Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ძველი ქართული თარგმანი
ეპისტოლე წმიდათაგანისა პაპა ლეონისი1 წმიდათაგანისა ფლაბიანეს მიმართ კონსტანტინუპოლელ2 ეპისკოპოსისა

[217r]*

I. საყუარელსა ძმასა და თანამღდელსა ფლაბიანეს ლეონ.

წარვიკითხეთ წიგნი სიყუარულისა შენისაჲ, რომლისაჲ ესოდენ გჳანად მოწერაჲ ჩუენდა მომართ დაგჳკვირდა და ძალსა მოსაჴსენებელთასა შთამხედველთასა3, რომელი იქმნა ეპისკოპოსთა მიერ, ძლითღა სადმე ვცანთ, თუ რაჲ იყო თქუენ შორის აღმოცენებული საფრჴე4, მარღჳ მრთელისა სარწმუნოებისა ჩუენისაჲ და პირველ მიცილებულად საგონებელნი, აწ ცხად იქმნნეს ჩუენდა, რომელთა მიერ ევტჳქი სახელსა და პატივსა ხუცობისასა5 ღირს-ქმნული, ფრიად რაჲმე უგულისჴმოდ და ყოვლითურთ უსწავლელად შეისწავების, ვიდრემდის მისთჳსცა სათქუმელ არს წინაჲსწარმეტყუჱლისაჲ6 იგი, ვითარმედ: “არა ინება გულისჴმის-ყოფაჲ კეთი[217v]ლისაჲ, უსამართლოებაჲ იწუართა საწოლსა ზედა თჳსსა” (ფს. 35.4). რამეთუ რაჲმცა უუსამართლოეს იყო უღმრთოებითთა აღსაარებათასა, და კეთილად აღმსაარებელთა და ყოვლად ბრძენთა არა შედგომისასა? ხოლო ესევითართა ამათ უგულისჴმოებათა7 შთაცჳვიან, რომელნი მიფარულებითა რაჲთმე8 სიტყჳსაჲთა დაიყენებიან ვიდრემე ცნობად ჭეშმარიტებისა, ხოლო არა საწინაჲსწარმეტყუელოთა მიმართ ჴმათა, არცა სამოციქულოთა წერილთა, არცა სახარებისა შჯულკეთილობათა, არამედ თავთა მიმართ თჳსთა აღისწრაფიან და ამისთჳს მოძღურად საცთურისა გამოჩნდებიან,  ვინაჲთგან არა იქმნნეს  მოწაფე ჭეშმარიტებისა. რამეთუ, რომელი სწავლაჲ საღმრთოთა წერილთა, ძუჱლისა9 და ახლისა აღთქუმისათაჲ მიუღებიეს, რომელმან არცა თჳთ იგი წინაშესავალი მრწამსისა სიტყუათაჲ10 შეიწყნარა? და რომლისა ჴმაჲ ყოველსა შინა სოფელსა ყოველთავე ენათა მიერ იღაღადების, იგი ჯერეთ არა გულად-უღიეს ბერსა მას.

II. აწ უკუჱ11 უმეცარსა ამისსა, თუ ვითარ ჯერ-არს რწმუნებაჲ განკაცებასა სიტყჳსა ღმრთისასა12 და საღმრთოთა წერილთა მიწყებით წურთისა არ-მნებებელსა, რაჲთამცა ნათელსა მათ-მიერისა მეცნიერებისასა ღირს-ქმნულ იყო, მისიღათუ თანაედვა წურთაჲ, ვითარცა საზოგადოჲსა და ერთჴმობითისა აღსაარებისაჲ, და საჴმარ იყო მისდა მოსწრაფებით მსმენელ-ყოფაჲ მისი ჩუჱნებითა ზრუნვისაჲთა, რომლისასა13 ყოველთა მორწმუნეთა სიმრავლე აღიარებს რწმუნებასა: ერთისა ღმრთისა მამისა ყოვლისამპყრობელისა, და ქრისტე იესუჲს14, ძისა მისისა მხოლოდშობილისა, უფლისა ჩუენისა, რომელი იშვა სულისაგან წმიდისა და მარიამისგან, მარადის ქალწულისა, რომლისათჳსცა სამთა მათ განჩინებათა მიერ კნინღა და ყოველთა მწვალებელთანი დაიჴსნებიან სივერაგენი. ვითარ-იგი ღმერთი ყოვლისამპყრო-ბელად და მამად აღიარების და თანასამარადისოდ მისსა და თანაარსად ძე საცნაურ იქმნების, არარაჲთ განყოფილად მამისაგან; ვინაჲთგან ღმრთისაგან-ღმერთი, ყოვლისამპყრობელისაგან - ყოვლისამპყრობელი, სამარადისოჲსაგან - თანასამარადისოდ შობილი იქადაგების, არა უკუანაჲსკნელესი ჟამითა, არა უდარესი ძალითა, არა უმსგავსოჲ დიდებითა, არცა განწვალებული არსებითა. ხოლო სამარადისოჲსა მამისა სამარადისოჲ იგი ძე იშვა სულისაგან წმიდისა და მარიამისგან ქალწულისა, რომლისა ჟამიერმან შობამან არარაჲთ დააკნინა შობაჲ საღმრთოჲსა მის და სამარადისოჲსა ბუნებისა მისისაჲ15, არცა რაჲ შესძინა მას, არამედ ყოელი თავი თჳსი ცხოვნებად შეცთომილისა კაცისა წარმოაცალიერა, რაჲთა სიკუდილსაცა სძლოს და სიმტკიცესა სიკუდილისასა16 მქონებელი ეშმაკი ძალითა თჳსითა დაამჴუას (ებრ. 2,14). რამეთუ ვერცა შესაძლებელ იყო ძლევაჲ ცოდვისა და სიკუდილისა წინამძღურად ცნობილისაჲ მის, არათუმცა ბუნებაჲ ჩუენი მიეღო და თჳსად განესაკუთრა მას, რომლისაჲ ვერცა ცოდვამან ბიწიან-ყოფაჲ, ვერცა სიკუდილმან შეპყრობაჲ შეუძლო. მიდგომილ უკუჱ17 იქმნა, ცხად არს, ვითარმედ სულისაგან წმიდისა, მუცელსა შინა ქალწულისა დედისასა, რომელმან ეგრეთ დაცვითა ქალწულებისაჲთა შვა იგი, ვითარ-იგი უბიწოდ დამარხვითა ქალწულებისაჲთა მუცლად-ეღო.

გარნა დაღათუ სარწმუნოებასა შინა ქრისტეანეთასა აღმომდინარისა ამის ტკბილნაკადულისა წყაროჲსა განწმედილსა გულისჴმის-ყოფასა ვერ ძალ-ედვა აღმოვსებაჲ ელვამკრთომობისათჳს ჭეშმარიტებისა მცხინვარებათაჲსა, ვითარცა თჳთ თავსა თჳსსა ზედა18 ნეფსით19 მოღებულისა სიბრმისა მიერ დაბნელებულსა, მოძღურებასაღათუმცა სახარებათასა მორჩილ-ქმნილ იყო და მეტყუჱლისა20 მატთესი ესმინა, ვითარმედ: ”წიგნი შობისა21 იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაამისი” (მათე 1.1); ხოლო სამოციქულოჲსა ქადაგებისა განმარტებაჲ გამოეძია და აღმოეკითხა ეპისტოლესა შინა ჰრომაელთასა: ”პავლე, მონაჲ იესუ ქრისტესი, ჩინებული მოციქული, განჩინებული სახარებისათჳს ღმრთისა, რომელი წინაჲსწარ აღუთქუა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ მისთა, წიგნთა შინა წმიდათა ძისა მისისათჳს, შობილისა თესლისაგან დავითისა ჴორციელად” (რომ. 1.1-3). და ესრეთ საწინაჲსწარმეტყუელოთა22 წიგნთა მიმართ მიეყვანა კეთილადმსახური გამოძიებაჲ და აბრაამის მიმართ ქმნილი იგი აღთქუმაჲ ღმრთისაჲ ესრეთ მეტყუჱლი23 ეპოვნა, ვითარმედ: “თესლისა შენისა მიმართ იკურთხეოდინ ყოველნი წარმართნი” (დაბ. 22.18). და რაჲთამცა საკუთრებისათჳს თესლისა ამის არა იჭუნეულ ქმნილ იყო, შედგომილ იყომცა მოციქულისა ესრეთ მჴმობელისადა: “აბრაამს ერქუნეს აღთქუმანი და თესლსა მისსა. არა თქუა თუ “თესლთა”, ვითარცა მრავალთათჳს, არამედ ვითარცა ერთისათჳს: “და თესლსა შენსა”, რომელ არს ქრისტე” (გალატ. 3.16); და ესაიაჲს ქადაგებაჲ უშინაგანესითარე-მცა განეხილა გამოწულილვითა, რომელი ღაღადებს ესრეთ: “აჰა, ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ, რომელ არს თარგმანებით ჩუენ თანა ღმერთი” (ეს. 7.14; მათე 1.23). და კუალად მისვე წინაჲსწარმეტყუელისანი სარწმუნოდ წარეკითხნეს სიტყუანი, ვითარმედ: “ყრმაჲ იშვა ჩუენდა ძე, და მოგუჱცა24 ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ მისი ზედა მჴართა მისთა და ჰრქჳან სახელი მისი: დიდისა ზრახვისა ანგელოსი, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე მთავარი მშჳდობისაჲ, მამაჲ ყოფადისა საუკუნოჲსაჲ” (ეს. 9.6), და არა ამაოჲთა მოზრახვითა25 ესრეთ განეჩინა ჴორც-ქმნაჲ სიტყჳსაჲ, ვითარმედ ქალწულისაგან შობილსა ქრისტესა შესახედავი ვიდრემე კაცისაჲ აქუნდა, ხოლო არა აქუნდა ჴორცთა ჩუენთა ჭეშმარიტებაჲ. ანუ რეცა ამისთჳს არა ჰგონებს მეუფისა ქრისტესსა  ჩუენისა  ბუნებისაგანობასა, ვინაჲთგან  სანატრელისა   მარიამის  მიმართ   მოვლინებულმან ანგელოსმან26 თქუა: “სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ, რომლისათჳს შობილიცა შენგან წმიდაჲ ძე ღმრთის იწოდოს” (ლუკა 1.35). რამეთუ ვინაჲთგან მიდგომილებაჲ ქალწულისაჲ საღმრთოჲსა დამბადებელობისა27 საქმე იყო, ვითარმცა არა ბუნებისაგან მუცლადმღებელისა იქმნნეს ჴორცნი მუცლადღებულისანი? გარნა არა ეგრეთ გულისჴმა-იყოფების შობაჲ იგი, რომელიცა მხოლოდშობილისა არს საკჳრველება და საკჳრველ არს მხოლოდშობილი, რაჲთა ახალ-შუჱნიერებითა28 შობისაჲთა აღმოუწოდოს საკუთრებასა ნათესავისასა. და რამეთუ მშობელობაჲ უკუჱ ქალწულსა სულმან წმიდამან მიანიჭა, ხოლო ჴორცთა [218r] ჭეშმარიტებაჲ თჳთ მათ ჴორცთაგან მიღებულ იქმნა, და “სიბრძნისა თავისა თჳსისად სახლისა აღშენებასა” (იგავ. 9.1) “სიტყუაჲ ჴორც იქმნა და დაიკარვა ჩუენ შორის” (იოანე 1.14), ესე იგი არს, ჴორცთა ამათ შინა, რომელნი მიიხუნა კაცისაგან სულითა ცხოველობისაჲთა სიტყჳერითა სულიერ ქმნილთა.

III.
ვინაჲცა დაცვულებასა თითოეულისა ბუნებისაგან თჳისა თჳთებისასა და ერთად პირად შემოკრებასა მიღებულ იქმნა ღმრთეებისაგან ვიდრემე სიმდაბლე და ძალისაგან უძლურებაჲ, ხოლო  უკუდავისაგან-მოკუდავი.

და ვალსა ჩუენისა ბუნებისასა29 გარდამჴდელისა  შესამზადებელად საღმრთოჲ ბუნებაჲ შეეერთა30 ბუნებასა ვნებულსა31, რაჲთა მომზავებელ იყოს იგი კურნებათა ჩუენთა, ერთი და იგივე ”შუვამდგომელი32 ღმრთისა და კაცთაჲ, კაცი იესუ ქრისტე” (I ტიმ. 2.5), და მოსიკუდიდ ერთითა მით შემძლებელ იყოს და აღსრულებად სხჳთა მით ვერ ძალ-ედვას. რამეთუ ბუნებით სრულისა და ჭეშმარიტისა კაცისა შორის ღმერთი ჭეშმარიტი დაემკჳდრა, ყოვლად სრული თჳსთა შინა და ყოვლად სრული ჩუენთა შინა33. ხოლო “ჩუენად” ვიტყჳ მათ, რომელნი პირველითგანვე დამბადებელმან დასხნა ჩუენ შორის და რომელნი განახლებულად მიიხუნა კუალად. რამეთუ მათი, რომელნი-იგი მაცთურმან შემოიხუნა და ცთომილმან კაცმან ცოდნა, კუალი არა იპოვა მაცხოვრისა34 თანა. არცა ვინაჲთგან ზიარებაჲ კაცობრივისა უძლურებისაჲ მიითუალა, ამისთჳს თანაზიარ იქმნა ცოდვათაცა ჩუენთა. რამეთუ მიიღო ხატი მონისაჲ (ფილიპ. 2.7), თჳნიერ ბიწისა რაჲსმე ცოდვათაჲსა და კაცობრივ აღორძინდებოდა, და ღმრთეებრ არა მოაკლდებოდა, ვინაჲთგან დაცალიერებაჲ იგი, რომლისა მიერ უხილავმან თავი თჳსი სახილველ-ყო, და შემოქმედმან და მეუფემან35 ყოველთამან ერთად კაცთაგანად ინება ქმნაჲ, თანაშთამოსლვაჲ იყო მოწყალებისაჲ, არა უძლურებაჲ ძალისაჲ. რამეთუ რომელმან ხატსა შინა ღმრთისასა36 მყოფობით შექმნა კაცი, თჳთ ხატსა შინა მონისასა იქმნა კაც. და რამეთუ უნაკლულოდ სცავს თითოეული ბუნებაჲ თჳთებასა თჳსსა37: და ვითარ-იგი არა მოსპო ხატი მონისაჲ ხატმან ღმრთისამან, ეგრეთვე ხატი ღმრთისაჲ არა ბიწიან-ყო ხატმან მონისამან. რამეთუ ვინაჲთგან იქადოდა ეშმაკი კაცსა ზედა, ვითარცა საცთურითა მისითა შეპყრობილსა, საღმრთოთა ნიჭთაგან დაკლებულსა და უხრწნელებისა კეთილთაგან განშიშულებულსა და მწარესა განჩინებასა სიკუდილისასა დამონებულსა, ვითარცა თჳსთა ბოროტთა შინა ნუგეშინისცემასა რასმე მპოვნელი, ზიარად წარწყმედისა თჳსისა მიყვანებითა მისითა. ხოლო ღმრთისაგან თჳსი რაჲ სიმართლე ეძიებდა ამას, რაჲთა განჩინებასა თჳსსა მოჰჴდიდეს კაცსა, რომელი ესოდენითა პატივითა შეემზადა მას, საჴმარ იქმნა გამოუთქუმელისა საიდუმლოჲსა განგებულებაჲ, რაჲთა უცვალებელმან ღმერთმან, რომლისა ბუნებითისა სახიერებისა განზრახვასა ცვალებაჲ შეუძლებელ იყო, პირველი იგი ჩუენძლითი სიტკბოებისა თჳსისა განგებულებაჲ სრულ-ყოს მიუწთომელითა38 საიდუმლოჲთა. და რაჲთა მზაკუვარებითა საეშმაკოჲსა სიბოროტისაჲთა ცოდვასა შთავრდომილი კაცი არა თჳნიერ ჯერჩინებისა ღმრთისა წარწყმდებოდის.

IV.
ამისთჳს გარდამოვალს უკუანაჲსკნელთა მომართ ადგილთა სოფლისათა ძე ღმრთისაჲ, ზენაჲთ საყრდით გარდამოსრული და მამულისა დიდებისაგან არა განშორებული, ახლითა რაჲთმე წესითა და ახლითა შობითა შობილი. და ახლითა ვიდრემე წესითა, რამეთუ რომელი-იგი უხილავ იყო თჳსთა შინა, სახილველ იქმნა ჩუენთა შინა, და მიუწთომელმან39 სათნო-იყო მისაწთომელ-ყოფაჲ40, და პირველსაუკუნეთად მყოფმან ყოფად იწყო ჟამთა შინა, და მეუფებისა ყოველთაჲსა მქონებელმან სამონოჲ ხატი მიითუალა და თჳსისა ღმრთეებისა სიდიდითა მაგრილობელ ექმნა მას, და უვნებელმან ღმერთმან არა უღირს-იჩინა კაც ვნებულ-ყოფაჲ, და უკუდავმან - შჯულთა სიკუდილისათა მორჩილ-ყოფაჲ. ხოლო უცხოჲთა შობითა იშვა, ვინაჲთგან უხრწნელი ქალწულებაჲ გულისთქუმისაგან უკუჱ უცხო41 იყო, ხოლო ჴორცთა ნივთი მიავასხა მას. და მიღებულ იქმნა დედისაგან მეუფისა ბუნებაჲ და არა ცოდვაჲ. გარნა არა ვინაჲთგან მეუფისა იესუ ქრისტეს მუცლისაგან ქალწულებრივისა შობილისა42 საკჳრველი რაჲმე არს შობაჲ, ამისთჳს არა მსგავს არს ჩუენდა ბუნებითა43. რამეთუ რომელი-იგი ღმერთი არს ჭეშმარიტი, იგივე კაციცა არს ჭეშმარიტი, და ტყუილი44 არცა ერთი არს ერთობასა ამას შინა, ვინაჲთგან თანად ორთაგანვე არს ერთი: სიმდაბლეცა კაცებისაჲ და სიდიდეცა ღმრთეებისაჲ. რამეთუ ვითარცა მოწყალექმნითა ღმერთმან ქცეულებაჲ არა მიითუალა, ეგრეთვე კაცი სიდიდითა საღმრთოჲსა პატივისაჲთა არა განილია. რამეთუ მოქმედებს თითოეული ბუნებაჲ თანაზიარებითა მეორისაჲთა, რაჲცა იგი აქუს თჳსად: და სიტყუაჲ45 ვიდრემე მოქმედებს მას, რაჲ-იგი არს სიტყჳსაჲ, ხოლო ჴორცნი სრულ ჰყოფენ მას, რაჲ-იგი არს ჴორცთაჲ46. და ერთი უკუჱ47 მათგანი ბრწყინავს საკჲრველებითა, ხოლო მეორე თავს ისხამს გინებათა48. და ვითარ-იგი სიტყუაჲ სწორებისაგან მამულისა დიდებისა განუშორებელ არს, ეგრეთვე ჴორცნი ბუნებისაგან ნათესავისა ჩუენისა დაუკლებელ არიან. რამეთუ ერთი და იგივე ჭეშმარიტებით ძე ღმრთისა და ჭეშმარიტებით ძე კაცისა არს: ღმერთ ვიდრემე ესრეთ, ვითარ-იგი “დასაბამსა იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იყო ღმრთისა თანა,  და  ღმერთი იყო სიტყუაჲ” (იოანე 1.1). ხოლო კაც ესრეთ, ვითარ-იგი, “სიტყუაჲ ჴორც იქმნა და დაიკარვა ჩუენ შორის” (იოანე 1.14); და ღმერთ უკუეჱ ამისთჳს, ვითარ-იგი “ყოველნივე მის მიერ შეიქმნნეს და თჳნიერ მისსა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი რაჲ იქმნა” (იოანე 1.3), ხოლო კაც-ამისთჳს, ვითარ-იგი “იშვა დედაკაცისაგან, იქმნა შჯულსა ქუჱშე49” (გალ. 4.4). და განჴორციელებისა ვიდრემე შობაჲ კაცობრივისა ბუნებისა არს წარმომაჩინებელ; ხოლო ქალწულებისა მშობელობაჲ - საღმრთოჲსა ძლიერებისა არს გამომაცხადებელ. და სიჩჩოებაჲ უკუჱ ყრმისაჲ უნდოებითა სახუჱველთაჲთა50 განიცდების, ხოლო სიდიდე დიდაშუჱნიერებისა51 მისისაჲ - ანგელოზებრთა ჴმათაგან შეისწავების (ლუკა 2.13). და ემსგა[218v]ვსების სადმე კაცი ესე ახლადშობილთა ჩჩჳლთა, რომლისასა52 უღმრთოჲ ჰეროდე53 განიზრახავს მოკლვასა (მათე 2.16), არამედ მეუფე54 არს ყოველთაჲ, რომელსა მოგუნი მონებრ თაყუანისცემით მოიკითხვენ (მათე 2.11). ხოლო რაჟამს წინამორბედისა თჳსისა იოვანეს მომართ მოვიდეს ნათლისღებად, რაჲთა საცნაურ იქმნეს, ვითარმედ საბურველითა ჴორცთაჲთა დაფარულ იყო ღმრთეებაჲ, მამისა ჴმაჲ ზეცით მჴმობელი ღაღადებს: “ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომლისა შორის სათნო-ვიყავ” (მათე 3.17). კუალად, რომელსა-იგი, ვითარცა კაცსა განსცდის სივერაგე ეშმაკისაჲ, ამას, ვითარცა ღმერთსა, ჰმსახურებს გუნდი ანგელოზთაჲ. და რამეთუ შიმშილი და წყურილი და დაშურომაჲ და ძილი (შდრ. მათე 4.2; იოანე 4.6; მათე 8.24) კაცისაჲ არს უეჭუჱლად55, არამედ ხუთითა პურითა განძღებაჲ ხუთ ათასთა კაცთაჲ (მათე 14.16-21) და სამარიტელისა მინიჭებაჲ წყლისა ცხოველისაჲ, რომლისაგან სუმითა არღარა სწყუროდა მას (იოანე 4.10-14) და ბეჭთა ზედა მღელვარისა  ზღჳსათა  დაულტოლველითა  ფერჴითა სლვაჲ და შერისხვითა ღელვათა მისთა დაწყნარებაჲ (მათე 14.16-21; 8.26) - ღმრთისაჲ არს უცილობელად. და ვითარ-იგი რაჲთა პირველნი დაუტევნე, არა მისვე ბუნებისაჲ არს მოწლისა თანალმობისა მიერ ტირილი აღსრულებულისა მეგობრისაჲ და განცხოველებად მისსა მისრულისაგან დაჴსნითა ოთხდღეობითისა შეყროლებულად მდებარეობისაჲთა ბრძანებასა თანა ჴმისასა56 აღდგინებაჲ (იოანე 11.35,39-44), ანუ ძელსა ზედა დამოკიდებულობაჲ და განგრძობასა სამთა ჟამთასა ღამისა შემოსლვითა ნივთთა ყოველთა შერყევაჲ, ანუ წყლულებასა სამშჭუალთასა თავსდებაჲ და ბჭეთა სამოთხისათა მორწმუნისა ავაზაკისა განხუმაჲ (მათე 27.35,51-54; ლუკა 23.43), ეგრეთვე არა მისვე და ერთისა ბუნებისაჲ არს თქუმაჲ, ვითარმედ: “მე და მამაჲ ერთ ვართ”, და თქუმაჲ, ვითარმედ: “მამაჲ უფროჲს არს ჩემსა” (იოანე 10.30; 14.28) რამეთუ დაღათუ მეუფისა ქრისტეს შორის ღმრთისა და ძისა კაცისაჲ ერთი არს პირი, გარნა ეგრეთცა სხუა არს იგი, რომლისა გამო ზიარ თითოეულისა მათისა არს შეურაცხებაჲ, და სხუა, რომლისა გამო ზიარ მათდა არს დიდებაჲ57, რამეთუ ჩუენგან არს მისი იგი მამისა უმრწემესი კაცებაჲ, ხოლო მამისაგან არს მისი მამისა თანასწორი ღმრთეებაჲ.

V. ვინაჲცა ამის პირებითისა ერთობისათჳს თითოეულისა ბუნებისა თჳთებასა გულისჴმავჰყოფთ, და ძედ კაცისად ვიცნობთ ზეცით გარდამოსრულად, რაჟამს-იგი ძემან ღმრთისამან წმიდისა ქალწულისაგან ჴორცნი, რომლისაგან იგი იშვა, გამოუთქუმელად მიიხუნა. და კუალად ძე ღმრთისაჲ ჯუარცუმულად ითქუმის და დაფლულად, რაჟამს-იგი ესენი არა თჳთ მით ღმრთეებითა, რომლითა მხოლოდშობილი და თანასამარადისოჲ და თანაარსი არს მამისაჲ, არამედ უძლურებითა  კაცობრივისა  ბუნებისაჲთა თავს ისხნა. ვინაჲცა მხოლოდშობილსა ძესა ღმრთისასა58 ჯუარცუმულად და დაფლულად და აღდგომილად მრწამსსა შინა ერთ პირად აღვიარებთ ყოველნი, სამოციქულოჲსა მისებრ სიტყჳსა, ვითარმედ: “უკუეთუმცა ეცნა, არამცა უფალი დიდებისაჲ ჯუარს-ეცუა” (I კორ. 1.8). ხოლო რაჟამს იგი59 თჳთ უფალმან ჩუენმან და მაცხოვარმან კითხვისა თჳსისა მიერ60 ასწავა მოწაფეთა სარწმუნოებაჲ და “ვინ მიტყჳანო, - ჰრქუა, - მე კაცნი ყოფად ძესა კაცისასა?” და იგინი რაჲ მიუგებდეს სხუათაგან სხუათა იჭუთა ქონებასა, “თქუენ, - ჰრქუა, - ვის მიტყჳთ მე ყოფად” (მათე 16.13-15)? ცხად არს, ვითარმედ ძესა კაცისასა61, და რომელსა ხატსა შინა მონისასა62 და ჭეშმარიტთა ჴორცთა მხედავთ, ვის მიტყჳთ მე ყოფად? მაშინ ნეტარი პეტრე ღმრთისა მიერ მობერვილ იქმნა და თჳსისა აღსაარებისა მიერ ყოველთა ნათესავთა მიზეზ მაცხოვარებისა ექმნა, რამეთუ “შენ ხარო, - მიუგო, - ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ” (მათე 16.16), და სამართლად ნეტარ იწოდა უფლისა მიერ, და სახისდასაბამისა კლდისაგან სიმტკიცე დაიმკჳდრა (მათე 16.17-18) სახელისა და სათნოებისაჲ, რომელმან გამოცხადებითა მამისაჲთა იგივე ერთი ძედ ღმრთისადცა63 აღიარა და ქრისტედცა, ვინაჲთგან ერთი ამათგანი თჳნიერ მეორისა მოჴსენებული ურგებ იყო საცხორებელად, და იგივე და ერთი ზღვევაჲ იყო უფლისა იესუ ქრისტესი ანუ ღმრთად ხოლო თჳნიერ64 კაცისა, ანუ კაცად ხოლო თჳნიერ ღმრთისა რწმუნებაჲ65. ხოლო შემდგომად აღდგომისა უფლისა, რომელიცა განცხადებულად ჴორცთა მისთაჲ იყო აღდგომაჲ, ვინაჲთგან არა სხუაჲ ვინმე აღდგა, თჳნიერ ჯუარცუმული იგი და მომკუდარი, რაჲსა სხჳსათჳს იქმნა ორმეოცთა დღეთა იგი მოწაფეთა თანა ქცევაჲ მისი? (საქმე 1.3-4) ანუ რაჲთა ყოვლისავე სიმრუმისაგან განწმიდოს სარწმუნოებაჲ ჩუენი? რამეთუ ეზრახებოდის მოწაფეთა თჳსთა და თანა-ექცეოდის და თანა-უვიდოდის, ხოლო უგამომწულილვესობით-რე და უდამტკიცებულესობით შეხებისაგან სახილველად წინა-უყო თავი თჳსი მათ, რომელთა-იგი ჰგუჱმდა66 მიზეზი იჭუნეულობისაჲ (იოანე 20.27); ამისთჳს კართა ჴშულთა შევიდა მოწაფეთა მიმართ და შებერვითა თჳსითა მიანიჭა სული წმიდაჲ (იოანე 20.19,22), და მიმცემელმან ნათელსა მეცნიერებისასა, საღმრთოთა წერილთანი აღუჴსნნა მიუწთომელობანი67 (ლუკა 24.27). და კუალად მანვე წყლულებანი გუჱრდისანი68 და ნაკუალევნი სამშჭუალთანი და ყოველნივე ნიშნი ვნებისანი უჩუჱნნა, მეტყუჱლმან69: “განმიხილეთ მე და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ჰქონან, ვითარ მე მხედავთ მქონებელად” (ლუკა 24.39), რაჲთა მის შორის დადგრომილობაჲ და საცნობელობაჲ თჳთებასა საღმრთოჲსა და კაცობრივისა ბუნებისასა70 ცხად იქმნეს განუწვალებელად. ხოლო ამას რაჲ ვისწავებთ, არა ესრეთ ვიტყჳთ, ვითარმედ იგივე არს სიტყუაჲ, რაჲ-იგი არიან ჴორცნი, არამედ ერთად ძედ ღმრთისად აღვიარებთ სიტყუასაცა და ჴორცთა, რომლისა სარწმუნოებასა საიდუმლოჲსასა უნაწილო-ყოფად საგონებელობაჲ შეეტყუჱბის71 ევტჳქის, ვითარცა ყრუსა, რომელმან ბუნებისა ჩუენისაჲ მხოლოდშობილსა შორის ძესა ღმრთისასა72 არცა კაცობრივისა სიმდაბლისა მიერ, არცა დიდებულისა აღდგომისა მიერ აგრძნა ყოფაჲ, არცა განჩინებასა მოშიშ ექმნა ნეტარისა მოციქულისა და მახარებელისა იოვანესსა, მეტყუჱლსა73: “ყოველი სული აღმსაარებელი74 იესუ ქრისტეს ჴორციელად მოსლვისაჲ, ღმრთისა მიერ არს, და ყოველი სული განმწვალებელი იესუ ქრისტესი არა არს ღმრთისა მიერ, და ესე არს ანტიქრისტე” (I იოანე 4.2-3). ხოლო რაჲ არს, ვითარმედ “განმწვალებელი იესუჲსი”, გარნა თუ კაცობრივისა ბუნებისა განშორებაჲ მისგან, და საიდუმლოჲსა, რომლისა მიერ ვცხონდით, შეუკდემელთა რათმე წმასნათა მიერ ამაოდ გამოჩინებისა მეცადინობაჲ? ხოლო რომელი კაცობრივისა ბუ[219r]ნებისათჳს ქრისტესისა ალმურითა მოცვულ იყოს, იგი საჭიროდ ვნებისათჳსცა მისისა ეგევითარითვე ცნობავნებულობს სიბრმითა. და რამეთუ, რომელი არა ნაცილად ჰგონებდეს ჯუარსა მეუფისასა, მაცხოვრად სოფლისა გამოჩინებულისა მის ვნებისასაცა ჭეშმარიტებით ქმნილობასა75 არა იცილობების76, ამისთჳს, რომელი მეცნიერ არს ვნებათა, მეცნიერ იყავნ ჴორცთაცა, და ნუ უარჰოფს ჩუენთა ჴორცთა ქონებასა საუფლოჲსა მის კაცისასა77, რომლითა ვნებათა თავსმდებელად ვიცანთ, ვინაჲთგან უარისყოფაჲ ჭეშმარიტთა ჴორცთაჲ უარისყოფაჲ78 არს ვნებისა ჴორცთაჲსა79. აწ უკუჱ80, უკუეთუ შეიწყნარებს სარწმუნოებასა ქრისტეანეთასა ევტჳქი, ნუცა ქადაგებასა სახარებისასა გარემიაქცევს სასმენელთა, არამედ განიხილენ, თუ რომელი ბუნებაჲ განიმშჭუალა81 ჯუარსა ზედა სამშჭულითა82 ძელსა დამოკიდებული და გუჱრდგანღებულ83 იქმნა ჯუარსა ზედა განკუართული ლახურითა მჴედრისაჲთა; გულისჴმაყავნ, თუ სადაჲთ გარდამოეცნეს სისხლი და წყალი (იოანე 19.34), რომელთაგან ეკლესიაჲ84 ღმრთისაჲ საბანელითა და სასუმლითა მოირწყვების. ისმინედ ნეტარისა პეტრე მოციქულისაჲცა, ქადაგებდეს რაჲ, ვითარმედ განწმენდაჲ სულისაჲ საპკურებელისა მიერ იქმნების, რომელ არს სისხლი ქრისტესი (I პეტრე 1.2). ნუცა თანაწარსლვით აღმოიკითხავს მისვე მოციქულისა ესრეთ მეტყუჱლთა85 სიტყუათა: “უწყოდეთ, ვითარმედ არა განხრწნადითა ვეცხლითა გინა ოქროჲთა მოისყიდენით ამაოჲსაგან მამათ-მოცემულისა თქუენდა სლვისა, არამედ პატიოსნითა სისხლითა, ვითარცა ტარიგისა წმიდისა და უბიწოჲსა იესუ ქრისტესითა” (I პეტრე 1.18-19). ხოლო ნეტარისა იოვანე მოციქულისასა ნუ წინა-აღუდგების წამებასა, მეტყუჱლსა86, ვითარმედ: “სისხლი იესუჲსი, ძისა ღმრთისაჲ, განგწმედს თქუენ ყოვლისაგან ცოდვისა” (I იოანე 1.7), და კუალად: “ესე არს ძლევაჲ, მძლე სოფლისაჲ, სარწმუნოებაჲ ჩუენი, ვინ უკუჱ არს, რომელმან სძლო სოფელსა, გარნა თუ რომელსა ჰრწმენა, ვითარმედ ერთ არს ძე ღმრთისაჲ. ესე არს მომავალი წყლითა და სისხლითა იესუ ქრისტე, არა წყლითა ხოლო, არამედ წყლითა და სისხლითა. და სული არს, რომელი წამებს, ვინაჲთგან სული არს ჭეშმარიტებაჲ87” (I იოანე 5.4-6) , “რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ: სული და წყალი და სისხლი, და სამნივე ერთისა მიმართ არიან” (I იოანე 5.8). ცხად არს, ვითარმედ: “სულისა” ვითარმედ - განწმედაჲ, და “სისხლი” - გამოჴსნისაჲ, და “წყალი” - ნათლისღებისაჲ, სამნივე ერთ არიან და განუყოფელად ჰგიან, და არავინ  განჰყოფს მათ შეერთებულებისაგან მათისა, ვინაჲთგან კათოლიკე ეკლესიაჲ88 ამას შინა ცხოველ არს და წარემატების სარწმუნოებითა, რაჲთა არცა თჳნიერ ჭეშმარიტისა ღმრთეებისა კაცებაჲ იცნობებოდის, არცა თჳნიერ კაცებისა ღმრთეებისა ყოფაჲ აღიარებოდის.

VI. ხოლო სიტყჳსა მისთჳს, რომელი შესაკრებელსა თქუენსა მიუგო ევტჳქი, მეტყუჱლმან89, ვითარმედ: “ორთა ბუნებათაგან ქმნილად აღვიარებ უფალსა ჩუენსა უწინარეს შეერთებისა, ხოლო შემდგომად შეერთებისა - ერთსა ბუნებასა აღვიარებ”, განკჳრვებულ ვარ, თუ ვითარ ესოდენ უსახური და ესოდენ გულარძნილი აღსაარებაჲ არცა ერთისა განკანონებისა ღირსად საჯეს მსაჯულთა, არამედ ესოდენ უცნობელისა სიტყჲსა თანა-წარჰჴდეს ძიებასა, ვითარმცა არარაჲთ ეკუჱთებოდა90 ესე სასმენელსა მსმენელთასა. ვინაჲთგან მითვე სახითა უღმრთოება არს თქუმაჲ, ვითარმედ: “ორთა ბუნებათაგან არს უწინარეს განკაცებისა მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ”, ვითარ-იგი უწესოება არს დამტკიცებაჲ, ვითარმედ: “შემდგომად ჴორცქმნასა სიტყჳსასა ერთი ბუნებაჲ არს მის შორის”; რომლისაჲ რაჲთა არა მართლად, ესე იგი არს, უმიზეზოდ თქუმულობაჲ ჰგონოს ევტჳქი, ვინაჲთგან არცა ერთსა პირის დაყოფასა მიემთხჳა იგი ამის ძლით მშჯავრისა მიერ თქუენისა, სიყუარულისა შენისასა მოვაჴსენებთ უზაკუველობასა, ყოვლად პატიოსანო ძმაო, რაჲთა უკუეთუ წყალობათათჳს ღმრთისათა სიტყჳსგებაჲ საქმისაჲ მაგის დასცხრეს, და უმეცრებაჲ უსწავლელისა კაცისაჲ და ამის მიერი ხრწნილებაჲ გონებისა მისისაჲ განწმდეს; რომლისათჳს ვითარ-იგი უწყებაჲ ნაქმართაჲ ცხად-ჰყოფს, დაწყებასავე კეთილ იყო განშორებაჲ მაცილობლობისაგან თჳსისა, რაჟამს-იგი მშჯავრისა91 თქუენისა წინაშე წარმოდგომილმან აღიარა თავი თჳსი მეტყუჱლად მისსა, რომელსა არა იტყოდა პირველ, და მის სარწმუნოებისა აღსაარებაჲ, რომლისაგან პირველ უცხო იყო, გარნა ვინაჲთგან შეჩუჱნებასა92 შინა ბოროტადმსახურისა მის სარწმუნოებისა მისისა შეგონებაჲ არა ინება და თჳსსავე ბოროტად მადიდებლობასა შინა დადგრომილად იხილა ძმობამან თქუენმან და ღირს მიმთუალველად დაშჯასა განკუჱთისასა93, რომელსა ზედა უკუეთუ სარწმუნოდ და შემსგავსებულად ვნებისა ელმის, და დაღათუ მყუარ94 სადმე, გარნა ეგრეთცა მეცნიერ ქმნილ არს, ვითარმედ ჯეროვნისათჳს აღიძრა მის ზედა პატიოსნებაჲ ეპისკოპოსთაჲ; და რაჲთა შევამოკლოთ სიტყუაჲ, უკუეთუ ყოველთავე მის მიერ ბოროტად თქუმულთასა ცხადითა და თჳსითა და საკუთრითა95 ჴმითა და სასჯელ-ყოფასა წარსწერს, არა ღირს არს განწირვასა, არამედ შემდგომად განმართებისა წყალობისა მიმთხუჱვასა96, ვინაჲთგან უფალსა ჩუენსა, ჭეშმარიტსა და სახიერსა მწყემსსა, რომელმან სული თჳსი დადვა ცხოვართა თჳსთათჳს (იოანე 10.11), და რომელი მოვიდა სულებისა კაცთაჲსა ცხოვნებად, არა წარწყმედად (ლუკა 9.56), მიმსგავსებაჲ სახიერებისა თჳსისაჲ ჰნებავს ჩუენი, რაჲთა მცოდველთა ვიდრემე ვწურთიდეთ სიმართლით, ხოლო მოქცეულთა არა უცხო ვჰყოფდეთ თანალმობითისა წყალობისაგან. რამეთუ მაშინ - ჭეშმარიტებით, მაშინ - კეთილისა ნაყოფისა თანა  ჭეშმარიტებაჲ სარწმუნოებისაჲ შურისძიებულ იქმნების97, რაჟამს ბოროტადმსახურებისა წინამძღუართაგან თჳსი ბოროტადმადიდებლობაჲ დაიშჯებოდის98.

ხოლო რაჲთა ყოველივე პირი საქმისაჲ კეთილადმსახურებით და სარწმუნოდ მიეთხრას ძმათა ჩუენთა, იულიანე ეპისკოპოსი და რეანატონ ხუცესი, მერმეცა ძე ჩემი, ილარიონ დიაკონი ჩუენი, წარმომავლინენით ადგილსა ჩუენსა, რომელთა თანა დულკიტიონ, მწიგნობარი ჩუენი, რომლისა სარწმუნოებაჲ გამოგუჱცადა99, შევაუღლეთ, მოსავთა საღმრთოჲსა შეწევნისათა100, ვითარმედ შეცთომილი, დაშჯითა ქცეულებასა თჳსისა ცნობისასა101, ცხოვნებასა მიემთხჳოს. და ღმერთმან სიმრთელით დაგიცევინ შენ, უფროჲსად პატიოსანო ძმაო!

-----------------------------------------------------------------------------

* ტექსტი დადგენილია სამი უძველესი ხელნაწერის საფუძველზე, ესენია A - S 1463 (XII ს.); B - A 205 (XII-XIII სს.); C - K 24 (XIV ს.). კუთხოვანი კავები აღნიშნავს S 1463 პაგინაციას.

შენიშვნები

1 - ლეონტისი (B).

2 - კოსტანტინოპოლელ (B).

3 - შთამხედველთა (B).

4 - საბრჴე (B).

5 - ხუცობისსა (B).

6 - წინაჲსწარმეტყუელისაჲ (C).

7 - უუგულისჴმოებათა (B).

8 - რათმე (C).

9 -  ძუელისა (C).

10 - სიტყვათა (C).

11 - უკუე (C).

12 - ღმრთისსა (C).

13 - რომლისსა (B).

14 -  იესუს (B).

15 - ამ ადგილას აშიაზე (S-1463) გვხვდება მინაწერი: “იხილე, შუენიერი”.

16 - სიკუდილისსა (C)

17 - უკუე (C).

18 - ზედა თჳსსა (B).

19 - ნებსით (A).

20
- მეტყუელისა (C).

21 - შობისაჲ (B).

22 - საწინაჲსწარმეტყუჱლოთა (C).

23 - მეტყუჱლი (C).

24 - მოგუეცა (C).

25 -  ზრახვითა (B).

26 -  ანგელოზმან (B).

27 - დამბადებელობისაჲ (B).

28
-  ახალ-შუენიერებითა (C).

29 - ბუნებისსა (C).

30 -  შეეერთა (B)

31 -  ამ ადგილას აშიაზე (S-1463) გვხვდება მინაწერი: “შეისწავე”.

32 - შუამდგომელი (B).

33 -  ამ ადგილას აშიაზე (S-1463) გვხვდება მინაწერი: “შეისწავე”.

34 - მაცხოვარისა (A).

35 - მეუფჱმან (C).

36 -  ღმრთისსა (C).

37 - ამ ადგილას აშიაზე (S-1463) გვხვდება მინაწერი: “შეისწავე”.

38 - მიუწდომელითა (B).

39
- მიუწდომელმან (B).

40
-  მისაწდომელ-ყოფაჲ (B).

41
- უცხოჲ (B).

42
- შობილისაჲ (B).

43
- ბუნებით (B).

44
- ტყოილი (B).

45 - სიტყუაჲვე (B).

46
-  ამ ადგილას აშიაზე (S-1463) გვხვდება მინაწერი: “შეისწავე”.

47
- უკუე (C).

48
- ამ ადგილას აშიაზე (S-1463) გვხვდება მინაწერი: “ეჰა, ხედვისა დიდო ნეტარებაო და სრულებაო ღმრთისმეტყუჱლებისაო, ნამდჳლვე ღირსო მოციქულთა თავისა, პატივსა თანა მაღლისა საყდრისაო, მნატრებელთა გჳოხდ, რაჲთა განგთქუმიდეთ!”

49 -  ქუეშე (C).

50 - სახუეველთაჲთა (C).

51 - დიდადშუენიერებისა (C).

52 -  რომლისსა (C).

53
- ჰჱროდე (A).

54 -  მეუფჲ (C).

55
- უეჭუელად (C).

56 -  ჴმისსა (B).

57 - ამ ადგილას აშიაზე (S-1463) გვხვდება მინაწერი: “შეისწავე, შუენიერი”.

58 - ღმრთისსა (C).

59 -  - იგი (B).

60 -  მიერ თჳსისა (B).

61
- კაცისსა (C).

62 - მონისსა (C).

63 - ღმრთისადცა (B).

64
-  თჳნიერ ხოლო (B).

65 -  ამ ადგილას აშიაზე (S-1463) გვხვდება მინაწერი: “შეისწავე”.

66 -  ჰგუემდა (C).

67
- მიუწდომელობანი (B).

68 - გუერდისანი (C).

69 - მეტყუელმან (C).

70 - ბუნებისსა (C).

71 -  შეეტყუების (C).

72
-  ღმრთისსა (C).

73
- მეტყუელსა (C).

74 - აღმსარებელი (B).

75 - ქმნულობასა (B).

76
- იცილობვის (B).

77 - კაცისსა (B).

78
-  უარისყოფა (B).

79 -  ჴორცთაჲსაჲ (A).

80 -  უკუე (C).

81
- განიმსჭუალა (B).

82
- სამსჭუალითა (B).

83 -  გუერდგანღებულ (C).

84 - ეკკლესიაჲ (B).

85 -  მეტყუელთა (C).

86 -  მეტყუელსა (C).

87
-  ამ ადგილას აშიაზე (S-1463) გვხვდება მინაწერი: “ჭეშმარიტებაჲ ეწერა თარგმნისა მიერ”.

88 -  ეკკლესიაჲ (B).

89 -  მეტყუელმან (C).

90
-  ეკუეთებოდა (C).

91 -  მსჯავრისა (B).

92
-  შეჩუენებასა (C).

93
-  განკუეთისასა (C).

94 - მყოარ (B).

95 -  საკურთრითა (B).

96 - მიმთხუევასა (C).

97
- შჯილ იქმნების (A); ამ ადგილას S-1463 (ლიტერით A) ხელნაწერში აშიაზე გვხვდება ფრაზა: “(შეისწავე), შურისძიებულ იქმნების”, რაც დანარჩენ ხელნაწერებში ძირითად ტექსტშია ჩართული, ხოლო აშიაზე გამოტანილია S-1463 ხელნაწერის ძირითადი ტექსტის ფრაზა: “(შეისწავე) შჯილ იქმნების”.

98
- დაისჯებოდის (B).

99 -  გამოგუეცადა (C).

100 - შეწევნისაჲთა (B).

101 -  ცნობისსა (B).

 

თარგმანი წმ. არსენ იყალთოელისა ("დოგმატიკონი)

ტექსტი სადიპლომო ნაშრომისთვის მოამზადა დავით ბრეგვაძემ

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, 2012 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 01 FEBRUARY 2013 13:33)