Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ძველ ქართულად
რომელი იგი მიიწერა  იერუსალჱმდ ისტჳნიანჱს მიერ, მეფისა მართლმორწუნისა, ხარებისათჳს და შობისა, მიგებებისათჳს და ნათლისღებისა

I. ყოველნი, რომელნი ხართ ქრისტეანენი და აღიარებთ სარწმუნეობასა კათოლიკე ეკლესიისასა, რომელი იგი, წმიდათაგან წიგნთა დაწერილი, წმიდათა მამათა (და) მოძღუართა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთჳს გუასწავეს, კრძალულად აღვასრულო და გულისჴმავყოთ, რავდენი რაჲარს მისი იგი ჩუენდა მომართ სახიერებაჲ და კაცთმოყუარებაჲ. დასაბამად ესე, რამეთუ კაცი შექმნა თავისა თჳსისა ჴელმწიფედ და დაადგინა იგი სამოთხესა და მისცა მცნებაჲ. და უკუეთუმცა დაემარხა იგი, იყომცა უცოდველ და სამოთხისა მისგან არამცა გამოძებულ იყო; დაღათუ გარდაჴდა იგი, ესრჱთცა არავე უგულებელსყო იგი სახიერმან კაცთაჲ ნათესავი. და მოსჱს მიერ მოსცა ცხორებისა შჯული, და მასცა გარდავეჰჴედეს. და მისა სემდგომად წინაჲსწარმეტყუელნი მოავლინნა, და მათიცა არავე ჰრწმენა. და სხჳთა ვერვინ რაჲ შესაძლებელ იყო, რაჲთამცა ცხოვნდა ნათესავი კაცთაჲ, არათუმცა თჳთ იგი თავადი მოსრულ იყო. და მოავლინა გაბრიელ ანგელოზი, ვითარცა იგი გუასწავებს ჩუენ ლუკა მახარებელი, ზაქარიაჲსა, ქმრისა ელისაბედისსა, და ახარა მას ძისა მისისა იოვანჱსთჳს, რაჲთამცაწინამორბედ და მოწამე იპოვა მაცხოვრისა მოსლვასა. და ოდეს შევიდა ზაქარია ტაძარსა უფლისასა ჟამსა მას კუმევისასა, და ურწმუნოებისა მისისათჳს იყო იგი დადუმებულ, ვიდრემდის შვა ელისაბედ ძჱ იგი მისი, წმიდაჲ იოვანე, ვითარცა იგი ითქუა მისა მიმართ ანგელოზისა მიერ. და ელისაბედის მიდგომითგან მოივლინა იგივე გაბრიელ ანგელოზი მეექუსესა თთუესა ღმრთისა მიერ ქალწულისა მარიამისა ხარებად, რაჲთამცა მუცლად იღო თავადი უფალი და შვა ჴორციელად.
II. და ჯერარს გულისჴმის ყოფად დიდიცა ესე ღმრთისა საიდუმლოჲ, რამეთუ ოდეს იგი იოვანჱსთჳს ახარა, არათუ ელისაბედისა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი, არამედ ზაქარიაჲსა, რამეთუ იოვანე თესლისაგან ზაქარიაჲსა შობად იყო ელისაბედისგან. და კუალად იგივე გაბრიელ ანგელოზი არათუ იოსებისა მოივლინა, არამედ მარიამისა, რაჲთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჴორციელ იქმნეს და იშვეს; ხოლო იოცებისა ბრძანებითა ღმრთისაჲთა თხოვილ იყო, რაჲთამცა თავადსა უფალსა და წმიდასა მას ქალწულსა და დედასა (ჰმსახურა), თავადი იგი, უწინარჱს საუკუნეთა მხოლოდშობილი სიტყუაჲ ღმრთისაჲ, მამისაგან შობილი (არს) დაუსაბამოდ არა ჴორციელად. ხოლო ჯერ-იჩინა ღმერთმან შემოსად ხატი მონებისაჲ, ესე არს ბუნებაჲ კაცთაჲ. ქალწულისა მარიამისგან ყრმად იშვა და ბაგასა შინა განისუენა და კაცთა თანა იქცეოდა და არარაჲ მოაკლდა ამის ყოვლისაგან ღმრთეებასა მისსა, არამედ იჴსნა საცთურისაგან ნათესავი კაცთაჲ და საუკუნოჲსა მისგან დაშჯისა ყოველი მორწმუნენი მისნი განათავისუფლნა, რამეთუ ქალყულმან მამაკაცი არ იცოდა, გარნა ჭურჭელი იგი ჴორცთა მისთანი უფალსა ამსახურნა, და იშვა მისგან ბუნებით და არა ცოდვით. და ესე საკჳრველი გულისჴმის საყოფელ არს, რომელ ზაქარია ურწმუნოებასა მისისათჳს დადუმებულ იყო, ვიდრემდის იშვა ძჱ იგი მისი იოვანე, ვითარცა იგი ითქუა მისა მიმართ ანგელოზისა მიერ. გარნა მარიამ სიტყუასა მას ანგელოზისასა არა ურწმუნო იქმნა, არამედ ჰკითხა მას, ვითარ მუცლად იღოს? და ვითარცა ისწავა საჲდუმლოჲსა მის ძალი, ჰრქუა ანგელოზსა მას: "მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა". და კურთხეულ და დიდებულ არს ღმრთის მშობელი და ჯერ-არს მარადის ღმრთისა კაცთმოყუარებაჲ მოჴსენებად და სახიერებასა მისსა დიდებაჲ! უმეტჱს ყოველსა დღესასწაულთა სარწმუნოთა (არს) რომელი მიემთხვივის დღეს აღსრულებად ღმრთეებისა მისისა საჲდუმლოჲ, რომელი იგი აღასრუსლა ჩუენისა ცხორებისათჳს.

III. გუესმა ვითარმედ იერუსალჱმს შეცთომილნი ვინმე არა შეუდგან წმიდათა წერილთა და (სწავლასა) მამათა (და) მოძღუართასა და არა ჰყოფენ წმიდასა ამას ჴორციელად შობასა უფლისასა ოცდახუთსა თთჳსა მის დეკემბერისასა, შობასა უფლისასა (ჴსენებასა) დავით-იაკობისსა ჰყოფენ. და მეექუსესა მას დღესა თთჳსა იანვრისასა ნათლისღებაჲ არს, და შობასა და ნათლისღებასა ერთად ჰყოფენ. და ამას ცთომასა მით შეცჳივეს პირველნი იგი, რამეთუ არა ეკრძალეს დღესა მას ხარებისასა, რომელი იგი იყო გაბრიელ ანგელოზისა მიერ წმიდისა მიმართ (და) მარადის ქალწულისა მარიამისა, რომელი იგი ჴორციელობით იყო მისა ღმრთისა სირყუაჲ, რომელი იგი მუცლად იღო, რომელიცა იგი აღესრულა ოცდახუთისა თთუესა მარტსა. და მით ცთომითა და უცბობითა ვერცაღა მიგებებასა მართალ ჰყოფენ. ხოლო მე აწ არათუ მძლავრობითა, არცა ჴელმწიფებითა, არამედ საღმრთოთაგან წმიდათა წიგნთა და წმიდათაგან მოძღუართა გამოძიებითა და სწავლითა ვისწრაფე ესე უწყებად თქუენდა და მათა რომელნი იგი გარდააქცევენ დღესასაწაულთა მათ, (და) გამოჩინებად უმეცრებათა მათთა, რაჲთა მოიქცენ ცნობად. ლუკა მახარებელი გვასწავებს ჩუენ ვითარმედ თთუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქსა გალილეჲსასა, რომლისა სახელი ნაზარეთ, ქალწულისა მარიამისა, რომელი იგი თხოვილ იყო ქმრისა, (და) ახარა მას უფლისათჳს და ჰრქუა: ესე მეექუსჱ თთუჱ არს, ვინაჲთგან ელისაბედ, ნათესავი შენი, მიდგომილ არს სიბერესა თჳსსა. და აკურთხა იგი ანგელოზმან მან და წავიდა. ხოლო მათ დღეთა შინა აღდგა მარიამ და მწრაფლ წარემართა მთად ქალაქად იუდაჲსა და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბედ. და ვითარცა წერილ არს, მოიკითხნეს ურთიეთას. და დაადგრა მუნ მარიამ სამ თთუე. ამით ჭეშმარიტად ჩას, რამეთუ ექუსისა თთჳსა მოდგომილ იყო ელისაბედ იოანჱსთჳს თთუესა, რომელ არს მარტი. ამას თთუესა ახარა გაბრიელ ანგელიზმან მარიამს, ოცდამეხუთესა დღესა. და სამნიღა თთუენი უკუმოეთუალვიან და აღესრულებიან ცხრად თთუედ. თთუესა ივნისსა ოცდახუთსა არს შობაჲ იოვანჱსი, რომელსა განჩინებულად ვჰყოფთ ყოველნი ქრისტეანენი შობასა მისსა. და მითდღით უკუმოითუალვის და ჩას, რამეთუ ოსდახუთსა არს ხარებაჲ მარიამისი გაბრიელის მიერ. და მითვე დღითა ჩას: შობითგან იოვანჱსით წამომართ წამოითუავის და აღესრულების ცხრად თთუედ ოცდამეხუთჱ დღჱ თთჳსა დეკენბერისაჲ.

IV. და ამას წმიდათა წიგნთაგან და წმიდათა მამათა (და) მოძღუართა მიერ სწავლითა ჩუენ მართლმადიდებელნი აღვასრულებთ პირველითგან და არა თუ რაჲმე ახლად მოვიძიეთ. და ჩას წმიდათაგან წიგნთა და სახარებისაგან ვითარმედ სხუაჲ დღჱ არს შობაჲ და სხუაჲ დღჱ არს ნათლისღებისაჲ. შობასა ქრისტჱსსა ანგელოზთა ერნი (იხილვებიან) და ნათლისა გამოჩინებაჲ და მწყემსთა საკჳრველებაჲ და ვარსკულავისაგან აღმოსავალით მოგუთა მოსლვაჲ და ჰეროდჱსაგან ჟამისა გამოკითხვაჲ (იქმნების). ხოლო ნათლისღებისა და განცხადებისათჳს სხუაჲ აქუს წიგნთაგან წამებაჲ წმიდათაგან მახარებელთა. რამეთუ მათჱ მახარებელი იტყჳს ვითარმედ მათ დღეთა მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოვანჱსა ნაღლისღებად მისგან. ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: "მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ და შენ ჩემდა მოხვალა?" და მერმეღა მიუშუა მას იოვანე, ვითარცა წერილ არს. და ვითარცა აღმოჴდა მიერ წყლით, განეხუნეს ცანი და სული წმიდაჲ გარდამოჴდა მის ზედა, ვითარცა წერილ არს მიწყებით. და აწ ჩანს, რამეთუ სხუაჲ დღჱ არს ნათლისღებისაჲ და სხუაჲ დღჱ არს შობისაჲ. ხოლო აწ ვითარცა წიგნნი და მოძღუარნი გუასწავებენ, ეგრეცა ვჰყოფდეთ თითოეულად და არა ორივე ერთსა დღესა აღვასრულოთ. და აწ ვაჩინოთ მრავალისაგანი მცირედ, რომელი იგი წმიდათა მამათა წიგნთა შინა გამოიძიეს დღითი-დღედ და შემდგომითი შემდგომად და ჩუენ გუასწავეს.

V. გრიგოლი ეპისკოპოსი ნაზიანზორეველი და ღვთისმეტყუელი და საკჳრველმოქმედი ჭეშმარიტად იტყჳს ვითარმედ სხუაჲ დღჱ არს შობაჲ და სხუაჲ დთჱ არს ნათლისღებისაჲ, და ესღჱთ იტყჳს ვითარმედ "შობაჲ გარდავიჴადეთ, ვარსკულავისა თანამორბედ ვიქმნენით და მოგუთა თანა თაყუანს-ვეცით და მწყემსთა თანა გამოვბრწყინდით და ანგელოზთა თანა დიდებაჲ მივეცით." და ნათლისღებისათჳს ესრე იტყჳს ვითარმედ: "სხუაჲ მადლი და სხუაჲ საიდუმლოჲ. დაღათუ იოვანჱსებრ ვერ ღირს ვიქმნე ქადაგებად, დღესა ამას პატივ-ვსცეთ დააღვასრულოთ, რაჲთა ნათელვიღოთ მის თანა". და ნეტარმან გრიგოლი ეპისკოპოსმან ნოსელმან, ძმამან წმიდისა ბასილისმან, თქუა: "წარვიძღუანოთ თავადი დავით წინაჲსწარმეტყუელი, რომელი იტყჳს: "ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან, მოვედით, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა". რამეთუ დღჱ ესე შობოსაჲ ამით ჩას ოცდამეხუთჱ თთჳსა დეკენბერისაჲ, რამეთუ ნათელსა და დღესა შეემატების და ღამესა მოაკლდების. და ამითცა ჩას ვითარმედ შობაჲ ქრისტჱსი ოცდახუთსა დეკენბერსა არს. და ნეტარი აგჳსტინოს, ეპისკოპოსი აფრიკეთისაჲ, შობისათჳს იოვანჱსა ესრე ეტყჳს და აჩუენებს ჟამსა და დღეთა ხარებასა მარიამისსა და შობასა ქრისტჱსსა: "დღჱ ესე იოვანჱს შობისა გამოვაჩინო, დასაბამი და დასასრული, რამეთუ ორი ჯერი არს მზისა ქცევაჲ წელიწადსა და დასწორებაჲ დღეთაჲ. ერთიესე ქცევაჲ მზისაჲ დღე არს, ოცდახუთსა ივნისსა, და ერთი იგი ქცევაჲ თთუესა დეკენბერსა ოცდახუთსა, რამეთუ რვით დღით წინა თთჳსავითგან იანვარისაჲთ, თთუესა დეკენბერსა ოცდახუთსა, იშვა ქრისტე მარიამისაგან ქალწულისა. და რვით დღით წინა თთჳსთავითგან აპრილისაჲთ, თთუესა მარტსა ოცდახუთსა, ეხარა მარიამს გაბრიელის მიერ. და რვით დღით წინა თთჳსთავითგან ივლისისაჲთ, თთუესა ივნისსა ოცდახუთსა, იშვა წმიდაჲ იოვანე. და რვით დღით წინა თთჳსთავისაჲთ ოკტონბერისაჲთ, თთუესა სეკდენბერსა ოცდახუთსა, მუცლადიღო ელისაბედ იოვანე.


VI. იოვანჱ შობაჲ დღეთა მოკლებასა იყო, ხოლო ქრისტჱსი დღეთა აღმატებასა;
და მას იოვანე თჳთ იტყჳს ვითარმედ "ჩემდა ჯერ არს მოკლებაჲ, ხოლო მისა აღმატებაჲ". და ესეცა საკჳრველი გულისჴმა ვყოთ, ვითარ იოვანე ღამეთა შემატებასა იშვა და ქრისტე დღეთა შემატებასა იშვა. და იგივე ნეტარი აგჳსტინე ნათლისღებისა და განცხადებისა დღეთა გამოაჩინებს და იტყჳს ვითარმად "ნათლისღებისა შინა ათორმეტით დღით იშვა." და მით ჩას  იანვარსა ექუსსა ნათლისღებაჲ და განცხადებაჲ. და წმიდაჲ იოვანე ოქროპირი ესრე იტყჳს ვითარმედ სხუაჲ დღჱ არს შობაჲ და სხუაჲ დღჱ არს ნათლისღებისაჲ: "რად იტყჳან და გუაცილობენ, ვითარმედ ახალსა რასმე მოიღებენ და გუაცილობენო? ესე კათილად დაჲრწმუნე მაცილობელო, რამეთუ დღჱ ესე ძუელი არს, დასავალისათა და ჰრომთა გარდაუქცეველად უპყრიეს დღჱ ესე შობისაჲ ნათლისღებისაჲ და ხარებისაჲ და მიგებებისაჲ. ხოლო ჩუენი ათიღა წელი არს და-რაჲ-ვემყნენით ძუელსა მას და აღვიზარდებით და ნაყოფი გჳხილავს; უკუეთუმცა არა იყო ღმრთისა მიერ, განმცაქარდებოდა. ხოლო აწყოველი სოფელი სავსე არს და შეიწყნარებენ დღითი-დღედ". და ესეცა ჩას, ვითარ(მედ) ელისაბედისთჳს ზაქარიას ეხარა კუმევასა საკუმეველისასა, რომელ არს თთუჱ მეშვიდჱ, რამეთუ შემდგომად ხარებისა მიუდგა ელისაბედ. და ამას გამოაჩინებს ლევიტელთაჲ და რიცხუთაჲ, რამეთუ ათხუთმეტით დღითგან ვიდრე ოცდამეორედ დღედმდე ზატიკობედ თთუესა სეკდენბერსა და მერმეღა შემდგომად ოცდაორისა დღისა წარვიდა სახიდ თჳსად, ესე იგი არს ოცდამესამესა დღესა; და ოცდამეხუთესა დღესა მუცლად იღო ელისაბედ. და კუალად იტყჳს ვითარმედ "თქუენ შორის დგას, რომელი თქუენ არა იცით და არცა მე ვიცოდე იგი. გარნა რომელმან მომავლინა მე მრქუა ვითარმედ "რომელსა ზედა იხილო სული ღმრთისაჲ გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელგცეს თქუენ სულითა წმიდითა". რომელსა მიზეზისათჳს იყო იოვანჱსი იგი მოსლვაჲ იორდანედ? ამისთჳს, რამეთუ ყოველი იგი ერი იორდანესა მიკრბა და ყოველნივე იგი ველნი სავსნე იყვნეს მომავალთაგან ქალაქებისაგან და დაბნებისა. და რაჟამს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე მოვიდოდა იორდანედ, ყოველსა ერსა უჩუენებდა და ყოველთა გამოუცხადა მაშინ ღმერთი. არა თუ იოვანე კარად-კარად ვიდოდა და უთხრობდა და არცაღა სავსებასა მას კაცთასა კიდეთა იორდანისათა ჴელისპყრობით კრებულსა შორის შეიყვანებდა, არამედ შორის მათსა მდგომარჱ უჩუენა, და მამისაგან წამებითა იოვანჱსი იგი ქადაგებაჲ დამტკიცნა.

VII. აწ ამით ყოვლითა, რომელი წმიდათა მამათა და მოძღუართა წმიდათაგან წიგნთა გამოიძიეს და დადვეს და დაამტკიცეს, ჩუენ ყოველნი ვჰყოფთ ამათ დღესასწაულთა: ოცდახუთსა მარტსა ხარებაჲ წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ, და თთუესა დეკენბერსა ოცდახუთსა შობაჲ ქრისტჱსი, ღმრთისა ჩუენისაჲ, ქალწულისა მარიამისაგან, და წმიდაჲ იგი განცხადებაჲ მისი და ნათლისღებაჲ თთუესა იანვარსა ექუსსა და შობითგან მივთუალოთ, ვითარცა ლუკა მახარებელი გუასწავებს, მეორმოცესა დღესა, ოდეს იგი წმიდამან სჳმეონ მიიქუა უფალი, და მიხუდების იგი ფებრვალსა ორსა და ჩუენ ვჰყოფთ, და არა თუ ჱფებრვალსა (ა)თორმეტსა, ვითარცა იგინი, რომელნი სცთებიან. აწ არა თუ ახლად რაჲმე გამოვიძიეთ ჩუენ, არამედ წმიდათაგან წიგნთა და მამათა მოძღუართა გამოიძიეს და მართლმორწმუნენი დასაბამითგან ჰყოფდეს და ჩუენცა ვჰყოფთ. და თქუენდაცა ჯერარს აღსრულებად, რაჲთა ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისადმდე. ამენ.

ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ: - http://titus.uni-frankfurt.de/indexe.htm?/texte/texte2.htm - დან

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 03 FEBRUARY 2012 22:31)