Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ერთ-ერთი სქოლიო, დართული "სათნოებათმოყვარეობის" ქართულ თარგმანზე

 

"წინ გავწვდებით სულიერ ჭვრეტათა მიმართ" - ტერმინი "წინ გავწვდებით" ბერძნულში ასეთი შესატყვისითაა წარმოდგენილი: ἐπεκτεινώμεθα (რუს. воспростремся). აღნიშნული ტერმინი, რასაც უდიდესი საღვთისმეტყველო დატვირთვა აქვს, მარადიული სულიერი წინსვლის ანუ მარადმზარდი სულიერი პროგრესის, განღმრთობის გზაზე მარადგაძლიერებადი სულიერი წინწვდომის, ღვთისკენ მარადისი წინგაწვდომის შინაარსით გამოყენებულია პავლე მოციქულის მიერ, რომლის განმაღმრთობელ სწავლებას ქვემოთ სრულად დავიმოწმებთ:

ἀδελφοί, ἐγὼ ἐμαυτὸν οὐ λογίζομαι κατειληφέναι' ἓν δέ, τὰ μὲν ὀπίσω ἐπιλανθανόμενος τοῖς δὲ ἔμπροσθεν ἐπεκτεινόμενος, κατὰ σκοπὸν διώκω εἰς τὸ βραβεῖον τῆς ἄνω κλήσεως τοῦ θεοῦ ἐν Χριστῷ Ἰησοῦ. ὅσοι οὖν τέλειοι, τοῦτο φρονῶμεν καὶ εἴ τι ἑτέρως φρονεῖτε, καὶ τοῦτο ὁ θεὸς ὑμῖν ἀποκαλύψει• πλὴν εἰς ὃ ἐφθάσαμεν, τῷ αὐτῷ στοιχεῖν. Συμμιμηταί μου γίνεσθε, ἀδελφοί, καὶ σκοπεῖτε τοὺς οὕτω περιπατοῦντας καθὼς ἔχετε τύπον ἡμᾶς (ფილიპ. 3.13-17; შდრ. ძვ. ქართ. "ძმანო, მე არღარა შემირაცხიეს თავი ჩემი წარწევნულად; ხოლო ერთი ესე: უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები, და კრძალულებით ვსდევ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესუჲს მიერ. რაოდენნი უკუე სრულნი ვართ, ამას ვზრახვიდეთ; და სხუასა თუ რასმე ზრახვიდეთ, და იგიცა ღმერთმან გამო-ვე-გიცხადოს თქუენ. გარნა, რომელსა-ესე მივსწუეთით, მასვე ვზრახვიდეთ და მასვე წესსა ზედა ვეგნეთ. მობაძავ ჩემდა იქმნენით, ძმანო, და ხედევდით, რომელნი-იგი ესრეთ ვლენან, ვითარცა-ესე ვართ ჩუენ სახე თქუენდა").

მოტანილი ციტატის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, - "ძმანო, მე არღარა შემირაცხიეს თავი ჩემი წარწევნულად; ხოლო ერთი ესე: უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები, და კრძალულებით ვსდევ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესუჲს მიერ", - სხვა ენებზე ამგვარია: ἀδελφοί, ἐγὼ ἐμαυτὸν οὐ λογίζομαι κατειληφέναι' ἓν δέ, τὰ μὲν ὀπίσω ἐπιλανθανόμενος τοῖς δὲ ἔμπροσθεν ἐπεκτεινόμενος, κατὰ σκοπὸν διώκω εἰς τὸ βραβεῖον τῆς ἄνω κλήσεως τοῦ θεοῦ ἐν Χριστῷ Ἰησοῦ. სლავ. ... რუს.  Братия, я не почитаю себя достигшим; а только, забывая заднее и простираясь вперед, стремлюсь к цели, к почести вышнего звания Божия во Христе Иисусе. ლათ. fratres ego me non arbitror conprehendisse unum autem quae quidem retro sunt obliviscens ad ea vero quae sunt in priora extendens me ad destinatum persequor ad bravium supernae vocationis Dei in Christo Iesu. კინგ ჯეიმსის ბიბლ. Brethren, I count not myself to have apprehended: but this one thing I do, forgetting those things which are behind, and reaching forth unto those things which are before,I press toward the mark for the prize of the high calling of God in Christ Jesus. იანგის ბიბლ. brethren, I do not reckon myself to have laid hold; and one thing - the things behind indeed forgetting, and to the things before stretching forth - to the mark I pursue for the prize of the high calling of God in Christ Iesus; ლუი სეგონის ბიბლ. Fréres, je ne pense pas l’avoir saisi; mais je fais une chose: oubliant ce qui est en arriére et me portant vers ce qui est en avant, je cours vers le but, pour remporter le prix de la vocation céleste de Dieu en Jésus Christ; გერმ. Brüder, ich halte mich selbst nicht dafür, daß ich es ergriffen habe; eins aber tue ich: Ich vergesse, was dahinten ist, und strecke mich aus nach dem, was vor mir ist, und jage nach dem Ziel, dem Kampfpreis der himmlischen Berufung Gottes in Christus Jesus).

სწორედ პავლე მოციქულზე დაყრდნობით, როგორც ეს სპეციალურ ლიტერატურიაში ზედმიწევნითაა გარკვეული, ყალიბდება მოძღვრება ეპექტასისის ანუ განღმრთობადი სულის ღვთისკენ მარადიულად მზარდი ძლიერებით დაუსრულებელი წინგაწვდომის შესახებ. დავიმოწმებთ ეკლესიის მამათა (განსაკუთრებით წმ. გრიგოლ ნოსელის) ყველაზე უფრო რჩეულ სწავლებებს აღნიშნულ მოძღვრებასთან დაკავშირებით.

კლიმენტი ალექსანდრიელი: "შემდეგ კი კვლავაც სათნოებისა და სამართლიანობის ცოდნაში ყოველ ჟამს უმჯობესქმნილი სული ყოვლითურთ უმჯობესსავე ხარისხს განისაკუთრებს, ყოველი წარმატების კვალობაზე "წინ გაწვდომილი" უვნებობის მდგომარეობისკენ, "მანამ სანამ არ მიაღწევს იგი სრულ მამაკაცს" (ეფეს. 4.13) - ცოდნისა და მემკვიდრეობის ზეაღმატებულებას" (Stromata, 7.2.10.1.4-2.1: πάλιν τε αὖ τὴν βελτιουμένην ἑκάστοτε ψυχὴν εἰς ἀρετῆς ἐπίγνωσιν καὶ δικαιοσύνης αὔξησιν βελτίονα ἀπολαμβάνειν ἐν τῷ παντὶ τὴν τάξιν, κατὰ προκοπὴν ἑκάστην "ἐπεκτεινομένην" εἰς ἕξιν ἀπαθείας, ἄχρις ἂν "καταντήσῃ εἰς ἄνδρα τέλειον", τῆς γνώσεώς τε ὁμοῦ καὶ κληρονομίας ὑπεροχήν).

წმ. ბასილი დიდი: "წინათა მიმართ გაწვდენილი მარადის თავის თავზე უფრო ახალი ხდება. ასე რომ, ვინც მარადის თავის თავზე უფრო ახალი ხდება, უფრო ახალ საგალობელს უგალობს ღმერთს" (Homiliae super Psalmos, PG. 29.328.28-30: ὁ τοῖς ἔμπροσθεν ἐπεκτεινόμενος ἀει ἑαυτοῦ καινότερος γίνεται. Ώστε ὁ ἀεὶ καινότερος ἑαυτοῦ γινόμενος καινότερον ἆσμα ἄδει τῷ Θεῳ);

წმ. გრიგოლ ნოსელი: "მაშ, გვმართებს არ შევანელოთ შრომა-გარჯის სიმძაფრე, არცთუ განვუდგეთ წინამდებარე ბრძოლებს და არც "უკანათა მიმართ" (თუკი რამ უკვე გულმოდგინედ გვიმოღვაწია) გვქონდეს ყურადღება, არამედ "დავიწყებას მივცეთ" ეს ყოველივე, "გავწვდეთ კი", თანახმად მოციქულისა, "წინათა მიმართ", შრომათა საზრუნავებით შევმუსროთ გული და სამართლიანობის განუძღომელი გულისთქმა გვქონდეს, რადგან მხოლოდღა ამის შიმშილი და წყურვილი მართებთ იმათ, რომლებიც სისრულის წვდომას ეძიებენ" (De instituto Christiano, 8,1.65.8-15: Δεῖ οὖν μηδαμοῦ τὸν τοῦ πόνου τόνον ἐκλύειν μηδὲ ἐξίστασθαι τῶν προκειμἐνων ἀγώνων μηδὲ τοῖς κατόπιν εἴ τι πέπρακται σπουδαῖον προσέχειν, ἀλλ' ἐκείνων  μὲν λή θην λαμβάνειν, ἐπὶ δὲ το ἔμπροσθεν κατὰ τὸν ἀπόστολον ἐπεκτείνεσθαι καὶ συντρίβειν τῶν πόνωυ φροντίσι τὴν καρδίαν, ἀκό ρεστον ἔχοντας τὴν τῆς δικαιοσύνης ἐπιθυμίαν, ἧς μόνης χρὴ πεινῆν καὶ διψῆν τοὺς εἰς τὸ τέλειον φθάσαι ζητοῦντας, τῶν πόνων φροντίσι τὴν καρδίαν, ἀκόρεστον ἔχοντας τὴν τῆς δικαιοσύνης ἐπιθυμίαν, ἧς μόνης χρὴ πεινῆν καὶ διψῆν τοὺς εἰς τὸ τέλειον φθάσαι ζητοῦντας);

იგივე ავტორი (წმ. გრიგოლ ნოსელი), ეხება რა 83.8 ფსალმუნურ მუხლს (შდრ. "ვიდოდიან იგინი ძალითი-ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთაჲ სიონს"), დასძენს: "ძალიდან ძალისკენ მავალნი", თანახმად წინასწარმეტყველის კურთხევისა, და "თავიანთ გულებში მშვენიერ აღმასვლათა განმაწესებელნი" (შდრ. ფს. 83.6) რაჟამს კეთილ რამ ა ზრს მოიხელთებენ, მის მიერ უფრო მაღალი აზრისკენ წარიძღვანებიან, რითაც ხდება სულისთვის სიმაღლეში აღმასვლა. და ასე, მარადის წინათ მიმართ გაწვდენილი, არასოდეს დაცხრება იგი კეთილი ზეაღსვლისგან, მაღალ აზრთა მიერ მარადის ზემდებარეთა შემეცნებისკენ ნაწინამძღვრები" (In sextum Psalmum, 5.187.3-9: Οἱ ἐκ δυνάμεως εἰς δύναμιν πορευόμενοι κατὰ τὴν προφητικὴν εὐλογίαν καὶ τὰς καλὰς ἀναβάσεις ἐν ταῖς ἑαυτῶν καρδίαις διατιθέμενοι, ὅταν τινὸς ἀγαθοῦ νοήματος δράξωνται, χειραγωγοῦνται δι’ ἐκείνου πρὸς ὑψηλότερον νόημα δι’ οὗ γίνεται τῇ ψυχῇ ἡ ἐπὶ τὸ ὕψος ἀνάβασις. καὶ οὕτως ἀεὶ τοῖς ἔμπροσθεν ἐπεκτεινόμονος οὐδέποτε τῆς ἀγαθῆς ἀνόδου παύσεται ἀεὶ διὰ τῶν ὑψηλῶν νοημάτων πρὸς τὴν τῶν ὑπερκειμένων κατανόησιν ὁδηγού μενος);

კიდევ, წმ. გრიგოლ ნოსელი: "თუკი გვმართებს, რომ მოციქულის დიდბუნებოვნებისამებრ ვცვალოთ სიტყვა და ისტორიის აზრი ალეგორიულად შევიმეცნოთ (თუმცა კი, ცხადია, ნარჩუნდება ისტორიული ჭეშმარიტებაც), როდესაც აბრაამი, ღვთის ბრძანებით, გამოვიდა თავისი მიწიდან და თავისი სანათესაოდან, ეს გამოსვლა შესაფერისი იყო იმ წინასწარმეტყველი მამაკაცისა, რომელიც ღვთის შემეცნებისკენ იიძულა, რადგან, ვფიქრობ, არათუ ადგილობითი გადანაცვლება მიანიჭებდა მას გონითად აღმოსაჩენთა წვდომას, არამედ იგი, თავისი თავისა და თავისი მიწისგან, - ანუ, ვამბობ, ქვენა და მიწიერი ცნობიერებისგან, - გარეგანქმნილი და ბუნების ზოგად წესებზე ძალისამებრ თავისი გონების ამამაღლებელი, ამასთან, გრძნობათა მიმართ სულის თანამონათესავეობის დამტოვებელი, როგორც არაგვარი რამ გრძნობადი მოვლენით დაჩრდილული და შეწუხებული უხილავთა შემეცნებაში, - რადგან არც ხმოვანება ბგერდა ირგვლივ, არცთუ მზერა შეიტყუებდა გონებას ხილულთა შიგნით, როგორც ამბობს მოციქული, - ამასთან, რწმენის მიერ მავალი, და არა სახის მიერ, იმგვარ საზომამდე ზეამაღლდა ცოდნის დიდბუნებოვნებით, რაგვარიც ადამიანური სრულქმნილების საზღვრად არის მისაჩნევი, ესოდენ შეიცნო რა ღმერთი, რაოდენ ძალუძდა, რომ დაეტია, ამ ზეგაწვდენილ [კაცობრივ] ძალას, - მცირესა და სწრაფწარმავალს, ისე რომ, თვით მთელი ქმნილების უფალიც, როგორც რამ აღმონაჩენი მამამთავრისა, საკუთრივად იწოდება "აბრაამის ღმერთად". მაგრამ რას ამბობს სიტყვა (=წერილი)? რომ გამოვიდა იგი, არმცოდნე იმისა, სად მიდიოდა, თუმცა არც დამტევნელი იმისა, რომ სცოდნოდა მას მისგან შეყვარებულის სახელი, არცთუ ძნელადმომთმენი და მოსირცხვილე ამ უმეცრებისა. მაშ, სწორედ ის გახდა მისთვის მტკიცე გზამკვლევობა საძიებლისკენ, რომ საჩინოთაგან აღარაფერი უწევდა მას შემწეობას ღმერთთან დაკავშირებულ აზრთა შემეცნებაში, არცთუ რამ წვდომილთაგანი წამითაც კი არაგვარად არ ატოკებდა და აჩერებდა მის გონებას შეცნობილთა მიღმა მგზავრობისაგან, არამედ განვლო რა მან თავისი ადგილობრივი სიბრძნე (ვამბობ ქალდეველთა ფილოსოფიას, ხილული მოვლენებით რომ ისაზღვრება) და ამაღლდა რა ყოველივეზე, რაც გრძნობის მიერ საცოდნელია, ხილულთა მშვენიერებისა და ციურ საკვირველებათა კეთილშეწყობილებისგან პირველადი მშვენეირების ხედვას დაეშურა და ამ სახით სხვა ყოველივე, რაოდენიც კი, წინსვლისას, გონებით შეიცნო, - ანთუ ძალმოსილება, ანთუ სიკეთე, ანთუ დაუსაბამობა, ანთუ ზღვარდაუდებლობა, ანთუ კიდევ სხვა რამ იმგვარი აზრი, რაც კი საღვთო ბუნებასთან დაკავშირებით აღმოიჩინება, - ეს ყოველივე საგზლად და ქვესაფეხურად იხმია მან ზენა მგზავრობისკენ და მარადის აღმოჩენილთა საფუძველს დაყრდნობილმა და წინათა მიმართ გაწვდენილმა, ამასთან, იმ მშვენიერ "აღმასვლათა, - როგორც ამბობს წინასწარმეტყველი, - თავის გულში განმაწესებელმა" (ფს. 83.6) და ყოველივეს, საკუთარი შეძლებისამებრ წვდომილს, როგორც მისგან ძიებულზე უფრორე კნინს, ზეაბიჯებულმა (ვინაიდან განვლო მან ყოველივე ის, რაც, სახელდებისგან გამომდიანრე, ღმერთთან დაკავშირებულ განაზრახებში [საღვთო] ბუნების შესახებ იგუმანება), განიწმინდა აზრი ამგვარ გულისხმათაგან და განიკუთვნა რა სარწმუნოება, - ყოველგვარი ნააზრობისგან შეურეველი და წმინდაქმნილი, სწორედ იმაში დარწმუნებულობა იგულვა მან ღვთის შემეცნების უცთომელობისა და სიაშკარავის ნიშნად, რომ ღმერთი ყოველგვარ შესაცნობ ნიშანზე უზესთაესია და უაღმატებულესი. სწორედ ამის გამო, როდესაც მან მასზე მოწევნილი განკრთომის (=ექსტაზის) შემდეგ მაღალ სახილველთაგან კვლავ ადამიანურ უძლურებას ჩამოუჭვრიტა, თქვა: "მე ვარ მიწა და ნაცარი" (შესაქ. 18.27), - ესე იგი, უხმო და უმოქმედო, - შემეცნებული სიკეთის განმარტებისთვის" (Contra eunomium, 2.1.85-90: Αβραὰμ ὰπῳκίσθησαν. ἐκεῖνος, εἰ δεῖ κατὰ τὴν τοῦ ἀποστόλου μεγαλοφ ϊαν ἀλλάξαντα τὴν φωνὴν ἀλληγορικῶς τὸν νοῦν τῆς ἱστορίας κατανοῆσαι, μενούσης δηλαδὴ καὶ τῆς ἱστορικῆς ἀληθείας, ἐξῆλθε διὰ θείου προστάγματος τῆς ἰδίας γῆς καὶ τῆς καθ’ ἑαυτὸν συγγενείασ ἔζοδον ἀνδρὶ προφήτῃ πρὸς θεοῦ κατανόησιν ἐπειγομένῳ πρέπουσαν. οὐ γάρ μοι δοκεῖ τοπική τις μετάστασις τῶν νοητῶς εὑρισκομἐ νων προξενεῖν τὴν κατάληψιν. ἀλλ' αὐτὸς ἑαυτοῦ καὶ τῆς ἰδίας γῆς, τοῦ ταπεινοῦ λέγω καὶ γηϊνου φρονήματος, ἔξω γενόμενος καὶ ὑπερά ρας ὡς οἷόν τε ἦν τῶν κοινῶν τῆς φύσεως ὅρων ἑαυτοῦ τὴν διά νοιαν καὶ καταλιπὼν τῆς ψυχῆς τὴν πρὸς τὰς αἰσθήσεις συγγένειαν, ὡς μηδενὶ τῶν κατ' αἴσθησιν προφαινομένων διοχλούμενος πρὸς τὴν κατανόησιν τῶν ἀοράτων ἀμαυρωθῆναι, μήτε ἀκοῆς περιηχού σης μήτε ὄψεως ἐν τοῖς φαινομένοις τὴν διάνοιαν διαπλανώσης, καθώς φησιν ὁ ἀπόστολος, διὰ πίστεως περιπατῶν, οὐ διὰ εἴδους, εἰς τοσοῦτον ἐπήρθη τῇ μεγαλοφυϊᾳ τῆς γνώσεως, ὥστε ὅρος νομισθῆναι τῆς ἀνθρωπίνης τελειώσεως, τοσοῦτον γνοὺς τὸν θεόν, ὅσον ἦν δυνατὸν τὴν βραχεῖαν καὶ ἐπίκηρον ταύτην δύναμι ὐπερταθεῖσαν χωρῆσαι. τοιγαροῦν καὶ ὁ πάσης κτίσεως κύριος, ὥσπερ τι εὕρημα τοῦ πατριάρχου γενόμενος, ἰδίως θεὸς τοῦ Ἀβραὰμ ὀνομάζεται. ἀλλ’ ὅμως τί φησι περὶ ἐκείνου ὁ λόγος; ὅτι ἐξῆλθεν οὐκ ἐπιστάμενος ποῦ ἀπέρχεται, ἀλλ’ οὐδὲ τὸ ὄνομα τοῦ ἀγαπωμέ νου μαθεῖν χωρήσας οὔτε μὴν τῇ ἀγνοίᾳ ταύτῃ δυσανασχετῶν τε καὶ αἰσχυνόμενος. τοῦτο μὲν οὖν αὐτῷ καὶ ἡ ἀσφαλὴς ἦν πρὸς τὸ ζητούμενον ὁδηγία, τὸ μηδενὶ τῶν προχείρων εἰς κατανόησιν ἐν ταῖς περὶ τοῦ θεοῦ διανοίαις χειραγωγεῖσθαι μηδέ τινι ὅλως τῶν καταλαμβανομένων ἐνσείσασαν αὐτοῦ ποτε τὴν διάνοιαν στῆναι τῆς εἰς τὸ ἐπέκεινα τῶν γινωσκομένων πορείας. ἀλλ’ ὥσπερ τὴν ἐγχώριον αὐτοῦ σοφίαν, τὴν Χαλδαϊκὴν λέγω φιλοσοφίαν, μέχρι τῶν φαινομένων ἑστῶσαν τῷ λογισμῷ διαβὰς καὶ ὑψηλότερος τῶν διὰ τῆς αἰσθήσεως γινωσκομένων γενόμενος ἐκ τοῦ κάλλους τῶν θεωρουμένων καὶ ἐκ τῆς εὐαρμοστίας τῶν οὐρανίων θαυμάτων τὸ πρωτότυπον κάλλος ἰδεῖν ἐπεθύμησεν, οὕτω καὶ τὰ ἄλλα πάντα, ὅσα προϊὼν τῷ λογισμῷ κατελάμβανεν, εἴτε δύναμιν εἴτε ἀγαθό τητα εἴτε τὸ ἀνάρχως εἶναι εἴτε τὸ πρὸς οὐδὲν πέρας ὁρίζεσθαι εἴτε τι τοιοῦτον ἕτερον νόημα περὶ τὴν θείαν φύσιν εὑρίσκεται, πάντα εφόδια πρὸς τὴν ἄνω πορείαν καὶ ὑποβάθρας ποιούμενος καὶ ἀεὶ τοῖς εὐρισκομένοις ἐπερειδόμενος καὶ τοῖς ἔμπροσθεν ἐπεκτεινό μονος καὶ τὰς καλὰς ἐκείνας ἀναβάσεις, καθώς φησιν ὁ προφήτης, ἐν τῇ καρδίᾳ διατιθέμενος καὶ πᾶν τὸ καταλαμβανόμενον ὑπὸ τῆς ἰδίας δυνάμεως ὡς τοῦ ζητουμένου μικρότερον ὑπερβαίνων, ἐπειδὴ πᾶσαν ἐν ταῖς περὶ τοῦ θεοῦ ὑπολήψεσι τὴν ἐξ ὀνόματος γινομένην τῆς φύσεως εἰκασίαν  παρέδραμεν, ἐκκαθήρας τὸν λογισμὸν τῶν τοιούτων ὑπονοιῶν ἀμιγῆ τε καὶ καθαρὰν πάσης ἐννοίας τὴν πίστιν ἀναλαβών, τοῦτο σημεῖον ἐποιήσατο τῆς τοῦ θεοῦ ἐπιγνώσεως ἀπλανές τε καὶ ἔκδηλον, τὸ κρείττω καὶ ὑψηλότερον παντὸς γνωριστικοῦ σημείου τὸν θεὸν εἶναι πιστεῦσαι. Διά τοι τοῦτο μετὰ τὴν ἐπιπεσοῦσαν ἐκείνην ἔκστασιν ἐκ τῶν ὑψηλῶν θεαμάτων πάλιν εἰς τὴν ἀνθρωπίνην κατακύψας ἀσθένειαν ’Εγὼ δέ εἰμι φησί, γῆ καὶ σποδός, τουτέστιν ἄφωνός τε καὶ ἀνενέργητος ὡς πρὸς τὴν τοῦ νοηθέντος ἀγαθοῦ ἑρμηνείαν);

იგივე მოძღვარი (წმ. გრიგოლ ნოსელი): "დიდი მოციქული, კორინთელთათვის დიდი ხილვების გადამცემი, - როდესაც კი ითქვა მისგან, რომ დაეჭვებულიც იყო თავის ბუნებასთან დაკავშირებით, კერძოდ სხეული იყო იგი თუ აზრი სამოთხისეული იდუმალგანდობის ჟამს (შდრ. II კორ. 12.2-4), - ამოწმებს ამას და ამბობს: "არა ვრაცხ ჩემს თავს მიწვდომილად, არამედ კვლავაც წინათა მიმართ გავწვდები, უკვე განვლილთა დამვიწყებელი". ამით იმას ცხადყოფს იგი, რომ მესამე ცის იქითაც, რაც მხოლოდ მან შეიცნო (რადგან მოსემ, სოფლისშესაქმის გადმოცემისას, არაფერი გვაუწყა მის შესახებ) და სამოთხისეულ საიდუმლოთა გამოუთქმელი სმენის შემდეგაც კვლავ და კვლავ უფრო ზევითკენ მსვლელობს და არ ცხრება აღმასვლისაგან, არასოდეს განაჩინებს რა უკვე მიწვდომილ სიკეთეს გულისთქმის მიჯნად, ამათ მიერ, როგორც ვფიქრობ, იმის მსწავლელი ჩვენთვის, რომ იმ ნეტარი ბუნების სიკეთეთაგან მარადჟამს მრავალია აღმოსაჩენი, ზემდებარე კი ყოველთვის აღურიცხავად უფრო მეტია უკვე წვდომილზე, და ეს ნიადაგ ასე ხდება მზიარებლისთვის (=განღმრთობადისთვის) საუკუნოვანთა ყველა მარადისობაში, მუდამჟამს უმჯობესთა მიერ ეძლევათ რა ზრდადობა მზიარებლებს, ვინაიდან ის, ვინც გულით განწმენდილია, მეუფის უტყუარი სიტყვის თანახმად, ხედავს ღმერთს (შდრ. მთ. 5.8) და, შესაძლებლობის შესაბამისად, მარადის ესოდენ შეიწყნარებს მას შემეცნებაში, რაოდენ ძალუძს დატევნა, ღმრთეების უსაზღვროება და გარეშეუწერლობა კი ყოველგვარი წვდომის მიღმა ჰგიეს, რადგან, როგორც ამას სწამებს წინასწარმეტყველი, ვისი სიდიადის დიდმშვენიერებასაც ზღვარი არა აქვს, ამგვარი ვინმე მარადის იგივე რჩება და ყოვლითურთ იმავე სიმაღლეში დაინახება, როგორც ეს, მაშ, დიდმა დავითმაც, გულში მშვენიერ აღმასვლათა განმაწესებელმა (ფს. 83.6) და მარადის ძალიდან ძალისაკენ მოგზაურმა (შდრ. ფს. 83.8), ღვთისადმი აღმოიღაღადა: "ხოლო შენ უმაღლესი ხარ საუკუნოდ, უფალო" (ფს. 91.9), ვფიქრობ კი, ამ სიტყვებში ეს იგულისხმა: "დაუსრულებელი საუკუნის ყველა მარადისობაში, ერთი მხრივ, ის, ვინც შენსკენ მსრბოლია, ყოველჟამს საკუთარ თავზე უფრო დიდი და უზემოესი ხდება, მარადის იზრდება რა იგი სიკეთეების აღმასვლათა შესაბამისად, მაგრამ შენ, მეორე მხრივ, იგივე ხარ და უმაღლესი რჩები საუკუნოდ, არ ძალგიძს რა, უფრო ქვევით მყოფად გამოუჩნდე ზეაღმავალთ, რადგან ყოველჟამს იმავე თანაბრობით ჰგიე უზემოესი და უფრო მაღალი იმათ ძალაზე, შენსკენ რომ მაღლდებიან..., რამეთუ შემეცნებადი მარადის უეჭველად უფრო დიდია, ვიდრე უკვე შემეცნებულნი, რადგან [შემმეცნებელი] ვერ შემოსაზღვრავს თავის თავში მისგან ძიებულს, არამედ აღმოჩენილის დასასრული აღმავალთათვის დასაბამი ხდება უფრო მაღალთა აღმოჩენისა და არც ზეაღმავალი შეჩერდება ოდესმე, დასაბამისგან დასაბამის წილმიმღებელი, არცთუ ოდესმე დასრულდება თავის თავში მარადიულად უფრო დიადთა დასაბამობა, ვინაიდან ზეაღმავალის წადიერება არასოდეს დაყოვნდება შემეცნებულში, არამედ სხვა, უფრო დიადი გულისთქმის მიერ კვლავ სხვა გულისთქმის, უზემოესის, მიმართ ზეადის სული და, მარადჟამს, უფრო ზენათა მიერ უსაზღვროსაკენ მიემართება" (In Canticum canticorum, 6.245.11-247.19: ‘Ο τὰς μεγάλας ὀπτασίας διεξελθὼν πρὸς τοὺς Κορινθίους, ὁ μέγας ἀπόστολος, ὅτε καὶ ἀμφίβολος περὶ τῆς ἑαυτοῦ φύσεως ἔφησεν εἶναι εἴτε σῶμα ἦν εἴτε νόημα ἐν τῷ καιρῷ τῆς ἐν τῷ παραδείσῳ μυσταγωγίας, ταῦτα διαμαρτυράμενος λέγει ὅτι Ἐμαυτὸν οὔπω λογίςομαι κατειληφέ ναι, ἀλλ’ ἔτι τοῖς ἔμπροσθεν ἐπεκτείνομαι τῶν προδιηνυσμένων λή θην ποιούμενος, δηλῶν ὅτι καὶ μετὰ τὸν τρίτον οὐρανὸν ἐκεῖνον ὃν  αὐτὸς ἔγνω μόνος (οὐ γάρ τι Μωϋσῆς ἐν τῇ κοσμογενείᾳ περὶ αὐτοῦ διηγήσατο) καὶ μετὰ τὴν ἄρρητον τῶν τοῦ παραδείσου μυστηρίων ἀκρόασιν ἔτι ἐπὶ τὸ ἀνώτερον ἵεται καὶ οὐ λήγει τῆς ἀναβάσεως οὐδέποτε τὸ καταλαμβανόμενον ἀγαθὸν ὅρον τῆς ἐπιθυμίας ποιού μενος, διδάσκων οἶμαι διὰ τούτων ἡμᾶς ὅτι τῆς μακαρίας ἐκείνης τῶν ἀγαθῶν φύσεως πολὺ μέν ἐστι τὸ ἀεὶ εὑρισκόμενον, ἀπειροπλά σιον δὲ τοῦ πάντοτε καταλαμβανομένου τὸ ὑπερκείμενον καὶ τοῦτο εἰς τὸ διηνεκὲς γίνεται τῷ μετέχοντι ἐν πάσῃ τῇ τῶν αἰώνων ἀϊδιό τητι διὰ τῶν ἀεὶ μειζόνων τῆς ἐπαυξήσεως τοῖς μετέχουσι γινομέ νης: ὁ μὲν γὰρ καθαρὸς τὴν καρδίαν κατὰ τὴν ἀψευδῆ τοῦ δεσπό του φωνὴν ὁρᾶ τὸν θεόν, ἀεὶ κατὰ τὴν ἀναλογίαν τῆς δυνάμεως ὅσον χωρῆσαι δύναται τοσοῦτον τῇ κατανοήσει δεχόμενος. τὸ μέ ντοι ἀόριστόν τε καὶ ἀπερίληπτον τῆς θεότητος ἐπέκεινα πάσης καταλήψεως διαμένει: οὗ γὰρ τῆς μεγαλοπρεπείας τῆς δόξης οὐκ ἔστι πέρας, καθὼς ὁ προφήτης μαρτύρεται, τοῦτο πάντοτε ὡσαύτως ἔχει ἐν τῷ αὐτῷ ὕψει διὰ παντὸς θεωρούμενον. ὥσπερ δὴ καὶ ὁ μέ γας Δαβὶδ ὁ τὰς καλὰς ἀναβάσεις ἐν τῇ καρδίᾳ διατιθέμενος καὶ ἐκ δυνάμεως εἰς δύναμιν ἀεὶ πορευόμενος τοῦτο πρὸς τὸν θεὸν ἀνεβό ησεν ὅτι Σὺ δὲ ὕψιστος εἰς τὸν αἰῶνα, κύριε: τοῦτο οἶμαι διὰ τῆς φωνῆς ταύτης σημαίνων ὅτι ἐν πάσῃ τῇ τοῦ ἀτελευτήτου αἰῶνος ἀϊδιότητι ὁ μὲν πρὸς σὲ τρέχων ἑαοτοῦ μείζων πάντοτε καὶ ἀνώτερος γίνεται ἀεὶ διὰ τῆς τῶν ἀγαθῶν ἀναβάσεως ἀναλόγως αὐξόμενος, σὺ δὲ ὁ αὐτὸς εἶ ὅψιστος εἰς τὸν αἰῶνα μένων, οὐδέποτε χθαμαλώτερος τοῖς ἀνιοῦσι φανῆναι δυνάμενος τῷ κατὰ τὸ ἴσον ἀνώτερος πάντοτε καὶ ὑψηλότερος εἶναι τῆς τῶν ὑψουμένων δυνά μεως..., τὸ γὰρ ἀεὶ καταλαμβανόμενον τῶν μὲν προκαταληφθέντων πάντως μεῖζόν ἐστιν, οὐ μὴν ὁρίζει ἐν ἑαυτῷ τὸ ζητούμενον, ἀλλὰ τὸ πέρας τοῦ εὑρεθέντος ἀρχὴ πρὸς τὴν τῶν ὑψηλοτέρων εὕρεσιν τοῖς ἀναβαίνουσι γίνεται καὶ οὔτε ὁ ἀνιών ποτε ἵσταται ἀρχὴν ἐξ ἀρχῆς μεταλαμβάνων οὔτε τελεῖται περὶ ἑαυτὴν ἡ τῶν ἀεὶ μειζό νων ἀρχή: οὐδέποτε γὰρ ἐπὶ τῶν ἐγνωσμένων ἡ τοῦ ἀνιόντας ἐπιθυμια μένει, ἀλλὰ διὰ μείζονος πάλιν ἑτέρας ἐπιθυμίας πρὸς ἑτέραν ὑπερκειμένην κατὰ τὸ ἐφεξῆς ἡ ψυχὴ ἀνιοῦσα πάντοτε διὰ τῶν ἀνωτέρων ὁδεύει πρὸς τὸ ἀόριστον);

იგივე მოძღვარი (წმ. გრიგოლ ნოსელი): "ღვთისკენ მჭვრეტი და უხრწნელი მშვენიერებისადმი იმ (=ზემოთ ნაუწყები) კეთილი მოსურვების განმკუთვნელი სული მარადის ახალი გულისთქმის მქონეა ზემდებარის მიმართ, არასოდეს აჩლუნგებს რა თავის ნდომას განძღომით. ამის გამო, იგი, ყოველჟამს წინათა მიმართ გაწვდენილი, არ ცხრება და გამოდის რა იქიდან, რაშიც არის, შედის უფრო შიგნით, რაშიც აქამდე არ ყოფილა და მისთვის მარადჟამს საკვირველსა და დიდად ჩენილს შემდგომზე (=უფრო აღმატებულზე) ქვემოთ აქცევს, რადგან უკვე წვდომილზე ყოვლითურთ უფრო მშვენიერია მარადის აღმოჩენადი, მსგავსად იმისა, რომ ყოველდიურად კვდება პავლეც, ვინაიდან ყოველჟამს ახალი რამ ცხოვრებისკენ გადადიოდა იგი, მარადის მკვდრად უხდებოდა რა უკვე განვლილს და ივიწყებდა რა გარდასულს. ამიტომ, სიძისკენ მსრბოლი სძალი ვერ ჰპოვებს რამ შეყოვნებას უმჯობესისკენ წინსვლაში" (In Canticum vanticorum, 6.366.11-367.1: ἡ πρὸς τὸν θεὸν ὁρῶσα ψυχὴ καὶ τὸν ἀγαθὸν ἐκεῖνον πόθον τοῦ ἀφθάρτου κάλλους ἀναλαμβάνουσα ἀεὶ νέαν τὴν πρὸς τὸ ὑπερκείμενον ἐπιθομίαν ἔχει οὐδέποτε κόρῳ τὸν πόθον ἀμβλύνουσα. διὰ τοῦτο πάντοτε τοῖς ἔμπροσθεν ἐπεκτεινομένη οὐ παύεται καὶ ἀπὸ τοῦ ἐν ᾧ ἐστιν ἐξιοῦσα καὶ πρὸς τὸ ἐνδότερον εἰσδυομένη ἐν ᾧ οὔπω ἐγένετο καὶ τὸ πάντοτε θαυμαστὸν αὐτῇ καὶ μέγα φαινόμενον κατώτερον ποιουμένη τοῦ ἐφεξῆς διὰ τὸ περικαλλέστερον πάντως εἶναι τοῦ προκατειλημμένου τὸ ἀεὶ εὑρισκόμενον, καθώς καὶ ὁ Παῦλος καθ’ ἡμέραν ἀπέθνῃσκεν, ἐπειδὴ πάντοτε πρὸς καινήν τινα μετῃει ζωὴν νεκρὸς ἀεὶ τῷ παρῳχηκότι γινόμενος καὶ λήθην τῶν προδιηνυσμένων ποιούμενος. διὰ τοῦτο καὶ ἡ πρὸς τὸν νυμφίον τρέ χουσα νύμφη στάσιν τινὰ τῆς ἐπὶ τὸ μεῖζον προκοπῆς οὐχ εὑρίσκει);

იგივე მოძღვარი (წმ. გრიგოლ ნოსელი): "შემდეგ ამბობს: "შემიყვანეთ მე ღვინის სახლში, დააწესეთ ჩემზე სიყვარული, გამამყარეთ მე მირონთა შიგნით, ჩამაფალით მე ვაშლებში, რადგან სიყვარულით ვარ დაჭრილი" (ქებ. 2.5).1 ჰოი როგორ რბის საღვთო სარბიელზე სული, კეთილსახოვნად ცხენს მიმსგავსებული, რომელიც თითქოსდა ხშირი და სწრაფი ხტომებით წინათა მიმართ გაწვდება, უკანათა მიმართ კი არ ბრუნდება; რაოდენს მიეახლა ეს სული უკვე და კვლავაც მწყურვალეა, ხოლო ამ მწყურვალების სიმძაფრე იმგვარია, რომ ვერ დაარწყულებს მას სიბრძნის თასი. დიახ, მთელი ეს თასიც რომ ჩაასხან პირში, ვერ იკმარებს მისი წყურვილის განსაკურნად, ეძიებს კი იმას, რომ მიიყვანონ თვით ღვინის სახლში და თვით საწნახელებს ქვეუპყრას პირი, გემოვანი ღვინით რომ ზეგადმოჩქეფენ, და იხილოს ის მტევანი, საწნახელებში რომ იწურება, ის ვენახიც, აი, ამგვარი მტევანი რომ გადმოიღო, და ის მიწადმოქმედიც ჭეშმარიტი ვენახისა, ესოდენ მასაზრდოებელი და გემოვანი მტევანი რომ მოიმუშაკა... ამათ და ამგვართა გამო სწადია მას ღვინის სახლში შესვლა, სადაც ღვინისმიერი საიდუმლოა. შემდეგ კი შიგნით შესული კვლავაც უფრო დიადისკენ აკეთებს ნახტომს..." (in Canticum canticorum, 6.119-121: Εἶτά φησιν Εἰσαγά γετέ με εἰς οἶκον τοῦ οἴνου, τάξατε ἐπ’ ἐμὲ ἀγάπην, στηρίσατέ με ἐν μύροις, στοιβάσατἐ με ἐν μήλοις, ὅτι τετρωμένη ἀγάπης ἐγω. ὦ πῶς τρέχει τὸν θεῖον δρόμον ἡ καλῶς τῇ ἵππῳ προσεικασθεῖσα ψυχή, ὡς πυκνοῖς τε καὶ συντεταμένοις τοῖς ἅλμασι τοῖς ἔμπροσθεν ἐπεκτείνεται, πρὸς δὲ τὸ κατόπιν οὐκ ἐπιστρέφεται. πόσων ἔτυχεν ἐν τοῖς φθάσασιν. καὶ ἔτι διψῇ. καὶ τοσαὐτη τοῦ δίψους ἐστὶν ἡ ἑπίτασις, ὅ τι οὐκ ἀρκεῖται τῷ τῆς σοφίας κρατῆρι. οὐδ’ ὶκανὸν οἴεται πρὸς θεραπείαν τῆς δίψης ὅλον ἐγχέασθαι τὸν κρατῆρα τῷ στόματι, ἀλλ’ εἰς αὐτὸν τοῦ οἴνου τὸν οἶκον παραχθῆναι ζητεῖ καὶ αὐταῖς ταῖς ληνοῖς ὑποσχεῖν τὸ στόμα, αἳ τὸν οἶνον τὸν ἡδὺν ὑπερβλύ ζουσι, καὶ ἰδεῖν τὸν βότρον τὸν ταῖς ληνοῖς ἐνθλιβόμενον καὶ τὴν ἄμπελον ἐκείνην τὸν τὸν τοιοῦτον βότρον ἐκτρέφουσαν καὶ τὸν γεωργὸν τῆς ἀληθινῆς ἀμπέλου τὸν οὕτως εὔτροφον τὸν βότρυν καὶ ἡδὺν ἐργαζόμενον... διὰ ταῦτα καὶ τὰ τοιαῦτα ἐντὸς γενέσθαι τοῦ οἴκου ποθεῖ, ἐν ᾧ τὸ κατὰ τὸν οἶνόν ἐστι μυστήριον. εἶτα ἐντὸς γενομένη πάλιν ἐπὶ τὸ μεῖζον ἐξάλλεται);

იგივე მოძღვარი (წმ. გრიგოლ ნოსელი): "ესოდენ სიდიადემდე ზეაზიდულმა... ღვთისმჭვრეტმა სულმა არათუ უკვე იმგვარად იცის, პავლეს თქმისებრ, როგორც უნდა იცოდეს, არცთუ რაცხს იგი თავის თავს მიწვდომილად, არამედ კვლავაც რბის ზემდებარის მიმართ, წინ გაიწვდენს რა თავის თავს წინათა მიმართ... ერთია წესი ყოველგვარ გონებაზე აღმატებული ძალის შემეცნებისა: არათუ გაჩერება წვდომილზე, არამედ გაუჩერებლობა წვდომილზე ბევრად მეტის მარადისი მაძიებლისა" (in Canticum canticorum, 6.352: Πρὸς τοσοῦτον δὲ μέγεθος ἐπαρθεῖσα…  ἡ πρὸς τὸν θεὸν ὁρῶσα  ψυχὴ Οὔπω, καθώς φησιν ὁ Παῦλος, οὕτως ἔγνω καθὼς δεῖ γνῶναι, οὐδὲ λογίζεται ἑαυτὴν κατειληφέναι, ἀλλ' ἔτι πρὸς τὸ ὑπερκείμενον τρέχει Τοῖς ἔμπροσθεν ἑαυτὴν ἐπκετείνουσα… ἐπὶ τῆς πάντα νοῦν ὑπερεχούσης δυνάμεως εἷς καταλή ψεώς ἐστι τρόπος οὐ τὸ στῆναι περὶ τὸ κατειλημμένον ἀλλὰ τὸ ἀεὶ ζητοῦντα τὸ πλεῖον τοῦ καταληφθέντος μὴ ἵστασθαι);

იგივე მოძღვარი (წმ. გრიგოლ ნოსელი): "ხოლო სათნოებასთან დაკავშირებით სრუქლმნილების ერთ საზღვარს გვასწავლის მოციქული: რომ საზღვარი არა აქვს მას, რადგან ეს საღვთო მოციქული, გონებით დიდი და მაღალი, მარადის სათნოების მიერ რბოდა და არასოდეს დამცხრალა წინათა მიმართ გაწვდომისგან" (De vita Mosis, 1.5.7-11: Επὶ δὲ τῆς ἀρετῆς ἕνα παρὰ τοῦ Αποστόλου τελειότητος ὅρον ἐμάθομεν, τὸ μὴ ἔχειν αὐτὴν ὅρον, ὁ γὰρ πολὺς ἐκεῖνος καὶ ὑψηλὸς τὴν διάνοιαν ὁ θεῖος ’Απόστολος ἀεὶ διὰ τῆς ἀρετῆς τρέχων οὐδὲποτε τοῖς ἔμπροσθεν ἐπεκτεινόμενος ἔληξεν);

იგივე მოძღვარი (წმ. გრიგოლ ნოსელი): "ისევე, როგორც რამ ვარდნადი სხეულები, რომლებიც თუკი მიიღებენ რაიმე ბიძგს ფერდობზე, თუნდაც რომ პირველი ამოძრავების შემდეგ არავინ აღმოჩნდეს მათთვის ხელის მკვრელი, თავადვე თავიანთ თავს უფრო და უფრო მძაფრად აიძულებენ ვარდნას დაქანებაში, ვიდრე მათ მოძრაობას ქვეშ ექნება ციცაბო და დამრეცი სახის საფუძველი, რადგან არაფერი აღმოჩნდება ისეთი, რაც თავისი წინააღმდეგობით შეაჩერებდა მათ მოძრაობას, მსგავსადვე სულიც, საპირისპირო მხრივ, მიწიერი ვნებათმოყვარეობისგან თავდახსნილი, ზეაღმავალი და ამსწრაფი ხდება ზენა მოძრაობის მიმართ, ქვენათაგან სიმაღლისკენ აფრენილი, ხოლო რადგან ზემოდან არაფერია მისი სწრაფვის დამხშობი (ვინაიდან მშვენიერების ბუნება მისდამი აღმხედველთა თავისკენ მიმზიდველია), ეს სული უთუოდ მარადის საკუთარ თავზე უფრო მაღალი ხდება, ციურთა გულისთქმით წინათა მიმართ თანაგაწვდომილი, როგორც თქვა მოციქულმა, და ყოველჟამს უფრო მაღლა მიმართავს ფრენას, გამომდინარე იქიდან, რომ იგი, უკვე წვდომილთა მიერ იმის მოსურნე, რომ არ დაურჩეს ზემდებარე სიმაღლე, დაუცხრომლად წარმართავს ზენათა მიმართ სვლას, მარადის განაახლებს რა ფრენის სიმძაფრეს განვლილთა მიერ, შესაბამისად იმის, რომ, ერთადერთი სწორედ სათნოებითი მოქმედებაა, რომელიც შრომა-ჯაფის გზით ასაზრდოებს შემძლეობას და მის სიმძაფრეს საქმის მიერ არათუ ამცრობს, არამედ ზრდის. ამიტომ ვთქვით, რომ დიდი მოსეც, მარადის უმჯობესქმნილი, არანაირად არ ჩერდება ზეაღსვლისაგან, არცთუ რამ ზღვარს უდებს თავის თავს ზენათა მიმართ სვლაში, არამედ ერთგზის ფეხშედგმული იმ კიბეზე, რომელზეც დამყარებულია ღმერთი (როგორც ამბობს იაკობი), მარად და მარად ზემდებარე ხარისხზე ადის და, მაღლდება რა, აღარ ცხრება აღარასოდეს, იმის გამო, რომ სიმაღლეში ყოველჟამს აღმოაჩენს მისგან უკვე წვდომილზე უფრო ზემორე ხარისხს" (De vita Mosis, 2.224-227: καθά περ τὰ κατωφερῆ τῶν σωμάτων, εἴ τινα κατὰ τοῦ πρανοῦς ὁρμὴν λάβοι, κἂν μηδεὶς ἐπωθῶν μετὰ τὴν πρώτην κίνησιν τύχῃ, αὐτὰ δι’ ἑαυτῶν ἐπὶ τὸ κάταντες ἐν σφοδροτέρᾳ τῇ φορᾶ συνελαύνεται, ἕως ἂν ἐπικλινὲς ᾖ καὶ ὑποκατίῃ τῷ σχήματι τὸ τῇ φορᾶ ὑποκείμενον, μηδενὸς εὑρισκομένου τοῦ ἐξ ἀντιβάσεως τὴν ὁρμὴν ἀνακόπτοντος, οὕτω κατὰ τὸ ἔμπαλιν ἡ ψυχὴ τῆς γηΐνης προσπαθείας ἀπολυθεῖσα ἀνωφερής τε καὶ ὁξεῖα γίνεται πρὸς τὴν ἐπὶ τὰ ἄνω κίνησιν, ἀπὸ τῶν κάτω πρὸς τὸ ὕψος ἀνιπταμένη. Μηδενὸς δὲ ὄντος ἄνωθεν τοῦ τὴν ὁρμὴν ἐπικόπτοντος (ἐλκτικἡ γὰρ πρὸς ἑαυτὴν ἡ τοῦ καλοῦ φύσις ἐστὶ τῶν πρὸς ἐκείνην ἀναβλεπόντων), ἀεὶ πά ντως ὑψηλοτέρα ἑαοῆς γίνεται, τῇ τῶν οὐρανίων ἐπιθυμίᾳ συνεπεκτεινομένη τοῖς ἔμπροσθεν, καθώς φησιν ὁ Ἀπόστολος, καὶ πά ντοτε πρὸς τὸ ὑψηλότερον τὴν πτῆσιν ποιήσεται. Ποθοῦσα γὰρ διὰ. τῶν ἤδη κατειλημμένων μὴ καταλιπεῖν τὸ ὕψος τὸ ὑπερκείμενον, ἄπαυστον ποιεῖται τὴν ἐπὶ τὰ ἄνω φοράν, ἀεὶ διὰ τῶν προηνυοσμέ νων τὸν πρὸς τὴν πτῆσιν τὸνον ἀνανεάζουσα. Μόνη γὰρ ἡ κατ’ ἀρετὴν ἐνέργεια καράτῳ τρέφει τὴν δύναμιν, οὐκ ἐνδιδοῦσα διὰ τοῦ ἔργου τὸν τόνον, ἀλλ’ ἐπαύξουσα. Διὰ τοῦτό φαμεν καὶ τὸν μέ γαν Μωϋσέα ἀεὶ μείζω γινόμενον μηδαμοῦ ἵστασθαι τῆς ἀνόδου, μηδέ τινα ὅρον ἑαυτῷ ποιεῖσθαι τῆς ἐπὶ τὸ ἄνω φορᾶς, ἀλλ’ ἅπαξ ἐπιβάντα τῆς κλίμακος ᾗ ἐπεστήρικτο ὁ Θεός, καθώς φησιν ’Ιακώβ, εἰσαεὶ τῆς ὑπερκειμένης βαθμίδος ἐπιβαίνειν καὶ μηδέποτε ὑψού μενον παύεσθαι διὰ τὸ πάντοτε εὑρίσκειν τῆς κατειλημμένης ἐν τῷ ὕψει βαθμίδος τὸ ὑπερκείμενον);

იგივე მოძღვარი (წმ. გრიგოლ ნოსელი): "მშვენიერებისკენ მიმართული ყველა გულისთქმა, იმ აღმასვლისკენ მიზიდული, მშვენიერებისკენ მსწრაფველის სრბოლასთან არის მარადის თანაგაწვდომილი და ღვთის ჭეშმარიტად ხილვაც სწორედ ისაა, გულისთქმა რომ არასოდეს ჰპოვებს სიმაძღრეს. პირიქით, მართებს მჭვრეტელს (რითაც შესაძლებელია მისთვის ხედვა), რომ იწვებოდეს იგი უფრო მეტის ხილვის გულისთქმით. და ასე, არანაირი ზღვარი არ შეაჩერებს ღვთისკენ აღმასვლის ზრდას, შესაბამისად იმისა, რომ არც მშვენიერების რაიმე მიჯნა იქნება პოვნილი, არცთუ რამ სიმაძღრით შეწყდება წინსვლა იმ გულისთქმისა, მშვენიერების მიმართ რომ არსებობს" (De vita Mosis, 2.238.8-239.7: πᾶσα πρὸς τὸ καλὸν ἡ ἐπιθυμία ἡ πρὸς τὴν ἄνοδον ἐκείνην ἐφελκομένη ἀεὶ τῷ δρόμῳ τοῦ πρὸς τὸ καλὸν ἱεμένου συνεπεκτείνεται. Καὶ τοῦτό ἐστιν ὄντως τὸ ἰδεῖν τὸν Θεὸν τὸ μηδέ ποτε τῆς ἐπιθυμίας κόρον εὑρεῖν. Ἀλλὰ χρὴ πάντοτε βλἐποντα δι’ ὧν ἑστι δυνατὸν ὁρᾶν πρὸς τὴν τοῦ πλέον ἰδεῖν ἐπιθυμίαν ἐκκαίεσθαι. Καὶ σὕτως οὐδεὶς ὅρος ἂν ἐπικόπτοι τῆς πρὸς τὸν Θεὸν ᾶνόδου τὴν αὔξησιν, διὰ τὸ μήτε τοῦ καλοῦ τι πέρας εὑρίσκεσθαι, μήτε τινὶ κό ρῳ τὴν πρόοδον τῆς πρὸς τὸ καλὸν ἐπιθυμίας ἐκκόπτεσθαι).

ანონიმი ავტორი (შრომა მოღწეულია წმ. გრიგოლ ნოსელის ავტორობით): "აღორძინდით შინაგანი ადამიანის მიხედვით, ღვთისკენ მიმართული წინსვლის კვალობაზე, როგორიც იყო პავლე, წინათა მიმართ გამწვდომი და უკანათა დამვიწყებელი; სწორედ ესაა მჭვრეტელობებში ზრდა (="აღორძინება"), კეთილმსახურების შეძენა და უდიდესისკენ გაწვდომა, კერძოდ ის, რომ მარადის უმჯობესთა მიმართ გვქონდეს სურვილი" (De creatione hominis sermo alter, 46.11-47.4: Αὐξάνεσθε κατὰ τὸν ἔσω ἄνθρωπον, κατὰ τὴν προκοπὴν τὴν εἰς θεὸν οὖσαν. οἷος ἦν Παῦλος τοῖς μὲν ἔμπροσθεν ἐπεκτεινόμενος, τῶν δὲ ὄπισθεν ἐπιλανθανό μενος. εὕτη ἐστὶν ἡ αὔξησις τῶν θεωρημάτων, εὐσεβείας ἀνάληψις, ἡ τοῦ πλείονος ἐπέκτασις, τὸ ἐπορέγεσθαι ἡμᾶς ἀεὶ τῶν κρειττό νων).

------------------------------------------------------------------

 

1 - "ქებათა ქებას" ეს მუხლი ძველ ქართულ რედაქციებში ასეთი სახისაა: "შემიყვანეთ მე სახლსა ღჳნისასა, განაწესეთ ჩემ ზედა სიყუარული, დამამტკიცეთ მე სულნელებითა საცხებელთაჲთა, გარემომასხთ მე ვაშლი, რამეთუ დაწყლულ ვარ მე სიყუარულითა" (O); "შემიყვანეთ მე სახლსა მას ღჳნისასა, და განაწესეთ ჩემ ზედა სიყუარული, და დამამტკიცემე, წყლულსა სიყუარულითა" (A); "შემიყვანეთ მე სახლსა ღჳნისასა, განაწესეთ ჩემ ზედა ზიყუარული, დამამტკიცეთ მე ნელსაცხებელთა მიერ, გარემომასხთ მე ვაშლი, რამეთუ დაწყლულ ვარ მე სიყუარულითა" (S); "შემიყვანეთ მე სახლსა შინა ღვინისასა, და განაწესეთ ჩემ ზედა სიყუარული, დამამტკიცეთ მე ნელსაცხებელთა შინა, დამდევით მე ვაშლთა შინა, რამეთუ მოწყლულ ვარ მე სიყუარულითა" (B).

 

ედიშერ ჭელიძე

493-ე სქოლიო "სათნოებათმოყვარეობის" ახალ ქართულ თარგმანზე
"საეკლესიო ბიბლიოთეკის" V ტომი,

გამომცემლობა "ახალი ივირონი"
2006 წ. თბილისი

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 04 November 2011 21:40)