოძულებად ხატსა ჩემსა, რომელი ჴელითა ჩემითა შევქმენ, რომლისათჳსცა დავსთხიენ სისხლნი ჩემნი უბიწონი.

აწ უფალო, ვინაჲთგან აურაცხელ არიან წყალობანი შენნი და მიუთხრობელ სახიერებანი შენნი და გამოუკულეველ კაცთ მოყუარებანი შენნი, ამისთჳს გევედრები შენ, "ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე", არამედ კუალადცა სულ-გრძელ იქმენ, და ნუ მწრაფლ განმიყვანებ მე სოფლისა ამისგან. და ნუ მომკუეთ მე, ვითარცა ლეღუსა მას უნაყოფოსა, არამედ წყალობითა შენითა და კაცთ მოყუარებითა შენითა მომანიჭე მე წელიწადსა ამას სინანული, რამეთუ განუმზადებელ ვარ. და ნუ განმიყვანებ მე ცალიერსა ყოველთაგან საქმეთა კეთილთა. არამედ სახიერებით სულ-გრძელ მექმენ და წყალობით შემიწყალე მე, დაცემული ესე, რომელი არა ღირს ვარ ზე ახილვად ყოლადვე.

"უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე. მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; მილხინე მე, უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალ\ნი ჩემნი" (ფსალმ.  6.1-2) , წარჴდა ძალი ჩემი და დაილინეს დღენი ჩემნი და მედგრობასა შინა დაცალიერდეს ჟამნი ჩემნი და ვხედავ. რამეთუ მოახლებულ არს უკუანაჲსკნელი ჩემი და გევედრები: განმიღე მე, უფალო, და ნუ დამიჴშავ წინაშე პირსა ჩემსა კარსა წყალობისა შენისასა, არამედ მოყავ ჩემდა ძლიერი ჴელი შენი და აღმიპყარ მარჯუენე ჩემი, რამეთუ დანთქმულ ვარ სიღრმესა მწიკულევანთა გულის-თქუმათასა. "მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ. მილხინე მე, უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალნი ჩემნი" (ფსალმ. 6.2) ; და რომლისა ძუალნი შეძრწუნებულ და შემუსრვილ არიან, ვერ შემძლებელ არს ზე აღდგომად და ვერცა ძიებად მკურნალისა და ვერცა სივლტოლად მტერისაგან. არამედ შენ ყავ მოძიებაჲ ჩემი, უფალო, რამეთუ მო\ხუედ მოძიებად წარწყმედულისა მის კრავისა, რამეთუ სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად, და მოწევნულ არს თანა-მდებთა ჩემთა მიმჴდელი და მე ცალიერ ვარ და არა რაჲ არს ჩემ თანა, რომლითა თანა-ნადები ჩემი გარდავიჴადო და განვერე მოსესხისაგან.

შენ, უფალო, ხედავ ყოველსა ბოროტად განგებასა ჩემსა. ვიდრემდის. უფალო, არა მოიხილავ ჩემ ზედა, ვიდრემდის, უფალო, მიუშუებ მტერსა ჩემსა ჩემ ზედა. დაღაცათუ არა ვარ ღირს შეწევნასა შენსა, არამედ წყალობითა და სახიერებისა შენისათჳს წმიდისა შემიწყალე მე. ამით ესევითარითა ვედრებითა სულ-მოკლედ ევედრებოდა დავით წინაწარმეტყუელი უფალსა და დადუმნა ამისგან. და კუალად იწყო გონებითა თჳსითა ვედრებად მისა და თქუა: "მოიქეც, უფალო, იჴსენ სული ჩემი და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა" (ფსალმ. 6.3) და ნუ ეძიებ ჩემგან საქმეთა კეთილთა. მომიჴსენე მე, უფალო, რამეთუ მიწისაგან უძლურისა დამბადე მე.

მოიჴსენე, რამეთუ კაცი ამაოებასა მიემსგავსა და დღენი მისნი ვითარცა აჩრდილნი წარჴდეს. მოიჴსენე, უფალო, რამეთუ არ განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ჴორციელი, დაღაცათუ დღე ერთცა იყოს ცხორებაჲ მისი ქუეყანასა ზედა. მოიჴსენე, უფალო, რამეთუ ცანიცა და გუნდნი ანგელოზთანი არავე წმიდა არიან წინაშე სიწმიდისა შენისა, რამეთუ რომელნიმე მათგანნი გარდამოცჳვეს ზეცით ამპარტავნებისა მათისათჳს. ამისათჳს გევედრები, მაცხოვნე მე, უფალო, სახელისა შენისათჳს წმიდისა, რამეთუ უკუეთუ მართალი შეიწყალო, არა საკჳრველ არს, და უკუეთუ წმიდაჲ აცხოვნო, არა დიდ არს, არამედ ჩემ ზედა უღირსსა ამას აჩუენე სიმრავლე წყალობისა შენისაჲ, რამეთუ მკურნალი იგი იქებინ, რომელმან განწირული განკურნის, და მეფე იგი იქებინ, რომელმან სიკუდილისა თანა-მდებსა შეუნდვის, და სახიერი იგი არს, რომელმან შემცოდებელსა მიუტეოს. და შენ, უფალო, უწყი უძლურებაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ, რამეთუ დამბადებელ ხარ. ამისთჳს მაცხოვნე მე წყალობითა შენითა. ნუმცა სძლევენ ბოროტნი ჩემნი სახიერებასა შენსა. ვითარცა აცხოვნენ ყოველნი შეცოდებულნი, მეცა მაცხოვნე, უფალო. დაღაცათუ ვაჴსენო მოსე წინაწარმეტყუელი მართლად, იგიცა არაწმიდა იყოს ცოდვათაგან და არცა აჰრონ მღდელი და არცა დავით წინაწარმეტყუელი და პეტრე მოციქული.

ამისთჳს ვევედრები სახიერებასა შენსა, შემიწყალე სახელისა შენისათჳს, რამეთუ შენ ხარ მწყალობელი უფროჲს სასოებისა ჩუენისა და შემნდობელი უფროჲს ვედრებისა ჩუენისა, რამეთუ ვის არასადა შენდობილთაგანსა არქუ, ვითარმედ: წარვედ, რამეთუ საქმეთა შენთა გაცხოვნეს შენ (მარკ. 5.34) . რამეთუ შენ, უფალო, წყალობით მიუტევი ყოველი თანა-ნადები, რომელნი გევედრებიან ამას სოფელსა, "რამეთუ არა არს (ვინ) სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აგიაროს შენ" (ფსალმ. 6.4) . ამისთჳს ძწოლასა შეუპყრია სული ჩემი, რამეთუ მე უწყი, ვითარმედ შემდგომად სიკუდილისა და ჯოჯოხეთა შესლვისა არა არს არცა სინანული და არცა მოტევებაჲ, რამეთუ ესე ხოლო სოფელი არს საფარდული სულთა ცხორებისაჲ, ხოლო რაჟამს ღამე მოიწიოს, ცუდ იქმნენ მოფარდულნი და აღიღონ სავაჭროჲ. რამეთუ რომელმან წინავე არა იზრუნოს სავაჭროჲ, ოდეს ღამე მოიწიონ, არღარა ეპო[ო]ს მას საგზალი, ვითარცა-იგი სულელთა მათ ქალწულთა შეემთხჳა (მათე 25.1-12) .

რამეთუ კაცისანი, ვითარცა თივაჲ არიან დღენი მისნი, და ვითარცა ყუავილი ველისაჲ ეგრე ყუავინ, და მზის-აღმოსლ\ვასა დაჭნის. ეგრეთ ლმობიერად ევედრებოდა წინაწარმეტყუელი უფალსა და იტყოდა: "დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა და დავბანე მე მარად ღ[ამ]ე ცხედარი ჩემი  ცრემლითა ჩემითა, სარეცელი ჩემი დავ[ა]ლტვე" (ფს. 6.5)  , რამეთუ უწყოდა, ვითარმედ რომელნი ცრემლით სთესვიდენ, მათ სიხარულით მოიმკონ სასუფეველსა ცათასა, ვითარცა იტყჳს უფალი: ნეტარ იყვნენ მგლოარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იყვნენ" (მათე 5.4), "განმირისხნა მე გულის წყრომითა თუალი ჩემი" (ფს. 6.5)  , ამას მოასწავებს: განრისხებასა სულისასა, და "განვჰკრთი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა" (ფს. 6.6) , რამეთუ ვიშევ და აღვიზარდე და დავბერდი ცოდვასა შინა და ურვასა. და ამისსა შემდგომად არა განვწირე სასოებაჲ ჩემი წყალობისაგან ღმრთისა და არცა დავიცონე, არამედ ლმობიერად ვევედრე და ცრემლითა განვიკურნე. ამას მოასწავებს, დაღაცათუ დაჰბერდე და მოუძლურდე, ტიროდე და იგლოვდი და ჰმადლობდი ღმერთსა და ინანდი; და ისმინე, რაჲ-იგი მოგუეცემის მადლისაგან ღმრთისა, რამეთუ რაჟამს-იგი თქუა, "განვკრთი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა" (ფს. 6.6) . შემდგომად ამისსა კადნიერად შეჰრისხნა და ჰრქუა: "განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი ურჩულოებისანი, რამეთუ ესმა უფალსა ჴმაჲ ტირილისა ჩემისაჲ და ისმინა უფალმან ჴმაჲ ლოცვისა ჩემისა. უფალმან თაყუანის-ცემაჲ ჩემი შეიწირენ, ჰრცხუენოდენ და შეძრწუნდენ ყოველნი მტერნი ჩემნი, მართლ უკ\უნ იქცენ და ჰრცხუენოდენ ფრიად და მსთუად" (ფს. 6.7-8). ესე ჰრქუა მტერთა შემ\დგომად სინანულისა კადნიერებით.

იხილეა ძალი ცრემლთაჲ, იხილეა ძალი მადლობისაჲ, იხილეა ძალი განახლებისაჲ შემდგომად დაძუელებისა ცოდვასა შინა და ბრალსა? ამისთჳსცა ნუ იტყჳ, ვითარმედ: მოხუცებული ვარ და დაბერებულ და მოუძლურებულ და დაჩუეულ ცოდვასა, და ვერ შემძლებელ ვარ აღსრულებად მცნებათა.

აწ უკუე ნუ ჰმიზეზობ ცოდვასა სიბერისათჳს, და უკუეთუ ჰმიზეზობდე, მე გიჩუენო შენ, რამეთუ შემძლებელ ხარ სიბერესაცა შინა სინანულსა უფროჲს სიჭაბუკისასა. რამეთუ თქუმულ არს წმიდასა შინა სახარებასა, ვითარმედ: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ" (მათე 5.3) . აწ მაუწყე, თუ ოდეს უფროჲს დაჰმსდაბლდები გონებითა - სიჭაბუკესა ანუ სიბერესა, გინა რომელსა შინა დანერგულ არს სილაღე და ამპარტავნებაჲ, - სიბერესა ანუ სიჭაბუკესა? ჰე, სიჭაბუკესა სამე, რამეთუ თქუმულ არს: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა და მგლოარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იყვნენ" (მათე 5.3-4) .

აწ უკუე რომელი უმახლობელეს არს გლოისა და ტირილისა: ბერი ანუ ჭაბუკი? არა ჭაბუკი, არამედ ბერი. და კუალად თქუმულ არს: "ნეტარ იყუნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ" (მათე 5.5) . და ესეცა უწყით, რამეთუ სიმშჳდე სიბერესავე დანერგულ არს, და თავხედობაჲ და სილაღე - სიჭაბუკესა, და ამპარტავნებაჲ.

დიდ არს ძალი ცრემლთაჲ და საქმენი მისნი. და ამას მეწამების ძუელთა შინა ნინეველნი, ეზეკია და ნაბუქოდონოსორ და მანასე. რამეთუ   მიუწდომელ და გამოუთქუმელ არიან მოწყალებანი ღმრთისანი. ნუ იტყჳ, ვითარმედ: ვისიძვე და ვიმრუშე და ვიავაზაკე და განვკფდი ცოდვასა შინა და ვერ შემძლებელ ვარ განრომად. უკუეთუ ღმერთმან შეიწირა სინანული მანასესი, რომელმან ორმეოცდათორმეტსა წელსა ერი ისრაჱლისაჲ კერპთ-მსახურ ყო და რავდენნი სულნი მოწყდეს მას შინა და წარწყმდეს. და ცოდვაჲ მათ ყოველთაჲ მანასეს ზედა იყო. და ოდეს წარიტყუენა იგი ბაბილონს, შეაყენეს იგი სპილენძისა კერპსა შინა. მაშინ იწყო ტირილით ვედრებად უფლისა და ღმერთმან ისმინა მისი და განიპო კერპი იგი და გამოვიდა. და ანგელოზმან მოიყვანა იერუსალემდ და სინანულსა შინა აღესრულა იგი (II ნეშტთა 33.11).

რამეთუ მიუწდომელ და გამოუთქუმელ არიან საქმენი ღმრთისანი, რომელთა გულითა წმიდითა შეინანონ მისსა მიმართ, და მსგავსად ცოდვისა მათისა აჩუენონ გულს-მოდგინედ მოსწრა\ფე\ბაჲ სინანულისაჲ, მიჰმადლებს მათ შენდობასა, მოტევებასა ცოდვათასა, რამეთუ მისი არს წყალობაჲ და მისა ჰშუენის დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

თქუმული წმიდისა ეფრემისი სიყუარულისათჳს და სინანულისა

ძმანო ჩემნო საყუარელნო, ნუმცა რაჲ აღგჳრჩევიეს ცხორებასა ამას ჩუენსა უფროჲს სიყუარულისა უზაკუველისა, რამეთუ ყოველნივე ყოლადვე ვცოდავთ ყოველთა დღეთა და ღამეთა და ყოველთა ჟამთა. და ამისთჳს ჯერ არს ჩუენდა, რაჲთა მოვიგოთ სიყუარული უზაკუველი, რამეთუ სიყუარული დაჰფარავს სიმრავლესა ცოდვათასა. და რაჲ სარგებელ არს ჩუენდა, შვილნო ჩემნო, უკუეთუ ყოველნი სათნოებანი მოვიგნეთ და არა მოვიგოთ სიყუარული, რომლისაგან ყოველი შჯული აღესრულების და მის მიერ არს ჴსნაჲ ჩუენი.

რაჲ უკუე სარგებელ-იყოს კაცმან. რომელსა ენებოს მომზადებად სერი დიდი მეფისათჳს და მთავართა, თანა-მეინაჴეთა მისთა, უკუეთუ მრავალნი საფასენი წარაგნეს და უხუებით შემზადნეს ყოველნი სანოაგენი და მარილი არა უყოს მათ შინა, ნუუკუე თითოფერებაჲ იგი საჭმელთაჲ და სიმ\რავლე სანოვაგეთაჲ შესაძლებელ იყოსა გემოვნებით ჭამად მეინაჴეთა მათ? არა სამე, ნუ იყოფინ! არამედ ცუდად საფასე იგი დაიჭირვოს და შრომაჲ მისი ამაო იქმნეს. და მეფე და ყოველნი მეინაჴენი მისნი მოიგულძჳრნეს უცბად განგებითა მისითა. ეგრეთვე აქა, ძმანო ჩემნო, რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ ფრიად დაშურეს კაცი და შრომაჲ იგი მისი ცუდად წარჴდეს. სიყუარული დაამტკიცებს ყოველსა საქმესა კეთილისასა და უყუარულობაჲ ცუდ და ამაო იქმს ყოველთა სათნოებათა: ქალწულებასა, მარხვასა, მღჳძარებასა და ლოცვასა, გლახაკთ მოწყალებასა და მსხუერპლისა შეწირვასა ღმრთისა, და ეკლესიათა შენებასა, და ენათაცა თუ იტყოდის ანგელოზთასა და კაცთასა, და სხუანი სათნოებანი, რომელნი არა ვაჴსენენ.

უკუეთუ ესე ყოველნი მოიგნეს კაცმან და სიყუარული არა აქუნდეს, არა შეიწირავს ღმერთი მისგან არა რას, და არცა რაჲ მათგანი სათნო არს წინაშე მისსა. აწ უკუე მოვიგოთ ყოვლისა პირველად სიყუარული უზაკუველი, რომელი შემძლებელ არს ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ცოდვისა. და უკუეთუ მრქუა მე, დაღაცათუ მძულს ძმაჲ ჩემი, არამედ მიყუარს მე ქრისტე ღმერთი ჩემი, გამხილოს და განგამტყუვნოს შენ იოვანე საყუარელმან მოწაფემან, ძემან ქუხილისამან და ღმრთის მეტყუელმან სიტყჳთა ამით, რომელი თქუა ვითარმედ: "ღმერთი მიყუარს და ძმაჲ თჳსი სძულდეს, იგი მტყუარი არს და ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა, რამეთუ რომელსა არ უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ვითარ უყუარდეს ღმერთი, რომელი არა უხილავს?" (I იოანე 4.21) და ესე ცხად არს, რამეთუ რომელსა სძულს ძმაჲ თჳსი და იტყჳს, ვითარმედ: უყუარს მას ქრისტე, იგი მტყუარი არს და აცთუნებს თავსა თჳსსა, ვითარცა კუალად თქუა იოვანევე, ვითარმედ "ესე მცნებაჲ ღმრთისა მიერ მოცემულ არს, ვითარმედ: რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარს მას ძმაჲცა თჳსი" (I იოანე 4.21) . და თჳთ უფალი იტჳს, ვითარმედ: "ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან" (მათე 22.40) და ესე ფრიად საკჳრველ არს, რამეთუ რომელმან მოიგოს სიყუარული, მან ყოველი შჯული აღასრულა. რამეთუ აღსრულებაჲ შჯულისაჲ სიყუარული არს და არარაჲ სძლევს ძალსა სიყუარულისასა და არს იგი მიუწდომელ.

საყუარელნო, არარაჲ არს უფროჲს და უპატიოსნეს სიყუარულისა არცა ცათა შინა და არცა ქუეყანასა ზედა, რამეთუ საღმრთოჲ სიყუარული თავი არს ყოვლისა კეთილისაჲ; სიყუარული მიზეზი არს ყოველთა სათნოებათაჲ; სიყუარული მარილი არს ღმრთის მსახურებისაჲ, შეზავებული; სიყუარული აღმასრულებელ არს ყოვლისა შჯულისაჲ. ესე დაემკჳდრა პირველად გულსა აბელისსა; ამან განაძლიერნა მამადმთავარნი; ამან დაიცვა მოსე და აიძულა მას ვედრებად ღმრთისა ერისა თჳსისათჳს, რაჲთა შეუნდვნეს მათ შეცოდებანი მათნი და თქუა: "და უკუეთუ რა, მეცა აღმჴოცე წიგნისა მისგან, რომელსა დაგიწერიე" (გამოსლვ. 22.32) ; ესე სიყუარული დამკჳდრებულ იყო წინაწარმეტყუელთა თანა; ამან ყო დავით სამკჳდრებელ სულისა წმიდისა, ამან განძლიერა იობ და განამჴნო იოსებ. და რაჲსა არა ვიტყჳ უზეშთაესაა მას? ამან სიყუარულმან გარდამოიყვანა ძე ღმრთისაჲ მხოლოდ შობილი ზეცით ქუეყანად ჩუენდა; სიყუარულისაგან გამოგჳჩნდეს ჩუენ ყოველნი კეთილნი; სიყუარულითა სიკუდილი დაითრგუნა, ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა და ადამ აღმოიყვანა; სიყუარულმან განაღო სამოთხე და განმზადა სასუფეველი ცათაჲ.

სიყუარულმან ყუნა ანგელოზნი და კაცნი ერთ სამწყსო და ერთ მწყემს; სიყუარულმან ყვნა მონადირენი ღმრთის მეტყუელ. სიყუარულმან აღავსნა მთანი და ქუაბნი და ნაპრალნი ქუეყანისანი გალობითა ღმრთისაჲთა; სიყუარულმან ასწავა ყოველთა კაცთა, მამათა და დედათა, სლვაჲ გზასა მას იწროსა. და ვინ შემძლებელ არს, ძმანო ჩემნო, სრულებით მითხრობად ძალსა სიყუარულისასა? ვერცაღა ანგელოზნი შემძლებელ არიან ამას მითხრობად ჭეშმარიტებით.

სიყუარული მომატყუებელ არს ჩუენდა ყოველთა კეთილისაჲ. და ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან მოიგო სიყუარული ჭეშმარიტი და უზაკუველი, რომლისაჲ ამცნო უფალმან ჩუენმან და თქუა, ვითარმედ: "ამისსა უფროჲსი სიყუარული არა არს, ვითარცა დადვა კაცმან თავი თჳსი მოყუასთა თჳსთათჳს" (იოანე 15.13).

ესე საღმრთოჲ სიყუარული აქუნდა პეტრე მოციქულსა და იტყოდა. ვითარმედ: "სიყუარულმან მოყუასსა თჳსსა ბოროტი არა უყვის" (რომ.  13.10) , და არცა ვის ბოროტი ბოროტისა წილ მიაგის, და არცა ძჳრი ძჳრისა წილ. და რომელმან მოიგოს ესე სიყუარული, არა აღზუავნეს მოყუასსა ზედა და არცა ჰშურნ, და არცა აბრალებნ და არცა სძულნ ძმაჲ თჳსი ყოლადვე, რომლისა თანა არს, ესე იგი არა ხოლო თუ მოყუარეთა თჳსთა ჰყუარობნ, არამედ შემაწუხებელთა მისთა. ესე სიყუარული იყო სტეფანეს თანა პირველ-მოწამისა და მის გამო ულოცვიდა იგი ქვისა დამკრებელთა მისთა, ევედრებოდა იგი ღმერთსა და ეტყოდა: უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას. ნეტარ არს კაცისა მის, რომელმან შეურაცხ-ყოს [!] ყოველივე და მოიგოს სიყუარული, რამეთუ დღითი-დღედ მადლი მისი აღემატების და გჳრგჳნი განემზადების, და ყოველნი ანგელოზნი ნეტარებასა მისცემენ მას და ღმერთი არა განეშორების. რამეთუ ღმერთი სიყუარული არს და რომლისა თანა არს სიყუარული, ღმერთი მის თანა დამკჳდრებულ არს და იგი ღმრთისა თანა. რაჲ ფრიად არს ნაყოფი სიყუარულისაჲ, ძმანო! და დიდ საკჳრველ არს და უფროჲს არს სამთა ამათ, ვითარმედ დაიცვეს კაცმან სარწმუნოებაჲ უბიწობით წვალებისაგან და მოიძულნეს წესნი წარმართთანი და სიმღერაჲ და განცხრომაჲ, და არავის ემტროს ყოლადვე. და მზე არა დაჰჴდეს განრისხებასა მისსა და შეუნდობდეს ურთიერთას შეცოდებათა, რაჲთა ჩუენცა მოგჳტევნეს მამამან ჩუენმან ზეცათამან შეცოდებანი ჩუენნი, ვითარცა მამცნო ჩუენ უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან.

ესე არს თქუმული ჩემი სიყუარულისათჳს საღმრთოჲსა უბიწოჲსა. და კუალად ვიტყოდი-ვე, საყუარელნო, სინა\ნულისათჳს და მერმისა განკითხვისათჳს მომავალისა. რამეთუ ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა განვიზრახვიდეთ ყოლადვე დღე და ღამე დღისა მისთჳს უკუანაჲსნელისა, და არა დავივიწყოთ ცეცხლი იგი უშრეტი, და ფსალმუნებასა ნუ განიშორებ მარადის პირით შენით, რამეთუ ჴსენებაჲ სახელსა ღმრთისასა განმდევნელ ეშმაკთა არს, და სადა ფსალმუნებაჲ არს, მუნ არს ღმერთი, და სადა სიმღერაჲ არს, მუნ ეშმაკნი არიან და რისხვაჲ ღმრთისაჲ და ვაებაჲ. და სადა წიგნის კითხვაჲ და გალობაჲ სულიერი არნ, მუნ არნ სიხარული მართალთაჲ და მშჳდობაჲ ცოდვილთაჲ და დღესასწაულობაჲ ანგელოზთაჲ. და სადა ფანდურობაჲ და მთრვალობაჲ არნ, მუნ არნ სიბნელე და წარწყმედაჲ დედათა და მამათაჲ და დღესასწაული ეშმაკთაჲ და შეგინებაჲ სულისაჲ და ჴორცთაჲ.

რაჲ სარგებელ არს, საყუარელნო ჩემნო, წუთ ჟამ დღესასწაულობაჲ და სიხარული და მისსა შემდგომად უკუნისამდე სატანჯველი? რამეთუ ესე ვერ შესაძლებელ არს კაცისა, ვითარმედ იხარებდა აქაცა და საუკუნესაცა. რამეთუ ყოველმან რომელმან განისუენოს სიხარულით აქა, მის ზედა აღესრულოს თქუმული იგი უფლისაჲ ვითარმედ: "ვაჲ მათდა, რომელნი იცინოდიან აქა, რამეთუ იგინი მუნ იგლოვდენ და ტიროდიან" (ლუკა 6.25). ხოლო რომელნი სინანულით ევედრებოდიან ღმერთსა და ტირილით, მათ ზედა აღესრულოს თქუმული იგი უფლისაჲვე, ვითარმედ: "ნეტარ იყვნენ, რომელნი აქა იგლოვდენ, რამეთუ იგინი მუნ იხარებდენ" (მათე 5.4).

გულისხმა-ვყოთ, ძმანო, რამეთუ ყოველნი კიდენი ქვეყნისანი არად მერგნენ ჩუენ ჟამსა მას. განვიზრახოთ, საყუარელნო, რამეთუ ჟამსა მას ვერვინ შემძლებელ არს შეწევნად მოყუსისა თჳსისა, ვერცა ძმაჲ იმისა და ვერცა მამაჲ შვილისა და ვერცა დედაჲ ასულისა, და არცა მეგობარი მეგობრისა, გინა შვილნი მშობელთა თჳსთა, არამედ თითოეულსა ეკიდნენ საქმენი თჳსნი, და დგეს და მოელოდის განბჭობასა მას ზედა გამოსრულსა, ვითარცა ვინ ღირს იყოს, - ანუ "მოვედით, კურთხეულნო" (მათე 25.34) , გინა "წარვედით, დაწყეულნო" (მათე 25.41) .

აწ უკუე, ჵ საყუარელნო ძმანო, ჯერ-არს ჩუენდა მარადის ამის დღისათჳს გულისჴმის-ყოფაჲ და რაჲთა ცხორებასა ამას უბიწოებით ვიქცეოდით მართლითა სარწმუნოებითა, ვითარცა ვისწავეთ წმიდისაგან მოციქულისა, რომელმან თქუა: "განვიწმიდნეთ სულნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ჴორცთაჲსა" (II კორინთ. 7.1) . განვაგდოთ ჩუენგან ყოველი საქმე ბნელისაჲ და წესნი წარმართთანი და სლვათა მათ\თაებრ არა ვიდოდით. და ოდეს ვყოთ წმიდათა საჴსენებელი, მოვიჴსენნეთ გლახაკნი, ობოლნი და ქურივნი, და უცხონი და მწუხარენი და განრღუეულნი, და რომელნი საპყრობილესა იყვნენ და რომელნი გარე უდაბნოთა და ქუაბთა და ნაპრალთა ქუეყანისათა შეყენებულ იყვნენ, და პატივ-[ვ]სცემდეთ დღესასწაულთა პატივითა სულიერითა და არა ჴორციელითა, არა ვითარ-იგი მსოფლიონი პატივ-სცემენ, არამედ ვითარცა რომელნი ამაღლებულ არიან სოფლით, არა ვითარ წარმართნი, არამედ ვითარცა შუენის ქრისტიანეთა.

არა დავაგჳრგჳნნეთ უბნის კარნი ჩუენნი, არა მიუპყრნეთ სასმენელნი ჩუენნი ფანდურთა განცხრომასა და სტჳრისა ჴმა-ტკბილობასა, არ შევიმოსოთ სამოსელი ბრწყინვალე და არცა ოქროჲთა შევიმკვნეთ თავნი ჩუენნი. არა მივისწრაფოთ სუმად და განცხრომად და არცა სიცილად და ლაღობად, რაჲთა არა კერპთ-მსახურთა თანა შევირაცხნეთ, ვითარცა გუამცნო მოციქულმან და თქუა: "ნუ იყოფინ კერპთ მსახურ, ვითარცა იგინი, რომელნი იყვნეს პირველ თქუენსა; და ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად" (I კორინთ. 10.7) . არამედ მიუტეოთ ესე ყოველი ჰურიათა და წარმართთა, რომელთა არა აქუს სასოებაჲ ცხორებისაჲ.

ხოლო ჩვენ ყოველნი დიდნი და მცირენი, მამანი და დედანი პატივ-(ვ)ს-ცემდეთ დღესასწაულთა, ვითარცა ჯერ-არს ქრისტეანეთა, ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა და ჴმითა ანგელოზებრივითა, - და არა მოვჰფინოთ იატაკსა საყოფელთა ჩუენთასა ვარდი და შროშანი და ყუავილნი სურნელნი, ვითარცა-იგი ჰურიათა და წარმართთა, არამედ ჯუარითა განმაცხოველებელითა შევიჭურნეთ, და ვიტყოდით ყოველნი ერთობით პავლე მოციქულისა თანა: "ხოლო ჩუენდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა" (გალატ 6.14) . და გამოვხატოთ ჯუარი პატიოსანი ბჭეთა ჩუენთა ზედა და დავიბეჭდოთ პირთა ჩუენთა და მკერდსა და ყოველთა ასოთა ჩუენთა. და შევიჭურნეთ საჭურველითა ქრისტეანობისაჲთა - ჯუარითა უძლეველითა, რომელმან სძლო სიკუდილსა, რომელი არს სასოჲ მორწმუნეთაჲ და ნათელი სოფლისაჲ, რომელმან განაღო სამოთხე და წარწყმიდნა მწვალებელნი, რომლითა განიდევნებიან ეშმაკნი. და შემწე არს მონაზონთაჲ და დამამტკიცებელ, სარწმუნოებისა მცველი და მაცხ\ოვარი ყოველთაჲ, რომელი არს სიქადული მორწმუნეთაჲ უკუნისამდე.

ესე ჯუარი, ჵ ქრისტეანენო, ნუმცა განგეშორების, ნუცა დღისი და ნუცა ღამე, ნუცა ჟამ ერთ და ნუცა წამ ერთ, და თჳნიერ ჯუარისა ნუმცა რას იქმთ, არამედ დაწოლასა და აღდგომასა, საქმესა და ჭამასა, და სუმასა და სლვასა, და მდინარისა წიაღსლვასა, ზღჳსა შესლვასა გინა უდაბნოს ყოფასა ყოლადვე გამოიხატეთ ჯუარი ყოველთა ასოთა თქუენთა და არარაჲ მავნებელი მოგეახლოს, რამეთუ ძალთა წინააღმდგომთა ოდეს იხილონ ესე სასწაული, შიშით განგეშორნენ თქუენგან.

ესე ჯუარი განმწმენდელი არს სოფლისაჲ, ესე განმდევნელი ბნელისაჲ და მომწოდებელი ნათლისაჲ. ესე განმაქარვებელი არს საცთურისაჲ და დამამტკიცებელი სასოებისაჲ. ამან გჳჩუენა გზაჲ ზეცად აღსავალი, ამან შემოკრიბნა წარმართნი აღმოსავალით და დასავალით, ჩრდილოჲთ და ბღუარით, და მკჳდრ-ყუნა იგინი ეკლესიასა შინა ერთსა ერთითა სარწმუნოებითა და ერთითა ნათლის-ღებითა და სიყუარულითა ერთითა. ესე არს ზღუდე მორწმუნეთაჲ დაურღუეველი. ესე ყოველი და უფროჲსი ამისსა მოგუემადლა ჩუენ ჯუარისა მიერ ცხოველისა და პატიოსნისა.

ხოლო მომავლისა მისთჳს დღისა უკუანაჲსნელისა განცჳბრდების გონებაჲ და ცნობაჲ და სიტყუაჲ, და შეძრწუნდების ყოველი სასმენელი, ძმანო ჩემნო საყუარელნო. მოვიჴსენე ჟამი იგი და ძრწოლამან შემიპყრა მე, და მენება სიტყჳსა დაცადებაჲ ფრიადისა მისგან შიშისა, რაჟამს-იგი გულისჴმა-ვყავ, რომელი-იგი გამოჩინებად არს შემდგომად ჯუარისა გამოჩინებისა საუფლოჲსა. ვინ შემძლებელ არს მითხრობად მას, რომელი პირი ანუ რომელი ენაჲ იტყოდის მისთჳს, ანუ რომელმან სასმენელმან ისმინოს მისი იგი, რომელსა ცანიცა ვერ შემძლებელ არიან თავს დებად. რამეთუ ეგევითარი სასწაული დიდი და საშინელი არა ოდეს ყოფილ არს და არცა ყოფად არს. რამეთუ ოდესღა ვიხილით ელვაჲ და გუესმის ქუხილი ძლიერი, შევძრწუნდით და დავცჳვით პირთა თჳსთა ზედა ქუეყანად შიშისაგან; ვითარ უკუე თავს-ვიდვათ, ოდეს-იგი გუესმას ჴმაჲ იგი საშინელი საყვირისაჲ ზეცით, რომელი ჴმობდეს და შიშით განაღჳძებდეს ყოველთა მკუდართა მართალთა და ცოდვილთა! მას ჟამსა გუამები გამოვიდოდის საფლავ\თაგან და შებრძჳნდებოდიან ასონი ურთიერთას მოსწრაფებით. მაშინ ვიხილოთ ბუნებაჲ კაცთაჲ ყოველი, რამეთუ აღდგებოდის ადგილით თჳსით და შეკრბებოდის წინაშე მსაჯულისა ყოველთაჲსა. მაშინ უბრძანოს მეუფემან ქუეყანასა და შიშით გამოსცნეს ყოველნი მკუდარნი, ეგრეთვე ზღუამან, და ყოველთა მჴეცთა გინათუ თევზთა, გინა მფრინველთა, რომელთა წარ-რაჲმე-ეღოს ასოთაგანი კაცთაჲსა, წამსა შინა მოსცენ ყოველი და ერთიცა თმაჲ არა წარწყმდეს კაცთა ბუნებისაჲ. მაშინ ვიხილოთ მდინარე ცეცხლისაჲ აღმოსავალით მფოფინარე, ვითარცა ზღუაჲ განძჳნებული, რომელი შეშჭამდეს მთათა და ჴევთა და დასწუვიდეს ყოველსა ქუეყანასა და ყოველთა საქმეთა, რომელ-რაჲ არიან მას შინა.

მაშინ, საყუარელნო ჩემნო, გამოსადინელნი წყალთანი დასწყდენ და მდინარენი დაინთქნენ, და ზღუაჲ განჴმეს სიმჴურვალისა მისგან ცეცხლისა საშინელისა, და ჰაერნი შეიშალნენ და ვარსკულავნი დამოცჳვენ, ვითარცა ფურცელნი ზეცით, და მზე დაბნელდეს და მთოარე სისხლად გარდაიქცეს, და ცანი, ვითარცა წიგნის ტყავი, წარიგრაგნენ, და ვხედვიდეთ ანგელოზთა, რამეთუ წარივლინებოდიან ღმრთისა მიერ შეკრებად მყისსა შინა მონათა მათ სახიერითა და მნეთა სარწმუნოთა კიდითგან ცისაჲთ კიდემდე ქუეყანისა.

მაშინ ცანი განახლდენ და ქუეყანაჲ შეიცვალოს სამკჳდრებელად მართალთა. მაშინ საყდარი იგი საშინელი დაიდგას, რაჲთა დაჯდეს მას ზედა უფალი ყოველთა საუკუნეთაჲ და ბევრეული და ურიცხჳ სიმრავლე ანგელოზთაჲ დგეს მის წინაშე შიშით და ძწოლით, და გამოჩნდეს ნიში ძისა კაცისაჲ, პატიოსანი ჯუარი, განმაცხოველებელი, ზეცით და განანათლოს ყოველი ქუეყანაჲ უფროჲს მზის თუალისა.

მას ჟამსა შიშით განიზრახვიდეს ყოველი, თუ ვითარ შეემთხჳოს ქრისტესა, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოს. უკუეთუ უწყოდის, ვითარმედ ცოდვილ არს იგი, დგეს იგი მწუხარე თავ-დადრეკილად და მოელოდის მსაჯულისა მიერ განჩინებულსა ბრძანებასა, გამოსრულსა მის ზედა. რამეთუ თითოეული ჰხედვიდეს საქმეთა თჳსთა, რომელნი ექმნნენ, მის წინაშე მდგომარეთა: გინა თუ კეთილთა, გინა ბოროტთა. მაშინ რომელნი სრულ იყვნენ გზასა მას იწროსა და შესაჭირვებელსა და რომელთა შეენანოს ჭეშმარიტითა სინანუილთა და რომელნი გლახაკთ მოწყალე იყვნენ, იგინი აღდგენ სიხარულით, და მხიარულებით მოელოდიან საღმრთოსა მას დიდებასა მჴსნელისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რამეთუ მოსლვაჲ მისი სიხარულ ექმნას ყოველთა, რომელთა მოსწრაფებით იღუაწეს ლოცვითა, და სიხარულით შეიწყნარნეს უცხონი და გლახაკნი, და განაძღნეს ობოლნი, და ნუგეშინის-სცეს მწუხარეთა, და პატივ-სცეს დამდაბლებულთა ღმრთისათჳს, რომელთა მოიძულეს სოფელი ესე და ყოველი რაჲ არს მას შინა, და მას ხოლო შეუდგეს.

მაშინ აღესრულოს წინაწარმეტყუელებაჲ იგი დანიელისი, რომელი თქუა, ვითარმედ: "მე დანიელ ვხედევდ, და აჰა საყდარნი დაიდგნეს და ძუელი იგი დღეთაჲ დაჯდა, სამოსელი მისი სპეტაკ იყო, ვითარცა თოვლი, და თმაჲ თავისა მისისაჲ - ვითარცა მატყლი წმიდაჲ, საყდარი მისი - ვითარცა ალი ცეცხლისაჲ, და ურმის-თუალნი მისნი ცეცხლებრ მოტყინარე. მდინარე ცეცხლისაჲ დიოდა წინაშე მისსა და ათასნი ათასთანი დგეს გარემოჲს მისსა და ბევრნი ბევრთანი ჰმსახურებდეს მას. საშჯელი დაეგო და წიგნნი განეხუნეს" (დანიელი 7. 9-11) .

დიდი შიში არს, ძმანო, ჩემნო, ჟამსა მას, ოდეს-იგი წიგნი მატიანისაჲ განეღოს, რომელსა შინა წერილ არიან ყოველნი საქმენი ჩუენნი და სიტყუანი და გულის\სიტყუანი, რომელნი ამას სოფელსა გჳქმნიან, და ვჰგონებდით, ვითარმედ ღმერთსა დაჰვიწყებიან იგი[ნი]. ვაჲ ჩუენდა, ძმანო ჩემნო, რავდენი ტირილი გჳღირს ჟამისა მისთჳს, და ჩუენ უდებ-გჳყოფიეს, რამეთუ ტირილითა და მოწყალებითა შემძლებელ ვართ აჴოცად შეცოდებათა ჩუენთა, რომელნი წიგნსა მას მატიანისასა დაწერილ არიან.

ძმანო ჩემნო, რაჲღა საზარელ არს შიში იგი ჟამისაჲ მის და ტირილი და სულ-თქუმაჲ, ოდეს-იგი ვიხილოთ სასუფეველი ღმრთისაჲ ერთ კერძო განმზადებული და სატანჯველნი იგი ფერად-ფერადნი ერთ კერძო. და სიმრავლე ძეთა კაცთაჲ ზარ-განჴდილნი შორის მათსა ადამისითგან და ვიდრე მისა, რომელი უკუანაჲსკნელ ხოლო იშვა. ყოველნი შიშუელნი და ქედ-დადრეკილნი დგენ. მაშინ გამოწულილვით გამოიძიოს ნიში იგი ქრისტეანეობისაჲ რომელი მიიღო თითოეულმან ჩუენმან დღესა ნათლის-ღებისასა და ითხოოს ჩუენგან უბიწოჲ სარწმუნოებაჲ და აღნათქუემი იგი, რომელი აღუთქუთ და ვთქუთ: ვიჯმნით შენგან, ეშმაკო, და ყოველთა საქმეთა შენთაგან.

ესე მთხოოს ჩუენ ჟამსა მას საშინელსა. ნეტარ არს კაცისა მის, რომელმან უბიწოდ დაიცვა აღთქუმული იგი, რომელი თქუა: ვიჯმნი მე ყოველთაგან საქმეთა ეშმაკისათა, რომელ არიან ესე: სიძვაჲ და მრუშებაჲ, კაცის-კლვაჲ და პარვაჲ, შური და ტყუვილი, გრძნებაჲ და შესმენაჲ, შფოთი და ძჳრის ჴსენებაჲ, მტერობაჲ და ცილობაჲ, მთრვალობაჲ და ცუდის მეტყუელებაჲ, ამპარტავნებაჲ და უდებებაჲ, სიცილი და ლაღობაჲ, მონაგებთა სიყუარული და სიძულვილი. ესე ყოველი და მსგავსი ამისი აღუთქუეს ქრისტეანეთა ჟამსა ნათლის-ღებისასა წინაშე მრავალთა მოწაფეთა, რაჟამს-იგი თქჳს, ვითარმედ: ვიჯმნი მე ყოველთაგან საქმეთა ეშმაკისათა. ამისსა შემდგომად განარჩინეს მსაჯულმან მართალნი ცოდვილთაგან, - ვითარცა მწყემსმან რაჲ განარჩინის კრავნი თიკანთაგან. - და დაადგინნეს მართალნი მარჯუენით მისა და ცოდვილნი მარცხენით მისა. მაშინ ჰრქუას მართალთა მათ: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ სასუფეველი აღთქუმული თქუენთჳს პირველ სოფლის დაბადებისა" (მათე 25.34) , და კუალად მარცხენითთა მათ ჰრქუას: "წარვედით ჩემგან, დაწყე\ულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, აღთქუმულსა ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთა" (მათე 25.41) . მაშინ წარვიდენ მართალნი სიხარულსა საუკუნესა და ცოდვილნი სატანჯველსა მას დაუსრულებელსა.

ნეტარ იყვნენ, რომელთა იღუაწეს მოსწრაფებით. ნეტარ იყვნენ, რომელთა აღასრულონ ნებაჲ იგი ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაჲ. ნეტარ იყვნენ, რომელნი მღჳძარე იყვნენ ლოცვასა შინა. ნეტარ იყუნენ, რომელნი იყვნენ ვაჭარ კეთილ სულთა მათთა ცხორებისათჳს. ნეტარ იყვნენ რომელნი დაუცხრომელად ჰრეკდენ კარსა მას ქრისტესსა. ნეტარ არს კაცისა მის, რომელი მარადის ზრუნავს სულითა თჳსისათჳს და არა სხჳსა რაჲსათჳსმე. ნეტარ არს, რომელმან განაქარვნეს ცოდვანი თჳსნი სინანულითა, ვიდრე ჟამი აქუს-ღა. ნეტარ არს, რომელმან იყიდოს ზეთი იგი მოწყალებისაჲ პირველ მოფარდულთა წარსლვადმდე. ნეტარ არს მონისაჲ მის, რომლისა რაჟამს მოვიდეს უფალი და პოოს იგი მოქმედად ბრძანებასა მისსა გულს-მოდგინედ. ნეტარ ვიყუნეთ ჩუენ, ძმანო, უკუეთუ არა მოვიწყინოთ რეკაჲ კარსა მას ქრისტესსა, რამეთუ უეჭუელად განგჳღოს ჩუენ, რამეთუ არა ტყუვის, რომელი-იგი თქუა, ვითარმედ: "ირეკდით და განგეღოს თქუენ, ითხოვდით და მოგეცეს, ეძიებდით და ჰპოოთ" (მათე 7.7) .

აწ უკუე ვევედრებოდით მას სინანულით და ვჰრქუათ: ჵ დამბადებელო ჩუენო, ნუ წარმწყმმედ ჩუენ, რამეთუ მან მხოლომან თქუა: მოიქეცით ჩემდა და მე მოვიქცე თქუენდა. და კუალად: "რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე" (იოანე 6.27) . რამეთუ იგი არს ღმერთი დამბადებელი ჩუენი და მისი არს სუფევაჲ და პატივი, და მისა ჰშუენის დიდებაჲ და მადლობაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

თქუმული წმიდისა ეფრემისი სინანულისათჳს, ჯუარისათჳს და პარასკევისა და კჳრიაკისათჳს

საყუარელნო, რომელთა გნებავს მონებად უფლისა, მოიგეთ შიში ღმრთისაჲ ყოველთა დღეთა ცხორებისა თქუენისათა, რამეთუ შიში ღმრთისაჲ, ვითარცა მახჳლი არს ორპირი, და მით მოიკუეთების ყოველი ნებაჲ ბოროტი და უშუერი. ამისთჳს გჳღირს, რაჲთა მოვიგოთ ყოველთა შიში ღმრთისაჲ მარადის და ჴსენებაჲ დღისა მის აღდგომისა და საშჯელისაჲ, ოდეს-იგი ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ და ვარსკულავნი დამოცჳვენ, ვითარცა ფურცელნი ხეთაგან. ოდეს-იგი გარდამოჴდეს ძე ღმრთისაჲ ქუეყანად და ძალნი ცათანი შეიძრნენ, და ანგელოზთა გუნდნი სცემდენ ნესტუსა ჴმითა საშინელითა, და შეძრწუნდეს ყოველი ქუეყანაჲ, რომელ არს ცასა ქუეშე, და უჴორცოთა კრებულნი ძწ\ოდიან გულ-გდებულნი და ზარ-განჴდილნი.

მაშინ, ძმანო ჩემნო, ვითარ-მე შიში და ზარი დამეცეს ჩუენ ზედა, ანუ ვითარითა ტირილითა ვსტიროდით თავთა ჩუენთა? ანუ რაჲმე ვყოთ, ოდეს ვიხილოთ უფალი ზეცით ქუეყანად გარადმომავალი რისხვითა და გულის წყრომითა მრავლითა, დაჯდომად საყდართა სასჯელისათა და განკითხვად [ყოვლისა ერისა] და მიგებად კაცად-კაცადსა საქმეთაებრ? ვითარ-მე იყოს ჟამსა მას საქმე ჩუენი, სადა იყოს ამპარტავნებაჲ, სადა ზუაობაჲ და სიქადული, სადა ძლიერთა კადნიერებაჲ, სადა მდიდართა სიხარული, სადა ხატთა შუენიერებაჲ, სადა ჴმათა სიტკბოებაჲ. სადა იყოს სიცილი და მხიარულებაჲ, სადა იყუნენ, მაშინ, რომელნი აქა სიცილით და განცხრომით სუმიდეს ღჳნოსა; სადა იყუნენ რომელნი ურიდად იქმოდეს ცოდვასა და არა მოიჴსენებდეს შიშსა ღმრთისასა, სადა დაიფარნენ მუნ. სადა იყვნენ, რომელნი მოსწრაფედ იღუწიდეს  და შეიკრებდეს თავთა თჳსთათჳს მონაგებთა მრავალთა. სადა იყვნენ, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: მდიდარ ვართ. სადა იყვნენ მეფენი და ბრძენნი ამის სოფლისანი. გულისჴმა-ვყოთ, ძმანო ჩემნო, თუ ვითარ ყოფად ვართ მას ჟამსა, ოდეს-იგი საშჯელსა მიგუჴდიდეს უფალი ყოველთა საქმეთა ჩუენთათჳს ამაოთა, რომელნი ვქმნენით სოფელსა ამას, და ყოვლისა სიტყჳსათჳსცა ცუდისა, რომელი პირით ჩუენით გამოვიდა. ოდეს-იგი განარჩევდეს მსაჯული ცოდვილთა მართალთაგან და დაადგინნეს მართალნი მარჯუენით მისა და ცოდვილნი მარცხენით მისა, და იყვნენ მართალნი წმიდათა თანა მოწამეთა წინაწარმეტყუელთა თანა და მოწამეთა და მამად მთავართა აბრაჰამ, ისაკ და იაკობის თანა სიხარულსა შინა და მხიარულებასა მიუწდომელსა. რამეთუ ჰრქუას მათ უფალმან: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ სასუფეველი ცათაჲ, რომელი განმზადებულ არს თქუენთჳს პირველ სოფლისა დაბადებისა საქმეთა თქუენთათჳს კეთილთა" (მათე 25.34) .

მაშინ მოიხუნენ კეთილნი იგი, რომლისათჳსცა იღუწიდეს სოფელსა ამას და ჰხედვიდენ ყოველსა ჟამსა პირსა ღმრთისასა. და მე გაუწყო, ვითარ იყოს სიხარული დღისა მის ნათლისაჲ. რამეთუ დღესა მას არღარა იყოს არცა დღე და არცა ღამე, და არცა მზე და არაცა მთოარე და არცა ვარსკულავნი, რამეთუ ესრეთ ქადაგა წინასწარმეტყუელმან ესაია და თქუა, ვითარმედ: დღესა მას უკუანაჲსკნელსა იყოს ღმერთი ნათელ თქუენდა, იგი იყოს სიხარულ თქუენდა, რომელთა გეშინოდა მისა და დაიცვენით მცნებანი მისნი და გენება ხილვაჲ მისი.

ძმანო ჩემნო, რომლითამე სინანულითა ინანდენ ურგებად ცოდვილნი ჟამსა მას, ოდეს-იგი განისხნენ რისხვით საყდრისაგან ქრისტესისა და დიდებისა მისისა. რომელი-მე მწუხარებაჲ და სირცხჳლი დაეცეს მათ ზედა, ოდეს-იგი წარდგენ წინაშე მსაჯულისა თუალ-უხუავისა და არა აქუნდეს მათ მიზეზი სიტყჳს გებისაჲ, რომელმან-მე ძწოლამან შეიპყრნეს, ოდეს-იგი დგენ მარცხენით ქრისტესა. და რისხვით ეტყოდის მათ და გულის წყრომით შეაძრწუნნეს იგინი შიშით. და ზარ-განჴდილნი და სირცხჳლეულნი და გულ-გდებულნი მიეცემოდიან ბნელსა მას გარესკნელსა დამკჳდრებად. რამეთუ ჰრქუას მათ უფალმან რისხვით: განმეშორენით მე, უკეთურნო, და წარვედით ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთათჳს (მათე 25.41) . მაშინღა სირცხჳლეულნი და კდემულნი ეტყოდიან თავთა თჳსთა: ვაჲ ჩუენდა და საქმეთა ჩუენთა ბოროტთა; ვაჲ ჩუენდა და რომელი განმზადებულ არს ჩუენდა; ვაჲ ჩუენდა, რომელი-ესე შემემთხჳა სამართლად.

მაშინ შევიდენ იგინი სატანჯველსა მას საუკუნესა და იტანჯებოდიან. ვაჲ ჩუენდა და რაჲ-ღა მწარე არს ბნელი იგი და წყუდიადი! ვაჲ ჩუენდა, რაჲ-ღა მტკივან არს ალი ესე მოტყინარე და რაჲ-მე უკუე ვყოთ ანგელოზთა მათგან მრისხანეთა, რომელნი დად\გინებულ არიან სატანჯველთა ჩუენთა ზედა უწყალონი და მრისხანენი. ვაჲ ჩუენდა, ვითარღა მივეცენით ცეცხლსა მას საშინელსა და შემწუელსა, რომელსა არა აქუს ნათელი. მაშინ ღაღადებდენ ჴმითა მაღლითა და არავინ იყოს მწყალობელ მათდა და არცა მეოხ მათდა. მაშინ იტყოდიან: ვაჲ ჩუენდა, ვითარღა უდებ ვყავთ საქმე ღმრთისაჲ და სათნოებაჲ მისი და მივსცენით თავნი ჩუენნი ცოდვასა საქმედ, ვითარცა პირუტყუთა, და არა მოვიქეცით სინანულად, რაჲთამცა შეგჳწყალნა ჩუენ ღმერთმან.

წიგნთა ვიკითხევდით და ძალსა მისსა უვარ-ვჰყოფდით და უდებად თანა წარჰვიდოდეთ, და ვითარ არავინ იპოოს მათთჳს მწე ჭირსა მას შინა მათსა. მაშინ იტყოდიან: საშჯელი ღმრთისაჲ მართალ არს და მშჯავრი მისი სამართალ  [არს].ვაჲ ჩუენდა, ვითარღა მოგუეგო ცოდვითა ჩუენითა ურიცხჳ სატანჯველი და არა მაქუს ჩუენ კადნიერებაჲ ახილვად ღმრთისა მიმართ. და კუალად იტყოდიან: უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ მხოლოჲ მოწყალე ხარ და შემნდობელ და ძჳრ-უჴსენებელ. მოავლინე ჩუენ ზედა წყალობაჲ და მილხინე ჩუენ; და არა ისმინოს მათი.

აწ უკუე, ძმანო ჩემნო, მოვიქცეთ სინანულად, რაჲთა არა უკუნისამდე ურგებად ვინანდეთ უკუანაჲსკნელ, რამეთუ ადამცა შეინანა ურჩებაჲ იგი და ჭამაჲ იგი ხისა მისგან, უკუანაჲსკნელ არა სარგებელ ეყო, რამეთუ ოდეს-იგი ჭამა მისგანი, განშიშულდა, განიძო იგი სამოთხით ღმრთისაჲთ, და მიეფარა მისგან ვარსკულავი იგი მნათობი, რომელი ჰნათობდა მას და დაშთა იგი შიშუელი სირცხჳლეულად. ამისთჳს, ძმანო, დავიცვნეთ მცნებანი ღმრთისანი, რაჲთა არა განვისხნეთ სუფევისაგან და წყალობისა მისისა, რამეთუ ადამისი დაცემაჲ დღესა პარასკევსა იქმნა.

აწ უკუე ისმინეთ ესე, რომელი მომიგო ჩუენ დღემან პარასკევმან, და ეკრძალენით ურჩებასა ღმრთისასა და არა გეყოს ღმრთისაგან, რაჲ-იგი ეყო ადამს მამასა ჩუენსა, რამეთუ რაჟამს ღმერთსა ურჩ ვექმნნეთ, ეშმაკისა დამონებულ ვართ და მის თანავე დავისაჯნეთ. დღესა პარასკევსა მეუფლა ჩუენ ეშმაკი და დღესა პარასკევსა განიბჭო ჩუენ ზედა დაშჯაჲ სიკუდილითა. და დღესა პარასკევსა მივეცენით ჩუენ ჴრწნილებასა და მოგუეღო ჩუენ უჴრწნელებაჲ. და დღესა პარასკევსა უბადრუკ ვიქმნენით. დღესა პარასკევსა განვჴედით და განვეშორენით ხისა მისგან ცხორებისა. დღესა პარასკევსა ვიხილეთ გემოჲ სიკუდილისაჲ, სხამეანი. დღესა პარასკევსა განძარცუვულ მამაჲ ჩუენი ადამ და გამოჩნდა შიშულად სირცხჳლი მისი. დღესა პარასკევსა მხიარულ იქმნა ეშმაკი და ყოველი გუნდი მისი. და დღესა პარასკევსა ვსუთ სასუმელი სიკუდილისაჲ. დღესა პარასკევსა გუესმა ჩუენ ჴმაჲ იგი, რომელი ითქუა, ვითარმედ: მიწაჲ ხარ და მიწადცა მიხჳდე. დღესა პარასკევსა შეჰმოსა უფალმან ადამს სამოსელი იგი ჴრწნილებისაჲ და განრყუნადი. და დღესა პარასკევსა გამოჴადა მამაჲ ჩუენი ადამ და უცხო იქმნა იგი სამოთხისა მისგან საშუებლისა. დღესა პარასკევსა გუესმა ჴმაჲ, რომელი ითქუა: განმეშორე ადამ ჩემგან, რამეთუ მე განგეშორები შენგან. და დღესა პარასკევსა იპოა მამაჲ ჩუენი ადამ განგდებულ გარეშე სამოთხესა მას საშუებლისასა. დღესა პარასკევსა ესმა ადამს ჴმაჲ, რომელი ეტყოდა: ვითარ იყავ ადამ აქამომდე და ვითარ იქმენ აწ ოდენ. ამისთჳსცა დღესა პარასკევსა ჯუარს-ეცუა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ჴორცითა, რაჲთა ყოველი იგი უშუერი შეცვალოს შუენიერებად კაცთ მოყუარებითა თჳსითა და სახიერებითა. ხოლო დღე კჳრიაკე მეუფჱ არს დღეთაჲ და უფალი მათი, რამეთუ მას შინა დაჰბადა ღმერთმან ცაჲ და ქუეყ[ან]აჲ და ნათელი სოფლისაჲ. დღესა კჳრიაკესა აღიყვანა ღმერთმან კაცი მეუფე და საყდრის მოდგამ ყო იგი მის თანა.

დღესა კჳრიაკესა კაცი ღმერთ იქმნა, დღესა კჳრიაკესა კაცი იქმნა ძე ღმრთისა არა თუ ჴორციელად სისხლითა და არცა ნებითა კაცთაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვა. დღესა კჳრიაკესა ვჭამეთ ხისა მისგან ცხორებისა, რომლისაგან განყენებულ იყო მამაჲ ჩუენი ადამ. დღესა კჳრიაკესა დავემკჳდრენით ჩუენ სამოთხესა, რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოჴდა (I კორინთ. 2.9). დღესა კჳრიაკესა გამოვიყვანენით ჯოჯოხეთით, რომლისაგან ვერარაჲ გამოგჳჴსნიდა თჳნიერ ღმრთისა. დღესა კჳრიაკესა ვპოვეთ წყალობაჲ იესუ ქრისტეს მიერ უფლისა ჩუენისა და მაცხოვრისა ძალითა მისითა წმიდითა. დღესა კჳრიაკესა ვიხილეთ ღმერთი განჴორციელებული ცხადად და ჭეშმარიტად შეერთებული ძეთა კაცთა თანა.

დღესა კჳრიაკესა განვძლიერდით ქრისტეს მიერ, ძისა ღმრთისა, და შევიცვალენით ჴრწილნი უჴრწნელად. დღესა კჳრიაკესა მოვიგეთ ტაბლაჲ იგი უბიწოჲ, რომელსა ზედა ჰგიეს პური იგი ცხორებისაჲ, რომლისა მიერ განცხოველდებიან ყოველნი, რომელთა მიიღონ სარწმუნოებით. დღესა კჳრიაკესა შეიერთა განყოფილებაჲ ცისა და ქუეყანისაჲ და ყო მათ შინა ცხორებაჲ განცხადებულად. დღესა კჳრიაკესა შეიძრნეს საფუძ\ველნი ქუეყანისანი და შეიმუსრნეს ბჭენი ჯოჯოხეთისანი და მოქლონნი მისნი წინაშე პირსა მამისა ჩუენისა ადამისსა.

დღესა კჳრიაკესა გარდამოჴდა სული წმიდაჲ მოწაფეთა ზედა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა ენითა ცეცხლისაჲთა და დაემკჳდრა მათ თანა. დღესა კჳრიაკესა დაიკლა ზატიკად ჩუენდა კრავი იგი ღმრთისაჲ უბიწოჲ მოსატევებელად ცოდვათა ჩუენთა. დღე კჳრიაკე დღე ღმრთისაჲ არს, რომელსა შინა მომავალ არს ქრისტე მჯდომარე ღრუბელთა ზედა ცისათა და ბეჭთა ზედა ანგელოზთასა და ნიში მისი წინაშე მისსა, რომელ არს ჯუარი პატიოსანი.

რამეთუ ჯუარი საცოჲ არს ქრისტეანეთაჲ. ჯუარი აღდგომაჲ არს მკუდართაჲ. ჯუარი სინათლე არს მწუხარებაჲ. ჯუარი ნუგეშინის-მცემელი და განმაძლიერებელი არს უძლურთაჲ. ჯუარი წინამძღუარი არს შეცთომილთაჲ. ჯუარი ნუგეშინის-მცემელი არს დავრდომილთაჲ. ჯუარი უძლურთა შეძლებაჲ არს. ჯუარი გჳრგჳნი არს გლახაკთაჲ. ჯუარი სინანული არს ბრალეულთაჲ. ჯუარი საძლეველი არს ეშმაკთაჲ. ჯუარი მოძულეთა მშჳდობაჲ არს. ჯუარი მასწავლელი არს ჭაბუკთაჲ. ჯუარი ნუყიერებაჲ არს მშიერთაჲ. ჯუარი დამამჴობელ არს ამპარტავანთაჲ. ჯუარი დამშჯელი არს მძლავრთაჲ და მჴსნელი მიმძლავრებულთაჲ.

ჯუარი მცველი არს მეგობართაჲ. ჯუარი ნუგეშინის-მცემელი არს მგლოვარეთაჲ. ჯუარი სასოებაჲ არს განწირულთაჲ. ჯუარი განმგებელი არს ზღუასა შინა მავალთაჲ. ჯუარი ნავთ საყუდელი არს დანთქმულთაჲ. ჯუარი ზღუდე არს მბრძოლთაჲ. ჯუარი მამაჲ არს ობოლთაჲ და მსაჯული ქურივთაჲ. ჯუარი მცველი არს ქორწინებულთაჲ. ჯუარი კეთილი მოძღუა\რი არს უსწავლელთაჲ. ჯუარი თავი არს მამათაჲ. ჯუარი მცველი არს დედათაჲ განსაცდელთაგან. ჯუარი მაცხოვარი არს ჭაბუკთაჲ. ჯუარი პატივი და შუენიერებაჲ არს მოხუცებულთაჲ. ჯუარი მცველი და მფარველი არს ქალწულთაჲ.

ჯუარი სინათლე არს ბნელსა შინა მსხდომარეთაჲ. ჯუარი კუერთხი არს მკელობელთაჲ. ჯუარი ზარი და შუენიერებაჲ არს მეფეთაჲ. ჯუარი ძლიერებაჲ არს მთავართაჲ. ჯუარი სიბრძნე არს ღმრთის მოშიშებისაჲ. ჯუარი სწავლაჲ არს მართალთაჲ. ჯუარი მოძღუარი არს სახიერთაჲ. ჯუარი მომაქცეველი არს უღმრთოთაჲ. ჯუარი შჯული არს უშჯულოთაჲ. ჯუარი ქადაგებაჲ არს წინაწარმეტყუელთაჲ. ჯუარი სახარებაჲ არს მოციქულთაჲ. ჯუარი სიქადული არს მოწამეთაჲ. ჯუარი შემწე და მცველი არს მონაზონთაჲ. ჯუარი დიდებაჲ არს და სიხარული და ნათელი მღდელთაჲ. ჯუარი საფუძველი არს ეკლესიათაჲ. ჯუარი სიმტკიცე არს სოფლისაჲ. ჯუარი წარმწყმედელი არს უვარის მყოფელთაჲ. ჯუარი სირცხჳლი არს ჰურიათაჲ. ჯუარი დამამჴობელი არს კერპთაჲ და მსახურთა მათთაჲ. ჯუარი დამარღუე[ვე]ლი არს [ბაალის] საკურთხეველთაჲ.

ჯუარითა მძლე ვექმნენით ეშმაკსა. ჯუარი ძალი არს უძლურთაჲ. ჯუარი განმწმენდელი არს კეთროვანთაჲ. ჯუარი სიმაძღრე არს წყურიელთაჲ. ჯუარი სამოსელი არს შიშუელთაჲ.

აწ უკუე, ჵ შვილნო ეკლესიისა ღმრთისანო, კურთხეულნო, დღესა პარასკევსა განვიძარცუენით, რომელი პირველ ვაჴსენეთ, და დღესა კჳრიაკესა მოგუემადლა ჩუენ ცხორებაჲ იგი საუკუნოჲ. და ჯუარი არს ძალ და მაცხოარ და ნათელ ჩუენდა, და თაყუანის-ვსცეთ ჩუენ ადგილსა მას, რომელსა დაადგეს ფერჴნი [უფლისანი], რამეთუ იგი არს სასოჲ ჩუენი, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, და მის მიერ მოეცა გულთა ჩუენთა სიხარული და სახელსა წმიდასა მისსა ვესვიდეთ, რამეთუ მისა ჰშუენის პატივი და თაყუანის-ცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

თქუმული წმიდისა ეფრემისი სიკუდილისათჳს [და] გამოსლვისათჳს სულისა ჴორცთაგან

ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიხადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის; და მოციქული ხარ მოსწრაფე, რომელი არა სდროებ; და მსაჯული ხარ თუალ-უხუავი, რომელსა არა მიგაქუს ქრთამი; და მოსაჯული ხარ მძლე, რომელი მიიძლევ მოსაგრესა საშჯელად საუკუნოდ.

ვაჲ, რაჲ მწარე არს გემოჲ სასუმელისა შენისაჲ და საშინელ არს ჟამის მოსლვისა შენისაჲ. ჵ რაჲ საზარელ არს ხილვაჲ პირისა შენისაი და რაჲ შესაძრწუნებელ არს საყოფელი სანახებისა შენისაჲ. რაჲ ფიცხელ არს და მძიმე სრბაჲ გზისა შენისაჲ, და რაჲ მტკივან არს და წუხილ თანა-ქცევაჲ შენი გარემოჲს მიწოდებულისა მის, რამეთუ ზარ-ტეხილ იქმნის სული იგი, რაჟამს გიხილის შენ გარემოჲს მისსა მავალი, და ეძიებნ ადგილსა შეძრწუნებული, რაჲთამცა ვითარ სადა დაემალა პირსა შენსა.

ვაჲ არს მისა, რომელმან არა იღუაწოს ვიდრე შენდა მოსლვადმდე და შემთხუევად. ვაჲ არს მისა, რომელმან არა იზრუნოს ვიდრე ხილვადმდე პირისა შენისა თავისა თჳსისათჳს. ვაჲ არს მისა, რომელი არა განკრძალულ იყოს ვიდრე წოდებადმდე მისა შენ მიერ. ვაჲ არს მისა, რომელი არა მოსწრაფე იყოს ვიდრე დადგომამდე შენდა მის თანა. ვაჲ არს მისა, რომელი უგულისჴმო იქმნეს და არა მოელოდის ჴმასა მოსლვისა შენისასა. და ვაჲ არს მისა, რომელმან უდბობით წარჰჴადნეს დღენი მისნი ცხორებასა თჳსსა. ხოლო ნეტარ არს, რომელი აიძულებდეს თავსა თჳსსა ლოცვად წარდგომად წინაშე უფლისა, ვიდრე მოწევნადმდე დღისა მის საშინელისა.

ნეტარ არს მისა, რომელი მოწრაფე იქმნეს და განკურნოს სენი წყლულებისა თჳსისაჲ, ვიდრე არს-ღა იგი სოფელსა ამას შინა. და რამეთუ სიკუდილი უმჯობეს არს სოფლისა ამის ცხორებასა მათთჳს, რომელნი ცოდვასა შინა უშჯულოებით ცხონდებიან. უკუეთუ მართალი იყოს, რომელი იგი მიიცვალა, ექმნეს მას სიკუდილი განმსუენებელ ურვათაგან ამის სოფლისათა და მიემთხჳოს წყალობასა უფლისა თჳსისასა და შევიდესა სიხარულსა მაცხოვარებისა მისისასა. და უკუეთუ ცოდვილი იყოს, არღარა შესძინებდეს ბრალთა თჳსთა, არამედ ექმნეს მას სიკუდილი განმკუეთელ და მომსპოლველ ნივთთა ცოდვისა მისისათა.

ჵ ძმანო ჩემნო, ვიდრემდის ვიყვნეთ ამას მედგრობასა შინა და უდებებით ცხორებასა და არა განვიფრთხოთ და მივივ\ლტოდით უფლისა საშინელისა მისთჳს და საზარელისა დღისა, რაჟამს-იგი სიკუდილი, ვითარცა სასტიკი ჴელმწიფე, წარიტაცებდეს ცოდვილთა თუალ-უხუავად და უწყალოდ და მისცემდეს სატანჯველად საუკუნოდ. რამეთუ კაცმან ოდესმე ძილსა შინა იხილის ხატი, რომელი არა ოდეს უხილავნ და შეძრწუნდის გული მისი და განძჳნდის შიში მისი, ხოლო ჩუენ მოველით საშინელთა მათ პირთა მოსლვად და ხილვად და არა გუეშინის, და დღითი-დღედ დავჰფლავთ ძმათა ჩუენთა და არა ძრწის გული ჩუენი მოლოდებითა მისითა, არამედ მედგრობითა ჩუენითა ესე ყოველი ნაცილ და ტყუვილ გუგონიეს და უგულისჴმოდ, ვითარცა პირუტყუნი თანა-წარჰვალთ ბრძანებასა ღმრთისასა, რომელი მასწავეს ჩუენ მოციქულთა და წინაწარმეტყუელთა მისთა. და ქებისა წილ და დიდებისა გმობაჲ პირთა ჩუენთა მარადის თანა აქუს წინაშე ღმრთისა, და შრომისა და გულს-მოდგინებისა წილ უდებებაჲ და უკეთურებაჲ მარადის შეგჳკრძალავს, ვითარცა უკუდავთა, და არა ვზრუნავთ წარწყმედისა ჩუენისათჳს და არცა გულისჴმა-ვჰყოფთ საქმესა ამას საშინელსა, რომელი მარადის ჩუენ ზედა მოიწევის და ნათესავთა და მეგობართა ჩუენთაგან განგ\უაშორებს, და არა ვიტყჳთ, ვითარმედ: სადა არს, რომელი-იგი გუშინ შუებით ცხონდებოდა და მონათა და მსახურთა უბრძანებდა, დღეს სხუათა მიაქუს იგი საფლავად.

სადა არს მეფე იგი და შარავანდედი, რომელი ჴელმწიფედ სამეუფოთა განაგებდა და წყობითა ნათესავთა დაიმორჩილებდა და მრისხანედ სასტიკებასა ბრძანებდა? აჰა ეგერა დღეს დაცემულ არს და დადუმებულ, და არა ესმის მას სიტყუაჲ და არცა ჴსნად თავსა თჳსსა შემძლებელ არს და ვერცა გარე მიქცევად ბრძანებასა ღმრთისასა. სადა არიან ინაჴით მსხდომარენი იგი, რომელნი კეთილად განისუენებდეს სოფელსა შინა? - აჰა ესერა ამაოებასა მიცემულ არს ცხორებაჲ მათი. სადა არიან ბრძენნი იგი მეცნიერნი და მდიდარნი და მრავლის-მეტყუელნი? - აჰა ეგ[ე]რა დაყოფილ არიან პირნი მათნი და არს საცინელ კაცთა შორის სიბრძნე მათი. სადა არს ძლიერი იგი და ახოანი, რომელი ძლეულ არს და დაცემულ და მიწასა შერეულ? სადა არიან მდიდარნი იგი და განმცხრომელნი, რამეთუ აჰა ეგერა ტყებითა და ტირილითა სავსე არიან სახლნი მათნი? სადა არიან სასმენელნი იგი პირად-პირადთა სახიობათა მსმენელნი, რომელნი დღეს დაყოფილ და დაჴსნილ არიან და დაკლებულ სმენისაგან? სადა არს ხატი იგი შუენიერი და ჰასაკსა მზუაობარი, რომელი დღეს განრყუნილ არს და მოძულებულ. და ასონი იგი გუამისანი განყოფილ და განბნეულ არიან, და განზრახვაჲ იგი დაცხრომილ არს, და სიტყუაჲ იგი დადუმებულ არს და მეტყუელებაჲ განქარვებულ არს, და ყოვლითურთ გუამი იგი დაჴსნილ არს და მიწა და ნაცარ ქმნილ არს. კეთილობაჲ იგი მიცვალებულ არს და მოქმედობაჲ იგი ხუროთაჲ დალევნულ არს.

აჰა ესერა, ძმანო ჩემნო, ვხედავთ, რამეთუ ესე ყოველი ჩუენ ზედა მოიწევის. ამიერითგან დაუტეოთ ბოროტი და ვქმნეთ კეთილი, დავსცხრეთ სიცილისაგან და ვევლტოდით ცოდვასა და ყოველსა ამაოებისა საქმესა და არა მოვაკუდინნეთ სულნი ჩუენნი, რაჲთა არა უკუნისამდე ვტიროდით ურთიერთას სიმძლავრესა მას ცეცხლისასა, არამედ მოვიქცეთ სინანულად და მოსწრაფე ვიქმნეთ სულთა ჩუენთა ცხორებისათჳს და მივეახლნეთ საქმითა კეთილითა ღმერთსა და მოვიპოვოთ სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი და სიყუარული უზაკუველი სათნოდ მისა. და რაჟამს ვიხილოთ ძმაჲ ჩუენი, რომელი მიეხოს სიკუდილსა და პირი მისი დადუმებულ იყოს სიტყჳსაგან, და მაშინ ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვიგლოვდეთ მწუხარებით მის თანა და ვეკრძალნეთ თავთა ჩუენთა. და უწყოდეთ, რამეთუ ჩუენ ზედაცა მოწევნად არს დღე იგი საშინელი და ჩუენდაცა შესუმად არს სასუმელი იგი სიმწარისაჲ. და რაჟამს ვიხილოთ ენაჲ იგი მისი შეკრული და მეტყუელებისაგან დაცხრომილი, არღა-რა ვბასრობდეთ, არცა ვიცინოდით, არცაღა ამპარტავნობით მზუაობარ ვიქმნეთ, არამედ შიშით და ბრძოლით ვიწყოთ გლოვად და ვიტყოდით: ამაოებით ამაო არს ყოველი ცხორებაჲ კაცისასა; სადა არს, რომელმან-იგი საფუძველი დადვა და აღაშენა, სახლსა შინა თჳსსა ვერ დაადგრა!?

სადა არს, რომელმან-იგი დაასხა ნერგი და ნაყოფისა მისისაგან ვერღარა ჭამა? სადა არს, რომელმან-იგი დაჰბეჭდა საფასესა თჳსსა და შეკრა ვაშკარანი ჴელითა თჳსითა, და ბეჭედი იგი ჴელთა მისთა ვერღარა ასტეხეს, და ძალმან მისმან კრული იგი ვერღარა განჰჴსნა, რამეთუ სიმჴნე იგი ძალისა მისისაჲ მოუძლურდა და ამაო იქმნა? სადა არს, რომელი-იგი დაშურა და განკფდა შეკრებასა მონაგებთასა დ სიხარულითა შუებისა მისისაჲთა ვერ განძღა? სადა არს, რომელმან საუნჯენი თჳსნი აღავსნა საფასითა, და იქმნა იგი მისგან განშორებულ და უცხო?

სადა არს, რომელი-იგი წრაფამან მონაგებთამან უცალო ყო და წარწყმიდა, და შენაკრები იგი მისი სხუათა განიყვეს? სადა არს, რომელი-იგი განკრძალულ იყო სოფლისა ცხორებასა და დღეს მწრაფლ სიკუდილმან კარსა მის[ს]ა დაჰკრძალა? სადა არს, რომელი შევიდოდა და გამოვიდოდა და იღუწიდა სოფლისა საშუებელთა? - აჰა ესერა განვიდა და არღარა მოიქცეს. სადა არს, რომელი მოგზაურ ექმნა მრავალთა, და დღეს მოგზაურნი მისნი იქცნეს და იგი საფლავსა შინა ირღუევის? ჵ საქმე ესე საშინელი, რამეთუ მამაჲ შენი, რომელმან დაგთესა შენ, და დედაჲ შენი, რომელმან გშვა შენ, მოვიდენ კარამდე საფლავისა და დაგიტეონ შინაგან და წარვიდენ! და რომელნი-იგი პირველ გყუარობდეს და სასურველ იყავ მათ წინაშე, დღეს მოსაწყინელ იქმენ და მოძულებულ მათ მიერ! და ეგრეთვე მეგობარნი შენნი, რომელნი თანასწორად სულისა შენისა შეგერაცხნეს, ვიდრე საფლავად შენდა ოდენ მოგზაურ გექმნეს და მწუხარებასა აჩუენებდეს, და, ვითარცა საფლავი შენი დაჰკრძალეს, ყოველი იგი სიყუარული შენი და მეგობრობაჲ დაივიწყეს, ვითარცა თქუა დავით წინაწარმეტყუელმან, ვითარმედ: "დავივიწყე მე, ვითარცა მკუდარი გულითა, და ვიქმენ ვითარცა ჭურჭელი წყმედული" (ფს. 30.13) . ხოლო უფალი, რომლისაჲ დიდებულ არს სახელი მისი, იგი ხოლო დაადგრეს შენ თანა. ესრეთ ჯერ-არს ჩუენდა გულისჴმის-ყოფაჲ, საყუარელნო, ვითარმედ: ესე ყოველი მომავალ არს ჩუენ ზედაცა. ამისთჳს თანა-გუაც კრძალვით ცხორებაჲ, ვიდრე მოწევნამდინ ჩუენ ზედა დღისა მის, და შიშით მოღუაწებასა განვემზადნეთ ვიდრე მოვლინებამდე ჩუენდა მოციქულისა მისისა, და შევწიროთ მადლობაჲ უფლისა, რომელი ჴელმწიფედ განაგებს დაბადებულთა თჳსთა ზედა და გარადცვალა ცხორებაჲ იგი და განბჭო სიკუდილი, ვითარცა ინება. რამეთუ რომელი გუშინ მფლობელ იყო და განმგებელი ყოველსა მინაგებსა თჳსსა, იქმნა იგი დღეს განგდებულ და შეურაცხ, ვითარცა მებრვე მკუდარი და არა-ყოფილი. და იქმნა იგი უცხო მშობელთაგან და ნაშობთა და ნათესავთა, მონაგებთაგან და მოყუარეთა და მახლობელთა, და ყოველი იგი საფასე და მონაგები, რომელი შრომით შეეკრიბა, გინა მოხუეჭით, სხუათა განიყვეს და იგი მის ყოვლისაგან ცუდი დაშთა და ცალიერი განვიდა სახლით თჳსით. მაშინ თჳსთა მისთა არღარაჲ სხუაჲ ზრუნვაჲ აქუნდა, არამედ წრაფით განღებაჲ სახლით მის[ი]თ, რამეთუ მოსაწყინელ და სამძიმარ არნ იგი მიერ ჟამთაგან, ვიდრემდის მივიდიან საფლავსა და დაუტევიან იგი მარტოჲ და წარვიდიან სახედ თჳსად, რომელ იგიცა სხუათა მიცემად არნ უკუანაჲსკნელ მიწევნასა სიკუდილისასა, და სწრაფით მონაგებსა მისა განიყოფდიან. და აწ ვიხილოთ, თუ სადა არს იგი, რომელმან შეკრიბა და იზრუნა და აღაშენა და შეამკო, თუ რაჲ სარგებელ ეყო მას, რომელი-იგი დაუტევა, გინა ვინ არიან, რომელნი იშუებენ მას ზედა.

ანუ თუ უმეცარ ხართ, ძმანო ჩემნო, ამას ყოველსა, რომელსა-ესე ვიტყჳ? ანუ არა ჴელითა თქუენითა დღითი-დღედ დაჰფლავთა მკუდართა და უწყით მოწევნადი იგი? რაჲსთჳს არა ვზრუნავთ სულთა ჩუენთათჳს, ვიდრე მოწევნამდე სიკუდილისა, რამეთუ მრავალ არიან, რომელნი თქუენ მიერ დაფლულ არიან და მრავალთა მკუდართა საქმესა ზედამდგომელ ქმნულ ხართ და ამისთჳს ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა გულისჴმა-ჰყოთ, ვითარმედ: რომელთა აღაშენეს უცნობელად, წარწყმედულ იქმნეს; და რომელთა დაასხეს ვენაჴი, ვერღარა მოსთულეს; და რომელთა იქორწინეს სიხარულითა მეუღლისაჲთა, ვერღარა განძღეს; და რომელნი გჳრგჳნოსან იქმნეს ჟამსა სიძობისასა სიხარულითა სძლისაჲთა, ვერ განიხარნეს; და რომელთა შვილ-ისხნეს და აღიზარდნეს, მოწევნასა სიკუდილისასა ვერაჲ ირგეს. და უწყით, საყუარელნო, რამეთუ ყოველნი მოსიკუდიდ ვართ მათ თანავე, რომელნი მოსწყდეს. და ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ჳიგლოვდეთ და ვტიროდით თავთა თჳსთათჳს და არა მკუდართა ზედა, რამეთუ რომელი ტიროდის და იგლოვდეს მკუდარსა ზედა, არაჲ სარგებელ ეყოს მას, ხოლო რომელი ტიროდის თავისა თჳსისათჳს და თჳსთა ცოდვათათჳს, იგი სარგებელ ეყოს სულსა თჳსსა, რამეთუ სიკუდილი ხარკი არს სათანადოჲ, და ვერ ეგების, ვითარცა არა ყოველთა შევსჳთ სასუმელი ესე სავსე სიმწარითა, რომელიცა მოიგო მამამან ჩუენმან ადამ ურჩებითა, რაჟამს-იგი გარდაჰჴდა ბრძანებასა უფლისა თჳსისა; რამეთუ დაუტევნა მცნებანი მისნი და ეშმაკისაგან განცდილ იქმნა და ძლეულ, ვიდრემდის განივლინა იგი სამოთხით საშუებლისაჲთ და მოიცვალა იგი სოფელსა ამას საჭირველსა, და ეუფლა მას სიკუდილი ბრძანებითა ღმრთისაჲთა და ყოველთა ნაშობთა მისთა ზედა განწესებულ არს და დაბეჭდულ. და ვერ ეგების, ვითარმცა არა ყოველნი წარვდეგით მის წინაშე დღესა მას სასჯელისასა შიშუელნი ძრწოლითა დიდითა. მაშინ მიაგებდეს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ, უკუეთუ ვინმე კეთილი ქმნა, გინა ბოროტი. რამეთუ ყოველნი საქმენი ჩუენნი დამარხულად დგენ წინაშე მისა. და არარაჲ მათგანი თანა წარჰვალს მას არცა მცირე, არცა დიდი, არცა ცხადი, არცა დაფარულნი. ამისთჳს ვევედრნეთ ღმერთსა და შემწე ვიყოთ იგი ჟამისა მისთჳს საშინელისა, რამეთუ არავინ მიჴსენეს ჩუენ და შემეწიოს ჟამსა ჭირისასა თჳნიერ მისა. და აწ ვითარმე ვიგლოვთ მათთჳს, რომელნი წარვიდეს და მიიცვალნეს ჩუენგან და ჩუენ ადრე კუალსა მათსა შედგომად ვართ, და იგინი ჩუენდა არღარა მოიქცევიან.

არამედ ესეღა მითხართ თქუენ, რომელნი-ეგე დაჰფლავთ მკუდართა: რაჲსა ესოდენ მოსწრაფე ხართ და გნებავს ადრე-ადრე განღებაჲ სახლისაგან თქუენისა და გწადის მალიად განშორებაჲ ნათესავისა თქუენისაჲ თქუენგან, რომელი-იგი გუშინ სასურველ იყო თქუენ წინაშე და საყუარელ? ხოლო იგი იტყჳს: რაჲთა არა დაჰჴსნდეს და დალპეს და ეუფლოს მას სიმყრალე. და უკუეთუ ესე უწყით, ვითარმედ ესევითარსა ხრწნილებასა მიიცვალების კაცი, რაჲსთჳს უდებ ვართ და მცონარ და ვჰგონებთ, ვითარმედ მრავალთა წელთა ცოცხალ ყოფად ვართ და მწოდებელი იგი ჩუენი კართა ზედა ჩუენთა დგას? ხოლო ჩუენ ვისწრაფით მონაგებთა შეკრებასა, რომელი-იგი სხუათა დაიუნჯონ და იხარებდენ მას ზედა შემდგომად ჩუენსა. და ჩუენ მისგანსა თანა ვერარას წარვიღებთ და არცა რაჲ სარგებელ არს ჩუენდა, არამედ ცოდვაჲ ხოლო და ბრალი. შეკრებასა მისსა განვამრავლოთ შუებაჲ, და განსუენებაჲ მისი სხუათა მიიღიან, და არარაჲ მისგანი სარგებელ მეყოს ჩუენ: არცა ძენი, არცა ასულნი, არცა ძმანი, არცა დანი, არცა მშობელნი, არცა ნათესავნი, არცა საფასე, არცა მონაგებნი, არამედ საქმენი ხოლო კეთილნი, რომელნი ვქმნენით სოფელსა ამას შინა. იგი ხოლო იპოვნენ შემწედ ჩუენდა, რამეთუ სიკუდილი განჰყოფს ყოველსა და განაშორებს ურთიერთას მშობელთა და ნაშობთა, ძმათა და მეგობართა და, რასაღა ვიტყჳ მშობელთა და მეგობართა, არამედ სული ჴორცთა ჩუენთაგანცა განეშოროს, და დაშთენ ჴელნი და ფერჴნი უქმად, განმარტებულნი უნდოდ, და ნაწევარნი ძუალთანი განშიშულდენ და იქმნეს ყოველი გუამი მიწა და ნაცარ, და ქმნულ-კეთილი იგი და ხატ-შუენიერი და უშუერი იგი ერთ სახედ აჩუენებდენ, რამეთუ ყოველივე მატლ და წუთხ და წალა იქმნას.

ჵ, რაჲ მწარე არს დღე იგი სიკუდილისაჲ და რაჲ საშინელ არს და საზარელ ხილვაჲ პირთა მათ უშუერთა და უცნაურთაჲ, რამეთუ სული იგი ჟამსა მას ექუნ გულ-გდებულად, ვითარცა მფრინველი შეპყრობილი მახითა, და ჴორცნი იგი ძრწიედ შეძრწუნებულად, ვითარცა საცხოვარნი ჟამსა დაკლვისასა, და გონებაჲ შეიპყრის სიბნელემან! ხოლო ჩუენ, რაჟამს მეუფლის სენი იგი ჴორცთაჲ, ესე ყოველი გუაჴსობნ და გულს-ვეტყოდით სიკუდილისათჳს და სინანულისა, და ვითარცა განმეშორის სენი იგი, ყოველივე დაგუავიწყდის და არღარა ვზრუნვიდით და არცა მოვიჴსენებდით სატანჯველთა მათ საუკუნეთა, რომელი განმზადებულ არს ცოდვილთათჳს; ხოლო მართალთათჳს სიკუდილი განსუენებაჲ არს და არა ეშინის მას სიკუდილისაგან. არამედ ვაჲ არს მათდა, რომელნი უგულისჴმო-იქმნენ და უმეცარ ამას ყოველსა. და მოვიდეს მსაჯული იგი თუალ-უხუავი განსჯად ცხოველთა და მკუდართა, და სიკუდილი წარმიტაცებდეს სწრაფითა დიდითა ცოდვათა შინა განკაფულთა მათ.

მაშინ სული იგი გლოით იტყოდის: ვიდრე-მე ვივლტოდი, ანუ ვითარ-მე განვერე სატანჯველთა მათ მომავალთა, და მე ესერა შებღალული ცოდვითა და ბრალითა წარჰყავ ამიერ სოფლით?

მიუგოს ჴორცმან და ჰრქუას: ვაჲ ჩემდა შენ მიერ, სულო ჩემო, რამეთუ შეგეყავ შენ დასაბამსა და ვიყავ უბიწო, და აწ განგეშორები და ვარ მე შეგინებულ.

ჰრქუას მას სულმან: შეწუხებულ ვარ მე შენ მიერ, გუამო ჩემო, რამეთუ ბუნებით ვარ მე უცოდველ და შემოსითა შენითა სავსე ვარ მე ბრალითა და ცოდვითა.

მიუგოს ჴორცმან და ჰრქუას: შენ შემიტყუე მე და მაცთურ ჩემდა იქმენ, რამეთუ გეზიარე ყოველსა ბოროტსა და ნებასა შენსა ვიქმოდე და სათნოებასა შენსა შეუდეგ და წარვწყმდი.

ჰრქუას მას სულმან: არამედ უფროჲსღა მე ნებასა შენსას შეუდეგ, რამეთუ ბუნებით უბიწო ვარ და მიზიდვითა შენითა მიდევნებულ ვიქმენ ნივთიერებასა შენსა, ვიდრემდის ხრწნილებასა შენსა მიზიარე.

მიუგოს ჴორცმან და ჰრქუას: ვაჲ ჩემდა, რამეთუ სიკუდილი კართა ჩუენთა ზედა მოწევნულ არს და სიტყუაჲ ჩუენი ჟამსა ამას ამაო არს!

ჰრქუას სულმან: უკუეთუ მოწყალე მექმნეს უფალი და აღმადგინოს მე სენისა ამისგან, შევინანო მე მისა მიმართ ცოდვათა და ბრალთა ჩემთათჳს.

ჰრქუას მას ჴორცმან: სიტყუაჲ კეთილი მესმა მე შენგან, ჵ სულო ჩემო, და ვინაჲ ჩემდა, რაჲთა აღასრულო სიტყუაჲ შენი საქმით.

ჰრქუა სულმან: უკუეთუ აღვდგე სენისა ამისგან, ჭეშმარიტად ყოველნი ცოდვანი ჩემნი ცრემლითა განვიბანნე და ლოცვითა და მარხვითა განვწმიდნე.

ჰრქუას ჴორცმან: უკუეთუ ჭეშმარიტად ლხინებაჲ ვპოვო მე სენთა ამათგან, დავიტანჯო თავი ჩემი და შევაყენო და არღარა ვჰყოფდე ნებასა ჩემსა ბოროტსა, არამედ შრომითა და მღჳძარებითა განვკაფო გუამი ჩემი.

ჰრქუას სულმან: უკუეთუ ვპოვო მე სიცოცხლე და განვერე სიკუდილისაგან, გყო შენ სახლ სიწმიდის და სადგურ სულისა წმიდისა.

ჰრქუას ჴორცმან: გული ესე აწინდელი, რომელ არს ჩუენ თანა დღეს, რადარა იყო იგი ჩუენ თანა, ვიდრე მოწევნამდე ჟამისა ამის?

ჰრქუას სულმან: ვჰგებდ მე შეერთებასა შენსა და გულს-ვეტყოდე დღითი-დღედ სინანულსა და ვიდრე განმზადებად ჩემდამდე მეწია მე სიკუდილი.

ჰრქუას ჴორცმან: ვაჲ ჩემდა, რამეთუ მომიცვა მე სიბნელემან და აჩრდილმან სიკუდილისამან და მივეცი მე საფლავად და ვიქმენ მიწა და ნაცარ.

ჰრქუას სულმან: ნებასა შენსა მიგცემდი და მის გამო ვიქმენ მე წარწყმედულ.

ჰრქუას ჴორცმან: ნეტარ თუმცა არა შემესწავლე, რამეთუ განმაცოცხლე მე მცირედსა ამას ჟამსა და მომაკუდინე მე საუკუნოდ და განმაშორე საყოფელსა მართალთასა და მიმაქციე მე ჯოჯოხეთად.

ჰრქუას სულმან: ესე ზრახვაჲ რაჲსა არა იყო ჩუენ თანა ვიდრე ვიყვენით-ღა მფლობელ თავთა ჩუენთა ზედა და ვიდრე განყოფადმდე ჩუენდა ურთიერთას?

ჰრქუას ჴორცმან: რამეთუ აწღა განცხადნა საიდუმლოჲ შენი და შენ მიერ საცნაურ ვიქმენ მე, რაჲთა ვიქმნე მტუერ და ნაცარ საფლავსა შინა.

ჰრქუას სულმან: ვაჲ ჩუენდა, რაჲ ესე შეგუემთხჳა, რამეთუ მოახლებულ არს იძულებით განმყოფელი ჩუენი და ვხედავ შუენიერთა თუალთა შენთა დაბნელებულთა და ალმურსა სიკუდილისასა მოუცავ მე ყოვლით კერძო და იგი დაჰჴსნის ჴორცთა და ძუალთა ჩემთა და ყოველსა გუამსა ჩემსა.

ჰრქუას ჴორცმან: შეგიყუარე შენ უფროჲს ყოველთა არსათა და ვაჲ ჩემდა, რამეთუ დღეს განგეშორები და მისთჳს ვტირ და ვიგლოვ!

ჰრქუას მას სულმან: არარაჲ სხუაჲ მოვიგე სოფელსა ამას, თჳნიერ შენსა, და აჰა ესერა დადუმებაჲ მოახლებულ არს ბაგეთა შენთაჲ.

ჰრქუას სულსა ჴორცმან: ვაჲ ჩემდა, ვითრღა წარვჰჴადენით დღენი ჩუენნი უდბად და აწ ესერა მივალთ ჩუენ მსაჯულისა მის თუალ-უხუავისა, და საქმეთა ჩუენთათჳს ბოროტთა მიგუცნეს ჩუენ ცეცხლსა მას საუკუნესა!

ჰრქუას სულმან: ჵ რაჲღა მწარე არს სასუმელი სიკუდილისაჲ, ვიდრემე ვივლტოდი მისგან, ანუ რაჲმე მიუგო მსაჯულსა მას საშინელსა საქმეთა ჩემთა თჳს ბოროტთა?!

და ვითარცა ესევითარსა ღუაწლსა შინა არნ კაცი იგი, რომელი მიახნ სიკუდილსა, და სული მისი და ჴორცნი შიშისა მისგან და ჭირისა შეძრწუნებულ არიედ, და ოფლი სიმწარისაჲ გამოცემულ არნ პირსა მის[ს]ა, მაშინ ანგელოზი ბრწყინვალე საშინელი და მრისხანე გამოუბრწყინდის საშინელითა ხილვითა, და აქუნ ჴელთა მისთა ლახუარი ცეცხლისაჲ, სცის და განგუმირის კაცი იგი და წარიტაცის სული მისი.

ჵ რაჲ ფიცხელ არს ჟამი იგი, ძმანო ჩემნო საყუარელნო, და რაჲ საზარელ არნ და საშინელ განკითხვაჲ იგი სულთა მათგან, რომელნი ჰაერთა შინა განწესებულ არიან ცოდვილთა განმკითხველად. ამისთჳს გევედრები ყოველთა, რაჲთა იღუაწოთ სულთა თქუენთათჳს, ვიდრე ესე ფლობაჲ გუაქუს-ღა თავთა ჩუენთა ზედა და ნუმცა მცირითა გემოჲთა წარვსწყმედთ კეთილთა მათ საუკუნეთა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა მისთა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და ჴელმწიფებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

თქუმული წმიდისა ეფრემისი სიცილისათჳს და უჯეროდ განცხრომისა

პირველი მონაზონისა სულისა ოჴრებაჲ სიცილი და განცხრომაჲ არს. ჵ მონაზონო, ოდეს იხილო ესევითარი რაჲმე სულსა შენსა დადგრომილი, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ მიახლებულ ხარ შენ სიღრმესა წარსაწყმედელისასა. მაშინ ითხოვდი ღმრთისაგან ვედრებით, რაჲთა გიჴსნეს შენ ამის ესევითარისა სიკუდილისაგან. სიცილმან და განცხრომამან წარწყმიდის სული მონაზონისაჲ. სიცილმან და განცხრომამან შთააგდის სული მონაზონისაჲ ვნებათა მწიკულევანსა, არა ხოლო თუ ოდენ ჭაბუკი, არამედ მოხუცებულისა. სიცილმან და განცხრომამან განდევნის შიში ღმრთისაჲ გულისაგან მონაზონისა. ამისთჳს უკუე თქუა ვინმე წმიდათაგანმან, ვითარმედ: განცხრომამან განრყუნის ნაყოფი მონაზონისაჲ, ვითარცა განრყუნის ხორშაკმან ნაყოფი ქუეყანისაჲ. და კუალად სიცილმან წარწყმიდის ნეტარებაჲ, რომელი აღთქუმულ არს მგლოვარეთა გულითა. სიცილი უჴმარ არს და უსარგებლო და უფროჲსღა დამარღუეველ შენებულსა. სიცილი შემაწუხებელი არს სულისა წმიდისაჲ და წარმწყმედელ სულსა მონაზონისასა. სიცილმან განდევნის სასოებაჲ და წარწყმიდის ჴსენებაჲ სიკუდილისაჲ, და მოუღის მოგონებაჲ სატანჯველთაჲ.

ჵ უფალო სახიერო, განდევნე ჩემგან სიცილი და განცხრომაჲ და მომეც მე გლოვაჲ და ტირილი, რომელი უფროჲსად მეთხოვების!

პირველი გლოვაჲ საღმრთოჲ ესე არს, რაჲთა განიხილოს კაცმან სული თჳსი და არა იყოს იგი საჩუენებელ(ად) კაცთა, არამედ სამადლობელად ღმრთისა, რომელი [ხედავს] საიდუმლოთა გულისათა, რაჲთა მოვიღოთ მისგან ნეტარებაჲ და ვიყუნეთ წინაშე კაცთა მხიარულ და მოხარულ სულითა წმიდითა და ნიჭითა ღმრთისაჲთა. და შინაგან ვიყვნეთ მგლოვარე და ვითხოვდეთ ღმრთისაგან, რაჲთა დაგჳცვნეს ყოვლისაგან ბოროტისა საქმისა. და არა დავაკლდეთ სასუფეველსა მისსა და კეთილთა მათ, რომელნი აღთქუმულ არიან ნებისა მისისა აღმასრულებელთა. გლოვაჲ სარგებელ არს და მცველ სულისა, რამეთუ განჰბანს იგი ტირილითა და განჰბანს იგი ცრემლითა. გლოვაჲ მშობელი არს უბიწოებისაჲ და მომკუეთელ ნებათა ბოროტთა და მომპოვნებელ კეთილთა საუკუნეთა. და რაჲმე უკუე ვთქუა ამისთჳს უფროჲსი, რამეთუ ღმერთიცა ჰნატრის მგლოვარეთა და იტყჳს უკუე ვთქუა ამისთჳს უფროჲსი, რამეთუ ღმერთიცა ჰნატრის მგლოვარეთა და იტყჳს "ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა" და კუალად რომელიმე მოწაფეთაგანი უფლისათაჲ იტყჳს, ვითარმედ: შეცვალეთ სიცილი თქუენი გლოვად და სიხარული თქუენი მწუხარებად. დამდაბლდით ჴელსა ქუეშე ღმრთისა ძლიერისასა, რაჲთა მან აღგამაღლნეს თქუენ (იაკობი 4.9-10) .

აწ უკუე რაჲმე ვყო მე ცოდვილმან ამან, რომელსა არა მაქუს გლოვაჲ, არცა ტირილი, არამედ სხუათა ვასწავებ და უქებ და მე არა ვჰყოფ. ვაჲ მე, ვითარღა უდებ ვყავ და შეურაცხ სულისა ჩემისა ცხორებაჲ! ვაჲ მე, რამეთუ მეცნიერებით ვცოდავ, რამეთუ უწყი მე შეტყუებაჲ ბრალთაჲ და არა დავსცხრები მათგან საქმესა. ვაჲ მე, რამეთუ არა მაქუს მე შენდობაჲ, რამეთუ სიტყჳთ საგონებელ ვარ მე მარჯუენითთა მათ თანად და მე საქმით მარცხენითთა მათ თანა ვარ. აგიარებ ცოდვათა ჩემთა, უფალო, მოწყალეო და ძჳრ-უჴსენებელო, დაღაცათუ დავდუმნე, შენ თჳთ უწყნივე საიდუმლონი ჩემნი და არარაჲ არს დაფარულ შენ წინაშე, არამედ რამეთუ სთქუ წინაჲსწარმეტყუელისა შენისა მიერ, ვითარმედ: აღიარენ ბრალნი შენნი და განჰმართლდე (ესაია 43.26) . და აწ მე ვიტყჳ: შეგცოდე, უფალო, და არა ვარ ღირს ახილვად ზეცად მრავალთა ცოდვათა ჩემთათჳს. რამეთუ მცირისა გემოჲსათჳს დავივიწყე ცეცხლი იგი ჯოჯოხეთისაჲ. არა მოსწრაფე ვიქმენ მოგებად სასუფეველისა შენისა. და რაჲმე ვყო მე ყოველთა კაცთა უსაწყალობელესმან, გარნა თუ ვსტიროდი თავსა ჩემსა, ვიდრე ჟამი არს-ღა შეწირვად ტირილისა და ცრემლთა. მომცენ მე, უფალო, ცრემლნი მჴურვალენი, რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ მომცემელი და მწყალობელი და შენდა მოვივლტი, რაჲთა განსწმიდო მწიკულევანებაჲ სულისა ჩემისაჲ.

ვაჲ მე, რაჲმე უკუე ვყო ცეცხლსა მას ჯოჯოხეთისასა და ბნელსა მას გარესკნელისასა, სადა-იგი არს ტირილი თუალთაჲ დაუცადებელად და ღრჭენაჲ დაულევნელად. ვაჲ მე, რაჲმე უკუე ვყო სატანჯველთა მათგან დაუსრულებელთა და მატლსა მას წამლეანსა დაუძინებელსა. ვაჲ მე, რაჲმე უკუე ვყო ანგელოზთა მათგან მრისხანეთა, რომელნი სატანჯველთა ზედა არიან, რამეთუ საშინელ არიან და უწყალო. ვინ მოსცეს თავსა ჩემსა წყალი და თუალთა ჩემთა წყაროჲ ცრემლთაჲ და ვტიროდი დღე და ღამე, რაჲთა დავეგო ღმერთსა, რამეთუ განვარისხე მე.

სცოდე, ჵ სულო ჩემო, შეინანე მწრაფლ, რამეთუ დღენი ჩუენნი ვითარცა აჩრდილნი წარვლენ და შემდგომად მცირედთა ჟამთა განხუალ და მიხჳდე ადგილთა მათ საშინელთა და ზარის-ასაჴდელთა. აწ უკუე ნუ სდროებ დღითი-დღედ მოქცევად ღმრთისა მიმართ. ვაჲ შენდა, სულო ჩემო, რამეთუ განსდევნენ შენგან წმიდანი ანგელოზნი საქმითა შენითა ბოროტითა.

აწ უკუე, ძმაო ჩემო საყუარელო, ნუ სცემთ ჴორცთა შენთა განსუენებასა, ნუცა დააცხრობ თუალთა შენთა ტირილისაგან, და ითხოვდი ღმრთისაგან დაუცადებლად, სახიერისა და მოწყალისა, ლმობიერითა გულითა, რაჲთა მოგცეს შენ ძალი მაღლით. რამეთუ ვერ ეგების, ვითარცა არა მიჰვლე გზაჲ იგი საშინელი და არავინ ჰპოვო თანა-მოგზაურად შენდა და არცა შემწედ, არცა მშობელნი და არცა ძმანი, არცა ტომნი და არცა მოყუარენი, არცა სიმდიდრე და არცა მონაგებნი, და არცა სხუაჲ რაჲ მსგავსი ამისი.

აწ უკუე ნუ უგულებელს-ჰყოფ, ძმაო, კეთილისა საქმესა, ნუუკუე არღარა გეპოვოს ჟამი ცხორებასა შენსა და ინა[ნ]დე მერმე ურგებად. სახე განვიგოთ უკუე, ოდეს წარვიდეთ ჩუენ, მუნ ვერ შემიძლონ ჩუენ შეპყრობად მთავართა მათ ბნელისათა, რამეთუ არა ეშინიან მათ მეფისაგან და არცა მთავართა პატივ-სცემენ, არცა დიდსა, არცა მცირესა, არამედ მათგან ხოლო, რომელნი ვლენან გზათა სიმართლისათა და აღასრულნეს დღენი მათნი კეთილისა საქმითა. მათგან შიშით განეშორნენ და მწრაფლ განუცალონ გზაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: "მადლი და წყალობაჲ მოშიშთა ზედა მისთა და არა შეეხოს მათ ბოროტი" (ფს. 102.17) . და კუალად იტყჳს, ვითარმედ: "სულნი წმიდათანი ჴელთა შინა ღმრთისათა და არა იხილონ მათ სატანჯველი, რამეთუ სიმართლე მათი წარუძღუა მათ წინაშე მათსა და დიდებაჲ ღმრთისაჲ ჰფარვიდა მათ, და რაჟამს უჴმეს მას, ისმინა მათი და ჰრქუა, ვითარმედ: აქა ვარ. რამეთუ რომელი აღუთქუა, აღუსრულა. ნეტარ არს, რომელი შეემთხჳოს მას ურცხჳნელად ჟამსა მას შიშისასა, ნუ უდებ იქმნებით, ძმანო ჩემნო, საყუარელნო, რაჲთა არა მოვატყუათ თავთა ჩუენთა, რომელი უძნდეს სულთა ჩუენთა. და კუალად მოვიგოთ, რომელი განიხრწნების, რამეთუ დღე იგი ყოველსავე ცუდ ჰყოფს, რამეთუ ოდეს მივიწინეთ ჟამსა განყენებისასა, ამაო იქმნებიან განსუენებანი, და დასცხრებიან ცუდად დიდებანი და ნუკევანი, და არცა დაშთებიან მდიდარნი და არცა ხუასტაგის მოყუარენი. ესე ყოველი და მსგავსი მისი ცუდ იქმნების დღესა მას განშორებისასა.

ჵ უფალო, მოვიჴსენე ჟამი იგი და შევძრწუნდი, და ვითხოვ სახიერებისაგან შენისა: ნუ მიმცემ მე ჴელთა მტერთა ჩემთასა და ნუცა სადა იქადინ მტერი ჩემი ჩემ ზედა, უფალო; და ნუცამცა დაიღრჭენენ კბილთა მათთა შემაშინებელად სულისა ჩემისა ცოდვილისა და ნუცამცა მეტყჳან, ვითარმედ: ჴელთ გჳგდებიე ჩუენ და მოცემულ ხარ ჩუენდა და აჰა დღე, რომელსა მოველოდენით ჩუენ შენთჳსო. ნუ დაივიწყებ, უფალო, მოწყალებასა შენსა, და ნუცა მომაგებ მე მსგავსად ცოდვათა ჩემთა. ნუცა გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, ნუცა მეტყჳ, ვითარმედ: ამენ, არა გიციო. შენ, უფალო, მსწავლე მოწყალებით და ნუ ახარებ მტერსა ჩემსა ჩემ ზედა, არამედ დაშრიტე სიქადული მათი და მოაუძლურე ძალი მათი და მომმადლე მე სლვაჲ გზათა შენთა უბრალოდ. შეიწირე ვედრებაჲ ჩემი, უფალო, არა თუ სიმართლეთა ჩემთათჳს, არამედ მრავალთა მოწყალებათა შენთათჳს და აურაცხელ\თა სახიერებათა შენთა. იჴსენ სული ჩემი ცოდვილი სიკუდილისაგან. მოიჴსენე, უფალო მოწყალ[ე]ო, დაღათუ შეგცოდე შენ და მოვიწყალ წყლულებითა სასიკუდინოჲთა, არა მივივლტი მკურნალისა თჳნიერ შენსა, არამედ სიტკბოებათა შენთა მომართ მოვივლტი, რამეთუ შენ ხარ, უფალო, ყოველთა ღმერთი და ჴელთა შინა შენთა არს ყოველთა კაცთა სული. და შენ სთქუ, უფალო: "ითხოვდით და მოგეცეს" (იოანე 15.7) . და მისთჳსცა ვითხოვ შენგან: განწმინდე მე პირველ სიკუდილისა ჩემისა ყოვლისაგან ცოდვისა და ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ჩემსა, უფალო. პირი არა მაქუს ღირსად მჴმობარე და გული არა წმიდა არს და სული შესუარული არს ცოდვითა.

აწ ისმინე, უფალო, მრავალ-მოწყალებითა შენითა, რამეთუ არა შეურაცხ-ჰყვი თხოვაჲ მათი, რომელთა-იგი ჭეშმარიტად შეინანიან, გარნა სინანული ჩემი არა წმიდა არს, არამედ განრყუნილ არს, რამეთუ ჟამ ერთ ვინანდი და ორ ჟამ განგარისხებდი. დაამტკიცე, უფალო, გული ჩემი შიშსა შენსა და დაამტკიცენ ფერჴნი ჩემნი კლდესა ზედა სინანულისასა. სძლენ სიტკბოებამან შენმან, უფალო, ბოროტთა ჩემთა. სძლენ ნათელმან შენმან მადლისამან სიბნელესა ამას ჩემსა. უფალო, რომელმან აღუხილენ თუალნი ბრმასა მას სილოამს, აღმიხილენ მეცა თუალნი გონებისა ჩემისანი დაბნელებულნი. და ვითარცა განმსწმიდე კეთროვანი იგი სიტყჳთა, განწმიდე შებღალულებაჲცა ესე ჩემი. იყავნ მადლი შენი ჩემ შორის, უფალო მოწყალეო, ვითარცა ცეცხლი, რაჲთა დაწუნეს გულის-სიტყუანი ჩემნი შეგინებულნი და მწიკულევანნი, რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ სახიერი და მწყალობელი, ნათელი უზეშთაესი ყოველთა ნათელთა და სიხარული უზეშთაესი ყოველთა სიხარულთაჲ, განსუენებაჲ უზეშთაესი ყოველთა განსუენებათაჲ, ცხორებაჲ ჭეშმარიტი და მაცხოვარი სამარადისოჲ. აჰა ესერა მე წინა-გიყოფ სულსა ჩემსა ცოდვილსა, ჵ მწყალობელო, და გევედრები, რაჲთა შეიწყალო, რამეთუ თანა-მდებ არს ყოველთა პატიჟთა და ღირს არს ყოველთა სატანჯველთა. არამედ მე მოვივლტი შენდა, მჴსნელო, რაჲთა არა ყოლადვე მიმიგდო მტერსა ჩემსა, არამედ შენ, უფალო, მოწყალეო, სახიერო და ძჳრ-უჴსენებელო, აღმოიყვანე სული ჩემი შთავრდომილი სიღრმესა ცოდვისასა და განაცხოველე იგი, რამეთუ მოვაკუდინე გარდასლვითა მცნებათა შენთაჲთა, სახ[ი]ერო. განანათლე გული ჩემი დაბნელებული ნებითა ბოროტთაჲთა და მიჴსენ მე ყოვლისაგან ძჳრის-საქმისა და სიძულილისა კაცთაჲსა და ძჳრის-ჴსენებისა და გამოაჩინე ჩემ შორის სრული სიყუარული შენი. ჵ უფალო ჩემო, იესუ ქრისტე, მჴსნელო სოფლისაო, დაწერე სახელი მონისა შენისაჲ წიგნსა მას ცხოვლთასა და მომანიჭე მე სრული კეთილი, რაჲთა აღვიღო ძლევაჲ ეშმაკთა ზედა და თაყუანის-ვსცე წინაშე საყდარსა დიდებისა შენისასა ურცხჳნელად ყოვლთა თანა მართალთა, რომელნი სათნო-გეყვნეს შენ, ღმერთო.

გევედრები თქუენ, საყუარელნო, რჩეულნო უფლისანო, რაჲთა ითხოვოთ ქრისტესგან ჩემთჳსცა ცოდვილისა მონისა, ვითარცა-იგი ითხოვეს წმიდათა მოციქულთა ქანანელისა მისთჳს დედაკაცისა, რაჲთა შეიწიროს ლოცვაჲ ჩემი ლოცვათა თქუენთა თანა შეწირულთა წინაშე ღმრთისა, რამეთუ მისა შუენის დიდებაჲ და პატივი მამისა თანა სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


თქუმული წმიდისა ეფრემისი მოძღურისა მის კურთხეულისაჲ  [წესი და განგებაჲ საცთურთა ეშმაკისათაჲ]

მო-ოდესმე-ვიდეს წმიდანი მამანი და ევედრებოდეს ნეტარსა ეფრემს, რაჲთა ასწაოს მათ წესი და განგებაჲ მრავალ-სახეთა მათ საცთურთა ეშმაკისათა. ხოლო მან ნეტარმან მიუგო სიმდაბლითა ესრეთ: მე ვჰნატრი განგებასა ცხოვრებისა თქუენისასა, ნეტარნო და ქრისტეს მოყუარენო მამანო, და ვჰგმობ და ვსძაგებ განგებასა ცხოვრებისა ჩემისასა, რომელსა შინა ყოლადვე არა იპოვების სარგებელი. ვაქებ და ვჰნატრი ცხოვრებასა თქუენსა, საყუარელნო, რამეთუ ეძიებთ უაღრესსა სათნოებასა დაჯერებისათჳს ღმრთისა თქუენისა. და ვინმე არა იგლოვდეს ბოროტად ამას ცხოვრებასა ჩემსა, რამეთუ შევაწუხე და განვარისხე ღმერთი საქმითა ჩემითა შეგინებულითა. ნეტარ ხართ თქუენ. მამანო, რომელთა დამკჳდრებად გიც თქუენ სასუფეველი ცათაჲ კეთილითა საქმითა თქუენითა, და სრულისა სიყუარულისა თქუენისათჳს მე ფრიად დამიკჳრდა თქუენთჳს, თუ ვითარ არა დაიზარეთ სიშორისაგან გზისა მოსლვად ჩემ გლახაკისა.

არამედ ნუუკუე ძიებისათჳს სულთა სარგებელისა თავს-იდევდით ესე. და კუალად დამიკჳრდა და გულის-ზრახვად ვდგა, თუ ვითარ მოხუედით კაცისა შეურაცხისა და ცოდვასა შინა განფრდილისა და ეძიებთ მისგან შესაძინელსა და სარგებელსა სულთა თქუენთასა. ჭეშმარიტად საკჳრველ არს, თუ ვითარ სავსენი ყოვლითა კეთილითა ღმრთისა სიტყუათაჲთა მოხუედით კაცისა უქონოჲსა და სიყმილითა დამდნარისა, ვითარ უკუე მდიდარნი გლახაკისა, ვითარ ბრძენნი უცებისა, ვითარ წმიდანი შესუარულისა, ვითარ ცოცხალნი სნეულისა, ვითარ აზნაურნი მონისა, ვითარ მოსწრაფენი სულთა ცხოვრებისათჳს მოხუედით კაცისა უდებისა და დაჴსნილისა.

ჭეშმარიტად თქუენ ხართ მჴურვალედ მეძიებელნი სათნოებათა ღმრთისათა, ხოლო მე მიცთომილი გონებასა და გარდასრული ნებასა ღმრთისასა. თქუენ ხართ სულნელებანი ქრისტესნი კეთილითა საქმითა და უბიწოდ სლვისა თქუენთჳს, ხოლო მე უდებებისა ჩემისაგან სავსე ვარ სიმყრალითა და მწინკულევანებითა. ჭეშმარიტად საკჳრველ არს თუ ვითარ, რომელთა თანა ესევითარი სულთა სარგებელი სავსებით იპოვების, მოხუედით კაცისა, რომელი ვერ სარგებელ ეყოფვის თავსა თჳსსა, არამედ ჯერისაებრ სათანადოჲსა ჰყავთ ესე, ქრისტეს მოყუარენო. ხოლო ინებეთ მოსლვითა თქუენითა განმტკიცებაჲ ჩემი დაჴსნილისა და უძლურისა, რაჲთა მოსწრაფე ჰყოთ სული ჩემი და ასწაოთ მას სიმდაბლე, ვინაჲთგან მოხუედით საწყალობელისა ამისგან სმენად სიტყუასა სარგებელისასა და ამხილეთ უგუნურებასა ჩემსა, არამედ ნაყოფისათჳს სიმდაბლისა ვიტყოდი მე სირცხჳლეული კდემულად. რამეთუ ოდესღა ვიწყო მოძღურებად და სწავლად, ვარცხუენ და დავსჯი სულსა ჩემსა, და ოდეს სხუათა განვიკითხვიდე, უფროჲსღა სულსა ჩემსა გინვიკითხავ და სინაკლულესა მისსა ვამხილებ, და ჩემ ზედა აღესრულების თქუმული უფლისაჲ: "მკურნალო, განიკურნე პირველად თავი შენი" (ლუკა 4.23) . და კუალად იტყჳს: "ყოველი რაოდენი გრქუან თქუენ მღუდელთ მოძღუართა ყოფად, ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ" (მათე 23.3) . ამისთჳს სავსემან სულ-მყრალებითა ვიწყო სწავლად თქუენდა მსგავსად ნაკლულევანებისა ჩემისა, რამეთუ სამწყსოჲ ესე მიმსგავსებული კრებულსა ანგელოზთასა, და ვჰნატრი ყოველსა საქმესა მათსა სულიერსა. და ვინმე არა ჰნატრიდეს მათ, რომელთა ყოველი ცხორებაჲ მათი ნებასა შინა ღმრთისასა აღასრულეს სიწმიდით და ღირსებით მოლოდებისათჳს კეთილთა მათ საუკუნეთა. და ვინ არა ტიროდის და იგლოვდეს ჩემ ზედა, რომელმან დღენი ცხორებისა ჩემისანი უდებებით წარვჰჴადენ და უწყი, ვითარმედ მცირისა და შეურაცხისა საქმისათჳს, რომელი უდებ ვყავ, განვიდევნო მე სასუფეველისა მისგან ცათაჲსა რომლისათჳს წერილ არს, ვითარმედ: "ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არსადა წარჴდენ" (მათე 24.35). და უმჯობეს არს ცისა და ქუეყანისა წარსლვაჲ, ვიდრეღა იოტა ერთი გამოხატული სიტყუათგან ღმრთისათა წარსლვად, რამეთუ რომელი-იგი ჩუენ მცირე და საწუნელ გჳჩს, იგი ცათა და ქუეყანისა უფროჲს არს წინაშე ღმრთისა.

ამიერითგან ისმინეთ ჩემი, ძმანო ჩემნო, და გითხრა, რომელსა შემძლებელ იქმნეს უძლური ესე გონებაჲ ჩემი გამოთქუმად.

 

თავი პირველი

შიშისათჳს ღმრთისა

ნეტარ არს კაცი იგი, რომელსა თანა არს შიში ღმრთისაჲ ყოლადვე, და რამეთუ სული წმიდაჲ მისცემს ყოლადვე ნეტარებასა, ვითარცა წერილ არს: ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა და მცნებანი მისნი ჰნებავნ ფრიად (ფს. 111.1). და იჴსნეს იგი უფალმან ჴელთაგან მტერთა მისთაჲსა. რამეთუ ყოველსა, რომელსა თანა არს შიში ღმრთისაჲ, მწრაფლ შემძლებელ არს იგი წინააღდგომად ყოველთა გულის-სიტყუათა მტერისათა და წარმო\ტყუენვად ყოველსა ძალსა მისსა. რომელსა თანა დამკჳდრებულ არს შიში ღმრთისაჲ, არა ჩქუეფნ იგი გულის-სიტყჳთა აქა და იქი და არცა იცვალებინ ადგილითი-ადგილად. რომელსა თანა არნ შიში ღმრთისაჲ, დაწყნარებულად მოელინ იგი მოლვასა უფლისა თჳსისა, რაჲთა არა მოვიდეს უგრძულად და პოვოს იგი უდებებასა შინა და მისცეს იგი სატანჯველსა საუკუნესა.

რომელსა თანა არს შიში ღმრთისაჲ, არა ოდეს უდბად დაიძინის, არამედ ყოველსა ჟამსა მღჳძარედ ზრუნავნ იგი სულისა თჳსისა ცხორებისათჳს. რომელსა ეშინის ღმრთისა, არა ოდეს ძილითა გან[ძ]ღის იგი, არამედ სულითა ფრთხილითა მოელინ იგი მოსლვასა უფლისა თჳსისასა. რომელსა ეშინის უფლისა, არა ეძიებნ იგი განსუენებასა ჴორცთა თვსთასა, რაჲთა არა მედგრობისა მისასთჳს განურისხნეს მას უფალი თჳსი. რომელსა ეშინის ღმრთისა, ყოველსა ჟამსა ეძიებს იგი განსუენებასა უფლისა თჳსისა და განმზადებული მოელის, რაჲთა, ოდეს მოვიდეს, განისუენოს საქმესა მისსა ზედა და აქოს სარწმუნოებაჲ მონისაჲ მის და მრავალთა საფასეთა ზედა დაადგინოს იგი რომელმან მოიგო შიში ღმრთისაჲ, მან მოიგო ყოველი სათნოებაჲ კეთილი და აცხოვნა სული თჳსი.


მისთჳს, რომელსა არა ეშინის ღმრთისა. მეორჱ.

რომელსა არა ეშინის ღმრთისა, ურიდად იპოვების იგი ყოველსა შინა საქმესა მტერისასა და ნებასა მისსა. რომელსა არა ეშინის ღმრთისა, მარადის ეძიებს იგი განცხრომასა და განსუენებასა, შეეყვის იგი შუებათა დიდთა და განსუენებათა და დიდებათა, დაიძინის უსაზომოდ და არა ჰნებავნ ზე აღდგომაჲ საქმისათჳს სათანადოჲსა, არამედ იქმნის იგი ჭურ დაჴსნილობისა და ჭურჭერ მცონარობისა და იგემოვნებნ ნებასა ჴორცთასა და ყოველსა განსუენებასა ამის სოფლისასა სიტკბოებით შეიწყნარებნ. და უშიშ არნ იგი მოსლვისათჳს ღმრთისა თჳსისა და უდებ საქმისათჳს საღმრთოჲსა, ერიდებინ შრომასა და სძაგებნ მშრომელთა, ჰგმობნ მდაბალთა და აქებნ ამპარტავანთა და თანა-ექცევინ ზუავთა და თავჴედთა.

მაშინ მოიწიოს უფალი მისი ჟამსა, რომელსა არა ჰგონებდეს და პოოს იგი ესევითარსა განგებასა, რომელი არა სათნო არნ წინაშე მისსა. და უბრძანოს შეკრვაჲ მისი ჴელით და ფერჴით და შთაგდებად იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა. და ვინმე არა მისცეს ვაებაჲ ეგევითარსა მას საწყალობელსა!

 

სიყუარულისათჳს : გ^ :

ნეტარ არს კაცისა მის, რომლისა თანა არს სიყუარული ღმრთისაჲ, რამეთუ მას შინა ღმემრთი დამკჳდრებულ არს. რამეთუ ღმერთი სიყუარული არს და ყოველსა, რომლისა თანა არს სიყუარული ღმრთისაჲ, ღმერთი მის თანა არს მარადის და რომლისა თანა ღმერთი არს, შემძლებელ არს იგი წინა\აღდგომად ყოველსა ძალსა მტერისასა. რომლისა თანა არს სრული სიყუარული, არავის შეურაცხ-ჰყოფს, არცა მცირესა, არცა დიდსა, არცა მდიდარსა, არცაგლახაკსა, არამედ ჰხედავნ თავსა თჳსსა ყოველთა უდარეს და უნარჩევეს და უნაკლულეს, ყოველსა თავს-იდებნ, ყოველსა მოითმენნ. რომლისა თანა არს სიყუარული, არცა განლაღნის მოყუსისა ზედა, არცა ზუაობნ, არცა ვის განიკითხავნ. და უკუეთუ სხუაჲ ვინმე განიკითხავნ მოყუასსა, მან არა თავს-იდვის, არამედ ამხილის და მოაქციის.

რომლისა თანა არს სიყუარული, არა ემოყუსებინ მზაკუვარსა, არცა ვალნ ამპარტავანთა თანა. რომლისა თანა არნ სიყუარული, არა შურნ მონაგები ცოდვილთაჲ, არამედ ზრუნავნ მათთჳს და ასწავებნ ლმობიერად, და ნუგეშინის-სცემნ, და ოდეს იხილის მოყუასი ჭირსა შინა და განსაცდელსა, მწუხარე არს მისთჳს და ელმინ, და შემწე ეყვის ყოველთა ყოვლითა ძალითა მისითა, ვიდრე სიკუდიდმე. რომლისა თანა არნ სიყუარული, არა უგულებელს-ყვის უცხოჲ, არამედ შეიწყნარის სიყუარულით და განუსუენის მოსწრაფედ. რომლისა თანა არს სიყუარული, მან აღასრულოს ნებაჲ ღმრთისაჲ და არს იგი ჭეშმარიტად მოწაფე ქრისტესი, რამეთუ ესრეთ ჰრქუა მჴსნელმან ჩუენმან სანატრელთა მოციქულთა: "ამით უწყოდიან ყოველთა, ვითარმედ მოწაფენი ჩემნი ხართ, ოდეს იყუარებოდით ურთიერთას" (იოანე 13.35).

რომლისა თანა არს სიყუარული, არარაჲ განიჩემის საკუთრად თავისა თჳსისა, არამედ ყოველი, რომელი აქუნ, სხუათათჳს ჰნებავნ. რომლისა თანა არნ სიყუარული, არავის ჰხედავნ უცხოდ, არამედ ყოველთავე თჳსა მეგობრად ჰხედავნ, და არცა ოდეს აღაშფოთნის და არცა უხარინ ბოროტსა ზედა ძმისასა და არცა ძჳრსა იტყჳნ ტყუვილით და არცა ვისთჳს მტერობასა იმარხავნ თჳნიერ ეშმაკთასა, არამედ ყოველსავე სულგრძელებით მოითმენნ. ნეტარ არს მის კაცისა, რომელმან მოიგო სიყუარული და ესრეთ მივიდა იგი წინაშე ღმრთისა ყოველთა დამბადებელისა, რომელმან-იგი უწყნის აღბეჭდულნი ბეჭდითა თჳსითა და შეიწყნარნეს იგინი სასუფეველსა მისსა ანგელოზთა თჳსთა თანა და დაიმკჳდრონ ქრისტეს თანა. რამეთუ ძე ღმრთისაჲ სიყუარულისათჳს მოვიდა ქუეყანად და სიყუარულითა განგჳღო ჩუენ სამოთხე და სიყუარულისათჳს გჳჩუენა ჩუენ გზაჲ აღსავალი ზეცად, რამეთუ ვიყვენით განდგომილ და მტერ ღმრთისა და სიყუარულითა დამაგნა ჩუენ მამასა. და ამისთჳს ჯერ-არს თქუმად, ვითარმედ: ღმერთი სიყუარული არს, და რომელი დაადგრეს სიყუარულსა ზედა, იგი ჰგიეს ღმრთისა თანა მარადის.

 

მისთჳს, რომელსა თანა არა არს სიყუარული : დ^ :

ჭეშმარიტად საწყალობელ არს კაცი იგი, რომლისა თანა არა არს სიყუარული, რამეთუ დღენი ცხორებისა მისისანი ვითარცა სიზმარნი წარჴდენ. ვინ არა ეგლოვდეს ეგევითარსა მას, რომელმან განაშოვნა თავი თჳსი სიყუარულისაგან და დააკლო სულსა თჳსსა ნათელი ბრწყინვალე და მოუგო მას ბნელი იგი წყუდიადი. ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, ძმანო ჩემნო, რომლისა თანა არა არს სიყუარული, ღმერთი არა არს მის თანა, რამეთუ უტყუველი პირი იტყჳს ამას, რამეთუ: რომელსა თანა არა არს სიყუარული, იგი ბნელსა შინა ვალს მარადის და ცოდვასა შინა იქცევის; რომლისა თანა არა არს სიყუარული, იგი მწრაფლ აღეგზნის გულის-წყრომითა და უხარინ ძჳრი მოყუსისაჲ, და არავის დაცემულსა ჴელთ-აღუპყრის აღდგინებად და არცა ასწავის ცოდვილსა.

რომლისა თანა სიყუარული არა არს, იგი ბრმაჲ არს გონებითა და არს იგი მეგობარი ეშმაკთაჲ. მოყუარე მაგინელებელთაჲ და თანა-მავალ ძჳრის მოქმედთაჲ, და რასაღა განვამრავლებთ სიტყუასა! რომლისა თანა არა არს სიყუარული, ჭური არს იგი ეშმაკთაჲ და შეცთომილ არს იგი ყოველთა გზათა მისთა და არა უწყის, ვითარმედ ბნელსა შინა ვალს.


სულგრძელებისათჳს

ჭეშმარიტად ნეტარ არს იგი, რომელმან მოიგო სულგრძელებაჲ, რამეთუ აქებს მას წერილი და იტყჳს: "კაცი სულგრძელი მრავალ-გონება არს და ბრძენ" (იგავნი 17.27). კაცი სულგრძელი არასადა ევლტინ განსაცდელთა, მოწევნულთა მის ზედა, არამედ მადლობით მოითმენნ და სიხარულით სასოებასა ღმრთისა თჳსისასა და უშფოთველად იმარხავნ თავსა თჳსსა. კაცი სულგრძელი არაოდეს აღეგზნის გულის წყრომად და გინებად, და არცა აღიძრის გინებად სიტყუასა ცუდსა. და უკუეთუ ვინმე უსამართლოჲ უყვის მას, იგი არა შეწუხნის. და თუ ვინმე ეშჯინ, არა სიტყუა-უგებნ, და ყოველსა სიტყუასა ზედა და საქმესა განმტკიცებული შეუცთომელად ჰგიედ სავსე ყოვლითა საქმითა კეთილითა, და მხიარულ არნ იგი განსაცდელთა მოწევნისათჳს და რომელი-რაჲ ებძანის ვისგანმე, არა სიტყუა-უგებნ მას არა საქმედ. და უკუეთუ ვინმე შეჰრისხნის, არა შეშფოთნის, არამედ სულგრძელ არნ ყოველსა ზედა და მოითმენნ ყოველსა.

 

მისთჳს, რომლისა თანა არა არს სულგრძელებაჲ

რომლისა თანა არა არს სულგრძელებაჲ და მოთმინებაჲ, მყის აღირღჳს იგი შფოთებად და გულის წყრომად. უკუეთუ ვინმე სიტყუა-უგის, მან აგინის, და უკუეთუ ვინმე აგინის, გუემის. და უკუეთუ ვინმე ძჳრი უყვის, შური იძიის. ემოყურებინ იგი კაცთა, რომელთაგან სარგებელსა რას ჰპოვებნ. რომლისა თანა არა არს სულგრძელებაჲ, სიტყუაჲ და საქმჱ მისი ვითარცა ფურცელი ქარისაგან მიმოდაიტაცებენ, რამეთუ სიტყუასა მისსა არა აქუნ სიმტკიცე და მწრაფლ აქცევნ საქმეთა ამიერ და იმიერ, და დაამტკიცებნ ბოროტსა. და ყოველი კაცი მის წინაშე არნ, ვითარცა არარაჲ. უსამართლოდ შემწე არნ და განმამართლებელ ცრუთა, და არასადა დაჰმარხის საიდუმლოჲ მოყუსისა თჳსისაჲ. რაჲმე იყოს უსაწყალობელეს ესევითარისა კაცისა!

 

სასოებით მოთმინეთათჳს

ნეტარ არს, რომელმან მოიგო მოთმინებაჲ, რამეთუ მოთმინებაჲ სასოებასა შეიქმს, ხოლო სასოებამან არა არცხჳნის. ჭეშმარიტად ნეტარ არს, რომლისა თანა არს მოთმინებაჲ, ვითარცა იტყჳს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ვითარმედ: "რომელმან დაითმინოს, იგი სრულიად ცხონდეს" (ფს. 39.1). და რაჲმე უკუე იყოს უდიდეს აღთქუმისა ამის, რამეთუ უფალი ტკბილ არს და კეთილსა უყოფს მათ, რომელთა დაუთმონ.

აწ გამოვიძიოთ და ვიხილოთ, თუ რავდენი სარგებელი აქუს მოთმინებასა. და არა ხოლო თუ ერთსა საქმესა ზედა ოდენ საჴმარ არს იგი, არამედ ფრიად მრავალსა: მოთმინე მხიარულ არნ ჭირთა მოწევნასა, და გამოიცადის იგი განსაცდელთა შემთხუევასა, და განმზადებულ არნ იგი ყოველთა მორჩილებად; მოთმინე განშუენდის სულგრძელებითა და სავსე არნ სიყუარულითა და მავნებელსა ჰლოცავნ; დუმილსა იმარხავნ და წიგნის კითხვასა სურვიელ არნ; მარხვასა მოსწრაფე და ლოცვასა გულს-მოდგინე, ჴელთ საქმარსა უცონელ და მიცემა-მოღებასა მარტივ; ყოველსა ბრძანებასა მორჩილ და სიტყჳს გებასა სულგრძელ, და, თუ რასმე საქმესა ზედა დაიდგ[ი]ნის, სარწმუნო იპოვის. მსახურებასა მხიარულ არნ და ძმათა განსუენებასა ტკბილ და განზრახვასა ბრძენ; ღამისა თევასა მოხარულ და უცხოთა შეწყნარებასა განკრძალულ; სნეულთა მოღუაწე და მწუხარეთა ნუგეშინის-მცემელ.

რომელმან მოიგო მოთმინებაჲ, მან მოიგო სათნოებაჲ და სასოებაჲ, და ესე განშუენებელ არს ყოვლითა საქმითა კეთილითა და კადნიერად ღაღადებს ღმრთისა მიმართ და იტყჳს: "თმენით დაუთმე უფალსა, მომხედა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისაჲ" (მათე 10.22).

 

მისთჳს, რომელსა არა აქუს მოთმინებაჲ :ჱ:

ვაებისა მიცემად ღირს არს საწყალობელი იგი კაცი, რომელსა არა აქუს მოთმინებაჲ, რამეთუ წერილ არს: ვაჲ მათდა, რომელთა არა აქუს მოთმინებაჲ, ვითარცა ფურცელი ქარისაგან მიმოიტაცებინ, ამან არცა ჭირი თავს-იდვის და არცა გინებაჲ დაითმინის. რომელსა არა აქუს მოთმინებაჲ, არაოდეს წარემართის საქმე მისი, არამედ არნ იგი შფოთის მოყუარე და მოყუსისა განსუენებასა მოძულე, ლოცვასა დაჴსნილ და მარხვასა მოწყინე, ღამის თევასა მცონარ და ცუდის მეტყუელებასა მოსწრაფე, წიგნის კითხვასა მძინარე და ზღაპრობასა მღჳძარე, მარხვასა მოლალე და ჴელთ საქმარსა მოზარე, ბოროტისათჳს ახოვან და კეთილისათჳს ჩუკენ.

უკუეთუ ვინმე იხილოს წარმატებად, მოშურნე არნ მისთჳს ბოროტად. რომელსა არა აქუს მოთმინებაჲ ფრიად, ავნებს იგი თავსა თჳსსა და ვერ შემძლებელ არს იგი კეთილისა საქმედ. აწ უკუე ვისწრაფოთ ღუაწლთა მათ მოთმინებად, ვითარცა იტყჳს მოციქული: დაუთმოთ განსაცდელთა, რაჲთა ვცხოვნდეთ ჩუენ უფლისა მიერ ღმრთისა ჩუენისა.

 

უშფოთველობისათჳს : თ^ :

ნეტარ არს კაცისა მის, რომელი მწრაფლ არა აღშ\ფოთნების და არცა შეიწყნარებს მჴურვალებასა გულის წყრომისასა, რამეთუ არს იგი მშჳდობისა მეძიებელ. ყოველმან, რომელმან განდევნა შფოთისა სიყუარული, არს იგი ყოლადვე დაწყნარებულ და მდოვრ სულითა და მოხარულ გულითა და მხიარულ პირთა, რომელსა ესმეს სიტყუაჲ რისხვისაჲ და არა მწრაფლ აღშფოთნეს და არა მწრაფლ აღიძრას გულის წყრომად, არს იგი მოქმედ კეთილისა და სიმართლისა, შეუკრძალავს მას ენაჲ თჳსი და არა მრავალსა ქარსა მიმოდაჰყვების და ყოველთა მიერ საყუარელ არს იგი.

რომლისა თანა არა არს შფოთი, არა სიტყჳს მგებელ არს მოყუსისა და არა უხარინ უსმართლოსა ზედა და იმარხავნ სულგრძელებასა, და არნ იგი სამკჳდრებელ სულისა წმიდისა. რომელსა არა უყუარს სული შფოთებისაჲ, არს იგი დედა სიყუარულისა და მშობელ სიმდაბლისა და მოყუას მოთმინებისა და შემკობილ ყოვლითა საქმითა კეთილითა. რომელმან სძლო აღშფოთებასა, ქებულ არს იგი ყოველთა მიერ და ქრისტეს მიერ საყუარელ და ანგელოზთაგან დიდებულ, და არს იგი სამ გზის სანატრელ და ცოცხალ სულითა და ჴორცითა და გონებითა მარადის და უკუნისამდე.

 

შფოთის მოყუარისათჳს : ი^ :

რომელსა ზედა უფლებელ არს სული შფოთისა და რისხვისაჲ. იგი მარადის გულ-მწყრალ არნ საქმესა ზედა კნინსაცა და დიდსაცა. ამისთჳს იტყჳს წმიდაჲ წერილი, ვითარმედ გულ-მწყრალობამან კაცისამან სიმართლჱ ღმრთისაჲ არა ქმნის, და ჭეშმარიტად საწყალობელ არს კაცი იგი, რომელი ესრეთ ძლეულ არს სულისა მისგან მრისხანებისა. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: გულ-მწყრალი მკლველ არს სულისა თჳსისა და არს იგი მარადის შფოთ და მწუხარე და გულის წყრომითა გუამი მისი დადნებინ და სული მისი განკფდებინ ფერი პირისა მისისაჲ მარადის ყჳთელ არნ და გული მისი შერყეულ და გონებაჲ შეშფოთებულ და არნ-ცა იგი მოძულებულ ყოველთა კაცთა მიერ. რამეთუ არა აქუნ მას სულგრძელებაჲ და სიყუარული და კნინისა საქმისათჳს აღეგზნის იგი მრავლის მეტყუელებად. და შეჰკსინდის იგი ცუდთა და უნდოთა რაჲმე საქმეთათჳს კაცსა მართალსა და ცრუსა. ეყუარებინ გინებაჲ კაცთაჲ და იგემოვნებ სხჳსა განკითხვასა. რამეთუ არნ იგი მშჳდობისათჳს ჩუკენ და ბოროტისათჳს ახოვან. და ჯერ-არს გლოვაჲ ესევითარსა ზედა კაცსა შფოთის მოყუარესა და ლოცვაჲ და მარადის კრძალვაჲ ბოროტთა მათ ვნებათა.

 

სიმშჳდისათჳს : ი^ა :

ნეტარ არიან მშჳდნი ჭეშმარიტად, რამეთუ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე მისცემს მათ ნეტარებასა და იტყჳს: "ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ" (მათე 5.5). რაჲ უკუე უდიდეს არს ამის ნეტარებისა ანუ რომელსა სიხარულსა მიიწიოს კაცი უფროჲს მისსა, რომელმან დაიმკჳდროს სიწმიდისა იგი ქუეყანაჲ. და კუალად თქუა უფალმან ესაია წინაწარმეტყუელისა მიერ: "მე ვისმე მივხედო, არამედ მდაბალთა და მყუდროთა და რომელნი ძწოდიან სიტყუათაგან ჩემთა" (ესაია 66.2). და რაჲმე უფროჲს არს აღთქუმისა ამის და პატივისა, რომელსა-იგი ღმერთმან წყალობით მიჰხედოს.

აწ უკუე მოსწრაფე იყვენით, ძმანო ჩემნო, რაჲთა არა თანა-წარგჴდეს ესევითარი ნეტარებაჲ და სიხარული მიუწდომელი და მოიგეთ სიმშჳდე და მყუდროებაჲ. რამეთუ კაცი მშჳდი და მდაბალი შემკულ არს ყოვლითა საქმითა კეთილითა, რამეთუ მშჳდნი შეურაცხებასა მოთმინე არიან და გინებასა უხარინ და, თუ ვინმე შეაწუხის, ულოცავნ, და მრისხანესა დაამშჳდებნ მყუდროებით და სიყუარულით, და სიყუარულსა მისსა ზედა შეუორგულებელად ჰგიედ. მსახურებასა უცონილ არნ [და] სიმდაბლესა ზედა უხარინ, და ამპარტავნებამან არა პოვის ადგილი მის თანა. უკუეთუ ვისგანმე იდიდებინ, არა აღზუავნის და, თუ იქის, არა განდიდნის, რამეთუ კაცთ მოთნებაჲ განშორებულ არნ მისგან და ბოროტი არა მიეხის, და განკითხვაჲ მოყუსისაჲ არა შეიწყნარის. სძულნ მას შეურაცხებაჲ ძმისაჲ და ცუდის მეტყუელებაჲ სძაგნ, და ჰყუარობნ ყოველსა კეთილსა საქმესა და სათნოებასა ღმრთისასა კეთილად შედგომილ არნ.


მისთჳს, რომლისა (თანა) არა არს სიმშჳდე : ი^ბ :

ჯერ-არს უკუე, ძმანო გლოვაჲ და მწუხარებაჲ მისთჳს, რომლისა თანა არა არს სიმშჳდე, რამეთუ სავსე არს იგი ყოვლითა მედგრობითა, და უკეთურებითა, და სული წმიდაჲ იტყჳს ეგევითარისათჳს, ვითარმედ: "ნუ გშურნ უკეთურთაჲ, რამეთუ უკეთურნი ადრე მოისრნენ" (ფს. 36. 1-27) . და კუალად უფალი იტყჳს, ვითარმედ: "კაცმან უკეთურმან საუნჯისაგან გულისა თჳსისა გამოიღის ბოროტი" (ლუკა 6.45) , რამეთუ კაცსა უკეთურსა ეშმაკი არა უჴმს, რამეთუ იგი თჳთ თავისა თჳსისა ეშმაკ არს.

აწ უკუე მღჳძარე იყვენით, რაჲთა არა გეუფლოს თქუენ ვნებაჲ ესე და მისსა შემდგომად თავსა თჳსსა აბრალებდეთ. კაცსა უკეთურსა მარადის უხარინ ბოროტსა ზედა, რამეთუ სავსე არნ ზაკუვითა და მედგრობითა, მარადის შფოთ არნ, მარადის ირისხვინ, მარადის მოწყინე არნ, მარადის მოშურნე არნ, მარადის მასმენელ არნ. უკუეთუ მსახურებაჲ ებძანის, ურჩ ექმნის. უკუეთუ ვინ სიტყუა-უგის, აღშფოთნის. უკუეთუ ჰკითხის რაჲმე ვინ, ბოროტისა განმზრახველ ექმნის. უკუეთუ ვინმე წარმართებულად იხილის, დაუმძიმდის. უკუეთუ ვინმე ქველის საქმედ იხილის, დაჰჴსნინ და ყოლადვე ყოველთა მაშფოთებელ არნ. სწუნობნ წრფელთა და ჰბასრობნ მდაბალთა, ეკიცხევნ სულგრძელთა, ჰყუედრინ გლახაკთა და აგინებნ უცხოთა, და შემწე არნ ბოროტის მოქმედთა და არნ იგი ლოცვასა სულ-მოკლე, მღჳძარებასა მოწყინე, მარხვასა დაჴსნილ და ყოველსავე კეთილისა საქმესა უძლურ. და ჭეშმარიტად საწყალობელ არს, რომლისა თანა არიან ესსევითარნი ვნებანი.

 

ჭეშმარიტებისათჳს : ი^გ :

ნეტარ არს კაცისა მის, რომელმან მოიგო მარადის ჭეშმარიტებაჲ და არა ეუფლოს მას სული სიცრუვისაჲ. სამ გზის სანატრელ არს, რომელი იქმს ჭეშმარიტებასა, რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს და სიცრუვე არა არს მის თანა. და ვინ არა ჰნატრიდეს, რომლისა თანა არს ჭეშმარიტებაჲ, რამეთუ მსგავს არს იგი ღმრთეებისა ჭეშმარიტებითა.

რომელი ეძიებს ჭეშმარიტებასა, სათნო არს იგი ღმრთისა და კაცთა, რამეთუ მრავალთა სარგებელ ეყვის იგი ჭეშმარიტებით. არავის თუალ-ახუნის და არცაღა კაცთა სათნოებისათჳს რას იქმნ, და არცა პატივისა და დიდებისათჳს ცრუდ განბჭის ვისთჳსმე, და სამართალსა ზედა არცა მდიდარსა შემწე ეყვის და არცა გლახაკი უგულებელს-ყვის. და შემკულ არნ იგი ყოვლითავე კეთილისა საქმითა, და ნეტარ არს, რომელი მარადის იმარხავს ჭეშმარიტებასა და სამართალსა.

 

სიცრუვისათჳს : ი^დ :

ვაჲ არს კაცისა მის საწყალობელისა ცრუჲსა და მზაკუვარისა და მტყუვარისა, რომელი მსგავს არს ეშმაკისა, რამეთუ ეშმაკი დასაბამითგან მტყუვარი არს, და ყოველი ტყუვილი და სიმწარე თესლისა მისისაგან აღმოცენებულ არს. და არს იგი მოძულებულ ღმრთისაგან. და ვინმე არა სტიროდის და მისცეს ვაებაჲ ცრუსა და მტყუვარსა, რამეთუ არა ოდეს წარემართის საქმჱ მისი კეთილისა მიმართ, კაცი მტყუვარი მარადის მაგზებელ არს ძმათა შორის შფოთისა და ლალვისა, და არს იგი განმლეველ სათნოებისა, ვითარცა გესლი რკინისა. რამეთუ ტკბილად ისმენნ სიტყუასა და შეჰძინის ბოროტნი სიტყუანი ტყუვილით და მიმოჰქონედ ზრახვანი საშფოთებელნი და ვითარცა ძღუენსა სათანადოსა მიუძღუნებნ გულსა წრფელთასა და აღაგზნებ მათ მანკიერებად, და იგი იხარებნ ამას ზედა.

არა არს წყლულებაჲ უბოროტეს წყლულებასა სიცრუვისა და ტყუვილისასა. ამისგან დაიცვენით თავნი თჳსნი, ძმანო, და ნუმცა გეუფლების თქუენ სული სიცრუვისაჲ.

 

მორჩილებისათჳს : ი^ე :

ნეტარ არს ჭეშმარიტად კაცი მორჩილი და უზაკუველი, რამეთუ მსგავს არს იგი მოძღუარსა თჳსსა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელი-იგი მორჩილ იქმნავე სიკუდიდმდე. ნეტარ არს, რომელმან მოიგო მორჩილებაჲ, რამეთუ მან მოიგო სიმდიდრე პატიოსანი,

რომლისა თანა არს მორჩილებაჲ, უკუეთუ რასმე ებრძანის, არა ურჩ ექმნის და, თუ ვინმე შეჰრისხნის, არა აღშფოთნის. და, თუ იგინის, არა სიტყუა-უგის, რამეთუ განმზადებულ არნ ყოველსავე საქმესა კეთილისასა საქმედ. ყოველი განსაცდელი, რომელი მოიწიის მის ზედა, მადლობით შეიწყნარის იგი ღმრთისაგან. არა იცვალებინ ადგილითი-ადგილად და არცა მონასტრითი-მონასტრად. უხარინ შრომისათჳს ჰყუარობნ მასწავლელთა, და ადგილსა, რომელსა დაეწესის, არღარა განეშორის ვიდრე სიკუდიდმდე. არავის ძმათაგანსა შეურაცხ-ჰყოფნ და არცა უხუცესსა და მოძღუარსა განიკითხავნ. არა უხარინ განსუენებისათჳს და არცა შეწუხნის ჭირისათჳს.

მრავალ არს მადლი მორჩილთაჲ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: დიდ არს ნაყოფი მორჩილებისაჲ და ნეტარ არს, რომელმან მოიგოს იგი.

 

ურჩებისათჳს : ი^ვ :

მარადის უბადრუკ და საწყალობენ არს, რომლისა თანა არა არს მორჩილებაჲ რამეთუ დრტჳნავნ იგი ყოვლისათჳს მარადის. მონაზონი ურჩი და მჩივანი ფრიად მავნებელ არს ადგილსა და დამაბრკოლებელ ძმათა. მონაზონსა ურჩსა უკუეთუ ებრძანის რაჲმე, არა ქმნის, არამედ სიტყუა-უგებნ და არასადა კეთილისა საქმესა წარემართის, და რომელნი იქმანედ მათ, აბრკოლებნ და ურჩებით სიტყჳს-გებასა ასწავებნ. მცონართა უშუელინ და მოწყინეთა შეეწივნ და ყოველთა დაჰჴსნინ, და განდგომილებასა ასწავებნ. და ურჩისა და მცონარისა საქმე არა ოდეს წარემართის, ვითარცა იტყჳს წერილი. უკუეთუ წარივლინის ვიდრემე მცონარი, იწყის მიზეზობად და იტყჳნ, ვითარმედ: გზასა ზედა ლომი არს და ავაზაკნი მზირიან. და უკუეთუ ლოცვად აღადგინებდე, აღშფოთნეს და მუცლისა ტკივილი მიზეზ-იდგას და თავი ილმოს. და თუ ასწავებდე, გრქუას: თავსა შენსა ასწავე ვიდრე ჩემდა სწავლადმდე, ჩემთჳს შენ არა მოგეჴადების; ვითა ღმერთსა უბრძანებიეს, ეგრე ყოფად ვარ; ნეტარ თუმცა შენ ჩემ ოდენ იცოდე, რაჲ ჴამს. უხარინ განსუენებასა ზედა და მწუხარე არნ შრომისათჳს, და მხიარულ არნ ტაბლისა დადგმასა და წუხნ მარხვისათჳს. ასმენნ ერთიერთსა და შეჰკრებნ და თხზავენ შფოთსა და მანკიერებასა, და დაჰჴსნინ სიყუარულსა და აღაზნებნ სიძულილსა.

ამისთჳს, ძმანო ჩემნო, ნუმცა ვინ თქუენგანი არს ურჩ და მდრტჳნავ, რომელი გებრძანოს მსახურებად ძმათაგან, რაჲთა ურჩებისა პატიჟთაგან განერნეთ.

 

უშურველობისათჳს : ი^ზ :

ნეტარ არს, რომელი არა იძლია შურითა და ჴდომითა, რამეთუ შური და ჴდომაჲ შეთხზულ არიან ურთიერთას, და რომლისა თანა არს ერთი მათგანი, ორივე მის თანა არს. ნეტარ არს, რომელი არა შევარდა საფრჴესა შურისასა, რამეთუ რომელსა ჰშურდეს კეთილი მოყუსისაჲ, იგი ეშმაკთა თანა დაისაჯოს. და რომელსა აქუს შური საეშმაკოჲ, ოდეს ძმაჲ თჳსი დიდებულად პატივსა შინა, აქუნ მას მტერობაჲ და სიძულვილი და ყოველი ბოროტი.

უკუეთუ ვინმე იხილის წარმატებად, დამძიმდის და ჰგმობნ მანკიერებით. ხოლო რომელსა არა აქუნ მანკიერებაჲ საეშმაკოჲ, ოდეს იხილის ძმაჲ თჳსი წარმატებად, უხარინ, და ოდეს იხილის ძმაჲ თჳსი დიდებულად პატივსა შინა, მხ[ი]არულ იქმნის მისთჳს, და ყოველსა კაცსა ჰხედავნ უფროჲს თავისა თჳსისა და უპატიოსნეს, და თავსა თჳსსა ჰხედავნ უდარეს ყოველთა კაცთასა.

რომლისა თანა არა არნ შური, მოხარულთა თანა უხარინ მას და მოქმედთა თანა შემწე-ეყვის კეთილისა საქმესა. უკუეთუ ძმაჲ ვინმე იხილის დაბრკოლებად, ჴელის ამპყრობელ ეყვის მას და განამტკიცებენ მას ძლიერად, და უკუეთუ განსუენებად იხილის, არა შეასმენ[ენ]. და უკუეთუ ცოდვასა იხილის, არა განგმის შეურაცხებით და არცა განიკითხავნ, არამედ ასწავებნ მოსწრაფედ და მის თანავე ელმინ. უკუეთუ იხილის აღშფოთებულად, დააწყნარებნ მშჳდობად სიყუარულითა. და უკუეთუ იხილის მწუხარედ, მის თანავე მწუხარე არნ და კეთილითა სიტყჳთა ნუგეშინის-სცემნ მას. და თუ იხილის უცები, იგი ასწავებნ მას და განაბრძობნ უშურველად. და უკუეთუ მძინარედ იხილის ლოცვასა, სიყუარულით განაღჳძებნ და ასწავებნ.

და ნეტარ არს კაცი იგი, რომლისა თანა არა არს შური და ჴდომაჲ.

 

მოშურნებისათჳს : ი^ჱ :

რომელი წყლულ არს ისრითა შურისაჲთა, არს იგი ყოლადვე უბადრუკ და თანა-მოდგამ და ზიარ ეშმაკისა, რომელმან-იგი შურისა მიზეზითა სიკუდილი სოფლად შემოიღო. რომლისა თანა არს შური და ჴდომაჲ, არს იგი ყოვლისავე წინააღმდგომ და არა ჰნებავს პატივი ვისიმე უფროჲს თავისა თჳსისა. და ოდეს ვინმე იხილის სულიერად წარმატებასა, შეურაცხ-ყვის და სწუნობნ. და უკუეთუ იხილის კაცი სათნოებასა შინა, ჰგმობნ და იჭუეულ-ყვის მდაბალი. და თუ ვინმე მმარხველად იხილის, იტყჳნ მისთჳს, ვითარმედ: ამპარტავან არს. და თუ იხილის კაცი მღჳძარედ და მეტყუელად, იტყჳნ მისთჳს, ვითარმედ: კაცთა ეჩუენების. უკუეთუ ვინმე იხილის მოსწრაფედ მსახურად, იტყჳნ მისთჳს: ესე მუცლისათჳს ჰმსახურებს და ქებასა ეძიებს. და თუ იხილის ვინმე წიგნის კითხვად, თქჳს, ვითარმედ: მოცალე არს იგი.

მოშურნესა არასადა უხარინ წარმატებაჲ კაცისაჲ, რამეთუ გული მისი მარადის სავსე არს მწუხარებითა და გუამი მისი განილევინ და ძალი მოაკლდებინ, და ყოველსავე იგი თუალითა ბოროტითა ჰხედავნ, და თუალთ-აღებნ, დღეს ამის თანა არნ და ხვალე იმის თანა, ყოველთა თანა იცვალებინ და მისგან იშვის მტერობაჲ და სიძულილი. ამისგან ვივლტოდით, საყუარელნო, რაჲთა არა ნაყოფსა მისსა ვეზიარნეთ.


არამაგინებელთათჳს: ი^თ :

ნეტარ არს კაცისა მის, რომელმან ენითა თჳსითა არა ავნოს სულსა თჳსსა, არამედ გულისხმა-ყოს, ვითარმედ ყოველთავე საშჯელი თანა-გუაც სიტყუათათჳსცა ცუდთა. ნეტარ არს, რომელი არა იგემოვნებდეს სიტყუასა გინებისასა და არცა სმენაჲ მისი ეყუარებოდის. რომელი არა იგინებოდის, პირითა დაუცავს მას თავი თჳსი ვნებისაგან დიდისა. ამან არცა პირი თჳსი შეიგინა, არცა სხუათა საფრჴე ექმნა. რომელი ევლტოდის გინებასა, იგი მძლე ექმნას გუნდსა ეშმაკთასა. ყოველმან, რომელმან არა ასწავა გინებაჲ ენასა თჳსსა, მან მოიგო საფასე წარუვალი. რომელი არა სძაგებდეს მოყუასსა თჳსსა და არცა იგინებოდის, ესე თავისუფალ არს კაცის-კლვისაგან.

რომელსა არა ეუფლა გინებისა ეშმაკი, მან დაიცვა თავი თჳსი შეუგინებელად. რომელი არა ემოყუსოს მაგინებელთა, ემოყუსოს იგი ანგელოზთა. რომელმან არა მოიგონოს გინებაჲ გონებასა, სავსე არს იგი სიყუარულითა, რომელმან არა შეიგინოს პირი თჳსი გინებითა, სავსე არს პირი მისი ნაყოფითა სულისა წმიდისაჲთა. სამ გზის სა\ნატრელ არს, რომელმან დაიცვა ენაჲ თჳსი გინებისაგან.


მაგინებელთათჳს : კ^ :

რომელი აყუედრებდეს და აგინებდეს კაცთა, ესე უეჭუელად შთავარდეს მასვე, რომლისათჳსცა აყუედრებდეს მოყუასსა; რომელი სხუასა აყუედრებდეს, აყუედრებს იგი თავსა თჳსსა, რამეთუ არს იგი ჴორციელვე და შეთხზულ სოფლისა ცხორებასა. რომელი აგინებდეს და აყუედრებდეს სხუასა, არს იგი თჳთ უბადრუკ და საძულელ და კაცის-მკლველთა თანა დაისაჯოს იგი. ხოლო რომელსა თანა არს შიში ღმრთისაჲ, გონებაჲ მისი მარადის მის თანა არს, არა უხარის სხჳსა გინებაჲ და არცა ვის აყუედრ[ებს]. ხოლო რომლისა თანა იყოს ჩუეულებაჲ გინებისაჲ, ვაჲ არს საწყალობელისა მის და ღირს არს იგი გლოვისა, რამეთუ არარაჲ არს უბოროტეს გინებისა. ამისთჳს უკუე პავლე მოციქული იტყჳს: "არცა მაგინებელთა და მაყუედრებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ" (I კორინთ. 6.10) .

 

კრძალულებისათჳს : კ^ა :

სამ გზის სანატრელ არს კაცი იგი, რომლისა თანა არს კრძალულებაჲ,  [რამეთუ] კრძალულებითა [ცხ]ონდების კაცი. ისმინეთ უკუე, ძმანო ჩემნო, რავდენსა შინა საქმესა საჴმარ არს კრძალულება კაცისათჳს: კრძალვაჲ ნებასა ბოროტსა და კრძალვაჲ მრავლის მეტყუელებასა ცუდისა სიტყუასა და გინებასა და ყუედრებასა და წყევასა, და არა ზრახვად ყოლადვე, რომელი არა ჯერ-არს; და შესმენისაგან მოყუსისა, რაჲ არავინ შეურაცხ-ვყოთ და არცა საიდუმლოჲ ვისი განვაცხადოთ. დაკრძალვაჲ სმენისაგან და არა მიუპყრათ სასმენელი ცუდის მეტყუელებასა; და შეკრძალვაჲ თუალთაჲ, რაჲთა არა იხილონ შუენიერებაჲ სხჳსა, რომელი არა ჯერ-არს, არცა სარგებელ არს ჩუენდა.

კრძალვაჲ შფოთისაგან და გულის წყრომისა; კრძალვაჲ ცუდად დიდებისაგან და პატივისა და ქებისა; კრძალვაჲ გულის-სიტყუათაგან ბოროტთა, რაჲთა არა მისდრკე მათდა მოგონებითა და არცა იგემოვნებდე გონებასა შენსა; კრძალვაჲ საჭმელთაგან, რაჲთა არა ეძიებდე გემოანთა საჭმელთა და არცა უჟამოდ შჭამდე რას და არცა დაემორჩილო უძღებისა ეშმაკსა.

კრძალვაჲ სასუმლისაგან, რაჲთა არა უსაზომოდ ჰსუმიდე თჳნიერ შიშისა ღმრთისა და არცა ეძიებდე ტკბილთა და გემოვანთა სასუმელთა და არცა ჰსუმიდე უძღებებით არა ხოლო თუ ღჳნოსა, არამედ წყალსაცა. კრძალვაჲ სიძვისა ეშმაკსა, რაჲთა ყოლადვე დაიცვ\ნეს შენნი და არა მისდრკე და ტკბილად ჰზრახვიდე გულის სიტყუათა სიძვისათა, არამედ აღჳრ-ასხნე ნებასა ჴორცთასა შიშითა ღმრთისაჲთა.

ამისგან რომელმან დაიცვეს თავი თჳსი, იგი მიემთხჳოს კეთილთა მათ საუკუნეთა, რამეთუ არა ჰნებავს მას შემკობაჲ თავისა თჳსისაჲ ჴორციელად და არცა ეძიებნ ნელსაცხებელთა სულნელთა. და არცა იგემოვნებნ ქებისა სიტყუათა და არცა განაგრძვის ჴსენებაჲ დედათაჲ და საქმისა მათისაჲ, და არცა აღრევაჲ და ხილვაჲ მათი ჰნებავნ, და არცა სიტყჳს-გებაჲ მათ თანა და არცა თავს-იდვის ყოლადვე ხილვაჲ მათი გონებითა წამსაცა ერთსა, არამედ დაიცავნ და ეკრძალებინ თავსა თჳსსა. რაჲთა მიიწიოს იგი განსასუენებელსა მას და სიხარულსა მიუწდომელსა.

 

უკრძალულობისათჳს : კ^ბ :

რომელი არა ეკრძალებოდის თავსა თჳს[ს]ა, მწრაფლ ეუფლნიან მას საქმენი სასიკუდინენი. რომელი არა ეკრძალებინ თავსა თჳსსა, უყუარნ მას განსუენებაჲ და იგემოვნებნ სიტყუათა ცუდთა და ეძიებნ მრავალთა საჭმელთა და სასუმელთა, და განსცხრებინ და იხარებნ ჴსენებათა სასირცხჳნეთა და უნდოთა სიტყუათასა. და მარადის დაიწუებინ იგი გულის სიტყუათაგან სიძვისათა, და დაუცადებელად და ურცხჳნოდ ჰზრახავნ იგი მათ. ჰნებავნ მას დიდებაჲ და უყუარნ პატივი, და მხიარულად ისმენნ ჴსენებასა დედათასა, და იმკობნ თავსა თჳსსა და იცხებნ სურნელთა საცხებელთა, და იცინინ და განსცხრებინ და განსუენებულ არნ მას ზედა. და გონებასა თჳსსა გამოიწერნ პირ-შუენიერებასა დედათასა და გულსა თჳსსა გამოიხატვნ, რეცა ჴელითა შეიპყრობნ და აღრაცხავნ სირცხჳლისა სიტყუათა, და შეიტყუბის იგი და ასოთა თჳსთა შეახებნ საქმედ ბილწებისა და აღსრულებად ცოდვისა, და რეცა ჰზრახავნ ხენეშთა სიტყუათა და შეეცინინ და უწამწამებნ, და ბუნებისა თუალითა ჰხედავნ სამოსელსა და სამკაულსა მათსა, და ჴორცთა და ხატსა მათსა განიცდინ და რეცა პირსა აკოცებნ ბაგითა თჳსითა და იგემოვნებნ მდედრ სიტყუათა მათთა.

ესე ყოველნი სიწბოჲსა და სირცხჳლისა საქმენი გამოიხატნის გულსა თჳ(ს)სა, რომელი არა ეკრძალებინ თავსა თჳსსა და არცა დაიცავნ გონებასა თჳსსა ვნებათაგან. და ოდეს ესმინ სიტყუაჲ წიგნისაჲ სარგებელისათჳს, შეიჭმუხის პირი თჳსი, და ოდეს იხილის კრებული მამათაჲ შეკრებულად სულთა სარგებელისათჳს, განგმნის იგინი და ჰბასრობნ. და ოდეს იხილის მამასახლისი გინა მოძღუარი თჳსი მასწავლელად და შეკრძალვად სამწყსოსა თჳსსა, იგი შფოთ არნ და ძჳრსა უზრახავნ.

თუ ესმის სიტყუაჲ მარხვისათჳს, შეწუხნის; და ოდეს იხილის კრებული მამათაჲ, შეშფოთნის. და თუ დაემთხჳის კრებულსა დედათასა, განმხიარულდის და იმიერ და ამიერ ექცევინ მათ და სიტყჳთა ლაღობისაჲთა სიცილით და განცხრომით ჰზრახავნ მათ; უკუეთუ ღამე არნ, იღჳძებნ იგი, მოსწრაფედ და გულს-მოდგინედ მეტყუელებნ ჴმასა თჳსსა და აშუენებნ ჟამობასა, დაატკბობნ გალობასა, რაჲთამცა გემოვან ყო გალობაჲ და სათნო-ეყო დედათა. და ოდეს მამათა თანა ღამის თევასა დაემთხჳის, არნ იგი დაჴსნილ და მცონარ და მძინარე. სამ გზის უბადრუკ არს და საწყალობელ, რომელმან არა შეიწყნაროს და შეიკრძალოს თავი თჳსი ვნებათაგან. ამისთჳს, ძმანო ჩემნო, ოდეს გესმეს ნაყოფი კრძალვისაჲ და წარწყმედაჲ ურკძალულოებისაჲ, ისწრაფეთ კრძალვად და დაცვად თავთა თჳსთა.

ნეტარ არს, რომელი ეკრძალების თავსა თჳსსა მარადის სათნოებისათჳს ღმრთისა. და ნეტარ არს, რომელმან არა განარისხა ღმერთი საქმითა ბოროტითა. და ნეტარ არს, რომელი მარადის ჰმსახურებს ღმერთსა ჭეშმარიტებით და სიმართლით და არა ეუფლა მას გულის სიტყუაჲ ბოროტი წარმწყმედელი სული. ხოლო რაჲმე ვყო მე საწყალობელმან ამან, რომელი ვაქებ და ვადიდებ ყოველთა სათნოებათა და კეთილისა საქმეთა და არცაღა ერთისა მათგანისა მოქმედ ვარ მე, არამედ დამილევინ დღენი ჩემნი ბოროტთა შინა საქმეთა, და ჩემ ზედა აღესრულების სიტყუაჲ იგი სახარებისაჲ ვითარმედ: "შეკრიან ტჳრთი მძიმე და დასდვიან მჴართა ზედა უძლურთასა და მათ თით[ით]აცა შეძრვაჲ არა ჰნებავნ" (მათე 23.4) . ამისთჳს გევედრები თქუენ, საყუარელნო და ქრისტეს მოყუარენო ძმანო, რაჲთა გულს-მოდგინედ სათნო-ეყვნეთ ღმერთსა და გონებათა თქუენთა გამოიწერნეთ ზემოთქუმულნი ესე სიტყუანი ჩემ გლახაკისა და უსწავლელისანი, და ეკრძალნეთ მათ ყოვლითა გულს-მოდგინებითა.

ჵ ძმანო ჩემნო, რომელნი შედგომილ ხართ უღელსა ქრისტეს[ს]ა, ნუმცა შეუდგთ ნებასა ჴორცთა თქუენთასა, რაჲთა არა დღესა მას სარჩელისასა იხილვნეთ სიტყჳს მიმგებელ და შეუნდობელ მიგებასა მას კაცად-კაცადისასა საქმეთა მათთაებრ. ვაჲ მე უბადრუკსა ამას ჟამსა მას, რომელსა არა მაქუს მიზეზი სიტყჳს-გებისაჲ.

ნეტარ იყვნენ, რომელნი კადნიერად წარდგენ დღესა მას წინაშე ქრისტესა და მიიღონ კეთილი მისაგებელი საქმეთა მათთაებრ. ხოლო ვაჲ არს ჩემდა და მათდა, რომელნი სირცხჳლეულ ვიქმნნეთ დღესა მას უნდოჲსა და კნინი[სა საქმისათჳს, რომელნი არა ღირს ვიქმნეთ შენდობასა ქრისტესგან ამპარტავნებისათჳს და ურჩებისა უძღებებისათჳს და გინებისა, შურისათჳს და მრავლის მეტყუელებისა, ყუედრესათჳს და\ჴდომისა, რომელსა შენდობასა ღირს არიან ესევითარისა მომქმედნი, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიცემად გჳც, არა უწყი.

აწ უკუე ეკრძალენით, ძმანო ჩემნო, რაჲთა არა ამათ მცირედთა საქმეთათჳს დავისაჯნეთ, ხოლო დიდთა ბრალთათჳს და მძიმეთა საქმეთა ვესავ ქრისტესა, ვითარმედ დაცვულ ხართ მადლითა უფლისაჲთა. ხოლო ხმათ, რომელთა-იგი მცირჯედ ვხედავთ ჩუენ ყოველთა, საწუნელ გუგონიეს და ვჰგონებთ, ვითარმედ მათთჳს არარაჲ მოგუეჴადოს ჩუენ. ხოლო ესე მრავლისა შრომისა წარმწყმედელ არიან და ჯოჯოხეთისა მომატყუებელ და საუკუნოდ დამშჯელ.

აწ უკუე ვეკრძალნეთ, ძმანო ჩემნო, მიზეზთა ცოდვისათა დიდთა და მცირეთაცა, რაჲთა არა განვისხნეთ სამწყსოთა მათგან ქრისტესთა, არამედ ღირს ვიქმნეთ შესლვად სასუფე[ვე]ლსა ცათასა ნების მყოფელთა მისთა თანა, რომლისაჲ არს პატივი და თაყუანის-ცემაჲ და მადლი აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

თქუმული წმიდისა ეფრემისი სინანულისათჳს

მო-ოდესმე-ვიდა ერთი ვინმე ძმათაგანი და ჰრქუა წმიდასა ეფრემს: ჵ წმიდაო მამაო, მიჩუენე მე გზაჲ, რომლითა ვპოვო სინანული. მიუგო მას წმიდამან ეფრემ და ჰრქუა: შვილო ჩემო, მე თჳთ-ღა თავადი ცოდვილ ვარ ფრიად და არას ვასწავებ თავსა ჩემსა, და შენ ვითარ გასწაო, რომელსა მე არა ვიქმ? რამეთუ ცოდვანი ჩემნი უმრავლეს თმათა თავისა ჩემისათა არიან, ცოდვანი ჩემნი უფროჲს ქჳშისა ზღჳსა არიან, ცოდვანი ჩემნი უფროჲს მიწისა ქუეყანისა არიან, ცოდვანი ჩემნი უმრავლეს ცუართა ცისათა არიან, ცოდვანი ჩემნი უფროჲს ყოველთა კაცთა არიან.

მე ხოლო მარტოჲ უბადრუკ ვიქმენ, მე არა დავიმარხენ მცნებანი შენნი, უფალო. მე უბადრუკი ცოდვათა ჩემთა უცხო მქმნეს წყალობათა შენთაგან, ღმერთო. მე დავამძიმენ ცოდვანი ჩემნი უმძიმეს ბრპენისა. მე დამნთქეს ცოდვათა ჩემთა მღჳმესა ქუესკნელისასა. მე ცოდვათა ჩემთა განმაგდეს ბნელსა მას გარეკნელისასა. მე ცოდვათა ჩემთა განმაშორეს შენგან, უფალო. მე ცოდვათა ჩემთა მიმამსგავსეს მონასა მას უკეთურსა, მე ცოდვითა ჩემითა ვერ გამოვიღე ნაყოფი სათნოჲ უფლისაჲ. მე ვერ გამოვიღე სიტკბოებისა ტევანი, რაჲთამცა განვიწმიდე, ვითარცა ვენაჴი და კეთილი მეყო მე. მე ცუდად და უნდოდ წამოვასრულენ ყოველნი დღენი ცხორებისა ჩემისანი უდბობასა შინა.

მე არა მოვიჴსნე ცეცხლი იგი უშრეტი და მატლი დაუძინებელი და უკუდავი. მე არა მოვიჴსენენ სატანჯველნი იგი საუკუნენი, მე, რომელმან არარაჲ მცნებათა შენთაგანი დავიმარხე, უფალო. მე დამიმძიმდა ტჳრთი ცოდვათა ჩემთაჲ უმძიმეს მთათა სიმძიმესა. მე ვერ შევიმოსე სამოსელი იგი შვილთა სასუფეველისათაჲ. მე ვერ სადა მივემსგავსე წმიდათა ღმრთისათა. მე შევიმოსე სახე და სამოსელი მართალთაჲ და საქმენი მათნი განვიძარცუენ. მე ვერ სადა მოვიგონე სიკუდილი, თუ მოსიკუდიდ ვარ უკუნისამდე. მე არასადა ვზრუნევდი გზისა მისთჳს წინამდებარისა, რომელსა ვერვინ განერების, თუმცა არა განვლო იგი. მე არასადა ვიზრუნე საგზალი გზისა მისთჳს საუკუნოჲსა. მე არა ვიზრუნე ზეთი პირველად დაღამებისა. მე ვერ შემძლებელ ვარ ზეცად ახილვად სიმართლისაგან ცოდვათა ჩემთაჲსა და ვერცა ვიტყჳ: უფალო, უფალო, განმიღე კარი წყალობისა შენისაჲ. მე არა მაქუს კადნიერებაჲ აღებად პირისა ჩემისა შენ წინაშე, უფალო, მე ვერ მოვიგე ადგილი სადგური წმიდათა შენთა თანა, უფალო. მე ვერ ვიპოვე შვილთა შენთა თანა ბოროტად განგებითა საქმეთა ჩემთაჲთა ჩემ შორის და შენ შორის, დამბადებელო.

ვაჲ არს კაცისა მის, რომლისა გულის-თქუმაჲ მისი ცოდვასა შინა არს, ვითარცა-ესე ჩემი. ვაჲ მისა, რომლისა გონებაჲ მისი სარკე ცოდვისა არს და მარადის მას შთახედავს. ვაჲ არს მისა, რომელი ემსგავსოს მონასა მას ბოროტსა, რომელსა არწმუნა უფალმან მისმან ქანქარი ერთი ვეცხლი და არა სარწმუნო იპოვა მას ზედა, რამეთუ მო\თხარა და დამალა მან ვეცხლი იგი უფლისა თჳსისაჲ ქუეყანასა.

ჵ ძმაო, ოდეს გესმეს შენ, ვითარმედ, უფალმან მისცა ქანქარი, ნუ ჰგონებ ამას შეკრებისათჳს ოქროჲსა გინა ვეცხლისა. რაჟამს გესმეს, ვითარმედ მისცა მონაგები, რამეთუ ამით სახითა მოასწავებს უფალი სიმარტივესა ბუნებისასა, რომელი-იგი დაჰბადა პირველსა მას მამასა ჩუენსა ადამს შინა და შემდგომად მისსა შვილთა მისთა მისცა მადლი და წყალობაჲ და ნებაჲ და შეძლებაჲ. ხოლო მან რაჟამს მიიღო ესე მადლი, მოთხარა ბოროტად გონებაჲ თჳსი და დაჰფლა მან შინა მადლი იგი უფლისა თჳსისაჲ და არა დადვა იგი სავაჭროსა, და არცა ვის მისცა მონაგებისა მისგანი, რომელი არწმუნა უფალმან მისმან, რაჲთა მოართუას მას აღნადგინებითურთ, რამეთუ ბოროტად განიზრახა.

ვაჲ არს მის კაცისა, რომლისა ძიებაჲ მისი არს დიდებისათჳს და განსუენებისა ჴორციელისა და არა ზრუნავს იგი და არცა სათნო-ეყო იგი დამბადებელსა თჳსსა. ვაჲ არს მისსა, რომლისაჲ ზრუნვაჲ მისი არს შეკრებისათჳს ოქროჲსა და ვეცხლისა, რომელი არა დაადგრების ერთისა თანა, არამედ საუკუნესა სატანჯველსა მოატყუებს. ვაჲ არს მისა, რომელი დაწვების სარეცელსა ზედა ლბილსა განსასუენებელად ჴორცთა. ვაჲ არს მისა, რომელი მოიტაცებს და შეჰკრებს სხჳსა მონაგებთაგან, რამეთუ სატანჯველი განმზადებულ არს მისა. ვაჲ არს მისა, რომელი იმოსების სამოსლითა ჩჩჳლითა და ჰხედავს იგი გლახაკთა შიშულობასა და წუნობით განასხამს მათ. ხოლო რაჟამს იხილის მდიდარი სამოსლითა პატიოსნითა მჯდომარე ჰუნესა ზედა, გულს მოდგინედ ისწრაფინ მიგებებად მისა და მოწლედ ევედრებინ მას, რაჲთა შეიყვანოს იგი სახედ მისა, და მრავალი პატივი წინა-უყვის, რაჲთამცა ნაცვალი ეზღო. ვაჲ არს მისა, რომელი იცხებს სულნელთა ნელსაცხებელთა, რამეთუ ყოველი გუამი მისი სიმყრალესა შინა იყოს მერმესა მას საუკუნესა. ვაჲ არს მისსა, რომელი არა ჰგონებს მარადის სარჩელისა მისთჳს საუკუნოჲსა, რომელი ელის ცოდვილთა.

ხოლო ნეტარ არს მის კაცისა, რომლისა გონებასა დანერგულ არს, ვითარმედ სოფელსა ამას არავინ დადგრომილ არს და არცა მე დავადგრეო. ნეტარ არს, რომელი იტყჳს გონებასა შინა თჳსსა: ვაჲ მე, ვაჲ მე, რამეთუ ვცოდე წინაშე ღმრთისა და არა შევინანე. ნეტარ არს მისა, რომელმან მოიგოს ზეთი პირველ ღამისა მოწევნამდე, რომელ არს აღსასრული. ნეტარ არს მისა, რომელმან განიკურნა წყლულებაჲ სულისა თჳსისაჲ. ნეტარ არს, რომელმან მოიგოს მკ\ურნალი პირველ წყლულებათა მისთა განძჳნებამდე, რომელმან წამალი არღარა შეიწყნარის.

ნეტარ არს მისა, რომელი იპოვოს კარსა ზედა ზეცისა მეუფისასა უწინარეს დახშვისა მისისა წინაშე პირსა მისსა, და ჰრეკდეს და არავინ განუღოს. ნეტარ არს მისა, რომელმან მზა ყო საგზალი გზისა მისთჳს საუკუნოჲსა. ნეტარ არს მისა, რომელმან მოიგნეს საქმენი კეთილნი, რომლითა სათნო-ეყოს იგი ღმერთსა. ნეტარ არს მისა, რომელმან შეიყუაროს უფალი ღმერთი თჳსი ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა და ყოვლითა გულითა თჳსითა და ნებითა. ნეტარ არს, რომელმან შეიყუაროს მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი, რამეთუ იჴსნეს იგი უფალმან ცოდვათა და ბრალთაგან.

ნეტარ არს მისა, რომელმან მკუდრად შეჰრაცხოს თავი თჳსი ყოველსა ჟამსა, რამეთუ მკუდარნი არღარა ცოდვენ შემდგომად სიკუდილისა. ეგრეცა, რომელმან შეურაცხ-ყოს თავი თჳსი და სოფელი მოიძულოს, იგი არღარა აღზუავნეს. ნეტარ არს, რომელმან ყო გონებაჲ თჳსი ტაძარ და სამკჳდრებელ ღმრთისა. ნეტარ არს, რომელი განათლდა გონებითა ქრისტეს მიერ საუკუნოდ. ნეტარ არს მისა, რომელმან მოივაჭრნეს კეთილნი საქმენი თჳსნი პირველ დახშვისა კარისა მოფარდულთაჲსა, და ეძიებდეს და არღარა პოვოს. ნეტარ არს მისა, რომელმან მოიგნა კეთილნი სათნოებანი ჟამსა ამას.

ჵ ძმანო ჩემნო, განვიღჳძოთ მძინარებისაგან ჩუენისა პირველ დაჴშვადმდე კარისა წინაშე პირსა ჩუენსა. ჵ ძმანო ჩემნო, გნავიღჳძოთ პირველ ღამისა მოწევნადმდე. ჵ ძმანო ჩემნო, განვიღჳძოთ პირველ ბნელისა მის მოწევნადმდე განუნათლებელისა. ჵ ძმანო, განვიღჳძნოთ პირველ მზისა დაბნელებადმდე ჩუენ ზედა. ჵ ძმანო ჩემნო, განვიღჳიძოთ პირველ დღისა დაბნელებადმდე. ჵ ძმანო, განვიღჳძოთ პირველ ვარსკულავთა დამოცჳვნებადმდე. ჵ ძმანო, განვიღჳძოთ პირველ ვედრებისა ამაო ქმნადმდე. ჵ ძმანო, განვიღჳძოთ პირველ სინანულისა უქმ-ქმნისა. ჵ ძმანო, განვიღჳძოთ პირველ ცრემლთა ცუდ-ქმნისა. ჵ ძმანო, გნავიღჳძოთ პირველ მეოხებისა არღარა შეწირვისა, არცა შეწყნარებისა. ჵ ძმანო, განვიღჳძოთ პირველ სიკუდილისა მოწევნისა. ჵ ძმანო, განვიღჳძოთ პირველ სატანჯველთა მოწევნისა, რომელთაგან ვერ განვერნეთ თჳნიერ ტირილისა და გლოვისა. ჵ ძმანო, განვიღჳძოთ პირველ მიწევნამდე ჩუენდა ტირილისა მის დაუდუმებელისა. ჵ ძმანო, განვიღჳძოთ პირველ დანთქმამდე ჩუენდა ზღუასა მას ცოდვისასა და სიღრმეთა ბრალისათა. ჵ ძმანო, განვიღჳძოთ პირველ შემოსამდე ჩუენდა სირცხჳლისა მის საუკუნოჲსა ცოდვათა ჩუენთათჳს. ჵ ძმანო, განვიძღჳძოთ პირველ სმენადმდე ჴმისა მის ცოდვილთა მიმართ, ვითარმედ: განმეშორენით ჩემგან, ჵ დაწყეულნო, და წარვედით ცეცხლსა მას დაუშრეტელსა, რომელი აღთქუმულ არს თქუენთჳს და ეშმაკისა და ანგელოზთა მისთა პირველ სოფლის დაბადებითგან საუკუნოდ (მათე 25.41).

ნეტარ არს, რომელსა ჰშიოდის ნეფსით თჳსით, რამეთუ მან მოიღოს საზრდელი ცხორებისაჲ, ვითარცა თქუა ქრისტემან წმიდასა შინა სახარებასა:   მე ვარ წყალი ცხოველი, "რომელსა სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუნ ჩემ მიერ" (იოანე 7.37). ნეტარ არს, რომელმან დაუტევა სოფლისა ამის განსუენებაჲ წარმავალი, რამეთუ ვითარცა თქუა ქრისტემან, "მისცეს მას განსუენებაჲ წარუვალი" (მათე 11.29) . ნეტარ არს, რომელი შიშუელ იპოვა ცოდვათაგან ამის სოფლისათა და სამოსლისა მისისაგან, რამეთუ უფალმან შეჰმოსოს მას სამოსელი სულისა წმიდისაჲ და ანგელოზთაჲ. ნეტარ არს, რომელი ივლტოდის კაცთაგან და მარტო იქმნეს ღმრთისათჳს, რამეთუ ღმერთი ემოყუსოს მას. ნეტარ არს, რომელმან შეურაცხ-ყოს სიხარული ქორწინებისაჲ წარმავალი, რამეთუ იგი ღმრთისა თანა იხარებდეს. ნეტარ არს, რომელმან შეურაცხ-ყოს განცხრომაჲ სოფლისაჲ ამის, რამეთუ იგი ანგელოზთა თანა იხარებდეს. ნეტარ არს რომელი განეშორა საქმეთა ამის სოფლისათა მცირედ ჟამისათა და წარმავალისა, რამეთუ იგი იშუებდეს განსასუენებელთა მათ შინა საუკუნეთა, რომელი აღუთქუა ღმერთმან მოყუარეთა მისთა; რომელი ყურსა არა ესმა და თუალმან არა იხილა და გულსა კაცისასა არა მოჴდა (I კორინთ. 2.9) . ნეტარ არს, რომელი ტიროდის ამას სოფელსა ცოდვათა თჳსთათჳს ყოველსა ჟამსა, რამეთუ იგი იხარებდეს მამისა და ძისა და სულისა წმიდისა თანა. ნეტარ არს, რომელი განათლებულ იქმნა აქა კეთილითა საქმითა ღმრთისათჳს, რამეთუ მას საუკუნესა იყოს იგი ნათელსა შინა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა მიუაჩრდილებელსა.

ნეტარ არს, რომელმან აღმოიკითხნა საღმრთონი წიგნნი და საქმით აღასრულნა და სხუათაცა ასწავა; ამას დიდ ეწოდოს სასუფე[ვე]ლსა ცათასა. და მოგუეცინ ყოველთა ქრისტემან ძემან ღმრთისა ცხოველისამან გონებაჲ უბიწოჲ და სული წმიდაჲ და საქმე კეთილთა სათნოებათაჲ მეოხებითა წმიდისა ღმრთის მშობელისაჲთა. და აწ ვევედრნეთ ქრისტესა, რაჲთა შემიწყალნეს და ღირს მყვნეს მარჯუენით მისსა წმიდათა და რჩეულთა მისთა თანა და ვადიდებდეთ მას თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

სწავლაჲ წმიდისა ეფრემისი სინანულისათჳს

ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვწუხდეთ მარადის, რამეთუ შეთხზულებაჲ ესე ცხორებისა ჩუენისაჲ დღითი-დღედ დაიშალების. რამეთუ აჰა ესერა დღენი მოსწრაფედ რბიან, რაჲთა განგჳყვანნენ ჩუენ სოფლით და ჩუენ არა გუნებავს, რაჲთა მოსწრაფე ვიქმნეთ საქმედ კეთილისა, ვიდრე-ესე სოფელსა შინა ვართ-ღა. და ესე დიდ მწუხარება არს, რამეთუ დღენი ჩუენნი მოაკლდებიან და ცოდვათა ჩუენთა შეემატების, ცხორებაჲ ჩუენი წარვალს და ბრალნი ჩუენნი განმრავლდებიან. და ესე მსგავს არს სახლსა უსართულოსა, რომელი მყის დაირღჳს.

ჯერ-უკუე-არს ჩუენდა, რაჲთა ვითარცა-იგი ცხორებისა ჩუენისა დღეთა დააკლდების, დღითი-დღედ დავაკლდეთ ეგრეთვე ცოდვათა ჩუენთაცა. არამედ ცხორებაჲ ჩუენი განიპარვის და ჩუენ ვერ ვიგრძნობთ, დღენი და ღამენი მოსწრაფედ მორბედ არიან დაკლებისათჳს ცხორებისა ჩუენისა და გუემღერიან ჩუენ, ვითარცა ყრმანი რაჲ იმღერიედ ბირთჳთა მიმოგდებით. რამეთუ დღე მიგჳგდებს ღამესა და ღამე მიგჳგდებს დღესა, და ჩუენ წარვემართებით გზასა შორსა და არა ვზრუნავთ ფერჴთ შესასხმელისა და საგზლისათჳს. რამეთუ ნებაჲ მონაგებთაჲ და სიხარული ხუასტაგისაჲ გუაცთუნებს და არა ვიურვით საგზალსა გზისა მისთჳს.

ხოლო ესე უწყოდეთ, რამეთუ ცხორებასა ჩუენსა მოაკლდების და ჩუენ უცნობელ ვართ. დღეს ეგოდენი არღარა გჳც, რომელ გუშინ გუედვა, რამეთუ დააკლო ღამემან, რომელი მოვალს და წარვალს, და შენ უდებ ხარ და უცნობელ ამისთჳს, ცხორებასა შენსა დააკლდების და სინანულსა არა შეემატების. უკუეთუმცა ყოველი საცხორებელი შენი წარაგე მოგებისათჳს დღეთა შენთაჲსა. რომელ გუშინ შესხნეს, ვერ შემძლებელ ხარ, რამეთუ წარჴდა გუშინდელსა თანა დღესა და არღარა უკუმოიქცევის. არა კუალად იქცეს წყაროჲ წყაროჲს თავადვე და არცა მზე კუალად იქცეს სამხრით აღმოსავალადვე და არცა ვარსკულავნი კუალად იქცენ აღმოსრულნი, და არცა მოსწრაფედ სრბაჲ ბუნებათაჲ დასცხრეს. და ესე ყოველნი წარსლვასა სოფლით გამხილებენ.

დღე გიჴმობს შენ განსლვასა სოფლით მწრაფლ, ვითარმედ: მწრაფლ განვედ ჩემგან. და ღამე გიბრძანებს დატევებასა სამკჳდრებელისასა. ჟამნი გეტყჳან, რაჲთა განსცალო ადგილი. ცისკარი გდევნის შენ ვიდრე მწუხადმდე, და ღამე გდევნის შენ ვიდრე განთენებადმდე, და ესე არა დასცხრებიან, ვიდრემდის განგაძონ შენ ცხორებისაგან. აწ უკუე რაჲსათჳს უგუნურად გძინავს შენ და მტერნი შენნი და მეძიებელნი სულისა შენისანი ესრეთ მღჳძარედ მოსწრაფე არიან მყის განყვანებად შენდა. რამეთუ ჟამნი მწრაფლ მიგცემენ წინაჲ უკუანასა, და დღენი და თუენი მსგავსად ძალისა მათისა მოაკლებენ ცხორებასა შენსა და წელიწადი მოარღუევს დიდსა მოკლებულსა ნაშენებისაგან ცუხორებისა შენისა. რამეთუ მდევარნი შენნი მოსწრაფე და მრავალ არიან და მყის მოაკლებენ თუალულთა მათ დღეთა შენთა. რამეთუ ცხორებაჲ შენი ჟამიერ არს და მიდრეკილ არს, ვითარცა წყალი შთასაქანელსა და ვითარცა აჩრდილი მზის დასლვასა, და სინანული ამაო ქმნულ არს და შორად განშორებულ შენგან. ხოლო ცოდვაჲ მახლობელ არს და დღითი-დღედ საქმეთა მისთა აღასრულებ და იტყოდი: ხვალე შეინანო, და ხვალე იგი ფრიად შორს არს შენგან და ნუუკუე მო- ცა არა -ვიდეს. რომელი უკუე დღე არს, რომელსა შინა გეგულების სინანული. გჳჩუენე ჩუენ, რაჲთა ჩუენცა ვიცოდეთ და ვიხარებდეთ შენ თანა. ოდეს მოიწევის ჟამი იგი, რომელსა წარსრულ არიან და დღე იგი შენი ვერ მიიწია.  ჟამნი მრავალნი ცვალებულ არიან, ხოლო ჟამი იგი სინანულისა შენისაჲ, არასადა ჩას აქამომდე.

შორს უკუე არს დღე იგი სინანულისა შენისაჲ. ვიდრემდის უკუე მოველოდით, ანუ ოდეს ვესვიდეთ მოსლვასა მისსა? მეშინის, ნუუკუე დღემან სიკუდილისა შენისამან წარგიტაცოს საქმესა კეთილსა, რომლისათჳს განიზრახავ და ეკაზმები აწვე საქმე[დ], ჟამსა ამას, იწრაფე და ჴელ-ყავ იგი აღსრულებად. უკუეთუ გულის-სიტყუაჲ კეთილისაჲ მოგიჴდეს გულსა შენსა, ნუ დაიძინებ, ვიდრემდის იწყო საქმედ მისა, რამეთუ დღენი ცხორებისა შენისანი არა შენ მიერ არიან და არცა უწყი რიცხჳ მათი, რავდენ არიან. არა უწყი ოდეს მოიწიოს სიკუდილი შენი, და ვინ უწყის, თუ ჟამსა ამას მდგომარე არს იგი კარსა შენსა ზედა. რაჲსა არა იწყებ საქმედ მას კეთილისასა, რომელი გუგულების აწვე ჟამსა ამას? რამეთუ არა უწყი, რაჲ მოიწევის შენ ზედა შემომავალსა ამას ღამესა. მიისწრაფე აწ, პირველ წარქცევადმდე შენდა ივლტოდე, რაჲთა არა გეწივნენ. ისწრაფე, რაჲთა არა საპყრობილედ მიგცენ შენ. ხოლო ვიდრე აქამომდე ეკაზმები და ჩუეულებისაებრვე იქადი სინანულსა, ოდეს მოიცალო. არამედ აწ საზღვარი დაუდევ სიკუდილსა და ჟამი განუჩინე და უბრძანე, რაჲთა არა მოვიდეს შენდა, ვიდრე არა შენ თჳთ მიუვლინო და მოუწოდო მას. არქუ უკუე, რაჲთა არა მოგეახლოს შენ, ვიდრე შენ თჳთ არა უბრძანო. და ოდეს განაძღე ცოდვითა და დაჰბერდე, მაშინ თუ ინებო სინანული და შეინანო და ეგრეთღა სიკუდილსა მოუწოდე. და თუ შენსა უბრძანებელად მოვიდეს, ნუ წარჰყვები და ნუცა რად შეგირაცხიეს იგი. უკუეთუ ვითარ ამას შემძლებელ ხარ, არა გასწრაფებ სინანულსა. ხოლო ესე ჭეშმარიტად უწყოდე, ვითარმედ სიკუდილი სიტყუათა შენთა არა შეიწყნარებს, და არცა სიზარისაგან ჴელმწიფებისა შენისა ეშინის და არცა სიჭაბუკისა შუენიერსა ხატსა შენსა ზედა ადგრების და არცა სიყრმესა შენსა ერიდების და არცა სპეტაკთა მაგათ მჴეცთა შენთა პატივ-სცემს, არცა მდიდართაგან ზარი განჰვალს და არცა კუალად გლახაკთა ვედრებასა ისმენს, არცაღა სიტყუათა შენთა დაიჯერებს, რამეთუ მრავალ გზის აღუთქჳ სინანული და სიცრუით განამტყუვნი თქუმული შენი და აქამომდე არღა გიწყიეს საქმედ, და ნუუკუეცა მარჯუე გიჩნს შენ. ოდეს იწყებ, მე არა უწყი. აჰა ესერა აქამომდე დღითი-დღედ იქადი და ეკაზმები და ემზადები სინანულსა, ხოლო საქმით არას ვხედავ, თუმცა იწყე საქმედ. არამედ ამიერითგან დააცადე სიქადული და კაზმებაჲ და იწყე საქმით აღსრულებად. იხილე და გულისჴმა-ყავ, თუ რაჲ მჴურვალედ მოსწრაფე არიან დღენი და ღამენი დაუყდუნებელად აღსრულებად საქმისა მათისა, არცა იბადიან და არცავ ეკაზმებიან პირველ საქმისა, არამედ დუმილით აღასრულებენ საქმესა მათსა. და უკუეთუმცა მზემან სინათლე გჳქადა და არა ყო იგი საქმით, სიქადული ხოლო მისი ვერ განანათლებს სოფელსა, არამედ საქმენი. და უკეუთუმცა ცისკარმან აღმობრწყინვებაჲ გჳქადა და არა აღმობრწყინდა, რაჲმცა უკუე ვყავთ, რამეთუ ღამისა სიბნელე არა განგუეშორების ჩუენგან, ვიდრემდე არა აღმობრწყინდეს ცისკარი.

არა თუ სიტყუანი საქმე არიან, არამედ საქმენი სრულ იქმნებიან დაბადებულნი. და მოციქული იტყჳს, ვითარმედ: "სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს" (იაკ. 2.20) და შემდგომი. და აწ სიტყუანი დააცადენ და საქმენი აღასრულენ, რამეთუ დღეს დღე ესე და მონაგები შენი ჴელსა შინა შენსა არს, და ხვალე არა უწყი, ვისა ყოფად არს, და ნუუკუე ფერჴნი დამფლველთა შენთანი ამას ღამესა კარსა შენსა ზედა დადგენ. ნუ დაჰფლავ დღესა ამას შენსა, ვიდრე არა დაჰფლნე შეცოდებანი შენნი.

ნუ შეჰმურავ ღამესა შენსა, ვიდრე არა შეჰმურნე ყოველნი ბრალნი შენნი. ნუ დაიწუხებ თუალთა შენთა ძილისათჳს, ვიდრემდე არა აღაგო გონებაჲ შენი ლოცვისათჳს ღმრთისა მიმართ. იხილე-ღა, რაჲ მალიად წარმავალ არს დღე. ისწრაფე, რაჲთა მის თანავე წარავლინნე უკეთურებანი შენნი. ღამით განეშორე ცოდვისაგან და განთიად უჩუენე ყოველთა კეთილისა საქმე შენი, ნუმცა კაზმებაჲ შენი შორის საქმისაგან შენისა. პირველ კაზმებისა იწყე კეთილისა საქმესა. იყავნ სიტყუაჲ შენი ჭეშმარიტ საქმეთა შენთა მიერ ცხადთა. უკუეთუ მოგიჴდეს გულის სიტყუაჲ კეთილისაჲ მიმწუხრი, ღამითვე იწყე საქმედ და აღასრულე იგი. და უკუეთუ ღამით მოგიჴდეს, მზისა აღმოსლვასა თანა იწყე კეთილისა საქმედ. ნუ ადროებ კეთილისა საქმესა ვიდრე მზისა დასლვადმდე. ისწრაფე საქმედ, ნუ დაშურები ურგებთათჳს და ნუცა უდებ-ზამ სარგებელსა. ნუმცა არს გონებაჲ შენი მღჳძარე წარმავალთათჳს და მძინარე წარუვალთათჳს. აჰა ესერა ცხორებაჲ შენი მწრაფლ წარმავალ არს და სიკუდილი მწრაფლ მომავალ არს, ჟამნი მწრაფლ დაილევიან და კაცთა ნათესავი ერთიერთსა განმდევნელ არს, და სოფლისა ამის გზაჲ მოსწრაფე არს ნათესავთაგან სლვასა მას ზედა.

წელიწადნი მოსწრაფე არიან სოფლით განძებასა, და არარაჲ გჳანობს და შორავს შენსა წარსლვასა სოფლისა ამისგან, თჳნიერ ხოლო დღე იგი სინანულისა შენისაჲ, რამეთუ მან არა ინება მოსლვად, არამედ განდგომილ არს და განშორებული და გარეგან არს იგი სოფლისა. დღენი ყოველნი წარსრულ არიან, ხოლო დღე იგი შენი არასადა ჩანს. ნუუკუე გულ-ფიცხელ არს იგი და არა ჰნებავს მოდრეკად ქედი მისი უღელსა ქუეშე ამათ ჟამთასა, რაჲთამცა შეერაცხა იგი სათუალავსა თთუეთა დღეთასა, და შენ ცუდსა იქადი.

სიჭაბუკესა შენსა იტყოდე სინანულსა, ვიდრემდე წარვიდა სიჭაბუკე და მოვიდა სიბერე და არავე შეინანე და დაჰლიენ დღენი სიჭაბუკისა შენისანი ვნებათა შინა ცოდვისათა და ბოროტთა შინა საქმეთა, და არა მოხუედ სინანულად, რამეთუ იყავ შენ სიჭაბუკესა შენსა ზუავ და ამპარატავან და გულ-ფიცხელ. და ვითარ მოიწია სიბერე, არავე გნებავს სინანული, არამედ დღითი-დღედ მიადროებ სინანულსა. და მე ვჰგონებ, ვითარმედ ლტოლვილ არს იგი შენგან, რამეთუ ოდეს ჭაბუკი იყავ, სთქუ: აღვისრულო აწ ოდენ ნებაჲ გულისა ჩემისაჲ და ესრეთ ლმობიერად შევინანო. მოუწოდე დღეს-ღა, თუ პირველ მიწოდებამდე შენდა სიკუდილისა და განუღე მას, რაჲთა შემოვიდეს იგი შენდა, პირველ შესლვამდე შენდა ჯოჯოხეთად. უწყოდე, რამეთუ შემდგომად სიკუდილისა სინანული არღარა არს და მკუდარი არა ინანის.

აწ უკუე შეინანე პირველ სიკუდილისა და აღასრულე დღე საქმე კეთილისაჲ, რომელსა ვერ შემძლებელ ხარ აღსრულებად შემდგომად მცირედისა ჟამისა. რამეთუ დღენი წარსრულნი გაუწყებენ შენ დღეთა მომავალთა; ვითარცა პირველნი იგი არა დაადგრეს, ეგრეთვე ესენიცა დაუდგრომელ არიან. რავდენ უკუე შორევდი და გეშორა დღევანდელი ესე დღე, აჰა ესერა მოვიდა და გეწია შენ, და ესეცა მწრაფლვე ივლტის შენგან, ვითარცა-იგი პირველნი ივლტოდეს შენგან. იღუაწე სულისა შენისათჳს პირველ წარსლვისა დღისა მის შენგან, ისწრაფე საქმედ კეთილისა პირველ დადებადმდე შენდა საფლავსა. ეწია ჟამსა, რამეთუ სიჭაბუკე დაუდგრომელ არს და შუენიერებაჲ ვითარცა აჩრდილი განქარდების. ჟამნი, ვითარცა მალედ-მსრბოლნი ივლტიან და მათ თანავე ივლტის ცხორებაჲ შენი. ევედრე-ღა დღესა ერთსა დადგრობად შენ თანა ორ ჟამ ოდენ, გინა ერთითა ჟამითა, უმეტეს განსაზღვრებულისა მისისა და, უკუეთუ მან ყოს, შენცა უდებ იქმენ სინანულისათჳს. ვითარცა დღე ერთი წარმავალ არს ცხორებაჲ შენი და ვითარცა ღამე ერთი დაილევიან ჟამნი შენნი. ცისკარსა მსგავს არს სიყრმე შენი და სამხარსა - სიჭაბუკე შენი, და მიმწუხრსა მსგავს არს სიბერე შენი. აწ უკუე აღასრულე კეთილისა საქმე, ვიდრე დღე ჰგიეს-ღა, რბიოდე პირველ ბნელისა მოწევნამდე, იხილენ დღენი, ვითარ წარმავალ არიან და ჟამნი ვითარ განქარდებიან.

აჰა ეგერა დღენიცა ვითარცა მკუდარნი დაიფლვიან და დაივიწყებიან, რამეთუ გუშინდელსა უწოდით გუშინ და დღენდელსა მიმწუხრი დაჰფლავთ. აწ უკუე სტიროდე გუშინდელსა, რამეთუ წარვიდა, და მოცვალე ჴმაჲ ტირილისა შენისაჲ დღესისა, რამეთუ წარმავალ არს, და ესენი მათ თანავე წარსტყუენვენ ცხორებასა შენსა. და ვითარცა დაგფლის შენ ღამემან და აღგადგინის შენ განთიადმან, რამეთუ ყოველთა დღეთა მოგაკუდინებენ, რაჲთა გულისჴმა-ჰყო შენ, ვითარმედ მოკუდავი ხარ. ღამე განგაშიშულებს შენ, რაჲთა გეუწყოს, ვითარმედ შიშუელი განსლვად ხარ შენ ამის სოფლისაგან და ცისკარი შეგმოსს შენ, რაჲთა მოსწრაფე გყოს საქმესა ნათლისასა. ცხორებაჲ, რომელი გაქუნდა შენ გუშინ, ლტოლვილ არს შენგან და არღარა ჰპოებ. და ცხორებაჲ დღევანდელი მიახლებულ არს სივლტოლად და წარვალს. უკუეთუ გეძინოს, გინა გეღჳძოს, ღამე სრბასა მისსა არა დააცადებს, დაღათუ მოსწრაფე იყო, გინა უდებ, დღე სრბისა მისისაგან არა დასცხრების. და ესენი წარსტყუევნენ ცხორებასა შენსა. არამედ შენცა მოიავაზაკე მათ მიერ სულისა შენისა სარგებელი, და ნუ ჰგონე[ბ], ვითარმედ ცისკარი განმანათლებელ არს შენდა, უკუეთუ გონებაჲ შენი არა ნათელ იყოს ღმრთისა მიმართ.

და ნუ ჰგონებ, ვითარმედ ღამე განსუენება არს შენდა, ვიდრემდის სული შენი ბნელ იყოს ტკივილთა მიერ ბოროტთა, არამედ აქამომდე იტყოდე, ვითარმედ შევინანოო, და არა ინანდი. ხოლო ამიერითგან უკუეთუ ცოდვისა გულის-თქუმაჲ მოგიჴდეს, არქუ მას: წარველ ჩემგან, რამეთუ არა მცალს დღეს შენდად, დღესა კეთილისა საქმედ მომიცალებიეს და სინანულად მიწყიეს და გზასა სიმართლისასა დადგრომილ ვარ და პირველთა წყლულებათა კურნებაჲ მნებავს. წარვედ ჩემგან დღეს და ნუ მაწყინებ საქმესა, რომელსა მიწყიეს. და მისა შემდგომად ვიხილო და, თუ ჯერ-იყოს, მოგიწოდო.

ესრეთ განბასრე ცოდვისა გულის-თქუმაჲ და განაგდე იგი შენგან დაიჴსენ ცხორებაჲ შენი ცოდვისაგან. ვითარცა-იგი განსდევნე პირველ სინანული მიზეზობითა მოაქამდე. აწ უკუე განაფრთხვე გონებაჲ შენი და ეკრძალე ცოდვასა, და განდევნე იგი შენგან დღითი-დღედ, ვიდრემდის მოგცეს ძლევაჲ ვითარცა მდიდარსა გლახაკისაჲ. ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა განვდევნოთ ცოდვისა მიზეზი და შევიკრძალოთ სათნოებაჲ, არა უცნობელი ხარ გონებითა. უკუეთუ მოსწრაფედ გულს-იდგინო, განგემარჯოს და სძლო ერთსა საქმესა, ხოლო სხუანი იგი განჰჴადნე მიზეზითა. ვითარცა-იგი პირველ მიადროებდი კეთილისა საქმესა აქამომდე, ეგრეთვე უყავ ცოდვასაცა, ვითარცა-იგი ჰბასრობდი პირველ ჭეშმარიტებასა, განბასრე აწ უსჯულოებაჲ. აქამომდე ცოდვასა შინა იქცეოდე და სინანულსა მიადროებდი, ხოლო ამიერითგან შეიკრძალე კეთილისა საქმე და მიადროებდი ცოდვისა საქმესა. სიტყჳთ აღუთქჳ, ხოლო საქმით ნურას იქმ.

მოიტაცე სათნოებაჲ და, ვითარცა ჯერ-არს, იჴსენ სული შენი ცოდვისაგან. ცხოველ იყავ ღმრთისა, ვითარცა ცხოელ იყავ სოფლისა. განამდიდრე სიგლახაკე, ვითარცა დააგლახაკე სიმდიდრე. ითხოვე უპოვრებაჲ, ვითარცა ითხოენ მონაგებნი ჴორციელნი. სულელ იქმენ ღმრთისათჳს, ვითარცა-იგი განაშორე თავი შენი ღმრთისაგან სოფლისა ძიებასა და აქამომდე არასათნო-ეყოფოდე სულსა შენსა, არამედ სოფელსა ჰმონებდ, ხოლო აწ ამიერითგან ჰმსახურე სულსა შენსა. აქამომდე წარტყუენულ იყო ცხორებაჲ შენი საქმითა ბნელისაჲთა, ვიდრემდის მისცემ სულსა შენსა ამაოებასა და ცოდვასა. რაჲ უკუე სარგებელ იყვნეს მშობელთა შენთა მონაგებნი მათნი, ანუ არა შენ დაიმკჳდრენა იგინი მათგან და ნებასა შინა შენსა წარაგენ შენ იგინი? უწყოდე, ვითარმედ აწ ოდენ მიიტაცნენ შენგანცა მონაგებნი შენნი, უკუეთუ არა დაიუნჯნე იგინი საუნჯესა წარუვალსა ჴელითა გლახაკთაჲთა. უკუეთუმცა მპარავთა განგპარეს იგი, ჰღაღადებდი-მცა სამე, ესერა ცხორებაჲ შენი ყოველი განიპარეს და შენ უცნობელ ხარ. ნუ ჰგონებ, ვითარმედ გაქუნდა შენ ცხორებაჲ პირველ, ხოლო აწ ცხოველ იქმენ მოქცევითა შენითა ღმრთისა. ოდეს-იგი სოფელსა შინა შენ ცოდვასა იქმოდე, იყავ შენ მკუდარ; და ნეტარ მკუდარი, უქმი, დაცხრომილი ბოროტთაგან, ვითარცა იყავ დაცხრომილი კეთილისა საქმესა, არამედ ცოდვისა საქმეთა მოსწრაფედ აღმასრულებელ იყავ.

აწ უკუე განაცხოველე იგი, რომელი მოაკუდინე, რაჲთა განსცხოველდე შენ ღმრთისა მიერ. ამიერითგან ნუღარა სიტყჳთ ხოლო ეკაზმები სინანულსა, არამედ საქმით ჴელ-ყავ საქმესა სინანულისასა და ივლტოდე სოფლით, რამეთუ ყუავილი არს მწუხრი დაჭნობადი, და ნუმცა გაცთუნებს შენ, სიზმარი არს დავიწყებადი, ნუ გრწამნ მისი; აჩრდილი არს განქარვებადი, ნუ მიჰხედავ მას; ლერწამი არს დაჩეჩქჳლი, ნუ მიეყრდნობი მას, რაჲთა არაჲ განგიჴურიტოს ჴელი შენი. ზღუაჲ არს ვრცელი სიცრუვისაჲ, ნუ შეხუალ, რაჲთა არა დაინთქა ღელვათა მისთა. და მწრაფლ წარმავალ არს, ვითარცა წერილ არს, რამეთუ სიმდიდრე განქარდეს და სიკეთე იცვალოს, და ჴელმწიფობაჲ დაჰჴსნდეს და დიდებაჲ დაეცეს, კეთილი იცვალოს და ბოროტი არა დაადგრეს და ნებიერობაჲ ცუდ იქმნეს. ესე ყოველი წარჴდეს და სხუაჲ გამოჩნდეს. ტყუვილი წარჴდეს და სამართალი გამოჩნდეს, დაეცეს დაჴსნადი იგი და გამოჩნდეს დაუჴსნელი იგი. ჴრწნილნი წარჴდენ და უხრწნელნი აღდგენ.

აწ უკუე არა ჯერ-არს ჩუენდა სიყუარული ესევითარისა განქარვებადისაჲ, არამედ განვიშოროთ იგი ვითარცა უნდოჲ, მოვედით ამიერითგან და ვიწყოთ სინანულსა; და ოდესმე იყოს ესე, მეშინის, თუ იყოსვე არა. რამეთუ ყოველნი ჟამნი ცხორებისა ჩუენისანი ცუდად წარჴდეს და აწ ნუუკუე მცირედ-ღა რაჲმე დარჩომილ არს დღეთა ჩუენთა სათუალავი. ეკრძალე, რაჲთა არა ბოროტად გარდაასრულნე ეგენიცა, ვითარცა-იგი პირველნი და ღმერთსა ჰმსახურე გულს-მოდგინედ, რომელი-იგი არს კურთხეულ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


თქუმული წმიდისა ეფრემისი მხილებისათჳს თავისა თჳსისა და აღსარებისათჳს ცოდვათა, რომელნი სიმდაბლით აჩემნა თავსა თჳსსა

ვაჲ ჩემდა საწყალობელისა, რომელი-ესე დღითი-დღედ ვიკითხავ დაბადებასა, რომელი-იგი შეემთხჳა დათანს და აბირონს, წინააღმდგომთა მოსესთა, ვითარ-იგი განეღო ქუეყანაჲ და დანთქნა იგინი და ყოველნი სახლეულნი მათნი და მონაგები მათი (რიცხვ. 16. 12-34) . და მე ყოველსა ჟამსა წინა-აღუდგები ღმერთსა არა მონებად, ვითარმე განვერე საშჯელთაგან მისთა.

ვაჲ ჩემდა საწყალობელისა, რამეთუ ვიკითხავ, რაჲ იგი შეემთხჳა მარიამს წინაწარმეტყუელსა, დასა მოსეს წინაწარმეტყუელისასა, ერთისა ხოლო სიტყჳსათჳს, რაჲ იგი თქუა მოსე წინაწარმეტყუელისათჳს, ძმისა თჳსისა, ვითარ-იგი განკეთრებულ იქმნა ყოლადვე (რიცხვ, 12. 1-10) . და მე, რამეთუ ესერა დღითი-დღედ განვარისხებ ღმერთსა, ვითარმე განვერე პატიჟთა მათგან საუკუნეთა!? და რამეთუ კაენ მოკლა აბელ, ძმაჲ თჳსი, და დასდვა მას ღმერთმან პატიჟად შიში და ძწოლაჲ ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა. და ვითარმე განდგომილნი ღმრთისაგან იჴსნენ სატანჯველთა მათგან საუკუნეთა. წყლით-რღუნაჲ მოიწია ნათესავსა მას ზედა პირველსა უშჯულოებათა მათათჳს და წარწყმიდნა ყოველნივე ერთბამად. და მეცა მეშინის, ნუუკუე ვიქმნე, ვითარცა ერთი მათგანი მრავალთა ცოდვათა ჩემთათჳს. ამისთჳს გევედრები ყოველთა საყუარელთა ძმათა ჩემთა და ვევედრები სიწმიდესა თქუენსა, რაჲთა მითხოოთ ღმრთისაგან წყალობაჲ და შენდობაჲ. ვევედრები ყოველთა წმიდათა და ნეტართა მეოხებად ჩემდა ცოდვილისა და მეშინის, ნუუკუე არა შეიწყნარონ ვედრებაჲ ჩემი. რამეთუ მესმა მე თქუმულისაგან ეზეკიელ წინაწარმეტყუელისა, ვითარმედ: "უკუეთუმცა აღდგა ნოვე ანუ დანიელ ვედრებად ერისა ამისთჳს, არამცა შეწყნარებულ იქმნა თხოვაჲ მათი" (ეზეკ. 14.14) . ვევედრები ყოველთა წინაწარმეტყუელთა ჩემთჳს მეოხებასა, არამედ მეშინის, ნუუკუე ჰრქუას მათ, ვითარცა-იგი პირველ, ვითარმედ: არა შევიწყნარებ ლოცვასა და ვედრებასა იერემია წინაწარმეტყუელისასა ერისა ამისთჳს, და უკუეთუ ვიმარხვიდე, მრქუას მე უფალმან: არა ესევითარი მარხვაჲ გამოვირჩიე (ესაია 58.5) . და უკუეთუ მონაგებსა ჩემსა განუყოფდე გლახაკთა, ნუუკუე მრქუას მე უფალმან: ზეთი ცოდვილისაჲ ნუ შეეცხებინ თავსა ჩემსა. უკუეთუ შესაწირავი და საკუმეველი შევწირო მისა, მეშინის, ნუუკუე მრქუას მე: მსხუერპლი შენი არა სთნავს სულსა ჩემსა და საკუმეველი შენი საძაგელ არს წინაშე ჩემსა. უკუეთუ დავადგრე სახლსა შინა მისსა, რომელ არს წმიდაჲ ეკლესიაჲ, და ლმობიერად ვევედრებოდი, მეშინის მე, ნუუკუე მომიგოს მე რისხვით: წარვედ ჩემგან, ჵ მოქმედო ურჩულოებისაო. ამისთჳს, ძმანო ჩემნო, განცჳბრებული, შეძრწუნებული ვარ. და უკუეთუ მოვიქცე და აღვიარნე შეცოდებანი ჩემნი, ვაჲ არს ჩემდა. და უკუეთუ კადნიერი ლირწად დავადგრე ვედრებასა ღმრთისა მიმართ, მეშინის, ნუუკუე დამნთქას მე ქუეყანამან, გინა მეხის ტეხისა ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით და დამწუას მე და წარმწყმიდოს.

მნებავს უკუე, საყუარელნო, რაჲთა წარმოგითხრნე სიყრმისა ჩემისა ბოროტნი საქმენი და კუალად მეშინის, ნუუკუე საქიქელ და საძულელ ვიქმნე თქუენ წინაშე და თითის საჩუენებელ ყოვლისა ერისა. რამეთუ ვიყავ მე, ძმანო ჩემნო, სიყრმესა ჩემსა მაგინებელ და მაცილობელ, მაბრალობელ, მავნებელ, მაკირთობელ მოძმეთა, მოშურნე ყოველთა, ბოროტის მყოფელ, გლახაკთა მომხუეჭელ, მდიდართა მწუნობარ, გლახაკთა შეურაცხის მყოფელ, დავრდომილ[თა] ყოლადვე ყოვლითა ძჳრის მოქმედ. არამედ მე უწყი, ვითარმედ ესე სიყრმისა ჩემისა ცოდვანი აღმეჴოცნეს ჟამსა ნათლის-ღებისა ჩემისა, ხოლო რომელნი მიქმნიან მე შემდგომად ნათლის-ღებისა, ვინ შემძლებელ არს განრინებად ჩემდა მათგან, გარნა მხოლოჲ ღმერთი შემნდობელი ცოდვათაჲ და მოწყალე შეცოდებულთაჲ. ამისთჳს გევედრები, ძმანო ჩემნო სყუარელნო, რაჲთა მითხოოთ ღმრთისაგან მოწყალისა წყალობაჲ და შენდობაჲ. რამეთუ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა ვინგორები მე მწჳრესა შინა ცოდვისასა, შურსა შინა და სიძულილსა და ნებასა ბოროტსა, რისხვასა და გულის წყრომასა, ძჳრის ჴსენებასა და სიხენეშესა, ნაყროვანებასა და უძღებებასა, და გემოთა ჴორციელთა, ვეცხლის სიყუარულსა და გლახაკთა სიძულილსა და უცხოთა შეურაცხებასა. და რომელი-ესე ყოველთა კაცთა უნაკლულეს ვარ, უმჯობესსა ჩემსა ზედა კადნიერ ვიქმნი და შეურაცხ-ვყვი, და შერაცხილთა ზედა ნარჩევი ესე აღვზუავნი. და უძჳრეს ამის ყოვლისა ვარ მე, ვითარ ესე მიგითხარ, და უბოროტეს, და მნებავს, რაჲთა კაცნი წმიდად მიწოდდენ მე. ცოდვასა შინა დანთქმულ ვარ და მნებავს,  რაჲთა ვჩნდე კაცთა შორის უბიწოდ. და მე მარადის ცრუსა ვზრახავ, და რეცა საჩინოდ ვსძულობ მტყუავართა. ვისიძავ და ვიმრუშებ მარადის გონებითა და ვჰგმობ და ვჰრისხავ მსიძავთა და მემრუშეთა, განვიკითხავ მპარავთა და მე მარადის მოხუეჭასა გული მითქუამს. ვსძაგებ მაგინებელთა და მარადის ვიგინები. ვაჩუენებ კაცთა გარეშე სიწმიდესა და მე შინაგან სავსე ვარ საძაგელებითა. პირველ წარვდგები კაცთასა ეკლესიასა შინა ლოცვასა და უკუანა კერძოცა მათსა არა ღირს ვარ. მნებავს დიდებაჲ და პატივი კაცთაგან და ვარ მე შეურაცხ წინაშე ღმრთისა. მიყუარს თაყუანის-ცემით მოკითხვაჲ წინაშე კაცთა და ვარ მე სავსე სირცხჳლითა და გინებითა.

ოდეს-იგი ვიყავ მე სოფელსა შინა, [შორის] სოფლიოთა ვზუაობდი, და რაჟამს ვიქმენ მე მონაზონ, შორის მამათა ვთავჴედობ; ვაჩუენებ კაცთა სათნოებასა; მდიდართა - სახიერებასა, უცხოთა - შუენიერებასა, გლახაკთა - უწყალოებასა და თჳსთა - მანკიერებასა, სულელთა - სიბრძნესა და მორწმუნეთა - სისრულესა, და ვარ მე [უ]უგუნურეს პირუტყუთასა. და უკუეთუ ვისგანმე ვიგინი, შურ-ვიგი; და უკუეთუ შეურაცხ-ვიქმნი, მანკიერ ვიყვი. და უკუეთუ სამართალი მეთხოვის, ვიშჯოდი.

და უკუეთუ ვინმე წინა-აღმიდგის, ვჰრისხვიდი. და უკუეთუ ცუდად მადიდებნ, ვაქებდი და ვზუაობდი. და უკუეთუ მემხილის, შევწუხნი. და უკუეთუ ვინმე შემივრდის, განვდიდნი. და უკუეთუ არავინ მმსახურის, შფოთვიყვი თავით თჳსით და არა მნებავნ ყოფაჲ მის თანა და ძჳრსა უზრახვიდი მანკიერებით. და თუ ჭირსა მეცის ძმაჲ, ყოლადვე არა მნებავნ მიხედვაჲ მისი. და თუ დიდებასა მიემთხჳის, გარემოჲს ვექცეოდი და  მხიარული მოწრაფედ ვჰმსახურებდი. უკუეთუ დასნეულდის მოყუასი, მუნთქუესვე მოვიწყინი. და უკუეთუ მე დავსნეულდი, მინებნ, რაჲთამცა მრავალნი მსახურებდეს და ყოველნი მიკითხვიდეს, და მე ფრიად უგულებელს-ვყვი მსახურებაჲ იმისაჲ. და უკუეთუ მან მცირედ უდებ-ყვის, განვძჳნდი და მანკიერად ვჰრისხვიდი. კაცსა წინაშე პირსა შემპოვნებელ, და უკუანა - ძჳრის მზრახვალ. მნებავნ, რაჲთამცა ღირსად ვიჴსენებოდე, და ღირსთა საქმეთაგან განშორებულ ვარ. მიყუარს ქებაჲ და პატივი, და საქებელი საქმენი უცხო არიან ჩემგან. მნებავს აღსარებად თქუენდა საიდუმლოჲ ჩემი და გამოცხადებად დაფარული გულის\სიტყუაჲ ჩემი ვნებათა მიმართ ბოროტთა დღე და ღამ, ლოცვასა - მოწყინებაჲ, და განსუენებაჲ - მოსწრაფებაჲ. ოდეს მესმის ცუდი ზღაპრობაჲ, მხიარულად ვისმენდი, და ოდეს მესმის სინანულისათჳს, გარე მივიქციი სასმენელი ჩემი. და ოდეს მესმის კითხვაჲ წიგნთაჲ, მიმერულის; და ოდეს მესმის საშჯელი და ჴდომაჲ, განღჳძებულ ვიქმნი. რაჟამს ლოცვად აღვდგი, გონებაჲ ჩემი მიმოდაიტაცებინ სავაჭროთა და ფოლოცთა პირი ჩემი იტყჳნ გალობასა, და გონებაჲ ჩემი იწურთინ ცოდვასა. ბაგენი ჩემნი შესწირვედ მადლობასა და გულის სიტყუაჲ ჩემი ზრახავნ ზაკუვასა.

ვითარმე შემძლებელ ვიქმნე აღრაცხად უდებებასა ჩემსა ჟამსა ლოცვისასა და მოსწრაფებათა ჩემთა ცუდთა საქმეთა? რამეთუ მნებავს მოხუეჭაჲ ზიარისაჲ და მოსულელებაჲ ვაჭრისაჲ ვახში მოსესხისაჲ და ცალიერად განტევებაჲ გლახაკისაჲ, რისხვაჲ მსახურისაჲ და განსწავლაჲ შეცოდებულისაჲ, შური მოძმეთაჲ და წინააღმდგობაჲ მეგობართაჲ. რამეთუ ვეცრუვი, ვის აღუთქჳ; და უვარ-ვყვი, ვინ მომანდვის; ვეძიებდი მიზეზსა მოყუარესა ზედა, და მე ვიყვი სავსე ყოვლითა მიზეზითა. ვიყავ მე სამართალსა ზედა გრილ და უსამართლოსა ზედა მჴურვალე, განმაცრუვებელ ფიცსა სხჳსასა და მოყუარე ტყუვილსა თავისა ჩემისასა, და დამმარხველ გულ-მანკიერებასა მოყუსისათჳს.

აწ უკუე ესე არს, ძმანო ჩემნო, საქმჱ საიდუმლოთა ჩემთაჲ და სათნოებაჲ მონაზონებისა ჩემისაჲ. და უკუეთუმცა არა მეშინოდა მოძაგებისა და მოძულებისა, გამო-მცა-გიცხადენ თქუენ სხუანი საქმენი საიდუმლოთა ჩემთანი, რომელნი ფრიად უმძიმეს და უზეშთაეს მათსა არიან. არამედ დავიდუმე, რაჲთა არა ფრიად მოძულე ვიქმნე თქუენ მიერ და საძაგელ თქუენ შორის. და ვევედრები სიწმიდისა თქუენისა ღმრთის მოყუარეობასა, რაჲთა წყალობით ლოცვა-ჰყოთ ჩემ ზედა ცოდვილისა ამის, რომელი ვიტყჳ: ვთქუ, უთხრა ბრალი ჩემი უფალსა და შენ მომიტევე მე ყოველი უღმრთოებაჲ ცოდვისა ჩემისაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის დიდებაჲ და პატივი და თაყუანის-ცემაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


თქუმული წმიდისა ეფრემისი დიდების მოყუარეთათჳს მხილებაჲ

გაუწყებ თქუენ, ძმანო ჩემნო საყუარელნო, რამეთუ ღუაწლსა შინა მწუხარებისასა მოწყლულ ვარ სიყტჳსა მისგან წინაწარმეტყუელისა, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: იხილენით მოწყინენი და გიკჳრდინ. არამედ ყოვლისა პირველად ჯერ-არს ჩემდა, რაჲთა ვწუხდე და ვზრუნვიდე უცბობისა და უსწავლელობისა ჩემისათჳს, რამეთუ გზა-ვიქმენ ყოვლისა ცოდვისა და მტერისა მიერ შეიკრნეს ყოველნი ასონი ჩემნი საბლითა ცოდვისაჲთა. და ამის გამო მიღირს მე პირველად გლოვაჲ მწუხარებით ბოროტთა ჩემთათჳს და მისა შემდგომად აუგთათჳს და ბრალთა მოყუსისათა.

ჯერ-არს ჩემდა პირველად აღმოღებად დირე თუალისაგან თჳსისა და მაშინღა ხილვად წუელი თუალსა შინა მოყუსისასა, ვითარცა წერილ არს სახარებასა შინა (მათე 7.5) . არამედ ესე უწყოდეთ, ძმანო ჩემნო, ვითარმედ საწუნელი და რომელი ჩუენ შეურაცხ-გჳყოფიეს ჟამთა ამათ ჩუენთა, მის მიერ დავინთქმით მწუხარებითა. რაჟამს ვხედავ დაჴსნილობასა და უდბობასა ჩუენსა საქმესა შინა მონაზონებისასა, და ვერ შემძლებელ ვარ ტჳრთად და დღითი-დღედ განვილევი მწუხარებითა. ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელი: ვიხილენ უჯერონი, დავდნებოდე, რამეთუ მცნებანი შენნი არაჲ დაიმარხნეს; რომელი უკუე ჭურჭერი ცოდვისაჲ არა შეგჳმზადა მტერმან, რომელი ღონჱ დაცემისაჲ არა აღგჳგო.

ვაჲ ჩუენდა, ვინმე არა იგლოვდეს ამათ ესევითართა მედგრობათა ზედა, რომელთა ჩუენ დამტკიცებულ ვართ. ამისთჳს გევედრები თქუენ, ძმანო ჩემნო, რაჲთა გულისჴმა-ჰყვნეთ სიტყუანი ესე ჩემნი და მცირედ გულს-მოდგინე და მოსწრაფე იქმნნეთ, რომელთა-ეგე აღგირჩევიეს წესი მონაზონებისაჲ, რამეთუ შეგიმოსიეს სახე ანგელოზთაჲ, სქემაჲ ანგელოზებრივი, და ქცევაჲ და განგებაჲ ერის-კაცობრივი. ჰგონებთ სამეა, საყუარელნო, ვითარმედ ცათა შინა ანგელოზთა თანა არს შური და ჴდომაჲ, ვითარ-ესე ვხედავ მონაზონთა შორის, რამეთუ დაუთესავს მტერსა შური და ჴდომაჲ და განკითხვაჲ. და ამით ღონის ძიებითა და ვერაგობითა მძლე ქმნულ არს კაცად-კაცადისა ჩუენგანისა თითოეულისა ღონის ძიებითა და ვერაგობითა.

აჰა ესერა ვხედავთ კაცად-კაცადსა ჩუენგანსა, რომელსამე მოუპოვები[ე]ს მარხვაჲ ფრიადი, და ძლეულ არს იგი შურითა და ჴდომითა, და სხუაჲ განყენებულ არს ნებისაგან სიძვისა, და ზუაობასა უძლევიეს მისდა. და სხუასა მოუგიეს მღჳძარებაჲ, და ძლეულ არს იგი მოყუსისა განკითხვითა. და სხუაჲ დაყუდებულ არს განკითხვისაგან, და ძლეულ არს იგი ურჩებისაგან და პასუხობისა; და სხუაჲ დაყუდებულ არს გემოანთაგან საჭმელთა, და დანთქმულ არს იგი ცუდად დიდებითა. და სხუაჲ მოთმინე არს ლოცვასა შინა, და ძლეულ არს იგი შფოთითა და რისხვითა. და სხუასა მოუგიეს მცირედ სახიერებაჲ და მოთმინებაჲ, და აღზუავნების იგი უდებთა ზედა და განიკითხავს. და ესრეთ შეუკრავს მტერსა თითოეული ჩუენი  თითოეულითა ბოროტითა თჳნიერ ცნობისა და გულისჴმი-ყოფისა ჩუენისა. და ამისთჳს არს განპებაჲ და ჴდომაჲ შორის მონაზონთა მსგავსად მსოფლიოთა.

ვაჲ, ძმანო, ვინმე არა იგლოვდეს და სულთ-ითქუმიდეს ჩუენ ზედა, რამეთუ აღვირჩიეთ წესი ესე ანგელოზებრი და დაუტევეთ სოფელი და ნათესავნი, და ვიდრე აქამომდე სოფლისავე ზრუნვასა შინა ვიქცევით. მონაგებნი შეურაცხ-ვყვენით და გულის-თქუმაჲ მათი ვერ განვიშორეთ, სახლები დაუტევეთ და დღითი-დღედ დავდნებით ურვითა. სიმდიდრე არა გუაქუს და ამპარტავნებისაგან არაჲ დავსცხრებით. ქორწინებისაგან დაყენებულ ვართ და ნებისაგან ბოროტისა არა დავსცხრებით. გარეშჱთ ვჩათ მდაბლად და შინაგანითა სულითა ვეძიებთ პატივსა და დიდებასა. გლახაკად საგონებელ ვართ, და რეცა არას მოვიგებთ, და სიხარბესა დაუდნობიეთ. სიტყჳთ გლახაკნი ვართ და გულის-თქუმითა მონაგებთაჲთა დასნე\ულებულ ვართ და სიყუარულითა მრავალთა ჭურჭერთა და წადი\ერებითა სამოსლისაჲთა. ვინ არა იგლოვდეს და ტიროდის ამას ესევითარსა მონაზონებასა ჩუენსა ზედა!

ვინ უკუე იხილნეს ესევითარსა უდებებასა შინა მონაზონნი და არა ფრიად დაუკჳრდეს, და უფროჲს ხოლო ჭაბუკნი და ძლიერნი, რომელთა აქამომდე არღა უცნობიეს მონაზონებისა ძალი და თავჴედად იქცევიან. აქამომდე არღა უცნობიეს, რაჲ არს სქემაჲ მონაზონებისაჲ, და ამპარტავან არიან. აქამომდე არღა ასმიეს გონებასა მათსა, რაჲ არს მონაზონებაჲ და სწავლაჲ მონაზონებისაჲ, და მათ სხუათა სწავლად უწყიეს. ხოლო აქამომდე არღა უხილავს, რომელი-იგი წინა უც და იგინი ზუაობენ. აქამომდე კიბესა ფერჴი არღა დაუდგამს და გონებითა ღრუბელთა თანა ფრინვენ. აქამომდე გემოჲ არღა უხილავს მონაზონებისა სიტკბოებისაჲ და ზუაობითა აღჭურვილ არიან. აქამომდე სწავლისა ჴმაჲ არღა ასმიეს, და მათ უწყიეს სხუათა რისხვით სწავლად. აქამომდე არღა შერაცხილ არიან რიცხუსა ძმათა თანა და თავთა მათთა წარჩინებულ ყოფად უწყიეს. აქამომდე არღა შემოსრულ არიან მონასტრისა კარსა და უწყიეს წუნობად, განკითხვად და გამოწულილვად. და რასა განგიმრავლებ საქმეთა მათთა უწყებასა, რამეთუ არასადა ვინ მონაზონ იქმნების ღმრთისათჳს ჯერისაებრ, რაჲთამცა დაამონა თავი თჳსი ძმათა მორჩილებასა. არამედ უკუეთუ ვინმე შეჰრისხნის, პასუხ-უგებნ ტკივილით, და თუ ებრძანის რაჲმე, არა ყვის, არცა კეთილისათჳს აღიშურვის. ხოლო საქმესა შინა, რომელსა არარაჲ სარგებელი სულისაჲ არნ, მას ნეფსით თავი თჳსი განუკუთვნის. ჯერეთ სამი დღე არღა არს, ვინაჲთგან მონაზონად იკურთხა, და მოხუცებულთა მამათა და ძუელთა მონაზონებითა ესწორებინ იგი. დაუმორჩილებელ და ურჩ არნ, და თჳთ თავით თჳსით ირჩევნ საქმეთა მსგავსად ნებითა თჳსითა. ვერ შემძლებელ არნ ტჳრთად დაწუვასა გუამისა თჳსისა გულის-თქუმითა სიძვისაჲთა, და განუტევნის თუალნი თჳსნი და უნდოდ იხედავნ. თავი შეუყოფიეს უღელსა ქუეშე მორჩილობისასა და ნაცვალად მორჩილობისა ირისხვინ და ბრძანებნ და შფოთებნ. რაჟამს ჰრქჳან: ყავ ესე, ძმაო, მიუგის და ჰრქჳს: არა ვყო ეგე, თუ იგი ვინმე არა მოვიდეს და იქმოდის ჩემ თანავე. და კუალად მიუგის და ჰრქჳს: იგი ვინმე უცალო არს წიგნის კითხვასა, იგი ჩემსა ვიდრემე უარზანიგე არსა? და ნუთუღა სახლსაღა მამისა თჳსისა იყო მუშაკი და არა იცოდა მარჯუენაჲ და მარცხენაჲ, და აწღა, ოდეს ვანად მოვიდა, წიგნსა ისწავლის, რაჲთა თარგმანად გამოჩნდეს, და კუალად თქჳს: იგი ვინმე განისუენებს, იგი ჩემსა უარზანიგე არსა? და სხუაჲ განიფრთხობს, მეცა ეგრევე მნებავს მათებრ. და მას ვინმე ზეწარნი ასხენ, იგი ჩემსა რაჲთა ურზანიგე არს სამოსელსა? და მას ვისმე პა[ტი]ვ-სცემენ, იგი ჩემსა არა უარზანიგე არს პატივსა. იგი ვინმე მამათა თანა უბნობს, მეცა წარვიდე და უბნობდე მათ თანა. იგი ვინმე უხუცესობს, ბრძანებს, მე რაჲსა  არა ვბრძანებე, იგი რაჲთა უმჯობეს არს ჩემსა?

ესევითარი სახე მოუგიეს ჟამისა ამის მონაზონთა ჭაბუკთა. და ესე არს წესი და განგებაჲ სიმდაბლისა მათისაჲ ახლად მოსრულთაჲ, და ამით განგებითა ეგულების შესულაჲ სასუფეველსა ცათასა და არა უწყიან, ვითარმედ ამის საქმითა მტერად ღმერთსა აღუდგებიან და სულთა მათთა დაანთქმენ ქუესკნელთა ჯოჯოხეთისათა. და ამისგან საცნაურ არს ჩუენდა, რამეთუ არარაჲ დაგჳტევებიეს წესი გარეშჱ, რომელ არს შფოთი და განგებაჲ მსოფლიოჲ, რამეთუ სახელით ხოლო მონაზონ ქმნულ ვართ, ხოლო საქმით სოფლისავე ზრუნვასა ვიღუწით. ამისთჳს არა მაქუს ჩუენ შენდობაჲ წინაშე ღმრთისა, რამეთუ სახითა ხოლო მონაზონთა ვჰგავთ და საქმით უმადლოდ მეძავნი. სახითა რეცა მდაბალნი და საქმითა ამპარტავანნი. სახითა მყუდრონი და საქმითა კაცის-მკლველნი. სახითა რეცა მყუდრონი ურთიერთას და საქმით მტერნი მოყუსისანი. სიტყჳთ მოყუარენი და საქმით მოშურნენი, ურთიერთას გულ-მოძულენი. სახითა წმიდანი და ქალწულნი და საქმითა მსიძავნი და შეგინებულნი. სახითა დაყუდებულნი და გონებითა ყოველსა ადგილსა განმცხრომელნი. სახითა წრფელნი და უმანკონი, და საქმით მანკიერნი და თავჴედნი, სახითა ს[ი]ტყჳთ ნუგეშინის-მცემელნი და საქმით განმკითხველნი. სახითა შემწენი და აღმაშენებელნი, და საქმით მაშფოთებელნი და დამაბრკოლებელნი.

აწ უკუე სადაჲთ შემოვლენ ვნებანი ესე საძნაურნი, ძმანო ჩემნო? ამისთჳს შემოვლენ, რამეთუ არა არს ჩუენ შორის სიყუარული სრული მოყუსისა მიმართ, და რავდენ არა არს ჩუენ თანა ჭეშმარიტი სიმდაბლე და არცა არს შიში ღმრთისაჲ, და რამეთუ უდებ და შეურაცხ-გჳყოფიან მცნებანი ღმრთისანი, და განვსცხრებით და ვლაღობთ და ვიცინით უწესოდ და განვიფრთხობთ უჯეროდ, და სიტყუასა ღმრთისასა, დამბადებელსა ცისა და ქუეყანისასა არა შევიწყნარებთ. არცაღა ვითარცა ერთსა ჩუენგანსა პირსა მას საშინელსა გამოუთქუმელსა, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: "რომელსა უნდეს თქუენ შორის თავი თჳსი დიდ ყოფის, იყავნ იგი მრწემ თქუენ შორის და მსახურ თქუენდა (მარკ. 10.43) . და ჩუენ აქამომდე არა გჳხილავს წინა-განმზადებული იგი გონებითა ჩუენითა, და თითოეული ჩუენი განლაღებულ არს მოყუასსა თჳსსა ზედა, და შევიჭამებით ურთიერთას. ყოველნივე ბრძნად გამოვჩნდებით თავით თჳსით. ყოველთა წინამძღურობაჲ გჳყუარს, ყოველნი ჴელმწიფებასა ვეძიებთ, ყოველთავე ბრძანებაჲ გჳყუარს, ყოველნი შჯულის მდებელ ვართ და წიგნთა თარგმანებაჲ გუნებავს. ყოველნი მოძღურობასა ვეძიებთ, ყოველნივე განგებასა ვლამით, საქმეთა გამოძიებასა. ყოველთა წინამძღურობაჲ გჳყუარს და ყოველთა გუნებავს, რაჲთა მეორედ ვიყვნეთ ყოველსა პატივსა. სადა უკუე არს [,ძმანო ჩემნო,] თქუმული იგი მოციქულისა პავლესი, ვითარმედ: "უკუეთუ ყოველი გუამი თუალ იყოს, სადა უკუე არიან სასმენელნი?" (I კორ. 12.17) .

აწ უკუეთუ ჩუენ ყოველნი განმგებელნი ვიყვნეთ, სადა უკუე არიან მრავალ-ფერნი იგი საქმენი და განგებანი ღმრთისანი?! და კუალად იგივე იტყჳს: "არავინ თავით თჳსით მი[ი]ღის პატივი, არამედ რომლისა მიცემულ არს ღმრთისა მიერ" (ებრ. 5.4) . და კუალად იგივე იტყჳს: "ნუუკუე ყოველნი მოძღუარ იყვნენა? ნუუკუე ყოველნი წინაწარმეტყუელ იყვნენა, გინა მოციქულ? (I კორ. 12,29) და ამისთჳს განაწესნა ღმერთმან მთავრობანი და ჴელმწიფებანი  ზეცისანი. აწ უკუეთუ ცათა შინა წმიდანი ანგელოზნი არა შე\ქმნნა ღმერთმან გუნდად ერთად, არამედ, იხილეთ, რომელნიმე ყვნა მთავრობა და ჴელმწიფება, და ყოველნი იგი გუნდნი ვერ გარდაჰვლენ განწესებულისაგან მათისა. და უკუეთუ წმიდანი ანგელოზნი ამას წესსა ზედა არიან, მაშა, რაჲ ძეს ჩუენი ცილობასა და განრისხებასა თანა ურთიერთას! ანგელოზნი და მთავარანგელოზნი არა იმტერებიან და არცა იშურებენ თითოეული მათი, არამედ განწესებულსა მათსა ზედა ჰგიან უდრტჳნელად. და არცა ცანი და ქუეყანაჲ და არცა ზღუაჲ, გინა მზჱ და მთოვარე, და არცა ვარსკულავნი არცა შეიცვალებიან წესისაგან მოცემულისა მათდა, ხოლო თითოეული ჩუენი ეკუეთების და აჭენებს მოყუასსა თჳსსა, და სხუაჲ ებრძვის სხუასა და სწუნობს, და ჰგუემს და ურთიერთას მსგავსად ძალისა შეურაცხ-ჰყოფენ, და დაჰქენჯნიან და იტყჳ[ა]ნ, ვითარმედ: კაცად-კაცადი შემძლებელ არს მოყუსისა თჳსისა ყოფად, რომელი ენებოს. სიბრმითა გულისა ჩუენისაჲთა რაჲსამე არა დავსჯერდებით სიტყუასა მას, რომელი უთქუამს, ვითარმედ: კაცად-კაცადი თქუენი, რომელსა ზედა იჩინა, მას ზედაცა ეგენ. ვითარ არა გეშინის, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: "რომელსა ფრიად მიეცეს, ფრიადცა ეთხოვოს მას (ლუკა 12.48) . მე გევედრები, ძმანო ჩემნო, და ვითხოვ თქუენგან, რაითა არა იყოს ცხორებაჲ ჩუენი, დაჴსნილობით და თჳნიერ შიშისა ღმრთისა, რომელნი არა ჰგონებენ წარდგომად წინაშე მსაჯულისა მის საშინელისა. გევედრები, რაჲთა ვიყვნეთ, ვითარცა იგინი, რომელნი არა ჰგონებენ სიტყჳსა მიცემასა საქმეთა მათთათჳს. ხოლო მე გევედრები, ძმანო ჩემნო, რაჲთა არა ვიყვნეთ საყუედრელ მსოფლიოთა, და არცა დავჰრთვიდეთ ცოდვასა ზედა ცოდვასა, და რაჲთა არა იგმოს ჩუენ ძლით წმიდაჲ ესე სქემაჲ მონაზონებისაჲ, არამედ იქებისმცა ჩუენ მიერ. რამეთუ უვეჭუელად მომავალ არს ჟამი იგი საშინელი და არა ყოვნის, რომელსა შინა განვიკითხნეთ საქმეთა ჩუენთა და გულის-სიტყუათათჳს, და არა ვპოვოთ შენდობაჲ ამის ყოვლისათჳს, რომელსა სიტყუასა შემძლებელ ვართ ჩუენ მიგებად ქრისტესა, რამეთუ არარაჲ დაუშთა, რომელი არა თავს-იდვა ჩუენთჳს, რაჲთა ჩუენ სახე იგი მისი ვისწაოთ. ნუუკუე არა დამდაბლდაა, რაჲთა ჩუენ სიმდაბლით ვისწაოთ? ანუ არა მორჩილ იქმნა ვიდრე სიკუდიდმდე, რაჲთა ჩუენცა მორჩილებაჲ მოვიგოთ. არა ჰნერწყუვიდესა პირსა მისსა წმიდასა, რაჲთა ჩუენცა გინებასა დაუთმოთ და შეურაცხებაჲ თავს-ვიდვათ და არა განვძჳნდეთ ვითარცა მჴეცნი?! არა უკუე ყურიმალსა სცეს წმიდასა მას, რომლისაგან ძწიან ძალნი ცათანი, რაჲთა რაჟამს ჩუენ ვიგუემნეთ და შეურაცხ-ვიქმნეთ ვიეთგანმე, არა განვ\ბოროტნეთ და ვიქმნნეთ ვითარცა ჯარბნი წამლეანნი და ძჳრი დავიმარხოთ გულთა შინა ჩუენთა?!

ანუ არა მდუმრიად დგაა იგი წინაშე მსაჯულისა, რაჲთა არა ვიყვნეთ ჩუენ სიტყჳს-მგებელ და მოსარჩლე? არა უკუე გესმაა, რომელი-იგი თქუა, ვითარმედ: არა რას თავით ჩემით ვჰყოფ, რაჲთა არა ჩუენცა ვეძიებდეთ ნებისა ჩუენისა აღსრულებასა და სხუათა განვიკითხვიდეთ? არა გესმაა, რომელი-იგი თქუა: "მიიღეთ და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა" (მათე 11.29), რაჲთა ჩუენ ვიყვნეთ ეგრევე მდაბალ მსგავსად მისა და არა ვშურობდეთ ერთიერთსა და არცა ვსძულობდეთ და შევიჭამებოდით ურთიერთას ცილის წამებითა და განკითხვითა.

მაუწყეთ-ღა, ძმანო ჩემნო, ამის ყოვლისათჳს, რომელი პასუხი მოგაქუს წინაშე ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, რომელმან ჩუენთჳს ესე ყოველი დაითმინა, რაჲთა ჩუენ წესი მისი ვისწაოთ და კუალსა მისსა შეუდგეთ. და ჩუენ უდბობით შეურაცხ-ვყავთ ესე ყოველი. რომელი შენდობაჲ ყოფად არს ჩუენდა დღესა მას განკითხვისასა მართლისა მისგან მსაჯულისა, არა უწყი. გევედრები თქუენ, ძმანო ჩემნო საყუარელნო, ვიღუაწოთ მცირედ, რაჲთა არა ვნებისათჳს ჴორციელისა შეურაცხებით განვისხნეთ და უცხო-ვიქმნნეთ კეთილ\თა მათგან საუკუნეთა, დაუსრულებელთა. და არცა პატივისა ამისთჳს მცირედ ჟამისა წარვიწყმიდოთ დიდებაჲ იგი წარუვალი. და არცა შურისა და სიძულილისათჳს მოვატყუათ თავთა ჩუენთა სატანჯველი იგი საშინელი საუკუნოჲ.

მითხარ-ღა, ჵ მონაზონო, შენ არა სულისა შენისა განრინებისათჳს გამოხუედა სოფლით შენით? აწ უკუე, რაჲსა გამოიწულილავ აუგთა ძმისა შენისათა? უკუეთუ ნეფსით შენით მოგიდრეკიეს ქედი შენი უღელსა ქუეშე მონებისასა, რაჲსა ეძიებ, რომელი არა გეთხოვების და არცა სარგებელ არს შენდა? გრწმენინ ჩემი, ძმაო, და დაიჯერე და ირწმუნე, ვითარად არცა პატიოსანი და არცა დიდებული, არცა წინამძღუარი და არცა შემდგომი, არცა მამასახლისი და არცა პატივცემული კაცთაგან, და არცა ჴელმწიფე და ყოველი მსგავსი ამათი კაცთაგანი არავინ შევიდეს სასუფეველსა ღმრთისასა, და არცა მოეტევნენ შეცოდებანი მათნი და ვერცა იჴსნან სული თჳსი ჯოჯოხეთისაგან და მწარეთაგან სატანჯველთა, უკუეთუ პირველად არა მოიგონ სიმდაბლე და სიყუარული, მორჩილებაჲ და მოთმინებაჲ და სულგრძელებაჲ. და უკუეთუ ესე საქმენი არა იყვნენ კა\ცისა თანა, ნუ აცთუნებს იგი თავსა თჳსსა, რამეთუ ვერ სადა სათნო-ეყოს იგი ღმერთსა.

ანუ არა გასმიეს, რომელი თქუა, ვითარმედ: "არა მოვედ, რაჲთა ვიმსახურებდი, არამედ მსახურებად" (მარკ. 10.45) . და კუალად: "არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ" (იოანე 6.38) . და კუალად იტყჳს, ვითარმედ: "რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს" (მათე 23.12) . ანუ არა გასმიეს, ვითარ-იგი ჰნატრის მდაბალთა და იტყჳს: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ" (მათე 5.3) . ნუუკუე არა გასმიესა, რომელსა-იგი იოვანე მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: "რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი ბნელსა შინა ვალს" (I იოანე 2.11) . ანუ არა გასმიესა, ვითარ-იგი ეშმაკნი ზეცით შურისა და ამპარტავნებისათჳს გარდამოცჳვეს? ანუ არა გასმიესა მარიამისათჳს, დისა მოსესისა, ვითარ-იგი ერთისა სიტყჳსათჳს, რომელი-იგი თქუა შურითა მოსესთჳს, მყის განკეთრებულ იქმნა იგი? (რიცხვ. 12. 1-10) .

რაჲსათჳს ისმენთ ამას ყოველსა და დაიყოფთ სასმენელთა თქუენთა, ვითარცა ასპიტნი, არა თუ გარეშეთა სასმენელთა, არამედ გულისათა შინაგანთა, რამეთუ ამათ გარეშეთა სასმენელთა ესმის ხოლო, არამედ შინაგანნი იგი დაივიწყებენ და არღარა იჴსენებენ. რაჲსა არა გურწამს სიტყუაჲ იგი, თქუმული წმიდითა პირითა მისითა, რომელი იტყჳს, ვითარმედ: "რომელი ჰგიეს სიყ\უარულსა ზედა. ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა" (I იოანე 4.16) . მე გევედრები თქუენ, ჵ სამწყსონო ქრისტესნო, რჩეულნო, რაჲთა მღჳძარე იყვნეთ, ვიდრე ესე ჟამი გუაქუს-ღა განღჳძებად ჩუენდა, და შეიკრძალეთ უბიწოებაჲ ვიდრე ესე სასოებაჲ ჩუენ თანა-ღა არს. რამეთუ მომავალ არს ჟამი იგი საშინელი, ოდეს თქუენ არა მოელოდით. მაშინ მწარედ სტიროდით და ინანდეთ სინანულითა უსარგებლოჲთა.

აწ უკუე ისწრაფდით, რაჲთა არა ჟამსა მას მწუ\ხარებაჲ საუკუოჲ გეუფლოს თქუენ და სირცხჳლმან დაგფარნეს თქუენ წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა და ყოველთა კაცთა. დასცხერით შფოთისაგან და ცუდად განრისხებისა და ურჩებისა და სიტყჳს-გებისა, უფროჲს-ღა თქუენ, კრებულო ჭაბუკთაო, სიმდაბლე მოიპოვეთ ყოვლითა ძალითა თქუენითა და ყოვლითა გონებითა დაემორჩილენით მოხუცებულთა და მოძღუართა თქუენთა, რაჲთა ესრეთ სათნო-ეყვნეთ უფალსა ჩუენსა.

იყო ჟამსა მას პირველთა მამათა ჩუენთასა კეთილი ფრიადი და განსასუენებელი მრავალი. ხოლო გასმიეს სამე, რავდენი მჴურვალებაჲ და მოწრაფებაჲ მოეგო დაჯერებისათჳს ღმრთისა, სიმდაბლე დიდი და შრომაჲ ფრიადი და მოთმინებაჲ ურ[ი]ცხჳ. ხოლო აწ დღეთა ამათ და ჟამთა ჩუენთა მოგჳგიეს ურჩებაჲ, რისხვაჲ და გულის-წყრომაჲ, შური და ამპარტავნებაჲ, ჴორცთა განსუენებაჲ და სულისათჳს უდბობაჲ და დაჴსნილობაჲ.

აწ უკუე მცირე და საწუნელ გგონიეს ესე სიტყუაჲ და ესე საქმენი, რომელსა შინა ვართ ჩუენ ჟამსა ამას. და ნუ ჰგონებთ თავთა შინა თქუენთა, ვითარმედ მი-რასმე-წდომილ ხართ კეთილისა საქმესა. რამეთუ რომელსა ჰნებავს განრინებაჲ სულისა თჳსისაჲ, ჯერ-არს მისა, რაჲთა მოიგოს შრომაჲ ფიცხელი და მოღუაწებაჲ ფრიადი. და ნუ ჰგონებთ, თუ რომელთა-ესე შეუმოსიეს სამოსელი ცხოვართაჲ და თმაჲ დაჭირებით მოუპარსავს, ვითარმედ ესე ხოლო არს მონაზონებაჲ; გინა ოდეს იყოს კაცი ჴმელ გუამითა და უპოვარ ჴორცითა, იგი ხოლო არს მონაზონებაჲ; ანუ ოდეს იყოს კაცი კეთილად მეტყუელი და წიგნთა თარგმანი, ვითარმედ იგი არს სრულ, ნუ იყოფინ! არა იგი არს, არამედ რომელსა ჰქონან საქმენი კეთილნი მცნებისაებრ ღმრთისა, იგი არს მონაზონ, ამას-ღა ვიტყჳ, არა თუ სქემასა წმიდასა მონაზონებისასა შეურაცხ-ვჰყოფ (ნუ იყოფინ!), არამედ ჯერ-არიან სქემასა თანა საქმენიცა, რამეთუ სახე ოდენ თჳნიერ საქმეთასა ცუდ არს. და ნუ უდებ იქმნებით და ნუცა დაჰჴსნდებით, არამედ აღჳრ-ასხენით სიჭაბუკესა თქუენსა შრომითა დიდითა, რამეთუ დაღაცათუ სიტყუანი ესე ჩემნი შეგაწუხებენ და დაგიმძიმდებიან, არამედ ეგრე მნებავს თქუენთჳს, რაჲთა შეიწყნარნეთ სიტყუანი ჩემნი, ვითარცა წამალნი მტკივანნი, ადვილად მკურნალი წყლულსა ცოდვისასა. და ნუ ჰგონებთ, ვითარმედ კაცთაგან დაფარულნი იგი ცოდვანი თქუენნი, დაფარულ არიან წინაშე ღმრთისა, რომელსა არარაჲ დაეფარვის. მართლიად გეტყჳ, რამეთუ დაფარულთა თქუენთა, რომელთა საიდუმლოდ იქმთ, იგი დავიდუმე დაწერად წიგნსა ამას შინა ამისთჳს, რამეთუ, უკუეთუმცა დავწერენ, ივლტოდეთ-მცა ყოველნი და არავინ თქუენგანი დაშთა ჟამ ერთცა სირცხჳლითა. არამედ მე გევედრები თქუენ, ძმაო ჩემნო, საყუარელნო, რაჲთა განუკუთნნეთ თავნი თქუენნი მორჩილებასა და შეურაცხებასა და სიყუარულსა, და ეკრძალენით ურჩებასა ურთიერთას, და მოიგეთ მარხვაჲ და ლოცვაჲ და მღჳძარებაჲ. და ნუმცა ხართ ლალვისათჳს მჴნე და წიგნის კითხვისათჳს უძლურ და დაჴსნილ. და ნუმცა ხართ გულის-სიტყუათათჳს ბოროტთა, ვითარცა მჴეცნი, და ლოცვასა თუალ-დაწუხვილ და მძინარე, ვითარცა წარმართნი უურველნი. ნუმცა ვართ ცუდთა სიტყუათათჳს, ვითარცა ზუარაკნი, ძლიერ, და ლოცვისათჳს, ვითარცა მელნი, უძლურ და ვერაგ. და ნუმცა ხართ პასუხობასა უსაზომო და სულიერებისა სიტყუასა მოწყინე  და ნუმცა სიტყუათა ზედა ლაღობისა და განცხრომისათა მხიარულ არიან პირნი თქუენნი და წიგნთაგან სწავლისა და მამათა ანდერზისა მწუხარე და უსმ.

და ნუმცა ხართ დღისი მრთელ და ძლიერ გუამითა ნაყროვანებისა და სიხარულისათჳს და ღამისა ლოცვასა სნეულ და უძლურ. და ნუმცა ხართ მოყუარე სხჳსა მორჩილობასა, რომელი თქუენ უბრძანოთ, და მოძულე და ურჩ, რომელი სხუამან გიბრძანოს თქუენ. ნუ წუნობის გიჩს თქუენ იგი და ნუმცა ხართ გულს-მოდგინე და სწრაფით მისლვასა ტაბლისა დაგებასა, და უდებ და მცონარე საქმესა შინა მონასტრისასა. და ნუმცა ხართ წინაშე დედათა მხიარულ და განმცხრომელ გულითა, და წინაშე მამათა და ძმათა თქუენთა მჭმუნვარე პირითა და მწუხარე გულითა, არამედ გევედრები თქუენ, მონანო ღმრთისანო კეთილნო, რაჲთა აღიშურვოთ შური იგი კეთილი ყოველსა ზედა საქმესა სათნოსა და საქებელსა, რომლითა აღეშენნენ ყოველნი.

იქცეოდეთ ყოველსა შინა საქმესა თქუენსა სიმდაბლითა, სიყუარულითა, სახიერებითა, სულ-გრძელებითა და ურთიერთას სათნო-ყოფითა; და რაჲთა არა იცილებოდით საქმესა ზედა, რომელსა არა იყოს სარგებელი სულისაჲ, არამედ შეუდეგით უცონილად მარხვასა და ლოცვასა, რამეთუ ვერ შემძლებელ ხართ ძლევად ვნებათა სულიერთა და ჴორციელთა თჳნიერ მარხვისა და ლოცვისა, და რაჲთა მითვე მოვიგნეთ კეთილნი იგი საუკუნენი, და ნუმცა ვეძიებთ საქმეთა ქუეყანისათა, რომლითა დავიჭირვნეთ საქმენი ზეცისანი.

აწ უკუე ვისწრაფოთ გულს-მოდგინედ, რაჲთა მოვიგნეთ საქმენი იგი ზეცისანი ღმრთისა მიერ. ჰე საყუარელნო, განვიღჳძოთ ძილისაგან უდებებისა, რამეთუ ზამთარსა ბოროტსა მოუცავთ და მტერი ჩუენი უხილავი მარადის კართა ჩუენთა ზედა დგას, რაჲთამცა ცხოველნივე შთამნთქნა ჩუენ. განვეკრძალნეთ უკუე ბრძოლად მისა, რაჲთა ვსძლოთ და მოსაგებელი საუკუნოჲ მოვიგოთ მეუფისაგან ცათაჲსა, რამეთუ იგი მრავალ-ფერითა ვერაგობითა გუბრძავს ჩუენ. და ჩუენცა ეგრევე მრავალ-ფერითა საჭურველითა შევიჭურნეთ და ძლიერად წინა-აღუდგეთ. უკუეთუ გუბრძოს ჩუენ ნაყროვანებითა, წინა-აღუდგეთ მას მარხვითა. და უკუეთუ გუბრძოდის ჩუენ გულის-სიტყჳთა სიძვისაჲთა ვჰბრძოთ ჩუენცა სიწმიდითა მოთმინებითა და დავიცვნეთ სასმენელნი ჩუენნი, და მუნთქუესვე ივლტოდის პირისაგან ჩუენისა. და უკუეთუ გბრძოს თქუენ აღძრვითა გულის წყრომისაჲთა, შეიჭურენით თქუენ სიმშჳდისა და სიმდაბლისა საჭურველითა. და უკუეთუ გბრძოდის თქუენ სიძულილითა, ჰბრძოდეთ თქუენ სიყუარულითა. და უკუეთუ გბრძოდის დიდებისა და პატივისა სიყუარულითა, თქუენ მოიხადეთ შეურაცხებაჲ და სიგლახაკე. და უკუეთუ გბრძოდის ამპარტავნებითა და თავჴედობითა, გამოიწერეთ თქუენ გონებასა თქუენსა სიმდაბლჱ იგი მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი.

და უკუეთუ გბრძოდის თქუენ შურითა, მოიჴსენეთ თქუენ დაცემაჲ იგი კაენ მოშურნისაჲ. და უკუეთუ გეწყვებოდის თქუენ უძღებებითა და ნაყროვნებითა, მოიჴსენეთ თქუენ ესავისი იგი შეურაცხებაჲ. უკუეთუ გეწყვებოდის თქუენ განკითხვითა, დუმილითა წინა-აღუდეგით მას. და უკუეთუ ჩუენ ფრთხილ-ვიყვნეთ და უცონილად წინა-აღუდგებოდით მას დღითი-დღედ ამით საჭურველითა, რომელ ვაჴსენენ, უეჭუელად ივლტოდის იგი ჩუენგან და ვერ შემძლებელ იქმნეს იგი ვნებად ჩუენდა, და მყის მადლი ღმრთისაჲ მოიწიოს ჩუენ ზედა.

გრწმენინ ჩემი, ძმანო ჩემნო საყუარელნო, ვითარმედ ესე საქმენი, რომელ წარმოგითხრენ, უკუეთუ დაიმარხნეთ, ვერ შემძლებელ იქმნეს უხი\ლავი იგი მტერი ძლევად თქუენდა და მის მიერ შეხჳდეთ სასძლოსა მას ზეცისა სიძისა უკუდავისასა და მის თანა სუფევდეთ სასუფეველსა მი[ს]სა საუკუნესა. და მადლობით ქებასა შევსწირვიდეთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


თქუმული წმიდისა ეფრემისი მხილებაჲ მონაზონთა უდებთა და დახსნილთაჲ

რომელი აბრალებდეს სხუათა, ჯერ-არს მისა, რაჲთა არა იყოს იგი ბრალეულ. რომელი სხუათა განიკითხვიდეს, ნუმცა ვისგან განიკითხვის იგი საქმეთა თჳსთათჳს. რომელი ამხილებდეს მომხუეჭელთა, ნუმცა ემხილების მას უსამართლოებაჲ. რომელსა ჰნებავს სარკე ყოფად, იხილენ და განიცადენ მან ხატი თჳსი. პირველად წმიდა ყავ და განაშუენე ტაძარი შენი, რაჲთა სავანე ყოს მას შინა უფალმან. ხოლო უკუეთუ იპოვოს მას შინა შფოთი და ძჳრისა ჴსენებაჲ, სული მრუშებისაჲ დაემკჳდრების მას შინა. უკუეთუ არს რისხვაჲ სახლსა შენსა, კუამლითა სავსე არს, განჴადე სახლით შენით შური და მანკიერებაჲ, რომელ არს სულმყრალობაჲ ბოროტი, და შეიხუენ მას შინა საცეცხლურნი სავსენი საკუმეველითა სულნელითა. განგავე სახლი შენი სკორისაგან, რომელ არიან საქმენი საძნაურნი და ჩუეულებაჲ ბოროტი, და მოჰფინე მას შინა ვარდისა წილ და შროშნისა სულნელისა ლოცვაჲ ლმობიერი და სულ-თქუმაჲ მწუხარებით და გლოვით.

მოვედით და ვაბრალობდეთ სიდუხჭირესა აუგთა ჩუენთასა და ესრეთ განვდევნოთ მტერი ჩუენი მოქადული, და ცოდვაჲ მოვიძულოთ. უკუეთუ არა გინებით ემხილოს უმშჯავროსა, არასადა დასცხრეს საქმეთა მისთაგან ბოროტთა. მუშაკმან კეთილმან განმარგლის ყანაჲ თჳსი ღუარძლისაგან, და რომელი სულიერად ასწავებნ, განწმიდის გონებაჲ რყუნილებისაგან. უკუეთუ არა შეჰრისხნეს მოხუცებული, არასადა სრულ იქმნეს ჭაბუკი. სილირწჱ და ურცხჳნოებაჲ ეშმაკისაჲ უფროჲს არს სილირწესა ძაღლისასა, რამეთუ ძაღლსა ოდეს კაცი შეჰრისხნის, მუნთქუესვე ოდენ გარე განვიდის, ხოლო ეშმაკი ძნიად განვიდის შერისხვითა, რამეთუ მომაძულნიან ჩუენ მკურნალნი, რაჲთა სენნი ჩუენნი უკურნებელად ეგნენ გუამთა შინა ჩუენთა, რამეთუ ოდეს მოვიძულნეთ წამალნი, დაადგრეს ტკივილი ჩუენ თანა. ამისთჳს მომძულნის ჩუენ ეშმაკმან მოძღუარნი და მასწავლელნი ჩუენნი, რაჲთა სარგებელისაგან განგუაშორნეს და მყვნეს ჩუენ შეურაცხის-მყოფელ და მწუნობარ მასწავლელთა ჩუენთა, რაჲთა არა განგუამტკიცნენ, და მაწუევნ ჩუენ შურის გებასა თავით-თჳსით შემაწუხებელთა ჩუენთაგან, რაჲთამცა სატანჯველნი განგჳმრავლნა ჩუენ საუკუნესა მას. მასწავებნ ჩუენ ტყუვილსა, რაჲთა ჩუენ ძლით დაიფარნეს ზაკულებანი და აუგნი თჳსნი. შეიმოსის სახე კრავთაჲ, რაჲთა არა ივლტოდიან ცხოვარნი. არა მიფლობს ჩუენ მოქცევად და შენანებად, რომელი-იგი არს სახე სარკისაჲ, რაჲთა მას შინა ვიხილნეთ ბრალნი ჩუენნი და განვიშოროთ ზაკულევაჲ მისი. იგი თჳთ ბრძოლად აღუდგის მამხილებელსა და მასწავლელსა ჩუენსა, რაჲთა არა გამოჩნდენ ზაკულებანი მისნი და ამაო იქმნენ მრავალ[ნი] ღონის ძიებანი მისნი სწავლითა მისითა. ვითარცა სარკითა შემოგჳთხზის ჩუენ გულ-ფიცხლობაჲ, რაჲთა რყუნილობათა მისთა ვიდოდით. და სულ-მყრალობაჲ მისი მოაწიოს ჩუენ ზედა, რაჲთა სულ-გრძელობით საქმეთა შინა მისთა ვიქცეოდით. მყვნის ჩუენ ურცხჳნო და კადნიერ, რაჲთამცა წარმწყმიდნა წარმდებებასა შინა და თავჴედობასა ჩუენსა. მიმტაცის ჩუენგან სირცხჳლი, რაჲთა არად შევჰრაცხნეთ მამხილებელნი ჩუენნი. მასწავის ჩუენ, ზაკუვაჲ, რაჲთა ესრეთ ვცოდვიდეთ. საშჯელისა სიტყუანი მასწავლნის ჩუენ, რაჲთა მძლე ვექმნეთ სიტყჳს-მგებელთა ჩუენთა სიტყჳთა ბოროტითა. ასწავის ჭაბუკთა ურცხჳნოებაჲ და კადნიერებაჲ და მოხუცებულთა გულსა შთაუგდის შიში ჭაბუკთაჲ, რაჲთა არა შეურაცხობით აღიმცირნენ.

მლაღობელსა ასწავის გინებაჲ და მასწავლელსა დასდვის ზარი მისი, რაჲთა არა ასწაოს და განიკურნოს. მყვნის ჩუენ საიდუმლოდ საწუხელნი და კაცთა წინაშე საწადელნი, რაჲთა მყვნეს სამარე განგოზილ, სავსე სიმყრალითა მკუდართაჲთა. უკუეთუ აღშფოთნის ჴელმწიფე, ოქრომან დააწყნარის, და უკუეთუ განჴურდეს მსაჯული, ვეცხლმან დაამდოვროს და მამხილებელი ქრთამმან დაადუმოს. სადა უკუე არს მგელთა ქორწილი და სიხარული, უკუეთუ მწყემსმან დაიძინოს. განრყუნაჲ მათი უფროჲს ჭამისა არნ. მომხუეჭელი ზომსა ვერ იწონს მოტაცებისასა. კუამლი მავნებელ არს სახედველთა და უმშჯავროებამან დააბრმის ბრძენი. ვაჭრობასა შინა არნ ჭელტობაჲ და ცილობაჲ. უბიწონი შესთხინის შურსა ეშმაკმან.

კაცის-მკლველი თჳსითავე მახჳლითა მოიკლას და ფრიად მზრახი ენისაგან მოინადიროს, ყვის დაჴსნილ ცოდვილი საქმითა თჳსითა და მოსწრაფე ზაკუვითა. შეგინებულსა აშფოთებნ სიმყრალითა და უბიწოსა - შურითა. იხილნა ეშმაკმან საქმენი ღმრთისანი, რამეთუ უსასყიდლოდ მისცემს ნიჭთა მისთა, და განახუნა საუნჯენი თჳსნი და რომელსამე მისცა ამპარტავნებაჲ და სხუასა გულ-ფიცხლობაჲ და სხუასა შური. და რომელსამე ასწავა ზუაობაჲ, და სხუასა - თავჴედობაჲ. და რომელი სიწმიდით ზის, მოსწრაფებით ასწრაფებს მრუშებასა. ეშმაკი მომრუშეთა თანა ძლიერ არს და მმარხველთა თანა უძლურ, და არა დასცხრების ყოლად ყოვლით კერძოვე საფრჴეთა თჳსთა დარწყუვად, და სულგრძელებს ბრძოლასა შინა, არცა დაშურების და არცა დასცხრების.

ვაჲ ჩუენდა, ძმანო ჩემნო, მის მიერ ვითარი მტერი ძლიერი და მოუწყინებელი და მარადის მოსწრაფე წარწყმედასა ჩუენსა დადგრომილ არს წინაშე ჩუენსა წყობად მრავლითა მანქანებითა. ნეტარ არიან წმიდანი, რამეთუ მის მიერ გჳრგჳნოსან იქმნეს. გონებაჲ მტერისაჲ საფრჴეთა მისთა თანა არს მარადის, და ჩუენი - მონაგებთა თანა ჩუენთა. იგი მარადის სანადიროსა მისსა ზედა დადგრომილ არს, და ჩუენ - ნერგთა ჩუენთა თანა. სული ზრუნავს ხილთათჳს და უშრომელად მომინადირებს ჩუენ; რომელი არა შურებ(ი)ს, პირველად მას მოინადირებს ეშმაკი.

ვაჲ ჩუენდა, ძმანო ჩემნო, რომლისაღა წინაშე დაჴსნილ ვართ. ვაჲ ჩუენდა სამარადისოჲსა ბრძოლისა მისისაგან. ნეტარ ჩუენ, ძმაო ჩემნო, უძლურებისა მისისათჳს. უკუეთუმცა შემძლებელ იყო ძლევად და წარწყმედად ჩუენდა, არასადამცა მრავალთა ღონეთა ეძიებდა ბრძოლისა და ძლევისა ჩუენისათჳს, ერთი ოდენ-მცა კმა იყო. ხოლო ღონის ძიებითა მისითა გუეუწყა ჩუენ, რამეთუ უძლურ არს და ვერ შემძლებელ არს იგი ძლევად ჩუენდა, უკუეთუ ჩუენ თავით ჩუენით არა მივერჩდეთ ზრახებათა მისთა ბოროტთა.

აწ უკუე კაცი შემძლებელ არს ნებითა თჳსითა ძლევად ნებასა მისსა ბოროტსა, რამეთუ ნებისა ჩუენისაგან მოგუეცემის ჩუენ ძალი და უძლურებაჲ. უკუეთუ უდებ-ვყოთ, განძლიერდეს ჩუენ ზედა. და უკუეთუ ვიღუაწოთ, მეოტ იქმნეს ჩუენ მიერ. რომელი მტერთა თჳსთა მეოტ ექმნეს, იგი განაძლიერებს მტერთა მისთა თანა მის ზედა მოკლვად მისა. თავით ჩუენით მომკლავს ჩუენ მტერი, რამეთუ ნებაჲ ჩუენი საკრველ გუექმნა. ნებითა ჩუენითა შემკრავს ჩუენ მტერი და შემაყენებს საპყრობილესა მისსა უშრომელად.

იცითა, რამეთუ ქორწილი წმიდა არს, ხოლო მან აცთუნა და შეაგინა. იხილა, რამეთუ სიწმიდე დიდად შუენიერ არს და იგი ღონის ძიებით მეძიებელ არს განრყუნასა მისსა. ღმერთი ყოვლითა ღონის ძიებითა აღამაღლებს კაცთა და მტერი ყოვლითა ღონის ძიებით გარადმოსთხევს ქუეყანად. ქალწულთა აღიყვანებს ღმერთი ზეცად და მტერი გონებათა ჩუენთა გარდამოჰზიდავს ქუეყანად და შთაჰჴდის ქუესკნელად. თუალნი ჩუენნი განხუმულ არიან ნაშენებთა მიმართ და გონებაჲ მიდრეკილ არს მონაგებთა მიმართ. იქმნა გონებაჲ ჩუენი მეძიებელ გემოთა, და ცნობაჲ ჩუენი შემკრებელ წარმავალთა. მთათა და ჴევთა შევიდა ოქროჲ და კაცნი განვიდეს ძიებად სარგებელისა, რომლისაგან ვერ განძღენ სიხარულითა. ოქროჲ მეოტ არს ჩუენგან და გონებაჲ ჩუენი მდევარ არს მისსა ძიებად; და სიმართლე, რომელი მოივლტის ძიებად ჩუენდა, ჩუენ მეოტ ვართ წინაშე მისსა. ნებათა მიერ გამოიცადების ძალი ძლიერთაჲ, ნებისაგან იქმნის ღუაწლი და ღუაწლისაგან გამოცდილებაჲ.

არნ რომელიმე გემოთ მოყუარე სანოაგეთათჳს და არა სიძვისა. არნ რომელიმე ამპარტავან და არა მპარავ, და არნ რომელიმე ძლეულ ვეცხლის მოყუარებითა და არა გემოთ მოყუარებითა ჴორცთაჲთა. და არნ რომელიმე ქების მოყუარე და სხუაჲ შუების მოყუარე. არნ რომელიმე სასუმლის მოყუარე და სხუაჲ სიქადულის მოყუარე. არნ რომელიმე მოქადულ და მბასრობელ. რომელიმე გინების მოყუარე არნ და რომელიმე მიმცემელ არნ, რომელიმე შფოთის მოყუარე არნ და სხუაჲ მასმენელ არნ მოყუსისა.

არნ, რომელსამე სძულნ უსამართლოებაჲ, და სხჳთა ვნებითა დანთქმულ არნ იგი. არნ, რომელიმე მოძულე ერთისა ბოროტისა, და სხჳთა შეგინებულ არნ ყოლადვე. არნ, რომელიმე განერის საფრჴისაგან ერთისა, და სხუასა ადგილსა მღჳმესა შთავარდის. ოდეს შეიკრის კაცი მტერისაგან, გემოთაგან, საქმე, რომელი ჰნებავნ მას, მითავე შეკრულ არნ, რაჲთა კრულებაჲ იგი მისი გემოვან უჩნდეს მას, რამეთუ უყუარს კრულებაჲ იგი. არღარა განიჴსნას ქედი მისი. და რამეთუ, რაჟამს კრულ არს იგი, ნებითა თჳსითა დაადგრეს იგი უკუნისამდე მას ზედა. რამეთუ შემკრველი იგი მისი მოძღუარი არს და იცის, ვითარმედ, უკუეთუ ნებისა მისისა შეკრას გონებითა თჳსითა, მყის განხეთქნეს საკრველნი იგი მისნი. ყოველსა კაცსა ნებითა თჳსითა შეჰკრავს და თავის უფლობისა ჴელმწიფობაჲ აქუს, თუ ინებოს განხეთქაჲ საკრველთა მისთაჲ. რომელი შეკრულ არს ჴორცითა, არა შეკრულ არს სიძვითა. და ჰგონებდეს საწყალობელი, ვითარმედ არა შეკრულ არს იგი. და რომელი შეკრულ არს კიცხევითა და ბასრობითა, რავდენ არა კრულ არს იგი პატივითა. ჰგონებდეს იგი, ვითარმედ ჴსნილ არს. ნუ ჰგონებნ, რამეთუ შეაცთუნა ყოველი კაცი საკრველითა მისითა, ვითარცა მთრვალი რაჲ შეიკრის და არა აგრძნობნ. რომელი კრულ არს მტკიცითა საკრველითა, შესანდობელ არს იგი უფროჲს მისსა, რომელი შეკრულ არს დედა ზარდლისა ქსელისა საბლითა. თითოეული ჩუენი ეცინის მოყუასსა ჩუენსა, და ეშმაკი მარტოჲ მეცინის ჩუენ ყოველთა. იგი შეჰკრავს და იგი ეცინის, იგი შეჰკრავს და იგი დაათრობს. რომელი კრულ არს, სტკივის, და ბორკილოსანი იგრძნობს, ხოლო გონებაჲ შეკრულ არს და ვერ აგრობს.

ძმანო ჩემნო, რაჲღა ფრიად მოძღუარი არს შემკრველი იგი ჩუენი, რამეთუ ვერ ვაგრძნობთ საკრველთა მისთა. ძმანო ჩემნო, რაჲღა ფრიად ნანარი არს შემბორკილებელი იგი ჩუენი, რამეთუ ვერ ვსცნობთ, თუ შებორკილებულ ვართ. ისარნი მისნი ისარ ტკბილ არიან. სიბრძნე ცუდ არს ჭეშმარიტებისა წინაშე და იგი მეძიებელ არს უმშჯავროებასა. შეკრულ არს იგი, რაჲთა ვერ მივიდეს სიყუარულისა. დაჴსნილ არს იგი დევნად შურისა, რამეთუ კრულ არს იგი კეთილთა მიმართ, რაჲთა არა ქმნეს. დაჴსნილ არს იგი ბოროტთა მიმართ, რაჲთა მოსწრაფედ აღასრულებდეს. რაჟამს იგი უბრძანა ღმერთმან მოსეს საქმჱ კარვისა მის საწამებელისაჲ, უბრძანა ერსა მისთჳს შესაწირავთა მსგავსად ძალისა, და კაცად-კაცადი შესწირვიდა მსგავსად მონაგებთა მათთაებრ: რომელიმე ოქროსა, რომელიმე მარგალიტსა, რომელიმე ანთრაკსა პატიოსანსა; ხოლო გლახაკნი რომელი[მე] შესწირვიდა თხისა თმასა, რომელიმე - ტყავსა; ხოლო დედანი მდიდარნი შესწირვიდეს ძოწეულსა, და ქურივნი - სთულსა ღებულსა. და ყოველთა მიერ შეიმკო კარავი იგი. და ვითარცა აღასრულეს, მას შინა შეიწირვიდა ღმერთი მდიდართა და გლახაკთასა, ცოდვილთა და მართალთასა. და ეგრევე მარხვასა მათსა მსგავსად ძალისა მათისა, და ლოცვასა მათსა, ვითარ-იგი ჯერ იყო მათდა. მდიდარი შესწირვიდა ზუარაკთა და გლახაკი მართუეთა ტრედისათა, და მართუენი იგი ტრედისანი სწორად ზუარაკთა შეიწირვოდეს. რამეთუ ქრისტემანმცა მსგავსად სარწმუნოებისა ქურივისა მისგან შეიწირნა ორნი იგი მწულილნი სწორად მრავალთა მათ საფასეთა მდიდართასა, და უფროჲსღა აღემატნეს მწულილნი იგი საფასეთა მათ კეთილად განგებითა მის ქურივისაჲთა, ვითარცა-იგი ღმერთსა ყოვლითა ღონის ძიებითა ჰნებავს ცხორებაჲ ჩუენი, ეგრეთვე ყოვლითა მიზეზითა ჰნებავს ეშმაკსა სიკუდილი ჩუენი. ვითარცა-იგი მწულილნი შემძლებელ იყვნეს ცხოვნებად სულისა, ეგრეთცა მცირე სიტყუაჲ ბასრობისაჲ და კიცხევისაჲ შემძლებელ არს წარწყმედად სულისა. ვითარცა-იგი ავაზაკი ერთითა სიტყჳთა ცხოვნდა, ეგრეთვე ერთი სიტყუაჲ ბასრობისაჲ წარმწყმედელ არს მეტყუელისა. ერთი სიტყუაჲ თქუა განკითხვისაჲ მარიამ და მისთჳს განკეთრებულ იქმნა იგი, ვითარცა თოვლი. მარიამ წინაწარმეტყუელი იყო და განკითხვისათჳს განიკეთრა (რიცხვ. 12. 1-10) .

სხუაჲ რომელი განიკითხვიდეს, უკუანაჲსკნელი მისი ჯოჯოხეთს შინა ყოფად არს. თქუა მარიამ, ვითარმედ: ღმერთი ჰზრახავს მოსეს; და შეურაცხ-იქმნა იგი, რამეთუ ბასრობით თქუა. და უკუეთუმცა განგმო სამართლად კაცი უკეთური, შეურაცხ-ჰყო სიწმიდე შენი, ვინაჲთგან მწიკულევანებაჲ შეჰრიე მას, უბიწოებაჲ განირყუნების, უკუეთუ ბილწებაჲ რაჲმე თანა შეეზაოს. სარწმუნოებაჲ განირყუნების, უკუეთუ ზაკუვაჲ თანა იყოს. სიმართლე განირყუნების, უკუეთუ შეუჴდეს მას იჭჳ. მიცემაჲ განირყუნების, უკუეთუ ქებაჲ შეერიოს, ლოცვაჲ განირყუნების, უკუეთუ შეუჴდეს ამპარტავნებაჲ. მარხვაჲ განირყუნების, უკუეთუ ერთოს სიძულილი. სიყუარული განირყუნების, უკუეთუ შეერიოს შური. მრავალ გზის საჭმელმან კეთილმან მოკლის კაცი, ოდეს შეჰრიან მას წამალი მაკუდინებელი მცირე. საქმეთაგან ცდათა ჯერ-არს ხილვად ჩუენდა დაფარულთაჲ მათ. უკუეთუ საჩინოთა მათ კეთილთა საქმეთა ბოროტისა საქმე გან[მ]რყუნელ არს, ეგრეთვე დაფარულთაჲ არს. სახედ მოგუცა ჩუენ მარიამ, რამეთუ მის მიერ გულისჴმა-ჰყო ჭეშმარიტი, რამეთუ ცხადად ერთ სახედ განკეთრებულ იქმნა, რაჟამს-იგი ცოდა მან ფარულად. და აუგის მიერ ჴორცთაჲსა ეუწყა მას აუგი იგი ყოველთა სულისაჲ, დუხჭირი. ბილწებითა კეთროვნებისაჲთა გულისჴმა-ყო ყოველმან ერმან, ვითარმედ განკითხვაჲ და ბასრობაჲ ფრიად ბოროტ არს, რამეთუ გუამი მისი იქმნა სარკე სულისა დაფარულისა. განრყუნილებისაგან ჴორცთაჲსა იცნობა განრყუნილებაჲ იგი გონებისა მისისაჲ, რამეთუ გარეშჱ განრყუნა კეთრმან და შინაგანი - განკითხვამან შურითა. აუგი იგი გარეშჱ აუწყებდა აუგთა შინაგანთა.

იხილეა განრღუეული იგი, რამეთუ ცოდვითა მისითა იქმნა განრღუეულ, რამეთუ რაჟამს დაჰჴსნნა მან მცნებანნი, მით დაიჴსნეს ასონი მისნი. რაჟამს დაჰჴსნა სიყუარული ღმრთისაჲ, დაიჴსნა ძალი გუამისა მისისაჲ. იქმნა მარიამ აუგ დედათა, რამეთუ ამპარტავნებით განბასრა მდაბალი იგი. ყვნა მოსე სასწ[ა]ულნი დიდ-დიდნი და მცირედ სცთა ენითა თჳსითა, არამედ არა ევნო, რამეთუ იყო იგი ჴმა-წულილ და ენა-ბრგუნვილ. ხოლო არავე დაშთა თჳნიერ პატიჟისა, რამეთუ დააყენა იგი მისთჳს ღმერთმან შესლვად ქუეყანასა მას ფილისტიმისასა. ზღუაჲ საშინელი და წარმწყმედელი გზა ექმნა მას და მცირე ბრალი ზღუდე დამაყენებელ ექმნა მას შესლვად ქუეყანასა მას აღთქუმისასა.

აწ უკუეთუ მოსე, რომელი განმღრთობილ იყო ქუეყანასა ზედა, ერთისა მცირისა სიტყჳსათჳს დაეყენა შესლვად იერუსალჱმდ. მაშა, რომელმან ენაჲ აღილესოს მოყუსისათჳს, რავდენ უფროჲს დაეყენოს იგი შესლვად სასუფეველსა ცათასა! ცეცხლმან შეჭამნა შემასმენელნი იგი სამთა ყრმათანი და მათე მახარებელისანი, რამეთუ სიტყჳთა შეიგინნეს იგინი და წარწყმდეს. უკუეთუ იგინი შეჭამნა ცეცხლმან, ჩუენ რაჲსა არა აღჳრ-ვასხნეთ ენასა ჩუენსა? ქუეყანამან შთანთქნა მზრახნი იგი, რომელთა აღელესნეს ენანი მათნი მოსეს ზედა, რამეთუ დაეტევნეს მეძავნი და შეგინებულნი, და დაინთქნეს ენოანნი და მგმობარნი. ზღუამან შთანთქნა მეგჳპტელნი და ჴმელმან - მდრტჳნველნი. სიტყუაჲ ერთი ცუდი თქუა ხიარ ჟამსა მას შიმშილისასა, რამეთუ აცილობდა წინაწარმეტყუელსა და მუნთქუესვე დათრგუნვილ იქმნა იგი ფერჴითა ერისაჲთა კართა ზედა და მოკუდა (IV მეფეთა 7. 18-20). ამით სარწმუნო არს სტყუაჲ ღმრთისაჲ, ვითარმედ სიტყჳსათჳსცა ცუდისა სიტყუაჲ მისცეთ დღესა მას განკითხვისასა. ყოვლით კერძოვე შეკრულ იქმნეს კაცნი მტერისაგან, რომელიმე შეკრულ არს ვითარცა მოსესხე და რომელიმე ვითარცა თავს-მდები. ბუნებაჲცა მოგუასწავებს, სხჳსა მიზეზითა მოკუდის კაცი, და სადა მიზეზითა არა არნ, დაინთქის მოსესხისა თანა. ესე არს წესი თავს-მდებისაჲ. მართალი ნეფსით იძლიის და უნებლიაჲთ განიკითხის, ვითარცა თავს-მდები მართალი, რომელი დაინთქის მოსესხისა თანა. უკუეთუ ზრახვიდეს მტყუავარი წინაშე მართლისა, ანუ განიბასროს, ანუ იყუედროს, ანუ შეურაცხ-იქმნეს, გინა უსამართლოჲ ეყოს და მართალსა მოეწონოს იგი, იქმნა იგი ვითარცა თავს მდები. უკუეთუ ვინმე აგინებდეს მეფესა, და რომელსა ესმოდის და დადუმნეს, პატიჟი ორთაჲვე მათ ერთი არს: და რომელიმე მოიკლის ენისაგან თჳსისა და რომელიმე სასმენელთაგან თჳსთა. უკუეთუ გითხრობდეს მტყუვარი სიტყუასა საქმისათჳს და შენ მიუპყრნე სასმენელნი შენნი, სიკუდილი იგი, რომელი გამოჴდა პირით მისით, შთაცალა იგი შინაგან სასმენელთა შენთა. სადაჲთ უკუე შემოვიდა სიკუდილი, არა ყურთაგანა, რომელთაგანცა შემოვალს შესმენაჲ მაკუდინებელი?

შემძლებელ არს მტერი წარწყმედად მდუმრისა სიტყჳთა, რამეთუ ვინაჲთგან ვერ შეუძლებს მოკლვად ენისაგან, მოჰკლავს მას სასმენელითა. უკუეთუ ვერ მოკლას იგი საქმითა, მოკლას იგი გულის-სიტყჳთა. მართლიად ეტყოდეს ეშმაკნი მჴსნელსა ჩუენსა, ხოლო მან არა შეიწყნარა მათგან, მოციქულთა რაჲსა არა დაადუმნეს ეშმაკნი იგი, რომელნი აქებდეს მათ, რამეთუ ჴმაჲ მათი მწარე იყო ყურთა შინა მოწაფეთასა. რომელი ისმენდეს ტყუვილსა, იგი უშეგინებულეს არს მისა, რომელი ტყუოდის. რომელი უმწინ\კულევანეს არს მტყუვრისა? იგი, რომელი დუმნეს. რომელსა უყუარს მწინკული იგი, გონებაჲცა მისი მწინკულევან არს. მისცა უფალმან ჩუენმან თავი თჳსი, ხოლო სასმენელნი მისნი არა მიუპყრნა ტყუვილსა. პირითა თჳსითა გემოჲ იხილა ძმრისა და ნავღლისაჲ, და ყურითა არა ისმინა უსამართლოჲ. მისცა თავი თჳსი ბასრობად, და სასმენელითა არა შეიწყნარა უჯეროჲ. მიუპყრა პირი შენი მტყუვარსა ამბორის-ყოფად და ნუ მოუპყრობ სასმენელთა შენთა სიტყუათა მისთა. უკუეთუ მიუპყრა პირი შენი, ემხილოს მას; ხოლო უკუეთუ მიუპყრნე ყურნი შენნი, გემომან სტყუათა მისთამან მოგაკუდინოს შენ. განეშორე წამლისა მისგან მაკუდინებელისა და სულისას მისისა ყნოსისაგან და გემოთაგან მისთა. კუამლსა მოჰრიდებ და მტყუვრისასა ისმენ? განეშორები სულისაგან სიმყრალისა და მტყუვარსა თანა დაშჯდები? კუამლი მავნებელ არს თუალთა და სიტყუაჲ ბასრობისაჲ და განკითხვისაჲ მავნებელ არს მსმენელთა მისთა. დაღაცათუ მყრალობაჲ მძი\მე არს საყნოსელთა, არამედ ძჳრის ზრახვაჲ უბოროტეს არს სასმენელთა.

ჯერ-არს შენდა, რაჲთა დაიცვნე სასმენელნი შენნი ვნებათაგან. უკუეთუ გუამი შენი დაგიცავს სიძვისაგან, დაიცევ პირიცა შენი განკითხვისაგან; დაღაცათუ ვერ შემძლებელ არს პირი სიძვად, შემძლებელ არს ბრალობად და ტყუვილად. უკუეთუ რომელნიმე ასოთა შენთაგანნი წმიდა არიან მავნებელთაგან მისთა და რომელნიმე ცოდვენ, ესე ვითარცა მკუდარი მკლველ არს შენდა. უკუეთუ მიდრკენ მისა სასმენელნი შენნი. სახე მბრძოლთა აღჭურვილთაჲ მიიღე. რამეთუ ოდესმე ისარი მიემთხჳის ჯაჭუსა განხეულსა და განეწონის გუამსა და მოაკუდინის ახოანი მბრძოლთაგანი, რავდენ უფროჲს შევიდეს და სიკუდილი კართაგან ყურთაჲსა განღებულთა. ყურთა კარი ვრცელ არს და მის მიერ შევიდა პირველადვე სიკუდილი პირველისა მის მამისა ჩუენისა. შე-უკუე-აბ კარი ყურთა შენთა და მეკარე დაადგინე, რაჲთა არა შევიდეს ძჳრის სიტყუაჲ, ნუ უდებ იქმნები წამლისათჳს მაკუდინებელისა, ვითარმედ: მცირე არს და ვერ შემძლებელ არს მოკლვადო.  ნუ უდებ იქმნები განკითხვისათჳს და იტყჳ: ესე არარაჲ არს და ვერ შემძლებელ არს წარწყმედად. იხილეღა მფრინველი, რამეთუ ოდესმე ფრჩხილითა ოდენ შევარდის მახესა და მოინადირის იგი.

ხოლო სალმობათათჳს და ტკივილთა ვინ შემძლებელ არს სიტყუად. რამეთუ მცირისაგან ტკივილისა იქმნის ბოროტი სატანჯველი. რაჲსათჳს დაიწყევა ქანაანი, არა სიცილისათჳსა მართლისა მის ზედა? არა თუ უმშჯავროებისა რაჲსათჳსმე განიკითხა და არცა კაცის-კლვისათჳს დაიწყევა, არამედ განბასრებისათჳს მიიღო მან ბოროტი იგი პატიჟი. და ვაჲ არს მისსა, რომლისა გულის სიტყუანი წმიდანი შეაბილწნა განკითხვამან და ბასრობამან მოყუსისამან, რამეთუ იყვნეს ასონი მისნი უბიწო, არამედ მოაკუდინა იგი მცირემან მან ასომან, რომელ არს ენაჲ. იხილე ესე სიცილისათჳს, ვითარღა ვაებაჲ მოიღო. აწ უკუე ვისმე არა ეშინის განკითხვისაგან, რამეთუ მის მიერ მოიწევის წყევაჲ რაჲმე. რაჲ არს სამოსელი იგი ბაყლეანი, რომელი ემოსა მას, რომელ-იგი შევიდა ქორწილსა მას სამეუფოსა, გამომიცხადე ჩუენ, ჵ თარგმანო, რაჲთა არა შესცთენ კაცნი შემოსად მისა. არს იგი ძჳრის ზრახვაჲ, პარვაჲ, ტყუვილი, უსამართლოებაჲ, ვეცხლის მოყუარეობაჲ, სული ამპარტავანობისაჲ, გული ბოროტის მეძიებელი, შური ზაკუვაჲ, ძჳრის ჴსენებაჲ, შფოთი, გუამი მსიძავთაჲ და სული ბოროტსა მიდრეკილი, მრუშებაჲ, სოფლისა ამის სიყუარული.

ესე არს სამოსელი იგი ბაყლეანი და მით ვერვინ შემძლებელ არს შესლვად ქორწილსა მას სამეუფოსა. გუამნი ნუკეულნი შებაყლებულნი გულის-თქუმათაგან ვნებისათა ვერ შევლენ საქორწინესა მას საღმრთოსა. და იგი რომელსა ემოსა სამოსელი ბაყლეანი, იყო იგი მეძავი, მემრუშე, უძღები, და არაწმიდაჲ, და ამისთჳს გამოაძეს იგი საქორწინისაგან ნათლითა სავსისა, რამეთუ იყო იგი მოყუარული საქმეთა ბნელისათა. კაცი, რომელი იშუებდეს მარადის გემოთა შინა ამის სოფლისათა, ვერ შემძლებელ არს იგი შესლვად და ინაჴის დგომად წმიდათა მათ თანა გუამთა მარხვითა განჴმელთა. ხოლო სამოსელი იგი პატიოსანი შესატყუებელი ქორწილისაჲ, ესე არს განწმედაჲ ყოვლისაგან მწინკულისა. ქალწულებაჲ, უბიწოებაჲ გუამისაჲ და სული ღმრთის მოყუარე, და პირი სავსე მარადის გალობითა და დიდებითა ღმრთისაჲთა, და ჴელნი სავსენი ქველის საქმითა, და სიმდაბლე და სული სიგლახაკის მოყუარე, და სინანული და მარადის რეკაჲ კარსა მას ღმრთისასა, და ძმათ მოყუარებაჲ და თუალთ უხუაობაჲ, და სიწმიდე გულისაჲ და სიწრფოებაჲ მოუდრეკელი ბოროტსა, საქმე სულიერებრი და საღმრთოჲ სლვაჲ სიწმიდით, და უბიწოებით გულის-თქუმაჲ კეთილისაჲ და სახე შუენიერი, ესე არიან სამოსელი იგი საქორწინე, და რომელსა ესე არა ემოსოს, არა შეუტეობენ მუნ. ხოლო რომელსა-იგი სამოსელი ბაყლეანი ემოსა და ბრძანა მეუფემან გარე განძებაჲ მისი, არა ჰურიაჲ იყო იგი, არამედ ნათ[ე]ლ-ღებული. ჰურიაჲ ვერ იკადრებს ყოლადვე მიახლებად კარსა მას საქორწინისასა, რამეთუ მეუფისაგან რისხვეულ არს იგი.

აწ უკუე განეკრძალენ ყოველი კაცი, რაჲთა არა ემოსოს სამოსელი ბაყლეანი და განიძოს გარე ქორწილისაგან. იხილენ თითოეულმან თქუენგანმან სამოსელი თჳსი, უკუეთუ არს წმიდაჲ და უბაყლოჲ ვნებათაგან, და უკუეთუ იყოს ბაყლეანი, ისწრაფენ იგი განრცხად სინანულითა პირველ განძებისა თქუენისა საქორწინისა მისგან, რამეთუ მეუფე აღიხილავს მეინაჴესთა მუნ და მსგავსად სამოსლისა პატივ-სცემს. და ჩუენ, ვიდრე-ესე აქა ვართ-ღა საწუთროსა ამას, შემძლებელ ვართ განრცხად სამოსლისა ჩუენისა, ხოლო მუნ არღარავინ უფლებს განცვალებად სამოსლისა, რომლითა წარმოდგეს. რამეთუ მუნ სინანული არღარა შეიწირვის და არცა ვედრებად მიითუალვის და არცა მეხუე[ი]შნე შეიწყნარების, რამეთუ სიტყუაჲ მეუფისაჲ არა განცრუვნების, ნუ იყოფინ! ხოლო აქა, თუ ვინ დაეცეს, უკუეთუ ენებოს, კუალად აღემართოს, რამეთუ რომელმან ისიძვა, განწმდების სინანულითა. და რომელი თანამ-დებ არს, აქავე შემძლებელ არს გარდაჴდად თანა-ნადებისა თჳსისა.

რომელსა სამოსელი ბაყლეანი ჰმოსიეს, განირცხინ იგი ცრემლითა, რამეთუ ამით განსპეტაკნების უფროჲს ყოვლისა სარცხელისა. ჵ მსმენელნო, გეშინოდენ და ეკრძალნენით, ნუუკუე თქუენ გემოსოს სამოსელი იგი ბაყლეანი და მით იკადროთ შესლვად ქორწილსა. ჵ მეტყუელო და მკითხველო, გეშინოდენ, ეკრძალე და განიხილე სამოსელი შენი, და უკუეთუ ბაყლეან არს, ისწრაფე განრცხად იგი სინანულითა.

ნეტარ არს, რომელმან შეურაცხ-ყო სოფლი ესე და ყოველი რაჲ არს მას შინა, და ღმრთისა მიმართ ხოლო დადვა სასოებაჲ მისი ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა. ნეტარ არს, რომელმან შეურაცხ-ყო და მოიძულა ცოდვაჲ ბოროტი და შეიყუარა ღმერთი ჭეშმარიტი, შემ[ნ]დობელი ცოდვათა მისთაჲ. ნეტარ არს, რომელი იქმნა ქუეყანასა ზედა, ვითარცა ზეცისა ანგელოზი და მიემსგავსა ქერაბინთა, და განიწმიდნა გულის-სიტყუანი თჳსნი მარადის.

ნეტარ არს, რომელი უბიწო და წმიდა იპოა წინაშე ღმრთისა და განთავისუფლდა ყოვლისაგან შეგინებისა და გულის-სიტყუათაგან ბოროტთა. ნეტარ არს, რომელი თავისუფალ-იქმნა ღმრთისა მიერ ყოველთაგან საქმეთა ამის სოფლისათა, ნეტარ-არს, რომელმან მარადის შთაიგდო გულსა თჳსსა და იჴსენებდა გონებითა ყოლადვე დღესა მას დიდსა და საშინელსა განკითხვისასა. ნეტარ-არს, რომელი მოსწრაფე იქმნა განკურნებად წყლულებათა თჳსთა ცრემლითა და სულ-თქუმითა. ნეტარ არს, რომელი შემძლებელ იქმნა ყოლადვე მოპოვნებად ცრემლთა, რაჲთა მით დაშრიტნეს მარადის აღტყინებულნი იგი ვნებანი ცოდვისანი. ნეტარ არს, რომელი ვიდოდა მარადის გზასა მას მცნებათა ღმრთისათასა და ყოველსა ჟამსა კეთილსა იქმოდის გულითა ჴსნილითა და სიყუარულითა. ნეტარ არს, რომელი მოსწრაფე იქმნეს საქმედ კეთილისა და იმარხვიდეს სასოებითა მტკიცითა, მან დაიმკჳდროს სასუფეველი ცათაჲ წმიდათა თანა. ნეტარა არს, რომელსა მარადის ეჴსენოს თქუმული იგი, ვითარმედ: ყოვლისათჳსცა სიტყჳსა ცუდისა სტყუაჲ მისცეს მსაჯულსა მას საშინელსა დღესა მას განკითხვასა (მათე 12.36) და საცოჲ დასდვას პირსა თჳსსა, რაჲთა არა სიტყუათაჳს დაისაჯოს.

ნეტარ არს, რომლისაჲ იქმნა გუამი, ვითარცა ხე დანგრეული, და ირწყვებოდის იგი დღითი-დღედ ცრემლითა თჳსითა, ვითარცა წყაროჲთა. ნეტარ არს, რომელმან დაჰნერგა ნერგი კეთილი და მან მოსცა ნაყოფი შუენიერი უფალსა. ნეტარ არს, რომელი ეგზების სიყუარულითა ღმრთისაჲთა, ვითარცა ცეცხლითა, და მით დაწუნა ყოველნი გულის-სიტყუანი მწინკულევანნი და ბოროტნი. ნეტარ არს, რომელი ნეფსით თჳსით იქმნა ქუეყანა კეთილ და გამოსცა ნაყოფი ერთისა წილ ასი და სამეოცი და ოცდა ათი. ნეტარ არს, რომელმან პოვა მარგალიტი იგი სამეუფოჲ ზეცისაჲ და განყიდა ყოველივე იგი, რაჲცა აქუნდა, და იგი ხოლო მოიყიდა.

ნეტარ არს, რომელმან პოვა აგარაკსა შინა საფასე დიდძალი და ყოველივე დაუტევა და მოიგო აგარაკი იგი. ნეტარ არს, რომელმან მოიჴსენა მარადის დღე იგი განსლვისა მისისაჲ ამიერ სოფლით და გულს-მოდგინედ იღუაწა ჟამისა მისთჳს, რაჲთა უშიშ იპოვოს წარმყვანებელთაგან. ნეტარ არს, რომელმან პოოს კადნიერებაჲ ჟამსა მას განშორებისასა ამის სოფლისაგან, ოდეს-იგი განეშორებოდის სული ჴორცთაგან, დღესა მას საშინელსა, რაჟამს მოიწინენ ანგელოზნი იგი მრისხანენი და გამოიტაცონ სული გუამისაგან და წარადგინონ წინაშე მსაჯულისა მის საშინელისა. მაშინ მიუთხრობელი ზარი და გამოუთქუმელი შიში და ძწოლაჲ შეედვას სულსა მას, რამეთუ სიმწარისა და საშინელებისა ჟამი არს დღე იგი განშორებისაჲ სულისაჲ ჴორცთაგან, რამეთუ დღესა მას შესაძრწუნებელსა თანა-წარმოუდგენ სულსა მას საქმენი თჳსნი ყოველნი, რომელნი ექმნენ სოფელსა ამას, ღამით გინა დღით, ცხადნი და იდუმალნი. რაჟამს-იგი ანგელოზნი ასწრაფებდენ სულსა გამოსლვად ჴორცთაგან, ხოლო რაჟამს იხილნეს სულმან მან საქმენი იგი თჳსნი, შეძრწუნდეს და ვერ ეძლოს გამოსლვად შიშისაგან. მაშინ შიშითა დიდითა ზარ-განჴდილმან დაუტევნეს ჴორცნი თჳსნი თჳნიერ ნებისა თჳსისა და შიშითა და ძწოლით წარვიდეს წარდგომად წინაშე მსაჯულისა. რა რაჟამს იხილნეს საქმენი თჳსნი, მიუგოს და ჰრქუას: გზა-მეცით მე, რაჲთა განვიდე. მიუგონ საქმეთა და ჰრქუან: ჩუენ შენნი შექმნულნი ვართ და შენ თანა მომავალ ვართ წინაშე ღმრთისა. ამის ესევითარისათჳს, ძმანო ჩემნო საყუარელნო, მოვიძულოთ სოფელი ესე ცუდი და შევიყუაროთ ქრისტე მჴსნელი ჩუენი და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, რამეთუ არა უწყით ჟამი იგი განსლვისა ჩუენისაჲ ამიერ სოფლით, რამეთუ უგრძნულად ყოფად არს. რაჟამს-იგი ვიშუებდეთ და ვიხარებდეთ, მყის მოიწიოს ჟამი იგი და წარიტაცოს ცოდვილი დღესა, რომელსა არა მოელოდის და ჟამსა, რომელი არა უწყოდის, წარვიდეს სული სიტყჳს გებად საქმეთა თჳსასთჳს.

ამისთჳს გევედრები, ძმანო ჩემნო, რაჲთა მოსწრაფე იქმნნეთ მცირედ და განვათვისუფლნეთ სულნი ჩუენნი მონებისაგან სოფლისა ამის მყის წარმავალისა და ცუდისა, რომელი სავსე არს ეკლითა და საფრჴითა მაკუდინებელითა. ვისწრაფოთ, რაჲთა განვარინნეთ სულნი ჩუენნი სანადიროჲსა მისგან ეშმაკისა. რამეთუ მახენი ეშმაკისანი ტკბილ არიან, რომლითა შეიტყუნის უდებნი მონადირებად. ხოლო ჩუენ არა მივერჩდეთ სიტკბოებათა მისთა, რაჲთა არა უკუანაჲსკნელ უმწარეს ნავღლისა აღესრულოს ჩუენ ზედა სიტკბოებაჲ იგი. მახეთა სიკუდილისათაჲ არს ზრუნვაჲ ამის სოფლისა საქმეთაჲ და საშუებელთა მისთაჲ და გულის-თქუმაჲ საქმეთა მისთა ბოროტთაჲ. აწ ნუმცა მოუძლურდებით და დავინთქმით გულის-თქუმათაგან ბოროტთა და შეგინებულთა. ნუმცა უდებ ვართ, ძმაო, ჟამსაცა ერთსა გულის-სიტყუათათჳს მტერისათა, ნუმცა დაიბუდებენ გონებასა შენსა ყოლადვე. არამედ მიივლტოდე ღმრთისა მიმართ ლოცვითა, ცრემლითა და მარხვითა და სულ-თქუმითა, რაჲთა განერე საფრჴეთაგან და მახეთა მოშურნისათა. ნუ ჰგონებ, ვითარმედ მრავალთა წელთა ცოცხალ ყოფად ხარ, რაჲთა არა დაემორჩილო გულის-თქუმასა ბოროტსა და საქმეთა შეგინებულთა. დაიცევ სული შენი, ძმაო, რაჲთა არა რაჟამს მოვიდეს ბრძანებაჲ ღმრთისაჲ და გპოოს შენ ცოდვასა შინა და არღარა გეპოვოს შენ ჟამი სინანულისაჲ და შენდობაისაჲ, და ვერღარას შემძლებელ ხარ სიტყჳს გებად სიკუდილისა ჟამსა მას უკუანაჲსკნელისა შენისასა ამიერ სოფლით. მრავალნი ჰგონებენ მრავალთა წელთა ცხორებასა და მყის სიკუდილი მოუჴდის და წარეკუეთის სასოებაჲ მათი. გამოიწერე სიკუდილი წინაშე თუალთა შენთა ყოველსა ჟამსა, ძმაო, და გეშინოდენ ღმრთისა და ვითარ-იგი წარდგომად ხარ შენ წინაშე ქრისტესა.

განიმზადე ყოველსა ჟამსა სანთებელი შენი და აღანთე იგი ბრწყინვალედ ლოცვითა და მარხვითა და მღჳძარებითა და ქველის მოქმედებითა და სიყუარულითა, რაჲთა ესრეთ ღირს იქმნე შესლვად ქორწილსა მას ზეცისა სიძისა უკუდავისასა, სადა-იგი იდიდების სახელი წმიდაჲ სამებისა წმიდისაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


სწავლაჲ წმიდისა ეფრემისი მონაზონთათჳს და სინანულისა

რომელსა ჰნებავს განსუენების სენაკსა შინა, ნუმცა ემღერიან მას ეშმაკნი საშუებელთა მიერ სოფლისათა, არამედ განეშორენ იგი კაცთაგან ყოვლითა საქმითა. და ნუმცა ვის აბრალებს და განიკითხავს გონებითა, და ნუცა ვის აქებს, და ნუცა შე-ვის-ეპოების, და ნუცა ჰნატრის ვის და ნუცა საქმეთა ვისთა აჴსენებნ, და ნუცა აუგთა ვისთა გამოეძიებს, და ნუცა ვის შეაწუხებს, და ნუცა გონებასა თჳსსა უტეობს ჟამ ერთცა გულის-სიტყუათა მტერისათა, რაჲთა არა შეიგინოს მწინკულევანებითა. რამეთუ კაცი, რომელი მიენდოს სიმართლისა საქმეთა თჳსთა და აღასრულებდეს ნებასა თჳსსა, ესევითარი ვერ შემძლებელ არს განრინებად მტერისა საფრჴეთაგან და ვერცა განისუენოს და ვერცა აგრძნეს ნაკლულევანებაჲ თავისა თჳსისაჲ. და ოდეს სული მისი განვიდეს მისგან, ძნიად პოოს განსუენებაჲ. ხოლო უკუეთუ გნებავს სრულების, შეუდეგ ღმერთსა ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და გაქუნდინ გონებასა წყალობაჲ ყოველთა დაბადებულთათჳს, და ლმობიერად და გლოვით ითხოვდი მარადის ღმრთისაგან შეწევნასა და წყალობასა. ხოლო რომელი სხუასა ასწავებდეს მცნებათა ღმრთისათა, არა უწყის მან, უკუეთუ შეწირულ არს წინაშე ღმრთისა საქმჱ მისი. ანუ არა რაჟამს ვეტყოდი მოყუასსა, დასცხერ ამისგან და ყავ ესე, და მე უწყოდი ჭეშმარიტად, ვითარმედ ცოდვილ ვარ და სინანულსა ქუეშე ვარ, და ვერ უწყი და ვერცა გულ-პყრობილ ვარ, თუ მომიტევებს ცოდვათა ანუ არა. რამეთუ ცოდვანი, დასტურად ვიცი, მქონან, ხოლო წყალობასა ღმრთისასა და შენდობასა ვერღა გულ-პყრობილ ვარ, ვიდრე არა შევემთხჳო ღმერთსა დღესა მას განკითხვისასა.

ხოლო უკუეთუ გნებავს ცნობის, ვითარმედ შენდობილ არიან ცოდვანი შენნი ღმრთისა მიერ, ამით ნიშნითა უწყოდე: უკუეთუ დაგავიწყდეს და ყოლადვე გონებასა შენსა არღარა იძვრის ჴსენებაჲ ცოდვათა შენთაჲ, რომელნი გიქმნიან, და სხუაჲ მოგაჴსენებდეს და შენ არღარა გაჴსოვდის, თუ ვითარ იქმოდე მათ. უკუეთუ ესრეთ დაგავიწყდეს, მაშინ უწყებულ იყავ, რამეთუ მოგიტევნა შენ ღმერთმან ცოდვანი შენნი და შეგიწყალა შენ. ხოლო უკუეთუ აქამომდე ჴსენებაჲ მათი დადგრომილ არს გონებასა შენსა, მაშა იგლოვდი და ტიროდე მათთჳს და გეშინოდენ და ძწოდე, რამეთუ ვერ გულ-პყრობილ ხარ, ვიდრემდის შეემთხჳო ქრისტესა დღესა მას საშჯელისასა.

უკუეთუ ვინმე ზრახვიდეს შენ თანა უსარგებლოთა სიტყუათა, ნუ ისმენ მათ, რაჲთა არა სული შენი წარწყმიდაო, და ნუცაღა გრცხუენის მისგან, თუ შეწუხნეს, არამედ განეშორე მისგან და ნუ მიუპყრობ სასმენელთა შენთა სმენად სიტყუათა მისთა და ნუცაღა იტყჳ გულსა შენსა, ვითარმედ: რაჲ მგლიან, ზრახვიდეს, რამეთუ მე გონებასა არა შევიწყნარებ სიტყუათა მისთა. ამას ნუ იტყჳ ყოლადვე, რამეთუ შენ არა უძლიერეს ხარ გონებითა ადამისა, რომელი-იგი ღმერთმან ჴელითა თჳსითა დაჰბადა, რომელსა-იგი ევნო სმენად ბოროტისა სიტყუაჲ იგი მისი. ხოლო მოჰრიდე და ნუ ისმენ ყოლადვე ბოროტისა სიტყუაჲ და ეკრძალე, რაჲთა არ ჴორცითა ხოლო მოჰრიდო, არამედ გონებასა ყოლადვე ნუ შეუტეობ სიტყუათა მისთა, რამეთუ, უკუეთუ მცირედი ოდენ ისმინო მისგანი და დაჰმარხო იგი გულსა შენსა, ეშმაკთა არღარა ეგრეთ უტეონ, ვითარ-იგი შენ გესმინოს, არამედ შეჰმატონ ფრიად, ვიდრემდის მოაუძლურონ სული შენი. ხოლო უკუეთუ მოჰრიდო, სრულიად მოჰრიდე ჴორცითა და გონებითაცა, ხოლო მე, ვითარ ვხედავ ვითარ სიყუარულსა სარგებლისასა და პატივისა და განსუენებისასა წარუტყუენვან ყოველთა კაცთა გონებანი, არამედ შიში ღმრთისაჲ და შეიწრებაჲ თავისაჲ საშუებელთაგან მოუტევნებენ ყოველთა შეცოდებათა.

კაცი ილოცავს წინაშე ღმრთისა და ღმერთი ჰხედავს გონებასა მისსა. უკუეთუ გულსა უც მიგებაჲ ბოროტისაჲ ბოროტისა წილ შემაწუხებელსა მისსა, ლოცვაჲ მისი ცუდ იქმნების. იღუაწე ყოვლითა ძალითა შენითა, რაჲთა არა ჰზრახვიდე ენითა შენითა სხუასა და გონებითა იგონებდე სხუასა. ჯერ-არს მისა, რომელი დაყუდებულ არს, რაჲთა აქუნდეს შიში მარადის წარდგომად წინაშე ღმრთისა დღეთა ცხორებისა მისისათა. რამეთუ ესე ცუდი შრომაჲ არს, უკუეთუ გუაქუნდეს სათნოებაჲ ღმრთისაჲ პირითა ხოლო და ცოდვაჲ და ბოროტი გონებითა.

მოიძულე ყოველი საქმე სოფლისაჲ და განსუენებაჲ ჴორცთაჲ, რამეთუ ესე არიან, რომელნი შეგამტერებენ ღმერთსა. დაამტკიცე გონებასა შენსა ესე, ვითარმედ შრომაჲ და სიგლახაკე და უცხოებაჲ და მოთმინებაჲ და დუმილი - ესენი შობენ სიმდაბლესა, და სიმდაბლე მიუტევებს კაცსა ყოველთა შეცოდებათა. და რომელმან არა მოიგნეს ესე საქმენი, მონაზონებაჲ მისი ცუდ არს. და კუალად ისწრაფე ყოვლითა გულითა შენითა, რაჲთა განეყენო კაცსა უკუეთურსა, მწუნობარსა და განმკი\თხველსა, რაჲთა შემძლებელ იქმნე მოცალებად და ტირილად ცოდვათა შენთათჳს.

და კუალად იზრუნე და იღუაწე ყოვლითა გულითა შენითა, რაჲთა არავის ეშჯოდი სარწმუნოებისათჳს, არამედ დაიცევ შენ მტკიცედ სარწმუნოებაჲ მართალი, რომელი მოიღე მამათა შენთაგან პირველთა, რომელნი იყვნეს მორწმუნენი. რამეთუ ვერვინ კაცთაგანი შემძლებელ არს მიწდომად სიღრმესა ღმრთეებისასა. და უწყოდე, სადა არა არს მშჳდობაჲ, მუნ არცა ღმერთი არს. და ყოველსა, რომელსა მოუგიეს სიმდაბლე, და შესცოდა მას ძმამან, ცოდვაჲ იგი აჩემა თავსა თჳსსა და თქუა: მე ვარ, რომელმან ვცოდე. ხოლო რომელი განიმართლებდეს თავსა თჳსსა და არა ვისგან შეწუხნეს და არცა ბრალეულ რასმე ზედა იქმნეს, მას თავი თჳსი ბრძენ ჰგონიეს, და რამეთუ შორს არს იგი სიმდაბლისაგან საღმრთოჲსა. და რომელი ასწავებდეს სხუასა, ვიდრემდის მას ეშინოდის შთავრდომად ვნებასა მას, რომლისათჳს განაკრძალებდეს სხუათა, გინა იგი შევარდებოდეს, ესევითარი ვერ შემძლებელ არს სწავლად სხუათა. რომელსა მოუგიეს დაყუდებაჲ, ჯერ-არიან მისა სამნი ესე საქმენი მოგებად: პირველად შიში ღმრთისაჲ და ლოცვაჲ მარადის და რაჲთა არა წარიტყუენვოდის გონებაჲ მისი, რამეთუ სახელი ამალეკისაჲ მოწყინებაჲ არს.

და ოდეს იწყოს კაცმან არა აღსრულებად ნებისა თჳსისა და დააცადოს ცოდვასა და ღმრთისა მიივლტოდის მოწყინებაჲ, მოსწრაფე არს პირველად ყოვლისა ბრძოლად მისა, რაჲთამცა კუალად-აგო ცოდვასავე პირველსა. ხოლო რომელი მოსპოვლავს მოწყინებასა, ესე არს ლმობიერად დადგრომაჲ ვედრებასა ღმრთისა მიმართ, ხოლო ლმობიერებაჲ მოიპოვების მარხვითა, და რომელი მარხვიდეს, მოაუძლურებს ჴორცთა და მიიყვანებს კაცთა მადლობად ღმრთისა და იტყჳს, ვითარმედ: ვერარას შემძლებელ ვარ, არამედ შენ, მხოლოო ღმერთო, შემეწიე მე და განმაძლიერე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი.

ძმანო ჩემნო, უკუეთუ არა მოიგოს კაცმან სურვილი ღმრთისა მიმართ და საწმუნოებაჲ მართალი და უზაკუველობაჲ და არავის მიაგოს ბოროტი ბოროტისა წილ, და შრომაჲ გუამისაჲ და სიმდაბლე და სიწმიდე, წყალობაჲ კაცთაჲ და განშორებაჲ საქმეთაგან ამის სოფლისათა და სიმშჳდე და სულგრძელობაჲ, და მარადის ლმობიერად ევედრებოდის ღმერთსა და სიყუარული ჭეშმარიტი, და არა კუალად ექცეს მასვე, რომელი დაეტევა და არა ესვიდეს კეთილთა საქმეთა მისთა და მარადის შემწე იყოფდეს ღმერთსა განსაცდელთათჳს მომავალთა მის ზედა. ყოველსა, რომელსა თანა ესე არა არს, რომელ ვაჴსენე, ვერ შემძლებელ არს იგი ცხორებად. და ესეცა უწყოდე ჵ კაცო, რამეთუ, მტერნი შენნი არა დასცხრებიან ძჳრის ზრახვად შენდა და შენცა ნუ უდებ იქმნები მათთჳს, და ნუ შეურაცხ-ჰყოფ თანა-ცნობასა მას სულიერსა, დანერგულსა შენ თანა ნათლის-ღებისა მიერ, და ნუცა მიენდვები თავსა შენსა, ვითარმედ: მო-რასმე-წეულ ხარ აქამომდე საქმესა სათნოებისასა, ვიდრემდის ჰხედავ-ღა სულსა შენსა ქუეყანასა შინა მტერთა შენთასა, რომელ არს ვნებანი ამის სოფლისანი. ყოველმან რომელან დაუტეოს ზრუნვაჲ ცოდვათა თჳისთაჲ და სხუათასა ზრუნვიდეს, იგი ცუდად შურების, რომელი ილოცვიდეს ყოვლითა გულითა და ცნობითა ჭეშმარიტითა ღმრთისა მიმართ, ჯერ-არს მისა, რაჲთა უწყოდის, ვითარმედ ყოველმან რომელმან ყოს ნებაჲ თავისა თჳსისაჲ თჳნიერ ნებისა ღმრთისა მტერად ღმერთსა აღუდგების.

ნუ იგონებნ გულსა შინა შენსა ყოლადვე, ვითარმედ მი-რასმე-წდომილ ხარ და გიძლევიეს, რამეთუ ვიდრე არა შეემთხჳოს კაცი ღმერთსა დღესა მას განკითხვისასა და გამოვიდეს მის ზედა განბჭობაჲ და ცნას, თუ რომელსა ადგილსა შეიწევის, ვერ შეძლებელ არს მინდობად. რამეთუ ძნიად და შიშით შემძლებელ არს კაცი დაჯერებად და სათნო ყოფად ღმრთისა, რამეთუ მწუხარებაჲ, რომელი ღმრთისა მიერ არნ, რომელი დასწუავნ გულსა კაცისასა, იგი არს განმგებელი საცნობელთა გარეშეთა. და ეგრეთვე, რომელი წინა-აღუდგებიან რასმე მოძღურებით, იგი მცველ არს საცნობელთა გონებისათა. არა არს შენ თანა, ჵ კაცო, განსრულებაჲ კმა-საყოფელი და ვერცა შემძლებელ ხარ მინდობად თავისა შენისა.

ამისთჳს ჯერ-არს შენდა, რაჲთა მოიგო შრომაჲ მარადის, ვიდრე ესე ხარ-ღა ჴორცთა ამათ შინა. ვიდრემდის კაცი უდებ იყოს, გულის-სიტყუანი აიძულებენ წარდგომად ღმრთისა, ხოლო რაჟამს განთავისუფლდეს ვნებათაგან, მაშინ ჰრცხუენინ მას მიხედვად ღმრთისა მიმართ ყოლადვე და შეჰრაცხის თავი თჳსი, ვითარმედ: ვერ შემძლებელ არს იგი ქცევად ნებისაებრ ღმრთისა. და განშორებულად ჰხედავნ თავსა თჳსსა ღმრთისაგან, ხოლო სულსა, რომელი ჴორცთა შინა მკჳდრ არს, არა აქუს მას ენაჲ კაცისა მიმართ ზრახვად და არცა იტყჳს, ვითარმედ უდებ არს იგი. და არცა სხუასა ჰზრახავს და არცა იტყჳს: იგი ვინმე მოღუაწე და მოსწრაფე არს, რაჲთამცა ჰრქუა: ნუ ეგდენ აიძულებ თავსა შენსა. და არცა თუალნი ასხენ, რომლითამცა ჰხედვიდა აუგთა მოყუსისათა, და არცა ენაჲ აქუს ზრახვად ნაკლულევანებასა მოყუსასა, რომლითამცა შეაწუხა, და არცა ყურნი ასხენ, რომლითამცა ისმინა, რომელი არა სარგებელ არს მისა, და არცა ვის კაცთაგანისა ძეს საქმე მისი არარაჲ ყოლადვე, არამედ შექცეულ არს თჳსთა ცოდვათა და მასწავლელ არს იგი ყოვლისა კაცისა მცნებათა ღმრთისათა დამარხვად. და არა თუ ჴორციელისა სიყვარულისათჳს. და ყოველი რომელი ექუს-ექუსით იმარხვიდეს და თავი თჳსი მისცეს მძიმესა შრომასა, თჳნიერ სიმდაბლისა შრომაჲ მისი ცუდ არს.

უკუეთუ მოიგოს კაცმან ჭურჭერი რომელიმე საჴმრად თჳსა და ჟამსა საჴმარებისასა არა პოვოს იგი, არა უკუე ცუდად მოიგოა, ოდეს-ღა ვერ ირგო ჟამსა საჴმარებისასა? ეგრეთვე ყოველი რომელი იტყჳს, თუ მეშინის ღმრთისა, რაჟამს შეემთხჳოს მას ჟამი შფოთისაჲ გინა ცუდად განრისხებისა და შურ-იგოს თავით თჳსით გინა ასწავებდეს სხუათა საქმესა, რომელსა-იგი არღარა მიწევნულ იყოს, გინა ეძიებდეს დაჯერებასა კაცთასა, ანუ ენებოს უხუცეს წოდებაჲ კაცთაგან, და რომელნი მსგავს არიან საქმეთა ამათ და ვნებათა, და ამისსა შემთხუევასა არა პოვოს შიში ღმრთისაჲ თავსა შინა თჳსსა ამათ ვნებათა ბრძოლასა მისსა მიმართ, მაშინ საცნაურ იქმნეს, ვითარმედ ყოველი შრომაჲ მისი და რომელსა იტყოდა, ვითარმედ მოუგიეს მას შიში ღმრთისაჲ, ცუდად იტყოდა და ცუდ არს. სიყუარული ამის სოფლისაჲ განარისხებს ღმერთსა, და რამეთუ განაცხრობს და ევნების თუალთა, მოიძულე და შეურაცხ-ყავ სიყუარული ჴორცთაჲ, რაჲთა არა აღეტყინოს შენ თანა ცეცხლი იგი ბუნებისაჲ. შეიიწრე მუცელი შენი შიმშილითა და წყურვილითა, რაჲთა არა დაივიწყო ჴსენებაჲ ღმრთისაჲ. ილოცევდ ყოველსა ჟამსა, რაჲთა არა შეჰვარდე ჴელთა მტერთა შენთასა. შეურაცხ-ყვენ გემონი, რაჲთა არა აღეგზნას შენ შორის ცეცხლი იგი უძღებებისაჲ. აიძულე თავი შენი მოთმინებად განსაცდელთა, რაჲთა გფარვიდეს შენ მარჯ[უ]ენე დამბადებელისაჲ. დასთხიენ წინაშე მსაჯულისა ცრემლნი მრავალნი, რაჲთა განაბნიოს შენგან ჴსენებაჲ ცოდვათა შენთაჲ. დაუტევე სიხარული ქუეყანისაჲ, განსუენებაჲ ჴორციელი, რაჲთა ღირს იქმნე სიხარულსა წმიდათა თანა.

იწურთიდ ფსალმუნთა ყოველსა ჟამსა დავითისათა, რაჲთა განიდევნენ შენგან ეშმაკნი ბოროტნი. შეჰვედრე ცხორებაჲ შენი საწუთროჲსაჲ ჴე\ლთა დამბადებელის შენისათა, რაჲთა განერე საქმეთა ბნელისათა. დაგლახაკენ ნეფსით სიმდიდრეთაგან ამის სოფლისათა, რაჲთა იშუებდე შენ ტაბლასა მას ზედა ლაზარესსა. შეწირე სული შენი მადლობით მისა, რომელმან-იგი შეწირა სული თჳსი მამისა შენთჳს, რაჲთა ჰპოვო განსუენებაჲ დღესა მას უკუანაჲსკნელსა. მიეც თავი შენი კითხვასა წიგნთა საღმრთოთასა, რაჲთა გულისჴმა-ჰყო სლვაჲ გზასა მას იწროსა, რომელი მიიყვანებს სასუფეველად.

მოიძულე ყოველი, რომელი არა სარგებელ იყოს შენდა შემდგომად სიკუდილისა, დაივაჭრე სავაჭროჲ, რომელი დაადგრებოდის ცათა შინა. შეურაცხ-ყავ ქებაჲ და ნუ გეშინინ ყუედრებისა, რამეთუ მოკუდავი ხარ ამას სოფელსა და ვერ შემძლებელ ხარ ცნობად მათ. მოაქციენ თუალნი შენნი სოფლისა სიქადულთაგან, რაჲთა არა გექმნენ საშუებელნი საგმობელ და სიგლახაკე. ფარაო განამტყუვნა ღმერთი და სოფელი შეიყუარა, ამისთჳსცა მიიღო მისაგებელი მისი ზღუასა შინა მეწამულსა აქა და ზღუასა მას ცეცხლისასა საუკუნოდ მუნ. მიუთხრობდი ყოველსა ჟამსა მარადის ძალსა და სასწაულსა სამებისა წმიდისასა, რაჲთა მეოტ იქმნეს შენგან გულის-თქუმაჲ ნაყროვნებისაჲ, განეშორე რჩულისა გამომეძიებელთა, მოსარჩლეთა, რაჲთა არა განგიღონ შენ კარი გმობისაჲ. დაიყვენ ყურნი შენნი გამოწულილვასა მხოლოჲსა მის სიტყჳსასა, რაჲთა არა იქმნეს ენაჲ შენი აღმომაცენებელ ბოროტისა. განეშორე მაცილობელთა და შეეყავ მდაბალთა. და ესე იყავნ სიბრძნე შენდა, რომელი ასწავებს ათასსა და იქმს ერთსა, რამეთუ არს კაცი ღმრთისაჲ. დამდაბლდი, რაჲთა აჰმაღლდე; დაგლახაკენ, რაჲთა განმსდიდრდე; იმშიე, რაჲთა განსძღე; იწყურე, რაჲთა ჰსუა; ფრიად საწუნელ იქმენ, რაჲთა პატივ-ცემულ იქმნე; იგინე, რაჲთა იქო; დაშუერ, რაჲთა განისუენო; განშიშულდი, რაჲთა შეიმოსო; ტიროდე, რაჲთა გიხაროდის; მოკუედ, რაჲთა ცხოვლე იქმნე; იღჳძებდ, რაჲთა განჰბრწყინდე? იმარხევდ, რაჲთა გიხაროდის; იგლოვდ, რაჲთა განმხიარულდე; ილოცევდ, რაჲთა განერე სატანჯველთაგან, ინანდი, რაჲთა განსწმიდნე; ითხოვდ, რაჲთა მიიღო; ირეკდ, რაჲთა განგეღოს; სდევდ, რაჲთა ეწიო; გიყუარდინ, რაჲთა საყუარელ იყო; აღიღე ჯუარი შენი, რაჲთა ნათელსა შინა დიდებულ იყო; დაკალ გუამი შენი შრომითა და განწმიდე სული შენი ლოცვითა; მოიძულენ მონაგებნი და ევლტოდე ამპარტავანებასა; შეურაცხ-ყავ ქებაჲ და შეიმოსე სული სიმდაბლისაჲ.

განაგდე სათნოებაჲ დედათაჲ და იყავ უბიწო და წმიდა ქრისტესა. განაგდე სიყუარული საფასეთაჲ და განჰმარტე ჴელი შენი გლახათა წყალობისათჳს. სტიროდე თავსა შენსა, ვიდრე-ესე ცოცხალ-ღა ხარ, რაჲთა არა ეძიებდე წყალობასა დღესა მას განკითხვისასა და ვერღარა ჰპოვო. მოიგე მორჩილებაჲ და იწროებაჲ თავისა თჳსისაჲ, რაჲთა არა გწყუროდის, ვითარცა მდიდარსა მას, რომელსა არა ეწია ლაზარე. იყავნ თავი შენი დაწუნებულ წინაშე შენსა, რაჲთა სცხოვნდე სულითა მოსლვასა მას ქრისტესსა, შენ გაქუს ხატებაჲ მისი, რომელი-იგი ყოველთა უმაღლეს არს.

იღუაწე საქმედ კეთილთა საქმეთა, რაჲთა მსგავს აბრაჰამისა იქმნა. მწერალი უკუეთუ არ მოძღუარი არნ, აბრალებედ და ჰგმობედ წერილსა ხატისა მისისასა, რაჟამს ვერ გამოწერის კეთილად. და შენ მსგავს ხარ მწერალსა დაფარულად. აწ უკუე შეამკვე კეთილითა და მრავალ-ფერითა წამლითა გონებაჲ შენი, რაჲთა არა შენ ძლით იგმოს გამომხატველი შენი და განირყუნეს შუენიერებაჲ ხატისა შენისაჲ. აიხუენ მსგავსად დამბადებელისა შენისა სახენი საქმეთა შენთანი და უჩუენე შუენიერებაჲ წერილისა მისისაჲ დაფარული უბიწოებითა გონებისა შენისაჲთა. გამოაცხადე საიდუმლოჲ სიბრძნისა შენისაჲ და აჩუენე ძალი მისი სიმართლითა შენითა. მიუთხრობდი სასჯელსა მას საუკუნესა ცრემლითა შენითა და ქადაგებდი სასუფეველსა მოთმინებითა შენითა. აღამცირენ ძჳრის-მეტყუელნი შენნი დუმილითა და ამხილე უძღებთა მარხვითა შენითა, განაღჳძენ მძინარენი მღჳძარებითა შენითა და ნუგეშინის-ეც ცოდვილთა სახითა შენითა. ამხილე ნაყროანთა მოთმინებითა შენითა და ლმობიერ-ყვენ მდიდარნი სიგლახაკითა შენითა.

იყავ შენ უცხო სოფლისაგან და განაცხადე ძალი სიყუარულისაჲ, განდევნე შფოთი გულისაგან შენისა და შეაყავ თავი შენი სინანულსა. დააყენე ენაჲ შენი დრტჳნვისაგან და აღმახუე იგი გალობად ღმრთისა მარადის. შორს ყავ ოქროჲ სენაკისაგან შენისა, რაჲთა დაიმკჳდროს მას შინა სულმან ღმრთისამან. იყავ მეუფე მუცელსა შენსა ზედა, რაჲთა განიშორნე ყოველნი საბრჴენი მტერისანი. განეშორე მრავალ-მეტყუელებასა, რომელი მოცალეთა მოუპოებიეს, რამეთუ არარაჲ არს მას შინა სარგებელი სულისაჲ, ნუ გძინავს ჟამსა მკისასა, რაჲთა არა გემოსოს ძონძი დაბებკული ჟამსა მიგებისასა. შეჰრისხენ ნებასა ჴორცთა შენთასა, რაჲთა არა მძლე გექმნეს მტერი შენი. წარეცი სასუმელი სნეულთა და ნუ ხარ მოყუარე მისა. ნუ მისცემ ნებასა შენსა განსუენებასა, რაჲთა არა მბრძოლად აღგიდგენ. ნუ განუღებ კარსა განსუენებასა ჴორცთასა, რაჲთა არა იძლიოს ქალაქი შენი და წარიტყუენოს მტერთა მიერ. ნუ იხარებ და იგემოვნებ სიტყუათა, რომელთა ეშორო საქმით, რაჲთა არა იბრალო ქორწილსა მას სამოსლისა შენისა მიზეზითა.

დასთესე თესლი შენი კეთილი ქუეყანასა სიტყჳერსა, რაჲთა არა პურის მთხოელ იქმნე. ქუეყანასა მას,. რომელსა არა აქუს შეწევნაჲ მთხოელისაჲ. იგულე სასანთლე შენი და აღაგე იგი ზეთითა სახიერებისა და მოწყალებისაჲთა, რაჲთა არა დაივსოს სანთელი შენი შორის კრებულსა მას შემავალსა ქორწილად და გარე უკუნ გაქციონ მეკარეთა. ელოდე სიკუდილსა ყოველსა ჟამსა და ითხოვდ წყალობასა, ვიდრე ცოცხალ იყო, რაჲთა არა განგირისხნეს მსაჯული და მიგცეს საპყრობილოდ. ევლტოდე ასულთა ევაჲსთა ჴორციელად და ნუ წინა-აღუდგები მათ, რამეთუ ახოვანნი შეცჳვეს სანადიროსა მათ, სადა წარწყმდეს. ნუ აუფლებ სახედველთა შენთა ხედვად გარეშე სიწმიდისა, რაჲთა არა შეიჭუროს მათ მიერ მტერი შენი შენ ზედა ვნებათა მიზეზითა და დაგცეს პატივისაგან. ნუმცა იარების გონებაჲ შენი გარეშე გზისა მისგან იწროჲსა, რაჲთა არა მოგნადირონ მტერთა შენთა უწყალოდ, და წარიღონ მონაგები შენი. ნუ ხუალ გზასა მას იერიქოჲსასა და ნუცა დაუტეობ იერუსალჱმსა, რაჲთა არა მოიწყლა ავაზაკთა მიერ და არა ჰპოვო წყლულებათა შენთა კურნებაჲ.

და უკუეთუ გნებავს, მიგითხრა საქმე რაჲმე განმაღჳძებელი სინანულად და მოქცევად ღმრთისა მიმართ წიგნთაგან საიდუმლოთა. რამეთუ წერილ არს იოვანესთჳს ღმრთის მეტყუელისა, ქრისტეს მოციქულისა და მოწაფისა საყუარელისა, ვითარმედ რაჟამს იგი იქცეოდა ქუეყანასა ასიაჲსასა, რომელსამე ქალაქთაგანსა, პოვა მან ერთი ვინმე ჭაბუკი შემკული შუენიერად და ძლიერი და შუენიერი პირითა და შუებული ჴორცითა. და ენება წმიდასა მოციქულსა, რაჲთამცა იჴსნა იგი კერპთ მსახურებისაგან და აცხოვნა სული მისი, და დასთესა მის თანა თესლი იგი კეთილისა სარწმუნოებისაჲ. ხოლო მან აღუთქუა და შეიწყნარა, რაჲთა იქმნეს მორწმუნე ქრისტესა.

მაშინ მიიყვანა წმიდამან მან ეპისკოპოსისა მის ქალაქისა, რაჲთა მისგან ისმინნეს საღმრთონი სიტყუანი. მიუგო წმიდამან იოვანე ეპისკოპოსსა და ჰრქუა: ამას კაცსა ნამარხევად მიგითუალავ, ჵ ეპისკოპოს, მოწამებითა ღმრთისაჲთა და ყოველთა ამათ ეკლესიისა კრე\ბულთაჲთა, რაჲთა ასწაო ამას სარწმუნოებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ და მოწრაფედ დაიცევ იგი ვნებათაგან მტერისათა. და ვითარცა ესე ჰრქუა წმიდამან იოვანე ეპისკოპოსსა, და შეჰვედრა მას ჭაბუკი იგი.

ხოლო იგი განვიდა გარემო სოფლებსა მას და ქადაგებდა სარწმუნოებასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, მაშინ შეიყვანა ეპისკოპოსმან ჭაბუკი იგი და ასწავებდა დღითი-დღედ სარწმუნოებასა და ითუალვიდა. და მისა შემდგომად მოსცა მას ნათელი და ქრისტეანე ყო და ჰგონებდა იგი, ვითარმედ შეჭურა და განამტკიცა იგი სარწმუნოებასა ზედა ნათლის-ღებითა. და განუტევა იგი და არღარა შესძინა სწავლად და მოთუალვად მისა ჯერისაებრ.

და ვითარცა მოიცალა ჭაბუკმან მან, შეეყო იგი კაცთა ვიეთმე ჭაბუკთა უკეთურთა და განრყუნილთა და ბოროტის მეძიებელთა. ხოლო მათ მიიყვანეს იგი და ასწავეს ყოველი ფერი უკეთურებაჲ და ბოროტისა საქმე და ღამით პარვაჲ. და კუალად მიიყვანეს იგი მეძავთა ქულბაგსა და მეღჳნეთასა და ასწავლნეს ყოველნი უკეთურებანი მათნი. უკუანაჲსკნელ განიყვანეს იგი მთად და ყვეს იგი ავაზაკთ მთავარ ძლიერებისა მისისათჳს და სიმჴნისა და შეუმზადეს მას ყოვლით კერძოვე წარსაწყმედელი, და დაიბუნაგეს მთასა გარე, და დაემკჳდრა მის თანა სული უწყალოებისაჲ. და არცაღათუ გონებითა მსგავს იყო იგი კაცთა, არამედ მიემსგავსა იგი სიბოროტითა მჴეცთა მძჳნვარეთა და ყოლადვე არა მოიჴსენა შიში ღმრთისაჲ გულსა თჳსსა.

და ამას ესევითარსა განრყუნილებასა შინა დაყუნა ჟამნი რავდენნიმე. და ვითარცა მოიწია წმიდაჲ იოვანე ღმრთის მეტყუელი კუალად ქალაქად ჭაბუკისა მის, მოიკითხა ეპისკოპოსი იგი და ჰრქუა წინაშე ყოვლისა კრებულისა: მომეც მე, ჵ ეპისკოპოს, ნამარხევი იგი ჩემი, რომელი მიგეც შენ მოწამებითა ღმრთისაჲთა და ეკლესიისა კრებულისაჲთა. მაშინ განცჳბრდა ეპისკოპოსი სიტყუასა ზედა მოციქულისასა, რამეთუ ჰგონებდა, ვითარმედ საფასისათჳს იტ[ყ]ჳს. და ვითარცა იხილა იოვანე ეპისკოპოსი შეშფოთებულად, მიუგო და ჰრქუა: მომგუარე ჭაბუკი იგი, რომელი შეგვედრე წინაშე ღმრთისა. მაშინ ვითარცა ესმა ესე ეპისკოპოსსა, სულთ-ითქუნა სიღრმითა გულისაჲთა და ტირილით მიუგო და ჰრქუა, ვითარმედ: მოკუდა ჭაბუკი იგი, რომელი შემოგევედრა ჩემდა, მოციქულო. მიუგო მან წმიდამან იოვანე და ჰრქუა: და რომლითა სიკუდილითა მოკუდა? ჰრქუა მას ეპისკოპოსმან: მოკუდა იგი სულითა, რამეთუ განრყუნეს იგი თანა-შემყოფთა ბოროტთა პირველად ბილწებითა ქალაქსა შინა და უკუანაჲსკნელ განიყვანეს იგი უდაბნოდ და ყვეს იგი მთავარ ავაზაკთა, და აქამომდე მიწევნულ არს ბოროტითა უფროჲს ყოველთა ძჳრის მოქმედთა და მოსრავს უწყალოდ ყოველთა, რომელთა მიემთხუევის. მიუგო იოვანე და ჰრქუა ეპისკოპოსსა: კეთილსა მწყემსსა მიგანდვე სული ჭაბუკისაჲ მის, კეთილი მწყემსი დაგადგინე ტარიგსა მას ზედა ქრისტესსა, რამეთუ უდბობით მიეც იგი პირსა მჴეცისა მის მძჳნვარედ განმრყუნელისასა სამწყსოთა ქრისტესთა. აწ უკუე მომგუარეთ საჴედარი, და მომეცით მე კაცი, რომელმან მასწაოს მე გზაჲ მის საავაზაკოჲსაჲ. და მუნთქუესვე მოჰგუარეს საჴედარი და დაჯდა მას ზედა, და მისცეს კაცი, რომელმან უჩუენოს გზაჲ. და განვიდა ესრეთ უდაბნოსა მას საავაზაკოსა ძიებად კრავისა მის ქრისტესისა წარწყმედულისა.

და ვითარცა მიიწია წმიდაჲ იოვანე მთასა მას ავაზაკთასა, შეიპყრეს იგი რომელთამე მათგანთა ბოროტის ყოფად. ხოლო წმიდამან იოვანე ჰრქუა მათ: მე თჳთ განზრახვით თქუენდა მოვალ, მიმიყვანეთ მე მთავრისა თქუენისა. და იყო ჭაბუკი იგი შეჭურვილ საჭურველითა და მდგომარე განშორებულად-რე კრებულისა მისგან ავაზაკთაჲსა. და ვითარცა წარემართა წმიდაჲ იოვანე მის კერძო, მიჰხედნა ჭაბუკმან მან და იცნა იგი. და ვითარცა იცნა იგი, სივლტოლად დგა სირცხჳლისა მისგან. მაშინ წმიდაჲ იოვანე სდევდა მას და ღაღადებით ეტყოდა: რაჲსათჳს ევლტი, შვილო ჩემო, მამასა შენსა; რაჲსათჳს შრომასა შემამთხუევ უცხოსა ამას და უძლურსა მოხუცებულსა? მელოდე, შვილო ჩემო, და ნუ გეშინინ, რამეთუ არს შენდა სასოებაჲ ცხორებისაჲ. მე შევინდო შენ წილ სინანულითა, ვითარცა-იგი უფალმან მისცა სული თჳსი ჩუენ ყოველათათჳს. ნუ გეშინინ, შვილო ჩემო, მელოდე და გრწმენინ ჩემი, ვითარმედ ქრისტემან მომავლინა შენდა შენდობისა მიცემად. მე თავს-ვიდვა სიკუდილი შენთჳს. მე მივსცე სიტყუაჲ სისხლთა მათთჳს, რომელ დასთხიენ. მე აღვიხუნე ყოველნი ცოდვანი შენნი ქედსა ჩემსა ზედა. ნუ გეშინინ, ნუცა სასოწარკუეთილ ხარ ცოდვათა შენთათჳს.

და ვითარცა ესმეს ჭაბუკსა მას სიტყუანი ესე წმიდისა იოვანესგან, მუნთქუესვე დასთხია საჭურველი თჳსი და ძწოლაჲ შეედვა, და იწყო ტირილად მწარითა ცრემლითა, და მოეგება წმიდასა იოვანეს და დაეცა პირ-დაქცევით ფერჴთა მისთა თანა და გოდებდა. ხოლო წმიდამან იოვანე აღადგინა იგი და მოწლედ მოიკითხა. ხოლო იგი მრავლისა მისგან ტირილისა ვერ შემძლებელ იყო სიტყჳსა მიგებად მისა და თხოვად შენდობისა, არამედ განჰმარტა მარჯუენე მისი წინაშე იოვანესა და უჩუენა, რამეთუ შებღალულ იყო იგი სისხლითა კაცთაჲთა. მაშინ მიიღო იოვანე მარჯუენე ავაზაკისაჲ მის და ამბორს უყოფდა და იმთხუევდა თუალთა თჳსთა და ჰრქუა: დღეს ნათელს-გიღებიეს ამით ცრემლითა და განწმედილ ხარ ყოველთა ცოდვათა შენთაგან და ნუღარა მწუხარე ხარ. და მუნთქუესვე წარიყვანა იგი მის თანა და შეჰრთო კრებულსა ეკლესიისასა და ესრეთ აცხოვნა სული მისი. და მის მიერ არწმუნა ყოველსა ერსა, ვითარმედ არს სინანული ცოდვილთათჳს და განწმედაჲ ცრემლითა და სასოებაჲ ჭეშმარიტი აღდგომისაჲ, და ამისსა ჭეშმარიტებასა დაამტკიცებს პირველი იგი ავაზაკი, რომელი ცხონდა ჯუარსა ზედა დამშჭუალული სიტყჳთა ერთითა სარწმუნოებისა და სინანულისაჲთა. და კუალად წამებენ ყოველნი, რომელნი განერნეს ბოროტისაგან სინანულითა.

და კუალად იყო ვინმე უწინარეს ნათესავისა ამის ჩუენისა მოვრიკ მეფისა ზე მორწმუნისა კაცი უკეთური ფრიად, მთავარი ავაზაკთაჲ, დამთხეველი სისხლისაჲ და მოქმედი ბოროტისაჲ თრაკეთისა ქუეყანასა. და იყო იგი უმადლო და უწყალო თჳნიერ გონებისა კაცთაჲსა, ვიდრემდის მიიწია ბოროტსა, რომლითა აღაოჴრა და უვალ ყო იგი კაცთაგან, და მრავალ-გზის მრავალი აღჭურვილი მჴედართაჲ და სპათა სიმრავლე განვიდის ძიებად მისა და ვერ შემძლებელ იქმნეს შეპყრობად მისა ვერ რომლითა ღონის ძიებითა, არამედ ახოვნებითა მისითა რომელნიმე მათგანნი მოსრნის, და რომელნიმე შეიპყრნის, და რომელნიმე განაბნინის ძლიერად, და ამას ზედა განრყუნილებასა დაყუნა ჟამნი მრავალნი.

და ესმა მისთჳს და ბოროტთა საქმეთა მისთათჳს მორწმუნესა მეფესა მოვრიკს. წარავლინა ერთი ვინმე შინაურთა მსახურთა მისთაგანი და წარჰსცა მძივი იგი, რომელი ჰკიდავნ ყელსა მეფისასა, რაჲთა მისცეს მას საფიცი მტკიცე და დაუბეჭდოს მძივითა მით და სახელდებითა ღმრთისაჲთა, რაჲთა უშიშად მოვიდეს მისა. და ვითარცა იხილა იგი ავაზაკთ მთავარმან და ესმ[ნ]ეს სიტყუანი მეფისა მის, თქუმულნი მისა, შეიკდიმა და დასთხია ყოველი იგი საჭურველი და სახე ავაზაკთაჲ. და შთამოვიდა იგი მთით გულითა წრფელითა, ვითარცა კრავი, და მისცა თავი თჳსი ჴელთა მეფისათა ნეფსით. და მიენდო საფიცსა მისსა სავსე ყოვლითა ბოროტითა. ხოლო ღმრთის მორწმუნემან მეფემან შეიწყნარა იგი სიხარულითა და არარაჲ ბოროტისა საქმე უჴსენა მას. და მცირეთა დღეთა შედგომად დასნეულდა ავაზაკი იგი, და დააწვინეს იგი სახლსა სასნეულოსა მეფისასა. ხოლო ასუეს მას ღჳნოჲ, რამეთუ ინება; და გარდაიქცა სნეულებაჲ მისი თავ-ქედად, განწირულად ცხორებისაგან, და წარვიდა ცნობაჲ მისი. და ვითარცა განწირეს იგი სიკუდილად, კუალად მოიქცა და გონებასა მოეგო, და ღამე შემოეწიფა და ეუწყა თავით თჳსით, ვითარმედ საწუთროსა ამას სოფელსა დაუტეობს.

მაშინ იწყო ლმობიერად ვედრებად ღმრთისა მიმართ მოწყალისა მრავლითა ცრემლითა, და ფრიადითა გოდებითა აღიარებდა ცოდვათა თჳსთა და ითხოვდა შენდობასა ცოდვათა თჳსთასა და იტყოდა, ვითარმედ: არარას ვითხოვ შენგან, ჵ კაცთ მოყუარეო, არამედ მასვე, რომელი-იგი ჰყავ უწინარეს ჩემსა მსგავსსა ჩემსა ავაზაკსა ზედა, რომელმან აღიარნა ცოდვანი მისნი, და შენ განუღე მას სამოთხე. ეგრეთვე აჩუენე ჩემ ზედაცა სასწაული შენი, სახიერო, და შეიწირენ ცრემლნი ესე ჩემნი, რომელნი ესე დავრდომილი ვძე სარეცელსა ზედა სიკუდილისა ჩემისასა. და ვითარცა-იგი მიითუალე ეზეკია მეფისაგან, ოდეს-იგი ტირილით გევედრებოდა შენ მდებარე სარეცელსა თჳსსა ზედა, და ვითარცა-იგი ღირს ჰყვენ ფასსა სრულსა მუშაკნი იგი მეათერთმეტისა ჟამისა, რომელთა-იგი არარაჲ ქმნეს ვენაჴსა მას შენსა. ეგრეთვე შეიწირენ ცრემლნი ესე ჩემნი მცირედნი მწარენი და ნათელ-მეც მე მათ მიერ მეორედ, და განმწმიდე მე დატევებითა ცოდვისა ჩემისაჲთა, ვითარცა ნათლის-ღებითა, და ნურარას მთხოვ მე თჳნიერ ამისსა, რამეთუ ჟამსა ამას ვერღარას შემძლებელ ვარ საქმედ, და ვხედავ, რამეთუ სული ჩემი მიჰყავს შენდა, და რომელნი წარმიყვანებენ მე, მოახლებულ არიან, და ნუ გამოიწულილავ საქმეთა ჩემთა, რამეთუ ვერარას კეთილსა ჰპოებ ჟამსა ამას, რამეთუ ცოდვათა ჩემთა წარმისწრვეს მე წინაშე შენსა. და ჟამი შემომეწიფა და კეთილთა საქმეთაგან შიშუელ და გლახაკ ვარ და ცოდვანი აურაცხელ არიან, არამედ ვითარცა-იგი შეიწირენ ცრემლნი პეტრე მოციქულისანი, შეიწირე ტირილიცა ჩემი, ჵ კაცთ მოყუარეო, და დააბკურენ ცრემლნი ესე ჩემნი ჴელით-წერილსა ცოდვათა ჩემთასა და აჴოცე იგი ბრალთაგან ჩემთა ურიცხუთა.

და დაყო ავაზაკმან მან ჟამი რავდენიმე ამას ვედრებასა შინა მრავლითა ცრემლითა და აღიარებდა ცოდვათა თჳსთა წინაშე ღმრთისა, ვითარცა-იგი გუაუწყეს ჩუენ სხუათა მათ სნეულთა, რომელნი წვეს გარემოჲს მისსა, და რამეთუ თავის სახუე(ვე)ლითა თჳსითა იწმედნ ცრემლთა მათ, რომელნი გარდამოდიოდეს თუალთაგან მისთა, და მას შინა შეჰვედრა სული თჳსი ჴელთა ღმრთისათა.

იყო ვინმე კაცი მთავართაგანი მის ქალაქისათაჲ მკურნალი წმიდაჲ და სათნოებითა შემკული, რომელი დღითი-დღედ და ჟამითი-ჟამად ითუალვიდა სნეულთა მათ, და ეხილვა მას ავაზაკი იგი სნეული. მაშინ იხილა მკურნალმან ჩუენებით სახლსა შინა თჳსსა ჟამსა მას, რომელსა მოკუდა ავაზაკი იგი. იხილა, რეცა მრავალი კრებული ავაზაკთაჲ მოიწია ცხედარსა ზედა მის ავაზაკისასა და მოიცვეს იგი. და აქუნა მათ თანა ქარტაჲ ფრიადი, რომელსა შინა ეწერნეს ყოველნი ცოდვანი ავაზაკისანი მის. და კუალად იხილნა ორნი კაცნი ნათლისანი და აქუნდეს მათ თანა სასწორნი. მაშინ წარმოდგა სიმრავლე იგი [ავაზაკთაჲ] და შთაკრიბეს ყოველი იგი ქარტაჲ, რომელსა ეწერა ყოველი ცოდვაჲ ავაზაკისაჲ მის ერთკერძოსა მას ბუდესა სასწორისასა, და დასძლია ცალიერსა მას. მაშინ თქუეს კაცთა მათ ნათლითა შემოსილთა ურთიერთას: ჩუენ არარაჲ გუაქუს ყოლადვე, რაჲ შთავდვათ სასწორსა ამას ერთკერძოსა. მიუგო ერთმან მან მოყუასსა თჳსსა და ჰრქუა: ამისი ჯერეთ ათი დღე არღარა არს, ვინაჲთგან მოსრულ არს ავაზაკობით, რასა უკუე კეთილსა საქმესა ეძიებ ამის თანა?

და ვითარცა ამას იტყოდეს ურთიერთას, იწყეს რეცა ძიებად რასამე ცხედარსა მისსა თანა, რაჲთამცა პოვეს კეთილისა საქმესა. და ერთმან მათგანმან პოვნა თავის-სახუეველნი იგი ავაზაკისანი, რომლითა იწმედნ ცრემლთა მისთა. მიუგო და ჰრქუა მოყუასსა თჳსსა: მართლიად გეტყჳ, რამეთუ არარაჲ არს აქა ჩუენ თანა თჳნიერ ესე თავისა სახუეველნი, შთაუსხნეთ ესე წყალობასა თანა ღმრთისასა ერთ კერძო სასწორსა მას. და ვითარცა შთასხნეს იგინი წყალობასა თანა ღმრთისასა ბუდესა მას ცალიერსა, და დასძლიეს მეორესა მას და განიბნია ყოველი იგი ქარტაჲ, რომელსა წერილ იყვნეს ცოდვანი ავაზაკისანი. მაშინ ღაღად-ყვეს ანგელოზთა და თქუეს: სძლო წყალობამან ღმრთისამან. და წარიყვანეს სული მისი და აღიყვანეს მათ თანა ზეცად. და ივლტოდეს ვაებით შავნი იგი სირცხჳლეულნი.

და ვითარცა იხილნა მკურნალმან მან ჩუენებაჲ ესე და განიღჳძა მუნთქუესვე, და შეიმოსა სამოსლი თჳსი და წარვიდა მწრაფლ სახლსა მას სასნეულოსა და მივიდა ცხედარსა მის ავაზაკისასა და შეახო გუამსა მისსა და პოვა იგი მჴურვალე, რამეთუ მუნთქუეს ოდენ განსრულ იყო სული მისი და აღსრულ იყო წინაშე უფლისა. და თავის სახუეველნი მისნი ესხნეს თუალთა ზედა მისთა, სავსენი ცრემლითა. და აუწყეს მათ, რომელნი წვეს მახლობელად მისა, რომელი-იგი ესმინა ტირილით ვედრებაჲ ღმრთისაჲ და აღსარებაჲ ცოდვათა თჳსთაჲ. მაშინ აღიხუნა თავის სახუეველნი იგი ჴელითა თჳსითა და შევიდა წინაშე მოვრიკ მეფისა მორწმუნისა და უჩუენნა იგინი და უთხრა მას ჩუენებაჲ იგი, რომელი იხილა ძილსა შინა, და რაჲ-იგი ესმა მათგან, რომელნი წვეს მახლობელად მისა სიკუდილისა ჟამსა. და ჰრქუა მკურნალმან მან მეფესა: ვჰმადლობ ღმერთსა, ჵ უფალო ჩუენო მეფე, რამეთუ გუესმინა ჴსნაჲ ავაზაკისაჲ ცოდვათა და ბრალთა მისთაგან აღსაარებითა ჯუარსა ზედა მეუფისა ზეცათაჲსა. და კუალად აწ ესერა თუალითა ჩუენითა ვიხილეთ, რამეთუ ავაზაკი ცხოვნდა აღსაარებითა ცოდვათა თჳსთაჲთა მეუფებასა ჴელმწიფებისა შენისასა.

ხოლო ჩუენ გუესმის ესე და გურწამს, რამეთუ ჭეშმარიტ არს, არამედ ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა განვიმზადნეთ თავნი თჳსნი დღისა მისთჳს სიკუდილისა სინანულითა სრულითა უწინარეს სიკუდილისა. რამეთუ მრავალნი მყის წარიტაცნის სიკუდილმან და არა აუფლის სიტყჳსაცა ერთისა აღმოთქუმად, არცა ტირილად და არცაღა ანდერძისა ყოფად. ამისთჳს ყოველსა ჟამსა ჯერ-არს ჩუენდა მოლოდებაჲ დღისაჲ მის, რამეთუ არა უწყით, ვითარ იყოს. განსლვაჲ ჩუენი ჴორცთაგან და ნუმცა უდებ ვართ და ნუმცა ვალოდინებთ სინანულსა ჩუენსა ჟამსა სიკუდილისა ჩუენისასა, არამედ უსწროთ და მივივლტოდით წინაშე წმიდასა პირსა მისსა აღსარებითა ცოდვათა ჩუენთაჲთა. და ესე ამისთჳს დავწერე, რაჲთა ჰბაძვიდეთ შურსა მას კეთილსა და არა უდებ იქმნეთ.

არამედ განვიღჳძოთ სინანულად და მოვაცალოთ თავთა ჩუენთა სათნო-ყოფად ღმრთისა ყოვლითა გულითა ჩუენითა, მარხვითა და ლოცვითა, ტირილითა და კეთილისა საქმითა, და დავიცვნეთ მცნებანი ღმრთისანი, რაჲთა მივემთხჳნეთ კეთილთა მათ ზეცისათა შენდობითა ცოდვათა ჩუენთაჲთა, და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა ცათასა მადლითა და წყალობითა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისათა, რომლისაჲ არს დიდება და პატივი და მადლი და თაყუანის-ცემაჲ მამისა თანა სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი  [უკუნისამდე, ამენ].


სწავლაჲ წმიდისა ეფრემისი სინანულისათჳს და სიმდაბლისა

ნეტარ არს კაცისა მის, რომელმან გულისჴმა-ყოს უძლურებაჲ თჳსი, რამეთუ ამისი მეცნიერებაჲ ექმნა მას საფუძველ და დაწყება ყოველთა კეთილთა საქმეთა და სათნოებათა. რამეთუ რაჟამს გულისჴმა-ყოს კაცმან უძლურებაჲ თჳსი ჭეშმარიტად, მაშინ განაშოროს თავი თჳსი დაჴსნილობასა, რომელ არს უდებებაჲ ცნობისაჲ, და განამრავლოს დაცვაჲ თავისა თჳსისა. რამეთუ უკუეთუ არა მიეშუას კაცსა ზედა ღმრთისა მიერ მცირედ განსაცდელთა შევრდომაჲ, ჴორციელთა გინა სულიერთა, ვერ შემძლებელ არს კაცი ცნობად უძლურებისა თჳსისა, არამედ რაჟამს შეატყუას უძლურებაჲ თჳსი შეწევნასა ღმრთისასა, მაშინ გულისჴმა-ყოს სიდიდე მისი და კუალად რაჟამს გულისჴმა-ყოს შეწევნაჲ და დაცვაჲ და დაფარვაჲ და ყოვლით კერძოვე განრინებაჲ და ცხორებაჲ სულისა თჳსისაჲ და გული მისი მარადის შეეკრას შიშსა და ზარსა მისსა, მაშინ ეუწყოს მას და ცნას ჭეშმარიტად, ვითარმედ ზარი ესე და შიში, რომელ არს გულსა მი[ს]სა, მოასწავებს, ვითარმედ უჴმს მას სხუაჲცა შემწე, რამეთუ გული მისი წამებს შინაგანითა მით შიშითა, რომელი დადნების, რამეთუ ნაკლულ არს რომლითამე, და მისგან ვერ გულ-პყრობილ არნ მინდობით კაცი იგი, არამედ უჴმს მას შეწევნაჲ ღმრთისაჲ საცხორებელად, და რაჟამს გულისჴმა-ყოს, ვითარმედ უჴმს მას შეწევნაჲ ღმრთისა მიერი, განამრავლოს ლოცვაჲ, და რავდენცა განამრავლოს ვედრებაჲ, დამდაბლდეს გონებაჲ. რამეთუ არავინ უღონოჲ და მთხოველი ჰპოვო მზუაობარი, არამედ მდაბალი და გული[თ] შემუსრვილი, და სული მდაბალი ღმერთმან არა შეურაცხ-ყვის. ვიდრე არა დამდაბლდეს გული, არა დასცხრების სიარულისაგან. ხოლო სიმდაბლე შემკრებელი არს გონებისაჲ, და ოდეს დამდაბლდის კაცი, მუნთქუესვე მოიცვის იგი წყალობამან ღმრთისამან. მაშინ ცნას გულმან შეწევნაჲ იგი ზეგარდმოჲ, რამეთუ პოვოს რაჲმე მან ძალი მისანდობელი გონებასა შინა მი[ს]სა. და რაჟამს ცნას მიწევნაჲ იგი საღმრთოჲ, მოსრული შემწედ ამაღლებისა მისისა, მუნთქუესვე გული მისი აღივსოს სარწმუნოებითა და მისგან ცნას, ვითარმედ ლოცვაჲ შესავედრებელი არს შეწევნისაჲ და აღმომაცენებელი ცხორებისაჲ, საუნჯე სასოებისა და ჴსნისაჲ, ნავთ საყუდელი მძჳნვარებასა ღელვათასა და სინათლე დაბნელებულთაჲ, განმაძლიერებელი უძლურთაჲ, დამფარველი განსაცდელთაგან, სიმრთელე სნეულთაჲ და ფარი ჴსნისაჲ ჟამსა ბრძოლისასა, ისარი ლესული წინაშე პირსა მტერისასა.

და ესე ყოველნი სათნოებანი კეთილნი პირველად ლოცვითა მოიგებიან და სასოებითა დამტკიცდებიან. და რაჟამს ესე მოიგის კაცმან, გონებაჲ მისი განმხიარულდის მინდობითა. და მაშინ იწყის მადლობად ღმრთისა ყოვლითა გულითა თჳსითა მხიარულებით. წერილ არს, ვითარმედ: "ყოველი რომელი ითხოვდეს შენგან, მიეცი; და, თუ ვინმე წარგიღებდეს რასმე, ნუ აყენებ; და რომელსა ენებოს სესხების შენგან, ნუ მიიქცევი მისგან" (მათე 5.42) . ესე მცნებანი თჳთეულნი არიან განყოფილად, ხოლო მცნებაჲ შეერთებული ამას ზედა ესე არს, ვითარმედ: "განყიდე ყოველი მონაგები შენი და განუყავ გლახაკთა და აღიღე ჯუარი შენი და შემომიდეგი მე" (მარკოზ. 10.21) . ხოლო ჯუარი, რომელი თქუა, მოთმინებაჲ არს განსაცდელთა და მწუხარებათაჲ, რომელმან მისცა ყოველი მონაგები თჳსი გლახაკთა და აღიღო ჯუარი თჳსი და შეუდგა, ამან ერთობით აღასრულნა ყოველნი მცნებანი, რომელი ებრძანა მას ზეგარდმო. და კუალად თქუა, ვითარმედ: მნებავს ყოველთა კაცთა ყოველსა ადგილსა აღპყრობაჲ ჴელთაჲ სიმართლით.

და კუალად ამას ზედა ბრძანა შესლვაჲ საუნჯედ და ლოცვაჲ ფარულად, და კუალად მარადის ილოცევდით. აწ რომელი შევიდეს საუნჯედ და ილოცვიდეს მარადის, ამან აღასრულა ლოცვაჲ იგი, რომელ ბრძანა ყოველსა ადგილსა. და კუალად თქუა: ნუ ისიძავთ, ნუ კაც-ჰკლავთ, ნუ იმრუშებთ და ყოველთა მსგავსთა ამათთაჲ, და რამეთუ დაარღჳენით გულის-სიტყუანი თქუენნი სიმაღლისანი.

აწ უკუე რომელმან დაარღჳნეს გულის-სიტყუანი თჳსნი ყოვლისა ბოროტისანი, აღუსრულებიეს თქუმული იგი ზეგარდმოჲ. ამისთჳს ღმრთის მოყუარენი და მტკიცენი სარწმუნოებითა მოღუაწე არიან დაცვად მცნებათა მათ შეკრებულთა. მე ვჰგონებ, ვითარმედ სინანული ამით სამითა მცნებითა სრულ იქმნების, რაჲთა დაარღჳნეს კაცმან გულის სიტყუანი თჳსნი ბოროტნი, და მარადის ილოცივდეს, და მწუხარებათა და განსაცდელთა დაუთმოს მომავალთა. და ვერვინ შემძლებელ არს სრულებასა მიწევნად თჳნიერ ამათ სამთა საქმეთა სახელ-დებულთასა. მე ვითარ ვჰგონებ, ჯერ-არს და უღირს ყოველსა კაცსა სინანული ცოდვილსა და მართალსა, რომელთა ჰნებავს, რაჲთა მშჳდობასა ღირს იქმნენ, რამეთუ არავინ არს სრულ, რომლისამცა არა უნდა საქმე ამათ სამთა საქმეთაჲ, რომელ ვაჴსენენით.

აწ უკუე ვინაჲთგან დაიდვა საფუძველი სინანულისაჲ, ვაშენებდეთ მას ზედა საქმეთა კეთილთა სარწმუნოებითა ღმრთისაჲთა და სწავლითა ნათლის-ღებისაჲთა, რამეთუ ყოველსავე საქმესა საფუძველი ჯერ-არს დადებად და საფუძველ სინანულისა არს სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ, და ერთი ნათლის-ღებაჲ მოსატევნებელად ცოდვათა, და მას ზედა შენებად, ვითარცა ვის ენებოს კეთილისა საქმე და სათნოებაჲ სჯულიერი. ხოლო რომელთა კუალად შეაგინებს წმიდაჲ იგი ნათლის-ღებაჲ გარდასლვითა მცნებათაჲთა და მიდევნებითა ცოდვისაჲთა, არღარა ჯერ-არს მეორედ ნათლის-ღებაჲ წყლითა. ხოლო მოცემულ არს ჩუენდა მეორედ ნათლის-ღებაჲ ცრემლითა სინანულისაჲთა მოსატევებელად ცოდვათა ჩუენთა, რომელნი შეგუემთხჳნენ უდებობით და დაჴსნილობით, შურითა მტერისაჲთა შემდგომად ნათლის-ღებისა ჩუენისა.

არამედ ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა მოვიპოვნეთ ცრემლნი მჴურვალენი გულითა ლმობიერითა და სულითა მღჳძარითა. და ესრეთ დაუცადებლად ვიდრე განსლვამდე ჩუენდა ამიერ სოფლით ვვედრებოდით ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა ცოდვილთა მწყალობელსა, რაჲთა მოგჳტევნეს ბრალნი ჩუენნი და ღირს-მყუნეს სასუფეველსა მისსა, რაჲთა ვადიდებდეთ მას თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


თქუმული წმიდისა ეფრემისი სავსე ცხორებითა

ჵ კაცო უძლურო, უკუეთუ გნებავს პოვნად ცხორებაჲ, მოიგე სიმდაბლე და დაიცევ სარწმუნოებაჲ და მათ მიერ ჰპოვო წყალობაჲ და შენდობაჲ და სიტყუათა ღმრთისათა გულისჴმის-ყოფაჲ. და კუალად, უკუეთუ გნებავს მოგებად ცხორებაჲ პირველად ყოვლისა მოიგე სიწრფოებაჲ და მით ვიდოდე წინაშე ღმრთისა. შეჰრაცხე თავი შენი მსგავსად ჯინჭველისა და ვითარცა მწერისა და მტუერისა და სარასირისა შეურაცხად და ვითარცა ყოლად უმეცარისა, ვითარცა [ჩ]ჩჳლი ყრმაჲ. მიეახლე ღმერთსა და ვიდოდე წინაშე ღმრთისა, რაჲთა ღირს იქმნე სიყუარულსა ღმრთისაგან, ვითარცა-ღა შობილი მშობელთაგან. თქუმულ არს, ვითარმედ უფალმან დაიცვნის [ჩ]ჩჳლნი, და რამეთუ ყრმაჲ სიწრფოებით, უცბობითა, მიეახლის ბოროტსა გუელსა და უპყრის ქედი მისი ჴელითა თჳსითა და არარაჲ ავნის მას, და კუალად უწყით სამე, ვითარმედ იგი ყრმაჲ ზამთრის სიცივესა იქცევინ შიშუელი; და მწჳსნი მოსიერ არიედ და სიცივე ევნებინ, და [ჩ]ჩჳლი თოვლსა და მყინვარსა და სასტიკსა სიცივესა შიშუელი იქცევინ და არაჲ ევნებინ ყოლადვე, რამეთუ მოსიერ არნ იგი სხჳთა სამოსლითა უხილავითა მცველისა მიერ მისისა, და ოდე[ს] იხილნე გუამნი ყრმათა ჩჩჳლთანი და არარაჲ ვნებათაგან შეეხებოდის მათ, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ღმერთი უზრუნავს და სცავს და ჰფარავს მათ ყოველთაგან ვნებათა და განსაცდელთა სიწრფოებისა და უმეცრებისა მათისათჳს და უცბებისა. და მრავალთა ბრძენთა და მეცნიერთა და მოძღუართა სოფლისათა ესე გულისჴმა-ყვეს და ნებსით დაუტევეს მეცნიერებაჲ მათი სოფლისაჲ და შეევედრნეს სიბრძნესა და მეცნიერებასა ღმრთისასა, და ნეფსით იქმნეს ყრმა ჩჩჳლ სიწრფოებითა, მაშინ ისწავეს მათ ჭეშმარიტი იგი სიბრძნე უშრომელად, რომელი არღარა წარვალს.

აწ უკუე ევედრე ღმერთსა, რაჲთა მოგცეს შენ მიწევნაჲ სარწმუნოებასა ჭეშმარიტსა. და ოდეს აგრძნე სიტკბოებაჲ მისი თავსა შინა შენსა, არღარაჲ დაგაკლდებოდის შენ ქრისტეს მიერ, რომელი გენებოს და დაივიწყო ყოლადვე სოფელი და საქმენი მისნი. ამისთჳს ყოლადვე ილოცევდი და ევედრებოდე ცრემლითა მჴურვალითა და ლმობიერითა გულითა მოსწრაფედ, რაჲთა მოიღო; და ოდეს მოგცეს, არღარა დაშურე მერმე ყოლადვე. და ამისა მოღებასა ამით ღირს იქმნე, რაჟამს მიანდო ყოველი სასოებაჲ შენი მოწყალეთა ღმრთისათა სარწმუნონებით, და მინდობაჲ ღმრთისაჲ უმჯობეს არს შენდა მინდობასა მეცნიერებისა შენისასა. და ოდეს იხილოს ღმერთმან, ვითარმედ მისა ოდენ მინდობილ ხარ, მაშინ მოავლინოს შენ ზედა ძალი, რომელი შენ არა იცოდე, და იგი გფარვიდეს შენ. და იგრძნა უეჭუელად ძალი იგი, რომელი მოიწიის, რომელნი ღირს იქმნიან მიღებად მას. და ვითარცა აგრძნიან იგი, ოდესმე ცეცხლსა შევიდიან უშიშად და არა შეეხის მათ, და ოდესმე სიღრმესა წყალთასა ზედა ვლენედ და არა დაინთქნიან და არცა ეჭუეულ იქმნიან, რამეთუ სარწმუნოებაჲ განაძლიერებნ მათ და არას ზრუნვიდიედ ხილვისათჳს და საქმისა საშინელთა საქმეთათჳს, ვიდრემდის არა განთავისუფლდის გონებაჲ მრავალთა გულის-სიტყუათაგან და მიიწიოს სიწრფოებად უბიწოდ, ვერ შემძლებელ არს გრძ[ნ]ობად სულიერთა.

უკუეთუ უნდეს კაცსა ცნობად საშუებელთა მათ საუკუნეთა, აქაჲთ განიშორენი მრავალ-ფერნი გულის-სიტყუანი სასუფეველისათჳს ცათაჲსა. იტყჳან, ვითარმედ განზრახვაჲ არს სულიერი და ესე ვერ მოიგების საქმითა, არამედ მადლითა და ვიდრემდის არა განიწმიდნეს კაცმან გულის-სიტყუანი თჳსნი, არა ღირს არს ჴსენებადცა მისა, რამეთუ არა სწავლითა მოიგების იგი. უკუეთუ მიიწიო უბიწოებასა, შვილო ჩემო, რომელი მოიგების სარწმუნოებისაგან გულისა და კაცთა განშორებისა, და შეევედრო აღსარებასა უძლურებისასა სიწრფოებით, სცხოვნდე წინაშე ღმრთისა კეთილად და იყო შენ უზრუნველ; ვითარცა-იგი მისდევნ აჩრდილი თჳ[ს]სა გუამსა კაცისასა, ეგრეთვე წყალობაჲ ღმრთისაჲ - მდაბალთა. და უკუეთუ გნებავს მოგებაჲ ამათი, ნუ მისცმ ჴელსა შენსა გულის-სიტყუათა უძლურთა. და უკუეთუ მოგიცვან შენ ყოველთა ბოროტთა და განსაცდელთა მავნებელთა და გაშინებდენ ყოლადვე, ნუ მიხედავ მათ და ნუცა რას ჰზრუნავ მათთჳს. უკუეთუ მინდობილ ხარ ღმრთისა, ვითარმედ იგი შემძლებელ არს დაცვად შენდა და განგებად საქმეთა შენთა. და თუ მისა შედგომილ ხარ, ნურარას ზრუნავ მათთჳს, არამედ არქუ სულსა: მე ღმრთისა შემივედრებიეს თავი ჩემი ერთვე და იგი ყოველსავე მიეწიფების;  მე არას ვზრუნავ, ვითარცა ენებოს, ყოს. მაშინ იხილო სასწაულითა შეწევნაჲ ღმრთისაჲ, ვითარ-იგი ჴსნაჲ მისი მახლობელ არს მათდა, რომელთა ეშინის მისგან. და მადლმან მისმან გარე შეცვნის იგინი უხილავად. და არცა ჯერ-არს მცველისათჳს, რომელ მოცემულ არს ჩუენდა, მარადის ეჭჳ, ვინაჲთგან ვერ ვხედავთ ჩუენ თუალითა ჩუენითა, რამეთუ უხილავ არს, ვითარცა ცუდ იყო. ნუ იყოფინ! და რამეთუ ოდესმე გამო-ცა-ჩნდის თუალთა წინაშე, რაჲთა შენ ირწმუნო.

ოდეს განაგდოს კაცმან ყოველი შემწე ხილული მისგან და სასოებაჲ კაცთა მიმართ, და ღმერთი ხოლო მოიპოვოს სარწმუნოებითა და გულითა წმიდითა, მუნთქუესვე მოიწიოს მისი მადლი და აჩუენოს ძალი თჳსი მრავალ-ფერითა შეწევნითა, პირველად საჩინოჲთა მით, რომლითა ჴორციელად ხედვიდეს შეწევნასა მი[ს]სა და ზრუნვასა მის[ს]ა მისთჳს, რაჲთა მათ მიერ ეუწყოს მას ძალი იგი ზრუნვისა ღმრთისაჲ მისთჳს, რაჲთა საჩინოთგან საქმეთა გულისჴმა-ყოს ჭეშმარიტად, ვითარ-იგი განემარჯუა ყოველი საქმე მისი უშრომელად და გარე წარჰჴადნეს მრავალნი განსაცდელნი სავსენი ბოროტითა. და მან არა უწყინ, რამეთუ ვერ აგრძნის. და სცავნ მას, ვითარცა დედა-მძუძე, რომელი ანუკვებნ და შუებით ზრდიან და ზრუნვით პოხნ ყრმათა მათ, რომელნი ერწმუნნიან; გინა ვითარცა დედაჲ შვილსა თჳსსა სწყალობნ და ჰფარავნ ჴელითა თჳსითა, რაჲთა არაჲ ბოროტი ევნოს მას. და აღუხუნის თუალნი მისნი და უჩუენის, ვითარმედ წარწყმედაჲ მისი მოახლებულ იყო. და გამოიყვანის დაფარულთაგან და განუხუნის წინაშე მის[ს]ა ნამალევნი იგი გულის-სიტყუათანი ძნელოვანნი, რაჲთა მყის შინა გულისჴმა-ყოს მეცნიერებაჲ მათი და გამოცხადნეს მის წინაშე ყოველნი სამალავნი ბოროტთა ეშმაკთანი და ზაკულებაჲ გულის-სიტყუათა მათთაჲ და რომელი-იგი შეუდგს მათ ბოროტი, და მისცის მას გულისჴმის-ყოფაჲ ცნობად მათ ყოველთა და განაბრწყინვის მას შინა ნათელი იგი საიდუმლოჲ, რომლისა მიერ მეცნიერ იქმნის ყოველთა დაფარულთა. და ამისგან ეუწყის, ვითარმედ ლოცვასა შინა მი[ს]სა მოეცემის ყოველი, რომელი ითხოვოს განმგებელისაგან თჳსისა. და ოდეს დააჯერის მადლმან მინდობაჲ ღმრთისა მიმართ, მაშინ იწყის შეყვანებად განსაცდელთა, რომელთა-იგი შემძლებელ არნ ტჳრთად. და მოსცის განსაცდელთა მათ შინა შეწევნაჲ ცნობით, რაჲთა ესრეთ განძლიერდეს და მოიგოს სიბრძნე მტერთა შეურაცხ-ყოფად მინდობითა მისითა ღმრთისა მიმართ. და თჳნიერ ამათსა ვერ შემძლებელ არს კაცი, რაჲთა განისწავლოს ბრძოლათა მიმართ სულიერთა და იცნას მომგებელი თჳსი, და ც[ნ]ნეს საღმრთონი ძალნი და სრულ იქმნეს სარწმუნოებასა შინა თჳსსა და ოდეს იხილოს მადლმან დაწყებად მას შინა საქმეთა ზუაობისა და ამპარტავანებისათა, მიუტევნეს განძლიერებად განსაცდელნი მის ზედა, რაჲთა შეუძლონ მას და რაჲთა ცნას უძლურებაჲ თჳსი და ივლტოდის და მიეახლოს და შეევედროს ღმერთსა სიმდაბლით სარწმუნოებითა და სასოებითა ღმრთისაჲთა. მაშინ იქმნის კაცი იგი სრულ გამოცდილებითა და აღიწიის სიყუარულად. არა შემძლებელ არს კაცი ცნობად ძალსა ღმრთისასა შუებითა და განსუენებითა, და არცა სახილველ არს თუალვაჲ და შეწევნაჲ მისი თჳნიერ უდაბნოს და დაყუდებასა და ადგილთა განშორებულთა შფოთთაგან და თანაქცევისა კაცთაჲსა. ნუ გიკჳრნ შენ, რაჟამს იწყო კეთილისა საქმედ და აღმოეცენნენ შენ ზედა განსაცდელნი ბოროტნი და საშინელნი ყოვლით კერძოვე, რამეთუ ვერ ეგების კეთილისა საქმე თჳნიერ ჭირისა და განსაცდელისა. რამეთუ რომელი კეთილისა საქმე იყოს მაგრიად და ძნელად, იგი შეწირულ არს წინაშე ღმრთისა, რამეთუ ყოველსავე კეთილისა საქმესა ძნელ ეწოდების და იწრო. ყოველსა რომელსა ჰნებავს ღმრთის-მსახურებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ, იდევნენ, რამეთუ ესრე თქუა ქრისტემან: "რომელსა ჰნებავნ შემოდგომაჲ ჩემდა, უარ-ყავნ თავი თჳსი, აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე; და რომელსა უნდეს განრინებად სული თჳსი, წარიწყმიდოს თავი თჳსი, და რომელმან წარიწყმიდოს ჩემთჳს, მან პოვოს იგი" (მათე 16. 24-25) . ამისთჳს წინაჲსწარვე გიჩუენა ღმერთმან გზაჲ იგი იწროჲ და საჭირველი, რაჲთა მის მიერ შეხჳდე შენ ცხორებასა მას საუკუნესა. რაჲსათჳს-მე ოდეს დამდაბლდეს კაცი გონებითა, შემოკრბებიან გულის-სიტყუანი. ვითარცა-იგი სული ვერ იხილვების და ვერცა საჩინო იქმნების თუალთა წინაშე ჴორციელთა, ეგრეთვე მდაბალი ვერ საცნაურ არნ კაცთა შორის ხილვითა კიდე ქცევისაგან შერეულებისა კაცთაჲსა.

და ესე არნ ნებაჲ მდაბლისაჲ. უკუეთუმცა შესაძლებელ იყო, და-მცა-იმალა იგი გუამსა შინა თჳსსა. და ესე არს ქცევაჲ მისი საცნობელთა მისთა თანა, რაჲთა არავისგან საცნაურ იყოს. და ვითარცა არა შერაცხილ არს იგი დაბადებულთა თანა, ეგრე შეჰრაცხვის თავი თჳსი და ჰნებავნ, რაჲთა არავინ იცნას, გინა იხილოს იგი. მდაბალსა არა ჰნებავნ ხილვად კრებული ერისაჲ და არცა ჰნებავნ სმენაჲ ჴმასა მრავალ-მეტყუელთა და განმცხრომელთასა, და არცა უყუარნ შუებაჲ და განსუენებაჲ, რომლისაგან იქმნის უდბობაჲ და დაჴსნილობაჲ, არამედ უფროჲსღა ჰნებავნ მას ყუდროებაჲ და დაწყნარებაჲ და უყუარნ შეურაცხებაჲ და სიგლახაკე და დაწუნებაჲ უფროჲს წარჩინებულისასა. და უხარინ ჭირსა ზედა უფროჲს განსუენებისა, და არნ იგი ყოლადვე მოცალე და უზრუნველ და უშფოთველ საქმეთაგან ქუეყანისათა, და არა განუტევნის გულის-სიტყუანი მისნი რორინებად გარე სადავე უდებებით. ხოლო რომელი ეძიებნ მრავალთა საშუებელთა და ფრიადთა სანუაგეთა, იგი მუშაკი არს სიძვისა ეშმაკისაჲ. მრავალთა საჭმელთა მჭამელი შეიგინის თჳნიერ ცნობისა მისისა, ხოლო კოტორი ჴმელი პურისაჲ ტაბლისაგან უბიწოჲსა განსწმედს სულსა ყოველთაგან ვნებათა. სულმან ნაყროვნისა ტაბლისამან და საჭმელთა მისთამან აღუშფოთნის გულნი უბიწოთანი და რომელი მათდა ტაბლად მივიდეს, მსგავს არს იგი ძაღლსა, რომელი საწუნედ ლოკად მივიდის. ხოლო რომელსა მოუგიეს ლოცვაჲ ყოველსა ჟამსა, სული ტაბლისა მისისაჲ უსურნელეს არს მუშკისა. და რომელსა უყუარს ღმერთი, იგი ჰყუარობს მას. მსგავს არს საფასეთა მრავალთა ტაბლაჲ იგი, რომელსა ინაჴ-იდგმენ მღჳძარენი და [მ]მარხველნი, მშრომელნი და მდაბალნი და სათნონი. მიიწრაფე მათდა და მოიღე ცხორებაჲ, და განაცხოელე მით მომკუდარი სული შენი, რამეთუ ქრისტესა მათ თანა ინაჴ-უდგამს და იგი აკურთხევს ტაბლასა მათსა, რაჲთა შეცვალოს სიმწარე იგი შრომათა მათთაჲ სიტკბოებად გამოუთქუმელად, და მსახურნი სულიერნი ამწერობენ მათ და საზრდელსა მათსა წმიდასა. მე ვიცი ძმათაგანი ერთი, რომელმან ცხადად იხილნა იგინი. ნეტარ არს, რომელმან დააყენა პირი თჳსი ნებსით გემოთა მათგან მოცემულთა დამბადებელისაგან, რამეთუ ჭამდენ იგინი კეთილთა მათ საუკუნეთა ტაბლისაგან ღმრთისა, რომლისაგან იზარდებიან ძალნი ნათლისანი. ნეტარ  [არ]ს, რომლისა საზრდელი მისი არს პური იგი, რომელი ზეცით გარდამოჴდა და მოსცა ცხორებაჲ სოფელსა. სული [მ]მარხველისაჲ სურნელ და გემოვან არს, და შემთხუევასა მი[ს]სა მხიარულ არიედ სათნონი, ხოლო ნაყროანსა ეშინინ მიახლოებად მისა და ღონე იძიის, რაჲთა არა ჭამოს მის თანა. სახე [მ]მარხველისაჲ საყუარელ არს წინაშე ღმრთისა და რომელსა უყუარან გემონი, ივლტინ იგი მოძმეობისაგან მისისა. ფრიად აქებს ქრისტე მყუდროთა და მდუმარეთა, ხოლო რომელი წარტყუენულ არს ეშმაკისაგან, და განცხრომითა და შეურაცხებითა არა ჰნებავს ყოლადვე მიახლებაჲ მისი. ვისმე არა უყუარდეს მდაბალი და დაშნი, არამედ ამპარტავნსა და ზუავსა, რამეთუ უცხო არს იგი საქმეთაგან მისთა. ხოლო ჩუენ შევიყუაროთ სიმდაბლე და მოვიძულოთ ამპარტავნებაჲ და ღმერთსა სათნო-ვეყუნეთ, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.



"მამათა სწავლანი" - X-XI ს.ს. ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ

ტექსტი გადმოღებულია საიტიდან http://titus.uni-frankfurt.de/

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Tuesday, 17 December 2013 14:16)