Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ძველი ქართული თარგმანი

ჰკითხეს მამათა მამასა მაკარის გულის-სიტყუათაჳს მწიკულევანთა, ვითარ შევლენან გულსა კაცისასა

მიუგო და ჰრქუა მათ: რაჟამს დასდგე შენ ლოცვად, გნებავსა, რაჲთამცა აღიყვანე გულის-სიტყუაჲ შენი წინაშე ღმრთისა? მყის წარიტაცოს გონებაჲ შენი ქუეყანად შენდა, და ჰბრძოდი გულის-სიტყუათა შენთა, რაჲთაცა უკუ-მოიყვა[ნ]ნეს იგინი და ღმრთისა მიიყვა[ნ]ნენ. და მოაქციო მიერ გონებაჲ შენი და სხუაჲ გულის-სიტყუაჲ მოგიჴდეს და სოფლად წარგიყვანოს. და კუალად იღუწიდე, რაითა მოაქციო მიერ.

და მოგიჴდეს გულის-სიტყუაჲ სიძვისაჲ, და ჰბრძოდი, რაჲთა მოაქციო მიერცა. და კუალად მოგიჴდეს გულის-სიტყუაჲ ვეცხლის-მიყუარებისაჲ, და კუალად მოგიჴდეს შფოთებისაჲ და მწუხარებისაჲ და შენ მშჳდობად მოაქცევდე და იგი კუალად განიბნეოდის სულთა მიერ უკეთურთა და იგონებდეს მრავალთა ცოდვათა. ხოლო შენ მოსწრაფებაჲ გიღირს, რაჲთა არა იძლიო საქმითა და ნუცა ადგილს-სცემ ეშმაკსა დამკჳდრებად შენ თანა, არამედ წინა-აღუდეგ, და ჰბრძოდე და ჰხადოდე ღმერთსა, რაჲთა მოგცეს შენ ძლევაჲ მის ზედა. რამეთუ ვერ შემძლებელ ხარ შენ განწმედად გულისა შენისა ძალითა შენითა. ოდეს გბრძოდის შენ ბოროტი გულის-სიტყუაჲ, დააგდე თავი შენი წინაშე ღმრთისა და დაუცხრომელად ევედრებოდე, რამეთუ იგი მხოლოჲ შემძლებელ არს განწმედად გულისა შენისა.

კუალად ჰკითხეს მასვე ბრძოლისათჳს ეშმაკთაჲსა.

ჰრქუა მათ: მანქანებით არს ბრძოლაჲ ეშმაკისაჲ, არა ხოლო ქრისტეანეთა მიმართ არს, არამედ კერპთ მსახურთაცა და ყოველსა სოფელსა. ხოლო უკუეთუმცა შეენდობოდა ბრძოლად, მსგავსად ნებისა თჳსისა გან-მცა-რყუნა ყოველი ქუეყანაჲ მყისა შინა და წარწყმიდა ყოველი სულიერი ერთსა შინა ჟამსა, რამეთუ ნებაჲ ეშმაკისაჲ ესე არს, ხოლო არა შეენდობის ღმრთისა მიერ.

მეკეცემან რაჟამს ქმნის კეცის ჭურჭელი და შედგის იგი საცხობელსა, საზომით შეუდვის ქუეშე მისა და არა ფრიად აღუდვის, რაჲთა არა დაილეწოს კეცის ჭური; და არცა დააკლის ალი, რაჲთა არა უმცხუარი დაშთეს და განირყუნეს. ეგრეთვე ვეცხლის მჭედელმან, რაჟამს გამოადნობნ ოქროსა გინა ვეცხლსა, საზომით ჰბერავნ ბრძმედსა მას; უკუეთუ უფროჲს ზომისა აღაგზნის, დადნის ოქროჲ იგი და ვეცხლი და იქმნის ვითარცა წყალი და განირყუნის. და კაცმან საჴედარსაცა მსგავსად ძალისა თჳსისა აჰკიდის.

ესრეთვე ღმერთმან უწყის ძალი კაცისაჲ და მსგავსად შეძლებისა მისისა მიუშუებს ბრძოლასა მის ზედა. ესრეთვე ქუეყანაჲ არს: რომელიმე უქმი და რომელიმე კეთილი, და რომელიმე სავენაჴე და რომელიმე საყანე და საიფქლე და საქრთილე. ესრეთვე გულთა და გონებათა ჩუენთა ქუეყანაჲ და ნებათა ჩუენთა ადგილი მრავალ-ფერ არს. ესრეთვე მოეცემიან კაცთა ნიჭნი იგი ზეგარდამონი, რომელსამე სიტყუაჲ და რომელსამე განყოფანი ენათანი და რომელსამე კურნებაჲ. და ვითარცა-იგი უწყის ღმერთმან შეძლებაჲ კაცისაჲ და მოთმინებაჲ მისი ბრძოლათა და განსაცდელთა ზედა, ეგრეთცა მიუშუებს მტერთა ბრძოლად მისა და უფროჲს ძალისა არა განცდის.

კუალად ჰკითხეს მასვე: ოდეს მიიღოს კაცმან მადლი რომლისათჳსმე, შე-მე-იცვალოსა მისგან სხუად ბუნებად?

მიუგო ბერმან და ჰრქუა: გამოცადის ღმერთმან ნებაჲ კაცისაჲ და ცნის, რომელსა მიდრეკილ არნ ნებაჲ მისი. და არნ ოდესმე, იშვის კაცი სულელი და ნაკლული გონებითა, და მისა შემდგომად შეიცვალის სიბრძნედ და მეცნიერად მრავალთა საქმეთა. და რომელიმე არნ ბუნებით მცირედ მეცნიერი და რომელიმე არნ უწყალოჲ და უსახური, და მისა შემდგომად აღირჩიის სიმართლე და კეთილისა საქმე, და ღმერთმან შეიწყნარის იგი. და სხუაჲ არნ კეთილად განმგებელი, მორჩილი და ნებასა ღმრთისასა აღმასრულებელი, და არნ ოდესმე შეიცვალის მტერისა მიერ მიდრეკითა ცოდვისაჲთა. ყოველი გონებაჲ ადამის ნათესავთაჲ შეიცვალების, რომელიმე კეთილი ბოროტად, და რომელიმე ბოროტი კეთილად, მსგავსად ნებისა თჳსისა. და რომელი არა ენებოს კაცსა, არა მიუშუებს ღმერთი. ნებაჲ კაცისაჲ ვითარცა ფიცარი არს საწერელი და რომელიცა გენებოს, დასწერო მას ზედა: თუ გინდეს სიტყუანი ცხოვრებისანი და თუ გინდეს - სიკუდილისანი; რომელიცა გინდეს დაწერად, შეიწყნარებს იგი. ეგრეთვე გულ-მანკიერმან და ძჳრის მოჴსენემან, უკუეთუ მისცეს ნებაჲ თჳსი ღმერთსა, შეიცვალოს კეთილად და სახიერად.

ესრეთვე ჰხედავს ღმერთი ნებასა და გონებასა კაცთასა და მსგავსად მისა მისცემს ძალსა და შეეწევის, და რომელთამე მიუშუებს ნებისა მათისაებრ. მოციქულნი ოდეს წარავლინნა ქადაგებად ქალაქებსა და დაბნებსა, არა თუ ყოველთა სნეულთა ჰკურნებდეს, არამედ რომელთამე; და ნუუკუე ენებაცა, რაჲთა ყოველნი სნეულნი განკურნენ და ყოველნი მკუდარნი აღადგინნენ, არამედ არა მიეღო ჴელმწიფებაჲ, რაჲთა ყოველი ნებაჲ მათი აღასრულონ, ვითარცა-იგი პავლე, რაჟამს მთავარსა დამასკისასა მოეცვა და ენება შეპყრობაჲ მისი. უკუეთუმცა მადლი იგი ნებისა მისაებრ თანა ყოფილ იყო, ებრძანამცა, რაჲთა მთავარი იგი ქვა იქმნეს, გინა გამოსლვასა მისსა დაეცეს ზღუდე წინაშე მის[ს]ა, არამედ მაშფალითა გარდაუტევეს ზღუდესა და წარვიდა  (II კორინთ. 11.32) . სადა უკუე იყო ძალი, რომელი იყო მის თანა, არამედ განგებითა ღმრთისაჲთა იქმოდეს მოციქულნი სასწაულთა და ნიშთა. და არნ ჟამნი, ოდესმე ცნიან უძლურებაჲ თჳსი, რაჲთა იცნობოს სარწმუნოებაჲ მორწმუნეთაჲ.

კაცი ბრძენი გასაცდელთა შინა არა წარჰკუეთს სასოებასა. უკუეთუ მოაწინეს შენ ზედა ეშმაკმან განსაცდელნი მრავალნი, ჴმა-ყავ ღმრთისა მმართ შეწევნად და არქუ ეშმაკსა მას; დაღაცათუ ბევრჯერ მოვკუდე, არა განვეშორო მე ღმერთსა ჩემსა. და ოდე დაუთმოს კაცმან ღმრთისათჳს განსაცდელთა, ჰრქუას ეშმაკსა: იხილეა, რაოდენნი განსაცდელნი და მწუხარებანი მიაწიენ მის ზედა და არა დაგემორჩილა, არამედ მე [მ]მსახურებს და ჩემგან ეშინის. ესრეთ სირცხჳლეულ იქმნა ეშმაკი. უკუეთუმცა ეცნა, ვითარმედ იძლევის იობის მიერ მართლისა, არამცა ბრძოლა-ეცა. ეგრეთვე სირცხჳლეულ იქმნების ყოველთა მიერ, რომელთა დაუთმონ განსაცდელთა და მწუხარებათა ღმრთისათჳს. მაშინ ეტყჳნ მას ღმერთი: აჰა ეგერა მიგეც ჴელმწიფებაჲ მის ზედა განცდად და ვერ შეუძლე დაბრკოლებად მისა, არამედ უფროჲსად განაშუენე გჳრგჳნი მისი. ვითარცა ზამთრისა შემოსლვასა ჰაერნი შეიცვალნიან, ჟამ ერთ წჳმნ და მერმე დასცხრის, ჟამ ერთ ქრინ და მერმე დაყუდნის, ჟამ ერთ ნეფხუავნ, მერმე დასცხრის, ესრეთვე მბრძოლნი სულისანი ოდესმე ეკუეთნიან და ოდესმე უკუნდგიან. ესრეთვე სულსა ზედა კაცისასა: ჟამ ერთ არნ ჭირსა შინა და განსაცდელსა და მოიწინიან მის ზედა ღელვანი საშინელნი, და კუალად მოიწიის მის ზედა შეწევნაჲ მადლისა მიერ ზეგარდმო და აღავსის იგი სიხარულითა საღმრთოჲთა.

ჯერ-არს კაცისა, რაჟამს მოიწიოს მის ზედა განსაცდელი, რაჲთა არა მწუხარე იქმნეს. და ოდეს შეეწეოდის მას მადლი ღმრთისა მიერ, არა აღზუავნეს, არამედ მწუხარებასა შინა მოელოდის სიხარულსა, და სიხარულსა შინა მწუხარებისა. განემზადე მისლვად ქალაქსა მას წმიდათასა სადა არა არს ჭირი და მწუხარებაჲ, არამედ სიხარული და განსუენებაჲ. მრავლითა ბრძოლითა და მრავლითა შრომითა მოიგოს კაცმან გული წმიდაჲ და გონებაჲ უბიწოჲ. აბრაჰამ იყო მდიდარი, ხოლო მიწად და ნაცრად უწოდდა თავსა თჳსსა წინაშე ღმრთისა. და ეგრეთვე დავით მეფე იყო, ხოლო მატლად და არა კაცად ჰხადოდა იგი თავსა თჳსსა. და ეგრეთვე ყოველნი მოციქულნი და წინაწარმეტყუელნი და ყოველნი წმიდანი დაიმდაბლებდეს თავთა მათთა წინაშე ღმრთისა.

იხილეთ ქრისტე, ღმერთი ჩუენი, რომელსა სიმდაბლესა მოვიდა, რამეთუ მსგავს მონათა იქმნა და ყოველთა სნეულთა და უძლურთა ჰკურნებდა და კაცთაგან შეურაცხ-იყო. იხილე ვითარ ღაღად-ყვეს მისთჳს: "ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ იგი" (იოანე 19.6) . და ვითარცა ბოროტის მომქმედმან მიიხუნა პატიჟნი იგი სიკუდილისანი მსაჯულისაგან და ნერწყუაჲ პირისაჲ და გჳრგჳნი ეკლისაჲ, და ყურიმლის ცემაჲ თავს-იდვა სიმდაბლით. აწ უკუეთუ ღმერთმან სიმდაბლით თავს-იდვა ვნებაჲ, შენ, რომელი-ეგე ბუნებისაგან მყრალისა აგებულ ხარ მოკუდავი, არა დაჰმდაბლდებია და არა თავს-იდება, ვითარცა ღმერთი ჩუენი, რომელი შენთჳს დამდაბლდა? შენ თავისა შენისათჳს არა დაჰმდაბლდები, არამედ ჰზუაობ და ჰმაღლოჲ და არა გნებავს აღხუმად ვნებათა მისთა, რაჲთამცა განიკურნა წყლულებაჲ შენი. უკუეთუ ოდესმე გიჩუენოს შენ ეშმაკმან კაცი მდიდარი მსოფლიოჲ და გრქუას: ესევითარი მდიდარ არს ესრეთ და ღმერთსა არას ჰმსახურებს, და შენ ჰგონებ თავსა შენსა ღმრთის მსახურად და ესრეთ გლახაკ ხარ, მიუგე და არქუ მას: ესე სიმდიდრე მცირედ ჟამისაჲ არს და მერმე ცუდ იქმნების, ხოლო მე ვეძიებ სიმდიდრესა მას საუკუნესა. და კუალად გიჩუენოს დედაკაცი პირ-შუენიერი და გულსა შთაგიგდოს გულის-თქუმაჲ მწიკულევანი, ხოლო შენ მიუგე და არქუ მას: ესე საქმე ბილწებისაჲ არს და მიიყვანებს ცეცხლსა ჯოჯოხეთისასა საუკუნოდ. და მრავალთა საქმეთა ქუეყანისათა გიჩუენებს, ხოლო შენ წინა-აღუდგებოდე ლოცვითა ღმრთისა მიმართ და იტყოდე მარადის: გევედრები შენ, უფალო ღმერთო ჩემო, შემიწყალე მე. ესე იყავნ მარადის სიტყუაჲ შენი ყოველსა შინა საქმესა შენსა დაუვიწყებელად დღე და ღამე.

ჯერ-არს მონაზონისა ყოველსა შინა საქმესა, რომელსა იქმოდის, კეთილსა იტყოდის ესრეთ, ვითარმედ: ყოლადვე არა მიქმნიეს კეთილი. უკუეთუ ილოცვიდეს, იტყოდის, ვითარმედ: არასადა მილოცავს სულითა ჭეშმარიტითა. და უკუეთუ იმარხვიდეს, იტყოდის, ვითარმედ: არასადა მიმარხავს ნებისაებრ ღმრთისა. უკუეთუ შურებოდის და იქმოდის სათნოებათა, იტყოდის, ვითარმედ: არას კეთილისა საქმესა ვიქმ. ჯერ-არს რაჲთა ყოველთა დღეთა ესრეთ იტყოდის, ვითარმედ: დღეს ვერ განვერი ცოდვისაგან, ნუუკუე ხვალე განვერე. ვითარცა სახლსა ბზისასა, უკუეთუ ვინმე ცეცხლი შეახოს, არა დაივსოს, ვიდრე არა ყოველივე დაიწვეს, ეგრეთვე არა განერეს სული ცოდვისაგან, თჳნიერ მრავლისა შრომისა და მღჳძარებისა.

ესე არს ბრძოლაჲ და ძლევაჲ მოღუაწეთაჲ, რაჲთა შევიდეს კაცი შინაგან გონებასა თჳსსა და ჰბრძოდის ეშმაკსა და მოიძულნეს ვნებანი და უვარ-ყოს თავი თჳსი და განასხნეს ვნებანი ჴორცთაგანი და წინა-აღუდგეს გუელსა მას ბოროტსა. უკუეთუ გარეშე გუამი შენ დაიცვე სიძვისაგან და შინაგან გულის-სიტყჳთა ისიძვიდე, გისიძავს გულის თქუმითა შენითა, და არარას სარგებელ გეყოს შენ ჴორცთა ქალწულებაჲ, არამედ ხარ შენ ქალწული, რომელი აცთუნის ჭაბუკმან და შეაგინის, შეურაცხ არნ იგი წინაშე დაწინდებულისა თჳსისა, ვითარცა მეძავი. ეგრეთვე სული სულისაჲ, რომელი ზიარ ექმნეს შინაგანთა გულის თქუმათა ბოროტთა მეძავ არს იგი წინაშე ღმრთისა, რამეთუ მრუშებაჲ აღიზარდებინ გუამსა შინა და სიძვაჲ სულსა შინაა, რომელი დაემორჩილის ეშმაკსა. რამეთუ სული ზიარი არს ღმრთისაჲ სიწმიდითა და ზიარი არს ეშმაკისაჲ მიდრეკითა მრუშებისაჲთა.

მრავალთა კაცთა მიიღეს მადლი და ქმნნეს სასწაულნი მრავალნი, და მისა შემდგომად უდებ იქმნეს ლოცვისათჳს და აღდგეს მათ ზედა ღელვანი სასტიკნი და დაინთქნეს იგინი უფსკრულთა და წარწყმდეს. რომელი ჭეშმარიტად მართალ არს, არს იგი მდაბალ ჴორცითა და გულის-სიტყჳთა, და არავის განიკითხავს, არცა ცოდვილსა და არცა სხუასა ვის. მრავალთა კაცთაგანთა მიიღეს ნიჭი მადლისაგან ღმრთისა და თქუეს გულსა თჳსსა, ვითარმედ განსრულებულ არიან და არარაჲ უჴმს მათ, მაშინ განძარცულ იქმნნეს იგინი მადლისაგან და წარწყმდეს.

არა უღირს მონაზონსა თქუმად, ვითარმედ სრულ არს იგი, არამედ კრძალვაჲ და სიმდაბლე დღე და ღამე, რამეთუ ბრძოლისა მოსლვაჲ არა შენ ზედა არს, ხოლო სიძულვილი ბოროტისაჲ შენ ზედა არს. და ოდეს გიხილოს შენ ღმერთმან, ვითარმედ გიყუარს იგი ყოვლითა გულითა შენითა, გიჴსნეს შენ სიკუდილისაგან. შრომაჲ კაცისაჲ უყუარს ღმერთსა და კაცსა უჴმს შეწევნაჲ ღმრთისაჲ. უკუეთუ არა მოჰბერონ ქართა და აღმოვიდენ ღრუბელნი და გარდამოჴდეს წჳმაჲ, ცუდ იქმნეს შრომაჲ ქუეყანის მომქმედთაჲ, რამეთუ უქმად დაშთეს დათესული იგი ქუეყანაჲ. ეგრეთვე სული კაცისაჲ, უკუეთუ არა მოიღოს მადლი ზეცით გარდამო, ვერ გამოიღოს მადლი ღმრთისა სათნოებათაჲ. ესე არს შრომაჲ კაცისაჲ, რაჲთა მოიძულნეს ყოველნი საქმენი ქუეყანისანი და მოიგოს ლოცვაჲ და მარხვაჲ და მღჳძარებაჲ, და შეიყუაროს ღმერთი ყოვლითა გულითა თჳსითა და მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი. მაშინ მოჰბერონ ქართა და აღმოვიდენ ღრუბელნი სულისანი და წჳმანი მადლისანი, და გამოიღოს სულმან ნაყოფი სიტკბოებისაჲ შესაწირავად ღმრთისა. ვითარცა მუშაკმან, რაჟამს იხილის ვენაჴი ნაყოფისა გამომღებელად, განმწიდის იგი, რაჲთა უმრავლესი ნაყოფი გამოიღოს, განსხლის და ნასხლევი იგი ცეცხლსა დაასხის, ეგრეთვე ღმერთმან ყოს. ყოველი კეთილი, რომელი ქმნეს კაცმან, უღირს, რაჲთა თქუას, ვითარმედ ღმრთისა შეწევნითა და ძალითა მისითა ვქმენ, და არა თუმცა ღმერთმან განმაძლიერა, ვრ შემძლებელ ვარ მარხვად და ვერცა ლოცვად და ვერცა სოფლით განშორებად. და ოდეს იხილის ღმერთმან კეთილი ნებაჲ კაცისაჲ და მინდობაჲ მისი ძალსა მისსა, მოსცის მას მადლი სულისა წმიდისაჲ ზეგარდმო და განაძლიერის იგი ნაყოფის გამოღებად.

 

კუალად ჰკითხეს მას: რაჲსთჳს რომელთა გემოჲ იხილეს ზეცისა სიტკბოებისაჲ და არა განძღეს მისგან

მიუგო ბერმან და ჰრქუა: ღმერთმან უწყნის უძლურებანი კაცთანი, ვითარმედ მსწრაფლ აღზუავნების. ამისთჳს დააყენის მადლი მისი მათგან და მიუტევის შრომად კაცი. და ოდესმე მცირედ მიიღის კაცმან მადლისაგან და ვერვინ შემძლებელ არნ მისა წინა-დადგომად სიქადულისა და ზუაობისაგან.

ვითარ უკუეთუმცა განძღა, ვინმცა შეუძლო მიახლებად მისა, არამედ ღმერთმან ცნა უძლურებაჲ კაცისაჲ და იგი განაგებს დღეთა ჩუენთა მრავლითა განსაცდელითა, რაჲთა არა ავმაღლდეთ, არამედ მარადის მდაბალ ვიყვნეთ და ვეძიებდეთ შეწევნასა მისსა. ვითარცა კაცმან შიშუელმან და გლახაკმან პოვა პაჲვასიკი სავსე ოქროჲთა, და სიხარულითა და ზუაობითა იწყო ღაღადებად, ვითარმედ: ვპოვე მე ოქროჲ დიდძალი, და მე ამიერითგან მდიდარ ვარ, ესმამცა ესე უფალსა მის პაჲვასიკისასა და მივიდა და მოუღო იგი მისგან, და დაშთა იგი მწუხარებასა და სიგლახაკესავე შინა თჳსსა.

და კუალად სხუაჲ მდიდარი განლაღებულ იქმნა და იწყო ყოველთა გინებად და შეურაცხებად და წუნობად ყოვლეთა კაცთა. ესმა მისთჳს მეფესა, მიავლინა და წარიღო ყოველი საფასე მისი და მონაგები, და იქმნა იგი ყოველთა კაცთა უმდაბლეს არა ნებსით. ესრეთვე მადლისაგან ღმრთისა ოდესმე მიიღის კაცმან მცირედ და ვერ შეუძლის გონიერად პყრობაჲ მისი, არამედ მუნთქუესვე აღზუავნის და წარწყმდის მადლი იგი მისგან. კაცი ნებსით თჳსით იქმს კეთილსა და ნებსით თჳსით იქმს ბოროტსა. არნ ოდესმე და კაცმან შერაცხილმან და მთავართა ნაშობმან და დიდებულმან მონაგებითა ნებსით დაუტევის სიმდიდრე თჳსი და სიგლახაკე აღირჩიის ღმრთისათჳს, და უნდოჲთა და შეურაცხითა სამოსლითა შეიმოსის და მისცის თავი თჳსი სიმდაბლესა და შეურაცხებასა კაცთაგან პატიოსნებისა მის წილ პირველისა, და ეგრეთვე რომელთამე მისცნიან თავნი თჳსნი ნებსით ბოროტისა საქმესა და მრავალსა უსახურებასა და უბადრუკებასა, და ესრეთ აღასრულნიან დღენი მათნი.

ჯერ-არს მონაზონისა, რაჲთა განუშორებელად აქუნდეს შიში ღმრთისაჲ გულსა თჳსსა სარწმუნოებითა შეუორგულებელითა. ესევითარი არაოდეს დაბრკლოლდეს. მრავალნი კაცთაგანნი ევედრნეს ღმერთსა, და განუღო მათ კარი წყალობისაჲ და სენი იგი დაუნჯებული, და სიხარულით იწყეს ღაღადებად: საფასე გჳპოვნიეს; და ვითარცა მცირედ უდებ იქმნნეს, მიიღო მათგან საფასე იგი, და გამოისხნეს მიერ. მაშინ იწყეს მწუხარებით ბრალობად თავთა მათთა და იტყოდეს: ვაჲ ჩუენდა, რამეთუ ვპოეთ საფასე და უდებებითა ჩუენითა კუალად წარვწყმიდეთ იგი.

კაცმან ვინმე დიდებულმან მთავართა შვილმან, მდიდარმან ფრიად, განყიდა ყოველი მონაგები თჳსი და განუყო გლახაკთა და განათავისუფლნა მონანი თჳსნი და შეურაცხ-ყო სოფელი ესე და ყოველნი საქმენი მისნი, რამეთუ იყო იგი ბრძენ და მეცნიერ. და მცირედ შემდგომად შეჰრაცხა თავი თჳსი დიდსა საქმესა მიწევნად და აღზუავნა და შთავარდა იგი მთხრებლსა ბოროტსა დამწჳრისა სიმყრალესა. და სხუამან კაცმან მისცა თავი თჳსი ღუაწლსა წამებისასა და გუამი მისი მრავალთა სატანჯველთა. და შემდგომად მისა განჴდა სახელი მისი, ვითარმედ: ძლიერ არს იგი, და რამეთუ წარბნი და წამწამნი მისნი მოეწუნეს ცეცხლითა ტანჯვასა მას შინა უშჯულოთა მიერ. მაშინ იდიდებოდა იგი კაცთაგან და პატივ-სცემდეს მას მრავალნი ლოცვისა დაწყებასა. მაშინ აღზუავნა და უდებ იქმნა იგი და გონებაჲ მისი განშორებულ იქმნა ღმრთისაგან, და დაეცა იგი, ვიდრემდის ვერ შემძლებელ იყო სმენად სიტყუასა საღმრთოსა, და წარწყმდა.

 

"მამათა სწავლანი" - X-XI ს.ს. ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ

ტექსტი გადმოღებულია საიტიდან http://titus.uni-frankfurt.de/

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Saturday, 14 December 2013 16:44)