Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ძველი ქართული თარგმანი

ამონაჲს სიტყუანი

ოთხნი საქმენი არიან, უკუეთუ ამათგანი ერთიცა იყოს კაცისა თანა, ვერ შემძლებელ არს იგი კეთილისა რაჲსამე საქმედ და არცა შეიწირავს ღმერთი ლოცვასა მისსა.
პირველი: ამპარტავნებაჲ. ოდეს მოიგონოს კაცმან და თქუას, ვითარმედ კეთილად ცხორებს და ვითარმედ განგებაჲ მისი სათნო არს წინაშე ღმრთისა და კაცნი აღეშენებიან დაყუდებითა მისითა და მარხვითა და ვითარმედ მრავალთაგან ცოდვათა განშორებულ არს კაცთაგან კიდე-ყოფითა და უდაბნოს დამკჳდრებითა მისითა, უკუეთუ ესე განიზრახოს კაცმან გონებასა თჳსსა, უწყოდენ, ვითარმედ არა დაიმკჳდრებს ღმერთი მის თანა უკუნისამდე, რამეთუ გარე-მოქცევით ჯერ-არს მონაზონისა მოგონებაჲ სიტყუად, თუ რაჲმე კეთილისა საქმე ქმნეს, რაჲთა მარადის სიმდაბლით აბრალებდეს თავსა თჳსსა და იტყოდის, ვითარმედ პირუტყუნიცა უმჯობეს არიან მისა და ვითარმედ არარაჲ საქმეთა მისთაგანი სათნო არს წინაშე ღმრთისა, და ყოველი კეთილისა საქმე მისი შეგინებულ არს წინაშე ღმრთისა, ვითარცა ძონძი წიდოვნისა დედაკაცისაჲ, ვითარცა წინაწარმეტყუელი იტყჳს, რამეთუ: უკუეთუ არა უფროჲს შეგინებულად შეჰრაცხოს თავი თჳსი პირუტყუთა და ძაღლთა და მფრინველთა, არა შეიწირავს ღმერთი ლოცვასა მის[ს]ა, რამეთუ პირუტყუთა საცხოვართა, ძაღლთა და მფრინველთა არასადა უცოდავს და არცა განიკითხვიან. და ესე ცხად არს, ვითარმედ კაცი ცოდვილი [უ]უბადრუკეს არს უფროჲს პირუტყუთა, რამეთუ უმჯობეს იყო მისა, თუმცა პირუტყჳ საცხოვართაგანი ყოფილ იყო და არამცა აღდგა მკუდრეთით და არამცა განიკითხა განკითხვისათჳს, რამეთუ საცხოვარნი არავის განიკითხვენ კაცთაგანსა და არცა ამპარტავნობენ, არამედ უფროჲსღა ჰყუარობენ მზრდელთა და საჭმლისა მცემელთა მათთა, ხოლო კაცი არა ჰყუარობს დამბადებელსა თჳსსა ჯერისაებრ, რომელი ზრდის და ჰფარავს მას.

მეორე საქმე. უკუეთუ კაცი იჴსენებდეს ვისთჳსმე ბოროტსა და ძჳრი გულსა ედვას მისთჳს, დაღათუ ვისმე თუალი მარჯუენაჲ მისი წარმოეგდოს, არა აღიწევის ლოცვაჲ მისი წინაშე ღმრთისა. ნუუკუე აცთუნებს ესე თავსა თჳსსა, რამეთუ დაღაცათუ მკუდარნი აღადგინნეს, არა უც ნაწილი ღმრთისა თანა და არცა აქუს მას შენდობაჲ მის მიერ, უკუეთუ არა მოიქცეს და შეინანოს.

მესამე საქმე. უკუეთუ კაცი განიკითხევიდეს კაცთა შეცოდებულთა და იყოს იგი განმკითხველ, დაღაცათუ მრავალნი სასწაულნი ქმ[ნ]ნეს, არა სთნავს ღმერთსა კეთილისა საქმე მისი და არცა შეიწირავს ლოცვასა მის[ს]ა, რამეთუ ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან თქუა: "ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ" (ლუკა 6.37) . და ჯერ-არს ქრისტეანისა, რაჲთა არავინ კაცთაგანი განიკითხოს. რამეთუ მამაჲ არავის სჯის, არამედ ყოველი სასჯელი მისცა ძესა თჳს[ს]ა ქრისტესა. და რომელმან განიკითხოს კაცი უწინარეს ქრისტეს განკითხვისა, მტერ არს იგი ქრისტესა, რამეთუ მრავალნი დღეს მპარავ და მეძავ არიან და ხვალე იქმნიან სათნო და მართალ. ჩუენ ცოდვათა მათთა ვხედვიდით, ხოლო სინანული მათი და კეთილისა საქმე ვერ ვცნით და უსამართლოდ განვიკითხვიდით.

მეოთხე საქმე. უკუეთუ ვისთანა-მე იყოს სიძულილი ძმისაჲ, არა შეწირულ არს ლოცვაჲ მისი წინაშე ღმრთისა, ვითარცა იტყჳს მოციქული: "ენასა ღათუ ანგელოზთასა ვიტყოდი და მაქუნდეს ღათუ სარწმუნოებაჲ, ვიდრე მთათა ცვალებამდე. და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი გლახაკთა და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუველად, და სიყუარული თუ არა მაქუნდეს, არარაჲ სარგებელ არს" (I კორ. 13.13).

კითხვაჲ: ვითარ შემძლებელ არს კაცი, რაჲთამცა მისცა მონაგები თჳსი გლახაკთა და არამცა აქუნა სიყუარული, რამეთუ მოწყალებაჲ სიყუარული არს?

მიგებაჲ. - არა თუ გლახაკთა მოწყალებაჲ ხოლო არს სრული სიყუარული, არამედ რტოჲ ერთი არს სიყუარულისაჲ. რამეთუ მრავალნი განუყოფენ მონაგებსა მათსა გლახაკთა და სხუათა ჰმძლავრობენ და უსამართლოდ მოჰხუეჭენ მრავალთა და მრავალნი უცხოთა შეიწყნარებენ და მრავალთა სხუათაჳს ძჳრსა იხსენებენ, და რომელთამე განუსუენებენ, რომელთამე შეაწუხებენ. და მრავალნი უცხოთა სწყალობენ და თჳსთა სძულობენ. ესე არა არს სიყუარული სრული, (ნუ იყოფინ!), რამეთუ სრულსა სიყუარულსა არავინ სძულნ, არავის აგინებნ, არავის განიკითხავნ, არავის შეაწუხებნ, არავის შეურაცხ-ჰყოფნ, არცა მორწმუნესა, არცა ურწმუნოსა, არცა უცხოსა და არცა თჳსთაგანსა, არცა ცოდვილსა და არცა ბრალეულსა, არცა მეძავსა და არცა შეგინებულსა, არამედ უყუარედ ცოდვილნი და სწყალობნ ბრალეულთა და ლმობიერ არნ უდებთა ზედა და ელმინ სულმოკლეთათჳს. ტირნ და იგლოვნ მათთჳს და უფროჲს ხოლო კეთილის მოქმედთასა, ზრუნავნ ბოროტის მოქმედთა და ცოდვილთათჳს. მსგავს არნ იგი ქრისტესა მჴსნელსა ჩუენსა, რომელი მოვიდა წოდებად ცოდვილთა, და საყოფელთა მათთა შინა იყოფვოდა, ჭამდა და სუმიდა მათ თანა და მის გამო ვისწავეთ სრული სიყუარული, რამეთუ თქუა: იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს (ლუკა 6.36), რომელ არს ცათა შინა და წჳმს კეთილის მოქმედთა ზედა და ბოროტის მოქმედთა (მათე 5.45) ზედა და აღმოაბრწყინვებს მზესა მისსა ცოდვილთა ზედა და მართალთა. აგრეთვე რომელსა აქუს სიყუარული სრული და ჭეშმარიტი ყოველივე უყუარნ და ყოველთავე სწყალობნ.

და კუალად მრავალნი არიან კაცთაგანნი, რომელი ჰყოფენ გლახაკთ მოწყალებასა და ამას ხოლო მარტოდ მინდობილ არიან და მრავალსა ცოდვასა იქმან და მრავალთა კაცთა სძულობენ და ჴორცთა მათთა შეიბილწებენ. და ესე[ნი] ესრეთ აცთუნებენ თავთა თჳსთა და ჰგონებენ ქველის საქმითა მათითა განმართლებასა. ნუ მწუხარე ხართ მკუდართა ზედა, რამეთუ ყოველნი კაცნი მოკუდებიან, არამედ მწუხარე იყვენით კაცსა ზედა, რომელი ცოცხალი მომკუდარ არს წინაშე ღმრთისა საქმეთაგან ბოროტთა. რომელსა ეშინის ღმრთისა, იგი არა შეწუხნების მსოფლიოჲსა სიკუდილისაგან, არამედ შეწუხნების სიკუდილსა ზედა მართლისასა, ხოლო მართალი იხარებნ სიკუდილისათჳს, რამეთუ განსუენებად მივალნ. მწუხარე იქმნა ეგჳპტე, ოდეს მოკუდა იოსებ, და მხიარულ იქმნა ქუეყანაჲ იგი სიწმიდისაჲ, რაჟამს შეიწყნარნა ძულანი მისნი.

პირველთა მათ ჟამთა, ოდეს მოკუდებოდეს პირველნი იგი მამანი გლოვით და ტირილით დაჰმარხვიდეს მათ, ხოლო დღეს გალობითა და შესხმითა სულიერითა შეჰმურვენ მიცვალებულთა. ოდეს მოკუდა ნოვე, მართალ[ნ]ი იგლოვდეს მას ორმეოც დღე; და ოდეს მოკუდა აბრაჰამ, იგლოვდეს მას ორმეოც დღე; და ოდეს მოკუდა ისააკ, იგლოვდეს მას ორმეოც დღე; და ოდეს მოკუდა იაკობ, იგლოვდეს მას ოთხმეოც დღე; და ოდეს მოკუდა მოსე, იგლოვდეს მას ას ორმეოც დღე; და ყოველნი ესე მოელოდეს მოსლვასა ქრისტესსა, რაჲთა მოსპოს გლოვაჲ და ტირილი კაცთაგან; რამეთუ მოკუდა ჴორცითა და აღდგა, და მის თანა აღადგინნა მკუდარნი. ნუ მწუხარე ხართ მკუდართა ზედა, და ნუცა მდიდარსა ზედა დაგლახაკებულსა, და ნუცა ჭაბუკსა აღსრულებულსა, არამედ მწუხარე იყავ კაცსა ზედა, რომელმან უვარ-ყოს სარწმუნოებაჲ თჳსი.

ერთ არს ღმერთი და არა შეიცვალების, რომელმან-იგი განუმზადა სიკუდილი ყოველსა ჴორციელსა. ფიცხელ არს კლდე, ხოლო რკინამან განკუეთის იგი; ფიცხელ არს რკინაჲ, ხოლო ცეცხლმან დაალბის იგი. ფიცხელ არს ცეცხლი, ხოლო წყალმან დაავსის იგი. ფიცხელ არს წყალი, ხოლო ქარმან განაჴმის იგი. მალე არს ქარი, ხოლო გულის-სიტყუანი კაცისანი უმალეს მისა არიან.

 

"მამათა სწავლანი" - X-XI ს.ს. ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ

ტექსტი გადმოღებულია საიტიდან http://titus.uni-frankfurt.de/

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 14 DECEMBER 2013 16:47)