Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ძველ ქართულად

თთუესა ივლისსა: კთ

 

1. წელსა მეათესა ხუასრო მეფისასა და არვანდ გუშნასპისა მარზაპნობასა ქართლისასა მოვიდა კაცი ერთი სპარსეთით, სოფლისა არშაკეთისაჲ, ძჱ მოგჳსაჲ, და წარმართ იყო იგი, და სახელი ერქუა მას გჳრობანდაკ, და დღითა ყრმა იყო იგი ვითარ ოც და ათ წლის.

და მოვიდა იგი ქალაქად მცხეთად და ისწავლებოდა ჴელსა მეჴამლეობისასა. და ხედვიდა იგი რჩულსა ქრისტეანეთასა და მსახურებასა ქრისტჱსსა და წმიდისა ჯუარისა ძალისა ჩინებასა. შეიყუარა მან რჩული ქრისტეანობისაჲ და ჰრწმენა ქრისტე. და ვითარ ისწავა მეჴამლეობაჲ, ითხოვა მან ცოლი ქრისტეანჱ და თჳთ ქრესტეანე იქმნა და ნათელი მოიღო. ხოლო ნათლის-ცემასა მისსა უწოდეს სახელი ევსტათი. და ცხონდებოდა წმიდაჲ ევსტათი ქრისტეანობასა შინა და სათნოებასა ქრისტჱსსა.

2. მას ჟამსა შეკრბეს სპარსნი, რომელნი მცხეთად იყვნეს, მეჯადაგენი და მეჴამლენი, ტოზიკობდეს. და მიავლინეს ნეტარისა ევსტათისა და ჰრქუეს: "მოვედ და გუერთე შუებასა ამას ჩუენსა".. ხოლო ნეტარმან ევსტათი განიცინნა და ჰრქუა მათ: "თქუენი ტოზიკი-ცა ბნელ არს, და თქუენ, მეტოზიკენი-ცა, ბნელ ხართ, ხოლო მე ქრისტჱს ბეჭედი მომიღებიეს და ქრისტჱს ტოზიკსა ვტოზიკობ, რამეთუ ქრისტჱს ბეჭდითა აღბეჭდულ ვარ და ბნელსა მაგას განშორებულ ვარ".

და ვითარ ტოზიკი იგი გარდაიჴადეს, შეკრბეს იგინი-ვე მეჯადაგენი და მეჴამლენი და ზრახვა-ყვეს წინაშე უსტამისსა, მცხეთელ ციხის-თავისასა, და თქუეს: "აქა კაცი ერთი არს ჩუენისა რჩულისაგანი და ჩუენ თანა ტოზიკსა არა მოვიდის და ცეცხლი არა გამოსცის და ჩუენსა რჩულსა-ცა ჰგმობს და ჩუენ გუაგინებს და იტყჳს, ვითარმედ მე ქრისტეანე ვარ-ო. ხოლო აწ შენ მოუწოდე და ჰკითხე, რამეთუ ამას ქალაქსა შინა ჴელმწიფე ხარ".

და უსტამ, ციხის-თავმან მცხეთისამან, ისმინა მათი ევსტათისთჳს და მიავლინა ერთი მჴედართაგანი მოწოდებად ნეტარისა ევსტათისა და მრისხანედ ჰრქუა: "გიწესს შენ ციხის-თავი".

ხოლო წმიდაჲ ევსტათი მცირედ შებრკოლდა და უნდა მორიდებაჲ. და მერვე განიზრახა და თქუა: "ესე მოყუასნი ჩემნი არიან, ამათგან და შევიშინო, მერმე დიდთა მთავართა წინაშე ვითარ წარვდგე?! არამედ მივიდე მისა და ცხადად აღვიარო ქრისტე, რამეთუ მასმიეს წმიდისა ევანგელესაგან, ვითარ-იგი თქუა: რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, აღვიარო მეცა იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა, და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა, რომელ არს ცათა შინა". და დაიწერა ჯუარი შუბლსა და გულსა და თქუა: "უფალი ჩემ თანა".

და მოვიდა იგი ნეტარი ევსტათი და წარმოდგა წინაშე უსტამ ციხის-თავისა მცხეთელისა. და მწოდებელმან მან ჰრქუა უსტამს: "ესე არს ჩუენისა რჩულისა მამაგინებელი". და მიხედა ციხის-თავმან მან ნეტარსა ევსტათის და ჰრქუა: "შენ გეტყჳ, კაცო, მითხარ მე, რომლისა სოფლისაჲ ხარ, ანუ რომლისა ქალაქისაჲ, ანუ რომელი რჩული გიპყრიეს"?

ხოლო წმიდამან ევსტათი ჰრქუა მას: "მე სოფლისა სპარსეთისაჲ ვიყავ, ჴევისა არშაკეთისაჲ, ქალაქისა განძაკისაჲ ვიყავ. მამაჲ ჩემი მოგჳ იყო და მეცა მოგუებასა მასწავებდა, და მე მოგუებაჲ არა თავს-ვიდევ, რამეთუ განძაკს ქალაქსა ქრისტეანენი უფროჲს არიან და ებისკოპოსი და მღდელნი, და მათგან-ღა ყოველსა ზედა მივიწიე, რამეთუ უფროჲს არს ყოველსა რჩულსა ქრესტეანობაჲ, ვიდრე უღმრთოებაჲ. და აწ მე ქრისტე მრწამს და ქრისტჱს მსახურებასა შინა ვარ".

ხოლო უსტამ ციხის-თავმან ჰრქუა მას: "არავინ გიტეოს ქრისტჱს მსახურ ყოფად და, თუ მშჳდობით არა განუტეო სიცოფჱ ეგე, ტანჯვაჲ დიდი მოიწიოს შენ ზედა". ხოლო წმიდამან ევსტათი ჰრქუა: "არა ხოლო თუ ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტჱს სიყუარულისათჳს, არამედ სიკუდიდ-ცა თავი ჩემი არა მეწყალის".

ვითარ იხილა უსტამ გულს-მოდგინედ დამტკიცებაჲ ნეტარისა ევსტათისი, განიზრახა და თქუა: "ამის კაცისა პატიჟი მე არარაჲ ჴელ-მეწიფების, არცა აღბმაჲ ძელსა, არცა პყრობილებაჲ, არამედ წარუძღუანო ეგე ტფილისს ქალაქსა არვანდ გუშნასპს, ქართლისა მარზაპანსა, და, რაჲ-იგი შეჰგვანდეს, მან უყოს, რამეთუ ყოვლისა კაცისა ქართლისა მას ჴელ-ეწიფების სიკუდილი და ცხორებაჲ".

და უბრძანა უსტამ, ციხის-თავმან მცხეთისამან, ორთა მჴედართა წარყვანებაჲ ნეტარისა ევსტათისი ტფილისს. და შეკრბეს იგი-ვე მეჯადაგენი და მეჴამლენი და მოვიდეს უსტამისა და ჰრქუეს: "არიან აქა სხუანი-ცა ჩუენისა რჩულისანი და იგინი-ცა ქრისტეანე არიან, და მათი-ცა ბრძანე მოწოდებაჲ და ტფილისს მათი-ცა წარყვანებაჲ".

ხოლო უსტამ ჰრქუა მათ: "ვინ არიან იგინი"? და მათ უთხრეს სახელები მათი და ჰრქუეს: "ერთსა გუშნაკ ჰრქჳან და ერთსა ბახდიად, ერთსა ბურზო, ერთსა პანაგუშნასპ, ერთსა პეროზაკ, ერთსა ზარმილ, ერთსა სტეფანე".

და უბრძანა უსტამ მიწოდებაჲ მათი. ხოლო განკითხვაჲ მათი არარაჲ ყო, გარნა ამათ რვათაჲ-ვე შეკრვაჲ ბრძანა და წარცემაჲ ტფილისს არვანდ გუშნასპს, მარზაპანსა ქართლისასა, და ესრეთ მიჰრქუა: "ესე კაცნი ჩუენისა რჩულისანი იყვნეს და ქრისტეანეთა რჩული უპყრიეს, ხოლო მე შევიპყრენ და შენ, უფალსა, მიგიძღუანენ, რამეთუ შენ ჴელ-გეწიფების მაგათი განკითხვაჲ".

3. და წარუდგინნეს ესე რვანი-ვე წინაშე მარზაპანსა, ხოლო მან ჰრქუა მათ: "ვინანი ხართ, ანუ რომელი რჩული გიპყრიეს"? და მათ უთხრეს კაცად-კაცადმან სოფელი თჳსი და დაბაჲ თითოეულისაჲ და ჰრქუეს ყოველთა: "მამულსა და ზედა რჩულსა ვიყვენით, სპარსთა რჩული ვიცოდეთ, ხოლო რაჟამს ქართლად შემოვედით და ქრისტეანეთა რჩული ვიხილეთ, ქრისტეანე ვიქმენით და აწ ქრისტეანე ვართ, რამეთუ ქრისტეანეთა რჩული წმიდა და სურნელ არნ და ფრიად კეთილ და შუენიერ არს, ხოლო სხუაჲ რჩული ვერ ესწორების რჩულსა ქრისტეანეთასა".

ხოლო სიტყჳს-მიმგებელ იყო მათ შორის მსაჯულისა მიმართ ნეტარი ევსტათი. და ვითარ ესმნეს ესევითარნი სიტყუანი მათგან, გული განუწყრა და უბრძანა მსახურთა თჳსთა პირსა ცემაჲ ნეტართაჲ მათ და გარე განყვანებაჲ მათ ყოველთაჲ და უბრძანა: "დაჰყჳნეთ მაგათ თავი და წუერი და განუჴურიტენით მაგათ ცხჳრნი და ჯაჭჳ დასდევით ქედსა მაგათსა და ბორკილნი შეუსხენით ფერჴთა, და შესხენით ეგენი საპყრობილესა და, თუ ვინმე აღიაროს მაგათგანმან მამული რჩული, განუტევეთ და ჩემდა მოაწიეთ, და მე განვამდიდრო იგი ბოძითა დიდითა. ხოლო რომელმან მამული რჩული არა აღიაროს, იგი საპყრობილესა შინა მოკუედინ".

და ვითარ ესმა მარზაპნისა სიტყუაჲ იგი: "რომელმან აღიაროს, იგი ვაცხოვნო, და რომელმან არა აღიაროს მამული რჩული, საპყრობილესა შინა მოკუედინ-ო", მას ჟამსა ეშმაკი შეუჴდა გულსა ბახდიადისსა და პანაგუშნასპისსა და უვარ-ყვეს ქრისტჱ და უღმრთოებაჲ აღიარეს, ხოლო მათ ნაწილი ჯუარის-მცუმელთა თანა მიიღეს. ხოლო ნეტარი ევსტათი და გუშნაკ და ბორზო და პეროზაკ და ზარმილ და სტეფანე გულს-მოდგინედ და მტკიცედ დგეს სარწმუნოებასა ზედა ქრისტჱსსა, და ვითარ უთხრეს მარზაპანსა მას, ვითარმედ ორთა მათგანთა აღიარეს მამული რჩული, განიხარა მარზაპანმან და ბრძანა შეყვანებაჲ მათი და ინაჴით დაისხნა იგინი და უქადებდა მათ საფასესა დიდსა და კეთილად პყრობასა, ხოლო ნეტარისა ევსტათისი და სხუათა მოყუასთა მისთაჲ ბრძანა თავისა და წუერისა დაყუენაჲ და ჯაჭჳსა ქედსა დადებაჲ და ბორკილითა საპყრობილეს შესხმაჲ მათი. ხოლო მსახურთა მათ აღასრულეს ბრძანებაჲ მარზაპნისაჲ მის; და დაყჳნნეს იგინი თმითა და წუერითა, და ჯაჭჳთ დაბორკილნი საპყრობილედ შეაყენნეს. ხოლო ბახდიადს და პანაგუშნასპს ნუგეშინის- სცა და განუტევნა იგინი, ხოლო საფასესა და კეთილსა, რომელსა უქადებდ მათ, არცა ფსირიდი ერთი მისცა მათ.

ხოლო წმიდაჲ ევსტათი და სხუანი იგი მოყუასნი მისნი პყრობილ ყვნეს ვითარ ექუს თთუე ოდენ. და შემდგომად ექუსისა თთჳსა მწოდებელი სპარსთა მეფისაჲ მოიწია არვანდ გუშნასპისა. და ვითარ წარემართებოდა მარზაპანი იგი მეფისა მის, შეკრბეს ქართლისა მთავარნი, მარზაპნისა მის ჯმნად მოვიდეს.

რაჟამს ამჴედრდებოდა მარზაპანი იგი, აღდგეს მთავარნი ქართლისანი და სამოელ ქართლისა კათალიკოზი და გრიგოლ ქართლისა მამასახლისი და არშუშა ქართლისა პიტიახში და სხუანი სეფეწულნი და მარზაპანსა ჰრქუეს: "ვევედრებით შენსა მაგას უფლებასა, სათხოველსა ერთსა გთხოვთ". ხოლო მან ჰრქუა მათ: თქუთ, რაჲ-ცა გნებავს! რაჲ-მცა იყო, რომელი თქუენ არა მიგმადლე"? ხოლო მათ ყოველთა ჰრქუეს: "გევედრებით შენ, ჯერ-გიჩნდინ შენ, უფალო, განტევებაჲ კაცთაჲ მათ, რომელნი-იგი მცხეთელნი ქრისტეანობისათჳს საპყრობილედ მიცემულ არიან". ჰრქუა მათ მარზაპანმან მან: "იგი კაცნი მოსაკლავად შეჰგვანდეს, ხოლო თქუენითა ოხითა განუტევნე ეგენი". ხოლო მათ მადლი მისცეს მას. და უბრძანა განტევებაჲ მათი. და გამოიყვანნეს იგინი მიერ საპყრობილით და მოვიდეს იგინი ვანად თჳსა ქრისტეანებით. და სათნოდ ღმრთისა ცხონდებოდეს ნეტარნი იგი. და რომელმან-მე მათგანმან ნებითა ღმრთისაჲთა შეისუენა ჟამად-ჟამად და რომელნი-მე ცოცხალ არიან.

ხოლო რომელთა-იგი უვარ-ყვეს ქრისტჱ, ბახდიად ეშმაკეულ იქმნა და ძნელად მოკუდა, ხოლო უბადრუკმან პანაგუშნასპ გლახაკობითა აგნა დღენი, რომელსა პური საჭმელად არა აქუნდა და ჴორცთა საფარველი სამოსლად არა ეპოვებოდა, და ვიდრე-იგი ცოცხალ იყო, ურვით და ჭირით იყვნეს დღენი მისნი.

4. და შემდგომად სამისა წლისა შემოვიდა ვეჟან ბუზმირ ქართლისა მარზაპნად. და წარვიდეს სპარსნი მცხეთით, შემასმენელნი ნეტარისა ევსტათისნი, ტფილისა და წარდგეს წინაშე ვეჟან ბუზმირ მარზაპნისა და ჰრქუეს: "კაცნი არიან მცხეთას ჩუენისა რჩულისანი და განდგომილ არიან იგინი ჩუენგან და ქრისტეანობენ, აწ განკითხვაჲ მათი თქუენ ჴელ-გეწიფების". და უბრძანა ვეჟან ბუზმირ ორთა მჴედართა წარსლვაჲ და მოწოდებაჲ წმიდისა ევსტათისი და სტეფანჱსი. და ვითარცა მივიდეს მჴედარნი იგი, ჰრქუეს ევსტათის და სტეფანეს: "გიწესს თქუენ მარზაპანი". და ჰრქუეს: "მოვალთ თქუენ თანა, არას ვიურვით, არცა გუეშინის".

და ვითარ წარემართებოდეს ევსტათი და სტეფანე ტფილისს, ჰრქუა ევსტათი სიდედრსა თჳსსა და ცოლსა და შვილთა თჳსთა და მონა-მჴევალთა თჳსთა: "ჯმნულმცა ვარ მე თქუენგან, რამეთუ მე აქა არღარა მოქცევად ვარ, და ქრისტჱ მე არა უვარ-ვყო, და მათ მე არღარა განმიტეონ ცოცხლებით, ხოლო სიკუდილი ჩემი ტფილისს ყოფად არს საპყრობილესა და თავი მოკუეთად არს ჩემდა, ხოლო გუამი ჩემი მოიწიოს აქა-ვე ნებითა ღმრთისაჲთა".

და ვითარცა ესე ჰრქუა, იჯმნა ყოველთაგან. და მათ ყოველთა დაიწერეს ჯუარი და წარემართნეს ტფილისს იგი და სტეფანე მჴედართა მათ თანა, ხოლო სახლეულნი, ნათესავნი და თჳსნი მოსტიროდეს უკუანა. და ვითარ წიაღ-ჴდეს ველად და მიიწინეს წინაშე ჯუარსა მცხეთისასა, აღიპყრნა ჴელნი წმიდამან ევსტათი და თქუა: "უფალო ღმერთო, იესუ ქრისტე, უკუეთუ ღირს მყო მე სიკუდილსა სახელისა შენისათჳს ქრისტეანებით, ჴორცთა ჩემთაჲ ნუ ჯერ-გიჩნს განგდებაჲ გარჱ და შეჭმაჲ ძაღლთაჲ და მფრინველთა ცისათაჲ, არამედ ჴორცთა ჩემთაჲ ბრძანე აქა-ვე მოქცევაჲ და დამარხვაჲ მცხეთას, სადა-ცა ნათელ-მიღებიეს".

ვითარცა ესე სიტყუაჲ თქუა ნეტარმან ევსტათი, ჯუარსა თაყუანის-სცა და იჯმნა კრებულისა მისგან, და წარემართნეს ტფილისს. და ვითარცა მივიდეს მჴედარნი იგი, წარუდგინეს ევსტათი და სტეფანე წინაშე ვეჟან ბუზმირ მარზაპნისა და თქუეს: "ესე არიან ახალ-ქრისტეანენი იგი მცხეთელნი". ხოლო ვეჟან ბუზმირ ჰრქუა ევსტათის და სტეფანეს: "ვინანი ხართ, ანუ რომელი რჩული გიპყრიეს"? და აღდგეს ასურნი მთავარნი კაცნი სტეფანჱსთჳს და ჰრქუეს: "ესე კაცი ჩუენ ვიცით, ჩუენი მდაბური არს, მამაჲ და დედაჲ და ძმანი და დანი მაგისნი ქრისტეანე არიან და ეგე-ცა ქრისტეანე არს". ხოლო სტეფანე მათითა მით სიტყჳთა განუტევეს, ხოლო წმიდასა ევსტათის ჰრქუა: "შენ ვინაჲ ხარ, ანუ რომლითა რჩულითა სცხონდები?"

წმიდამან ევსტათი თქუა: "უკუეთუ მკითხავ, ისმინე გულ-მოდგინედ და გითხრა შენ ყოველი. მე ვიყავ ქუეყანისა სპარსეთისაჲ, ჴევისა არშაკეთისაჲ, ქალაქისა განძაკისაჲ, და მამაჲ ჩემი მოგჳ იყო და ძმანი ჩემნი მოგუნი იყვნეს, და მეცა მამაჲ მოგუებასა მასწავებდა. ხოლო მე მამული რჩული არა მიყუარდა და ვთქუ გონებასა: ესე რჩული არა მიყუარს, აწ ჰურიათაჲ-ცა ვისმინო და ქრისტეანეთაჲ-ცა, და რომელი უკეთჱს იყოს, იგი რჩული შევიყუარო. და დღისი მამაჲ ჩემი მოგუებასა მასწავებნ და ღამე-ღა ქრისტეანეთა დაჰრეკიან, ეკლესიად მივიდი და ვის-მენდი ჟამობასა მას მათსა და ვხედევდი მსახურებასა მას ქრისტეანეთასა, რომელსა ჰყოფდეს ღმრთისათჳს. და ჰურიათა თანა-ცა ბაგინად შევიდი და მათსა-ცა მას მსახურებასა ვხედევდი. ხოლო ქრისტეანეთა ლოცვასა ჴმაჲ მათი, ვითარცა ჴმაჲ ანგელოზისაჲ, მესმინ და ფრიად სურნელ არს და ჰამო ჟამობაჲ მათი. ხოლო ბაგინად ღამე შევიდი ჰურიათასა, ვერაჲ ვცნი, რასა იტყჳედ. და მერმე კუალად შევედ და მომეახლა მე სამოელ არქედიაკონი და რჩულის მეცნიერი და მრქუა მე: "რაჲსა შემოხუედი შენ ეკლესიად ესრე გულს-მოდგინედ?" ხოლო მე ვარქუ მას: "უფალო, შენ-ცა მიცი, ვინ ვარ მე, არამედ არა მიყუარს მე რჩული ესე მამული ჩემი და მინებს, ვინ-მცა მაცნო რჩული ჰურიათაჲ-ცა და ქრისტეანეთაჲ-ცა, და რომელი-მცა რჩული უწმიდე იყო, იგი-მცა შევიყუარე".

"მაშინ სამოელ არქედიაკონმან მრქუა მე: "უკუეთუ გინებს ჭეშმარიტად ცნობაჲ, ორი-ვე რჩული მე გითხრა შენ კეთილად. ხოლო გამორჩევაჲ არა შენი არს, არამედ ვითარცა უფალმან გიბრძანოს. ხოლო მე ფრიად ვევედრე და ვარქუ მას: "რომლითა ღმრთისა სათნო-ვიყო, იგი მინებს რჩული პყრობად და იგი-ცა მიბრძანე". ხოლო სამოელ არქედიაკონმან იწყო თხრობად და მრქუა მე: "გულს-მოდგინედ ისმინე, ძმაო! წინაჲთ სპარსთა რჩული იყო, ვითარცა ჩუენ თჳთ იცი, ხოლო ღმერთსა სძაგდა რჩული იგი სპარსთაჲ და არა სთნდა. და მერმე ჰურიანი გამოირჩინა ღმერთმან და სათნო-იყვნა და მისცა მათ რჩული და მცნებაჲ დამარხვად. მაშინ-ღა ქრისტეანენი სათნო-იყვნა ღმერთმან უფროჲს ჰურიათასა". და მერმე ვევედრე სამოელს არქედიაკონსა და ვარქუ: უფალო, ნუ გეწყინებინ და კეთილად მაცნობე. და მერმე ვჰკითხე: უფალო, ჰურიანი ვიეთნი იყვნეს, ვინაჲ მოვიდეს და შეიყუარნა იგინი ღმერთმან? მაშინ მრქუა მე სამოელ არქედიაკონმან: თხრობაჲ ეგე ჰურიათაჲ დიდ არს, ძმაო, ხოლო თუ განჰმარტნე სასმენელნი შენნი და გულს-მოდგინედ ისმენდე, მეცა უწყინოდ ყოველი გითხრა და გაცნობო შენ.

5. "კაცი ერთი იყო უბიწოჲ და ღმრთის მოყუარე სოფელსა სპარსთასა და ქალაქსა ბაბილონელთასა და სახელი ერქუა მას აბრაჰამ. და ეჩუენა მას ღმერთი ჩუენებასა ღამისასა და ჰრქუა აბრაჰამს: გამოვედ შენ მაგიერ ქუეყანით და წარგიყვანო  შენ სხუად ქუეყანად და განგამრავლო შენ და აღგაორძინო შენ დიდად ფრიად და გყო შენ მამად ნათესავთა მრავალთა და ერთა ურიცხუთა. ხოლო აბრაჰამს ჰრწმენა სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ და თქუა აბრაჰამ, იყავნ, უფალო, ჩემ ზედა სიტყუაჲ ეგე შენი! და გამოვიდა აბრაჰამ ქუეყანისა მისგან ქალდეველთაჲსა და მოვიდა ქუეყანად შუვა მდინარედ, ქალაქად ქანანდ, მახლობელად ევფრატსა. მოვიდა იგი წინამძღურებითა ანგელოზისაჲთა და დაეშენა იგი ქანანს შინა. და მერმე ცვალა იგი მუნით და მოიყვანა იგი ქუეყანად ქანანისად და დაეშენა იგი ქებრონს შინა. და ესუა აბრაჰამს ისაკი და ისაკს იაკობი. და იაკობს ესხნეს ათორმეტნი ძენი და უბრძანა ღმერთმან აბრაჰამს და ჰრქუა: წინა-დასცჳთე ისაკს და იაკობს და ყოველთა ძეთა იაკობისთა, და იყავნ იგი თქუენდა რჩულად საუკუნოდ.

"და აბრაჰამ ყო ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მას ღმერთმან. და აღორძნდეს და განმრავლდეს ნათესავნი აბრაჰამისნი დიდად ფრიად, ესე არიან ჰურიანი. და უყუარდეს ღმერთსა ჰურიანი დიდად ფრიად, ვითარცა უყუარნ მამასა საყუარელი შვილი. და უწოდა ჰურიათა სახელი ისრაჱლ. ხ ისრაჱლი გამოითარგმანების: ერი ღმრთისაჲ. და განდიდნა და განვრცნა ერი იგი ღმრთისაჲ ისრაჱლი, და გარდამოჴდა ღმერთი ზეცით ქუეყანად და მოვიდა თხემსა ზედა მთისა სინაჲსასა, და დაწერნა ღმერთმან ჴელითა თჳსითა ფიცართა ქვისათა რჩული და მცნებაჲ ესრეთ:

"პირველი მცნებაჲ ესრეთ: შეიყუაროთ უფალი ღმერთი თქუენი ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა სულითა თქუენითა და ყოვლითა გონებითა თქუენითა. და მერმე ესე: ნუ კაც-ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ისიძავ, ნუ გული გითქუამს ცოლსა მოყუსისა შენისასა, ნუ ცილსა ჰფუცავ, ნუ ცილსა სწამებ, ნუ ორსა სიტყუასა იტყჳ. თავ-უყავ მამასა შენსა და დედასა შენსა, შეიყუარე მოყუასი შენი ვითარცა თავი თჳსი, შაბათნი ჩემნი დაიმარხნეთ, დღესასწაულნი და შესაწირავნი და უქმნელებანი აღასრულნეთ. ესე რჩული და მცნებაჲ დაწერა ღმერთმან, და მოსცა მოსეს, მონასა თჳსსა. და მოსე მოიხუნა ფიცარნი იგი და აღმოუკითხნა ყოველსა ისრაჱლსა. და განიხარა ყოველმან ისრაჱლმან და თქუა: ყოველი, რაჲ-ცა გჳბრძანა უფალმან, ვყოთ და აღვასრულოთ, გარნა უფალი იყავნ ჩუენ თანა. და ამაღლდაუფალი ზეცად. და ვითარცა ესე რჩული ისმინეს ჰურიათა, შესწირვიდეს შესაწირავთა და საკუმეველსა და მსხუერპლსა და შაბათთა იმარხვიდეს და ღმერთი იყო მათ თანა, და მას ჟამსა უცხო-თესლნი შეკრბეს და ზედა-მოუჴდეს ისრაჱლსა. ხოლო ღმერთმან ჴელითა ერთისა კაცისაჲთა წარდევნნა იგინი. რომელი-მე მოკლეს და რომელი-მე ტყუედ უკ-მოიყვანეს და რომელი-მე მეოტად წარიქციეს. და ესრეთ მტერთაგან უშიშ იქმნნეს, რამეთუ ღმერთი იყო მათ თანა.

"და მერმე რავდენთა-მე ჟამთა მეფჱ ითხოეს ყოველმან ისრაჱლმან ღმრთისაგან, რაჲთა ჰბრძოდის იგი მტერთა მათთა. და უბრძანა მათ ღმერთმან მეფჱ, და განაგო ღმერთმან წესი შარავანდედობისაჲ. და შემდგომად რავდენთა-მე დღეთა მოიკლა მეფჱ იგი ღუაწლსა შინა, რამეთუ აღეღო თავი თჳსი და ესვიდა იგი ძალსა თჳსსა და არა ღმერთსა მისსა.

"შემდგომად დავით მეფობდა. ხოლო დავით იყოვე საყუარელი ღმრთისაჲ   და ღმერთი დავითს უყუარდა და დავით აღასრულნა საკუერთხნი და შესაწირავნი და მსხუერპლნი, და დღესასწაულნი და შაბათნი კეთილად აღასრულნა. შემდგომად მისა ძჱ მისი სოლომონ მეფობდა და განდგა იგი ღმრთისაგან, და განდგა ერი იგი, და განდრკა ღმრთისაგან და ჰმსახურებდეს კერპთა ყრუთა, ჴელით-ქმნულთა, და ქვათა უსულოთა, ხეთა და მაღალთა სერტყთა და მწუერვალთა ხეთასა, და ღმერთი უვარ-ყვეს. და წინაწარმეტყუელნი ღაღადებდეს და ეტყოდეს: არა ჯერ-არს ღმრთისა ცხოველისა დატევებაჲ და ქვათა, გინა სხუათა რათ-მე მსახურებაჲ. აწ ესერა მოავლინოს ღმერთმან თქუენ ზედა სიკუდილი და სიყმილი და მახჳლი და ტყუეობაჲ და ეგრეთ აღგჴოცნეს თქუენ. და მათ არა უნდა სმენად ჴმაჲ იგი წინაწარმეტყუელთაჲ მათ, რამეთუ განბორგებულ იყო ერი იგი ისრაჱლისაჲ. და ბრძანეს მოწყუედაჲ მათ წინაწარმეტყუელთაჲ, რომელნი-მე მახჳლითა, რომელნი-მე ცეცხლითა, რომელნი-მე ხერხითა განხერხნეს, რომელნი-მე მჴეცთა მისცნეს და რომელნი-მე მღჳმესა შთააგდეს, რომელნი-მე ქვითა განტჳნნეს.

6. "ხოლო ღმერთი ტკბილ არს და კაცთ-მოყუარე, არა უნდა წარწყმედაჲ ისრაჱლისაჲ და უნდა მოქცევაჲ მათი. მოავლინა ღმერთმან ძჱ თჳსი ქრისტჱ სოფლად და შევიდა მუცელსა წმიდისა ქალწულისასა და ჴორცნი შეისხნა  და განკაცნა წმიდისა მარიამისგან, და საშოჲსაგან წმიდისა გამოვიდა და ღმრთეებაჲ ჴორცითა დაიფარა. უკუეთუ-მცა ღმრთეებაჲ ჴორცითა არა დაეფარა, კაცი-მცა ვერ მიეახლა ღმერთსა, რამეთუ მზჱ ქმნული ღმრთისაჲ არს და თუალნი ვერვინ შეუდგნის და სიმრგულჱ მზისაჲ ვერვინ განიცადის. ღმრთეებასა-მცა კაცი ვერ მიეახლა, ამისთჳს ჴორცნი შეისხნა, რაჲთა-მცა ისრაჱლი მო-ვითარ-აქცია ღმრთისა ცხოველისა. და განკაცებასა მისსა ნათელ-იღო იორდანესა მდინარესა ჴელითა იოვანჱსითა. და ვითარ აღმოვიდოდა მიერ წყლით, აჰა ცანი განეხუნეს და სული წმიდაჲ, ვითარცა ტრედი, გარდამოჴდა სპეტაკი და დაადგრა მას ზედა, და ჴმაჲ იყო ზეცით გარდამო და თქუა: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, მაგისი ისმინეთ და სცხონდეთ.

"და ვითარ შევიდა იერუსალჱმდ, იწყო სასწაულთა საქმედ და ნიშები და კურნებანი. ოც და ათურამეტისა წლისა სნეული იდვა ცხედარსა ზედა, იხილა და სიტყჳთ უბრძანა: აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე! და მუნთქუეს-ვე აღდგა და ვი\დოდა ცოცხალი და ადიდებდა ღმერთსა.

"მერმე შობითგანი ბრმაჲ პოვა და თიჴაჲ შექმნა ნერწყჳთა და თუალთა მისთა დაჰგოზა და უბრძანა მას მობანაჲ წყლითა, და აღეხუნეს თუალნი ბრმასა მას. და მკუდარნი აღადგინნა და მკელობელნი ავლინნა და კეთროანნი განწმიდნა და მრავალნი კურნებანი ყვნა ქრისტემან მათ შორის, რაჲთა-მცა ჰრწმენა ჰურიათა და მოიქცეს ღმრთისა ცხოვლისა და უნდა, რაჲთა-მცა არა განითხინეს ღმრთისაგან,

"ხოლო ჰურიანი იგი უფროჲს ხოლო აღბორგდეს და შური დიდი აღიღეს ქრისტჱსთჳს და უნდა მოკლვაჲ მისი. ხოლო ქრისტემან მიჰრიდა მათ გარე სოფლებსა და დაბნებსა, იქცეოდა მუნ. და რომელთა ჰრწმენა ქრისტჱსი, უკუანა შეუდგეს მას.

და განვიდოდა დაბასა ერთსა, და გამოაქუნდა მკუდარი იამავრი, ძჱ ქურივისაჲ. და ვითარცა იხილა იგი, უბრძანა და დადგეს ცხედარი იგი. და უპყრა ჴელი ყრმასა მას და მისცა დედასა თჳსსა ცოცხალი.

"მერმე განვიდოდა დაბასა ერთსა, შეუდგა მას ერი მრავალი და სიმრავლითა მით ერისაჲთა წინაუკუნ ვერ შეუძლეს მიღებად განრღუეულისა, და სართული სახლისაჲ აღსძარცუეს და მიერ ცხედრითა შთაუტევეს. და აღადგინა იგი და თჳსითა ფერჴითა წარვიდა სახიდ თჳსა, და ერი მრავალი შეუდგა მას და ადიდებდეს ღმერთსა. ხოლო ერისა მისგანნი ათორმეტნი გამოირჩინა კაცნი და უწოდა მათ მოწაფე, და რასა-ცა უბრძანებდა მათ, მას-ცა იქმოდეს.

"და შევიდა დაბასა ერთსა. იყო მუნ ქორწილი. და შევიდა იესუ საქორწინესა მას, და ღჳნოჲ არა იყო მუნ, რამეთუ მოლეულ იყო, და ტაკუკნი ცალიერნი დგეს მუნ. მაშინ უბრძანა იესუ მოწაფეთა მათ წყალი მოღებად, და ტაკუკნი აღავსნეს წყლითა, და აკურთხა წყალი იგი ქრისტემან. და იქმნა ღჳნო უჰამოვნეს პირველისა მის ღჳნისა, და მრავალთა უკჳრდა, და ჰრწმენა მისი და შეუდგეს მას.

"და მერმე დედაკაცი ათორმეტ წელ წიდოვნებასა შინა იყო და მოვიდა იდუმალ ზურგით კერძო იესუჲსა და უპყრა ფესუსა სამოსლისა მისისასა, და განწმიდნა იგი.

"და მერმე მოვიდოდა ქრისტჱ ადგილსა ერთსა, და იყო მუნ ველი შუენიერი, და მოხედა ერსა მას, რომელი-იგი უკუანა შეუდგა მას, და ჰრქუა მოწაფეთა მათ: ერი ესე, ესოდენი დღჱ არს, ვინაჲთგან უზმა არიან, და მეწყალის. წარვედით ქალაქად და იყიდეთ პური და ეცით ერსა მას. ხოლო ქრისტემან ჰრქუა მოწაფეთა: თქუენგანსა არავის გაქუს პური აქა? და ჰრქუა ერთმან მოწაფეთაგანმან: მე მაქუს ხუთი პური და ორი თევზი. ჰრქუა ქრისტემან: მომართუთ იგი აქა. და ვითარცა მოართუნეს ხუთნი იგი პურნი და ორნი თევზნი, უბრძანა ქრისტემან ერისა მის დასხმაჲ ქუეყანასა ზედა და აღიპყრნა ზეცად ხუთნი იგი პურნი და ორნი თევზნი, აკურთხნა და განტეხნა და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, და მოწაფენი იგი მისცემდეს ერსა მას. და ერმან მან ჭამა და განძღა, და ათორმეტი გოდორი სავსჱ აღიღეს ნეშტი. ხოლო ერი იგი, რავდენთა ჭამეს, იყვნეს ვითარ ხუთ ათას, გარნა ყრმებისა და დედებისა.

"მაშინ უბრძანა ქრისტემან ერსა მას ჴმელით ქუეყანით მოსლვაჲ. ხოლო ქრისტჱ და მოწაფენი მისნი განვიდოდეს ზღუასა მას, ვითარცა ჴმელსა, და ფერჴნი მათნი არა დაილტვნეს. და ვითარცა განჴდეს ჴმელად, და მოემთხჳა კაცი ერთი, რომლისა თანა იყო ლეგეონი ეშმაკი. ღაღატ-ყო და თქუა: ქრისტე, შემეწიე მე, რამეთუ ბოროტად ვიგუემები, ხოლო ქრისტემან შეჰრისხნა ლეგეონსა მას ეშმაკსა და განვიდა მისგან და ადიდებდა ღმერთსა. ხოლო ეშმაკი იგი ღაღადებდა და თქუა: ქრისტე, გიცი შენ, ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ, ჩემდა ხოლო მოხუედ წარწყმედად. ხოლო ქრისტემან უბრძანა ქუეყანასა და განეღო და დანთქა ეშმაკი იგი და შთაჴდა ჯოჯოხეთა ქუესკნელად.

"და მერმე მოვიდა დაბასა მას, რომელსა სახელი ერქუა ბეთანია, სადა ლაზარე მომკუდარ იყო ოთხით დღით წინა მისა, და იდვა იგი სამარესა შინა. და მივიდა ქრისტჱ კარსა მის სამარისასა, ჴმა-ყო და თქუა: ლაზარე, გამოგუალე! და ერთითა მით ჴმითა ქრისტჱსითა იგი სამარისაგან გამოვიდა მხიარული. და უკჳრდა ერსა მას და უფროჲს განმრავლდა ერი იგი სარწმუნოებითა დიდითა.

"ამისა შემდგომად აღვიდა ქრისტჱ იერუსალჱმდ და შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და იხილა მუნ შინა სავაჭროჲ დაგებული და ჰყიდდეს. და აღიღო ქრისტემან შოლტი და გამოასხა კაცები იგი და გამოუბნია სავაჭროჲ იგი და დაამჴუა ტაბლები იგი და თქუა: ესრე წერილ არს: სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ ვითარცა ქუაბი ავაზაკთაჲ გიყოფიე. და მერმე თქუა: დავარღჳო ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვაშენო ეგე. და ვითარცა ესმა ესე ჰურიათა მათ, განრისხნეს ფრიად და თქუეს: ჩუენ ვიცით მამაჲ მისი იოსები და დედაჲ მისი მარიამ, და ძმანი-ცა უსხენ. ხოლო თავსა თჳსსა ძედ ღმრთისად გამოაჩინებს და ტაძარსა ღმრთისასა მამულად იჩემებს, და მერმე თქუეს: სოლომონ ორმეოცსა წელსა აღაშენა, და იგი იტყჳს დარღუევად და მესამესა დღესა აღშენებად. ამის სიტყჳსათჳს გული განიწყეს ჰურიათა მათ და შური გულსა დაიდვეს და იზრახეს შეპყრობაჲ მისი და მოკლვაჲ.

"და შეიპყრეს ქრისტჱ და მოიყვანეს წინაშე მღდელთ-მოძღუართა მათ და მოხუცებულთა, და ქრისტეს ჰრქუეს მღდელთ-მოძღუართა მათ და მოხუცებულთა: შენ ვითარ თავსა შენსა ძედ ღმრთისად გამოაჩინებ, ძჱ ღმრთისაჲ ხარ-ა შენ? ხოლო ქრისტემან ჰრქუა მათ: ეგე თქუენ სთქუთ.

"და მერმე ჰრქუეს ქრისტესა: სოლომონმან ორმეოცსა წელსა აღაშენა ტაძარი ესე და შენ სთქუ: დავარღჳო და სამსა დღესა აღვაშენო ეგე-ო! მაშინ ქრისტემან ჰრქუა: მე ჴელ-მეწიფების დარღუევად და მესამესა დღესა აღშენებად. მაშინ-ღა განრისხნეს ჰურიანი იგი და აღტეხეს და აღაშფოთეს ერი იგი ჰურიათაჲ და თქუეს: მოსაკლავად შეჰგავს კაცი ესე. და მოუჴდეს ქრისტესა ზედა და იწყეს ცემად და კიცხევად მისა, და რომელი-მე სცემდა ჴჳრთითა თავსა მისსა და რომელი-მე ლერწმითა სცემდა თავსა მისსა წმიდასა და რომელი-მე სცემდა ყურიმალსა და რომელნი-მე ჰნერწყუვიდეს პირსა მისსა ნათელსა. და აღჰმართეს ძელი და ჯუარს აცუეს ქრისტჱ და ძმარი და ნავღელი შეზავებული ასუეს ჯუარსა ზედა.

"მაშინ თუალნი აღიხილნა ზეცად მამისა მიმართ და თქუა: მამაო ჩემო, ყოველი-ვე აღვასრულე და ისრაჱლმან არა ისმინა ჩემი და ესევითარი ტანჯვაჲ მოაწიეს ჩემ ზედა. და მიიდრიკა თავი და აღმოუტევა სული. და მწრაფლ გარდამოიღეს მიერ ჯუარით. ხოლო კაცი ერთი იყო ჴელმწიფე და მოწაფე ყოფილ იყო ქრისტჱსა, მან აღიღო გუამი ქრისტჱსი და დადვა ახალსა სამარესა და ლოდი დიდი მიაგორვა კარსა ზედა სამარისასა. და მესამესა დღესა მსთუად ცისკარსა ოდენ ანგელოზი გარდამოჴდა ზეცით და გარდააგორვა ლოდი იგი მის საფლავისაგან. და ქრისტჱ აღდგა და გამოვიდა მიერ სამარით, და ეჩუენა ორთა მოწაფეთა და მარიამს მაგდანელსა და სხუათა დედათა. და ჰრქუა მათ ქრისტემან: არქუთ მოწაფეთა ჩემთა: წარვედით გალილეას, თაბორდ, და მუნ მიხილოთ მე.

და ათორმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს სიხარულითა დიდითა მთასა თაბორსა და იხილეს ქრისტჱ და თაყუანის-სცეს და ამბორს-უყვეს ფერჴთა მისთა წმიდათა. ხოლო ქრისტემან ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: აწ არღარა გერქუას თქუენ მოწაფე, არამედ მოციქულ გერქუას თქუენ. ხოლო მე აწ აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა. ხოლო მოციქულთა მათ შთაჰბერა სული ცხოელი და ჰრქუა მათ: მიიღეთ თქუენ სული ცხორებისაჲ და წარვედით თქუენ ქალაქებსა და სოფლებსა და დაბნებსა კიდითგან ვიდრე კიდემდე ქუეყანისა და ჰყოფდით ნიშებსა და სასწაულებსა და კურნებასა და მოაქცევდით წარმართთა და ნათელ-სცემდით სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. და ასწავებდით მათ, ყოველი-ვე რავდენი გამცენ თქუენ, და მე ესერა თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა ცხორებისა თქუენისათა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. უსასყიდლოდ მოგიღებიეს და უსასყიდლოდ-ცა მისცემდით მათ.

და ქრისტჱ ამაღლდა ზეცად ანგელოზთა თანა. ხოლო ათორმეტნი იგი მოციქულნი წარვიდეს და მიმოვლეს გარემო სოფლებსა და ქალაქებსა და დაბნებსა და ახარებდეს და ქადაგებდეს ქრისტესა, აღდგომილსა მკუდრეთით, და ჰყოფდეს ნიშებსა და სასწაულებსა და კურნებათა, და მოიქცეოდეს და ნათელს-იღებდეს სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა.

"და ესრეთ განმრავლდა და განეფინა ქრისტეანობაჲ და განვრცნა კიდით ქუეყანისაჲთ ვიდრე კიდემდე ქუეყანისა. და ებისკოპოსნი და მღდელნი განაჩინნეს და ეკლესიანი აღაშენნეს. და მას შინა ჯუარი აღემართა, და ყოველსა სოფელსა ჰრწმენა ქრისტჱ და აღივსო ყოველი სოფელი ქრისტეანებითა, და ყოველსა ქუეყანასა იქადაგა ქრისტჱ. ჰურიათა მათ ვითარცა წინაწარმეტყუელნი იგი უთხრობდეს, ეგრეთ-ცა მოიწია მათ ზედა: რომელნი-მე მახჳლითა, რომელნი-მე სიყმილითა, რომელნი-მე სიკუდილითა მოსწყდეს და განილინეს და სხუანი ტყუეობითა განიბნინეს. რამეთუ არა დაიმარხეს რჩული ღმრთისა ცხოვლისაჲ. ხოლო აწ ქრისტეანეთა უწოდა ისრაჱლ, რამეთუ ისრაჱლი ითარგმანების "ერ ღმრთისა და მონა ქრისტჱსა", რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

7. "მაშინ ვითარცა გულისჴმა-ვყავ, და ვცან ყოველი სამოელ არქედიაკონისაგან დასაბამითგანი ყოველი ვიდრე აქამომდე და მივიწიე ყოველსა ზედა რჩულსა ჰურიათასა და ქრისტეანეთასა, მრწმენა მე ღმერთი დაუსაბამოჲ და ძჱ მისი იესუ ქრისტჱ და სული წმიდაჲ მისი. და ამით ნათელ-მიღებიეს და ვერვინ განმაშოროს მე ქრისტჱსგან ვიდრე სულისა ჩემისა აღმოსლვამდე, ხოლო მამულისა ჩემისა რჩულისათჳს სიტყუად-ვე ზარ-მაც და მრცხუენის-ცა. რამეთუ ღმერთმან, რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, მზჱ და მთოვარჱ და ვარსკულავნი, ზღუაჲ და ჴმელი, მდინარენი და შესაკრებელნი წყალთანი, მთანი და ბორცუნი, ველნი და ტყენი, შეშაჲ და ცეცხლი, ოთხფერჴნი პირუტყუნი და მჴეცნი, ქუე-წარმავალნი და მფრინველნი ცისანი, და მერმე კაცნი შექმნნა ღმერთმან და მას ყოველსა ზედა უფალ ყო იგი. ყოველი ესე დაამორჩილა კაცსა მას, და ჩუენ ამის ყოვლისა შემოქმედი ღმერთი დაუტეოთ და ამას ღმრთისა დაბადებულსა ღმრთად ვხადოდით-ა? ნუ იყოფინ ესე! მზჱ და მთოვარჱ და ვარსკულავნი არა ღმერთ არიან, არამედ ღმერთმან მზესა განათლებაჲ დღისაჲ უბრძანა და მთოვარესა და ვარსკულავთა განათლებაჲ ღამისაჲ უბრძანა, ხოლო ღმერთ არა არიან. ღმერთმან-ღა ღრუბელსა უბრძანის, და მოეფინის ბრწყინვალებაჲ მზისაჲ და მთოვარისაჲ დააბნელის. მზჱ და მთოვარჱ ამისთჳს არა ღმერთ არიან. მერმე კუალად ცეცხლი არა ღმერთ არს ამით, რამეთუ ცეცხლი კაცმან აღაგზნის და კაცმან-ვე დაშრიტის, რამეთუ კაცი უფალ არს ცეცხლისა, ამისთჳს არა ღმერთ არს ცეცხლი. თუ ვის-მე განერის და წარვიდის, რასა-ცა მიჰმართის, გინა ტყესა, გინა ველსა, გინა სახლსა, თუ კაცი დახუდის, და-ვე-წჳს. ხოლო ცეცხლსა-ღა წყალი მიეახლის, ეგოდენი იგი ძალი ცეცხლისაჲ დაშრიტის და უჩინო იქმნის ცეცხლი იგი; ამით არა ღმერთ არს, ხოლო ჩუენ ღმრთად გურწამს.

"ხოლო ჩუენ ღმერთმან ცეცხლი სამსახურებელად მოგუცა, ყინელისა განსატფობელად და ყოვლისა სანოვაგისა საქმარად; და ოდეს გჳნებნ, აღვაგზნით, და ოდეს გჳნებნ, დავშრიტით. და ესრეთ არა ღმერთ არს ცეცხლი იგი.

"მერმე ღმრთისა შექმნულნი კაცნი საცხოვართა პირუტყუთა მსგავს ვიყვენით. და ესრე სახედ, ვითარცა პირუტყუთა მამლობასა და დედლობასა არა იციან მშობელი, არცა შობილი მათგანი, და ეგრეთ აღრეულად გარდაიჴადიან მამლობაჲ და დედლობაჲ მათი, და ეგრეცა ჩუენ კაცნი პირმეტყუელნი მათ პირუტყუთა მსგავს ვიყვენით, რომელთა არა ვიცოდეთ მშობელი თჳსი, გინა შობილი. და აღრეულად გარდავიჴადით ბუნებაჲ იგი ჩუენი. ხოლო აწ მადლითა ღმრთისაჲთა, ვივაჲთგან იქმნა ნათლის-ღებაჲ და რჩული ქრისტეანობისაჲ იციედ კაცთა, მიერითგან დაიჴსნა და განქარდა უწესოჲ იგი საქმჱ. ხოლო ამას გევედრები, უფალო ჩუენო, იესუ ქრისტე, რაჲთ-გუამი ჩემი დაემარხოს მცხეთას, სადაცა-იგი ნათელი მოვიღე სამოელ კათალიკოზისა ჴელითა და ღირს ვიქმენ რჩულსა ქრისტიანეთასა, ამიერითგან ვერვინ განმაშოროს მე სიყუარულსა შენსა და სარწმუნოებასა და სურვილსა. ვითარცა წერილ არს: არცა ტანჯვათა, არცა გუემათა, არცა სიყმილმან საპყრობილესა შინა, არცა მახჳლმან, არცა სიკუდილმან ამათ ჴორცთა ჩემთამან შემიძლოს მე განყენებად შენდა, უფალო იესუ ქრისტე".

მაშინ ჰრქუა მას ბუზმირ მარზაპანმან: "შვილო ჩემო ევსტათი, ისმინე ჩემი და ნუ დაიმცირებ დღეთა ცხორებისა შენისათა ქრისტეანებისათჳს და ნუ ქურივ სუამ ცოლსა შენსა და ობოლ შვილთა შენთა და ნუ მოსწყდები მოყუასთა შენთა ამას ცხორებასა.

ჰრქუა მას წმიდამან ევსტათი: "უწინარჱს შენსა სხუათა ჴელმწიფეთა მტანჯეს მე ფრიად და მგუემეს და არა დავემორჩილე მათ, აწ შენი ვირწმუნო? ნუ იყოფინ ეგე ჩემდა"!

8. მაშინ ვითარცა ცნა ბუზმირ მარზაპანმან დამტკიცებული და შეუძრველი გული და გონებაჲ ნეტარისა [ევსტ]ათისი და ვერ შინებითა და ტანჯვითა და ვერცა კეთილისა ქადებითა არწმუნა მამული რჩული. პყრობად, უბრძანა მსახურთა: "წარიყვანეთ ეგე საპყრობილედ და იდუმალ ღამით თავი წარჰკუეთეთ, რაჲთა არავინ ქრისტეანეთა ცნან და პატივ-სცენ გუამსა მისსა, და წარიხუენით ჴორცნი მისნი ქალაქსა გარე, განაბნიენით შესაჭმელად მჴეცთა და მფრინველთა".

ხოლო მსახურთა მათ წარიყვანეს ნეტარი ევსტათი საპყრობილედ, რაჲთა-მცა აღასრულეს ბრძანებული იგი მარზაპნისაჲ მის.

ჰრქუა მათ წმიდამან ევსტათი: "მცირედ მგებდით მე, ძმანო ჩემნო, რამეთუ ჴელთა შინა თქუენთა ვარ, რაჲთა ვილოცო მე ღმრთისა ჩემისა მიმართ". ხოლო მათ მცირედ დაითმინეს და აცალეს და ჰრქუეს: "ეგრე ვყოთ". მაშინ მოიდრიკნა მუჴლნი და აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად და თქუა: "უფალო ღმერთი, ყოვლისა მპყრობელო, რომელსა ყოველთა კაცთაჲ გნებავს ცხორებაჲ, რომელნი ესვენ სარწმუნოებით სახელსა წმიდასა შენსა, რომელმან ისმინე ლოცვაჲ პირველთა მათ მოწამეთაჲ, რომელნი პირითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს, რომელნი-მე ტბასა შინა ყინელითა, რომელნი-მე ზღუასა შინა შთაყრითა მოსწყდეს, რომელნი-მე ცეცხლითა და რომელნი-მე მჴეცთა მიერ შეიჭამნეს სახელისა შენისათჳს და მიიღეს შენმიერი იგი აღთქუმული, რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი-იგი განუმზადე წმიდათა მათ მოწამეთა შენთა, მეცა, უფალო, ღირს მყავ მონაწილე მათ თანა და სამკჳდრებელსა მათ თანა, სიხარულსა მათ თანა, უოხჭნოსა შუებასა მათ თანა, მიუკუანაჲსთა ჟამთა ნარჩევი მოწამეთაჲ, ვითარცა იტყჳს პავლე მოციქული: მე ვარ-ო ნარჩევი მოციქულთაჲ. შენ იცი, უფალო ჩემო იესუ ქრისტე, რამეთუ არავინ ვირჩიე შენსა, არცა მამაჲ, არცა დედაჲ, არცა ძმანი, არცა ნათესავნი, გარნა შენ მხოლოჲ უფალი შეგიყუარე და სახელისა შენისათჳს ესერა თავი წარმეკუეთების დღეს. და ამას ვილოცავ და გევედრები და ვითხოვ შენ სახიერისაგან,რაჲთა არა დაეტეოს გუამი ჩემი აქა ტფილისს შინა, არამედ რაჲთა დაემარხოს იგი მცხეთას წმიდასა, სადა-იგი შენ გამომიჩნდი, და რაჲთა აქუნდეს მადლი და კურნებაჲ ძუალთა ჩემთა, ვითარცა-იგი პირველთა მათ".

და ესმა ჴმაჲ, რომელი ეტყოდა ევსტათის და ჰრქუა: "არა უნაკლულჱს იყო შენ პირველთა მათ მადლითა კურნებისაჲთა, რომელთა ვჰრწმენე მე. ხოლო გუამისა შენისათჳს ნუ ჰზრუნავ, ეგრე იყოს, ვითარცა შენ სთქუ ყოფად". და განმხიარულდა ნეტარი ევსტათი და ჰმადლობდა ღმერთსა. ხოლო წმიდასა ევსტათის პირველ-ვე ემცნო ნეტარისა სტეფანჱსდა, რაჲთა რაჟამს გეუწყოს სიკუდილი ჩემი, მწრაფლ წარიღეთ გუამი ჩემი მცხეთას და მუნ დაჰმარხეთ, სადა ნათელ-ვიღე.

და ვითარცა დაასრულა ლოცვაჲ და ვედრებაჲ და თხოვაჲ უფლისა მიმართ, ჰრქუა მსახურთა მათ მარზაპნისათა: "აწ აღასრულეთ განჩინებული იგი ბრძანებაჲ ჩემ ზედა". ხოლო მათ არა უნდა მოკლვის. ხოლო ერთმან მათგანმან ჰრქუა: "ჩუენ მოვსწყდებით, უკუეთუ ეგე ეგოს ცოცხალი". მაშინ მიყვნეს ჴელნი მათნი მის ზედა და სცეს მახჳლითა პატიოსანსა ქედსა მისსა და წარჰკუეთეს თავი მისი, და შეჰვედრნა სულნი თჳსნი ქრისტესა მეუფესა.

ხოლო გუამი მისი ღამე განიღეს გარეშე და დააგდეს მუნ. ხოლო ცნეს ვიეთ-მე ქრისტეანეთა და წარიღეს იგი მცხეთას, რამეთუ სტეფანეს ემცნო მუნ მყოფთა ქრისტეანეთადა. ვითარცა მიიწინეს მცხეთას, უთხრეს სტეფანეს, და სტეფანე აუწყა სამოელს კათალიკოზსა. ხოლო მან ფრიად განიხარა და დაჰმარხა იგი დიდითა დიდებითა და პატივითა წმიდასა ეკლესიასა მცხეთისასა და ვიდრე აქამომდის იქმნებიან კურნებანი სნეულთანი მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისაჲ არს სუფევაჲ და ძლიერებაჲ, პატივი და სიმტკიცჱ და დიდებაჲ მოუკლებელი სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ: - http://titus.uni-frankfurt.de/indexe.htm?/texte/texte2.htm - დან

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 02 FEBRUARY 2012 22:40)