Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ძველი ქართული თარგმანი

თქუმული წმიდისა ათანასე ალექსანდრელი1 მთავარ-ეპისკოპოსისაჲ

ვითარ კაც იქმნა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ და რამეთუ ღმრთის-მშობელი მარადის ქალწული მარიამ და რომელი იშვა მისგან ღმერთი და იგივე კაცი


საიდუმლოსა უცხოსა და დიდებულსა ვხედავ: მწყემსნი სასმენელთა ჩემთა ოხრიან; არა2 უდაბნოსა ქადაგებენ სახარებასა, არამედ ზეცისასა აქებენ გალობასა, ანგელოზნი ღაღადებენ, მთავარანგელოზნი გალობენ, აქებენ ქერობინნი, ადიდებენ სერაბინნი. ყოველი დაბადებული დღესასწაულობს, რამეთუ ღმერთსა ხედვენ ქუეყანასა ზედა და კაცსა ცათა შინა, ქუესკნელსა ზესკნელად განგებულებით და ზესკნელსა ქუესკნელად კაცთ-მოყუარებით.

დღეს ბეთლემი ზეცისა მობაძავ იქმნა: ვარსკულავთა წილ ანგელოზნი მაქებელად ჰქონან, მზისა წილ მზჱ იგი სიმართლისაჲ მიუწდომელად დაიტია. და ნუ ეძიებთ, ვითარ დაიტია, რამეთუ სადა ღმერთსა ჰნებავს, იძლევის ყოველივე ბუნებისა წესი, რამეთუ ინება და იქმნა, გარდამოჴდა და იჴსნა და თანა-მორბედ ყო ყოველივე ღმრთისა.

დღეს ძლიერი იგი არსი იშვების და დამბადებელი დაებადების, რამეთუ რომელი-იგი არს იყო, იქმნა კაც; არა თუ წარმო[31]ჩინებით3 კაცობისაგან იქმნა იგი ღმერთ, არამედ სიტყუაჲ ღმრთისაჲ უვნებელად იქმნა ჴორციელ და უცვალებელად ჰგიეს ბუნებასავე ზედა ღმრთეებისასა.

არამედ ოდეს იშვა, ჰურიანი უვარ-ჰყოფდეს უცხოსა მას შობასა, ფარისეველნი სხუად თარგმანებდეს საღმრთოთა წიგნთა, მწიგნობარნი წინააღმდგომ შჯულისა იტყოდეს, ჰეროდე შობილსა მას ეძიებდა, არა რაჲთამცა თაყუანის-სცა4, არამედ რაჲთამცა მოკლა.

დღეს ყოველი წინა-აღმდგომი ვიხილეთ, რამეთუ მეფენი ქუეყანისანი მოვიდეს და ზეცისა იგი მეუფჱ უკკრს: ვითარ უკუე მოვიდა ქუეყანად? არა ანგელოზნი მის თანა, არაცა მთავარანგელოზნი, არცა საყდარნი, არცა უფლებანი, არცა ძალნი, არამედ უცხოსა და უკულეველსა გზასა მოვიდა და უქმნელისაგან ყანისა და უთესველისა გამოჩნდა - საშოჲსაგან ქალწულისა!

ანგელოზნი მისნი თჳსაგან დაუტევნა, არცა ჩუენთჳს განკაცებითა თჳსი იგი ღმრთეებაჲ განიშოვრა. არამედ მეფენი ქუეყანისანი მოვიდეს თაყუანისცემად ზეცისა მის მეუფისა; ერისაგანნი ერისთავსა მას ძლიერებისასა ჰმსახურებენ; დედანი - დედაკაცისაგან შობილსა, რაჲთა [v] დედანი სიხარულსა მოიყვანნეს; ქალწულნი - ქალწულისაგან ყრმასა, რომელი ძუძუთა თჳთდინებასა სძისასა მოსცემს, დედისაგან სძჱ მიიღო ვითარცა ყრმამან; ჩჩჳლნი ყრმანი - მისთჳს, რამეთუ ჩჩჳლ იქმნა, რაჲთა პირთაგან ჩჩჳლთაჲსა5 დაემტკიცოს6 ქებაჲ (ფს. 8,2; შდრ. მათ. 21,16) ყრმათათჳს მოწამეთა, რომელნი ეროდეს სიცბილითა მოწყდეს; მამანი - მისთჳს, რომელი-იგი განკაცნა ადამის მსგავსად და განკურნა ვნებაჲ; მწყემსნი - მწყემსისა მისთჳს კეთილისა, რომელმან თავი თჳსი დადვა ცხოვართა თჳსთაჳს (იოვ. 10,11); მღდელნი - მისთჳს, რომელი-იგი წესსა მას ზედა მელქიზედეკისსა მღდელთ-მოძღუარ იქმნა (ფს. 16,4; შდრ. ებრ. 7,21); მონანი - მისთჳს, რომელმან ხატი მონისაჲ შეიმოსა (ფილიპ. 2,7), რაჲთა მონებასა ჩუენსა აზნაურებითა პატივ-სცეს; მესათხევლენი - მისთჳს, რომელმან მესათხევლენი თევზთანი მონადირე კაცთა ყვნა (მათ. 4,19); მეზუერენი - მისთჳს, რომელმან მეზუერენი მახარებელად გამოაჩინნა; მეძავნი - მისთჳს, რომელმან მეძავისა7 ცრემლითა ფერჴნი დაიბანნა; და რაჲთა მოკლედ ვთქუა, ყოველნი ცოდვილნი მოვიდეს ხილვად კრავისა მის ღმრთისა, რომელმან აჴოცნეს ცოდვანი სოფლისანი (იოვ 1,29).

ყოველთა უხარის და ხლდებიან. მეცა მნებავს სიხ[32]არული და ვიხარებდე; გალობაჲ მნებავს და დრესასწაულობაჲ მწადის. არა ხეთა რტოჲ მიპყრიეს, არცა ქნარი მაქუს, არცა ლამპარნი მიპყრიან აღნთებულნი, არამედ სახიობისა წილ და ქნარისა ქრისტჱს სახუეველნი მქონან და იგი არს ჩემდა ქნარ და იგი არს ჩემდა ლამპარ.

და რასა ვიტყჳ ლამპარსა? იგი არს ჩემდა მჴსნელ და იგი არს ჩემდა ცხოვრება. ამისთჳსცა ესე მაქუს, რაჲთა მათითა შეწევნითა მოვიღო ძალი სიტყჳსაჲ მის და ვიტყოდი ანგელოზთა თანა: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა! და მწყემსთა თანა ვიტყოდი: ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ! (ლუკ. 2,14) რომელი იშვა წინა საუკუნეთა გამოუთქუმელად მამისაგნ ნეფსით თჳსით, რომლისაგან ზეგარდამო შობაჲ მისი გამოთქუმად ვერ შესაძლებელ არს, არცა უკუანაჲსკნელთა ჟამთა მოსლვაჲ მისი საცილობელ არს.

და რამეთუ დღეს ქალწულმან შვა, ვიცი და ღმერთმან დაუსაბამოდ შვა, მრწამს. ხოლო სახესა მას შობისასა პატივის-ცემაჲ მისწავიეს დუმილით და არა8 სიტყჳთ გამოძიებაჲ. ხოლო ღმრთისა თანა არა ჯერ-არს ბუნებისა საქმჱ ხედვად, არამედ ძალისა მის მოქმედისა [v]  სარწმუნოებაჲ, რამეთუ ბუნებისაჲ არს სრბაჲ. ხოლო ოდეს ქალწულმან, ქორწილისა უმეცარმან, შვა და მერმე ქალწულივე ჰგიეს, უფროჲს ბუნებისა არიან ესევითარნი საქმენი.

აწ ბუნებისასა მას ვეძიებ, ხოლო უფროჲს ბუნებისასა ვდუმი, არა ვითარმცა ვივლტოდე, არამე ვითარცა გამოუთქუმელსა და ვერ შესაძლებელსა დუმილით პატივის-ცემაჲ ღირს.

არამედ მეცით მე შენდობაჲ, რამეთუ მეგულების მე სიტყჳსაჲ ამის სხუად კერძო ქცევად, რამეთუ მეშინის მე უფროჲს ძალისა ჩემისა გამოძიებაჲ. არამედ ადვილად კერძო ვაქციო სიტყუათაჲ ამათ ნავისა მანქანაჲ.

რაჲმე ვთქუა, ანუ რასა-მე ვიტყოდი? მშობელსა ვხედავ და შობილსა განვიცდი თუალითა, ხოლო სახესა მას შობისასა ვერ ძალ-მიც მიწდოლვად. იძლევის ბუნებაჲ, იძლევიან წესნი სრბისანი, ოდეს-იგი ღმერთსა ჰნებავნ, რამეთუ არა ბუნებით იყო საქმჱ იგი, არამედ უფროჲს ბუნებისა საკჳრველებაჲ იგი: უქმ იქმნა ბუნებაჲ, არამედ იქმნა უფლისა იგი ნებაჲ.

ჵ მადლისა ამის ამის გამოუთქუმელისა! [33]რომელი-იგი საუკუნეთა უწინარჱს მხოლოდ-შობილ და ჴელ-შეუხებელ, წრფელ, უსხეულო, შემოვიდა ჩუენსა ამას განჴრწნადსა და ხილულსა ჴორცსა! რამეთუ კაცთა ხილული სმენილსა უფროჲს სარწმუნოდ შეჰრაცხიან, და რასაცა ხედვედ, იგიცა ჰრწამნ; რომელსა არა ხედვედ, აცილობედ. ამისთჳს თავს-იდვა თავისა თჳსსაჲ ხილულად და პორციელად მოსულაჲ, რაჲთა დაჰჴსნეს ურწმუნოთაჲ მათ ორგულებაჲ, რამეთუ იშვა ქალწულისაგან ჭეშმარიტად, რომელმან არა იცოდა საქმჱ იგი, არცა თანა-ექმოდა ვინ, არცა თანა-შეერთო შობასა მას, იყო ლიტონი გუამი გამოუთქუმელისა ზალისაჲ. გარნა გაბრიელისაგან იკითხა, ისწავა და თქუა: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მამაკაცი არა ვიცი? და ჰრქუა მას გაბრიელ: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ (ლუკ. 1,34-35).

ხოლო ვითარ იყო მის თანა და მცირედრე შემდგომად მისგან?

ვითარცა იგი ხურომან პოვის ნივთი, უსაჴმარჱსად და უმჯობჱსად ჭურჭლად შექმნის იგი, ეგრეცა ქრისტემან პოვა ქალწულისაჲ მის სული და გუამი წმიდაჲ [v]  და სულიერი, თავისა შექმნა მისგან ტაძარი, ვითარცა უნდა მას, დაჰბადა კაცი ქალწულსა მას შინა, შეიმოსა იგი და დღეს გამოვიდა. არა სირცხჳლ უცნდა შეურაცხისა ესე ბუნებაჲ, რამეთუ არცაღა გინება იყო მისა თჳსი იგი ქმნული შემოსად. და დაბადებულმან მან დიდი ნაყოფი მოიღო დიდებისაჲ, რამეთუ სამოსელ ხუროთ-მოძღურისა იქმნა. ვითარცა-იგი პირველ შეუძლებელ იყო შესაქმედ კაცი, ვიდრე თიჴისა მის9 ჴელთა მისთა მოსულადმდე, ეგრეცა განრყუნილი იგი ჭურჭელი და შეურაცხი შეუძლებელ იყო მეორედ შესაქმედ, უკუეთუმცა არა იქმნა სამოსე შემოქმედისა თჳსისა.

აწ რაჲ-მე ვთქუა, ანუ რასა-მე ვიტყოდი? განმაკრთობს მე საკჳრველებაჲ ესე: ძუელი იგი დღეთაჲ, დაუსაბამოჲ დღეს იშვების ყრმად; რომელი საყდართა ზედა აღმაღლებულთა და აღმატებულთა მჯდომარე არს, ბაგასა შინა დაიწვინა; ჴელ-შეუხებელი იგი და წრფელი და უსხეულოჲ კაცობრივითა ჴელითა წარიგრაგნა; რომელმან-იგი ცოდვისა საკკრველნი განხეთქნა, სახუეველითა შეხუეულ10 არს. რამეთუ ჰნებავს ესრჱთ უპატიოჲ იგი პატიოსან ყოფად და დიდებულსა მას შემოსად არა დიდებაჲ და გინებისა იგი სიტყუაჲ გჳრ[34]გჳნოსან ყოფად. რომლისაგან შეიმოსს ჴორცთა ჩემთა, რაჲთა მე დავიტიო სიტყუაჲ მისი; მიიღებს ჴორცთა ჩემთა და მომცემს სულსა წმიდასა მისსა11, რაჲთა მომცეს და მიიღოს და საუნჯჱ ცხოვრებისაჲ მომმადლოს12 მე; მიჰქონან ჴორცნი ჩემნი, რაჲთა წმიდა ყვნეს იგინი, და მომცემს სულსა თჳსსა, რაჲთა მიჴსნეს მე.

აწ რაჲ-მე ვთქუა, ანუ რასა-მე ვიტყოდი? აჰა ესერა ქალწული მუცლად-იღებს (ესაია 7,14; შდრ. მათ. 1,23). არა იტყჳს ვითარცა ყოფადსა, არამედ დააკჳრვებს ვ~ა ყოფილსა.

ჰურიათა თანა სიტყჳთ ითქუმის, რომელთა თანა ქმნულ იყო, ხოლო ჩემ თანა სარწმუნო არს; ჰურიათა თანა სახელით ხოლო სახელ-ედების, რამეთუ "აჰა ესერა ქალწული მიუდგეს", წერილი ესე - შესაკრებელსა მათსა, ხოლო ნაყოფი - ეკლესიამან მარგალიტი მოიო; მან მატყლი ოდენ შეღება, ხოლო ეკლესიამან ძოწეული შეიმოსა.

ჰურიასტანს იშვა იგი და ყოველმან სოფელმან შეიწყნარა იგი; ეკლესიმან შეიწყნარა იგი და ნაყოფი გამოიღო; შესაკრებელს მათსა - რტოჲ ხოლო ვენაჴისაჲ, ხოლო ეკლესიასა შინა - ტევანი იგი ჭეშმარიტებისაჲ; მან მარცუალი იფქლისაჲ დასთესა შესაკრებელსა მათსა და წარმართნი მანგლითა სარწმუნოებისაჲთა იფქლსა მოიმკიან; [v]  წარმართთა ვარდი კეთილად მსახურებითა მოიკრიბეს, და ჰურიათა თანა ეკალი ურწმუნოებისაჲ დაადგრა; მართუენი იგი გამოფრინდეს და უგუნურნი იგი ბუდეთაღა ზედა სხენან; ფურცელსა მას წერილისასა ჰურიანი თარგმანებენ, და ნაყოფსა მას სულისასა წარმართნი მოიმკიან.

"აჰა ესერა ქალწულმან მუცლად-იღო". ჵ ჰურიაო, მითხარღა მე: რომელიიგი იშვა? აწ მკადრეღა, რომელი-იგი იშვა, ვითარცა-იგი ჰკადრე ჰეროდეს. არამედ ვერ მკადრო, რამეთუ ჰეროდეს უთხარ, რაჲთა მოკლას იგი, ხოლო მე არა მითხრობ, რაჲთამცა თაყუანის-ვეც მას.

ვინ არს, რომელი-იგი იშვა, ვინ არს? - არამედ უფალი ბუნებათაჲ. და ღათუ შენ სდუმნე. არამედ ბუნებანი ღაღადებდენვე, რამეთუ იშვა ჭეშმარიტად, ვითარცა ინება. შობაჲ იგი არა თუ ბუნებისაგან იბრძანებოდა, არამედ ვითარცა-იგი უფალსა ბუნებათასა ჰნებავს: უცხოჲ შემოჰყავს ბუნებისა სახჱ, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ კაც ღათუ იქმნა, არა თუ ვითარცა კაცი იშვა, არამედ ღმერთი კაც იქმნა ქალწულისაგან.

დღეს იშვა სასძლო ბუნებასა, რამეთუ შე-ვე მისა -ჰგვანდა, რამეთუ მან თავადმან პირველ ქალწულისაგან ქუეყანისა ადამი დაჰბადა, და ადამ თჳნიერ დედაკაცისა დედაკაცი მოიყვანა. ეგრეცა დღეს წმიდამან ქალწულმან თჳნიერ მამაკ[35]აცისა მამაკაცი შვა. რამეთუ იტყჳს წიგნი, ვითარმედ: კაცი არს და ვინ-მე იცნას იგი? რამეთუ თანა-ედვა დედათა ნათესავსა მამათა მადლი კუალად მოცემად, ვითარცა-იგი რომელ თჳნიერ მამაკაცისა უფროჲს ევაჲსსა და კუალად-მოაგო მამათა თანა-ნადები. რაჲთა არა დიდად თავი სთნდეს ადამს, რამეთუ თჳნიერ დედაკაცისა დედაკაცი აღმოაცჱნა, ამისთჳს ქალწულმან თჳნიერ მამაკაცისა მამაკაცი შვა, რაჲთა ახლითა მით საკჳრველებითა ზოგადი პატივი აჩუენოს ბუნებისაჲ. ვითარცა-იგი ადამისაგან გუერდი13 გამოიღო და ადამს არაჲ დააკლდა, ეგრეცა ქალწულისა თანა სულიერი კაცი აღმოაცჱნა და ქალწულებაჲ არა დაჰჴსნა. ცოცხალი და გებული დაადგრა ადამ შემდგომად გამოღებისა მის გუერდისა, და უბიწოჲ დაადგრა ქალწულიცა შემდგომად გამოსლვისა მის ყრმისა. ამისთჳსცა არა სხჳთ თავისა თჳსისა შეჰმზადა ტაძარი, არცა სხუაჲ გუამი დაჰბადა და სეიმოსა, რაჲთა არა საგონებელ იყოს ადამისი იგი ბუნებაჲ გინებულ, რამეთუ სცთა ადამი და ჭურჭელ ეშმაკისა იქმნა. ამისთჳსცა რომელ [v]  საგონებელ იყო ჭურჭლად14 ეშმაკისა, სულიერი შეიმოსა უფალმან კაცი, რაჲთა მოქმედისა მის შეერთებითა ეშმაკისაგან ჩუეულებისა15 განაშოვროს იგი. და ღათუ კაც იქმნა, არა ვითარცა კაცი იშვა, არამედ ღმერთი კაც იქმნა. უკუეთუმცა ჩუენებრისაგან ქორწილისა იყო, ნაცილმცა ეგონა მრავალთა, ხოლო აწ ქალწულებაჲ16 განუჴრწნელად დაიცვა, რაჲთა უცხოჲ იგი მიდგომილებისა შობაჲ სარწმუნოებისა დიდისა მექმნეს მომატყუებელ.

რომლისაგან გინა თუ ჰურიაჲ, გინა თუ წარმართი მეტყოდის მე: რომელი იგი ბუნებით ღმერთ იყო და კაც იქმნა თჳნიერ ბუნებისა? ხოლო მე ვჰრქუა მათ: ჰე, მოწამედ სიტყჳსა ამის შეუგინებელებასა მას ქალწულისასა ბეჭდად ვხადი, რამეთუ ესე ღმერთი არს და წესსა მას ბუნებისასა სძლევს. ესე არს საშოჲსა მის შემოქმედი და ქალწულებისა17 მომპოვნებელი, რამეთუ შეუგინებელად აქუნდა საშოჲთ გამოჲ იგი შობაჲ და თავისა თჳსისა გამოუთქუმელად აღაშჱნა ტაძარი, ვითარცა სახედ უნდა.

მითხარღა მე აწ, ჰურიაო, შვა ქალწულმან, ანუ არა? უკუეთუ შვა, აღიარე აწ [36]  ახალი იგი შობაჲ; უკუეთუ არა შვა, რაჲსათჳს ეროდე აცთუნე? რამეთუ შენ გკითვიდა იგი და გრქუა: სადა შობად არს ქრისტჱ? და შენ უთხარ მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა (მათ. 2,4-5). ნუუკუე ადგილი იგი, ანუ დაბაჲ მე ვიცოდეა? ანუ შობილისაჲ მის მე ვიცოდე? ანუ არა ესაია ღმრთით გაუწყა თქუენ და იტყჳს: შვეს ძჱ და უწოდიან სახელი მისი ენმანუელ? (ესაია 7,14; შდრ. 1,23) ანუ არა თქუენ, გონიერნო მტერნო, ჭეშმარიტი სთქუთ? ანუ თქუენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ჭეშმარიტისა შჯულისა მტერნო, ყოველივე თავისა თქუენისა ძჳრად ჩუენ გუასწავეთ? ნუუკუე ცუენ ებრაელებრი ვიცოდეთა? ანუ არა თქუენ სიტყუაჲ იგი გამოგჳთარგმანეთ?

და რაჲღა-მე ვთქუა? პირველ შობისა ქალწული და შემდგომად შობისა ქალწულივე; რაჲთა არა გეგონოს, ვითარმედ რეცა ღმერთსა მიჰმადლებთ თარგმანებას ამის სიტყჳსასა, ანუ არა თქუენ ეროდჱს წინაშე მოწამედ მიქეა წინაწარმეტყუელი მოიყვანეთ, რაჲთა თქუენი იგი სიტყუაჲ სარწმუნო ჰქმნეთ? რამეთუ იტყჳს: და სენ, ბეთლემ, სახლი ეგე ევფრათაჲსი, არასადა უმწწემჱს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს ჩემდა წინამძღუარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრალიე (მიქ. 5,2; შდრ. მათ. 2,6).

[v]კეთილად თქუა წინაწარმეტყუელმან, რამეთუ: "შენგან გამოვიდეს ჩემდა წინამძღუარი", რამეთუ თქუენგან გამოვიდა და სოფლად მოვიდა. რომელ-იგი პირველად არნ, იგი მოვიდის; ხოლო რომელ იგი არა არნ, ანუ დაებადის ანუ იქმნის. არამედ იგი თავადი იყო და უწინარჱს საუკუნეთა იყო და მარადის არს და იყო დაუსაბამოდ და მარადის ღმერთ და განაგებდა სოფელსა, ხოლო დღეს მოვიდა ვითარცა კაცი, და ვითარცა კაცი მწყსის სამწყსოსა18 თჳსსა და რამეთუ ღმერთ არს და აცხოვნებს სოფელსა.

ჵ ბრძენთაჲ მათ ტკბილთაჲ! ჵ შემასმენელთა კაცთ-მოყუარეთაჲ, რომელთა ბეთლემს დაფარული იგი ღმრთად გამოაცინეს, რომელთა ბაგასა შინა დამალული იგი ღმრთად აუწყეს, არა ნეფსით კეთილი ქმნეს, არამედ უნებლიაჲთ გამოაცხადეს, რომლისაჲ დაფარვაჲ უნდა.

აწ იხილენით უსწავლელნი ესე მოძღუარნი, რომელნი სხუათა ასწავებენ და მათ არა იციან; მათ შიის19 და სხუათა ზრდიან; მათ სწყურის და სხუათა ასუმენ.

მოვედით აწ, სიხარულით დღესასწაულსა ამას ვჰყოფდეთ: მოვედით აწ და კრებათა აღვასრულებდეთ, რამეთუ უცხო არს დღესასწაულისა ამის სახჱ, [37] ვითარცა-იგი დიდებულ არს შობისა მისისა სიტყუაჲ, რამეთუ დღეს მრავალ-ჟამისა იგი საკრველნი განჰჴსნდეს, შემასმენელსა20 მას ჰრცუენა, ეშმაკნი ივლტიან, სიკუდილი დაირღუა, სამოთხჱ განეღ, წყევაჲ განქარდა, ცოდვაჲ შორს განვიდა, საცტური განიდევნა, ჭეშმარიტებაჲ კუალად-მოეგო და სიტყუაჲ ღმრთის მსახურებისაჲ ყოველსა ადგილსა განეფინა და ზეცისა ცხორებაჲ ქუეყანასა დაენერგა; კაცნი ანგელოზთა ეზიარნეს და ანგელოზთა თანა უშიშად იტყჳან: რაჲსათჳს-მე? - ამისთჳს რამეთუ ღმერთი ქუეყანად გარდამოჴდა და კაცი ზეცად აღვიდა და ყოველი ერთბამად იქმნა, რამეთუ მოვიდა ქუეყანად და ყოვლადვე ცათა შინა იყო და ყოვლადვე ქუეყანასა ზედა იყო.

ღმერთი იყო და კაც იქმნა და არა უვარ-ყო ღმრთეებაჲ თჳსი. სიტყუაჲ იყო უვნებელი და ჴორციელ იქმნა, რამეთუ ღმერთ არა მერმეღა იქმნა, არამედ იყო. ამისთჳს ჴორციელ იქმნა, რამეთუ21 რომელსა-იგი ვერ იტევდეს ცანი, დღეს დაიტია ბაგასა; და რომელი ზრდის ყოველთა ყრმათა, საზრდელი მიიღო ქალწულისაგან. რაჲსათჳს მერმეთა საუკუნეთა მამაჲ ვითარცა ყრმაჲ ძუ[v]ძუჲს მწოვარი მკლავთა ზედა ქალწულისათა თავს იდებს? - არამედ რაჲთა მოგუნი უშიშად მოუჴდენ. რამეთუ შოვრით მოგუნი მოუჴდეს მას, დღეს დასაბამი მოიღეს უვარის-ყოფად მძლავრისა მის, რამეთუ ვარსკულავი იგი უფალსა მათსა აუწყებდა. და უფალი ღრუბელთა22 ზედა სულმცირეთა მჯდომარჱ ჴორცთა მათ23 შევალს ეგჳპტედ (ესაია 19,1), საგონებელად, რეცა ივლტის ჰეროდჱს ძჳრის ზრახვისაგან, ხოლო ჭეშმარიტად აღერულა თქუმული იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ: მას დღესა შინა იყოს ისრაელისაჲ24 მესამჱ ნაწილი ასურეთს შინა და ეგჳპტეს (ესაია 19,24). რამეთუ ასურნი და ეგჳპტელნი უწინარჱს დაეწესნეს, და პირმშოჲ ისრაელისაჲ თანა-შეერაცხების. ჰე, ჭეშმარიტად ასურნი უწინარჱს დაეწესებიან, რამეთუ მათ პირველად მოგუთა მათ მიერ თაყუანის-სცეს25 მას, და ეგჳპტელნი - შემდგომად ასურთა, რამეთუ მათ იგი თავადი შეიწყნარეს, ივლტოდა რაჲ ძჳრის ზრახვისაგან ჰეროდჱსა, ხოლო უკუანაჲსკნელ ისრაელი თანა-შეერაცხების, რამეთუ შემდგომად აღმოსლვისა იორდანით, მაშინ მოციქულთა მიერ ისრაელმან იცნა.

შევიდა ეგჳპტედ და შეარყინა ჴელით ქმნულნი ეგჳპტისანი, არა თუ ცალიერად, არამედ რაჲთა დაჰჴსნეს შესავალნი ეგჳპტისანი პირმშოთა მათ წარწყმედისანი26. [38]  ამისთჳს დღეს შევიდა მუნ ვითარცა პირმშოჲ, რაჲთა პირველისა მის მწუხარებისაჲ დაჰჴსნეს გლოვაჲ. რამეთუ პირმშოდ წოდებულ არს ქრისტჱ, მოწამედ წარმოდეგინ დღეს ლუკა მახარებელი, რამეთუ იტყჳს: და შვა ძჱ მისი პირმშოჲ და შეხჳა მას სახუეველი და მიაწვინა იგი ბაგასა, რამეთუ არა იყო ადგილი სავანესა მას (ლუკ. 2,7).

შევიდა ეგჳპტედ, რაჲთა ძუელისა მის მწუხარებისაჲ დაჰჴსნეს გლოვაჲ და ტანჯვისა მისთჳს მოსცეს მადლი და ღამისა მის წილ და ბნელისა ცხორებისაჲ იგი მოჰმადლოს ნათელი.

შეგინებულ იყო ნილოსისა იგი წყალი ყრმათა მათ უჟამოდ მოწყუედისათჳს27. შე-რაჲ-ვიდა ეგჳპტედ, რომელმან მასინ წყალი იგი სისხლად გარდააქცია, ყვნა ნილოსისა იგი წყალნი ცხოვრებისა მშობელ, არაწმიდებაჲ იგი მათი და შეგინებაჲ განწმიდა ძალითა სუისა წმიდისაჲთა.

ბოროტ იყვნეს ეგჳპტელნი და სიცბილითა მათითა ღმერთსა უვარჰყოფდეს. შე-რაჲ-ვიდა ეგჳპტედ, დასაბამად მეცნიერებითა ღმრთისაჲთა სულნი ღმრთის-მოყუარეთანი აღავსნა და ნილოსსა28 მოსცა მოწამედ გჳრგჳნოსნებაჲ იფქლისა უნაყოფიერჱსი.

არამედ იწროებისათჳს ადგილსა მნებავს სიტყჳსა ამის დაცადებაჲ. ამიერითგან საქმისა ამის [v] გამოცხადებაჲ მერმესა დღესა დაგიმარხო თქუენ. ხოლო აქა დავაცადო და სიტყუაჲ იგი დავასრულო, რამეთუ ვითარიგი იყო ღმრთისა სიტყუაჲ უვნებელი და ჴორციელ იქმნა და უცვალებელად ჰგიეს ბუნებასა მას თჳსსა.

აწ რაჲ მე ვთქუა, ანუ რასა-მე ვიტყოდი? ხუროსა ვხედავ და ბაგასა და ქალწულსა მშობიერსა და ყრმასა და საჴმართაგან უპოვარსა. ყოველივე დავრდომილთაჲ აქუს, ყოვლადვე სიგლახაკითა სავსჱ.

იხილეთ აწ სიმდიდრჱ სიგლახაკითა მრავლლითა, რამეთუ ვითარ-იგი მდიდარ იყო და ჩუენთჳს დაგლახაკნა! ვითარ-იგი არა აქუნდა ცხედარი, არცა სარეცელი, არამედ ჴმელსა შინა ბაგასა დავრდომილ არს! ჵ სიგლახაკეო და სიმდიდრეო ქუეყანისაო აურაცხელო! სიგლახაკისა ხატი მოაქუს და ბაგასა შიდა წევს და სოფელსა აღსძრავს; და სახუეველითა შეხუეულ არს, რომელმან საკრველნი ცოდვისანი განხეთქნა. ამან სიმტკიცისა სიტყუაჲ აღმოთქუა და მოგუნი იგი აღადგინნა ღმრთისა მოქცევად.

რაჲ-მე ვთქუა, ანუ რასა-მე ვიტყოდი? აჰა ესერა ყრმაჲ სახუევლითა შეხუეულ არს და ბაგასა შიდა წევს და მარიამ, დედაჲ, და იოსებცა თანა არს, რომელსა სახელ-ედვა მამად მისა29. ესე მამაკაცად [39] ითქუმის და იგი - დედაკაცად, მოიკითხვების სახელი მეუღლისაჲ სიტყჳთ და არა საქმით. ამას ეთხოვა იგი და სული წმიდაჲ ჰფარვიდა მას. რომლისაგან ვერას ჰპოებს იოსებ და არა იცოდა, რაჲმცა უწოდა30 ქალწულსა მას: მრუშებითმცა თქუა იგი? - ვერ იკადრებდა, რამეთუ მართალი იყო კაცი იგი და ვერ იკადრა სიტყუაჲ გმობისაჲ დადებად წმიდასა მას ქალწულსა; შვილადმცა თჳსა თქუა იგი? - ვერ იკადრებდა, რამეთუ იცოდა კეთილად, ვითარ, ანუ ვინაჲ იშვა ყრმაჲ იგი.

რომლისაგან ვერას ჰპოვებდა საქმისა მისთჳს, გამოცხადებაჲ ზეცით ანგელოზისა პირითა მოიწია და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, იოსებ, რამეთუ რომელიგი შობად არს მაგისგან, წმიდა ეწოდოს მას, ძე მაღლის (მათ. 1,20; ლუკ. 1,32), ესე იგი არს, ვითარმედ: სული წმიდაჲ ჰფარვიდეს ქალწულსა მას.

აწ რაჲსათჳს ქალწულისაგან იშვების და ქალწულებასა უბიწოდ და ცოცხლად დაიმარხავს? - რამეთუ ძუელი იგი ქალწული ევა აცთუნა ეშმაკმან, ამისთჳს რამეთუ ქალწული იყო მარიამ და გაბრიელ ახარებს. არამედ ევაჲ სცთა და სიტყუაჲ შვა სიკუდილისა თანა-მდები.

ეხარა სახარებაჲ მარიამს და სიტყუაჲ ჴორციელი შვა, ცხორებისა საუკუნოჲსა ჩუენდა მომატყუებელი. [v]  სიტყუამან ევაჲსმან ხჱ გამოაცინა, რომლისა ხისაგან ადამი სამოთხით გამოჴადა; ხოლო სიტყუამან წმიდისა ქალწულისამან ჯუარი გამოაცინა, რომლითა ადამის წილ ავაზაკი შეიყვანა, რამეთუ არა ჰრწმენა არცა ჰურიათა, არცა წარმართთა, არცა მწვალებელთა ნათესავსა, ვითარმედ ღმერთმან გამოუჴუებულად31 და უვნებელად შვა იგი. ამისთჳს დღეს ვნებულისაგან ჴორცისა მოვიდა და უვნებელითა მით ვნებული ჴორცი დაიცვა, რაჲთა აჩუენოს: ვითარცა-იგი ქალწულისაგან იშვა და ქალწულებაჲ არა დაჰჴსნა, ეგრეცა ღმერთი გამოუჴუებულად და უცვალებელად ეგო, წმიდაჲ იგი არსებაჲ, რამეთუ ღმერთმან ღმერთი ღმრთის-შუენიერად შვა. და დაუტევეს იგი კაცთა და კაცისა ხატი გამოთალეს - კერპი, რომელსა ჰმსახურებდეს საგინებელად დამბადებელისა მათისა. ამისთჳს სიტყუაჲ ღმრთისაჲ კაცისა ხატად გამოჩნდა, რაჲთა საცთური იგი დაჰჴსნდეს და დაფარულად თავისა თჳსისა მსახურებაჲ იგი მოაქციოს.

რამეთუ არა ჰრწმენა იგი წარმართთა, არცა ჰურიათა, არცა ნაშობსამწვალებელთასა, ვითარმედ ღმერთმან იგი გამოუჴუნებელად და უვნებელად შვეს. ამისთჳს ვნებულისაგან ჴორცისა მოვიდა და უვნებელითა მით ვნებული ჴორცი დაიმარხა.

[40] ამისთჳს თაყუანის-ვსცემთ წმიდისა32 მარიამისგან შობილსა იესუ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რომლისა შუენისა დიდებაჲ და პატივი მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

---------------------------------------------------------------

შენიშვნები


1 - ალექსანდრელ S.

2 - არაჲ S.

3 - წარმჩინებით S.

4 - თაყუანისცა S.

5 - ჩჩლთაჲსა S.

6 - დაემკიცოს S.

7 - ასეა S.

8 - და არა ] დარა S.

9
-  ამის S.

10
- შეხუეუეულ S.

11 - მისა S.

12 - მომადლოს S.

13 - გუერდისა S.

14 - ჭუჭლად S.

15 - ჩუეუეულებისა S.

16
- ქალწულეებაჲ S.

17
- ქლ~ებისა S.

18 - სამწყოსოსა S.

19 - შის S (მოსალოდნელი იყო უფრო სრული ფორმა: ჰმშიის, ჰშიის).

20 - შემამენელსა S.

21 - რამეთუ] რ~ა S.

22 - ღრუბლთა S.

23
- მჯდომარჱ ჴორცთა მათ] ჴორცთა მათ ზედა მჯდომარჱ S.

24 - ასეა S (უქარაგმოდ, გახსნილად).

25 - თაყუანისცეს S.

26 - წარწყმედისაჲ S.

27 - მოწყუდჳსათჳს S.

28 - ნილოსა S.

29 - მის\სა S.

30 - იოსებ და არა იცოდა, რაჲმცა უწოდა ] ეს სიტყვები ისევ მეორდება S-ში.

31 - გამუჴუებელად S (შდრ. აქვე ცოტა ქვემოთ: გამოუჴუებელად).

32 - წ̃დ~სა S (ჯერ "წ̃დისა" დაუწერიათ, მაგრამ შემდეგი ი ამოუფხეკიათ. მისი კვალი მკრთალად ჩანს).

 

სინური მრავალთავი (864 წ.)

ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ: http://titus.uni-frankfurt.de

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Saturday, 29 December 2012 21:06)

 

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96